გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340--00-9002844388
საქმე №2/922-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ნაწილი I (შესავალი):
21 ივნისი, 20-9 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით
მოსარჩელე - ნი----–------------–---–ი;
წარმომადგენელი - ლე-–----------ძე (დედა - კანონიერი წარმომადგენელი) და ლო-----------------ძე (მინდობილობით);
მოპასუხე - ნა----–--------–-–--ლი;
წარმომადგენელი - თა-----------–--ლი (მინდობილობით);
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, და მისი 1/2-ის მესაკუთრედ აღიცხვა, თანხის დაკისრება;
ნაწილი II (აღწერილობითი):
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1.1. 20-7 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელის მინდობილობით წარმომადგენელმა მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნა----–--------–-–--ლის წინააღმდეგ და მოითხოვა:
- გაუქმდეს საზიარო უფლება მხარეების თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. ყვარელი (ს/კ 57.06.6-.3--) და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება მოხდეს თანაბარწილად;
- გაუქმდეს საზიარო უფლება მოსარჩელის მამის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, ტრაქტორზე და მოხდეს ამონაგები თანხის განაწილება მხარეებს შორის თანაბარწილად;
- გაუქმდეს მოსარჩელის მამას - გი--------------–---–სა და ნი----–------------–---–ს (მოსარჩელის პაპა) შორის 20-0 წლის 08 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ყვარელი, ბ------------, შესახვევი----- (ს/კ 57.06.6-.0--) და მისი 1/2 წილი აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;
1.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სარჩელს ნაწილობრივ ეთქვა უარი წარმოებაში მიღებაზე, კერძოდ, სასამართლომ სარჩელი არ მიიღო პირველი მოთხოვნის ნაწილში, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-8 წლის 18 დეკემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული;
1.3. მოსარჩელემ (მინდობილობით წარმომადგენლის მეშვეობით) 20-8 წლის 03 ოქტომბერს წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რითაც დააზუსტა პირველი მოთხოვნა და საბოლოოდ ეს მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი სახით:
- თანაბარი წილების განაწილებით გაუქმდეს საზიარო უფლება მხარეების თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. ყვარელი (ს/კ 57.06.6-.3--), და მოხდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფა მხარეთა შორის;
§ ამ მოთხოვნის ნაწილში მხარეები, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 15.02.20-9წ. განჩინებით, მორიგდნენ (რისთვისაც ეს მოთხოვნა გამოიყო ცალკე წარმოებად);
- 20-9 წლის 13 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება და თავის მოთხოვნებს დაამატა კიდევ ერთი: დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მამის კუთვნილი ძროხების ღირებულების 8 500 ლარის გადახდა;
1.4. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელის დედ-მამა: ლე-–----------ძე და გი--------------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2003 წლიდან; ერთად ცხოვრების დროს მათ შეეძინათ ვაჟიშვილი - მოსარჩელე ნი----–------------–---–ი (დაბ. 1--0-.2---წ.); მოსარჩელის დედ-მამა უსიამოვნების გამო განქორწინდნენ 20-0 წლის 15 მარტს;
- მოსარჩელის მამა - გი--------------–---–ი გარდაიცვალა 20-6 წლის 28 ნოემბერს; მას საკუთრებაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ფართობით 9 550 კვ.მ., მდებრე ქ. ყვარელში (ს/კ 57.06.6-.3--); უძრავი ქონება, მდებარე ქ. ყვარელი, ბ------------, შესახვევი----- (ს/კ 57.06.6-.0--); სატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი FOTOM FT254, სახელმწიფო ნომერი: AA----, გამოშვების წელი: 20-4, VIN: F--------------66; მსხვილფეხა საქონელი - ძროხები. გ---------–---–მა 20-0 წლის 08 თებერვალს ქ. ყვარელში, ბ------------, შესახვევი------ში მდებარე უძრავი ქონება აჩუქა მამას - ასევე ნი----–------------–---–ს, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლემ და მოპასუხემ. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე და დედამისი ცხოვრობენ ბიძის (დედის ძმის) ოჯახში, მოსარჩელეს არ გააჩნია თავისი კუთხე და სურს, რომ იცხოვროს მამა-პაპისეულ სახლში და თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად (სამართლებრივი საფუძვლად კი მიუთითა სსკ-ის 524-ე-530-ე მუხლები და 1378-ე მუხლი;
- 20-7 წლის 0- იანვარს მოსარჩელემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაიცა გ---------–---–ის ქონების 1/2 ნაწილზე, ხოლო სამკვიდრო ქონების მეორე 1/2 ნაწილი კი მიიღო მოპასუხემ;
- მოპასუხე არ აძლევს მოსარჩელეს იმის საშუალებას, რომ ისარგებლოს ტრაქტორით, როგორც მემკვიდრეობით მიღებული ქონების ნაწილით. მოსარჩელის დედამ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, რათა მას გადაეხადა ტრაქტორის ღირებულების ნახევარი, მაგრამ უშედეგოდ; ტრაქტორის მთლიანი ღირებულება შეადგენს 14 296 ლარს, ხოლო ძროხებისა - 17 000 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია:
- მოპასუხემ, დაზუსტებული სარჩელის საპასუხოდ, 20-8 წლის 30 ოქტომბერს წარმოადგინა შესაგებელი;
· მოპასუხე დაეთანხმა 1.4.1 და 1.4.3 გარემოებებს;
· ნაწილობრივ დაეთანხმა 1.4.2 გარემოებას, კერძოდ, განმარტა რომ ტრაქტორი და მსხვილფეხა საქონელი იყო ოჯახის საკუთრება და ეს ნივთები არ იყო მხოლოდ გ---------–---–ის კუთვნილი;
· არ დაეთანხმა 1.4.4 გარემოებას და განაცხადა, რომ ვერ მისცემს მოსარჩელეს ტრაქტორის განკარგვის შესაძლებლობას, რადგან შვილის გარდაცვალების შემდეგ ტრაქტორის შესაძენად აღებული საბანკო კრედიტის დარჩენილი თანხა დაბრუნებულ იქნა მისი მეორე შვილის (ნი----–------------–---–ის). ამ თანხამ შეადგინა 7 076 ლარი;
· მოპასუხემ განაცხადა, რომ არ არის ინფორმირებული ტრაქტორის ღირებულების თაობაზე;
· მოპასუხემ განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს საზიარო საგანზე თანასაკუთრების გაუქმება, ასევე არ უნდა მოხდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რადგან ის დადებულია კანონის დაცვით და სრულად გამოხატავდა მხარეების ნებას;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელის დედ-მამა: ლე-–----------ძე და გი--------------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2003 წლიდან; ერთად ცხოვრების დროს მათ შეეძინათ ვაჟიშვილი - მოსარჩელე ნი----–------------–---–ი (დაბ. 1--0-.2---წ.); მოსარჩელის დედ-მამა უსიამოვნების გამო განქორწინდნენ 20-0 წლის 15 მარტს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება 15.03.20-0წ. სკ #032159 განქორწინების მოწმობით (ს.ფ. 17), 13.0-.2---წ. ნკ #094504 დაბადების მოწმობით (ს.ფ. 16);
- მოსარჩელის მამა - გი--------------–---–ი გარდაიცვალა 20-6 წლის 28 ნოემბერს, რაც ასევე დასტურდება 05.12.20-6 #5416700-432 გარდაცვალების მოწმობით (ს.ფ. 18);
- 0-.06.20-7წ. ნოტ. ნი--------------მა მოსარჩელის სასარგებლოდ გასცა #1-------- სამკვიდრო მოწმობა მისი მამის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე (ს.ფ. 19-21);
- ქ. ყვარელში ბ------------, შესახვევი------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1838,00 კვ.მ., რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, ფართობით 380,20 კვ.მ. (ს/კ 57.06.6-.0--) რეგისტრირებლია მოპასუხე ნა----–--------–-–--ლის საკუთრებაში (საჯარო რეესტრის ამონაწერი #8820-567----, ს.ფ. 23). იმავე ამონაწერით დასტურდება და სადავო არ გამხდარა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მემკვიდრეობით (სამკვიდრო მოწმობა #1--------, 08.05.20-4წ., ნოტ. ნ. ჩახტაური) მიიღო მოპასუხემ თავის აწ გარდაცვლილი მეუღლისაგან - ნი----–------------–---–ისაგან, რომელსაც ეს ქონება 08.02.20-0წ. მიღებული ჰქონდა შვილისგან (გი--------------–---–ისაგან) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (ჩუქების ხელშეკრულება, ს.ფ. 22);
- სატრანსპორტო საშუალების - ტრაქტორი FOTOM FT254, (სახ. ნომრით: AA----, გამოშვების წელი: 20-4, VIN: F--------------66) ღირებულება შეადგენს 14 296 ლარს (აღნიშნული ასევე დასტურდება შპს „უქე“-ს 15.1--20-7წ. #1----------20-7 შეფასების დასკვნით (ს.ფ. 28-33)). ტრაქტორი შეძენილია გამოშვების თარიღის შემდეგ მოსარჩელის მამის მიერ;
- 20-4 წლის 24 დეკემბერს სს „ს----------–-------კიდან“ მოსარჩელის მამამ სესხის სახით აიღო 17 000 ლარი, საიდანაც 7 673 ლარი ბანკს დაუბრუნა მოსარჩელის ბიძამ (მოწმის სახით დაკითხულმა ნი----–------------–---–მა) 20-6 წლის 02-28 დეკემბრის შუალედში (აღნიშნული დასტურდება მოწმის ჩვენებით, შესაგებლით და შესაგებელზე დართული თანხის გადახდის ქვითრებით (ს.ფ. 80-84));
- მოსარჩელის პაპა გარდაიცვალა 20-1 წელს (მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობა, მაგრამ მხარეებს შორის ეს გარემოება არ იწვევს დავას);
- გ---------–---–თან განქორწინების შემდეგ, ლ----------ძე მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს ძმის სახლში, ძმის ოჯახთან ერთად (04.06.20-9 წ. სხდომის ოქმი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
· მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის ბიძამ - ნი----–------------–---–მა ჩვენებაში (0-.06.20-9წ. სხდომის ოქმი) დაადასტურა, რომ მის აწ გარდაცვლი ძმას (მოსარჩელის მამას) ეკუთვნოდა სატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი FOTOM FT254, (სახ. ნომრით: AA----, გამოშვების წელი: 20-4, VIN: F--------------66), რეგისტრირებულია მოსარჩელის მამის სახელზე (ს.ფ. 26);
· მართალია, როგორც მოპასუხე, ისე მოწმე აცხადებდნენ, რომ 20-4 წლის 24 დეკემბერს სს „ს----------–-------კიდან“ სესხის სახით აღებული 17 000 ლარით მოსარჩელის მამამ შეიძინა ზემოაღნიშნული ტრაქტორი, თუმცა იმავე ხელშეკრულებით დასტურდება (პ.3.16, ს.ფ. 70), რომ ამ სესხის მიზნობრიობა იყო 11 სული „დედა ძროხის“ შეძენა. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–---–მა ამ თანხით შეიძინა ძროხები და არა ტრაქტორი. რაც შეეხება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 07.03.20-9 წ. #0-----2 წერილს, რომელშიც განმარტებულია, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 20-6 წლის 07 და 08 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 31 სული მსხვილფეხა პირუტყვი გი--------------–---–ის სახელზე;
· სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ იქნება დადასტურებული ისეთი მტკიცებულებით, როგორიცაა მხარის ახსნა-განმარტება ან მოწმის ჩვენება. ვინაიდან სესხის მიზნობრიობა განსაზღვრულია ძალაში მყოფი ხელშეკრულებით (ის არ გაბათილებულა), მოპასუხეს უნდა წარმოედგინა რელევანტური, ასევე წერილობითი მტკიცებულება (მაგ. სესხის მიზნობრიობის შეცვლის ან ამ მიზნობრიობის გაუქმების თაობაზე);
- მოწმემ თავის ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ ძროხები იყო ოჯახის საკუთრება, მათ შორის, მოწმისაც. სულ ჰყავდათ 31 სული. მოსარჩელის მამა და პაპა ფიზიკურად მონაწილეობდნენ საქონლის მოვლაში, მოწმის იყო ფერმა და გარკვეული თანხები. აქედან რამდენიმე - 10 სული ძროხა იყო მწყემსის საკუთრებაც. მოწმემ აღნიშნა, რომ ოჯახს მოუწია ძროხების გაყიდვა გ---------–---–ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად და ასევე მისი საბანკო ვალების გასასტუმრებლად. მოპასუხე ასახელებს თანხას 10 000 ლარამდე, რაც დასჭირდა გ---------–---–ის დაკრძალვას და სხვა თანამდევ პროცედურებს;
· ამ პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მხარემ ამ მიმართულებით ვერ წარმოადგინა დასაბუთებული, მწყობრი არგუმენტაცია და ვერ განმარტა, კონკრეტულად რა ღონისძიებაში რა თანხა იქნა გადახდილი. ამიტომ, ამ სიტუაციაში სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ მოპასუხის, მისი ოჯახის მიერ გ---------–---–ის დაკრძალვისათვის გაღებული ხარჯის გონივრული შესაბამისობა იქნება 5 000 ლარის ტოლი, კერძოდ, აქედან 2 000 ლარი უნდა განსაზღვროს საფლავის მოწყობისათვის, 2 000 ლარი – ქელეხისათვის, ხოლო 1 000 ლარი – ორმოცისათვის, ანუ სულ ჯამში 5 000 ლარი;
ნაწილი III (სამოტივაციო):
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“) შემდეგი მუხლები და მუხლის ნაწილები: მ.442, ნაწ.1; მ.444; მ.529, ნაწ.1; მ.530, ნაწ.1; მ.953; მ.954; მ.96-. ნაწ.1; მ.96-; მ.964, ნაწ.1; მ.969; მ.973; მ.1306, ნაწ.1; მ.1334; მ.1336; მ.1378; მ.1452; მ.1454; მ.1459; მ.1469;
· „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-4 წლის 31 დეკემბრის #764 დადგენილება (შემდეგ - "მთავრობის დადგენილება");
6. სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. „ტრაქტორთან“ და „ძროხებთან“ დაკავშირებით:
- სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით;
- იმავე მუხლის 1334-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად;
- სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);
· მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მამას მემკვიდრეობით დარჩა შემდეგი ქონება: „ტრაქტორი“ და „ძროხები“ (მათი ნაწილი). აქედან ტრაქტორი მან შეიძინა 20-4 წელს, ხოლო მეძროხებობა იყო საოჯახო საქმე, რომელსაც თავდაპირველად მისდევდა მოსარჩელის პაპა და ბებია, ხოლო შემდეგ ამ საქმით დაკავდნენ მოსარჩელის მამა და ბიძა (მამის ძმა, იგივე მოწმე);
· უდავოა, რომ მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 20-6 წლის 27 ნოემბერს, რითაც გაიხსნა მემკვიდრეობა. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილი (მოსარჩელე) და დედა (მოპასუხე). ორივეზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა. ამიტომ, თანამემკვიდრეებმა (შვილმა და დედამ) სამკვიდრო ქონება მიიღეს თანაბარწილად, კერძოდ, 1/2-1/2 იდეალური წილების სახით. მთლიანი „ტრაქტორიდან“ მოსარჩელემ მიიღო 1/2 წილი, ხოლო რაც შეეხება „ძროხებს“, ვინაიდან მათ თავდაპირველად (მამკვიდრებლის სიცოცხლეში) ჰყავდათ 4 თანამესაკუთრე, სამკვიდრო მასაში შევიდა მათი 1/4 ნაწილი, საიდანაც 1/2 ერგო მოსარჩელეს, ხოლო მეორე 1/2 - მოპასუხეს (საერთო ქონებაში, ძროხების მთლიან მასაში ეს მოსარჩელის წილი ტოლია 1/8-სა) ;
· ამდენად, მამის სამკვიდრო მასიდან მოსარჩელემ საბოლოოდ მემკვიდრეობით მიიღო „ტრაქტორის“ 1/2 ნაწილი, ხოლო „ძროხებიდან“ 1/8 ნაწილი (1/4-ის 1/2);
- სსკ-ის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ;
- იმავე კოდექსის 1454-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს თავისი წილის გამოყოფა ნატურით როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონებიდან, თუ ასეთი გამოყოფა შესაძლებელია ან აკრძალული არ არის კანონი;
- იმავე კოდექსის 1459-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისეთი ქონება, რომლის გაყოფაც გამოიწვევს მისი სამეურნეო დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას, გაყოფას არ ექვემდებარება და ხდება მემკვიდრეთა საერთო საკუთრება მათი წილის მიხედვით;
- სსკ-ის 1469-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი;
- სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს;
- იმავე კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი;
- იმავე კოდექსის 96--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება;
- სსკ-ის 96--ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით;
- იმავე კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის;
- იმავე მუხლის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა;
- იმავე კოდექსის 444-ე მუხლის თანახმად, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე;
· აღსანიშნავია, რომ სამკვიდრო ქონებიდან დღეისათვის სახეზეა „ტრაქტორი“, ხოლო „ძროხები“ კი რეალიზებულია მოსარჩელის მამის დაკრძალვის ხარჯებისა და ვალების გადახდის მიზნით, რაც უნდა მოაკლდეს ძროხების ღირებულებას და გაიქვითოს მოპასუხის მიერ გადასახდელ თანხაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ „ძროხები“ იყო მოპასუხის ოჯახის საკუთრებაში. შესაბამისად, მამკვიდრებელის 1/4 წილი გაიყოფა შუაზე და მთლიან ღირებულებაში შეადგენს 1/8 წილს. ამდენად, მოსარჩელეს ერგება 17 000 ლარის 1/8 ნაწილი, რაც შეადგენს 2 125 ლარს, რაც უნდა გაიქვითოს დაკრძალვის ხარჯებში (ყველა მემკვიდრე თანაბრად მონაწილეობს ამ ხარჯებში, სამკვიდრო ქონების ღირებულებიდან გამომდინარე). ამიტომ, 5 000 ლარი გაიყოფა 2-ზე და მიღებული თანხა: 2 500 ლარი არის ის თანხა, რაც უნდა მოაკლდეს მოსარჩელის მემკვიდრეობით (ეს არის წილი მამის დაკრძალვის ხარჯებში) მისაღებ ქონებას და გაიქვითოს საბოლოოდ მისაღებ თანხაში. შექმნილ სიტუაციაში სასამართლოს დღევანდელი ფასების გათვალისწინებით დაკრძალვისთვის გონივრულად მიაჩნია 5 000 ლარის განსაზღვრა;
· აქვე სასამართლოს სურს მოუხმოს საკასაციო სასამართლოს 2002 წლის 04 მარტის #3კ/441-0- გადაწყვეტილება „...სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, დასაფლავების ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები - 500 ლარს“
· 2002 წლის შემდეგ გავიდა 17 წელი. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მოსარჩელის მამის გარდაცვალების დროისათვის (20-6 წელი) არსებული ფასები. მოპასუხე ასახლებს, რომ ამ თანხამ შეადგინა 10 000 ლარამდე (ზუსტი თანხის დასახელება უჭირს);
· სსკ-ის 969-ე და 973-ე მულებიდან გამომდინარე სასამართლოს აუცილებელ ხარჯებს, რომელთა დასაბუთებისგანაც უნდა გათავისუფლდეს მოპასუხე მხარე, არის 5 000 ლარი (2000 ლარი – საფლავის მოწყობისათვის, 2000 ლარი – ქელეხისათვის, ხოლო 1000 ლარი – ორმოცისათვის). სწორედ ამ თანხაში უნდა გაიქვითოს ძროხების ღირებულების 1/8;
· რაც შეეხება „ტრაქტორს“, იგი თვისი ობიექტური თვისებების გამო არ გაიყოფა ნატურით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა მისი სამეურნეო, ფუნქციური მთლიანობა და მისი გამოყენება თავის დანიშნულებით იქნება შეუძლებელი, რაც, თავისთავად, შეამცირებს მის ღირებულებას. თანასაკუთრების კვალობაზე, მხარეებს შორის წარმოიშვა საზიარო უფლება „ტრაქტორზე“, ამიტომ, ამავე დროს, ეს ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სსკ-ის საზიარო უფლებების მომწესრიგებელი ნორმებით. უნდა მოხდეს „ტრაქტორზე“ საზიარო უფლების გაუქმება მისი აუქციონზე რეალიზებისა და ამონაგები თანხის თანაბარწილად გაყოფა მხარეებს შორის;
მთავრობის დადგენილება არ წარმოშობს საკუთრების უფლება მსხვილფეხა საქონლის (მაგ.: ძროხები) მიმართ. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნას სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მთავრობის დადგენილება არ წარმოშობს სკუთრების უფლება მსხვილფეხა საქონლის (მაგ.: ძროხები) მიმართ. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნას სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. დადგენილია, რომ ძროხების მფლობელი იყო არა მოსარჩელის მამა, არამედ მთლიანად მისი ოჯახი (მოსარჩელის მამა, პაპა, ბებია და ბიძა);
6.2. „ჩუქების ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით:
- სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ;
- იმავე კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში;
· მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის დედა აცხადებს, რომ განქორწინების შემდეგ, შვილთან ერთად ცხოვრობს ძმის სახლში, ძმის ოჯახთან ერთად და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეობით მოსარჩელეს მიეცემა თავისი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება;
· კანონი იცნობს ორ შემთხვევას, როცა შეიძლება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ქონების დაბრუნება: 1) თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ და 2) ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული ნორმებიდან არც ერთი ფაქტობრივი აღწერილობა არ მიესადაგება მოცემულ შემთხვევას, რადგან ორივე შემთხვევაში ინიციატორი მხარე არის მჩუქებელი (ჩვენს შემთხვევაში ეს არის მოსარჩელის მამა), ხოლო ადრესატი კი დასაჩუქრებული (ჩვენს შემთხვევაში - მოსარჩელის პაპა). ორივე მათგანი (მჩუქებელი და დასაჩუქრებული) გარდაცვლილები არიან. ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელე ჩუქებამდე უკვე აღარ ცხოვრობდა მამის ოჯახში, ასევე არ დასტურდება, რომ ამის გამო მამას უჭირდა მოსარჩელის რჩენა. უბრალოდ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სურვილი კი არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების მოშლის საფუძველი;
· რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ სსკ-ის 1378-ე მუხლს, ამ მუხლის თანახმად, თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან ათი წელია გასული. იმისათვის, რომ ვისაუბროთ სავალდებულო წილზე, სახეზე უნდა იყოს ანდერძი და მის საფუძველზე განკარგული სამკვიდრო. მოცემულ შემთხევაში მოსარჩელემაც და მოპასუხემაც მემკვიდრეობა მიიღეს კანონის საფუძველზე. ამიტომ, ამ ნორმის გამოყენება წინამდებარე ურთიერთობის (თუნდაც მისი სეგმენტის) მოსაწესრიგებლად, არასწორი იქნება. ამიტომ, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
- იმავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება;
- იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: (ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით და (კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა;
- იმავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე;
- სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით;
- იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
- იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა
· მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრული იყო არასრულწლოვანის უფლებების დაცვის მიზნით, რაც მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველია. იმის მიუხედავად, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მაინც არ ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის სანაცვლოდ;
· მოპასუხეს კი უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა შემდეგი პროპორციით: (მხედველობაშია მისაღები, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით გაიყო საზიარო უფლება ტრაქტორზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძროხების ღირებულების ანაზღაურება) ვინაიდან საზიარო საგნის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 14 296 ლარს (ის გაიყო თანაბარწილად და თითოეულ მხარეს მიეკუთვნა 1/2-1/2 ნაწილის), შესაბამისად, ტრაქტორის ღირებულების 1/2 იყო 7 148 ლარი, ასევე მოპასუხეს დაეკისრა თანხის ანაზღაურება 2 125 ლარის ოდენობით (რომელიც შემდეგ გაიქვითა დაკრძალვის ხარჯებთან);
· ორივე თანხა (ტრაქტორის ღირებულება და დაკისრებული თანხა) უნდა შეჯამდეს, რაც გამოდის 9 273 ლარი, მისი 3% კი უდრის 278,19 ლარს. სწორედ ეს თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად;
· იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ხარჯების გაღება ეკისრება სახელმწიფოს;
· მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ქონების შეფასებისა და ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, 20-7 წლის 14 ოქტომბერს მოსარჩელის მინდობილობით წარმომადგენელსა და შპს „უძრავი ქონების ექსპერტს“ შორის დაიდო უძრავი ქონების შეფასების ხელშეკრულება #17/10-14/07, რომლის „გადახდის პირობის“ მე-2 პუნქტის მიხედვითაც, „FOTON“-ის მარკის ტრაქტორის (სახ. ნომრით AA3658) შეფასების მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 100 ლარით, ხოლო იმავე „პირობის“ მე-3 პუნქტის თანახმად, ამ თანხის გადახდა ხდება წინასწარ სრულად ან 70%-ის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ხდება სამუშაოს შესრულებისთანავე;
· მოსარჩელის დედამ მინდობილობით წარმომადგენელს ორჯერ: 20-7 წლის 31 ივლისს გადაუხადა 500 ლარი, ასევე 20-9 წლის 16 თებერვალს გადაუხადა კიდევ 500 ლარის (ჯამში 1000 ლარი). დავის საგანის ღირებულება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში შეადგენს 9 273 ლარს. შესაბამისად, მისი 4% კი შეადგენს 370,92 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხის მოსარჩელის სასარგებლოდ;
ნაწილი IV (სარეზოლუციო):
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნი----–------------–---–ი სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს საზიარო უფლება სატრანსპორტო საშუალებაზე (შემდეგი მონაცემებით: FOTOM FT254, სახელმწიფო ნომერი: AA----, გამოშვების წელი: 20-4, VIN: F--------------66, რეგისტრირებული გი--------------–---–ი პ/ნ 4----------) მოსარჩელე ნი----–------------–---–სა და მოპასუხე ნა----–--------–-–--ლს შორის, ამ სატრანსპორტო საშუალების აუქციონზე რეალიზაციის გზით და აუქციონიდან შემოსული თანხა, განაწილდეს მხარეებს (თანამესაკუთრეებს) შორის თანაბარწილად - 1/2-1/2 წილის თანაფარდობით;
3. მოპასუხე ნა----–--------–-–--ლს მოსარჩელე ნი----–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 125,00 ლარის გადახდა, თუმცა მოხდეს ამ თანხის გაქვითვა დაკრძალვის ხარჯების ნახევართან (5000/2=2500 ლარს) და მოპასუხე ნა----–--------–-–--ლს მოსარჩელე ნი----–------------–---–ის სასარგებლოდ შესრულებულად ჩაეთვალოს ფულადი ვალდებულება 2 125,00 ლარის ოდენობით;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხე ნა----–--------–-–--ლს მოსარჩელე ნი----–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების (შემდეგი მონაცემებით: FOTOM FT254, სახელმწიფო ნომერი: AA----, გამოშვების წელი: 20-4, VIN: F--------------66, რეგისტრირებული გი--------------–---–ი პ/ნ4----------) შეფასებისათვის გაღებული ხარჯის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება;
6. მოპასუხე ნა----–--------–-–--ლს მოსარჩელე ნი----–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 656,94 ლარის ოდენობით;
7. მოპასუხე ნა----–--------–-–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 492,6- ლარის ოდენობით;
8. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: გურჯაანის, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, შემდეგი წესების დაცვით: გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: /დევი დევიძე/