განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2018
საქმის ნომერი
330100117002117921
ინსტანცია
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002117921

საქმე №1ბ/----18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------- ჭ-----ის

მსჯავრდებულის: ბ------ ი--------ის

ადვოკატის: პ----- მ-----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ბ------ ი--------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- მ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ------ ი--------ის, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–------------–--------------------------------–-), მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ ი--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის. კერძოდ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ------ ი--------მა 2017 წლის 20 აგვისტოს, ღამის დაახლოებით 05:20 საათიდან 05:30 საათამდე დროის შუალედში და მისმა თანამზრახველმა, ერთად, წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, უკანონოდ შეეღწიათ ქ-------–--–---------–-----------–------------–- მდებარე მოქალაქე ა------ დ---–--ის საცხოვრებელ ბინაში. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბ------ ი--------ის თანამზრახველიწი9ნასწარი შეთანხმებისამბრ, გარშემომყოფთა თვალყურის სადევნებლად დარჩა გარეთ, ხოლო ბ------ ი--------მა შეაღწია ქ-------–--–---------–-----------–------------–- მდებარე მოქალაქე ა------ დ---–--ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა რ----- ბ----------–ის კუთვნილ „აიფონ 7-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 2 100 ლარად, ა------ ე---------------ის „აიფონ 5-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 714 ლარად და ფულად თანხას 300 აშშ დოლარის ოდენობით (20 აგვისტოს გაცვლითი კურსით 716.85 ლარი), ა----- ყ--------ის კუთვნილ „ვერტუს“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 4800 ლარად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ბ------ ი--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბ------ ი--------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ------ ი--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

ბ------ ი--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 აგვისტოდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ------ ი--------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- მ-----–---–მა. აპელანტების მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო არასწორად დაეყრდნო ფუნქციონალური თეორიის საფუძვლებს და არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას თანაამსრულებლობის ფორმით და არა თანამონაწილეობის ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა: ცვლილება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ბ------ ი--------ის ბრალიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულმა ბ------ ი--------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- მ-----–---–მა მხარი დაუჭირეს მათ სააპელაციო საჩირების მოთხოვნას;

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს; კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ბ------ ი--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ ბ------ ი--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილია საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ამასთან გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

ბ------ ი--------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულების - რ----- ბ----------–ის, ა------ ე--------ი ს-----ისა და ა----- ყ--------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა------ დ---–--ის, ა-–---- ჯ----–--ის, ლ---- ს--------–---ს, მ--–---- ბ---–------ს, შ----- ა--------–--ის, ლ----- კ--------ის, გ------ გ-----–---–ისა და ა-–---------- გ---–---ს გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 20 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 29 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, 2017 წლის 29 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 29 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2017 წლის 30 აგვისტოს ამოღების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 5 სექტემბრის №4-------- ექსპერტის დასკვნითა და ბრალდებულ ბ------ ი--------ის გამოკითხვის ოქმით (აღიარებს ჩადენილ ქმედებას).

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ბ------ ი--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ისინი მტკიცებულებად მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ ამორიცხა ბ------ ი--------ის ბრალიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ.: ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა). აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იგივე ქმედება ბინაში უკანონო შეღწევით და იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ქურდობისათვის ნასამართლევმა ბ------ ი--------მა თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით (თანაამსრულებლის ფუნქცია უშუალოდ დანაშაულის ჩადენის პროცესში გამოიხატა სადარაჯოზე დარჩენით, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში ეცნობებინა ბ------ ი--------ისათვის), უკანონოდ შეაღწია ა------ დ---–--ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა რ----- ბ----------–ის კუთვნილ „აიფონ 7-ის’’ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 2 100 ლარად, ა------ ე---------------ის „აიფონ 5-ის’’ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 714 ლარად და ფულად თანხას 300 აშშ დოლარის ოდენობით (20 აგვისტოს გაცვლითი კურსით 716.85 ლარი), ა----- ყ--------ის კუთვნილ „ვერტუს“ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 4800 ლარად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებები - მნიშვნელოვანი ზიანი, ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით.

 

რაც შეეხება, აპელანტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული ბ------ ი--------ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებაში (მაკვალიფიცირებელი ნიშანი) უნდა გამართლდეს, პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად ითვლება, თუ მასში მონაწილე პირები წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში კი, შეთანხმებიდან დანაშაულის აღსრულების დაწყებამდე არსებულ დროის ინტერვალს დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ბ------ ი--------ი და მისი თანამზრახველი წინასწარ შეთანხმდნენ შესულიყვნენ ა------ დ---–--ის საცხოვრებელ ბინაში, რათა ფარულად დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთებს.

 

საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამდენად, სისხლის სამართალში ამსრულებლად ითვლება ა) პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული, ბ) პირი, რომელიც სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში და გ) პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დოქტრინულ განმარტებებს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალში განვითარებული ფუნქციონალური თეორიის თანახმად, პასუხისმგებლობა (როგორც თანაამსრულებელს) ასევე ეკისრება იმ პირსაც, რომელსაც თუმცა უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში, მაგრამ ფუნქციონალურად დაკავშირებული იყო ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან და უშუალოდ იყო ჩართული მის მიმდინარეობაში. თეორიაში განვითარებული ფორმალურ - ობიექტური თეორიით აღნიშნული პირი ითვლება დამხმარედ, თუმცა ეს ინტერპრეტაცია მოძველებულია და ამსრულებლის ცნების თანამედროვე გაგებით, დანაშაულის ჩადენაში უშუალოდ მონაწილეობს ასევე ის პირი, ვინც დანაშაულის ჩადენის უშუალო პროცესში ხელს უწყობს ამსრულებელს და უადვილებს ქმედების შემადგენლობის განხორციელებას. ასეთი პირი არ შეიძლება იყოს უბრალო დამხმარე, არამედ იგი თანაამსრულებელია (იხ.: ტურავა მ., სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, გამომც. მერიდიანი, თბილისი, 2013, 337) . ეს მიდგომა არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის შინაარსს და ამ მუხლით განსაზღვრულს ამსრულებლის ცნებას, ასევე შესაბამისობაშია ამ საკითხზე სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასთან, შესაბამისად, დაცვის მხარის საწინააღმდეგო პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ------ ი--------ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის არაადეკვატურობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ უნდა გამოიწვიოს მსჯავრდებულში უსამართლობის განცდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ადეკვატური სასჯელია. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ბ------ ი--------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი – სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენი ბ------ ი--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ბ------ ი--------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- მ-----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ბ------ ი--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

ბ------ ი--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბ------ ი--------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ------ ი--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბ------ ი--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 აგვისტოდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

დაქტილოფირები ლაზერულ დისკთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე, ბ------ ი--------თან და ლ. ს--------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები ორ ცალ ლაზერულ დისკზე და ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

შეთხვევის ადგილიდან და ბრალდებულისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი