გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
240210018002613910
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210018002613910

(2/778-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი, 2019 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ,,საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი----–------- თ------

მოპასუხე --------–-------------

მოპასუხე - მ----------------

მოპასუხე - გ-----------–--

წარმომადგენელი - ივ-–----------–--–---

დავის საგანი - ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-------------------–--------------------------------- მ----------------ს (---------------- და გ-----------–--ს (პ--------------------,საქართველოს ბანკი“-ს (ს/კ 204378869) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21050.10 ლარის გადახდა.

1.2. 27.05.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე 12775 ლარზე სარჩელის მომზადების დღიდან 27.08.2018 წლიდან გაგრძელდეს დარიცხვა საპროცენტო სარგებლის წლიური 21%-ის (7,35 ლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე და თანხების გადახდევინება დაეკისროთ მოვალეებს სოლიდარულად.

1.3. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული გ-----–-------------- უძრავი ქონების მდებარე მარტვილის რაიონი, ს------–------------, საკადასტრო კოდი 41.0--3--2-- რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.

1.4. მოპასუხეებს გ-----–--------------, მ----------------სა და გ-----------–--ს სს ,,საქართველოს ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა გ-----–--------------- მ----------------მ და გ-----------–--მ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეებმა სს ,,საქართველოს ბანკი“-ს წინაშე აღიარეს სესხის ძირი თანხა - 12775 ლარსის ნაწილში. ძირითადი მოვალის --------–-------------ს მიერ ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყო მეუღლის - მ-------------------- მძიმე ავადმყოფობით. ასევე, გ-----–-------------- ოჯახი განეკუთვნება სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიას. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, გ-----–------------- ეცადა მიეღწია შეთანხმება კრედიტორთან და ბანკის წარმომადგენელს სიტყვიერად გაურიგდა თანხის განაწილების გრაფიკის შედგენაზე, თუმცა მიუხედავად შეთანხმებისა, გ-----–-------------- პირობისა 500 ლარის გადახდისა, ბანკის წარმომდგენელმა არ მიაწოდა გრაფიკი და დაარღვია შეთანხმება. ამდენად, გ-----–-------------- მიერ გადახდილი 500 ლარი უნდა გამოაკლდეს პროცენტს 2118.55 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 6656.55 ლარის განსაზღვრა არის აშკარად შეუსაბამო ძირითად თანხასთან მიმართებაში, ასევე სესხის გადაუხდელობის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, იგი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე. ამდენად, დავალიანება საერთო ჯამში უნდა განისაზღვროს 14443.55 ლარით, ძირი 12775 ლარი, პროცენტი 1618.55 ლარი, ჯარიმა 50 ლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს გ-----–--------------, ხოლო მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებ პირებს. არ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია უნდა მოხდეს ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ხოლო მანამდე მისი რეალიზაციით ფაქტიურად უსახლკაროდ რჩება ოჯახი, რითაც ასევე არ იქნება დაცული მხარეთა შორის ხელშეკრულებითა და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 18 აგვისტოს სს ,,საქართველოს ბანკ“-სა და გ-----–-------------- შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება 15000 აშშ დოლარის ოდენობის ლიმიტით. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებით; იპოთეკით დაიტვირთა მარტვილის რაიონის, ს------–-----------–--------------------------------------------------- 41.0--3--2--. საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 2016 წლის 27 მაისს საკრედიტო ხელშეკრულების N------- საფუძველზე, მსესხებელმა ბანკისგან მიიღო კრედიტი 16900 ლარი, 36 თვის ვადით, სარგებლის წლიური 21%-ის დარიცხვით.

 

3.2.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ფიზიკურ პირებთან - მ----------------სთან და გ-----------–--სთან.

 

3.2.3. მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართ გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი ოდენობით, რაც მის მიერ დაირღვა 2017 წლის ნოემბრის თვიდან. საკრედიტო ვალდებულება შეუსრულებელია. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, დღიურად 0,5%-ის ოდენობით. მიუხედავად კრედიტორის მოთხოვნისა, სოლიდარულმა მოვალეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება.

 

3.2.4. იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კუთვნილ ქონებაზე.

 

3.2.5. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხეების დავალიანება სს ,,საქართველოს ბანკი“-ს წინაშე შეადგენს 21050.10 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 12275 ლარი, პროცენტია 2118.55 ლარი, ხოლო ჯარიმაა 6656.55 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- გადახდის გრაფიკი;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- თავდებობის ხელშეკრულებები;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე,463-464-ე,895-ე,898-ე, 873-ე,417-418-ე,902-ე,131-ე,361-ე, 623-ე, 411-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 230-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ-----–-------------ზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. გ-----–-------------მ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

უდავოდ დგინდება, რომ სს ,,საქართველოს ბანკსა“ და გ-----–-------------- შორის გაფორმდა საბანკო ხელშეკრულება, კერძოდ: 2015 წლის 18 აგვისტოს საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2016 წლის 27 მაისს გაფორმდა N------- ხელშეკრულება და გ-----–-------------ზე გაიცა სესხი 16900 ლარი, 36 თვის ვადით, წლიურად 21%-ის დარიცხვით. ასევე დადგენილია, რომ ბანკსა და მ----------------ს, ასევე ბანკსა და გ-----------–--ს შორის 2016 წლის 27 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სოლიდარულმა თავდებ პირებმა აიღეს ვალდებულება იყვნენ პასუხისმგებელი გ-----–-------------- მიერ ბანკთან საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე. ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა მხოლოდ საბანკო კრედიტის საფუძველზე გაცემული საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული წარმოშობილი ვალდებულებები #N------- ხელშეკრულების ფარგლებში. თავდებობის ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულ იქნა თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც ამ შემთხვევაში შედგენს 33800 ლარს. საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მარტვილის რაიონის, ს------–-----------–--------------------------------------------------- 41.0--3--2--.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, გ-----–--------------აგან, როგორც ძირითადი მოვალისგან, ასევე სოლიდარული მოვალეებისგან მ----------------სგან და გ-----------–--სგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ასევე, ბანკმა შეიძინა უფლება იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკსა და გ-----–-------------- შორის საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვალდებულების ფარგლებში რეალიზებულ იქნას მარტვილის რაიონის, ს------–-----------–--------------------------------------------------- 41.0--3--2--. ასევე ბანკმა შეიძინა მოთხოვნის უფლება თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში გ-----------–--სა და მ----------------ს მიმართ თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლებში, 33800 ლარს ფარგლებში.

 

თავის მხრივ, გ-----–------------- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. გ-----–-------------- მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში, გრაფიკის შესაბამისად.

 

მოპასუხე გ-----–-------------მ დაარღვია ვალდებულებები და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, გ-----–------------- ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის მიმღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, კერძოდ, მოპასუხეებმა ცნეს სესხის ძირი თანხა 12775 ლარი, პროცენტი/სარგებელი 1618.55 ლარი და ჯარიმა 50 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სასამართლომ შეამოწმა რა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის მოთხოვნილი ოდენობა გამომდინარეობს და შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და ძირ თანხასთან ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, მოპასუხეები გ-----–-------------, მ---------------- და გ-----------–-- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადონ შეთანხმებისამებრ სრულად. გადასახდელი სარგებლის ოდენობა კი შეადგენს 2118.55 ლარს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, წერილობით არის მხარეთა შორის შეთანხმებული და ეს გარემოება დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულეს, მათ ვადაზე ადრე შეწყვიტეს კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან, აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მის მოთხოვნას ასევე შეადგენს მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე თანხის დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და გ-----–--------------, მ----------------სა და გ-----------–--ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო 1227.05 ლარის ოდენობით;

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ბანკის სასარგებლოდ მოპასუხეებზე სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს ანაზღაურება საკრედიტო ხელშეკრუებით გათვალსიწინებულ ძირ თანხაზე ყოველდღიურად პროცენტის დარიცხვის გზით და მიუღებელი შემოსავალი ზიანის სახით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამრთლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღნიშნული წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებლია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევ მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'', რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, წლიური 13%-ის შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 13%-ს, ანუ 132.98 ლარს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილ პერიოდზე უნდა დაეკისროს ყოველთვიური პროცენტის თანხა - 132.98 ლარი, 2018 წლის 03 სექტემბრიდან ვალდებლების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2019 წლის 27 მაისისა. ამასთან, მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ყოველდღიურად ძირი თანხის 0,02%-ის ოდენობით, 2,45 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 646.08 ლარისა.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მ----------------მ და გ-----------–--მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს პასუხისმგებლობა გ-----–-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ-----–--------------თან ერთად N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ-----------–--ს და მ----------------ს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 33800 ლარით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს თავდები პირის ინფორმირებულობას ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე. ამდენად, თავდებ პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკრედიტო ვალდებულებისათვის. შესაბამისად, მოპასუხეებს გ-----–--------------, მ----------------ს და გ-----------–--ს სს ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 15621.05 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 12275 ლარი, პროცენტია 1227.05 ლარი, დარიცხული პირგასამტეხოა 1227.05 ლარი; მათვე სოლიდარულად სს ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსვლის სახით ყოველთვიურად 132.98 ლარის გადახდა 2018 წლის 03 სექტემბრიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2019 წლის 27 მაისისა; მათვე სოლიდაულად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის 0,02% ყოველდღიურად 2,45ლარის ოდენობით, 2018 წლის 03 სექტემბრიდან ვალდებულების სრულ სესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 646.08 ლარისა.

 

6.8. იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც უპირობოდ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამდენად, იპოთეკარი დაცული ხდება საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების – ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.

 

დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა ბანკსა და გ-----–-------------- შორის 2015 წლის 18 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულება. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელის აღძვრის დროისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობაა 15621.05 ლარი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულებით მკაფიოდ განსაზღვრულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, იპოთეკა ვრცელდება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა ვრცელდება/შეადგენს 27/05/2016წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15621.05 ლარსა და ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსვლის სახით დაკისრებული გადახდის ვალდებულებაზე.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი (იპოთეკარი) კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა, ან მისი ღირებულება და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულებით, სოლიდარულმა თავდებ პირებმა ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკს უფლება აქვს, N------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონტრაჰენტს გ-----–--------------თან ერთად მ----------------ს და გ-----------–--ს წაუყენოს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სოლიდარული მოვალე კისრულობს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდას. სოლიდარული ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, ყოველი მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულებებზე პასუხს აგებს უშუალოდ, მთელი თავისი ქონებით. ასევე დადგენილია მხარეთა ნება და შეთანხმება იმის თაობაზე, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით არ უქმდება კრედიტორის მოთხოვნა.

 

ამდენად, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს როგორც იპოთეკით დატვირთული ქონებით, ასევე სოლიდარულ მოვალეთა ქონებით. შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღსრულება უნდა გაგრძელდეს ძირითადი მოვალისა და თავდები პირების საკუთრებაში არსებული ქონებების მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა აღიარეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სესხის თანხის ძირითადი ვალდებულება, საპროცენტო სარგებელისა და ჯარიმის ნაწილი. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, ისინი სასარჩელო მოთხოვნის აღიარებულ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. კერძოდ, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიქცეული აღსასრულებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 49-ე, 53-ე, 2---244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,საქართველოს ბანკი“-ს (ს/კ 204378869) მოთხოვნა მოპასუხეების გ-----–-------------- (----------------- მ----------------სა (---------------- და გ-----------–--ს (პ--------------- მიმართ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულების წესით რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე;

 

1.1. მოპასუხეებს გ-----–--------------, მ----------------სა და გ-----------–--ს სს ,,საქართველოს ბანკი“-ს სასარგებლოდ 27.05.2016 წლის საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 15621.05 (თხუთმეტი ათას ექვსას ოცდაერთი ლარისა და 05 მეასედი თეთრის) ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 12275 ლარი, სარგებელია 2118.55 ლარი და პირგასამტეხლოა 1227.05 ლარი.

1.2. მოპასუხეებს გ-----–--------------, მ----------------სა და გ-----------–--ს სს ,,საქართველოს ბანკი“-ს სასარგებლოდ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალის სახით მიყენებული ზიანის სახით ძირი თანხის 12275 ლარის - წლიური სარგებელი 13%-ის ოდენობით, ანუ 132.98 ლარი ყოველთვიურად, 2018 წლის 03 სექტემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2019 წლის 27 მაისისა.

1.3. მოპასუხეებს გ-----–--------------, მ----------------სა და გ-----------–--ს სს ,,საქართველოს ბანკი“-ს სასარგებლოდ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს ანაზღაურება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის 12275 ლარის 0,02%-ის ოდენობით, ანუ ყოველდღიურად 2,45 ლარის ოდენობით, 2018 წლის 03 სექტემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 646.08 ლარისა.

1.4. თავდები პირების მ----------------სა და გ-----------–--ს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს, თითოეულის 33800 ლარის ოდენობით.

2. თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე მარტვილი, ს------–------------, საკადასტრო კოდი 41.0--3--2-- რეალიზაცია.

3. იმ შემთხვევაში, თუ კი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეთა კუთვნილი სხვა ქონება.

 

4. მოპასუხეებს გ-----–--------------, მ----------------სა და გ-----------–--ს სს ,,საქართველოს ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ხარჯების ანაზღაურება, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად, სასარჩელო მოთხოვნის არ აღიარებულ ნაწილში ბაჟის თანხა 18.65 (თვრამეტი ლარი და 65 მეასედი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

5. მოსარჩელე სს ,,საქართველოს ბანკი“-ს სახელწმიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 30.08.2018 წელს, N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 449.99 ლარის ოდენობით; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟის ნაწილი - 176.87 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებად.

დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო პალატაში სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე