გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2018
საქმის ნომერი
010210016001468050
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0102100160014--050

# 2-2571-1/2016წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - შპს ,,TC---------"

წარმომადგენელი - ვა-–-----------------

მოპასუხე - შპს ,,ZU---------------"

წარმომადგენელი - ოს-------------ე (დირექტორი), თა----------–--, მა-–----------–--ე

მოპასუხე - შპს ,,ე----------------------ი"

წარმომადგენელი - სუ-–--------–-------–---–-, მ-------------ე

დავის საგანი - განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად ცნობა, მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რესტიტუცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოშლილად იქნას ცნობილი 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ე----------------------ი"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ;

1.3. დავალდებულდეს შპს ,,ე----------------------ი" დაუბრუნოს-გადასცეს შპს ,,TC---------"-ს ნასყიდობის საგანი - შემდეგი მოძრავი ქონება:

თურქული კომპანიის Te----------e-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით:

- 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი;

- 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი;

- 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი;

- 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი;

- 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი;

- 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი;

- 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი;

- 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები.

 

სასარჩელო მოთხოვნები დასასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

 

- 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დაიდო #20012016 ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ. მოცემული ხელშეკრულების ნასყიდობის ნაწილის მიხედვით, შპს ,,TC---------"-მ შპს ,,ZU---------------"-ს მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ქონება:

თურქული კომპანიის Te----------e-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით:

- 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი;

- 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი;

- 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი;

- 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი;

- 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი;

- 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი;

- 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი;

- 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები.

მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგანთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 175 000 აშშ დოლარი.

- მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნასყიდობის ნაწილში წარმოადგენდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, რადგან ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი.

- მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მოთხოვნა და მას დღემდე არ აქვს გადახდილი ნასყიდობის საგნის ღირებულების არცერთი ნაწილი. აღნიშნულის გამო წარმოშობილი უთანხმოების მოგვარების მიზნით, მოსარჩელე აწარმოებდა მოლაპარაკებას მოპასუხესთან, თუმცა უშედეგოდ.

- მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების ნებისმიერი სახით და ზომით შეუსრულებლობა გამოიწვევს ხელშეკრულების მოშლას, ხოლო 5.4. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, ნასყიდიობის საგანი დაუყონებლივ უბრუნდება გამყიდველს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2016 წლის 26 ივლისს შპს ,,TC---------"-ს დირექტორმა მოშალა ხელშეკრულება ნასყიდობის ნაწილში და ამის შესახებ წერილობით შეატყობინა მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს დირექტორს, მოითხოვა მისგან ნასყიდობის საგნის დაბრუნება.

- შპს ,,ZU---------------"-ს დღემდე არ დაუბრუნებია ნასყიდობის საგანი, იგი წინააღმდეგია ხელშეკრულების მოშლის და აცხადებს, რომ ნასყიდობის საგანი ეკუთვნის მას. შპს ,,ZU---------------"-ს საკუთარი საწარმოო ტერიტორია არ გააჩნია, რის გამოც ნასყიდობის საგანი განთავსებულია მესამე პირის - შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, კ--–------------ის ქუჩა #---, ს/კ #05.35.28.3--.

- შპს ,,TC---------" იძულებული გახდა აღეძრა სარჩელი და მოეთხოვა ნასყიდობის ნაწილში ხელშეკრულების მოშლა და ნასყიდობის საგნის დაბრუნება. სარჩელის აღძვრამდე კი, მისი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებულია უზრუნველყოფა, რომლითაც დაყადაღებული იქნა ნასყიდობის საგანი, რომელიც მდებარეობს შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, კ--–------------ის ქუჩა #---, ს/კ #05.35.28.3--. დაყადაღების აქტში აღნიშნულია, რომ აღწერილი ქონება აღმასრულებელმა ჩააბარა შესანახად შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორს ნი----–---------------ეს, რომელსაც არ განუცხადებია აღმასრულებლისთვის, რომ ეს ქონება შპს ,,ე----------------------ი"-ს შეძენილი ჰქონდა შპს ,,ZU---------------"-საგან და რომ დაყადაღებით ყადაღა ედებოდა არა შპს ,,ZU---------------"-ს, არამედ მის - შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ ქონებას. არც შპს ,,ZU---------------"-ს, შპს ,,TC---------"-ს სარჩელის მიმართ შემოტანილ შესაგებელში განუცხადებია ქონების გაყიდვის შესახებ.

- მოსარჩელე მიუთითებს, რომ რეალურად, 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და არც ანგარიშსწორება მომხდარა, მოპასუხე ცდილობს მესამე პირის გამოყენებით ისე მიისაკუთროს ნასყიდობის საგანი, რომ არ გადაიხადოს მისი ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნასყიდობის საგნის დაყადაღებისა და შესანახად ჩაბარების დროს შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორი ნი----–---------------ე ამის შესახებ განაცხადებდა, ასევე განაცხადებდა შესაგებელში შპს ,,ZU---------------"-ც. თუ მათ შორის ნასყიდობა რეალურად შედგა, მაშინ მოცემული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას წარმოადგენს და ბუნებაში უნდა არსებობდეს შესაბამისი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურაც.

- შპს ,,ე----------------------ი"-სათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ შპს ,,ZU---------------" არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა ქონება, ვიდრე არ გადაიხდიდა მის ღირებულებას, რადგან იგი აცხადებს, რომ მას წარედგინა 2016 წლის 09 თებერვლის #20012016 ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ. შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, ვიდრე 2016 წლის 18 აპრილს იგი გააფორმებდა ხელშეკრულებას შპს ,,ZU---------------"-სთან ამ ქონების ნასყიდობაზე. ვინაიდან შპს ,,ZU---------------"-ს პირველი გადახდა უნდა განეხორციელებია 2016 წლის 01 ივლისს, შესაბამისად, 2016 წლის 18 აპრილს იგი ვერ ივარაუდებდა, რომ შპს ,,ZU---------------"-ს ნასყიდობის საფასური გადახდილი ჰქონდა და ქონება აღარ იყო უფლებრივად უნაკლო.

- შპს ,,ე----------------------ი" თავს მიიჩნევს ქონების მესაკუთრედ და უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე, რის გამოც მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაც და ქონების დაბრუნება შპს ,,ე----------------------ი"-საგან.

- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება მოჩვენებითი ხასიათისაა, მათ შორის ნასყიდობა გაფორმდა სარჩელის აღძვრისა და ყადაღის დადების შემდეგ, წარმოდგენილ დეკლარაციაში მითითებულია დასაბეგრი ოპერაციის განხორციელება 2017 წელს და არა 2016 წელს, 2017 წლის 31 მარტს მოხდა ამ ოპერაციის დადასტურება შპს ,,ე----------------------ი"-ს მიერ შპს ,,ZU---------------"-ს მიერ გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა. გარდა ამისა, მოპასუხეებს შორის არსებული ნასყიდობის საფუძველზე, შპს ,,ZU---------------"-ს მიერ წარმოდგენილია შემოსავლის ორდერი, ხოლო შპს ,,ე----------------------ი"-ს მიერ გაცემული სალაროს გასავლის ორდერი არაა წამოდგენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ე----------------------ი" არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.;

- 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შპს ,,ZU---------------"-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილია იპოთეკით, თუმცა ნასყიდობის საფასურის გარდა, უზრუნველყოფილია 131339 აშშ დოლარის ვალდებულებაც. იპოთეკის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შპს ,,ZU---------------"-ს უნდა განეხორციელებია მშენებლობა და გარკვეულ საცხოვრებელ ფართებზე, მათი განშლის შემდეგ გავრცელდებოდა იპოთეკა. ფაქტიურად, იპოთეკაში ჩაიდო არა მიწის ნაკვეთი, არამედ ჯერ არაშენებული საცხოვრებელი ბინების ფართები. მიწის ნაკვეთი დღეს ჭაობია დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია მხოლოდ ქვაბულის სამუშაო, რომელშიც დგას წყალი და ჭაობად არის ქცეული და მასზე არ მიმდინარეობს მშენებლობა. შესაბამისად, განვადებით ნასყიდობის ნაწილში ხელშეკრულების მოშლის შედეგად, იპოთეკა ძალაში რჩება ვალის - 131339 აშშ დოლარის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ნაწილში და ამ ვალის თაობაზე მოცემული სარჩელის ფარგლებში დავა არ მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნული თანხა გამომდინარეობს სესხიდან და მის უზრუნველსაყოფად რჩება იპოთეკა, ამაზე ჯერ დავა არ მიმდინარეობს და მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს და მოითხოვოს სესხის დაბრუნება. სესხი ფულდი ვალდებულებაა და მისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მისი, როგორც ხელშეკრულების მოშლა არ ხდება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ხელშეკრულების მოშლის უფლებას ბოროტად არ იყენებს.

მოსარჩელე მოითხოვს რა სარჩელის დაკმაყოფილებას, ასევე 2018 წლის 29 ოქტომბერს მომართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რასაც იმით ასაბუთებს, რომ მოსარჩელეს ბანკისადმი გააჩნია ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების უძრავი ქონება, ასევე დაგირავდა მოძრავი ნივთები. სწორდ ამ ვალდებულებების გამო მან გაასხვისა სადავო მოძრავი ქონება მოპასუხეზე. ბანკისადმი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ერიცხება ჯარიმები. ასევე, სადავო მოძრავი ქონება, რომლის ჯამური ღირებულება გასხვისებისას განისაზღვრა 175000 აშ დოლარით, განიცდის ცვეთას, ამორტიზაციას და უფასურდება. აქედან გამომდინარე, არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რაც გაუმართლებელ ზიანს აყენებს მოსარცელეს და არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი; მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში; 20.10.2018წ. განცხადება-ტ. 2.).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ZU---------------" შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხის პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

- მოპასუხე ადასტურებს მხარეებს შორის 2016 წლის 09 თებერვალს ნასყიდობისა და ვალდებულების აღიარების ხელშეკრულების გაფორმებას და იპოთეკით მის საკუთრებაში არსებული თოთხმეტი ბინის დატვირთვას ამ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.

- მოპასუხე ეთანხმება ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის - თურქული კომპანიის Te----------e-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევის, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტის მასზე გადმოცემას და განვადებით მისი ღირებულების ეტაპად გადახდაზე მხარეების შეთანხმებას, თუმცა უარყოფს მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე სახის მოლაპარაკების წარმოებაზე და აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ვალდებულებების შესრულებისათვის დამატებითი ვადა არ დაუწესებია და ისე ითხოვს ხელშეკრულების მოშლას.

- ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით გადაეცა მას და მისი უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა.

- ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად ხელშეკრულების მოშლისა და შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს;

- სადავო ქონებას ყადაღა დაედო, რომელიც წარმოადგენს შპს ,,ე----------------------ი"-ს საკუთრებას და ქონების დაყადაღებაც განხორციელდა ამ კომპანიის ტერიტორიაზე.

- შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის საგანი გადაეცა მყიდველს, რომლის მიერაც მისი ღირებულების ნაწილი გადახდილია, ხოლო მოსარჩელესა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დათქმას ან შეზღუდვას მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულებამდე, შეძენილი ნასყიდობის საგნის მესამე პირზე გასხვისების თაობაზე. ამდენად, შპს ,,ZU---------------" უფლებამოსილი იყო გაესხვისებინა შეძენილი ქონება, ხოლო მოსარჩელის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია იპოთეკით და მოპასუხისგან ვალდებულების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა თანხის დაკისრება და მისი ამორებისათვის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება შერეული ხელშეკრულებაა და მოსარჩელე წყვეტს ხელშეკრულებას ძირითად ნაწილში, იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, იგიც უქმდება და მოსარჩელემ უნდა დააბრუნოს იპოთეკის საგანი. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ნოტარიუსზე მიმართვის და სააღსრულებო ფურცლის გაწერის მოთხოვნის უფლებასაც. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე არ იყენებს ამ უფლებას და წყვეტს ხელშეკრულებას მისი მოშლის გზით, რაც გაუმართლებელია.

- ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსარჩელემ, რასაც იგი აღიარებს, იცოდა რომ სახლის მშენებლობა არ იყო დაწყებული და მხოლოდ ქვაბული (,,კატლავანი") იყო ამოთხრილი, თავისთავად საცხოვრებელი ბინებიც არ არსებობდა და მოსარჩელეს უღირდა მხოლოდ მიწის ნაკვეთით მოთხოვნების უზრუნველყოფა იპოთეკის გზით. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო რა ნასყიდობა იპოთეკით, მოპასუხეს ნასყიდობის საგნის გასხვისება აკრძალული არ ჰქონდა.

- უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება დღგ-ს გამო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერაზე, რადგან საგადასახადო მოთხოვნათა დარღვევა არ ნიშნავს, რომ მოპასუხეებს შორის ნასყიდობაზე გარიგება არ დადებულა, დღგ-ს დაგვიანებით გადახდა არ ნიშნავს ამას. მითუმეტეს, რომ არც მოსარჩელეს ჰქონდა გაწერილი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, როცა მოპასუხეზე გაასხვისა სადავო მოძრავი ქონება.

- მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მფლობელობით გადადის და იურიდიული პირის შემთხვევაში ეს მის საბუღალტრო დოკუმენტაციაში უნდა აისახოს. ამდენად, მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება კანონიერია, მყიდველი -შპს ,,ე----------------------ი" არის კეთილსინდისიერი შემძენი და ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

- მოპასუხე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული სახლის აშენების ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის საფუძველი, სარჩელის დაკმაყოფილებისას.

(იხ. შესაგებლები სარჩელისა და დაზუსტებული სარჩელის მიმართ, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი" სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხის პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

- მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის დაბრუნება მოსარჩელის ინტერესების დაცვის ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს, მას გააჩნდა და გააჩნია საშუალება მოითხოვოს ნასყიდობისა და ვალდებულების აღიარების შესახებ ხელშეკრულების შესრულება, ანუ ნასყიდობის საფასურის და დავალიანების შპს ,,ZU---------------"-ზე დაკისრება და დაკისრებული თანხების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, უზრუნველყოფილია რა შპს ,,ZU---------------"-ს ეს ვალდებულებები იპოტეკით, მშენებარე უძრავი ნივთებით, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

- 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნასყიდობის ნაწილში წარმოადგენს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებას და მხარეებმა განსაზღვრეს ვალდებულების უზრუნველყოფა იპოთეკით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევისას მოსარჩელე მოახდენდა თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. სწორედ ამის გამო არ განისაზღვრა ამ ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის გასხვისების აკრძალვაც მისი საფასურის სრულად გადახდამდე. შესაბამისად, არც მყიდველის უფლება შეზღუდულა და მას არ აკრძალვია ნასყიდობის საგნის განკარგვა. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლაზე მოთხოვნა არ არის საფუძვლიანი.

- მისთვის რამდენადაც არის ცნობილი, შპს ,,ZU---------------"-ს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, თუმცა მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს თანხა იპოთეკის საგნის რეალიზაციით და არა ხელშეკრულებიდან გასვლა. ხელშეკრულების მოშლას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მაშინ როცა მოსარჩელემ გაუგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების მოშლაზე, ამ დროს უკვე ქონება განკარგული იყო და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ამ დროისათვის შეუძლებელია.

- შპს ,,ZU---------------"-ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ა-----ს დასახლება, ს/კ #05.32.01.4--, რომელსაც შეეძლო ნასყიდობის საგანი განეთავსებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე. შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის საგანი შპს ,,ZU---------------"-მ იმიტომ განათავსა, რომ შპს ,,ე----------------------ი"-მ შეიძინა სადავო მოძრავი ქონება შპს ,,ZU---------------"-საგან.

- 2016 წლის აგვისტოს თვეში, როცა შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოვიდნენ აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები და მოახდინეს სადავო მოძრავი ქონების დაყადაღება, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა რა შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორმა შპს ,,ZU---------------"-ს ხელმძღვანელობას, გახდა ცნობილი შპს ,,ე----------------------ი"-სათვის სასამართლო დავის შესახებ. შესაბამისად, მიმდინარე დავა უშუალო ზეგავლენას ახდენს შპს ,,ე----------------------ი"-ს ინტერესებზე და მათ შორის შპს ,,ZU---------------"-ს მიმართ, მაშინ როცა შპს ,,ე----------------------ი"-ს მიერ საფასურის მნიშვნელოვანი ნაწილი 42000 აშშ დოლარი გადახდილია.

- შპს ,,ე----------------------ი" სადავო ქონების შეძენისას, ვერ შეიტანდა ეჭვს მის უფლებრივ ნაკლში, რადგან ქონება უფლებრივად უნაკლო იყო. განხორციელებულია ანგარიშსწორება ნაწილობრივ და წარდგენილია ანგარიშ-ფაქტურაც. ამასთან მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს ჰქონდა ქონების გასხვისების უფლება, მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დათქმა გასხვისების აკრძალვაზე არ ყოფილა. ასეთ აკრძალვას ადგილი რომც ჰქონოდა, შპს ,,ე----------------------ი"-ს უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. თუ იპოთეკა ვერ უზრუნვეყოფს ვალდებულებებს, ეს მოსარჩელის რისკია და ამაზე პასუხს შპს ,,ე----------------------ი" პასუხს არ აგებს, მას მოსარჩელესთან რაიმე გარიგება და ხელშეკრულება არ აკავშირებს. ამდენად, იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი და გარიგება მოჩვენებითი არ არის, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გარიგების მოჩვენებითობას, რათა იგი ცნობილ იქნეს ბათილად. ვინაიდან შპს ,,ZU---------------"-ს ჰქონდა გასხვისების უფლება, მოპასუხეებს შორის არსებული ნასყიდობის ბათილობის საფუძველიც ვერ იარსებებს.

- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის საფუძველი, სარჩელის დაკმაყოფილებისას.

 

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დაიდო #20012016 ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ. მოცემული ხელშეკრულების ნასყიდობის ნაწილის მიხედვით, შპს ,,TC---------"-მ შპს ,,ZU---------------"-ს მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ქონება:

თურქული კომპანიის Te----------e-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით:

- 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი;

- 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი;

- 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი;

- 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი;

- 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი;

- 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი;

- 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი;

- 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები.

მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგანთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 175 000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ.

 

3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნასყიდობის ნაწილში წარმოადგენდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, რადგან ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ.

 

3.1.3. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხეს ხელშეკრულების დადების შემდეგ გადასცა მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს საკუთრებაში ნასყიდობის საგანი - მოძრავი ნივთები, რომელიც მოპასუხემ განათავსა მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, კ--–------------ის ქუჩა #---, ს/კ #05.35.28.3--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- მიღება-ჩაბარების აქტი 15.02.2016წ.;

- აღმასრულებლის 05.08.2016წ. ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი;

 

3.1.4. სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე #300-უზრ/2016) გამოყენებულია უზრუნველყოფა, რის საფუძველზეც აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 05 აგვისტოს აღიწერა და დაყადაღებული იქნა ნასყიდობის საგანი, განთავსებული შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, კ--–------------ის ქუჩა #---, ს/კ #05.35.28.3--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინება (საქმე #300-უზრ/2016) სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

- აღმასრულებლის 05.08.2016წ. ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი;

 

3.1.5. მოსარჩელე შპს ,,TC---------"-ს ერთ-ერთი პარტნიორია ოს-------------ე, საზოგადოების 15% წილის მესაკუთრის/მფლობელის სახით, ასევე ამავე საზოგადოების დირექტორია (საზოგადოებას დირექტორის გარდა, ხელმძღვანელობს/წარმოადგენს გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე) 2016 წლის 09 თებერვლის მდგომარეობით, რომელიც 2015 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს 100% წილის მესაკუთრე იყო, ხოლო 2016 წლის 25 ნოემბრიდან კი არის 80% წილის მფლობელი და დირექტორი. ოს-------------ის თავდაპირველი სახელი და გვარი იყო ოს---------------, რომელიც შეიცვალა და მიიღო ახალი გვარი - გ--------ე. ოს-------------ე შპს ,,TC---------"-ს პარტნიორთა 20.07.2016 წლის კრების ოქმის საფუძველზე, გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის პოზიციიდან, გაუქმდა დირექტორის პოზიციაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტ.1);

- 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება;

- შპს ,,TC---------"-ს პარტნიორთა 20.07.2016 წლის კრების ოქმი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტ.1);

- საზოგადოების წესდება

 

3.1.6. მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-ს 50% წილის მფლობელი და საზოგადოების დირექტორია ნი----–---------------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტ.1);

 

3.1.7. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს ,,ZU---------------"-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილია იპოთეკით, იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შპს ,,ZU---------------"-ს უნდა განეხორციელებია მშენებლობა. მიწის ნაკვეთი ჭაობია დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია მხოლოდ ქვაბულის სამუშაო, რომელშიც დგას ჩაგუბებული წყალი და ჭაობად არის ქცეული და მასზე არ მიმდინარეობს მშენებლობა.

- ფოტო ილუსტრაცია (იხ. მე-2 ტომი);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეები სადავოდ ხდიან შემდეგ საკითხებს:

1) 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების შინაარსს, კერძოდ:

- შეიცავს თუ არა ხელშეკრულება დათქმას, ან გამომდინარეობს თუ არა ხელშეკრულების შინაარსიდან, რომ მყიდველს - მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს ვალდებულების - ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდამდე ეკრძალებოდა შეძენილი მოძრავი ნივთების გასხვისება;

2) 2016 წლის 09 თებერვლის შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელი ვალდებულებებია უზრუნველყოფილი იპოთეკით:

- განვადების ნასყიდობის ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებები, თუ ვალის აღიარების შესახებ ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებები, თუ მთლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მთლიანად;

3) რა არის იპოთეკის საგანი:

- შპს ,,ZU---------------"-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, თუ მასზე სამომავლოდ ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში 14 საცხოვრებელი ბინის ფართები, თუ ორივე ერთად, როგორც მიწის ნაკვეთი, ასევე სამომავლოდ ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში 14 საცხოვრებელი ბინის ფართები;

4) დაარღვია თუ არა შპს ,,ZU---------------"-მ 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და წარმოეშვა თუ არა მოსარჩელეს განვადებით ნასყიდობის ნაწილში მისი მოშლის, ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციის მოთხოვნის საფუძველი, ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის გათვალისწინებით;

5) 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის თუ არა მოჩვენებით დადებული გარიგება და თუ რამდენად კეთილსინდისიერი შემძენია შპს ,,ე----------------------ი".

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, დავის საგანს არ წარმოადგენს 2016 წლის 09 თებერვლის შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ვალის აღიარების შესახებ ნაწილში არსებული სადავო საკითხები, ამაზე მხარეებს შორის დავა არ მიმდინარეობს, თუმცა სასამართლო დაადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც გავლენას მოახდენს აღძრული სარჩელით დავის გადაწყვეტაზე, ასევე დაადგენს, თუ რაზე შეთანხმდნენ იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები და მისცემს მათ სამართლებრივ შეფასებას.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. (სუსგ საქმე Nას-1359-2018 02 ნოემბერი, 2018 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიერ დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, ამის საწინააღმდეგო უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, საწინააღმდეგო უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში“ (იხ. სუსგ №ას-516-489-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-მ უნდა დაამტკიცოს, რომ 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის ნამდვილი და არა მოჩვენებით დადებული გარიგება და რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია.

 

მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მან რეალურად გაასხვისა მოსარჩელესთან 2016 წლის 09 თებერვალს დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით მასზე გადაცემული ქონება, და რომ ადგილი არ აქვს მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-სთან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტს.

 

მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი მასზედ, რომ დაამტკიცოს: 2016 წლის 09 თებერვალს დადებული განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისთვის ხელშეკრულების შესრულებამ ინტერესი დაკარგა და/ან მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შესრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულებები უზრუნველყოფილია იპოთეკით, და რომ ამის საფუძველზე მას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება სამართლიანია და შეესაბამება მართმსაჯულების განხორციელების მიზნებს.

 

მხარეებს შორის არსებულ სხვა სადავო საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ უდავო და დასადგენი სადავო ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მათ უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, რაზედაც სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

რაც შეეხება მხარეთა შორის სადავო 2016 წლის 09 თებერვალს დადებული განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსს, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებების სადავო მუხლები/პუნქტები უნდა განმარტოს და შეაფასოს მისი შინაარსი იქედან გამომდინარე, თუ მხარეები რა პირობებზე შეთანხმდნენ, გარიგების დადებისას რა სურდათ და რაზე გამოავლინეს ნება. შესაბამისად, ცალკეული სადავო მუხლები/პუნქტები უნდა იქნეს განმარტებული შინაარსობრივად როგორც დამოუკიდებლად, ასევე მთლიანი ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით.

 

სასამართლო, საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად ადგენს იმ ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც დავის გადაწყვეტისათვის აქვს მნიშვნელობა.

 

3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის, 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული #20012016

ხელშეკრულებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ, ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი. აქედან, 175000 აშშ დოლარი არის განვადებით ნასყიდობის საგნის შეთანხმებული საფასური, ხოლო 131339 აშშ დოლარი კი შპს ,,ZU---------------"-ს მიერ აღიარებული ფულადი ვალდებულება პს ,,TC---------"-ს წინაშე.

- ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ.

 

3.2.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი.

მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-მ დაარღვია ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მოთხოვნა და მას დღემდე არ აქვს გადახდილი ნასყიდობის საგნის ღირებულების არცერთი ნაწილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი; შესაგებლები;

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ.

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (3.3.1. პუნქტი), მყიდველმა - შპს ,,ZU---------------"-მ აიღო ვალდებულება მოახდინოს სამომავლოდ ასაშენებელი ქონების განშლის საფუძველზე 14 საცხოვრებელი ბინის ფართის იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნულის შესაბამისად, 2016 წლის 09 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ZU---------------"-მ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დასახლება ა----ა, ს/კ #05.32.01.4--.01.01.0--. იპოთეკის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებლები;

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულების მე-11 მუხლის (პირველი-მე-5 პუნქტები) თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკა ვრცელდება იპოთეკის საგნის გაყოფის, გაერთიანების შედეგად წარმოშობილ ნივთებზე, ასევე იპოთეკის საგნის ყველა გაუმჯობესების მიმართ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.7. დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ"-ქვეპუნტების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადის დადგომისას, იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს როგორც სასამართლოს, ასევე ნოტარიუსს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ აუქციონის გზით, ან იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვოს. ანუ, აღნიშნული დათქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ საშუალებას აირჩევს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.8. 2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულებით (ხელშეკრულების 25-ე მუხლის შემდგომი აბზაცი) დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობაზეც, კერძოდ, იპოთეკის ღირებულება განისაზღვრა 306 339 აშშ დოლარით, რაც ნიშნავს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა მხარეებს შორის დადებული 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ მთლიანად, მისგან გამომდინარე მყიდველის ვალდებულებები სრულად, როგორც განვადებით ნასყიდობის ნაწილში, ასევე ვალის აღიარების შესახებ ნაწილში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ;

- 2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.9. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ (მე-5 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების ნებისმიერი სახითა და ზომით შეუსრულებლობა გამოიწვევს წინამდებარე ხელშეკრულების მოშლას და ნასყიდობის საგნის გამყიდველზე დაბრუნებას.

 

3.2.10. უდავოდ დადგენილია, რომ სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე #300-უზრ/2016) გამოყენებულია უზრუნველყოფა, რის საფუძველზეც აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 05 აგვისტოს აღიწერა და დაყადაღებული იქნა ნასყიდობის საგანი, განთავსებული შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, კ--–------------ის ქუჩა #---, ს/კ #05.35.28.3--.

 

სასამართლოს მიერ კი დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 05 აგვისტოს განხორციელდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი, რომლის თანახმად, მოძრავი ქონება შესანახად ჩაბარდა შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორს ნი----–---------------ეს, რომელმაც აღნიშნულ აქტს ხელი მოაწერა, მას არ განუცხადებია, რომ აღწერილი და დაყააღებული ქონება არ ეკუთვნოდა შპს ,,ZU---------------"-ს და უკვე წარმოადგენდა შპს ,,ე----------------------ი"-ს საკუთრებას, რომ შეიძინა შპს ,,ZU---------------"-საგან 2016 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აქტი ხელმოწერილია ნი----–---------------ის მიერ, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აქტის თანახმად, ნი----–---------------ეს განემარტა ქონების შენახვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხიც. ამდენად, დგინდება, რომ მისთვის, როგორც შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორისათვის, უკვე 2016 წლის 05 აგვისტოსათვის ცნობილი იყო და უნდა ყოფილყო ცნობილი, რომ სადავო მოძრავი ქონების მიმართ, მოსარჩელესა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დავა არსებობდა. მას კი 2016 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე არ განუცხადებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- აღმასრულებლის მიერ შედგენილი 2016 წლის 05 აგვისტოს ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი;

 

3.2.11. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის სადავოა 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების მხარეები ამტკიცებენ მის ნამდვილობას, მოსარჩელეს კი მიაჩნია, რომ იგი დაიდო ფიქტიური მნიშვნელობით, არის მოჩვენებითი ხასიათის და ემსახურება მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-საგან პასუხისმგებლობის აცილებას, რაშიც მას ,,დაეხმარა" შპს ,,ე----------------------ი". მოსარჩელე ასევე ამტკიცებს, რომ ეს ხელშეკრულება მხარეებმა გააფორმეს გაცილებით გვიან, სარჩელის აღძვრის შემდეგ, ვიდრე მითითებულია ეს თარიღი ხელშეკრულებაში. მისი მოსაზრებით ეს ასევე დასტურდება იმით, რომ მოპასუხე შპს ,,ZU---------------" თავის შესაგებელში (რეგისტრირებულია სასამართლოში 19.09.2016წ.) ამ ხელშეკრულების არსებობაზე არც კი მიუთითებს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის დადებული ნასყიდობის შესახებ სასამართლოში განაცხადა თავად შპს ,,ე----------------------ი"-მ, როცა 27.12.2016წ. შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოპასუხის მხარეზე. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ, საქმის განხილვა მთავარ სხდომაზე დაწყებული იყო, დააზუსტა სარჩელი და დამატებით მოითხოვა ნასყიდობის ბათილობა, რაც სასამართლოს მიერ დასაშვებად იქნა მიჩნეული და დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ZU---------------" თავის შესაგებელში (რეგისტრირებულია სასამართლოში 19.09.2016წ.) ამ ხელშეკრულების, ასევე ნასყიდობის საგნის გადაცემასა და მისი ღირებულების გადახდაზე, ამ ფაქტების არსებობაზე არც კი მიუთითებს. შპს ,,ZU---------------" შპს ,,ე----------------------ი"-სთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მიუთითებს დაზუსტებული სარჩელის მიმართ 2017 წლის 26 იანვარს შემოტანილ შესაგებელში, რომელსაც ერთვის მის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი 96238,80 ლარის თანხაზე (45000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რაც მიღებულ იქნა შპს ,,ე----------------------ი"-საგან დანადგარების შეძენისათვის. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება შპს ,,ე----------------------ი"-ს მიერ დაზუსტებული სარჩელის მიმართ 2017 წლის 02 თებერვალს შემოტანილ შესაგებელზე დართული იგივე, შპს ,,ZU---------------"-ს მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი 96238,80 ლარის თანხაზე (45000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რაც მიღებულ იქნა შპს ,,ე----------------------ი"-საგან დანადგარების შეძენისათვის, ასევე 2018 წლის 22 იანვარს შპს ,,ე----------------------ი"-მ წარმოადგინა 2017 წლის 31 მარტს გაწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა დღგ-ს ჩათვლით მ---–----------------–------, რომლის თანახმად მან განახორციელა ოპერაცია - 2016 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მანქანა-დანადგარები შპს ,,ZU---------------"-საგან ამ თანხის ღირებულების და გადაიხადა დღგ-ს გადასახადი 51526,53 ლარი. თუმცა არ წარმოუდგენია მის მიერ გაცემული სალაროს გასავლის ორდერი, რაც ნიშნავს, რომ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, ანუ აღნიშნული თანხა არ გასულა შპს ,,ე----------------------ი"-ს სალაროდან და თუ თანხა ნამდვილად არის გადახდილი, მაშინ ეს თანხა გადახდილია არა კომპანიის, არამედ სხვისი კუთვნილი თანხით.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის დადებული ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით, ნასყიდობის საგანი, რაც განვადებით იქნა შეძენილი შპს ,,ZU---------------"-ს მიერ შპს ,,TC---------"-საგან 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებით, შპს ,,ZU---------------"-მ გაასხვისა შპს ,,ე----------------------ი"-ზე და ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 150000 აშშ დოლარით, პირველი გადახდა განისაზღვრა 42000 აშშ დოლარით არაუგვიანეს 2016 წლის 31 აგვისტომდე, მეორე გადახდა-50000 აშშ დოლარით არაუგვიანეს 2017 წლის 28 თებერვლისა, მესამე გადახდა კი - 58000 აშშ დოლარით, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ოქტომბრისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ZU---------------"-ს თავდაპირველი შესაგებელი;

- შპს ,,ე----------------------ი"-ს 27.12.2016წ. შუამდგომლობა;

- სასამართლოს საოქმო განჩინება საქმეში მესამე პირის ჩაბმის შესახებ;

- 2016 წლის 09 თებერვლის შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება;

- 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის დადებული ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება;

- დაზუსტებული სარჩელი და აქტი მისი წარმოებაში მიღების შესახებ;

- დაზუსტებული სარჩელის მიმართ შპს ,,ZU---------------"-ს მიერ 2017 წლის 26 იანვარს შემოტანილი შესაგებელი;

- შპს ,,ZU---------------"-ს მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი;

- შპს ,,ე----------------------ი"-ს მიერ დაზუსტებული სარჩელის მიმართ 2017 წლის 02 თებერვალს შემოტანილი შესაგებელი და მასზე დართული შპს ,,ZU---------------"-ს მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი;

- შპს ,,ე----------------------ი"-ს მიერ 2017 წლის 31 მარტს გაწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა; დღგ-ს გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება; შემოსავლების სამსახურის ცნობა 01.01.2016წ.-18.01.2018წ. ნაერთი რაოდენობის შესახებ;

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.12. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას ან პირობას, რომ მყიდველს - შპს ,,ZU---------------"-ს აეკრძალა ნასყიდობის საგნის მესამე პირზე გასხვისება, აკრძალვა არც ხელშეკრულების მთლიანი შინაარსიდან გამომდინარეობს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილია (იხ. გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებების ნაწილის 3,2,9, პუნქტი), რომ 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ (მე-5 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები), მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების ნებისმიერი სახითა და ზომით შეუსრულებლობა გამოიწვევს წინამდებარე ხელშეკრულების მოშლას და ნასყიდობის საგნის გამყიდველზე დაბრუნებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 09 თებერვლის შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებითი მნიშვნელობის საკითხებია:

 

- შესაფასებელია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 09 თებერვლის შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას ან პირობას, რომ მყიდველს - შპს ,,ZU---------------"-ს აეკრძალა ნასყიდობის საგნის მესამე პირზე გასხვისება, და რომ, 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ (მე-5 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები), მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების ნებისმიერი სახითა და ზომით შეუსრულებლობა გამოიწვევს წინამდებარე ხელშეკრულების მოშლას და ნასყიდობის საგნის გამყიდველზე დაბრუნებას, - ერთობლიობაში გულისხმობს თუ არა, რომ შპს ,,ZU---------------"-ს მაინც ჰქონდა შეზღუდული, ან აკრძალული ნასყიდობის საგნის მესამე პირზე გასხვისება, ვიდრე ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებდა;

 

- შესაფასებელია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 09 თებერვლის განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (3.3.1. პუნქტი), მყიდველმა - შპს ,,ZU---------------"-მ აიღო ვალდებულება მოახდინოს სამომავლოდ ასაშენებელი ქონების განშლის საფუძველზე 14 საცხოვრებელი ბინის ფართის იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნულის შესაბამისად, 2016 წლის 09 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ZU---------------"-მ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დასახლება ა----ა, ს/კ #05.32.01.4--.01.01.0--. იპოთეკის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, - რამდენად ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან შესრულებულად აღებული ვალდებულებები, რომ აეშენებინა საცხოვრებელი სახლი და შეთანხმებული 14 ბინის ფართი დაეტვირთა იპოთეკით, მაშინ როცა მიწის ნაკვეთი ჭაობია დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია მხოლოდ ქვაბულის სამუშაო, რომელშიც დგას ჩაგუბებული წყალი და ჭაობად არის ქცეული და მასზე არ მიმდინარეობს მშენებლობა, ანუ არ აშენებულა საცხოვრებელი ბინები და არ დატვირთულა იპოთეკით მისი ფართები, და ეს გარემოებები რამდენად წარმოუშობს მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლის საფუძველს;

 

- შესაფასებელია, თუ რამდენად კეთილსინდისიერი შემძენია შპს ,,ე----------------------ი". თუ დადგინდება, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია, მაშინ აღარ იარსებებს იურიდიული ინტერესი იმისა, რომ 2016 წლის 09 თებერვლის განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების განვადებით ნასყიდობის ნაწილში ხელშეკრულება მოშლილად იქნა აღიარებული, რადგან ვეღარ განხორციელდება რესტიტუცია და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძველი გამოეცლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სამართლებრივი შეფასების კატეგორიას განეკუთვნება და მათზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნასყიდობის საგნის მოსარჩელისათვის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაეცა რა მას საკუთრებაში მოსარჩელის მოძრავი ქონება, ხოლო თვითონ ვერ მიიღო მისი საფასური და განიცდის ზიანს, უკვე ხელშეკრულებამ დაკარგა მისთვის ინტერესი.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს განვადებით ნასყიდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის, 2016 წლის 09 თებერვალს შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული #20012016

ხელშეკრულებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ, ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი. აქედან, 175000 აშშ დოლარი არის განვადებით ნასყიდობის საგნის შეთანხმებული საფასური, ხოლო 131339 აშშ დოლარი კი შპს ,,ZU---------------"-ს მიერ აღიარებული ფულადი ვალდებულება პს ,,TC---------"-ს წინაშე.

- ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი.

ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ: 2016 წლის 01 ივლისს უნდა გადახდილიყო 100 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 დეკემბერს უნდა გადახდილიყო ასევე 100 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს უნდა გადახდილიყო 106 339 აშშ დოლარი.

მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-მ დაარღვია ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მოთხოვნა და მას დღემდე არ აქვს გადახდილი ნასყიდობის საგნის ღირებულების არცერთი ნაწილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე, პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა. მხარეთა შორის წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

ხელშეკრულების დადებისთანავე, მხარეები ვალდებულები არიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით- ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

ამავდროულად ისინი იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე მოითხოვს, რომ მათ არ ჰქონდეთ უფლება ცალმხრივად თქვან უარი ხელშეკრულებაზე და მისგან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე.

თუმცა ეს შებოჭვა არ არის აბსოლუტული ძალის და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ასეთი უფლების გამოყენების საფუძველი შეიძლება სხვადასხვა იყოს, როგორც ხელშეკრულების პირობის დარღვევა- ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა, ასევე ისეთი შემთხვევაც, როცა ხელშეკრულება რეალურად არ არის დარღვეული, მაგრამ პატივსადები საფუძვლით ხელშეკრულების მხარე კანონის საფუძველზე აღიჭურვება ხელშეკრულების მოშლის უფლებით (სამოქალაქო კოდექსის 398-399-ე მუხლები).

მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით ხდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, მოქმედებს ერთიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში დაიშვება სახელშეკრულებო ბოჭვის პრინციპისადმი გადახვევა და ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვითაც: „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.“

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს მხრიდან დაირღვა ხელშეკრულება, ვინაიდან მის მიერ დათქმულ დროს არ იქნა გადახდილი შეთანხმებული საფასური.

ამდენად იმისათვის, რომ კრედიტორი გავიდეს ხელშეკრულებიდან, მან უნდა შეატყობინოს კონტრაჰენტს ამის შესახებ. ამ შემთხვევაში სსკ-ს 355-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა მივიჩნიოთ სსკ-ს 50-ე მუხლით განსაზღვრულ ცალმხრივ მიღებად სავალდებულო გარიგებებად, რადგან იგი მოიცავს ორ ელემენტს. ა) კრედიტორის ნების გამოვლენას. ბ) სამართლებრივი შედეგის დადგომას, რომელისთვისაც საჭირო არ არის მეორე მხარის ნების გამოვლენა, თუმცა საჭიროა ამ უკანასკნელისათვის კრედიტორის ნების მიწოდება.

ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანია იმ სტატუს კვოს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე იარსებებდა. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვითაც: „თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).“

ამ დანაწესიდან ჩანს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენება იწვევს ახალი ვალდებულების წარმოშობას – ორმაგი რესტიტუციის ვალდებულებას, ანუ მხარეებმა მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დაუბრუნონ ერთმანეთს. ხდება ერთგვარი ვალდებულებითი ურთიერთობის ტრანსფორმაცია, ძველი სახით არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას, რომლის საფუძველიცაა ხელშეკრულება, ცვლის ახალი სახით წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის საფუძველიცაა სსკ-ს 317-ე მუხლის პირველ ნაწილში ნახსენები „კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი“, კერძოდ კი სსკ-ს 352-ე მუხლი.

ერთ-ერთ საქმეზე (სუსგ ას-292-573-04) სააპელაციო სასამართლო განმარტავს ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც აღმჭურველი უფლების ცნებას: „სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. პირველადი მოთხოვნის, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებიდან გასვლის მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია.“

მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ქონების გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, რამაც განაპირობა ხელშეკრულებისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაკარგვა. საქართველოს სამოალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამყიდველმა - მოსარჩელემ შეასრულა თავის ვალდებულება, გადასცა საკუთრების უფლება მოძრავ ქონებაზე და და ქონება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადასცეს გამყიდველს შეთანხმებული საფასური. განსახილველ შემთხვევაში მყიდველმა საფასური არ გადაიხადა. ანუ მყიდველმა, მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-მ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება.

 

6.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (3.3.1. პუნქტი), მყიდველმა - შპს ,,ZU---------------"-მ აიღო ვალდებულება მოახდინოს სამომავლოდ ასაშენებელი ქონების განშლის საფუძველზე 14 საცხოვრებელი ბინის ფართის იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნულის შესაბამისად, 2016 წლის 09 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ZU---------------"-მ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დასახლება ა----ა, ს/კ #05.32.01.4--.01.01.0--. იპოთეკის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულების მე-11 მუხლის (პირველი-მე-5 პუნქტები) თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკა ვრცელდება იპოთეკის საგნის გაყოფის, გაერთიანების შედეგად წარმოშობილ ნივთებზე, ასევე იპოთეკის საგნის ყველა გაუმჯობესების მიმართ.

 

ასევე დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ"-ქვეპუნტების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადის დადგომისას, იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს როგორც სასამართლოს, ასევე ნოტარიუსს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ აუქციონის გზით, ან იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვოს. ანუ, აღნიშნული დათქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ საშუალებას აირჩევს.

 

2016 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულებით (ხელშეკრულების 25-ე მუხლის შემდგომი აბზაცი) დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობაზეც, კერძოდ, იპოთეკის ღირებულება განისაზღვრა 306 339 აშშ დოლარით, რაც ნიშნავს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა მხარეებს შორის დადებული 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულება ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ მთლიანად, მისგან გამომდინარე მყიდველის ვალდებულებები სრულად, როგორც განვადებით ნასყიდობის ნაწილში, ასევე ვალის აღიარების შესახებ ნაწილში.

 

მიწის ნაკვეთი ჭაობია დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია მხოლოდ ქვაბულის სამუშაო, რომელშიც დგას ჩაგუბებული წყალი და ჭაობად არის ქცეული და მასზე არ მიმდინარეობს მშენებლობა, ანუ არ აშენებულა საცხოვრებელი ბინები და არ დატვირთულა იპოთეკით მისი ფართები.

 

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ მოპასუხის მხრიდან შესრულებულად აღებული ვალდებულებები, რომ აეშენებინა საცხოვრებელი სახლი, ამისათვის მას ჰქონდა პროექტიც, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ეს დასტურდება წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოუდგენიათ მხარეებს არც პროექტი და სამშენებლო ნებართვები, როგორც მტკიცებულება.

 

ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მითითებს იმაზე, რომ გარდა მისი ნაკვეთისა, მოპასუხეს იპოთეკით უნდა დაეტვირთა რა ასაშენებელი 14 საცხოვრებელი ბინა, რაზედაც იყო მხარეების მიერ ნება გამოვლენილი, - მოპასუხის მიერ არ შესრულდა, მან ამ ნაწილშიც დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, შეიძლება შეფასდეს, რომ მოპასუხის ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ იქნა უზრუნველყოფილი მხოლოდ მიწის ნაკვეთით.

 

6.7. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ZU---------------"-სა და შპს ,,ე----------------------ი"-ს შორის დადებული ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით, მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-მ გაასხვისა მოსარჩელისგან განვადებით შეძენილი ქონება შპს ,,ე----------------------ი"-ზე. მოცემული გარიგების ნამდვილობის საკითხის გამოსარკვევად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ შპს ,,ZU---------------"-ს დირექტორი არის ოს-------------ე და 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესთან დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ასევე იყო მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც ხელშეკრულებას აწერს ხელს მოსარჩელე კომპანიის სხვა დირწექტორებთან ერთად, ასევე ხელს აწერს მყიდველი - მოპასუხე კომპანიის მხრიდან. ამდენად უდავიოა, რომ მისთვის ცნობილი იყო 2016 წლის 09 თებერვლის განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების სესახებ ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ისე რომ, ნასყიდობის საფასური საერთოდ არ იყო გადახდილი, მან მაინც გაასხვისა ნასყიდობის საგანი მესამე პირზე - მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-ზე ასევე განვადებით გადახდის პირობით. შესაბამისად, შპს ,,ZU---------------", როცა ასხვისებდა ქონებას, მისი უფლებრივი ნაკლის შესახებ მისთვის ცნობილი იყო და იგი არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად. საგულისხმოა, მოპასუხე შპს ,,ZU---------------" თავის შესაგებელში (რეგისტრირებულია სასამართლოში 19.09.2016წ.) ამ ხელშეკრულების, ასევე ნასყიდობის საგნის გადაცემასა და მისი ღირებულების გადახდაზე, ამ ფაქტების არსებობაზე არც კი მიუთითებს. შპს ,,ZU---------------" შპს ,,ე----------------------ი"-სთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მიუთითებს დაზუსტებული სარჩელის მიმართ 2017 წლის 26 იანვარს შემოტანილ შესაგებელში, რომელსაც ერთვის მის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი 96238,80 ლარის თანხაზე (45000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რაც მიღებულ იქნა შპს ,,ე----------------------ი"-საგან დანადგარების შეძენისათვის. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება შპს ,,ე----------------------ი"-ს მიერ დაზუსტებული სარჩელის მიმართ 2017 წლის 02 თებერვალს შემოტანილ შესაგებელზე დართული იგივე, შპს ,,ZU---------------"-ს მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი 96238,80 ლარის თანხაზე (45000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რაც მიღებულ იქნა შპს ,,ე----------------------ი"-საგან დანადგარების შეძენისათვის, ასევე 2018 წლის 22 იანვარს შპს ,,ე----------------------ი"-მ წარმოადგინა 2017 წლის 31 მარტს გაწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა დღგ-ს ჩათვლით მ---–----------------–------, რომლის თანახმად მან განახორციელა ოპერაცია - 2016 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მანქანა-დანადგარები შპს ,,ZU---------------"-საგან ამ თანხის ღირებულების და გადაიხადა დღგ-ს გადასახადი 51526,53 ლარი. თუმცა არ წარმოუდგენია მის მიერ გაცემული სალაროს გასავლის ორდერი, რაც ნიშნავს, რომ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, ანუ აღნიშნული თანხა არ გასულა შპს ,,ე----------------------ი"-ს სალაროდან და თუ თანხა ნამდვილად არის გადახდილი, მაშინ ეს თანხა გადახდილია არა კომპანიის, არამედ სხვისი კუთვნილი თანხით.

 

დადგენილია, რომ სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე #300-უზრ/2016) გამოყენებულია უზრუნველყოფა, რის საფუძველზეც აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 05 აგვისტოს აღიწერა და დაყადაღებული იქნა ნასყიდობის საგანი, განთავსებული შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, კ--–------------ის ქუჩა #---, ს/კ #05.35.28.3--.

 

ასევე დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 05 აგვისტოს განხორციელდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი, რომლის თანახმად, მოძრავი ქონება შესანახად ჩაბარდა შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორს ნი----–---------------ეს, რომელმაც აღნიშნულ აქტს ხელი მოაწერა, მას არ განუცხადებია, რომ აღწერილი და დაყაღებული ქონება არ ეკუთვნოდა შპს ,,ZU---------------"-ს და უკვე წარმოადგენდა შპს ,,ე----------------------ი"-ს საკუთრებას, რომ შეიძინა შპს ,,ZU---------------"-საგან 2016 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აქტი ხელმოწერილია ნი----–---------------ის მიერ, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აქტის თანახმად, ნი----–---------------ეს განემარტა ქონების შენახვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხიც. ამდენად, დგინდება, რომ მისთვის, როგორც შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორისათვის, უკვე 2016 წლის 05 აგვისტოსათვის ცნობილი იყო და უნდა ყოფილყო ცნობილი, რომ სადავო მოძრავი ქონების მიმართ, მოსარჩელესა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დავა არსებობდა. მას კი 2016 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე არ განუცხადებია.

 

სასასმართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე----------------------ი"-ს დირექტორისათვის ცნობილი იყო შეძენილი მოძრავი ქონების უფლებრივი ნაკლის შესახებ, იგი ამ გარიგების დადებისას არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და იგი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად. ამ შემთხვევაში იგი ,,დაეხმარა" შპს ,,ZU---------------"-ს მოსარჩელის წინაშე ვალდებულებების შესრულების აცილებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2016 წლის 18 აპრილის თარიღით, არის მოჩვენებითი ხასიათის. ამ მოჩვენებითი გარიგების ნამდვილად წარმოჩენისათვის, სასამართლოში დავის მიმდინარეობისას, მათ შემდეგ გააფორმეს ეს ხელშეკრულება და შემდეგში განახორციელეს ნასყიდობის საფასურის გადახდები, თუმცა ეს გადახდებიც საეჭვოა, გარდა ერთი წლის შემდეგ დღგ-ს თანხის გადახდისა, ვინაიდან თვით მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი მკიცებულებებით და მათივე ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ გადახდები განხორციელდა ხელზე ფულის გადაცემით, თუ ამასაც ბუნებაში ჰქონდა ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. 61.1 მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-ს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი.

სადავო ქონების უფლებრივი ნაკლის შესახებ ცნობილი იყო მისთვის, ან უნდა ყოფილიყო ცნობილი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. მან ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, პირიქით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში მიუთითებს მოჩვენებით დადებული გარიგების არსებობაზე. ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის შპს ,,ე----------------------ი"-ს მტკიცებას, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი.

 

დამატებით უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი" თავისი შესაგებლით ნაწილობრივ აღიარებს კიდეც, რომ მისთვის ცნობილია მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს მიერ მოსარჩელის წინაშე აღებული ვალდებულების დარღვევის თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება მოჩვენებითი ხასიათისაა და მიმართულია მოსარჩელისადმი არსებული ვალდებულებების გამო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონების საკუთრება გადასცეს მყიდველს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და არც შესაბამისი ნება არ გამოუვლენია. მან მხოლოდ სესხის ნება გამოავლინა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. სამოქალაქო სამართალი ამ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში. გარიგების შინაარსს პირველ რიგში განსაზღვრავს ოფერენტი. სწორედ წინადადების მიცემაზეა დამოკიდებული თანხმობის შინაარსიც. დაუშვებელია წინადადების მიმცემმა ნება გამოავლინოს ქონების ნასყიდობაზე, მეორე მხარემ მიიღოს ასეთი ნება (თუნდაც თანხის აუცილებლად მიღების მოტივით) და შემდეგ მისი ნების გამოვლენა განმარტოს ისე, როგორც მის საქმეს სჭირდება. გარიგების შინაარსად დადგენილი უნდა იქნას ის შინაარსი, რაზეც წინადადებაა გამოხატული და რა წინადადებაც მიიღო მეორე მხარემ. ხელშეკრულება არის ორი ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლინება არაა საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარემ ერთმანეთს შეათანხმოს გარიგების პირობები და შეთანხმების შემდეგ ნების გამოვლენის თაობაზე შედგნილ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. ასეთი პირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, ,,1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ”.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით ,,1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად დაფარულ გარიგებას მოჩვენებით დადებული გარიგება ჰქვია. მოჩვენებითი გარიგება ერთი მხარის მიერ არ დაიდება.

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული _ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა არ არის საჭირო, რომელიც მოჩვენებითი გარიგების დადებით მოპასუხის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა. იგი შეფასებითი კატეგორიისაა და იგი უნდა დგინდებოდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. თუმცა სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეებმა დადეს მოჩვენებითი ხასიათის გარიგება და ამ გარიგების მიზანი იყო ის, რომ გაქცეოდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და ამ გზით მოსარჩელისათვის შეეზღუდა ქონების დაბრუნების საშუალება.

სასამართლომ გაანალიზა მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად არ იყო ორიენტირებული ნასყიდობის სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, რადგანაც ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თავიდან აცილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს მოპასუხეების არაკეთილსინდისიერებაზე და მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს მიერ მოსარჩელის წინაშე აღებული ვალდებულებების უხეშად დარღვევაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა არგუმენტაციას, რომ მათ შორის 2016 წლის 18 აპრილს ნამდვილად დაიდო ნასყიდობაზე გარიგება და ამას მოწმობს ისიც, რომ ,,შპს ,,ZU---------------"-ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ა-----ს დასახლება, ს/კ #05.32.01.4--, რომელსაც შეეძლო ნასყიდობის საგანი განეთავსებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე. შპს ,,ე----------------------ი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის საგანი შპს ,,ZU---------------"-მ იმიტომ განათავსა, რომ შპს ,,ე----------------------ი"-მ შეიძინა სადავო მოძრავი ქონება შპს ,,ZU---------------"-საგან" - რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იპოთეკის საგანს და მოპასუხის მხრიდან შესრულებულად აღებული ვალდებულებები, რომ აეშენებინა საცხოვრებელი სახლი და შეთანხმებული 14 ბინის ფართი დაეტვირთა იპოთეკით, მაშინ როცა მიწის ნაკვეთი ჭაობია დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია მხოლოდ ქვაბულის სამუშაო, რომელშიც დგას ჩაგუბებული წყალი და ჭაობად არის ქცეული, რაც მხარეებს შორის არც არის სადავო.

შესაბამისად, მასზე ნასყიდობის საგნის განთავსებაც გაუმართლებელი იქნებოდა.

 

დადგენილია რა, რომ შპს ,,ZU---------------"-მ დაარღვია ასევე ნაკისრი ვალდებულებები, რომ აეშენებინა საცხოვრებელი სახლი და შეთანხმებული 14 ბინის ფართი დაეტვირთა იპოთეკით, - ამის გათვალისწინებითაც, სასამართლოს უსაფუძლოდ მიაჩნია მოპასუხეების მითითება იმაზე, რომ მოსარჩელეს არ აქვს უფლება მოშალოს ხელშეკრულება და შეუძლია აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაკისრება და გადახდევინება იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. აღიშნოს უნდა ისიც, რომ არ არსებობს 14 საცხოვრებელი ბინა, რაც სრულად უზრუნველყოფდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ განხორციელებული ქმედებები და სარჩელის მიმართ გამოხატული პოზიცია ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სეტანხმებულად მოქმედებდნენ, ერთმანეთში მოჩვენებით დადეს გარიგება, რათა შპს ,,ZU---------------"-მ აიცილოს პასუხისმგებლობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღიარებითი სარჩელია და მისი დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ის, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება, ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სახეზეა, ნასყიდობის ბათილად ცნობის გარეშე, პირველ სასარჩელო მოთხოვნას აზრი ეკარგება, მოსარჩელეს შედეგი არ დაუდგება.

 

შესაბამისად, კმაყოფილდება რა მოთხოვნა ნასყიდობის ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლო მსჯელობს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მოთხოვნის მიმართ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის შპს ,,TC---------"-სა და შპს ,,ZU---------------"-ს შორის დადებული, განვადებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას ან პირობას, რომ მყიდველს - შპს ,,ZU---------------"-ს აეკრძალა ნასყიდობის საგნის მესამე პირზე გასხვისება, აკრძალვა არც ხელშეკრულების მთლიანი შინაარსიდან გამომდინარეობს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებით ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ (მე-5 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები), მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების ნებისმიერი სახითა და ზომით შეუსრულებლობა გამოიწვევს წინამდებარე ხელშეკრულების მოშლას და ნასყიდობის საგნის გამყიდველზე დაბრუნებას. რათქმაუნდა, აღნიშნული ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის.

 

ხელშეკრულების ამ პირობათა ერთობლივი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხეშპს ,,ZU---------------"-ს ეკრძალებოდა განვადებით ნასყიდობის საგნის გასხვისება, ვიდრე ის სრულად არ შეასრულებდა აღებულ ვალდებულებას და არ გადაიხდიდა ნასყიდობის საფასურის მთლიან თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლება, რომ მოეშალა ხელშეკრულება და დაებრუნებინა ნასყიდობის საგანი, - ვერ განხორციელდებოდა, ამ უფლების რეალიზება ვერ მოხერხდებოდა. სწორედ ამას გულისხმობს მხარეთა შორის ეს შეთანხმება და მხარებმა ამ პირობის მიმართ გამოავლინეს ნება.

 

განვადებით ნასყიდობის საგნის გასხვისებაზე შეზღუდვა-აკრძალვას ვალდებულებების შესრულებამდე, თუ რათქმაუნდა მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ითვალისწინებს კანონიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი:

- 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

- 505.1. მუხლის თანახმად კი, თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

- 506-ე მუხლი ადგენს:

1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:

ა. ნაღდი გადახდის ოდენობა;

ბ. ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო;

გ. წლიური პროცენტის ოდენობა.

3. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.

- 507-ე მუხლი: თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.

- 508-ე მუხლი: (ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისას) თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაიტოვა რა უფლება გამყიდველმა - მოსარჩელემ, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულებების დარღვევისას, უარი თქვას, მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ნასყიდობის საგანი უკან, - როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს აძლევს მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლისა და რესტიტუციის განხორციელების მოთხოვნაზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გარდა მისი ნაკვეთისა, მოპასუხეს იპოთეკით უნდა დაეტვირთა რა ასაშენებელი 14 საცხოვრებელი ბინა, რაზედაც იყო მხარეების მიერ ნება გამოვლენილი, - მოპასუხის მიერ არ შესრულდა, მან ამ ნაწილშიც დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, შეიძლება შეფასდეს, რომ მოპასუხის ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ იქნა უზრუნველყოფილი მხოლოდ მიწის ნაკვეთით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხელშეკრულება მოშლილად უნდა გამოცხადდეს და ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით უნდა დაუბრუნდეს ხელშეკრულების დადებამდე მყოფ მესაკუთრეს-მოსარჩელეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი და სარჩელის დაკმაყოფილების გამო მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვსიურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 15000 ლარის ანაზღაურებას.

 

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითრები, რაც ადასტურებს მათ მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულობისა და და საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მთლიანად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე #300-უზრ/2016წ.) გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის აღძვრამდე. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 მაისის განჩინებით (საქმე #138-უზრ/2016წ.) ყადაღა დაედო შპს ,,ZU---------------”-ს საკუთრებაში არსებულ და ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, კ--–------------ის ქ.№29ა-ში მდებარე შპს ,,ე----------------------ის” (ს/კ 445463837) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების ს/კ 05.35.28.3--) განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს:

თურქული კომპანიის Te----------e-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევს, სკრინინგსა და სარეცხ ობიექტს, კერძოდ:

- 1 ერთეულ TVI 900/3 ვერტიკალურ გამანადგურებელს;

- 2 ერთეულ HY 750/2 სპირალურ სარეცხს;

- 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსს;

- 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტს;

- 1 ერთეულ 200 KW დენის ძრავს;

- 2 ერთეულ 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორს;

- 1 ერთეულ 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრს;

- 8 ერთეულ საცერის შასის ნაწილებს.

 

საქართველოს სსკ–ის 1991–ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფა უნდა დარჩეს ძალაში, უცვლელი.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე 2018 წლის 29 ოქტომბერს მომართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რასაც იმით ასაბუთებს, რომ მოსარჩელეს ბანკისადმი გააჩნია ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების უძრავი ქონება, ასევე დაგირავდა მოძრავი ნივთები. სწორდ ამ ვალდებულებების გამო მან გაასხვისა სადავო მოძრავი ქონება მოპასუხეზე. ბანკისადმი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ერიცხება ჯარიმები. ასევე, სადავო მოძრავი ქონება, რომლის ჯამური ღირებულება გასხვისებისას განისაზღვრა 175000 აშ დოლარით, განიცდის ცვეთას, ამორტიზაციას და უფასურდება. აქედან გამომდინარე, არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რაც გაუმართლებელ ზიანს აყენებს მოსარჩელეს და არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით. სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძოდ, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება: ალიმენტის მიკუთვნებას; პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას; მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია თამასუქისა და ჩეკის თაობაზე. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ გადაწყვეტილებათა სანიმუშო ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გადაეცეს დაუყონებლივ აღსრულებისათვის. დასახელებული ნორმა უნდა განიმარტოს შეზღუდვითი განმარტების ფორმით. მის შინაარსში არ იგულისხმება ყველა იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიქცევის სავალდებულოობა, რომელიც სსკ-ის 268-ე მუხლშია მითითებული ჩამოთვლილი. გადაწყვეტილებები დაუყოვნებლვ აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. სასამართლომ, გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად არ უნდა მიაქციოს, თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გადაწყვეტილების დაყოვნებით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის მოსალოდნელობა ან/და აღსრულების დაყოვნებით გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა.

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს აღსასრულებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით. სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,TC---------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოშლილად იქნას აღიარებული 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელე შპს ,,TC---------"-სა და მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 18 აპრილს მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-სა და მოპასუხე შპს ,,ZU---------------"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.

 

4. დაევალოს მოპასუხე შპს ,,ე----------------------ი"-ს დაუბრუნოს-გადასცეს მოსარჩელე შპს ,,TC---------"-ს ნასყიდობის საგანი - შემდეგი მოძრავი ქონება:

თურქული კომპანიის Te----------e-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით:

- 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი;

- 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი;

- 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი;

- 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი;

- 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი;

- 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი;

- 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი;

- 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები.

 

5. მოპასუხეებს - შპს ,,ZU---------------"-ს და შპს ,,ე----------------------ი"-ს მოსარჩელე შპს ,,TC---------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება - წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 15000 ლარის, ჯამში 20000 ლარის გადახდა.

6. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე #300-უზრ/2016წ.) გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში, უცვლელი.

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსრულებას.

8. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე