გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.07.2019
საქმის ნომერი
330310018002472456
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/3----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

2-----–---, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

სხდომის მდივანი თეა აფციაური

მოსარჩელე - მ----- ქ-------–--ა

წარმომადგენელი - ე-–--- ჯ------ე

მოპასუხე- საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი -ა----------ე

მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 19 500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 237 681,60 (ორას ოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა სხდომაზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2----–-–-ს 5----–--ის ოქმის მიხედვით, მ----- ქ-------–--ა დაკავებული იქნა 2----–-–-ს 5----–--ს 11:15 საათზე, თ---–-------------–-----------------------ს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2----–-–-ს 5----–--ის ოქმი (ს/ფ 184-189)

 

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2----–-–-------------ს განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ დ. ნ--------ის შუამდგომლობა. დამტკიცდა თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ დ. ნ--------ეს და განსასჯელ მ. ქ-------–--ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ----- ქ-------–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მ. ქ-------–--ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი- 6 (ექვსი) თვით და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 (ექვსი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მ----- ქ-------–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრება გაუქმდა. მ----- ქ-------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2----–-–---------–---დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენი საქმეზე N1------ (ს/ფ 25-29)

 

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განჩინებით, საქმეზე N1--------, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ----- ქ-------–--ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.მ----- ქ-------–--ას მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა დარჩა უცვლელად ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 და მე-20 მუხლების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განჩინება საქმეზე N1-------- (ს/ფ 30-31)

 

4.4. 2----–-–---------------ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, შუამდგომლობით მიმართა მ----- ქ-------–--ამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------ს განაჩენით, საქმეზე N1---------, მსჯავრდებულ მ----- ქ-------–--ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენი მ----- ქ-------–--ას მიმართ გაუქმდა. მ----- ქ-------–--ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------ს განაჩინება საქმეზე N1--------- (ს/ფ 34-48)

 

4.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–------------–-ს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ გაცემული M---------------- წერილით დგინდება, რომ მ----- კონსტანტინეს ძე ქ-------–--ა ბრალდებულის სახით თბილისის N8 დაწესებულებაში შესახლებული იქნა 2----–-–---------–--ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე და გათავისუფლდა 2----–-–-------------ს სასჯელის მოხდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–------------–-ს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების M---------------- წერილი (ს/ფ 52)

 

4.6. შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ მიერ, 2----–-–------------ს გაცემულ N--- ცნობაში აღნიშნულია, რომ მ----- ქ-------–--ა, 2----–-–------------–-----------–-–---------–--ამდე მუშაობდა სს ,,ს----------–----------------------------------აში“ სხვადასხვა პოზიციებზე. კერძოდ, 2----–-–----------------------------–-–---------–--ამდე იგი მუშაობდა ს-----–------–-–----------–---–----------–--------–-----–--------------------–----------------–-------------------------ის თანამდებობაზე. 2----–-–---------–--ს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა).

 

შპს ,, ს----------–----------------------------------ის“ 2----–-–--------------------- წერილის მიხედვით, შპს ,,ს----------–----------------------------------ა“ არის სს ,,ს----------–----------------------------------ის “ უფლებამონაცვლე.

 

მ----- ქ-------–--ა, 2----–-–--------–---ს შემდგომაც, დაკავებამდე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. იგი ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა სამუშაო ადგილზე. შპს ,,ს----------–----------------------------------ის“ 2----–-–--------------------- წერილის თანახმად, კორესპონდენციების სააღრიცხვო ჟურნალის მიხედვით, 2----–-–--------–---დან 6----–--ამდე, მ----- ქ-------–--ას გაეცნო გარკვეული სახის კორესპონდენცია.

 

სს ,,თ---–-------------–-----------------------ს“ დირექტორის მიერ, 2----–-–--------–--ს, მიღებული იქნა ბრძანება N----, რომლის მიხედვითაც მ----- ქ-------–--ა სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა 2----–-–--------–---დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ 2----–-–------------ს გაცემული N--- ცნობა (ს/ფ 61-62)

- შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ 2----–-–-ს 05 ოქტომბრის N265/კ ბრძანება (ს/ფ 67)

- შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ 2----–-–---------–--ის N---- ბრძანება (ს/ფ 66)

- შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ 0---------–------ წერილი (ს/ფ 214)

- მოწმეთა ჩვენება(იხ. 11.06.2019წ ოქმი)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 11.06.2019წ ოქმი)

- ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი (ს/ფ 184-189)

- 2----–-–--------–--ის ბრძანება N---- ნ (ს/ფ 66)

- შპს ,, ს----------–----------------------------------ის“ 2----–-–--------------------- წერილი (ს/ფ 237)

 

4.7. 2----–-–---------------- საგადახდო დავალებით დგინდება, რომ მ----- ქ-------–--ას ჩაერიცხა ივნისის თვის ხელფასი 2329 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-ს 2--------- საგადახდო დავალება N0 (ს/ფ 104)

 

4.8. ზარალის ანაზღაურების ან გირაოს სახით თანხების გადახდის დასტურის მიხედვით, სს ,,ლ--------------ს“ მთაწმინდის ფილიალი ადასტურებს, რომ 2----–-–-------------ს, ნ-------------ემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ჯარიმის სახით, მ----- ქ-------–--ას სახელით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადაიხადა 10 000 ლარი სისხლის სამართლის საქმეზე N0--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზარალის ანაზღაურების ან გირაოს სახით თანხების გადახდის დასტური (ს/ფ 50)

- სალაროს გადახდის ქვითარი (ს/ფ 50)

 

4.9. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–------------–ს გაცემული N----- წერილის მიხედვით, მ----- ქ-------–--ას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით გადახდილი 10 000 ლარის დაბრუნებაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–------------–ს გაცემული N----- წერილი (ს/ფ 123-124)

 

4.10. სს ,,ს----------–---------ს’’ 2----–-–------------ს გაცემული სალარო შემოსავლის N5------ ორდერის მიხედვით, 400 ლარი ჩარიცხული იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ანგარიშზე, მ----- ქ-------–--ას მიერ შეღავათით სარგებლობის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ს----------–---------ს’’ 2----–-–------------ს გაცემული სალარო შემოსავლის ორდერი N5------ (ს/ფ 131)

 

4.11. სს ,,ლ--------------ს’’ ამონაწერის მიხედვით, 2----–-–-------------------------–-–----------------დე პერიოდში, სხვადასხვა დროს ნ-------------ის მიერ, მ----- ქ-------–--ასათვის ანგარიშზე (G---------------------) ჩარიცხული აქვს ჯამში 1140 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (ს/ფ 132)

 

4.12. შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ მიერ, 2----–-–---------------ს გაცემულ N--- ცნობაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ს----------–----------------------------------აში’’ ს-----–------–-–----------–---–----------–--------–-----–--------------------–----------------–-------------------------ის თანამდებობას საშტატო განრიგი აღარ ითვალისწინებს 2----–-–-ს 0--------------დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ მიერ 2----–-–---------------ს გაცემული N--- ცნობა (ს/ფ 214)

-

4.13. 2----–-–---------–--ს, მ----- ქ-------–--ასა და ე-–--- ჯ------ეს შორის, დაიდო საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება.

 

2----–-–------------------- საგადახდო დავალების მიხედვით, მ----- ქ-------–--ამ ე-–--- ჯ------ეს გადაუხადა საადვოკატო მომსახურების თანხა 2500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს/ფ 105-1071)

- საგადახდო დავალება (ს/ფ 108)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–-ს 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით -თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტა, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005.3) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ორი წელი და შვიდ დღიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2----–-–-------------ს განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ დ. ნ--------ის შუამდგომლობა. დამტკიცდა თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ დ. ნ--------ეს და განსასჯელ მ. ქ-------–--ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ----- ქ-------–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მ. ქ-------–--ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი- 6 (ექვსი) თვით და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 (ექვსი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მ----- ქ-------–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრება გაუქმდა. მ----- ქ-------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2----–-–---------–---დან.

 

ასევე დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, შუამდგომლობით მიმართა მ----- ქ-------–--ამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------ს განაჩენით, საქმეზე N1---------, მსჯავრდებულ მ----- ქ-------–--ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენი მ----- ქ-------–--ას მიმართ გაუქმდა. მ----- ქ-------–--ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–-ს 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამრიგად, სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის სოციალურ მდგომარეობას, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმებს, სახელდობრ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად ექვსი თვისა და 9 დღის განმავლობაში( ამასთან იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ), რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 2-----–---, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო გამამართებელი განაჩენი კი 4 წლის შემდეგ. ამასთან, იგი იყო თანამდებობის პირი და საქმე შუქდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე მ----- ქ-------–--ას უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

7.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მატერიალური ზიანის სახით ითხოვს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას 223 641, 60 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოპასუხის განმარტებით, მ----- ქ-------–--ა სამსახურიდან გათავისუფლდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, რის გამოც ამ ნაწილში არ ეთანხმება მოთხოვნას.

 

სასამართლოს მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე(2----–-–-ს ივლისისთვის მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვითაც შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მ----- ქ-------–--ა, 2----–-–------------–-დან ეჭვმიტანილის სახით დაკავებამდე მუშაობდა სს ,,ს----------–----------------------------------აში“ სხვადასხვა პოზიციებზე. საქმეში წარმოდგენილია შრომითი ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მასთან მუდმივად, უწყვეტად იდებოდა ხელშეკრულებები 2----–-–-----. დადგენილია, რომ 2----–-–-ს 0--------------დან 2----–-–-ს 05----–--ამდე იგი მუშაობდა ს-----–------–-–----------–---–----------–--------–-----–--------------------–----------------–-------------------------ის თანამდებობაზე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----- ქ-------–--ა, 2----–-–--------–---ს შემდგომაც, დაკავებამდე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რასაც ადასტურებს მოწმეთა ჩვენება, დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ერთ-ერთი მათგანია შპს ,,ს----------–----------------------------------ის“ 2----–-–--------------------- წერილი, რომლის თანახმად, კორესპონდენციების სააღრიცხვო ჟურნალის მიხედვით, 2----–-–--------–---დან 6----–---მდე, მ----- ქ-------–--ას გაეცნო გარკვეული სახის კორესპონდენცია.

 

საქმეზე დაკითხული იქნა მოწმეები: ა-–-----------–-–---–ი, ზ----------------–ი, ე------------–-----ი, გ--------------ე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მ----- ქ-------–--ა მუშაობდა შპს ,,ს----------–----------------------------------აში“ ს-----–------–-–----------–---–----------–--------–-----–--------------------–----------------–-------------------------ის თანამდებობაზე. 2----–-–-ს ივლისის თვეში, მ----- ქ-------–--ა იყო კაბინეტში თათბირს(ტრენინგს) ატარებდა, როდესაც დაურეკეს რომ მანქანას ჰქონდა პრობლემა. იგი გავიდა მანქანასთან და მას მერე არ დაბრუნებულა, შემდგომ მეორე დილას ტელევიზიით გაიგეს, რომ იგი დაკავებული იქნა დოკუმენტების გაყალბებისთვის. მათ დაადასტურეს, რომ მ----- ქ-------–--ა დაკავებამდე უწყვეტად მუშაობდა ს-----–------–-–----------–---–----------–--------–-----–--------------------–----------------–-------------------------ის თანამდებობაზე.

 

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მ----- ქ-------–--ა დაკავებული იქნა სწორედ სამუშაო ადგილზე, სადაც როგორც მოსარჩელის, ასევე მოწმეთა განმარტებით, სპეციალური საშვით შეიძლებოდა შესვლა და უცხო პირი ვერ შევიდოდა. ამასთან, როგორც მათ განმარტეს, პრაქტიკის მიხედვით, თუ შრომით ხელშეკრულებას არ უგრძელებდნენ, მაშინ წინასწარ იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად გრძელდებოდა და შემდგომ აწერდნენ ხელს.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----- ქ-------–--ა 2----–-–--------–---ს შემდგომაც, 5----–--ამდე(დაკავებამდე) ახორციელებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მიუხედავად იმისა, რომ რომ 2----–-–--------–--ის ბრძანების მიხედვით, მას შეუწყდა უფლებამოსილება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 2----–-–--------–---დან.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის. ოდენობასთან მიმართებაში, სასამართლო მიუთითებს შპს ,,ს----------–----------------------------------ის’’ 2----–-–------------რის N--- ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ს----------–----------------------------------აში’’ ს-----–------–-–----------–---–----------–--------–-----–--------------------–----------------–-------------------------ის თანამდებობა საშტატო განრიგი აღარ ითვალისწინებს 2----–-–-ს 0--------------დან. ამდენად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით, დაკავებიდან - 2----–-–-ს 5----–--იდან 2----–-–-ს 1------------ამდე, რაც შეადგენს 6777 ლარს(5----–--ის შემდგომ ხელფასი 2117,80 ლარი+აგვისტო 2329,60ლარი+სექტემბერი 2329,60 ლარი).

 

7.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე ზიანის სახით ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი ჰონორარის - 2 500 ლარის ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2----–-–---------–--ს, მ----- ქ-------–--ასა და ე-–--- ჯ------ეს შორის დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, ასევე 2----–-–------------------- საგადახდო დავალება, რომლის მიხედვითაც მ----- ქ-------–--ამ ე-–--- ჯ------ეს გადაუხადა საადვოკატო მომსახურების თანხა 2500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.

 

7.6. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2----–-–-------------ს განაჩენის საფუძველზე გადახდილი ჯარიმის -10 000 ლარის - მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია სასჯელის სახეები. პირველი ნაწილის თანახმად სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; დ) გამასწორებელი სამუშაო; ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა; ვ) თავისუფლების შეზღუდვა; ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა; ი) ქონების ჩამორთმევა.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია ძირითადი და დამატებითი სასჯელები, პირველი ნაწილის თანახმად გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. მე-2 ნაწილის თანახმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად. მე-21 ნაწილის თანახმად ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.

 

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ----- ქ-------–--ას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

მითითებული მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, ხოლო პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ----- ქ-------–--ამ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე გადაიხადა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით და ჯარიმა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, გამამართლებელი განაჩენით კი მ----- ქ-------–--ას განემარტა, რომ მას შეეძლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ჯარიმის სახით გადახდილი თანხის მატერიალური ზიანის სახით პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა და მისი დაბრუნების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სასამართლო მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც გამართლებულ პირს, მორალური ზიანის სახით მიეცემა ფულადი კომპენსაცია, ხოლო მიუღებელი შემოსავლისათვის - მატერიალური ზიანი, შესაბამისად მის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხა დამატებით სასჯელის სახით განხილულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური ზიანი. ამდენად, რომ არა გამამტყუნებელი განაჩენი, მას აღნიშნული თანხის გაღების აუცილებლობა არ ექნებოდა. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოცემულ დავაში ჩართულია მესამე პირად სწორედ იმ საფუძვლით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხების ანაზღაურება უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მის უფლებებზე.

 

7.7. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით - 1140 ლარის, როგორც პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის, დაკისრების თაობაზე- სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პატიმრობის კოდექსის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. მე-2 პუნქტის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით.

 

ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამდენად, კანონით განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები, სამართლებრივი მდგომარება და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში და მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს პრობაციის ბიუროში გადახდილი თანხის 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

სასამართლო მიუთითებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მიხედვით(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებას, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.

 

აღნიშნული კანონი ითვალისწინებს მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების დღეებთან მიმართებით, ასევე პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების წესს და პირობებს, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი საფასური. ამდენად, საფასური დაწესებულია შეღავათების მისაღებად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას პრობაციის ბიუროში გადახდილი აქვს 400 ლარი. წარმოდგენილია ქვითარი, რომლის დანიშნულებაშიც აღნიშნულია, რომ მ----- ქ-------–--ას მიერ გადახდილია შეღავათის დაწესების საფასური. ამდენად, მის მიერ 400 ლარის დაკისრების ნაწილშიც მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

7.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ----- ქ-------–--ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 19 277 (ცხრამეტი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე. ამავე პუნქტის „უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; მე-12; მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 46-ე; 55-ე, 243-ე; 244-ე; 248, 249-ე, 257-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- ქ-------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე მ----- ქ-------–--ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 5000 (ხუთი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 19 277 (6777 ლარი მიუღებელი ხელფასი, 2500 ლარი საადვოკატო მომსახურების ხარჯი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით გადახდილი თანხა) ლარის ანაზღაურება.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე