გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2019
საქმის ნომერი
330210017002014915
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/19151-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - მ------------------–-–---–-

წარმომადგენელი - მ---------–---–-

მოპასუხეები - გ--------–---–------, თ---–---–------

წარმომადგენელი - ხ---------------ი

მოპასუხე - დ------------–-----

დავის საგანი - მამობის დადგენა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვ--------–---–------ს (პ/ნ 0----------, გ------–--–--–------ წლის 1---------ს), მ------------------–-–---–-ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს) მიმართ მამობის დადგენა და ცვლილების შეტანა 1--- წლის 2-----–--ს დაბადებული მ------------------–-–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში (№ 1---).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა 1--- წლის 2-----–--ს, მისი მამა იყო 1--- წლის 0-----–--ს დაბადებული ვ--------–---–------, რომელიც დედასთან - მ----------------–-–---–თან არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელის დედ-მამას გარკვეული პერიოდი ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დაშორდნენ და ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. ვ--------–---–------ მოსარჩელის დედასთან ურთიერთობამდე განქორწინებული იყო პირველ მეუღლესთან, რომელთანაც ჰყავს შვილები - გ--------–---–------ და თ---–---–------. ბოლოს, ვ--------–---–----------- წლის 15 ო----------ს დაქორწინებული იყო მოპასუხე დ------------–-----სთან, რომელთანაც არ ჰყავს შვილი. მ------------------–-–---–-ს მიმართ ვ--------–---–------ს მამობა დადგენილი არ ყოფილა.

 

როგორც მამას, ასევე მის ნათესავებს და ბოლო მეუღლეს - დ------------–-----ს, მოსარჩელესთან ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება. მამის ნათესავებმა, მისმა და-ძმებმა და მათმა შვილებმა ყველამ იცოდა მოსარჩელის შესახებ, მათ შორის მოპასუხეებმაც. ვ--------–---–------ იყო მძიმე ავად და გარდაიცვალა 2----–-–-ს 1---------ს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ვ--------–---–------ არის მ------------------–-–---–-ს მამა, აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, სადაც უტყუარად არის დადასტურებული მამობრივი კავშირი მოსარჩელეს და გარდაცვლილ ვ--------–---–-----ს შორის. მ------------------–-–---–- დარჩენილია იდენტიფიკაციის გარეშე, რაც მას აყენებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ზიანს, რის გამოც ასევე ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა გ--------–---–-----მა და თ---–---–-----მა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, ის გარემოება, რომ ვ--------–---–-----ს მოსარჩელის დედასთან ჰქონდა ურთიერთობა სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ არც არსებობს რაიმე მტკიცებულება. მოსარჩელე ცრუობს, რომ თითქოს დაძაბული ურთიერთობა აქვს მოპასუხეებთან, რადგან არასოდეს ჰქონიათ ურთიერთობა და არც იცნობენ მას.

მათი მამა ვ--------–---–------ და დედა ც-–-----------–--–---–ი 1--- წლიდან -1----–-–ამდე იყვნენ რეგისტრირებულ და ფატობრივ ქორწინებაში, ხოლო განქორწინების შემდეგ 1----–-–იდან მათ მამას ურთიერთობა ჰქონდა დ------------–-----სთან, თუნდაც აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია ვ--------–---–------ს და მოსარჩელის დედის ერთად ცხოვრების ფაქტის არსებობა, რომლის შესახებაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ არ საუბრობს მოსარჩელე.

ვ--------–---–-----ს, მოსარჩელესთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. არც მათ და არც მათ სანათესაოს საერთოდ არ სმენია მოსარჩელის შესახებ.

 

მოსარჩელის აბსურდული სარჩელი არის შედეგი მოპასუხეების და დ------------–-----ს შორის არსებული დაძაბული, არასასიამოვნო ურთიერთობისა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე დ------------–-----სთან არიან არა ერთ სასამართლო დავაში, რომელსაც 1----–-–იდან ჰქონდა ვ--------–---–-----თან მეგობრული ურთიერთობა და არასოდეს ყოფილა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში. საბუთების გაყალბებით მოახერხა დაუფლებოდა მამისის კუთვნილ ქონებას რაზედაც აღძრულია როგორც სამოქალაქო სარჩელი, ასევე სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაშია მიცემული.

 

დ------------–----- მუქარის სახით აფრთხილებდა, რომ ის დამატებით შეუქმნიდა უსიამოვნებებს, იმ ქონებაზე, რომლის საბუთების გაყალბების გზით მესაკუთრეობა მან ვერ მოახერხა. მოსარჩელე და დ------------–----- აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოქმედებენ შეთანხმებულად.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ინტერესს მათსა და თითქოსდა მოპასუხე დ------------–----ის წინააღმდეგ წარმოადგენს ადვოკატი ზ------------ე, რომელიც წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობაში იმყოფება დ------------–-----სთან, არაერთხელ დაკავშირებია მისი სახელით და ახორციელებდა შანტაჟს მისი მისამართით, სისხლის სამართლის საქმეშიც იცავს მის ინტერესებს. წარმოუდგენელია პირს ჰყავდეს დამცველი ადვოკატი, რომელიც ამავე დროს, როგორც სხვა პირის წარმომადგენელი აღძრავს სარჩელს მის წინააღმდეგ. ნათელია რომ მოსარჩელე და მოპასუხე დ------------–----- ელოდებიან აირჩიონ თავიანთი ფარული და მზაკვრული შესაბამისი ტაქტიკა მათ წინააღმდეგ.

 

გ--------–---–------ და თ---–---–------ არ ეთანხმებიან ექსპერტიზის დასკვნას, რადგან ექსპერტიზის ჩატარების დროს არ მოხდა მათი ჩართულობა, მათ არ ეცნობათ ექსპერტიზის ჩატარების ადგილი, არ დასწრებიან გვამის ექსჰუმაციას, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა არადამაჯერებელია, რაც გახადეს სადავო. დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, მაგრამ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხდა. მათი განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა არ არის 100%-ით დამაჯერებელი და სანდო, რათა დადგინდეს მოსარჩელისა და გ------–--–--–- პირის ნათესაური კავშირი. ამასთან, მ------------------–-–---–ს აქვს სახელი და გვარი, ის არ ითხოვს გვარის ცვლილებას. როგორც თავად განმარტავს, მისთვის დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ვ--------–---–------ იყო მისი მამა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად მოსარჩელის მხრიდან დაუსაბუთებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოთხოვნაც.

 

2.2. მოპასუხე დ------------–-----ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა სარჩელი, თანდართული მასალები და სასამართლო უწყება, მაგრამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა სარჩელს და მიუთითა, რომ მ------------------–-–---–- ნამდვილად არის ვ--------–---–------ს შვილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ------------------–-–---–- დაიბადა 1--- წლის 2-----–--ს, დაბადების ადგილი - საქართველო, თბილისი. დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია - გ-----------------–-–---–-, დედის გრაფაში მითითებულია - მ----------------–-–---–ი, ხოლო აქტის ჩანაწერის ნომერი - 1---;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობა, (იხ. ტომი1 ს.ფ.21).

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ც-–-----------–--–---–- და ვ--------–---–------ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 1--- წლის 1-------------ს დაბადებული გ--------–---–------ და 1----–-–---------–--ს დაბადებული თ---–---–------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გ--------–---–------ს დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი #1--- (იხ.ტომი 1, ს.ფ.130)

-თ---–---–------ს დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი #1--- (იხ. ტომი1, ს.ფ.120).

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ც-–-----------–--–---–ს და ვ--------–---–-----ს შორის ქორწინება შეწყდა 1----–-–ის 23 ივნისს (აქტის ჩანაწერ #1--);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-განქორწინების მოწმობა (იხ. ტომი1, ს.ფ.47).

 

3.1.4. მოპასუხე დ-------------–---ძე და ვ---------–---–---რი დაქორწინდნენ 2----–-–-- 15 ო----------ს (აქტის ჩანაწერ #-);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ქორწინების მოწმობა (იხ. ტომი1, ს.ფ.20).

 

3.1.5. ვ---------–---–---რი დაიბადა 1--- წლის 0-----–--ს, მისი მშობლები იყვნენ ე-–--------–---–-----ი და ზ--------–---–-----ი, ე-–--------–---–-----ი გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ვ--------–---–------ს დაბადების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ.121).

- ე-–--------–---–-----ის გარდაცვალების მოწმობა (იხ.ტომი 1, ს.ფ. 119)

 

3.1.6. ვ--------–---–------ გარდაიცვალა 2----–-–-ს 1---------ს (აქტის ჩანაწერი #0----------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ.19).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ----------------–-–---–ს 1--- წლის 2-----–--ს შეეძინა შვილი მ------------------–-–---–-. ვ--------–---–------ს მამობა მ------------------–-–---–-ს მიმართ დადგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის # 5000954918 წერილის თანახმად, ბიოლოგოური ნათესაური კავშირის დადგენა დედის ხაზით, სეებ-ში არ ხდება. მამის ხაზით ნათესაური კავშირის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მამრობითი სქესის პირებს შორის, მამაკაცთა სასქესო ქრომოსომების გამოკვლევით. ანტროპოპგიური გამოკვლევა ეხმარება უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, უცნობი გვამის აღმოჩენის ან ექსჰუმაციის შემთხვევაში, ჩონჩხის სავარაუდო იდენტიფიკაციაში, რომელიც შემდეგ საჭიროებს დნმ ვერიფიკაციას. ვ--------–---–------ს გვამური სისხლის ნიმუში ბიომასალათა არქივში არ ინახება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ.102).

 

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა სამოქალაქო საქმეზე #2/19151-17 მ------------------–-–---–-ს სარჩელის გამო მოპასუხეების გ--------–---–------ს, თ---–---–------ს და დ------------–----ის მიმართ მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნით. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განჩინება (იხ.ტომი1, ს.ფ.191-197).

 

3.2.4. შპს ,,ჰერმესის“ 2018 წლის 01 აგვისტოს #01-5/656 წერილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმის წარმოების შესახებ 2018 წლის 04 ივლისის განჩინების (საქმეზე #2/19151-17) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნა ვ--------–---–------ს გვამის ექსჰუმაციის თარიღი - 2018 წლის 31 აგვისტო 09:30 საათი და იმავე დღეს

ჩატარებული იქნა გვამის ექსჰუმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შპს ,,ჰერმესის“ 2018 წლის 01 აგვისტოს #01-5/656 წერილი (იხ.ტომი 2, ს.ფ.11).

- ექსჰუმაციის ჩატარების შესახებ ოქმები (იხ.ტომი 2, ს.ფ.98-99).

 

3.2.5. 2----–-–-ს 29 ივლისს ნოტარიუს ნინო ხაბულიანის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა (რეგ.ნომერი #1--------), რომლის მიხედვით 2----–-–-ს 1---------ს გ------–--–--–- ვ--------–---–------ს სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილზე მემკვიდრედ ცნობილია შვილი - გ--------–---–------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-ს 29 ივლისს ნოტარიუს ნინო ხაბულიანის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (იხ.ტომი , ს.ფ.15-18).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2----–-–-ს 1---------ს გ------–--–--–- ვ--------–---–------ არის მ------------------–-–---–-ს მამა და ვერ გაიზიარებს მოპასუხე გ--------–---–------ს და თ---–---–------ს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მ------------------–-–---–- არ წარმოადგენს აწ გ------–--–--–- ვ--------–---–------ს ბიოლოგიურ შვილს, ვინაიდან მათ არ ეცნობათ ექსპერტიზის ჩატარების ადგილი, არ დასწრებიან გვამის ექსჰუმაციას, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა არადამაჯერებელია.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი:

 

მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე მ------------------–-–---–-ს ბილოგიურ მამას 2----–-–-ს 1---------ს გადაცვლილი ვ--------–---–------, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

 

2019 წლის 01 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა (2019 წლის 08 იანვრის # 5008122218), რომლის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2----–-–-ს 1---------ს გ------–--–--–- ვ--------–---–------ წარმოადგენს მ------------------–-–---–-ს ბიოლოგიურ მამას.

ამის შემდგომ მოპასუხეების - გ--------–---–------ს და თ---–---–------ს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, მაგრამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 08 ოქტომბრის #5006457519 წერილის თანახმად, მიუხედავად წერილობითი და სატელოფონო შეტყობინებებისა, თ-- და გ--------–---–-----ები არ გამოცხადდნენ ბიუროში საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის გამოც სამოქალაქო საქმეზე დანიშნული გენეტიკური ექსპერტიზა სასამართლოს დაუბრუნდა შეუსრულებლად.

 

მოპასუხეებს, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს მოპასუხე მხარის შედავების საფუძვლიანობაში არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის პოზიციას, მ------------------–-–---–-ს მამად ვ--------–---–------ს აღიარების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 08 იანვრის # 5008122218 ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტომი 2, ს.ფ.33-38).

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 08 ოქტომბრის # 5006457519 წერილი (იხ.ს.ფ.175-176).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელე მხარის პოზიცია, მ------------------–-–---–-ს მამად 2----–-–-ს 1---------ს გ------–--–--–- ვ--------–---–------ს დადგენის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი; ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-8 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელე მ------------------–-–---–-ს მამად, 2----–-–-ს 1---------ს გ------–--–--–- ვ--------–---–------ს აღიარება. მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, ხოლო მე-9 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

დადგენილია, რომ მ----------------–-–---–ს 1--- წლის 2-----–--ს შეეძინა შვილი მ------------------–-–---–-, ვ--------–---–------ს მამობა მ------------------–-–---–-ს მიმართ დადგენილი არ ყოფილა. მ----------------–-–---–ი და ვ--------–---–------ ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, ხოლო მ------------------–-–---–- ცხოვრობდა დედასთან - მ----------------–-–---–თან ერთად.

 

,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. მაშასადამე, პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, მ------------------–-–---–-ს დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელის დედა არის მ----------------–-–---–ი, ხოლო მამად მითითებულია - გ-----------------–-–---–-, რომელიც მოსარჩელის მითითებით წარმოადგენს მ------------------–-–---–-ს ბაბუას, დედის - მ----------------–-–---–ის მამას. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 08 იანვრის # 5008122218 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, მიხედვით, 2----–-–-ს 1---------ს გ------–--–--–- ვ--------–---–------ წარმოადგენს მ------------------–-–---–-ს ბიოლოგიურ მამას. მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ეჭქვეშ დააყენებდა ან სადავოდ გახდიდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას.

 

მოპასუხე არ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნას იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომ ექსპერტიზის დასკვნა არადამაჯერებელია, ამასთან, არ ესწრებოდა გვამის ექსჰუმაციას, მისთვის არ იყო ცნობილი ექსჰუმაციის თარიღი და ამიტომ არ შეიძლება დასკვნა იყოს მართებული, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ვ--------–---–------ არის მ------------------–-–---–-ს მამა. სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა, რითაც მოპასუხე მხარეს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც ის შეძლებდა შედავებოდა მოსარჩელე მხარეს, მაგრამ აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მოპასუხეების - გ--------–---–------სა და თ---–---–------ს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, 2019 წლის 17 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაკითხა სს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ვერა ოკუნევა, რომელმაც განმარტა, რომ ექსპერიზის ჩატარების დროს წარმოდგენილი იქნა გ------–--–--–- პირის ბიოლოგიური მასალა და ასევე ცოცხალი პირისათვის აღებული ნიმუშები, მოხდა გენეტიკური პროფილირება, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს ახასითებს გენეტიკური პროფილის მონაცემები, რომელიც არის ინდივიდუალური და განუმეორებელი. მამაშვილობის შემთხვევაში შვილის გენეტიკურ პროფილში ერთ-ერთი ჯაჭვი უნდა იყოს მამისაგან, ხოლო ერთ-ერთი დედისაგან და მთლიანად უნდა ემთხვეოდეს ჯაჭვი შვილის გენეტიკურ პროფილს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად დაემთხვა. არსებობს ფორმულა, რომლითაც ისაზღვრება შესაძლებელია თუ არა შემთხვევით მოხდეს დამთხვევა და ამ ფორმულის თანახმად ვ--------–---–------ს ბიოლოგიური მამობის თეორიულმა ალბათობამ მ------------------–-–---–-ს მიმართ შეადგინა 99,99999%, რაც ნიშნავს 100%-ს, რომელიც არ იწერება პროტოკოლის მიხედვით და ეს პროგრამა 2003 წლიდან არის აპრობირებული. (იხ. სხდომის ოქმი 17.05.2019წ. 13;24:51 სთ).

 

გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხეებმა ვერ განხორციელეს მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება, სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს რაიმე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის განმატრებასა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას, ამასთან, არ გამოცხადდნენ ექსპეტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს მოპასუხეების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მ------------------–-–---–- არ წარმოადენს ვ--------–---–------ს შვილს და დადგენილად მიიჩნევს 2019 წლის 08 იანვრის # 5008122218 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას.

 

ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მოპასუხე დ------------–-----ს მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მისთვის ცნობილია სასარჩელო მოთხოვნა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, როგორც სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ასევე, სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მას სასამართლოში საწინააღმდეგო პოზიცია (შესაგებელი) არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა და განმარტა, რომ იგი არ ეწინააღმდეგება სასარჩელო მოთხოვნას და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან იცის რომ მ------------------–-–---–- არის ვ--------–---–------ს შვილი, სარჩელს ცნობს და არც ჩატარებული ექსპერტიზა მიაჩნია საეჭვოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.

 

საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით, კერძოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია მოსარჩელე მ------------------–-–---–-ს და 2----–-–-ს 1---------ს გ------–--–--–- ვ--------–---–------ს ბიოლოგიური ნათესაური კავშირი (მამა-შვილი).

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------------------–-–---–-ს სარჩელი, გ--------–---–------ს, თ---–---–------ს და დ------------–----ის მიმართ მამობის დადგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2 მოსარჩელე მ------------------–-–---–მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირველი კოლეგიის, 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილებით, სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი გადაწყვეტილების აღსრულებას არ უკავშირებს კონკრეტული დავის ტიპს. მის საფუძველზე გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ხსენებული სამართლებრივი დასკვნის გასაკეთებლად სასამართლოს უცილობლად ესაჭიროება დამატებითი ფაქტების გამოკვლევა, მან უნდა განსაზღვროს, რა ზიანი შეიძლება მიადგენს გადამხდევინებელს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით. იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ალბათობა, მან უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ ზიანის დადგომას განაპირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მამობის დადგენა, მოსარჩელე უთითებს, რომ მოსარჩელე დარჩენილია იდენტიფიკაციის გარეშე, რაც მას აყენებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ზიანს, რის გამოც მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. მაშასადამე, პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ.

 

მოცემული მუხლი ეხება პირის შესაძლებლობებს მოახდინოს თავისი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა, შესაბამისად, სასამართლომ განიხილა მოსარჩელის მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე და დააკმაყოფილა, თუმცა, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე არ ქმნის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე მ------------------–-–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის 09/06/2017 წელს 50 (ორმოცდაათი) ლარის, 18/07/2017 წელს 50 (ორმოცდაათი) ლარის (იხ. ტომი1, ს.ფ. 22-25), ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადახდილი ხარჯის - 2351.00 ლარის, შპს ,,ჰერმესის“ სახელზე გადახდილი ამოსვენების ხარჯის - 402 ლარის, დაკრძალვის ხარჯის -232 ლარის, კატაფალკით მომსახურების ხარჯის - 82 ლარის, კატაფალკით მომსახურების ხარჯის - 82 ლარი, სასახლის ხარჯი - 250 ლარი, სულ - 3426 (სამიათას ოთხას ოცდაექვსი) ლარის გადახდა (იხ. ტომი 2, ს.ფ.76-86). შესაბამისად, მოპასუხეებს გ--------–---–-----ს და თ---–---–-----ს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 66,66 (სამოცდაექვსი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის და ექსპერტიზის ხარჯის სახით გადახდილი თანხის - 3426 (სამიათას ოთხას ოცდაექვსი) ლარის ანაზღაურება, რაც შეეხება მოპასუხე დ------------–-----ს, მან სარჩელი ცნო საქმის მომზადების ეტაპზე, რის გამოც გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე 38-39-ე, 41-ე, 44-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე,268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------------------–-–---–-ს სარჩელი გ--------–---–------ს, თ---–---–------ს და დ------------–----ის მიმართ მამობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს:

 

2. ვ--------–---–------ (გ------–--–--–------ წლის 13 ნოემბერს, აქტის ჩანაწერი აქტის ჩანაწერი #0----------) აღიარებული იქნას მოსარჩელე მ------------------–-–---–-ს (პ/ნ 0----------) მამად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შეიტანოს ცვლილება 1--- წლის 2-----–--ს დაბადებული მ------------------–-–---–-ს (პ/ნ 0----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში (№1---), სადაც მამის გრაფაში მიეთითოს მამად - ვ--------–---–------.

 

3. მოპასუხეებს გ--------–---–-----ს (პ/ნ 0----------- და თ---–---–-----ს (პ/ნ 0----------) დაეკისროთ მოსარჩელე მ------------------–-–---–-ს სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 66,66 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელე მ------------------–-–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს ლ-----------–--ის მიერ 18/07/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარიდან - 33,34 (ოცდაცამეტი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი, რომელიც გადახდილია სს ,,თიბისი ბანკში“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება #0.

 

5. მოპასუხეებს გ--------–---–-----ს და თ---–---–-----ს დაეკისროთ მოსარჩელე მ------------------–-–---–-ს სასარგებლოდ, ექსპერტიზის ხარჯის სახით გადახდილი თანხის 3426 (სამიათას ოთხას ოცდაექვსი) ლარის ანაზღაურება.

 

6. მ------------------–-–---–-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე