განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001533362
N2ბ/6609-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ი---------–-–---–-
წარმომადგენელი - თ-----------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც---–-------–-------
წარმომადგენელი - მ--------------–--
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც---–-------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–---------სს თ----------------–-–---–სა და ი---------–-–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ----------–-, ს---–------------------- (ყოფილი მ–-----–-- ქუჩა) N---–- მდებარე N- ბინაზე (------------------------) 1-- ნაწილში. ც---–-------–------- ცნობილ იქნა ქ----------–-, ს---–------------------- (ყოფილი მ–-----–-- ქუჩა) N---–- მდებარე N- ბინაზე (------------------------) 1-- ნაწილის მესაკუთრედ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ც---–-------–------- და თ----------------–-–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1--- წლის 2--------–-დან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ბ------------–-–---–- (ს.ფ. 35);
2.2. ც---–-------–------- და თ----------------–-–---–ი დაქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ თ----------------–-–---–ის ძმის თ-----------–-–---–-- ოჯახთან ერთად ქ----------–-. თ----------------–-–---–ი პერიოდულად სამუშაოდ მიდიოდა საზღვარგარეთ, რ------------------–--–- და მუშაობდა მშენებლობაზე (მხარეთა ახსნა-განმარეტებები, მოწმეთა ჩვენებები);
2.3. ც---–-------–------- შვილთან, ბ------------–-–---–თან ერთად, დაახლოებით 2--- წელს, საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან თ----------------–-–---–თან რ------------------–--–-. მეუღლეები საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში იყვნენ დასაქმებულები და გააჩნდათ მატერიალური შემოსავალი; თ----------------–-–---–ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა ქ---------, ვ------------ რაიონი, ნ------------ ქ------- ც---–-------–------- 2006 წლიდან მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად ქალაქ ყ------- მრავალეროვნულ საკვირაო სკოლაში (მხარეთა ახსნა-განმარეტებები, მოწმეთა ჩვენებები, ს/ფ 37, 95);
2.4. თ----------------–-–---–ი დეპორტაციის წესით 2--- წელს დაბრუნდა საქართველოში. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფ. მ–-----–-- ქ.) N--, ბინა N-, საკადასტრო კოდი N-------------------, 22.09.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა თ----------------–-–---–ის სახელზე (მხარეთა ახსნა-განმარეტებები, ს/ფ 3);
2.5. თ----------------–-–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი: ი---------–-–---–- და ი-----–-------–-–---–- (მხარეთა ახსნა-განმარეტებები, მოწმეთა ჩვენებები);
2.6. თ----------------–-–---–ი გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს; თ----------------–-–---–ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფ. მ–-----–-- ქ.) N--, ბინა N- (მხარეთა ახსნა-განმარეტებები, ს/ფ 34);
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. საქმეში წარმოდგენილი თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი ქვითრების მიხედვით, 20-- წლის აგვისტოს თვიდან 2----–-–-- აპრილის თვის ჩათვლით, ქ---------ს, ნ------------ N--- საერთო საცხოვრებლიდან, გადამხდელი გ----–-–---–-- მიერ სააქციო კომერციული ბანკი ,---------------- მეშვეობით რეგულარულად ხდებოდა თანხის გადარიცხვა (ს.ფ. 104-136);
2.8. თ----------------–-–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფ. მ–-----–-- ქ.) N--, ბინა N-, საკადასტრო კოდი N-------------------, 2----–-–------------ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა თავის შვილს ი---------–-–---–ს. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი---------–-–---–-ს სახელზე (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.09.2---- ს.ფ. 5-6);
2.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იყო თ----------------–-–---–ის ძმის თ-----------–-–---–-- კუთვნილი ფულადი თანხით მშობლების დანაშთი სამკვიდროდან თ----------------–-–---–ისათვის მისაღები სამკვიდრო წილის სანაცვლოდ. საქმეში წარმოდგენილი არ იყო სამკვიდრო მოწმობა და არც სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო თ-----------–-–---–-- მიერ მისივე ფულადი სახსრებით.
2.10. საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ც---–-------–------ისა და თ----------------–-–---–ს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის ფაქტს. მოსარჩელისა და მისი მეუღლის თ----------------–-–---–ის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება უპირობოდ არ გულისხმობდა მათ შორის ერთიანი საოჯახო მეურნეობის შეწყვეტას. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან არ დადასტურდა ის გარემოება, რომ თ----------------–-–---–ს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სურდა ც---–-------–------იესთან ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ი---------–-–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფ. მ–-----–-- ქ.) N--, საკადასტრო კოდი №-------------------- 1-- ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება და შესაბამის ნაწილში 2----–-–---------სს თ----------------–-–---–სა და ი---------–-–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სასამართლოს მითითებით, საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ ც---–-------–------- და თ----------------–-–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1--- წლის 2--------–-დან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ბ------------–-–---–-. თ----------------–-–---–ი პერიოდულად სამუშაოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ რ------------------–--–-, სადაც მუშაობდა მშენებლობაზე. მოსარჩელე ც---–-------–------- შვილთან ერთად 2--- წელს გაემგზავრა მეუღლესთან თ----------------–-–---–თან რ------------------–--–-. მეუღლეები საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში იყვნენ დასაქმებულები და გააჩნდათ შემოსავალი. თ----------------–-–---–ი დეპორტაციის წესით 2--- წელს დაბრუნდა საქართველოში და 22.09.2--- წელს საკუთრების უფლებით შეიძინა სადავო უძრავი ქონება.
სასამართლომ განმარტა, რომ საოჯახო სამართლის ნორმები განსაზღვრავენ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. ამასთან, მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს ამ უფლებას. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი, საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა, ც---–-------–------ისა და თ----------------–-–---–ის ქორწინების განმავლობაში. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდებოდა, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ედასტურებინა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მას უნდა ემტკიცებინა, რომ სადავო უძრავი ქონება არ იყო შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად.
თ----------------–-–---–ი გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს. მხარეთა განმარტებით თ----------------–-–---–ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ ბინაში.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იყო თ----------------–-–---–ის ძმის თ-----------–-–---–-- კუთვნილი ფულადი თანხით მშობლების დანაშთი სამკვიდროდან თ----------------–-–---–ისათვის მისაღები სამკვიდრო წილის სანაცვლოდ. საქმეში წარმოდგენილი არ იყო სამკვიდრო მოწმობა და არც სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო თ-----------–-–---–-- მიერ მისივე ფულადი სახსრებით. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ამის დადასტურება არ იქნა მიჩნეულისაკმარისად. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კი, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებულიყო სხვა სახის მტკიცებულებებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი).
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე, მოპასუხის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ც---–-------–------ისა და თ----------------–-–---–ს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის ფაქტს. მოსარჩელისა და მისი მეუღლის თ---------- გ----–-–---–-- სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება უპირობოდ არ გულისხმობდა მათ შორის ერთიანი საოჯახო მეურნეობის შეწყვეტას. მით უფრო როდესაც დადგენილი იყო, რომ თ----------------–-–---–ი იძულებით, დეპორტაციის წესით დაბრუნდა საქართველოში. ამასთან, დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან არ დადასტურდა ის გარემოება, რომ თ----------------–-–---–ს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სურდა ც---–-------–-------სთან ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით ან მასთან აღარ აკავშირდებდა საერთო საოჯახო მეურნეობა. საქმეს არ ერთვოდა 25.09.2--- წლისათვის (თ----------------–-–---–ის სახელზე სადავო ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დროისათვის) ც---–-------–-------სა და თ----------------–-–---–ს შორის ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული ქონება შეძენილი იყო თ----------------–-–---–ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოსარჩელესთან საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის (რეგისტრირებული ქორწინების) პირობებში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1122-ე მუხლით, ქორწინება წყდება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იყო ც---–-------–-------სა და თ----------------–-–---–ის შორის ქორწინების პერიოდში, ერთიანი საოჯახო მეუნეობის გაძღოლის შედეგად და შესაბამისად, ც---–-------–-------ს წარმოეშვა საკუთრების უფლება ამ უძრავი ქონების ნახევარზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თ---------- გ----–-–---–-- მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება 2----–-–------------ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა თავის შვილს ი---------–-–---–ს. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ი---------–-–---–-ს სახელზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სასამართლოს განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი---------–-–---–სა და აწ გარდაცვლილ თ----------------–-–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმებისას განხილული უნდა ყოფილიყო წარმოშვა თუ არა ამ ხელშეკრულებამ ის სამართლებრივი შედეგები, რაც ჩუქების ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ის იცავს კეთილსინდისიერი მესამე პირის ინტერესებს, რომელმაც სადავო უძრავი ქონება შეიძინა (იყიდა), ნორმა მიზნად ისახავს ასევე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში კი, ი---------–-–---–მა მამისგან, თ----------------–-–---–ისაგან მიიღო უსასყიდლოდ საჩუქრად სადავო უძრავი ქონება. ი---------–-–---–-სათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ თ----------------–-–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა ც---–-------–-------სთან და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტი, რომ მან არ იცოდა ქორწინების რეგისტრაციის არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა არ ათავისუფლებდა მას კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენების ვალდებულებისაგან. სადავო ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა ქორწინების პერიოდში და თ----------------–-–---–ი არ იყოს გასხვისებული ნივთის შესაბამისი წილის მესაკუთრე. ქონების მიმართ საკუთრების განსხვავებული რეჟიმის არსებობა განსახილველ საქმეზე ვერ დადასტურდა, რის გამოც იგი მიჩნეულ იქნა მეუღლეთა თანასაკუთრებად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის პირველი წინადადების შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან ი---------–-–---–მა სადავო უძრავი ქონება მიიღო უსასყიდლოდ - ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, იგი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და მის მიმართ ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას შეეხება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, თ----------------–-–---–ს არ ჰქონდა უფლება, განეკარგა ქონების ის ნაწილი, რომელზეც ც---–-------–-------ს გააჩნდა თანასაკუთრების უფლება. შესაბამისად, აწ გარდაცვლილ თ----------------–-–---–სა და ი---------–-–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი 1-- ნაწილში, ხოლო მოსარჩელე ც---–--------–------- ცნობილი იქნა ამ სადავო უძრავი ქონების 1-- ნაწილის მესაკუთრედ.
ამდენად, ც---–-------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლო არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ც---–-------–------- 2--- წელს საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან თ----------------–-–---–თან რ------------------–--–-.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელს მიერ საქმეზე დართული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მოსარჩელე ც---–-------–------ისა და თ----------------–-–---–ის რ------------------–--–- ერთად ცხოვრების ფაქტი. ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ იგი მატერიალურად ეხმარებოდა თ----------------–-–---–ს ან ჰქონდა რაიმე ფორმით კონტაქტი და ურთიერთობა მასთან.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თ----------------–-–---–ი 2--- წელს დეპორტაციის წესით დაბრუნდა საქართველოში. აღნიშნული გარემოება მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა და მიუთითა: "საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ თ----------------–-–---–ს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სურდა ც---–-------–------------ ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით".
აპელანტის განმარტებით, მოწმეებისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი რა სურდა თ----------------–-–---–ს. მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ----------------–-–---–ისა და ც---–-------–------ის ქორწინების რეგისტრციაზე საერთოდ არაფერი იცოდნენ და "მეუღლეები" ერთად არ ცხოვრობდნენ, თ----------------–-–---–ი დაახლოებით 8 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა ქუთაისში, სადავო ბინაში და მას მზრუნველობას უწევდა ი---------–-–---–-.
ამდენად, აპელანტის მითითებით, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისიწნებით, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა თ----------------–-–---–ისა და ც---–-------–------ის რუსეთში თანაცხოვრება, ამასთან, 2--- წელს საქართველოში დაბრუნებით და მანამდეც, თ----------------–-–---–მა საკუთარი მოქმედებით პირდაპირ გამოხატა ნება ქორწინების ფაქტობრივ შეწყვეტაზე და გარდაცვალებამდე მას კონტაქტი არ ჰქონია ც---–-------–-------სთან, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ ც---–-------–-------სა და თ----------------–-–---–ს შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო ქორწინება.
ამ კუთხით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ მოსარჩელისა და მისი მეღულის თ----------------–-–---–ის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება უპირობოდ არ გულისხმობდა მათ შორის ერთიანი საოჯახო მურნეობის შეწყვეტას. აპელანტის განმარტებით, მართალია მეუღლეთა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება არ გულსხმობს მათი ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, კუმულაციურად, ასევე სახეზე იყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ც---–-------–-------სა და თ----------------–-–---–ის თანაცხოვრების შეწყვეტა და 2. ერთმანეთთან ყოველგვარი კომუნიკაციისა და ურთიერთობის შეწყვეტა.
სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე დაეთანხმა მოპასუხეს, რომ ც---–-------–------- მას შემდეგ, რაც რ------------------–--–- წავიდა აღარ ჩამოსულა საქართველოში, ასევე დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ თ----------------–-–---–იც არ ჩასულა ც---–-------–-------სთან და თუ მათ შორის არსებობდა სხვა გზით რაიმე კონტაქტი და ურთიერთობა, ეს მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი და მხარეს დააკისრა იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რაც მეორე მხარეს უნდა დაედასტურებინა, კერძოდ, სადავო ქონების შეძენის მიმართ კეთილსინდისიერების ფაქტის მტკიცების ტვირთი სასამართლომ დააკისრა მოპასუხეს ი---------–-–---–ს, რომელიც გათავისუფლებული იყო აღნიშნულის მტკიცებისაგან.
ამ კუთხით აპელანტმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ განმარტებაზე: „შემძენი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამსხვისებელს მიიჩნევს მის მიერ შეძენილი ქონების მესაკუთრედ და ეს უკანასკნელი ასეთად არის რეგისტრირებული რეესტრში. აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია მას არ გააჩნია, თუნდაც რეესტრის ჩანაწერის მიმართ შეტანილი საჩივრის თაობაზე. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, როდესაც პირი იძენს რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული გამსხვისებლისაგან ქონებას, არაკეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს მისი კეთილსინდისიერების გამომრიცხავი გარემოებების არსებობას. ამიტომ მტკიცების ტვირთი, შემძენის არაკეთილსინდისიერებისა, აწევს შემძენის მოწინააღმდეგე მხარეს და არა შემძენს“ (იხ. სუსგ Nას-1298-1236-2014, 06.03.2015წ.).
3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი. არასწორად განმარტა, სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 312-ე, 1168-ე და 1341-ე მუხლები. ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1160-ე მუხლი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. ც---–-------–------- და თ----------- გ----–-–---–-, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1--- წლის 2--------–-დან. მეუღლეებს, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, ბ------------–-–---–-;
4.2. მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა (მოწმეების: დ-------–-----------–---–ის, ხ--------------–--ის, თ-----------–-–---–-- და მ-------------–--ის ჩვენებები) ჩვენებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ: 1. ც---–-------–------- და თ----------------–-–---–ი დაქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ თ----------------–-–---–ის ძმის, თ-----------–-–---–-- ოჯახთან ერთად ქ----------–-; 2. თ----------------–-–---–ი პერიოდულად სამუშაოდ დადიოდა საზღვარგარეთ, რ------------------–--–- და მუშაობდა მშენებლობაზე; 3. დაახლოებით 2--- წელს, ც---–-------–------- შვილთან, ბ------------–-–---–თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან თ----------------–-–---–თან და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. 4. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, ც---–-------–------- მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად ქალაქ ყ------- მრავალეროვნულ საკვირაო სკოლაში;
4.3. რ------------------–--–- თ----------------–-–---–ის რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ. ყ-----–-, ვ------------ რაიონი, ნ------------ ქ-------
4.4. თ----------------–-–---–ი დეპორტაციის წესით 2--- წელს დაბრუნდა საქართველოში;
4.5. 2--- წლის 0------------ს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე, ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფილი მ–-----–-- ქ. N--), საკადასტრო კოდი N-------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს თ----------------–-–---–ი.
უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 22.09.2--- წ.
4.6. 2----–-–-ს 2-------------- მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე, ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფილი მ–-----–-- ქ. N--), საკადასტრო კოდი N-------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს ი---------–-–---–-.
უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 1--------- წ.
4.7. თ----------- გ----–-–---–- გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს; თ----------------–-–---–ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფ. მ–-----–-- ქ.) N--, ბინა N-;
4.8. თ----------------–-–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი: ი---------–-–---–- და ი-----–-------–-–---–-;
4.9. წინამდებარე სარჩელით ც---–-------–------ის მოთხოვნას წარმოადგენს: სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ-----------, გამზირი ს---–-------- (ყოფ. მ–-----–-- ქ.) N--, ბინა N-, საკადასტრო კოდი №-------------------- 2----–-–---------სის თ----------------–-–---–ს და ი---------–-–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების 1-- ნაწილში ბათილად ცნობა და 1-- ნაწილის მესაკუთრედ ც---–-------–------ის აღიარება;
4.10. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას რომ სადავო ქონება, მდებარე, ქ----------–-, გამზირი ს---–-------- (ყოფ. მ–-----–-- ქ.) N--, ბინა N-, საკადასტრო კოდი №-------------------- წარმოადგენდა თ----------------–-–---–ის და ც---–-------–------ის თანასაკუთრებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით (მეუღლეთა თანასაკუთრება), რომლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამდენად, აღნიშნული მუხლი (სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი) ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ თ----------- გ----–-–---–-- მიერ სადავო ქონების შეძენის მომენტისათვის (2--- წლის 2--------------) თ----------- გ----–-–---–- და ც---–-------–------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (ამ პერიოდში ც--–-------–------- უვლიდა არასრულწლოვან ავადმყოფ შვილს და მუშაობდა სკოლის მასწავლებლად), რაც პალატას აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სადავო ქონებაზე გაავრცელოს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158.1 მუხლი).
ამდენად, ასეთ შემთხვევაში, სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე მხარეზე, რომელმაც ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას.
პალატა აღნიშნავს, რომ იმის დასამტკიცებლად, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, მოპასუხე მხარე უთითებს იმ გარემოებებზე, რომ: ა) სადავო უძრავი ქონება შეძენილი იყო თ----------------–-–---–ის ძმის თ-----------–-–---–-- კუთვნილი ფულადი თანხით მშობლების დანაშთი სამკვიდროდან თ----------------–-–---–ისათვის მისაღები სამკვიდრო წილის სანაცვლოდ; 2) ქონების შეძენის მომენტისთვის ც---–-------–-------სა და თ----------------–-–---–ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო.
საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, ამავე კოდექსოს 103.1. მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იყო თ----------------–-–---–ის ძმის, თ-----------–-–---–-- კუთვნილი ფულადი თანხით მშობლების დანაშთი სამკვიდროდან თ----------------–-–---–ისათვის მისაღები სამკვიდრო წილის სანაცვლოდ, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა სადავო გარემოებას. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებას, კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცებულების ეს სახე, სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევის საკმარისი საფუძველი ვერ გახდება, მაშინ როდესაც ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე(მიუთითებს, რომ ქონება შეძენილი იყო ოჯახის დანაზოგებით) და წარმოდგენილი არ არის სხვა სახის მტკიცებულება თანხის წარმომავლობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ----------------–-–---–ის მიერ სადავო ქონების შეძენის მომენტისათვის (2--- წლის 2--------------) ცოლ-ქმარს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. ამ კუთხით აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების (მოსარჩელისა და თ----------------–-–---–ის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება და თანაცხოვრების შეწყვეტასათან ერთად ერთმანეთთან ურთიერთობის შეწყვეტა) დადასტურებულად მიჩნევა, უპირობოდ არ გულისხმობს მათ შორის ერთიანი საოჯახო მეურნეობის შეწყვეტას. მით უფრო როდესაც დადგენილია, რომ თ----------------–-–---–ი იძულებით, დეპორტაციის წესით დაბრუნდა საქართველოში. ამასთან, დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ----------------–-–---–ს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სურდა ც---–-------–-------სთან ქორწინების შეწყვეტა ან მასთან აღარ აკავშირდებდა საერთო საოჯახო მეურნეობა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელამტმა/მოპასუხემ სათანადოდ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, რაც მისთვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. კერძოდ, დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რადგან შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მათი თანაცხოვრების დროს.
4.11. როგორც აღინიშნა მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის 1--------- წლის ჩუქების ხელშეკრულებას და მოითხოვს მის ბათილად ცნობას ½-ის ნაწილში.
2--- წლის 2--------------ს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა ი---------–-–---–-, რომელიც ქონების მესაკუთრედ გახდა 1--------- წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ დასაჩუქრებული არის აწ. გარდაცვლილი თ----------------–-–---–ის შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი, მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს და ადგენს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ, ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნული ნორმით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, თუმცა, მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, 1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. 3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის, ამავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებთან ერთობლიობაში განხილვის გზით, პალატა განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას და ასეთი ნივთის უფლებრივად დატვირთვისას კანონი იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის (იპოთეკარის) ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან.
კოდექსის 1160-ე მუხლის ხსენებული რედაქცია 2--- წლის 29 ივლისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა და აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის დამდგენ 312-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები, სადაც განმტკიცებულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების ნამდვილად მიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა ქონებაზე სხვა უფლებამოსილი პირის არსებობის თაობაზე. მართალია, 1160-ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესს განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპზე მითითების გარეშე, მაგრამ კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამენტირებულია 312-ე მუხლში.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული სანივთო სამართლებრივი ნორმა არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგად ნორმად ამავე კოდექსის 1160-ე მუხლით გათვალისწინებულ საოჯახო სამართლის ნორმასთან მიმართებაში. 2--- წლის 29 ივლისს განხორციელებული ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციით 1160-ე მუხლს არ მინიჭებია სპეციალური ნორმის სტატუსი და დანიშნულება შემძენის კეთილსინდისერების დაცვის კუთხით.
გარდა ამისა, ნებისმიერი სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის მხარეთა მიერ კეთილსინდისიერების პრინციპით მოქმედების ვალდებულებას ადგენს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს გარიგება ნამდვილად მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების პირობებში მიიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2----–-–-ს განჩინება საქმეზე Nას-7-7-2---)
დასაჩუქრებულის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლები, რა დროსაც მესამე პირის კეთილსინდისიერება დაცულია სასყიდლიან გარიგებებში. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადებული იქნა ჩუქების ხელშეკრულება, აღნიშნული ცხადყოფს, რომ დასაჩუქრებულს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე, შესაბამისად, მის მიმართ არ მოქმედებს აღნიშნული მუხლით დადგენილი პრეზუმფცია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატის მოსაზრებით, ი---------–-–---–-ს დამოკიდებულება სადავო ქონების განკარგვის დამაბრკოლებელი გარემოებების მიმართ, ვერ მიიჩნევა კეთილსინდისიერად ვერც სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში. პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია ქონების ნაკლის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გამჩუქებელი და დასაჩუქრებული ახლონათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან (მამა და შვილი), რაც მიუთითებს იმაზე, რომ დასაჩუქრებულმა იცოდა სადავო სახლის 1-- წილზე ც---–-------–------ის საკუთრების უფლების შესახებ.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ თავის კუთვნილ წილთან ერთად თ----------------–-–---–მა გააჩუქა ც---–-------–------ის კუთვნილი წილი, რა ნაწილში ეს ჩუქების ხელშეკრულება მართებულად იქნა ცნობილი ბათილად და ამ ნაწილზე აღიარებული იქნა ცილა ნემსიწვერიძის საკუთრების უფლება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 520.00 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი