გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
160210019002801220
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 16021001900280--20

N2/12-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბო-–---ი

 

ბო-–---ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი - ლედი ყულიაშვილი, ელენე თაგაური

 

მოსარჩელე - ლა-–---------–---–ი

 

წარმომადგენელი - მა-------------–-ძე, ზა-------------–---–ი

 

მოპასუხეები - ვა–---------–---–ი, ზინ-------------–---–ი

 

წარმომადგენლები - სო---------------–-ძე, ნა------------–--ლი

 

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობა და ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 20-- წლის პირველი აპრილის N110331204 სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 20-- წლის 6 მაისის N110460331 სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში;

 

1.3. მოსარჩელე ლა-–---------–---–ი ცნობილ იქნეს არ-----------–---–ის მემკვიდრედ და დანაშთი უძრავი ქონების 1/2 წილზე მესაკუთრედ;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 25 დეკემბერს, ვა–---------–---–ისა და ზინ-------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში, იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რომლებიც რეგისტრირებულია შემდეგი საკადასტრო კოდებით: 1) 80.06.------; 2)80.06.70.0--; 3) 80.06.70.0--; 4) 80.06.70.0--; 5) 80.06.70.0--; 6) 80.06.62.1--;

 

მოსარჩელის განმარტებით, 20-- წლის პირველ აპრილს და 20-- წლის 6 მაისს ბო-–---ის სანოტარო ბიუროს მიერ მოქალაქე ვა–---------–---–ის სახელზე შედგა სანოტარო აქტი (სამკვიდრო მოწმობა) N110331204, N 110460331, რომლის საფუძველზეც იგი აღიარებულ იქნა მამკვიდრებელ არ-----------–---–ის ერთადერთ მემკვიდრედ.

 

ვა–---------–---–ის სახელზე შედგენილი სანოტარო აქტი არის უკანონო, ვინაიდან იგი არ იყო უფლებამოსილი გამოეცხადებინა თავი ერთადერთ მემკვიდრედ, რამაც განაპირობა მისი ღვიძლი დის - ლა-–---------–---–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის კანონით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა. ლა-–---------–---–ს არ დაუკარგავს უფლება სამკვიდროს მიღებაზე. ვინაიდან მან ფაქტობრივი მფლობელობის საფუძველზე სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის მანძილზე გამოხატა ნება არ-----------–---–ის სამკვიდრო მასაში შემავ--–- ქონების დაუფლებაზე. მამის არსებ ბე-----–---–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში (სამკვიდრო გახსნა) მოპასუხე ვა–---------–---–მა მოსარჩელესთან შეუთანხმებლად და თვითნებურად შეიტანა განაცხადი ბო-–---ის სანოტარო ბიუროში და გააკეთა განაცხადი მის სახელზე, როგორც ერთადერთ მემკვიდრეზე, სამკვიდრო მასაში შემავალ მთელ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების მოპოვებაზე. როგორც სარჩელზე დართული სანოტარო აქტით ირკვევა, ლა-–---------–---–ი მოქმედებდა რა ძმის დავალებით 20-- წლის პირველ აპრილს აიღო მის სახელზე შედგენილი ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ვა–---------–---–ი აღიარებულ იქნა მამკვიდრებელ- არ-----------–---–ის ერთადერთ მემკვიდრედ. მიუხედავად იმისა, რომ ლა-–---------–---–ი მოქმედებდა ძმის სახელით მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის აღებაზე, მას არასოდეს განუცხადებია უარი სამკვიდროს მიღებაზე. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მას კანონით დადგენილ ვადაში არ განუცხადებია უარი სამკვიდროს მიღებაზე. თუ გავითვ--–-სწინებთ იმ გარემოებასაც, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სასარჩელო განცხადების სასამართლოში აღძვრის მომენტისათვის ლა-–---------–---–ი ფაქტობრივი მფლობელობის საფუძვლით ფლობს, სარგებლობს და განკარგავს სამკვიდრო მასაში შემავალ მთელ ქონებას. აქედან გამომდინარე, იკვეთება ლა-–---------–---–ის ნება, რომ იგი ფაქტობრივი მფლობელობის კანონით გათვ--–-სწინებული საფუძვლით დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას და არასოდეს უთქვამს უარი სამკვიდროს მიღებაზე. ვა–---------–---–მა სანოტარო აქტის საფუძველზე მეუღლის სახელზე შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც დასაჩუქრებულს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება რეგისტრირებული საკადასტრო კოდებით: 1) 80.06.------; 20 80.06.70.0--; 3) 80.06.70.0-- 4) 80.06.70.0--; 5) 80.06.70.0--; 6) 80.06.62.1--. ვა–---------–---–ი და ზინ-------------–---–ები არიან მეუღლეები. ისინი ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას და გააჩნიათ საერთო ქონებრივი ინტერესები. მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათზე მოქმედებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე ნების გამოხატვის მომენტისათვის, რაც უკავშირდებოდა დავის სასამართლო წესით გადაწყვეტისათვის მზადებას და შესაბამის დოკუმენტაციის შეგროვებას, ეს ფაქტი ცნობილი გახდა მათთვის, რამაც განაპირობა მეუღლეთა შორის ამ ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ქმედებით (მოჩვენებითი გარიგება) მათ თავი დაიზღვიეს სამკვიდრო მასაში შემავალ უძრავი ქონების შესაძლო შემცირებისაგან ვინაიდან მათივე გათვლით, ამ განკარგვით, ზინ-------------–---–ი ჩაითვლებოდა კეთილსინდისიერ შემძენად და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას როგორც კეთილსინდისიერ შემძენს, კანონის თანახმად არ წარმოეშობოდა მიღებული უძრავი ქონების დაბრუნების ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ვა–---------–---–ს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, მან კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში მიმართა განცხადებით ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. მოსარჩელესაც კანონით მინიჭებულ ვადაში უფლება ჰქონდა მიემართა ნოტარიუსისათვის და მიეღო სამკვიდრო მოწმობა. მან გაუშვა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად დადგენილი კანონით გათვ--–-სწინებული ვადა, იგი არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია სამკვიდროს. ამასთანავე მოსარჩელე მოქმედებდა მინდობილობის საფუძველზე, რომლის საფუძველზე ვა–---------–---–მა მიანიჭა უფლებამოსილება, რომ მისი სახელით მიეღო მამის სამკვიდრო ქონება. ვა–---------–---–ი არის მამკვიდრებლის დანაშთი ქონების კანონიერი მესაკუთრე, მას უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებით განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება. არ არსებობს არც სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და არც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლა-–---------–---–ი და მოპასუხე - ვა–---------–---–ი არიან აწ. გარდაცვლილი არ-----------–---–ის შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სანოტარო აქტი (ს.ფ 16-22)

-დაბადების მოწმობა (ს.ფ 48)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2009 წლის 23 ოქტომბერს ვა–---------–---–მა მიანიჭა ლა-–---------–---–ს უფლებამოსილება კერძოდ, მიიღოს მიმნდობის გარდაცვლილი მამის არ-----------–---–ის დანატოვარ ქონებაზე (მათ შორის უძრავ ქონებაზე - საცხოვრებელ სახლზე, მიწის ნაკვეთით, მდებარე - ქ. ბო-–---ი, დ. აღ--–-----–ის ქუჩა N24) სამკვიდრო მოწმობა. მინდობილობა გაიცა სამი წლის ვადით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი (ს.ფ 96);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2009 წლის 23 ოქტომბერს ვა–---------–---–მა მიანიჭა ლა-–---------–---–ს უფლებამოსილება, კერძოდ, მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა ავტომანქანა ,,ვაზ21--4;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სანოტარო აქტი (ს.ფ 97);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. დადგენილია, რომ არ-----------–---–ი გარდაიცვალა 2009 წლის 14 ოქტომბერს და იგი გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა მისამართზე - ქ. ბო-–---ი, აღ--–-----–ის ქ. №24, მეუღლე ელ------–------ასთან ერთად. არ-----------–---–ის გარდაცვალების დროიდან მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო, მათ შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბო-–---ი, ქ. აღ--–-----–ის ქ. №24;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20-- წლის 1 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწობა №1103312043 (ს.ფ. 16-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.5. 2018 წლის 1 აპრილს ნოტარიუსს ხა------------–--ლს მიმართა ლა-–---------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ არის ვა–---------–---–ის წარმომადგენელი, მოქმედებს მინდობილობით და სურს ვა–---------–---–ის გარდაცვლილი მამის არ-----------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე ვა–---------–---–ის სახელით სამკვიდრო მოწმობის მიღება. 20-- წლის 1 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ვა–---------–---–მა მიიღო არ-----------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20-- წლის 1 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №110331204. (ს.ფ 16-22)

 

3.1.6. 2018 წლის 6 მაისს ნოტარიუსს ხა------------–--ლს მიმართა ლა-–---------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ არის ვა–---------–---–ის წარმომადგენელი, მოქმედებს მინდობილობით და სურს ვა–---------–---–ის გარდაცვლილი მამის არ-----------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე დამატებით სამკვიდრო მოწმობის მიღება. 20-- წლის 6 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ვა–---------–---–მა მიიღო არ-----------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა №110460331;

 

3.1.7. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბო-–---ი, ქ.აღ--–-----–ის ქ. №24,სკ 80.06.62.1--, საკუთრების უფლებით აღირიცხა ვა–---------–---–ის სახელზე. რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1.04.20-- წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა № N110331204;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 27 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ 25-26)

 

3.1.8. დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების უძრავი ქონება მდებარე ქ. ბო-–---ი, ს.კ 80.06.------, ს/კ 80.06.70.0--, ს.კ 80.06.70.0--, ს.კ 80.06.70.0-- ს/კ 80.06.70.0-- საკუთრების უფლებით აღირიცხა ვა–---------–---–ის სახელზე. რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1.04.20-- წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა №110331204;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 23-24; 27-34);

 

3.1.9. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს ვა–---------–---–ს და ზინ-------------–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვა–---------–---–მა, მეუღლეს - ზინ-------------–---–ს აჩუქა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება: ს/კ 80.06.------, 80.06.70.0--, ს.კ 80.06.62.1--, ს.კ 80.06.70.0-- ს/კ 80.06.70.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 203-204)

 

3.1.10. ლა-–---------–---–ს, მამის - არ-----------–---–ის გარდაცვალებიდან, კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის მამის არ-----------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე ლა-–---------–---–ი მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად არ შესდგომია მამის არ-----------–---–ის დანაშთი ქონების ფლობას ან მართვას.

 

მატერიალური სამართლის არცერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს, მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობისა და მისი შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მოწმეები. მოწმე არიადნა აბდუშელიშვილმა განმარტა, რომ ცხობრობს ქ.ბო-–---ში, აღ--–-----–ის ქუჩა N17. არის ორივე მხარის ახლობელი, ხშირი კონტაქტი ჰქონდა ამ ოჯახთან, იცის რომ ვაჟა წასულია ბო-–---იდან. არს---ს გარდაცვალების შემდეგაც და მანამდეც ეს--- იყვნენ ყველაფრის პატრონები, რომ გარდაიცვალა რა თქმა უნდა ვაჟა არ იყო აქ და ლალი ეპატრონებოდა ოჯახს, უვლიდნენ ოჯახს, მოხუც დედობილს, წამალი, ექიმი, ყველაფერი, ვენახებსაც ეს--- ამუშავებდნენ. არს---ს გასვენების დღეს ჩამოვიდა ვაჟა. ორმოცზე არ იყო, წლისთავზე იყო. არს---ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა უძრავი ქონება, სახლი და ვენახები. ამ ვენახებს უვლიდა ავთო დვ--–-ძე, არს---ს სიძე - ლალის მეუღლე და მიღებულ შემოსავალს, რომ აიღებდა ავთო, შეშას ყიდულობდა, პროდუქტს და ასევე მუშებს უხდიდა ფულს. არს---ს გარდაცვალების შემდეგ ლალი დღეში ორჯერ სამჯერ მიდიოდა და მოხუცს უვლიდა, შეშას უზიდავდა. მიდიოდნენ თუ რამე სჭირდებოდა, უკეთებდნენ, შაბათ-კვირას ბავშვებიანად იმ სახლში იყვნენ. ლალი არაფერს ამბობდა ვისი იყო ეს სახლი, საკუთრებაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდა, ტკბილი და ძმობა ჰქონდათ. არს--- სიცოცხლეში არ ამბობდა ვისთვის ჰქონდა გამიზნული ქონება. ვაჟამ მოიწვია, დაპატიჟა სახლ-კარის მოსავლელად ბადრის ოჯახი. არს---ს გარდაცვალების შემდეგ ძროხები ჰყავდათ და იმ პერიოდში ბადრი უვლიდა, მერე ის რომ წავიდა, გაყიდეს. რძეს ელენა იყენებდა.

 

მოწმე ელ------–------მა განმარტა, რომ იგი არის არ-----------–---–ის მეორე ცოლი. ლალი და ვაჟა არსენას შვილები არიან. ლალისთან კარგი ურთიერთობა აქვს, ვაჟასთან ცუდი დამოკიდებულება აქვს. არსენას გარდაცვალების მერე მასთან ცხოვრობდა ლალი, ორმოცამდე ლალი მიდიოდა და მოდიოდა. ორმოცის მერე ვაჟამ მოიყვანა თავისი ნათესავი ოჯახთან ერთად, 4 თვე დარჩნენ მასთან, 4 ნოემბრიდან 4 მარტამდე . იმის მერე მარტო იყო, ლალი და მისი ქმარი მიდიოდნენ მასთან. ლალის მეუღლეს მიჰქონდა მისთვის შეშა და აჭრევინებდა.

 

არს---ს გარდაცვალების შემდეგ ლალი ეხმარებოდა სახლ-კარის და მიწის ნაკვეთების მოვლაში. მოსავ--–- რაც მოდიოდა, აღნიშნული მოსავლის თანხით მისთვის მიჰქონდათ შეშა. არსენას გარდაცვალების მერე სახლში აბანო ვაჟამ გააკეთა, თავის მანქანა გაყიდა და იმ ფულით გააკეთა. არს---ს გარდაცვალების მერე ვაჟა არ ჩამოსულა. ლალი და თავისი ქმარი უვლიდნენ მას. ლალი ხანდახან რჩებოდა მასთან, როდესაც დასჭირდებოდა, დაურეკავდა და ლალი მალე მიდიოდა მასთან. არს--- რომ გარდაიცვალა მოსავ--–- აღებული იყო, ცოტა შავი ყურძენი იყო დარჩენილი. მოწმე განმარტავს, რომ შავი ყურძენი ვაჟამ მოკრიფა, მისი დაჟინებული მოთხოვნით, თორემ სხვისთვის უნდოდა მიცემა. ვაჟას ყურძნის კრეფაში ბიჭები დაეხმარნენ. ვაჟამ მოკრიფა და ავთომ დაწურა. ვაჟა გასვენების მერე წლისთავზე ჩამოვიდა.

 

მოწმე მა-----------–---–მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ბო-–---ში, გო----–---–ის 12-ში, არის მეზობელი და ბავშვობიდან იცნობს ორივეს, კარგი დამოკიდებულება აქვს ორივესთან. გაუკვირდა და-ძმას შორის გაურკვევლობა. არსენას გარდაცვალების მერე სახლ-კარს პატრონობდნენ ლალი და მისი ქმარი და ვაჟა და მისი ცოლი წასული იყვნენ უცხოეთში. ლალი და მისი ქმარი თვითონ გაკარგავდნენ მოსავალს და ფულს, თავისთვის მოყავდათ მოსავ--–-, უვლიდა როგორც საკუთარს, ყველა გადასახადს მათ შორის მიწის გადასახადს, იხდიდა ლალი და მისი ოჯახი. მოსავლიდან მიღებული ფულით იხდიდნენ გადასახადებს. ლალი ელენასთნ რჩებოდა ხოლმე კიდეც, უვლიდა და თუ ცუდად იყო ეგრევე იქ ჩნდებოდა.საუბრებიდან იცის, რომ არს---ს გარდაცვალების დროს ნაწილი მოსავ--–- აღებული ჰქონდათ და ნაწილი დარჩა ასაღები, აღნიშნული ინფორმაცია იცის ავთოსგან. ავთომ აიღო დარჩენილი შავი ყურძენი ალბათ.

 

მოწმის განმარტებით, იგი ავთოს ხედავდა სულ სამუშაო ფორმაში, სულ დატვირთული მოდიოდა, მანქანით ეზიდებოდა მოსავალს. ბად------------ძე ცხოვრობდა ელენას სახლში. ლალი ელენას მარტო არ ტოვებდა. ელენა დაავადებული იყო და სულ ყურადღება სჭირდებოდა. ძროხები და ქათმები დარჩათ არს---ს გარდაცვალების მერე, ელენა წველიდა ძროხას, პროდუქტებით ოჯახი სარგებლობდა, ძროხის პროდუქტებით სარგებლობდა ლალის ოჯახი. ლალი ქონებას უვლიდა და პატრონობდა, რომ არ გაფუჭებულიყო, როგორც საკუთარს ისე უვლიდა, ერთი რომ ვენახი არ გაფუჭებულიყო და მეორე მოსავ--–- მიეღო. არასოდეს უთქვამს ლალის ან დაუწუწუნია, რომ ძმის ქონებას უვლიდა.

 

მოწმე მა-------–---მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბო-–---ი, ქ. აღ--–-----–ის ქუჩა N20 -ში, მეზობელია, კარგი ურთიერთობა აქვს ორივე მხარესთან. იცის რომ სამკვიდრო დავაა და - ძმას შორის. არს---ს გარდაცვალების შემდეგ შეატყობინეს შვილებს. არს---ს გარდაცვალების შემდეგ მიდიოდნენ ხოლმე ლალი და მისი მეუღლე და დედინაცვალს პატრონობდნენ. არსენს დარჩა სახლი და მიწები. გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მიწებს ამუშავებდა, სახლთან რომ აქვს ვენახს ავთო ამუშავებდა და არენდით, რომ აქვს - აზერბაიჯანელი კაცი. ეს კაცი სანახევროდ ამუშავებდა. იმ ნახევარს ოჯახი ხმარობდა, ოჯახში ელენა მოიაზრება. გარდაცვალებისას მოსავ--–- თითქმის დაბინავებული იყო. ბად------------ძე თავისი ოჯახით ცხოვრობდა ელენასთან. ბადრი ვაჟამ მოიყვანა იქ. ლალი ხშირად მოდიოდა, ლალი დედას ეხმარებოდა იმის გამო რომ მოხუცი იყო და არ შეეძლო. მოწმის განმარტებით, ლალი ამ ქონებას თავისად მიიჩნევდა თუ არა არ იცის.

 

მოწმე ვა---------–-------ის განმარტებით, კარგი ურთიერთობა აქვს მხარეებთან. არიან მეზობლები. არს---ს გარდაცვალების შემდეგ, მიწას ამუშავებდა აზერბაიჯანელი კაცი ვახ------------ვი, სანახევროდ იყვნენ მოლაპარაკებული. მოწმის განმარტებით, ვაჟა იქ საერთოდ არ უნახავს. ავთოს ხშირად ხედავდა, მოდიოდა მოსავლის აღებაზეც, ნახევარს ავთო იღებდა ყიდიდა, თუ სახლში მიჰქონდა. არსენა შემოდგომაზე გარდაიცვალა, შავი ყურძენი იყო დარჩენილი მოსაკრეფი და ავთომ დაკრიფა, მისი მანქანა იყო ვენახში. თეთრი ყურძენი სიცოცხლეში გაყიდა არსენამ. არსენას გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით თებერვალში დაიწყო სამუშაოები, ვენახის გასხვლა, გაწმენდა, ამ ყველაფერს ვახიდი აკეთებდა. ვახიდი არს---ს მეგობარი იყო და ამის გაკეთება ვინ სთხოვა მას, მოწმისათის უცნობია. ავთო მოდიოდა ხშირად, წამალი მოჰქონდა, ეხმარებოდა ვახიდს, შემოდგომით ნახევარს ვახიდი ეპატრონებოდა, ნახევარს ავთო, მოვლაში ავთო მონაწილეობას არ იღებდა, ასე იყო მოლაპარაკება. მთელ ვენახს უვლიდა ვახიდი, ერთ ვენახს. მეორე ვენახი სახლთან ახლოს ჰქონდა, იმას არ ვიცი ვინ უვლიდა. ორი სეზონი უვლიდა ვახიდი მერე ავთომ დაიწყო მოვლა, მოსავალს რომ ყიდიდა ოჯახი იხმარდა ავთო და მისი მეუღლე ალბათ, ფული სად მიჰქონდა, არ ვიცის. ვაჟას იქ მონაწილეობა არაფერში არ მიუღია. 2 სეზონი ვახიდი უვლიდა. ვახიდი ვისი დავალებით ახორციელებდა ამ საქმეს არ იცის. მიწის გადასახადს ავთო იხდიდა. ნოემბრის 15 მდე უნდა გადაეხადა, ალბათ ავთომ გადაიხადა, როგორც ყოველთვის ავთო იხდიდა, შეიძლება არსენამ გადაიხადა სიცოცხლეში, ზუსტად არ იცის.

 

მოწმე ბო---------------ს განმარტებით, ნორმალური დამოკიდებულება აქვს მხარეებთან, ნათესავები არიან. არს---ს გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ოჯახი იქ იყო, ეხმარებოდნენ. მასთან ვაჟა და მისი მეუღლე იყვნენ მისული და სთხოვეს, ლენასთვის მოევლოთ, სანამ ვინმეს მონახავდნენ. სახლში ბევრი საქმე იყო საკეთებელი, მეურნეობა, საქონელი, სახლი, ეზო, ასაშენებელი იყო რაღაცები. მოწმის განმარტებით იქ იცხოვრეს ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 13 მაისამდე. საბოლოოდ 6 თვეზე მეტი იცხოვრა იქ. აბანო ააშენა, დაურეკა ვაჟას, კითხა და ვაჟამ უთხრა, მანქანა გაყიდეთ და იმ ფულით რაც იქნება გასაკეთებელი გააკეთეთ. შესაბამისად იმ ფულით ააშენეს ეს აბანო, ანუ მანქანის თანხით. ლალი ყოველ შაბათს მიდიოდა, ავთოც ხშირად მიდიოდა. ავთოს მანქანა ჰყავდა და რაც საჭირო იყო მოჰქონდა მასალები. მოწმის განმარტებით, ლალი რომ მდიოდა, ყველაფერი გაპრიალებული ჰქონდა მის მეუღლეს და იქ ლალის გასაკეთებელი ისეთი არაფერი იყო, სისუფთავე იყო იქ სულ, ჩვენ იქ ცხოვრებისთვის ფულს არ ვიხდიდით, ლენას დავალებით გადასახადებს იხდიდა ავთო, ლენა აძლევდა ამ თანხებს. დიდ ვენახს უვლიდა ვახიდი, პატარა ვენახს უვლიდა ზურა ძაძამია. ამ ვენახების მოვლა ვინ დაავალა არ იცის. მოსავლის ნაწილი ვახიდს მოჰქონდა ოჯახში. მოწმის განმარტებით, თუ რამის გაკეთება უნდოდა, ვაჟასგან იღებდა ნებართვას. არს--- რომ დაიღუპა, მოსავლის ნაწილი დარჩენილი იყო, გასვენების მერე დაკრიფეს და დაწურეს ცოტა შავი ყურძენი. ავთოც იქ იყო, ერთად დაკრიფეს. შავი ყურძენი დაწურეს ღვინოდ და ოჯახში იყო ის ღვინო. თეთრი ღვინო რომ იყიდებოდა, თანხა ლენას რჩებოდა და ამ თანხით იხდიდა კომუნალურებს და სხვა გადასახადებს. ლალი არ იღებდა ღვინის რეალიზაციაში მონაწილეობას. მოწმის განმარტებით, მას იქ ცხოვრება სთხოვეს ვაჟამ და მისმა მეუღლემ, ლენასაც მათ გარდა იქ არავის ცხოვრება არ უნდოდა. მოწმის განმარტებით, ლალის არაფერზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, ისეთი რომ თანამესაკუთრედ მოეაზრებინა. ლენა ამბობდა ხოლმე ვაჟაზე, რომ მოვიდეს და თვითონ მიხედოს თავის მოსავალსო. ლალი უბრალოდ სტუმრად მოდიოდა, სადილზე ვახშამზე, ლენას სანახავად, ლალის რაღაცები მოჰქონდა. ლალის რომ რამე წაეღო ლენასგან, არ დაუნახავს. იქ ცხოვრების სანაცვლოდ ვაჟა შეჰპირდა რაღაცეებს და შეასრულა პირობა - სარემონტო მასალები გამოუგზავნა ახალი აშენებული სახლისთვის, დაპირების ნაწილი შეასრულა. მანქანა ეზოდან რომ გაიყვანეს და თანხა აიღეს, ესწრებოდა. ფული განსაკარგად გადაეცა ლენას და ლენასგან მერე ავთოს მიჰქონდა მასალისთვის. ეს თანხა სრულიად დაიხარჯა იმ საქმეში, თანხა მგონი 1700 $ იყო. რაც დაჭირდებოდათ, ეუბნებოდნენ ავთოს, ავთო ეუბნებოდა ლენას და ლენა აძლევდა ფულს, რომ ეყიდა. კომუნალურ გადასახადებს ლენა იხდიდა, ავთოს მიჰქონდა ქვითარი. ზუ-----------ა უვლიდა ვენახს, მოსავ--–- სად მიჰქონდა მოწმემ არ იცის.

 

მოწმე მზ---–---–---ის განმარტებით, მხარეებს იცნობს 32 წელი, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან. არს---ს დაკრძალვის შემდეგ, როდესაც ვაჟა და ზინა წავიდნენ, ჯა-----ძე ცხოვრობდა ოჯახით ლენასთან, თვეების განმავლობაში, ალბათ 6-7 თვე. ოჯახს განაგებდნენ ეს---, ბორისის მეუღლე დიასახლისობდა ოჯახში. იცოდნენ, რომ ვაჟასი იყო ქონება. როდესაც რამე იყო გასაკეთებელი, ლენა ამბობდა, რომ ჩამოვა ვაჟა და გააკეთებსო. 6 თვის განმავლობაში ლალი მოდიოდა შაბათობით ყოველთვის ოჯახთან ერთად. სამეზობლოში ითვლებოდა, რომ ვაჟასი იყო ქონება, იმიტომ რომ რემონტს აკეთებდნენ, ჩამოდიოდნენ ეპატრონებოდნენ და თავისი რომ არ ყოფილიყო არ გააკეთებდა.

 

მოწმე ვახ------------ვის განმარტებით, არს---ს გარდაცვალების შემდეგ ვაჟამ დამავალა ვენახის მოვლა, იმ პირობით, რომ ნახევარი ჩემი იქნებოდა ნახევარი მისი, მოსავ--–-, რაც ეკუთვნოდა, კრეფდა და მიჰქონდა, ნახევარს იქვე ტოვებდა. ავთოს მიჰქონდა ის ნახევარი, იცოდა, რომ სიძე იყო და არ იცის სად მიჰქონდა.

 

სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო მოწმეები, რომლებიც წარმოადგენენ თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს. მოწმეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება მოსარჩელე ლა-–---------–---–ის მიერ მამის არ-----------–---–ის დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი.

 

გამოკითხული მოწმეებიდან არცერთი არ უთითებს, რომ ლა-–---------–---–ი მამის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა არ-----------–---–ის ქონებას როგორც საკუთარს. გამოიკვეთა გარემოება, რომ ლა-–---------–---–ი და მისი მეუღლე ეხმარებოდნენ არ-----------–---–ის მეუღლეს ელ------–------ს მეურნეობის გაძღოლაში, დამოუკიდებლად მოსარჩელის მიერ არ ხორციელდებოდა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე რაიმე სახის ზემოქმედება, რაც შესაძლოა ყოფილიყო მის მიერ დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლების წინაპირობა.

 

აღნიშნულ გარემოებას ამტკიცებს ვა–---------–---–ის სახელით ლა-–---------–---–ის მიერ სანოტარო ორგანოსათვის მიმართვა, არ-----------–---–ის დანაშთი ქონების მიღების შესახებ.ლა-–---------–---–მა სანოტარო ორგანოს მიმართა ორჯერ. ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ლა-–---------–---–ის განმარტებას, სამკვიდრო მოწმობის დანაშთი ქონების მხოლოდ 1/2 ნაწილზე გაცემის ვარაუდის თაობაზე.

 

მოსარჩელეს სასამართლოში მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს, არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვ--–-სწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვ--–-სწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ და სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

დადგენილია, რომ არ-----------–---–ი გარდაიცვალა 2009 წლის 14 ოქტომბერს. შესაბამისად სამკვიდრო გაიხსნა. მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ქ. ბო-–---ში, დ. აღ--–-----–ის ქ. №24-ში მდებარე უძრავი ქონება და ქ. ბო-–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავ--–- ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან აწ. გარდაცვლილი არ-----------–---–ის შვილები, მაშასადამე - პირველი რიგის მემკვიდრეები.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს არამხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ასევე ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვ--–-სწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა თითოეულ მემკვიდრეზე მისი წილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ვა–---------–---–მა მამის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის განმავლობაში მიმართა სანოტარო ორგანოს, მამის არ-----------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე, რაც გამოიხატა მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მოწმობის გაცემით, ხოლო ლა-–---------–---–ს მამის - არ-----------–---–ის გარდაცვალებიდან, კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვ--–-სწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით, კერძოდ: სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, გაქირავებით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებითა და სარგებლობით.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას.

 

აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების განმარტებით არ დასტურდება, რომ ლა-–---------–---–ი არ-----------–---–ის დანაშთ ქონებას დაეუფლა, როგორც საკუთარს. მოწმეთა, მათ შორის ელ------–------ას (გარდაცვლილი არ-----------–---–ის მეუღლე) განმარტებით ლა-–---------–---–ი და მისი მეუღლე პატრონობდნენ მას, ეხმარებოდნენ საოჯახო საქმეებში, ვენახის და პირუტყვის მოვლაში. მიღებულ შემოსავალს განკარგავდა ელ------–------ი. ამასთანავე ელ------–------ი აღნიშნავდა, რომ ქონების პატრონი იყო ვა–---------–---–ი და მისთვის უნდა ეკითხათ, რა უნდა გაეკეთებინათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

ვა–---------–---–მა 2009 წლის 23 სექტემბერს ლა-–---------–---–ის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, სწორედ ლა-–---------–---–ის მეშვეობით, მიიღო მამის არ-----------–---–ის მთლიანი სამკვიდრო 20-- წლის 1 აპრილს და 20-- წლის 6 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. აღნიშნულზე ლა-–---------–---–ს პრეტენზია არ გამოუთქვამს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ლა-–---------–---–ის პოზიციას, რომ მისთის უცნობი იყო ვა–---------–---–ის მიერ მამის მთლიანი სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ თავი ვერ გაართვა ვალდებულებას სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაედასტურებინა სამკვიდროს ფლობის ან მართვის ფაქტი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. მოწმეებისაგან მიღებული ინფორმაცია, რომ ლა-–---------–---–ი და მისი მეუღლე ზრუნავდნენ და ეხმარებოდნენ ელ------–------ას, ასევე ვა–---------–---–ის დავალებით ახორციელებდნენ გარკვეულ მოქმედებებს, ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებისათვის საკმარის გარემოებად.

 

სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების გარკვევა, თუ მემკვიდრეები რამდენად თავისად მიიჩნევდნენ დანაშთ ქონებას და რა ფაქტობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ აღნიშნული ქონების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, არ იკვეთება მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების დაუფლების ფაქტი, რასაც ამყარებს თავად მოსარჩელის მიერ, მოპასუხის სახელით მამკვიდრებლის სამკვიდროს თაობაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების ფაქტიც.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ვა–---------–---–ი დადგენილ ვადაში დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას, რითაც მან გამოხატა ნება სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას არც სანოტარო ორგანოში განუცხადებია თავისი ნება სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე და არც დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი დასტურდება.

 

ამდენად, არ არსებობს 20-- წლის 1 აპრილის და 20-- წლის 6 მაისის სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს 2018 წლის 25 დეკემბერს ვა–---------–---–სა და ზინ-------------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ქონებებზე ს/კ 80.06.------, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.62.1--.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

მოსარჩელე სადავოდ გამხდარ გარიგებას მიიჩნევს მოჩვენებით გარიგებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს, ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, როგორც წესი, გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს, დაახლოვებულ პირებს ან/და ოჯახის წევრებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავებმა იცოდნენ გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1347-1272-20-- და 20-- წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1439-1357-20--).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა, რომლის დადასტურების შემთხვევაში მოპასუხე მხარე ვალდებული იქნებოდა ემტკიცებინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტი. ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს ვა–---------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი, ვა–---------–---–ის სახელზე სადავო ქონება აღირიცხა კანონიერად, არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე შემძენის კეთილნსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ვა–---------–---–ს და ზინ-------------–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების1/2 ნაწილში ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვ--–-სწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეებისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე აეკრძალა - მოპასუხე ვა–---------–---–ის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 80.06.62.1--, ს/კ 80.06.70.1--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ. 80.06.70.0-- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვა.

 

იმის გათვ--–-სწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ლა-–---------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ვა–---------–---–ის და ზინ-------------–---–ის მიმართ 20-- წლის 1 აპრილს და 20-- წლის 6 მაისს ვა–---------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობის, არ-----------–---–ის დანაშთი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის და 2018 წლის 25 დეკემბერს ვა–---------–---–ს და ზინ-------------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების (უძრავი ქონების ს/კ ს/კ 80.06.62.1--, ს/კ 80.06.70.1--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--) ½ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: მოპასუხე ვა–---------–---–ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 80.06.62.1--, ს/კ 80.06.70.1--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0--, ს/კ 80.06.70.0-- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა;

 

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვ--–-სწინებული წესების დაცვით ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბო-–---ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე