გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/779-17
N200210017002133842
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი“
წარმომადგენელი - ი----------–---–ი
მოპასუხე - ა-–---ი ქ-------ი, ნ---- ძ----–---–ი, ა-–--ა ქ-------ი, მ----ა ქ----–----ე
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა, ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეები ა-–---ი ქ-------ი და ნ---- ძ----–---–ი ცნობილ იქნენ უფლებამონაცვლედ მესაკუთრეებად (მემკვიდრეებად) აწ გარდაცვლილი ჟ--–---ა ქ-------ის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ იპოთეკის საგანზე, მდებარე თ--–--ის რაიონი სოფელი ბ--–---ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N------------;
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0--------------- ხელშეკრულებისა და N2------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხებისათვის დავალიანებული თანხის - 21596,11 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი - სასარჩელო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის თანხა - 786.24 ლარის (686.24 თანხის დაკისრების+100.00 ლარი უფლებამონაცვლეობის დადგენის(საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გადახდილი მოსაკრებლის 10.000 ლარის გადახდა.
1.4.მოხდეს 1----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მის.: თ--–--ის რაიონი სოფელი ბ--–---ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N------------) საჯარო აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია.
1.5. მოხდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 18 მარტს სს,, თ----ი ბანკსა“ და ა-–---ი ქ-------ს შორის გაფორმდა №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, №0--------------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ----ი ბანკსა“ და ჟ--–---ა ქ-------ს, ა-–--ა ქ-------სა და ნ---- ძ----–---–ს შორის 2016 წლის 07 მარტს გაფორმდა №1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,თ----ი ბანკის ‘’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების ჟ--–---ა ქ-------ის, ა-–---ი ქ-------ის, ა-–--ა ქ-------ისა და ნ---- ძ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მის: თ--–--ი, სოფელი ბ--–---ი, ს/კ 5-----------.სს,, თ----ი ბანკსა“ და ა-–---ი ქ-------ს შორის №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაცემულ იქნა სესხი 19500 ლარი, კრედიტის ვადა 36 თვე, წლიური 20%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 20 ლარი, შემდგომ 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2016 წლის 07 მარტს სს ,,თ----ი ბანკსა „ და მ----ა ქ----–----ეს შორის გაფორმდა №1----------- თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ა-–---ი ქ-------თან ერთად სოლიდარულად ივალდებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობის 25350 ლარის ფარგლებში; ასევე, 2016 წლის 07 მარტს სს,,თ----ი ბანკსა“ და ა-–---ი ქ-------ს შორის გაფორმდა დაზღვევის პოლისი, რომლითაც დაზღვეული იქნა მსესხებლის სიცოცხლე, დაზღვევის მოცულობა 19500 ლარის ოდენობით; 2016 წლის 30 დეკემბერს ცნობილი გახდა ჟ--–---ა ქ-------ის 2016 წლის 08 დეკემბერს გარდაცვალების ფაქტი; 2017 წლის 06 თებერვალს კრედიტორმა შეტყობინება ჩააბარა აწ გარდაცვლილი ჟ--–---ა ქ-------ის სავარაუდო მემკვიდრეებს (შვილებს) ა-–---ი ქ-------სა და ნ---- ძ----–---–ს; სამკვიდრო ქონების შესახებ ბანკმა ინფორმაციის მოსაძიებლად 2017 წლის 14 სექტემბერს მიმართა ნოტარიუსთა პალატას, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით;2016 წლის 06 ივლისს მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით, მსესხებელი და სავარაუდო მემკვიდრეები თავს არიდებენ გადახდას, მიუხედავად იმის რო მათთვის ცნობილია მამკვიდრებლის ქონებაზე არსებული ვალდებულების შესახებ, რაც გამოიხატება გადახდის გრაფიკის დარღვევაში, ძირი თანხისა და პროცენტის გადაუხდელობაში, 2016 წლის 14 ივნისიდან დღემდე აღარ ფიქსირდება სესხზე არანაირი გადახდა, რა ხელშეკრულების შეწყვეტის კიდევ ერთი საფუძველია. გარდაცვლილის შვილებს 2017 წლის 06 თებერვალს ჩაბარდა გამაფრთხილებელი წერილი, რომელთა მოთხოვნებიც ასევე არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები სარჩელს არ დაეთანხმნენ და განმარტეს, რომ სესხს, რომელიც აღებული ჰქონდათ სს ,,თ----ი ბანკიდან“ იხდიდნენ დასაწყისში, მაგრამ შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეწყვიტეს სესხის გადახდა, რადგან ოჯახს არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა; ამასთან თ----ი ბანკმა ბოროტად ისარგებლა და კაბალური საპროცენტო განაკვეთი-წლიური 20% განუსაზღვრათ; იძულებული იყვნენ ასეთ პირობებს დათანხმებოდნენ. მოლაპარაკებების დროს მოსარჩელე მხარეს შესთავაზეს იპოთეკით დატვირთული ქონება მიექციათ ბანკის საკუთრებაში გამოსყიდვის უფლებით და გამოსასყიდი თანხის გადახდისათვის დაეწესებინა ხანგრძლივი გრაფიკი, რათა შეძლებოდათ თანხის გადახდა ყოველთვიურად;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 18 მარტს სს,, თ----ი ბანკსა“ და ა-–---ი ქ-------ს შორის გაფორმდა №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 18 მარტის №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-25)
3.1.2. №0--------------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ----ი ბანკსა“ და ა-–---ი ქ-------ს,ჟ--–---ა ქ-------ს, ა-–--ა ქ-------სა და ნ---- ძ----–---–ს შორის 2016 წლის 07 მარტს გაფორმდა №1----------- იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 07 მარტს გაფორმდა №1----------- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-31);
3.1.3. სს,, თ----ი ბანკსა“ და ა-–---ი ქ-------ს შორის №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-36);
3.1.4. 08.12.2016 წელს გარდაიცვალა ჟ--–---ა ქ-------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჟ--–---ა ქ-------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 43);
3.1.5. 2017 წლის 06 თებერვალს კრედიტორმა შეტყობინება ჩააბარა აწ გარდაცვლილი ჟ--–---ა ქ-------ის პირველი რიგის სავარაუდო მემკვიდრეებს (შვილებს) ა-–---ი ქ-------სა და ნ---- ძ----–---–ს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები (ს.ფ. 37-42);
3.1.6. სამკვიდრო ქონების შესახებ ბანკმა ინფორმაციის მოსაძიებლად 2017 წლის 14 სექტემბერს მიმართა ნოტარიუსთა პალატას, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.09.2017 წლის N16/11946 ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 44);
3.1.7. 2016 წლის 07 მარტს სს ,,თ----ი ბანკსა „ და მ----ა ქ----–----ეს შორის გაფორმდა №1----------- თავდებობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 07 მარტის №1----------- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-56);
3.1.8. 2016 წლის 07 მარტს სს,,თ----ი ბანკსა“ და ა-–---ი ქ-------ს შორის გაფორმდა დაზღვევის პოლისი N2--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 07 მარტის №დაზღვევის პოლისი N2-------------- (ს.ფ. 52-56);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დაზუსტებული სასარცელო მოთხოვნისა და დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად მოპასუხეებს ა-–---ი ქ-------ს და მ----ა ქ----–----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გააჩნიათ დავალიანება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0--------------- ხელშეკრულებისა და N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 21 596. 11 (ოცდაერთიათას ხუთასოთხმოცდაეთექვსმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარი,საიდანაც ძირი არის - 18284.75ლარი, პროცენტი - 3255.48 ლარი, დაზღ. პრემია - 55.88 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა დავალიანების შესახებ(ს.ფ.46)
-მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(ოქმი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის1306-ე, 1336-ე, 1421-ე, 1484-ე,1487-ე,1488-ე და 129-ე 316-ე მუხლი, 317-ე მუხლი, 623-ე მუხლი, 361-ე მუხლი., 868-ე მუხლები.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ 2016 წლის 30 დეკემბერს შეიტყო ჟ--–---ა ქ-------ის გარდაცვალებისა და მის დანაშთ სამკვიდრო ქონების თაობაზე, რის შემდეგაც მომართა სასამართლოს სარჩელით სავარაუდო ყველა პირველი რიგის მემეკვიდრეების მიმართ ჟ--–---ა ქ-------ის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილი მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვალდებულ პირებად იმ მემკვიდრეებს მოიაზრებს რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო ქონება - აქტივი, პასივი (სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი) და ამ გზით ამ ქონების მესაკუთრეებად იქცნენ. შესაბამისად, ვალის გადახდა უნდა მოხდეს მამკვიდრებლის იმ დანაშთი ქონებიდან, რომლის მესაკუთრესაც მამკვიდრებელი წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჟ--–---ა ქ-------ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო- უძრავი ქონების, მდებარე: თ--–--ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბ--–---ი ს/კ5----------- - მიიღეს პირველი რიგის მემკვიდრეებმა,მოცემულ შემთხვევაში ვალის გადახდა უნდა მოხდეს ასევე მამკვიდრებლის, ჟ--–---ა ქ-------ის იმ დანაშთი ქონებიდან, რომლიც წარმოადგენდა მის საკუთრებას და რაზეც გაიხსნა სამკვიდრო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თ----ი ბანკს” და ა-–---ი ქ-------სა და მ----ა ქ----–----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც სს ,,თ----ი ბანკს” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 07 მარტს იპოთეკით დაიტვირთა ა-–--ა ქ-------ის, ნ---- ძ----–---–ის, ჟ--–---ა ქ-------ისა და ა-–---ი ქ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება- თ--–--ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბ--–---ი ს/კ5-----------.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ.შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში მოვალეების მიერ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ შესრულდა ვალდებულება, როგორც ხელშეკრულების ასევე კანონის შესაბამისად სს ,,თ----ი ბანკი” უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება.
უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხეებმა მიიღეს თანხა, მაგრამ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები _ არ დაფარეს კრედიტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოპასუხეებს ა-–---ი ქ-------ს და მ----ა ქ----–----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0--------------- ხელშეკრულებისა და N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 21 596. 11 (ოცდაერთიათას ხუთასოთხმოცდაეთექვსმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც ძირი არის - 18284.75ლარი, პროცენტი - 3255.48 ლარი, დაზღ. პრემია - 55.88 ლარი).
6.3.სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არ არის სადაო და დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ა-–---ი ქ-------ის,ა-–--ა ქ-------ისა და ნ---- ძ----–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, რომ მოხდეს N1----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე თ--–--ის რაიონი სოფელი ბ--–---ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N------------, საჯარო აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია.
6.4.რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით. თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად მოპასუხეებს ა-–---ი ქ-------ს და მ----ა ქ----–----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასარჩელო წარმოებისათვის გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 786.24 ლარის (686.24 თანხის დაკისრების, 100 ლარი უფლებამონაცვლეობის დადგენის) და საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გადახდილი მოსაკრებლის 10 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----ი ბანკის“ დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების ა-–---ი ქ-------ის, ნ---- ძ----–---–ი, ა-–--ა ქ-------ისა და მ----ა ქ----–----ის მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეები ა-–---ი ქ-------ი და ნ---- ძ----–---–ი ცნობილ იქნენ უფლებამონაცვლედ და მესაკუთრეებად (მემკვიდრეებად) აწ გარდაცვლილი ჟ--–---ა ქ-------ის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ იპოთეკის საგანზე, მდებარე თ--–--ის რაიონი სოფელი ბ--–---ი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N------------).
1.2. მოპასუხეებს ა-–---ი ქ-------ს და მ----ა ქ----–----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0--------------- ხელშეკრულებისა და N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 21 596. 11 (ოცდაერთიათას ხუთასოთხმოცდაეთექვსმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც ძირი არის - 18284.75ლარი, პროცენტი - 3255.48 ლარი, დაზღ. პრემია - 55.88 ლარი).
1.3. მოპასუხეებს ა-–---ი ქ-------ს და მ----ა ქ----–----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასარჩელო წარმოებისათვის გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 786.24 ლარის (686.24 თანხის დაკისრების, 100 ლარი უფლებამონაცვლეობის დადგენის) და საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გადახდილი მოსაკრებლის 10 ლარის გადახდა.
1.4. მოხდეს N1----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე თ--–--ის რაიონი სოფელი ბ--–---ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N------------, საჯარო აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია.
2. მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკს“ უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5.გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე