განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-505-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ვახტანგ ლობჟანიძის, ნანა გიგიტაშვილის, მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორების - ბ----------–---ას, ი-----–----------ას, ლ-------------ის;
ადვოკატების - გ------------------–-ძის, გ---–-------------–--–--ლის, ლ---------------------ის;
მსჯავრდებულების -ა------------------ს, ბ-----------–--ის, ზ--------------–-ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ--------------–-ას და მისი ადვოკატის გ------------------–-ძის, მსჯავრდებულ ა------------------ს ადვოკატ გ---–-------------–--–--ლის და მსჯავრდებულ ბ-----------–--ის ადვოკატ ლ---------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ------------------------–-ას მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----------------------------------------–----- კორპუსი, ბინა N59, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------- კვარტალი, N----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ა-------------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.-----–------------------–--–----------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–----–----–----------------------------–----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ბ---------------------–---- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------–--–----------------------; დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით:
ზ--------------–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ--------------–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ივნისიდან.
ა------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ივლისიდან.
ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 08 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2017 წლის 14 ივნისი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
ზ--------------–-ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად.
ა-----------------მა ჩაიდინა, ყაჩაღობაში დახმარება, ე.ი. დახმარება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად.
ბ-----------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, არაერთგზის; ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ; მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის გაქცევა.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-----------–--ე და ზ--------------–-ა თავს დაესხნენ დ-----------------–--ლს. ბ-----------–--ე უკნიდან მიეპარა დაზარალებულს და თავში ჩაარტყა ბეისბოლის სათამაშო ე.წ. „ბიტა“. დარტყმის შედეგად, დ-----------------–--ლი დაეცა, რის შემდეგაც ბ-----------–--ემ განაგრძო დ-----------------–--ლისთვის ე.წ. „ბიტის“ გამოყენებით, დარტყმების მიყენება. ამავდროულად, ზ--------------–-ა მივარდა წაქცეულ დ-----------------–--ლს და ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და მედალიონი, ღირებული 7000 ლარად, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
ბ-----------–--ემ და ზ--------------–-ამ განიზრახეს თბილისში, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-----------------–--ლზე ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის განხორციელებისთვის, მათ დახმარება სთხოვეს ა-----------------ს. კერძოდ, ა-----------------ს თავისი კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანით უნდა უზრუნველეყო თავდამსხმელების დანაშაულის ადგილამდე მიყვანა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან გაქცევა.
ა------------------ ბ-----------–--ის და ზ--------------–-ას შეთავაზებას დასთანხმდა. 2017 წლის 14 ივნისს, ა-----------------მა თავის კუთვნილ „B----5“-ის მოდელის ავტომანქანით, ბ-----------–--ე და ზ--------------–-ა მიიყვანა თბილისში, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ა-----------------მა ავტომანქანა გააჩერა ბ-------------–----–---ის გამზირის და იუნკერთა ქუჩის კუთხეში მდებარე „ვ-----–--“ გაზგასამართ სადგურთან. ბ-----------–--ე უკნიდან მიეპარა ბ-------------–----–--------------------ში არსებულ საცხობის წინ მდგარ დ-----------------–--ლს და თავში ჩაარტყა ბეისბოლის სათამაშო ე.წ. „ბიტა“. დარტყმის შედეგად, დ-----------------–--ლი დაეცა, რის შემდეგაც ბ-----------–--ემ განაგრძო დ-----------------–--ლისთვის ე.წ. „ბიტის“ გამოყენებით, დარტყმების მიყენება. ამავდროულად, ზ--------------–-ა მივარდა წაქცეულ დ-----------------–--ლს და ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და მედალიონი, ღირებული 7000 ლარად. ამის შემდეგ, ბ-----------–--ე გაიქცა ბ-------------–----–---ის გამზირის N5-ის მიმართულებით, ხოლო ზ--------------–-ა ჩაჯდა ა------------------ს კუთვნილ ავტომანქანაში. ა-----------------მა დაუყოვნებლივ დაძრა ავტომანქანა და უზრუნველყო ზ--------------–-ას შემთხვევის ადგილიდან გაქცევა.
2017 წლის 14 ივნისს, 15:52 საათზე, ბ-----------–--ე დაკავებულ იქნა დ-----------------–--ლზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით. დაკავების დროს ბ-----------–--ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ცივი იარაღი - დანა.
2017 წლის 14 ივნისს, 15:52 საათზე, ბ-----------–--ე დაკავებულ იქნა დ-----------------–--ლზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით. დაკავების შემდეგ, ბ-----------–--ე მიყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც იგი იმავე განყოფილების თანამშრომლების: ზაზა გორდელაძის, ი-----–-----–----ისა და ა-------------–ის მიერ გაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით. თბილისში, კ-------–-----–---------------ში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორთან მისვლის შემდეგ, დაახლოებით 21:40 საათზე, ბ-----------–--ემ მოახერხა გაქცევა და მიმალვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ--------------–-ამ და მისმა ადვოკატმა გ------------------–-ძემ; მსჯავრდებულ ა------------------ს ადვოკატმა გ---–-------------–--–--ლმა და მსჯავრდებულ ბ-----------–--ის ადვოკატმა ლ---------------------ემ. მსჯავრდებულების ზ--------------–-ას და ა------------------ს ადვოკატებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ხოლო მსჯავრდებულ ბ-----------–--ის ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ-----------–--ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
მსჯავრდებულ ზ--------------–-ასა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოსამართლემ არაობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და განაჩენს საფუძვლად დაუდო მხოლოდ ვარაუდები. მსჯავრდებულმა ა-----------------მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან ზ--------------–-ა გაიცნო მხოლოდ დაკავების შემდეგ N8 დაწესებულებაში, მანამდე მასთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებდა და მის ავტომობილში ზ--------------–-ა საერთოდ არ მჯდარა. აღნიშნული დაადასტურა ბ-----------–--ემაც. სპორტ დარბაზ „ს-------ადან“ ამოღებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 14 ივნისს ზ--------------–-ა დარბაზს ტოვებს 15:40 საათზე. მას ტანთ აცვია შავი ფერის მაისური, ლურჯი ფერის შორტები და ,,ადიდასის“ ფირმის კეტასები. სპორტ დარბაზის დირექტორ მ-------–-----------ძის ჩვენებით, მათი კამერების ჩანაწერი რეალურ დროს უსწრებს 10 წუთით, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნული ჩანაწერი რეალურ დროსთან ცდომილებაშია 3 წუთით. აქედან გამომდინარე, ზ--------------–-ამ სპორტ დარბაზი დატოვა 15:37 საათზე, აღნიშნულ გარემოებას კი პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადფო შეფასება არ მისცა და გვერდი აუარა. ადვოკატის განმარტებით, ბო----------–--–--ს ქუჩა N---ში მდებარე „--------------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურის და შპს „პ---------ას“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმის ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ იმ დროს, როდესაც ზ--------------–-ა ჯერ კიდევ იმყოფებოდა სპორტ დარბაზ „ს-------აში“, ბ-----------–--ე და ა------------------ თანმხლებ პირთან ერთად აგაჯანოვის კუთვნილი ავტომანქანით უკვე მიემართებოდნენ ბ-------------–----–---ის N--სკენ; ხოლო ზ--------------–-ას ავტომობილი მისი სპორტ დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, 15:40:45 საათზე ჩნდება ვიდეოჩანაწერებში როდესაც ბ-----–--–-ის ქუჩიდან მიემართება ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმართულებით. წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში - 15:45:46 საათზე ჩნდება ა------------------ს ავტომობილი გ-------–----–---ის ქუჩაზე, რომელსაც უკან, მოშორებით მიჰყვება ზ--------------–-ას ავტომობილი, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან. ზ--------------–-ას ავტომობილი დაფიქსირებულია სასტუმრო ჯორჯიან პალასის კამერებში 15:50 საათზე, სადაც საჭესთან მჯდომი მამაკაცი ხვდება ბავშვთან ერთად მყოფ სხვა მამაკაცს და მალევე ტოვებს ტერიტორიას, რის შემდეგაც 15:51:15 საათზე ზ--------------–-ა დაფიქსირებულია ბ-------------–----–---ის ქუჩა N--ში მდებარე აფთიაქის სათვალთვალო კამერების ჩანაწერში, მისსავე ავტომობილში ზის მძღოლის გვერდით. ამ დროს კი დ-----------------–--ლზე თავსადხმა უკვე განხორციელებულია. ამდენად, დამცველის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ ახსნა ის გარემოება, თუ როდის ჩაჯდა ზ--------------–-ა ა------------------ს ავტომანქანაში, როდის გამოიცვალა ტანსაცმელი და როდის მოასწრო მან ბ-----------–--ესთან ერთად ა------------------ს დაყოლიება დ-----------------–--ლზე თავდასხმაში.
რაც შეეხება დაზარალებულ დ-----------------–--ლის ჩვენებას, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ პიროვნება, რომელსაც უკავშირებენ ზ--------------–-ას, აფთიაქის სათვალთვალო კამერების მიხედვით, წამიერად უახლოვდება დ-----------------–--ლს და მალევე გადის კადრიდან. ამ დროს დაზარალებული გადაბრუნებულია მარჯვენა მხარეს, იგერიებს ბ-----------–--ეს და მეორე პიროვნებისათვის არც კი შეუხედავს. ამასთან, ექსპერტ მ-------------–---–---–ის ექსპერტიზის დასკვნით და მისი ჩვენებით დასტურდება, რომ ამ მეორე პიროვნებას სახეზე უკეთია ნაცრისფერი ნიღაბი. შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დ-----------------–--ლი ცრუობს სასამართლოს წინაშე, როდესაც მის თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთ პირად ასახელებს ზ--------------–-ას. ამასთან, დ-----------------–--ლი ზ--------------–-ას შესახებ ჩვენებას იძლევა მომხდარიდან მხოლოდ 9 საათის შემდეგ, რის გამოც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თუ თავდასხმის მომენტშივე ამოიცნო მან ზ--------------–-ა, რატომ დაუყოვნებლივ არ განუცხადა შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს, რათა ცხელ კვალზე მომხდარიყო დანაშაულის გახსნა. დამცველის განმარტებით, დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა დასტურდება ასევე იმ ფაქტითაც, რომ იგი ცალსახად არასწორად აღწერს ცეპის ჩამოგლეჯის მომენტს. დ-----------------–--ლის ინფორმაციით მეორე პიროვნებამ მას კისერზე ორჯერ ჩამოქაჩა და მესამე ჩამოქაჩვაზე „ჩამოგლიჯა“ დაახლოებით 150 გრამიანი ცეპი. კადრში კი ჩანს, რომ ასეთ გარემოებას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, ექსპერტ ა-–------------------ს დასკვნით დასტურდება, რომ მასიური ცეპის ჩამოგლეჯვისას, პიროვნებას უნდა აღენიშნებოდეს გრძივი ნაჟღენთი კისრის ან ყელის არეში, რომელიც დ-----------------–--ლს არ აღენიშნებოდა.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ ,,ტელეკომპანია რ------------ში გასული სიუჟეტის და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პიროვნებას, რომელიც იხრება დ-----------------–--ლთან (ბრალდების მხარის ვერსიით ზ--------------–-ას), ხელზე - იდაყვიდან მტევნამდე აქვს ტატუირება, ხოლო ზ--------------–-ას ხელზე ტატუ არ აქვს.
მსჯავრდებულ ა------------------ს ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ა-----------------მა ჩაიდინა ყაჩაღობაში დახმარება. ა-----------------ს ბრალად წარედგინა ბ-----------–--ესა და ზ--------------–-ას მიერ განხორციელებულ ქმედებაში დახმარება, იმ პირობებში, როდესაც არც ბ-----------–--ის და არც ზ--------------–-ას ბრალდების შესახებ დადგენილებები არ მოიცავს ჩანაწერს, რომ მათ განიზრახეს დ-----------------–--ლზე ყაჩაღური თავდასხმა და ამ მიზნით დახმარება სთხოვეს ა-----------------ს, ეს უკანასკნელი კი დათანხმდა მათ შეთავაზებას. ასევე, დ-----------------–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაც არ მოიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ იგი დაზარალდა ა------------------ს მიერ განხორციელებული ქმედებით. ა------------------ არ იცნობდა არც ზ--------------–-ას და არც დაზარალებულ დ-----------------–--ლს. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკციებულებებით არ დგინდება დ-----------------–--ლზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების პირდაპირი განზრახვა ა------------------ს მხრიდან; ასევე, მის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნის არსებობა და ის ფაქტი, რომ ა-----------------მა იცოდა დ-----------------–--ლზე თავდასხმის შესახებ. თავად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გამოირიცხა შემთხვევამდე და შემთხვევის შემდეგაც ა------------------ს კავშირები განსახილველ საქმეში ბრალდებულ პირებთან და მათ მიერ ჩადენილ ქმედებასთან. უსაფუძვლოა მოსამართლის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თითქოს ა------------------ ხედავდა თავდასხმის ფაქტს, ხოლო თავდასხმის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი თავდამსხმელი „შეთანხმებისამებრ“ ჩაჯდა მის მანქანაში. ადვოკატის შეფასებით, იმ დროს როცა აგაჯანოვი ცდილობს ავტომანქანით შემთხვევის ადგილს გაეცალოს, ბ-----------–--ე კვლავ აგრძელებს დ-----------------–--ლის ცემას და მის მიერ ავტომანქანის კარის დახურვაც წინ უსწრებს მის მანქანაში მეორე პიროვნების ჩაჯდომას. რაც შეეხება ბ-----------–--ის მიერ ავტომანქანის კარის ღია დატოვებას, აღნიშნული სულაც არ მიუთითებს, რომ იგი ვიღაცას უნდა დასხმოდა თავს და ოპერატიულობისათვის დატოვა კარი ღია.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ გამოძიების ეტაპზე არსებითად დაირღვა ა------------------ს უფლებები, ვინაიდან მისთვის დაკითხვაზე დასაბარებლად არანაირი უწყება არ ჩაუბარებიათ, ხელბორკილები დაადეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს პოლიციის მანქანაში. ამასთან, დაკითხვის შემდეგაც არ უშვებდნენ პოლიციის განყოფილებიდან მიუხედავად იმისა, რომ მასთან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს შორის საკმაოდ დიდი დროის შუალედი იყო. ა------------------ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება კი აპელანტის შეფასებით, დროში შემთხვევით დაემთხვა მომხდარ თავდასხმას და აღნიშნული სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე მ---------------მაც, რომლის ჩვენებაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, დამცველის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე არ მოიპოვება თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ა-----------------სა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს შორის შეთანხმებაზე, ყაჩაღობის ჩასადენად დახმარებაში. დადგენილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა-----------------მა თანმხლებ პირთან ერთად ბ-----------–--ე მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, თუმცა არ დასტურდება მათ შორის ისეთი კომუნიკაცია, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნებოდა საკმარისი ა------------------ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის.
მსჯავრდებულ ბ-----------–--ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ბ-----------–--ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბ-----------–-ემ განმარტა, რომ მანქანაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ის და ა------------------. მესამე პირი მათთან ერთად არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ბ-----------–-ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და უკნიდან თავს დაესხა დ-----------------–--ლს, რომელსაც რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში „ბიტა“. ეს უკანასკნელი ძირს დაეცა, ბ-----------–--ემ კი განაგრძო ბიტის დარტყმა. მას შემდეგ, რაც დ-----------------–--ლის ქალიშვილმა ძალის გამოყენებით წააქცია ბ-----------–--ე, იგი წამოდგა ფეხზე და გაიქცა გზის მოპირდაპირე მხარეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულს სხვა პიროვნება არ მიახლოებია და მისთვის ჯაჭვი არავის წაურთმევია. იმ შემთხვევაში, თუკი მსგავს ფაქტს ექნებოდა ადგილი, ის აუცილებლად დაინახავდა.
ადვოკატი განმარტავს, რომ ბ-----------–-ესთან ერთად ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას არ აღიარებენ მსჯავრდებულები ზ--------------–-ა და ა------------------. თავდაპირველად არც დ-----------------–--ლს განუცხადებია ექიმისა და ექსპერტისათვის ოქროს ყელსაბამის წართმევის შესახებ და კისრის არეში არსებულ დაზიანებაზეც არაფერი უთქვამს. ასევე, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმე ქ-------------------–--ლის ჩვენება მამამისისათვის ოქროს ყელსაბამის ჩამოგლეჯის ნაწილში, რადგან იგი არ არის გამყარებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, მეორე თავდამსხმელი პირი არ დაუნახავს შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმე მ--------------საც, რომელიც, როგორც მოწმე მ-----------------მ დაადასტურა, თავდასხმის დროს საცხობიდან გავიდა ქ-------------------–--ლთან ერთად. მოწმე მ----------------ის განმარტებით კი, დაზარალებულ დ-----------------–--ლს სწორედ მან მაიწოდა წყალი და შეუხსნა პერანგის საყელოს ღილები. ამდენად, დამცველის განმარტებით, საინტერესოა, თუ როგორ მოხდა ყელამდე შეკრული პერანგის შიგნიდან მსხვილი ოქროს ჯაჭვის ჩამოგლეჯა ისე, რომ არც ღილები და არ არც პერანგის საყელო არ დაზიანებულა. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი მიუთითებს, ექსპერტმა მ.ტოკლიკიშვილმა განმარტა, რომ კადრში დაფიქსირებულ მეორე თავდამსხმელ პირს მაქსიმუმ ორწამიანი შეხება ქონდა რ---------–---–-ს მკერდის სიახლოვეს, თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტულად თქვას - შეეხო თუ არა ეს პიროვნება ძირს დაცემულ დ-----------------–--ლს. აღნიშნული კი აბათილებს დაზარალებულის ჩვენებას, თითქოს პისთვის ყელსაბამის წართმევას დასჭირდა სამჯერ დაქაჩვა. ამასთან, ექსპერტმა ა-–-------------------აც განმარტა, რომ დ-----------------–--ლს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა კისრის არეში, რაც ჯაჭვის ჩამოგლეჯის შემთხვევაში აუცილებლად უნდა განვითარებულიყო.
დაცვის მხარე აპელირებს მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებაზეც და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის განმარტებით, გამომძიებელმა კლინიკაში მისგან ამოიღო დ-----------------–--ლის პირადი ნივთები, კერძოდ: ტანსაცმელი, საათი, ბეჭედი და ცეპი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ ვერ დაადასტურა ბ-----------–--ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენა. ხოლო ვინაიდან მას უყენებდნენ უკანონო ბრალდებას, სწორედ ამიტომ გაიქცა ბადრაგირებისას. ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებებიდან ბ-----------–--ე აღიარებს მხოლოდ ცივი იარაღის - დანის ტარებას, რომელიც თან ჰქონდა დაკავებისას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა ზ--------------–-ამ, ა-----------------მა, ბ-----------–--ემ და მათმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
ბრადების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–-ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო მსჯავრდებულების ა------------------ს და ბ-----------–--ის ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მათ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ-----------------–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, იმყოფებოდა ბ-------------–----–---ის ქუჩა N--ის მიმდებარედ, მისი კუთვნილი საცხობი „ბ---------ს“ წინ და ელოდებოდა ბიზნესპარტნიორ მ----------------ეს. იგი იდგა ქვეითთა სავალ გზაზე და იყურებოდა ტელეფონში, რა დროსაც უკნიდან იგრძნო მძიმე საგნის დარტყმა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც თავდამსხმელი კვლავ განაგრძობდა ე.წ. „ბიტის“ დარტყმას. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული პირი იყო სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბ-----------–--ე, რომელცას თავდასხმის დროს ეცვა თეთრზოლიანი მაისური, მოკლე ჯინსის შარვალი და თავზე ეფარა ქუდი. ე.წ. „ბიტის“ დარტყმისას მხოლოდ წამიერად დაკარგა გონება, ხოლო ძირს დაცემის შემდგომ სრულ გონებაზე იყო და წაქცეული იგერიებდა ბ-----------–--ეს. სწორედ ამ დროს მასთან უკნიდან მივარდა მეორე თავდამსხმელი - ზ--------------–-ა, რომელიც ცდილობდა მისთვის ჯაჭვის მოგლეჯვას. თუმცა იმის გამო, რომ ჯაჭვი იყო სქელი, რამდენჯერმე მოქაჩა ყელის არეში, რა დროსაც თავი გადაიქნია უკან და შეძლო მისი სახის დაფიქსირება. ზ--------------–-ას თავდასხმის დროს ეცვა შავი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი. მას შემდეგ, რაც ჯაჭვი გაწყდა, ქუთელიამ დატოვა შემთხვევის ადგილი. მისთვის (დ-----------------–--ლისთვის) დახმარების გაწევას შეეცადა საცხობიდან გამოსული მისი შვილი - ქ-------------------–--ლი, რომელიც ცდილობდა ბ-----------–--ისათვის ე.წ. „ბიტის“ წართმევას. ეს უკანასკნელი გაიქცა სამანქანო გზის მიმართულებით, რომელსაც უკან დაედევნა ქ-------ი. დ-----------------–--ლმა დამატებით განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, ბ-----------–--ემ და ზ--------------–-ამ გასტაცეს ოქროს ჯაჭვი და მედალიონი, რომელსაც გარშემო ჰქონდა ბრილიანტები; წინა მხარეს წმინდა გიორგის, ხოლო მეორე მხარეს - ბოლნისის ჯვრის გამოსახულებით. მომხდარ ფაქტამდე ზ--------------–-ასთან, ბ-----------–--ესთან და ა-----------------თან არანაირი უთანხმოება არც მას და არც მის ოჯახის წვერებს არ ჰქონიათ. ბ-----------–--ეს და ზ--------------–-ას თავდასხმამდეც იცნობდა უბნიდან, რომლებიც გარკვეული პერიოდი მის შვილთანაც მეგობრობდნენ. რაც შეეხება ბრალდებულ ა-----------------ს, იგი ერთხელ ჰყავს ნანახი 31-ე ქარხანასთან მდებარე ავტოსახელოსნოს წინ. მანვე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონიერება; ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის შემდეგ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, რა დროსაც მეხსიერების პრობლემები არ ჰქონია და სრულყოფილად აღიქვამდა მოვლენებს. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გამომძიებლის მიერ განხორციელდა მისი დაკითხვა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ-------------------–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს იმყოფებოდა ბ-------------–----–---ის ქუჩაზე მდებარე საცხობ „ბ---------ში“, სადაც დაახლოებით 15:00 საათზე მივიდა მამამისი - დ-----------------–--ლი. იგი იდგა საცხობის წინ ქვეითთა სავალ გზაზე, სახით საავტომობილო გზისკენ და იყურებოდა ტელეფონში, რა დროსაც მარჯვენა მხრიდან მივარდა ახალგაზრდა მამაკაცი და სამჯერ მოუქნია თავში ბეისბოლის „ბიტა“. ამ დროს თვითონ იყო საცხობში ფანჯარასთან, სახით ტროტუარისკენ. დ-----------------–--ლი დაეცა ძირს, რა დროსაც გავიდა მის დასახმარებლად. ამ დროს „ვ-----–--“ გაზგასამართი სადგურის მხრიდან მივარდა ერთი მამაკაცი, რომელმაც ძირს წაქცეულ დ-----------------–--ლს ყელიდან მოგლიჯა ჯაჭვი მედალიონით. თავდასხმის დროს დ-----------------–--ლი იყო გონზე და სრულიად ადეკვატური, თავიდან მოსდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით, იგი შეეცადა პირველი თავდამსხმელის შეჩერებას, რომელიც აგრძელებდა დაზარალებულის ცემას. თავდამსხმელი ჯაჯგურისას წააქცია, რის შემდეგაც წამოდგა და გაიქცა გზის მხარეს. იგი (ქ-------------------–--ლი) გარკვეულ მანძილზე დაედევნა მას, თუმცა ბოლომდე ვერ მიყვა, რადგან მის საქამრეში რაღაც საგანი შენიშნა და შეეშინდა - იარაღი არ ჰქონოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ დ-----------------–--ლზე თავდამსხმელი პირები იყვნენ ბ-----------–-ე და ზ--------------–-ა, რომლებსაც მანამდეც იცნობდა. ბ-----------–-ეს, რომელიც მამამის „ბიტის“ გამოყენებით დაესხა თავს, ეფარა გადაკეცილი ქუდი, რაც გზაზე გადარბენისას ჩამოიწია სახეზე, ეცვა ჯინსის ბრიჯი და ზოლებიანი მაისური. ხოლო ზ--------------–-ა იყო ის პიროვნება, რომელმაც დ-----------------–--ლს მოგლიჯა ჯაჭვი და მედალიონი. განმარტა, რომ თავდამსხმელი პირების ამოცნობაში არ ცდება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მუშაობდა ქ.თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირ N--ში მდებარე დ-----------------–--ლის საცხობ „ბ---------ში“ დირექტორად. 14 ივნისს, დაახლოებით შუადღის 16:00 საათისთვის საცხობში შევიდა დ-----------------–--ლი, რომელმაც მოიკითხა თანამშრომლები და მალევე გაბრუნდა უკან. რამდენიმე წამში გაიგო ქ-------------------–--ლის კივილის ხმა - „ვაიმე მამაო“ და დაინახა, თუ როგორ გაიქცა ქ-------ი ქუჩაში. თავადაც გაჰყვა ქ-------ს და ქუჩაში გასვლისას დაინახა დ-----------------–--ლი, რომელიც საცხობის წინ მიწაზე ეგდო და უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი თავში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ურტყამდა ე.წ. „ბიტას“. ვინაიდან ყურადღება გადატანილი ჰქონდა დ-----------------–--ლზე, თავდამსხმელის სახეზე დანახვა ვერ შეძლო, თუმცა განმარტა, რომ მას ეცვა ჯინსის შარვალი და ღია ფერის მაისური ზოლებში, თავზე ეფარა შავი ქუდი. მოწმის განმარტებით, ქ-------მა მოახერხა თავდამსხმელის მოგერიება და ამის შემდეგ ის გაიქცა ქუჩის მოპირდაპირე მხარის მიმართულებით, რომელსაც უკან დაედევნა ქ-------------------–--ლი. მან (მ--------------მ) შეირბინა საცხობში და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომლებიც მალევე მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე და დ-----------------–--ლი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მუშაობდა ქ.თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირი N--ში მდებარე საცხობ „ბ---------ში“ მცხობელად. 2017 წლის 14 ივნისს, დილიდან იმყოფებოდა სამსახურში. მასთან ერთად საცხობში იყვნენ მოლარე - ქ-------------------–--ლი, მცხობელი - მ-------------- და თანამშრომელი სახელად ნათელა. მოწმემ განაცხადა, რომ დაახლოებით 15:45 საათზე საცხობში მოვიდა მეპატრონე დ-----------------–--ლი, რომელმაც მოიკითხა თანამშრომლები და მალევე გავიდა ქუჩაში. მოგვიანებით შემოესმა ქეთის ყვირილი - „ვაიმე მამა“, რაზეც ქეთი გავარდა გარეთ, რომელსაც ასევე გაჰყვა მ--------------ც. გარეთ გასვლისას, დაინახა დ-----------------–--ლი, რომელსაც სისხლი სდიოდა თავიდან, ხოლო ქეთი გადარბოდა გზაზე, თუმცა მალევე მიბრუნდა უკან. მას (მ-----------------ს) არც თავდასხმის ფაქტი და არც თავდამსხმელი არ დაუნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------------ემ განაცხადა, რომ არის ჩ---–----–---–-ს ქუჩის N--ში მდებარე შპს „ახალი ვარსკვლავი 2015“-ის დირექტორი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მშენებარე ობიექტის მე-9 სართულზე. დაახლოებით 15:40 საათზე დაუკავშირდა დ-----------------–--ლი და სთხოვა შეხვედრა. სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ შემოესმა ქალების ყვირილის ხმა, გადაიხედა კორპუსიდან და დაინახა, რომ დ-----------------–--ლი იყო სისხლიანი. ქვემოთ ჩასვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას თავიდან მოსდიოდა სისხლი. მოწმემ დაზარალებული დასვა სკამზე, მიაწოდა წყალი და შეუხსნა პერანგის საყელოს ზედა ღილები, რა დროსაც ოქროს ცეპი ვერ შეამჩნია. მოგვიანებით მოსანახულებლად მისვლისას დ-----------------–--ლმა უთხრა, რომ თავდასხმის დროს გასტაცეს ოქროს ჯაჭვი. მ----------------ემ ასევე განაცხადა, რომ კორპუსზე, რომლის წინაც მოხდა შემთხვევა, მას განთავსებული ქონდა სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, თუმცა ისინი დაყენებული იყო ლაივ რეჟიმზე და მათი ვიდეო ჩანაწერების შენახვა არ ხორციელდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, დღის საათებში, ავტობუსით მგზავრობდა ბ-------------–----–---ის გამზირზე, რა დროსაც დაინახა დაზარალებულ, როგორც შემდეგ გაარკვია, დ-----------------–--ლზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი. კერძოდ დაინახა, რომ დაზარალებულს უკნიდან მიეპარა მისთვის უცნობი პირი და თავში ჩაარტყა ბეისბოლის „ბიტა“. როგორც ახსოვს, თავდამსხმელს ეცვა ზოლიანი მაისური. მისი სახეზე დანახვა ვერ შეძლო, რადგან მომხდარ ფაქტს უყურებდა მოძრავი ავტობუსიდან. ასევე ვერ შენიშნა მეორე თავდამსხმელი პირი. მოწმის განმარტებით, დ-----------------–--ლი ე.წ. „ბიტის“ დარტყმის შედეგად დაეცა, ხოლო თავმდასხმელმა კვლავ განაგრძო დარტყმების მიყენება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–---------–---–მა განაცხადა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შემოესმა ჩოჩქოლი. გარეთ გასულმა დაინახა დ-----------------–--ლი, რომელსაც სისხლი მოსდიოდა და მიდიოდა მანქანისკენ, ხოლო გოგონა ქუჩაზე მისდევდა უცხო პიროვნებას. შემთხვევის ადგილზე ასევე დაინახა ძირს დაგდებული ხის ჯოხი. გამომძიებელმა მისგან ამოიღო ბ-------------–----–---ის ქუჩის N4-ში მდებარე მის ობიექტებზე - აფთიაქზე და სავალუტო ჯიხურზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------–---–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში, მუშაობდა ბ-------------–----–---ის ქუჩაზე მდებარე „ვ-----–--“ გაზგასამართ სადგურში, ცვლის უფროსის პოზიციაზე. დ-----------------–--ლის კუთვნილი საცხობი მდებარეობს იმავე ქუჩაზე, დაახლოებით 200-300 მეტრის მოშორებით. 14 ივნისს სამსახურში იყო მორიგე. ოთხიდან გავიდა გოგონას ყვირილის ხმაზე, რა დროსაც დაინახა, რომ დ-----------------–--ლს თავიდან სდიოდა სისხლი, გოგონა კი ითხოვდა დახმარებას. მოწმის ჩვენებით, „ვ-----–--“ გაზგასამართ სადგურზე განთავსებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, რომლის ჩანაწერებიც ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ტ------–----------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-----------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, უბნის უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2017 წლის 14 ივნისს, შუადღის საათებში, სამსახურებრივი ავტომანქანით, ბ-------------–----–---ის ქუჩის N---დან გადაადგილდებოდა ორთაჭალის მიმართულებით, რა დროსაც ამავე ქუჩის N--ში მდებარე საცხობ „ბ---------სთან“ დაინახა, რომ ქვეითთა სავალ ნაწილზე ეგდო პიროვნება, რომელსაც ერთი მამაკაცი ურტყამდა, ხოლო მეორე მამაკაცი იმყოფებოდა ძირს დაგდებულ დაზარალებულთან. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გაიქცა გზის მხარეს, რომელსაც უკან მისდევდა ქალბატონი და იძახდა „გვიშველეთ, დაგვაყაჩაღესო“, ხოლო მეორე - გაიქცა „ვ-----–--“ გაზგასამართი სადგურის მხარეს. მან გააჩერა მანქანა და დაედევნა მამაკაცს, რომელმაც გზაზე გადარბენისას სახეზე ჩამოიფარა შავი ფერის ქუდი. იგი გზის მეორე მხარეს შევარდა N5-ე კორპუსის ეზოში, რა დროსაც მოიხსნა სახეზე ჩამოფარებული ქუდი და ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში. იგი თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს, დაეწია და დააკავა. ამასთან, დაკავებამდე „რაციით“ ითხოვა დახმარება, რის საფუძველზეც მასთან მივიდნენ თანამშროლმები - დ-------------–---–------------------------–---–ი. დაკავებული პიროვნებას, როგორც აღმოჩნდა ბ-----------–--ე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, გადაკეთებული ნიღბად; შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ორი ცალი პლასტიკური ბარათით და ბ-----------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით. წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა: შავი ფერის კრიალოსანი, ხოლო უბის შესაკრავიდან - შავი ფერის დანა. ზემოაღნიშნული ნივთები მოთავსდა პოლიეთინელის პაკეტებში და დაილუქა. ადგილზე შეივსო ბ-----------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, თუმცა ბრალდებულმა ბ-----------–--ემ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ლუქებსა და ოქმებზე ხელისმოწერაზე. დაკავების შემდეგ ბ-----------–--ე გადაყვანილ იქნა ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. მას ეცვა ჯინსის ბრიჯები და ზოლიანი მაისური, ხოლო მეორე პიროვნება იდგა მისგან ზურგით და მას რა ეცვა, ზუსტად არ ახსოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ-----------------–---–მა და დავით სამუკაშვილმა დაადასტურეს ბ-----------------–---–ის ჩვენება, ბ-----------–--ის დაკავების დროს მისთვის დახმარების აღმოჩენისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ---–---------–--ემ განაცხადა, რომ მის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია 2017 წლის 14 ივნისს, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-----------------–--ლზე განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, რომლის თანახმადაც აღნიშნული ქმედება ბ-----------–--ესთან ერთად ჩადენილი ჰქონდა ზ--------------–-ას. ისინი შემთხვევის ადგილზე მისულები იყვნენ ა------------------ს კუთვნილი „B----5“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო N--------, რისი საშუალებითაც მოახდინეს მიმალვა. მოწმემ მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის 15 ივნისს მის მიერ მოპოვებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 14 ივნისს დ-----------------–--ლზე განხორციელებულ ყაჩაღობაში მონაწილე ზ--------------–-ა უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, მოსკოვის გამზირის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა მიმალვას გაქცეულ ბ-----------–-ესთან ერთად. ასევე, ზ--------------–-ას შესაძლოა თან ან ქ------–--–----------------------------- კვარტალი, კოპრუსი 1-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჰქონოდა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთი. აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-----------მ განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დ-----------------–--ლის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობას იღებდა ზ--------------–-ა, რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფებოდა მ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ასევე დაემთხვა დაზარალებულ დ-----------------–--ლის მიერ დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ყაჩაღურ თავდასხმაში ბ-----------–--ესთან ერთად მონაწილე პირად უთითებდა ზ--------------–-ას. თანამშრომლებთან - მურმან ზარნაძესთან და რ----------–-----ან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც მოხდა ზ--------------–-ას დაკავება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს თანამშრომლებმა: გ---------–---–---------------------------------–-------------------–---–----------------–------------------–---–--–---–-------------------------------------------–-–---–---------------------------------------–---–-----------------–---–------------------–-–---–------------–-----–-–---–-----–---–--------–-----------------–-–---–------------------–-------------------–---–-------–--------–-–---–----------------------------------------------------------------------------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილეს - გ----------------–---–ს გაჰყვა მარნეული-სადახლოს გამშვებ პუნქტზე ა------------------სთვის უწყების ჩასაბარებლად. ეს უკანასკნელი შეჩერებული ყავდათ გამშვებ პუნქტზე, ვინაიდან მისი მანქანა ფიგურირებდა დ-----------------–--ლის დაყაჩაღების საქმეში. ადგილზე ჩასვლისას ა-----------------ს გადასცა უწყება, რის შემდეგაც იგი ნებაყოფლობით გამოყვა მათ პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 14 ივნისს დ-----------------–--ლის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, ამავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ვა---------------ძე და შეატყობინა, რომ მარნეულის რაიონში „სადახლოს“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული ჰყავდათ ა------------------, რომელიც აპირებდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას. თანამშრომელ ზ--------------სთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით გაემგზავრა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, სადაც ა------------------ გადასცეს მიღება-ჩაბარების ოქმით. ამის შემდეგ ა-----------------ს გადაეცა უწყება - პირის მოწმის სახით დაკითხვის მიზნით გამოძახების შესახებ, რაზეც მან განუცხადათ თანხმობა და წამოიყვანეს პოლიციელებს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, გ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, თანამშრომლებს: ზ--------------–------------–-----–-------------------------–- დაავალა დ-----------------–--ლზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ბ-----------–--ის ეტაპირება წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაკავების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით მიყვანილი იყო N- განყოფილებაში. ეტაპირებისას, ბ-----------–--ე ხელბორკილით ჩაბმული ყავდა ი-----–-----–----ეს, თუმცა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის პირველ სართულზე განთავსებული დროებითი მოთავსების იზოლატორის შესასვლელი კარის წინ არსებული ტერიტორიიდან მან მოახერხა გაქცევა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–-----–----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში. 14 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ დაევალა დაკავებული ბ-----------–--ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ეტაპირება, რაც განახორციელა თანამშრომლებთან ზ--------------–------------------------–---ნ ერთად. ადგილზე მისვლისას თანამშრომლებთან და დაკავებულ ბ-----------–--ესთან ერთად იდგა დროებითი მოთავსების იზოლატორის კართან და ელოდებოდა მიღების დაწყებას. ბ-----------–--ემ სიგარეტის მოწევის მიზნით სთხოვათ ხელბორკის შეხსნა, რაზეც დათანხმდა და ხელბორკილი გაუხსნა. აღნიშნულით ისარგებლა ბ-----------–--ემ და მოახერხა გაქცევა. იგი გადახტა ღობეზე და წავიდა მ---–--–----–-----ის გამზირის მიმართულებით. იგი (ი-----–-----–----ე) დაედევნა მას, თუმცა კვალი დაკარგა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------------–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში. 14 ივნისს, საღამოს საათებში, განყოფილების უფროსის მოადგილისგან მიღებული დავალების შესაბამისად, თანამშრომლებთან: ი-----–-----–----ესთან და ზ--------------–----თან ერთად მოახდინა დაკავებული ბ-----------–--ის ეტაპირება წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლების მიზნით. დაკავებული ბ-----------–--ე ხელბორკილით ჩაბმული ჰყავდა ი-----–-----–----ეს, იგი გატარდა შესაბამის ჟურნალში, იდგნენ იზოლატორის შესასვლელში და ელოდებოდნენ შიგნით შეშვებას. დაკავებულმა ბ-----------–--ემ სიგარეტის მოსაწევად ითხოვა ხელბორკილის შეხსნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ი-----–-----–----ემ გაუხსნა ხელბორკილი, ისარგებლა აღნიშნულით და გაიქცა. მიუხედავად დადევნებისა, ბ-----------–--ემ შეძლო ღობეზე გადახტომა და ადგილიდან მიმალვა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სამივე პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში და პირადად მას სამსახურებრივი იარაღი თან არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში. 14 ივნისს სამმართველოს უფროსის მოადგილისგან მიიღო დავალება თანამშრომლებთან - ი-----–-----–----ესთან და ა-------------–---ნ ერთად დაკავებული ბ-----------–--ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანასთან დაკავშირებით. ა-------------–ის ავტომანქანით მივიდნენ თბილისის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებული ბ-----------–--ე ხელბორკილით ჰყავდა ჩაბმული ი-----–-----–----ეს. შენობის ტერიტორიაზე შესვლისას მოწმე გადავიდა ავტომანქანიდან, რათა დაცვის თანამშრომლებთან ერთად სპეციალურ ჟურნალში დაერეგისტრირებინა ბ-----------–--ის შეყვანა. ა-------------–-ა კი ავტომანქანა გააჩერა დროებითი მოთავსების იზოლატორის წინ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ იგი შეუერთდა თანამშრომლებს და ელოდებოდნენ იზოლატორის თანამშრომლის დაძახებას დაკავებულის მიღებაზე. ბ-----------–--ეს ამ დროს ხელბორკილი უკვე აღარ ეკეთა, რითაც ისარგებლა და გაიქცა იზოლატორის მოპირდაპირე მხარეს. გადახტა ღობეზე, შემდეგ წავიდა მ---–--–----–-----ის გამზირზე მდებარე საავტომობილო გზის მიმართულებით და მიიმალა თვალთახედვიდან. დაედევნენ გაქცეულ ბ-----------–--ეს, თუმცა დაკავება ვერ მოხერხდა. ტერიტორიის დაცვის თანამშრომელს ი-----–-----–----ეც ეგონა გაქცეული პირი და შეაჩერა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სამივე მათგანი იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში. მას თან ჰქონდა ტაბელური იარაღი, რომელიც არ გამოუყენებია, ვინაიდან მის წინ მირბოდა თანამშრომელი ი-----–-----–----ე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის მდგომარეობით მუშაობდა კ----–---------------ში მდებარე თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში უფროს ინსპექტორად. 14 ივნისს საღამოს საათებში, იზოლატორის ცენტრალურ შესასვლელ კართან, პოლიციის თანამშრომლებს მიყვანილი ყავდათ დაკავებული ბ-----------–--ე. შეამოწმა დოკუმენტები და აღმოჩნდა, რომ შესახლებასთან დაკავშირებით ელექტრონული მიმართვის წერილი მიღებული არ იყო. მიმართვის მიღების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ დოკუმენტების მოწესრიგებისთანავე დაიწყებდა დაკავებულის მიღების პროცედურას. მან ვიდეოკამერაში დაინახა როგორ გაიქცა ბ-----------–--ე, რომელსაც დაედევნა სამივე პოლიციის თანამშრომელი, თუმცა მისი დაკავება ვერ მოხერხდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მუშაობდა ქ.თბილისში, კ----–---------------ში მდებარე თბილისის მთავარი სამმართველოს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცვლის უფროსად. მის დაქვემდებარებაში იყვნენ სამხედრო პირები, რომლებიც უსაფრთხოებას იცავდნენ მთელი სამმართველოს პერიმეტრზე. 14 ივნისს იმყოფებოდა პირველ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, რა დროსაც ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ავტომანქანით მიიყვანეს დაკავებული ბ-----------–--ე, რომელიც გაატარეს შესაბამის ჟურნალში და შემომყვანად დააფიქსირა თანამშრომელი ზ--------------–---. მათი ავტომანქანა გაჩერდა დროებითი მოთავსების იზოლატორის შესასვლელი კარის წინ არსებულ ტერიტორიაზე. რამდენიმე წუთში სწორედ აღნიშნული მხრიდან მოესმა ყვირილის ხმა - დაკავებული გაიქცაო. გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ გარბოდა ოთხი პიროვნება, თუმცა ბნელოდა და ვინ დაკავებული იყო და ვინ პოლიციის თანამშრომელი, ვერ გაარკვია. მან ხელის რადიოსადგურის მეშვეობით, ტერიტორიაზე მყოფ ყველა გუშაგს, განსაკუთრებით N- საგუშაგოზე მყოფ ლ-----------–-–--ლს მოუწოდა ყოფილიყვნენ ყურადღებით და დანახვისთანავე შეეპყროთ გაქცეული პირი. სამხედრო მოსამსახურე ლ-----------–-–---–მა დააკავა ერთი პიროვნება, რომელიც როგორც აღმოჩნდა, იყო პოლიციის თანამშრომელი, გაქცეული ბ-----------–--ე კი მიიმალა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----------–-–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის მდგომარეობით იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და განაწილებული იყო ქ.თბილისში, კ----–---------------ში მდებარე თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს გარე პერიმეტრზე. 14 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე, როდესაც პატრულირებდა ზემოაღნიშნული ობიექტის N- საგუშაგოზე, რადიოსადგურის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, რომ მის მხარეს მირბოდა გაქცეული პიროვნება და დაეკავებინა. მოწმემ დაინახა, რომ გარბოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოთხი პიროვნება, რომელთაგან პირველის დაკავება ვერ შეძლო, რადგან გადახტა ღობეზე. ხოლო ღობეზე გადაძრომის დროს დააკავა მეორე პიროვნება. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, თუმცა თავდაპირველად მის ნათქვამს არ ენდო. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი ნამდვილად პოლიციის თანამშრომელი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. 2017 წლის 14 ივნისს დღის მეორე ნახევარში რეანიმაციულ ცენტრში მიღებულ იქნა პაციენტი დ-----------------–--ლი, რომელსაც ბეისბოლის ჯოხით ჰქონდა მიყენებული დაზიანებები. მას უშუალო შეხება არ ჰქონია პაციენტთან, თუმცა ის ესწრებოდა ექიმისა და დ-----------------–--ლის საუბარს, რა დროსაც დაზარალებული იყო სრულიად ადეკვატური, კონტაქტური და დასმულ კითხვებს გააზრებულად სცემდა პასუხებს. თ-------------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ გამომძიებელმა მისგან ამოიღო დ-----------------–--ლის ტანსაცმელი: შარვალი, ღია ფერის პერანგი სისხლის ლაქებით, მოლურჯო ფეხსაცმელი და წინდები. ასევე, დ-----------------–--ლს ჰქონდა საათი, საფულე, პირადობა და სხვა ნივთებიც. შესაძლებელია იქ იყო ოქროს სამკაულები, მათ შორის ჯაჭვიც, მაგრამ ზუსტად ვერ იხსენებს და ვერ დაადასტურებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------–-----------ძემ განაცხადა, რომ 2016 წლიდან მუშაობს სპორტდარბაზ „ს-------აში“ მენეჯერის პოზიციაზე. 2017 წლის იანვრის თვიდან, ბრალდებული ზ--------------–-ა იყო მათი მუდმივი კლიენტი. ამავე წლის 14 ივნისს, კამერის დროით 15:40 საათზე, ზ--------------–-ა ფიქსირდება სპორტდარბაზში. თუმცა კამერაზე დაფიქსირებული დრო არ ემთხვეოდა რეალურ დროს. კერძოდ, იგი იყო 10 წუთით წინ რეალურ დროსთან მიმართებით. შესაბამისად, ზ--------------–-ას მიერ სპორტდარბაზის დატოვების რეალურ დროდ ითვლება 15:30 საათი. სპორდარბაზში განთავსებული ვიდეოჩანაწერი ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ლ-------------–---–--------------------–---–--------------------------–--–---------–---–-----------------------------------------–----–-–---–----------------------–---–----–--–----–---–-----------–---------------------- როგორც ქვემოთმოყვანილი კომპანიის თანამშრომლებმა, დაადასტურეს ორთაჭალაში, გულუას ქუჩის N4-ში მდებარე „--------------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან, ბო----------–--–--ს ქუჩის N-81-ში მდებარე კომპანია „ჯ-------ი მოტორსიდან“, ორთაჭალის ჰესთან და ბო----------–--–--ს ქუჩაზე მდებარე „ს------ის“ გაზგასამართი და ბენზინგასამართი სადგურებიდან, ჩ---–----–---–-ს ქუჩის N-0-ში მდებარე სასურსათო მაღაზიიდან, ბო----------–--–--ს ქუჩაზე მდებარე შპს „პ---------ადან“, ბ-------------–----–---ის ქუჩის N1---ში, გულიას ქუჩის N--ში, დ-----------ს ქუჩაზე და ბო----------–--–--ს „ვ“ კორპუსის წინ მდებარე „ს------------–--------------ას“ ბენზინგასამართი სადგურიდან სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერების გამომძიებლის მიერ ამოღების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------------მა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 ივნისს აპირებდა ბიძაშვილის სანახავად სომხეთში წასვლას. მან ა-----------------ს სთხოვა გაყოლა, ვინაიდან არ სურდა მარტო მგზავრობა. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მითითებულ დღეს ვერ შეძლო გამგზავრება და სომხეთში წავიდა 14 ივნისს. ა-----------------ს შეხვდა თავისუფლების მოედანზე, ვინაიდან იყო დაღლილი, მგზავრობისას არაფერზე უსაუბრიათ. სომხეთიდან დაბრუნებას აპირებდა იმავე დღეს, ან 15 ივნისს. მან (მ---------------მა) გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ა------------------ არ გაატარეს. რა სამართლებრივი პროცედურები ჩატარდა ა------ის მიმართ, არ იცის, რადგან მისი დაკავება არ დაუნახავს. საზღვრის გადაკვეთას აპირებდა საკუთარი ავტომანქანა „RAV 4“-ით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---–------–---–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, მეზობლებთან ა-----------------თან და ზუ------–-----სთან ერთად იმყოფებოდა ეზოში. მათთან მივიდა ბ-----------–--ე და ა-----------------ს სთხოვა დიღომში გაყვანა. ა------------------ს ნათქვამზე, რომ საწვავი არ ჰქონდა, ბ---- უპასუხა - საწვავს მე ჩავასხავო. მათი წასვლიდან ერთ საათში ა------ი უკან დაბრუნდა და იყო განერვიულებული, თქვა, რომ „მემგონი ბ---- შარში გამხვიაო“ და მოუყვა, რომ ბ---- დიღომის გარდა სხვა ადგილასაც სთხოვა გაყვანა, მან კი უარი ვერ უთხრა, ვინაიდან 20 ლარის საწვავი ჰქონდა ჩასხმული. მითითებულ ადგილზე მისვლისას ბექას უცემია ვიღაც პიროვნება. ასევე, ა------მა უთხრა, რომ ბ-----------–-ეს თან ახლდა სხვა მათთვის უცნობი პიროვნება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბ-----------–--ემ განაცხადა, რომ როდესაც სასჯელს იხდიდა გლ-----ს N8 დაწესებულებაში, მომარაგების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა დ-----------------–--ლი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა მას. თვითონ კი დაპირდა, რომ ამ ცემას არ შეარჩენდა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, სამაგიეროს გადაუხდიდა. სწორედ 2017 წლის 14 ივნისს მიეცა დ-----------------–--ლის ცემის შესაძლებლობა. მეგობარს - ა-----------------ს სთხოვა კონკრეტულ ადგილზე მისი საკუთარი „BMW“-ს მარკის მანქანით მიყვანა. ა------მა ჰკითხა, თუ რად უნდოდა ე.წ. „ბიტა“, რაზეც უპასუხა: „ერთი უნდა დავანგრიოო“. ა------------------ს ავტომანქანაში იჯდა მძღოლის გვერდითა სავარძელზე, ხოლო სხვა, მესამე პირი მათთან ერთად არ ყოფილა. ა------------------ გაემართა ,,რო----------–-ს’’ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, სადაც ჩაასხეს საწვავი და წავიდნენ ბ-------------–----–---ის გამზირისკენ. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდგომ ბ-----------–--ე გადმოვიდა მანქანიდან, უკნიდან დაესხა თავს დ-----------------–--ლს და ბეისბოლის „ბიტა“ რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. ასევე, იგი აგრძელებდა „ბიტის“ ფეხებში დარტყმას მას შემდეგაც, რაც დაზარალებული ძირს დაეცა. მასთან მიირბინა დ-----------------–--ლის ქალიშვილმა ქ-------------------–--ლმა და ძალის გამოყენებით წააქცია. ფეხზე წამოდგომის შემდგომ იგი (ბ-----------–--ე) გაიქცა გზის მოპირდაპირე მხარეს. ბ-----------–--ემ განუმარტა სასამართლოს, რომ მას დ-----------------–--ლის დაყაჩაღების განზრახვა არ ჰქონია და არც ჩაუდენია აღნიშნული ქმედება. ძირს დაგდებულ დ-----------------–--ლთან ახლოს არავინ მისულა და მისთვის რაიმე ნივთი არავის წაურთმევია. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად შეამჩნევდა. ბ-----------–--ის განმარტებით, ზ--------------–-ა საერთოდ კავშირში არ არის მოცემულ საქმესთან. მასთან შემთხვევის დღეს არ ჰქონია არანაირი კომუნიკაცია. ბ-----------–--ემ დაადასტურა, რომ დაკავებისას თან ჰქონდა დანა. ასევე დროებით მოთავსების იზოლატორში შესახლებისას ხელბორკილების შეხსნა სთხოვა სამართალდამცავებს და მოახერხა გაქცევა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ზ--------------–-ამ განაცხადა, რომ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბ-----------–--ესთან, ხოლო ა------------------ გაიცნო დაკავების პერიოდში N8 დაწესებულებაში. ასევე იცნობს დაზარალებულ დ-----------------–--ლს, ვინაიდან მეგობრობდა მის შვილთან. 2017 წლის 14 ივნისს, შუადღის საათებში იმყოფებოდა სპორტ დარბაზში, საიდანაც გამოსვლის შემდგომ საკუთარი მანქანით წავიდა მეგობრის სანახავად. ვინაიდან თავად არ აქვს მართვის მოწმობა, საჭესთან დასვა ასევე მისი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის ვინაობის გამჟღავნებაც არ სურს. ისინი გაემართნენ ხუთი დეკემბრის ქუჩაზე. ბ-------------–----–---ის გამზირზე შენიშნა, რომ იქვე არსებულ საცხობის მოპირდაპირედ ხალხი იყო შეკრებილი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით საღამოს 17:00-18:00 საათისთვის იმყოფებოდა სახლში. ინტერნეტის საშუალებით გაიგო მომხდარი თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით გადავიდა უბანში, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. უთხრეს, რომ ბრალი ედებოდა დ-----------------–--ლის დაყაჩაღებაში. ზ--------------–-ამ დამატებით განმარტა, რომ სავარჯიშო დარბაზის დატოვებისას ეცვა „ადიდასის“ ფირმის მაისური, შორტი და ბოტასი. შემთხვევის ადგილი არის მისი უბანი, სადაც გავლა უწევს დღეში რამდენჯერმე, თუმცა შემთხვევის დღეს მანქანიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე არ გადმოსულა. ასევე, ამ დღეს არ შეხვედრია ბ-----------–--ეს და მასთან არც სატელეფონო კავშირი ჰქონია.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბ-----------–--ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 14 ივნისს, 15:52 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის ნიღაბი, (ნაჭრის ქუდი, რომელიც გადაკეთებულია ნიღბად), ასევე შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათები, ბ-----------–--ის სახელზე გაცემული მოქალაქის პირადობის მოწმობა. წინა მარჯვენა ჯიბიდან კი ამოღებული იქნა კრიალოსანი, ხოლო შარვლის შესაკრავთან, უბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ღილაკიანი დანა, რომელიც იშლება ღილაკზე თითის დაჭერით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირის, ყოფილი ჩ---–----–---–-ს ქუჩის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ხოლო ხელმარცხნივ არის სამანქანო გზა და გზის იქით ბენზინგასამართი სადგური „ვ-----–ი“. კორპუსის ნულოვან სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, მათ შორის საცხობი „ბ---------“ და სამშენებლო მასალების მაღაზია. საცხობის წინ ასფალტზე რამდენიმე ადგილას აღნიშნულია მოწითალო ფერის ლაქები. მიწაზე აგდია ხის ხელკეტი ე.წ. „ბიტა“. მაღაზია „ა------–-----–----ს“ წინ დადებულ მწვანე ფერის ტაშტში ყრია ქაღალდები მოწითალო ფერის ლაქებით. კინოლოგიის სამსახურის მიერ აღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები. სამძებრო ძაღლი გაშვებულ იქნა სუნის კვალზე, რომელიც წავიდა კორპუსის მარჯვნივ, გადაკვეთა საავტომობილო გზა და გაჩერდა „ვ-----–--“ ბენზინგასამართ სადგურთან. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ასფალტის ზედაპირიდან აღებულ იქნა ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ამოღებულ იქნა ქაღალდები მოწითალო ფერის ლაქებით.
ექიმ-ნეიროქირურგ ე-----–----------–---–ის მიერ 2017 წლის 14 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ სტაციონარულ მკურნალობას გადის დ-----------------–--ლი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია. ცნობის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ე-----–----------–---–მა და ასევე განმარტა, რომ პაციანეტი დ-----------------–--ლი კლინიკაში შეყვანისას იყო სრულიად ადეკვატური და მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ა------------------ს კუთვნილი „B----5“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: X--------. ავტომანქანა გაჩერებულია ბ-------------–----–---ის გამზირის N--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე. მანქანა არის მოყავისფრო. ავტომანქანის ბარში დევს ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ა------------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და სხვა პლასტიკური ბარათები. მანქანის წინა და უკანა მარჯვენა და მარცხენა კარების გარეთა სახელურებიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები და ანაწმენდები.
პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა დ-----------------–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო შუაში მდგომი ზ--------------–-ა და განმარტა, რომ იგი დარწმუნებულია მის მიერ ამოცნობილ პიროვნებაში, რომელიც ამოიცნო სიმაღლით, თმებით, მოკლე წვერით, ოდნავ სქელი ტუჩებით, სწორი ცხვირით, ხორბლისფერი სახის კანის ფერით, მუქი ფერის თვალებით, ვიზუალურად და საერთო აღწერილობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ქ-------------------–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N- ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება(ზ--------------–-ა) და განმარტა, რომ იგი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 14 ივნისს, თავდასხმის დროს, დ-----------------–--ლს ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი. ამომცნობმა ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო სახის მოყვანილობით, ხორბლისფერი პირისახით, მუქი ფერის თმით, სქელი ტუჩებით და სქელი, შავი ფერის წარბებით.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, დ-----------------–--ლისგან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ზ--------------–-ასაგან აღებულ იქნა თმის და სუნის კვლის ნიმუშები.
2017 წლის 23 ივნისის ამოღების ოქმის მიხედვით, ბ-------------–----–---ის ქუჩის N--ში, მ----------------ისგან ამოღებულ იქნა ამავე მისამართზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩამწერი მოწყობილობა.
ამოღების ოქმის თანახმად, მ-------------------------ში მდებარე შპს „ს-------ას“ სატრენაჟორო დარბაზის პირველ სართულზე არსებულ სამუშაო ოთახში, ტელევიზორის მაგიდაზე განთავსებული ვიდეოჩანაწერის ჩამწერი მოწყობილობა ე.წ. „DVR“, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში და მონიტორზე მიმდინარეობს ვიდეოგადაღება, ფიქსირდება დრო 19:10. აღნიშნულ პერიოდში რეალური დრო არის 19:00. კამერების ჩანაწერის ცდომილება არის 10 წუთი.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 06 ივლისს ქ-------–--–-----------------–----–----------ში ინდმეწარმე „ი-------------–---–--გან“ გამოთხოვილი იქნა სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, 2017 წლის 14 ივნისის 15:00 საათიდან, 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 08 ივლისს ქ. თბილისში, ბ------------–-–-ის ქუჩა N---ში მდებარე შპს „--------------–- საქართველოს“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი იქნა სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ცალ დისკზე.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 08 ივლისს ქ. თბილისში, ბ------------–-–-ის ქუჩა N-ა-ში მდებარე შპს „პ---------ას“ აფთიაქიდან გამოთხოვილი იქნა სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები - 2017 წლის 14 ივნისის 15:00 საათიდან, 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მოთავსებული ერთ ცალ დისკზე.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 23 ივნისს, გ-------–----–---ის მოედნის N5-ში მდებარე შპს „ვ-----– პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართ სადგურის მენეჯერისგან გამოთხოვილ იქნა სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერი - 2017 წლის 14 ივნისის 15:00 საათიდან, 16:00 საათამდე პერიოდში.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, ინდ.მეწარმე ი-----–---------–---–ისგან გამოთხოვილ იქნა გ-------–----–--------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე და აფთიაქზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერი - 2017 წლის 14 ივნისის 15:00 საათიდან, 16:00 საათამდე პერიოდში.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 08 ივლისს ქ. ბ-------------–----–---ის გამზირი N1---ში და გ---–-------------ში განთავსებული შპს „ს------------–---- ჯორჯიას“ გალფის ბენზინგასამართი სადგურებიდან გამოთხოვილი იქნა სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბო----------–--–--ს ქუჩის N---ში მდებარე შპს „რ------------–------------–--ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 14 ივნისს, 15:19 საათზე, ბენზინგასამართ სადგურზე შედის ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება ბენზინგასამართ სადგურზე, იხსნება წინა მარჯვენა კარი და მანქანიდან გადმოდის ბ-----------–--ე, რომელსაც აცვია ლურჯი ზოლებიანი მაისური და ოდნავ მოკლე შარვალი. ბ-----------–--ე მიდის ბენზინგასამართ სადგურზე მყოფ მამაკაცებთან და ესაუბრება მათ, რის შემდეგაც ისევ ჯდება ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე. ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი მანქანაში ასხამს საწვავს, გადის ტერიტორიიდან და მიემართება ბ-------------–----–---ის მე-5 შესახვევის მიმართულებით, სადაც რამდენიმე წამით ჩერდება და გამოდის უკუსვლით, რის შემდეგაც გადის კადრიდან.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბო----------–--–--ს ქუჩის N-ა-ში მდებარე შპს „პ---------ას“ აფთიაქიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 14 ივნისს, ბ-----–--–-ის ქუჩაზე 15:26:43 საათზე, მოძრაობს ა------------------ს კუთვნილი „B----5“ მოდელის ავტომანქანა, რომელიც მიემართება ასევე ბო----------–--–--ს ქუჩაზე მდებარე შპს „ს------ პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერზე 15:40:54 საათზე, ფიქსირდება ასევე ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც ასევე მიემართება აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე „ს------ პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ-------------–----–---ის გამზირის N1---ში მდებარე შპს „ს------------–--------------ას“ ვიდეოჩანაწერი, რომლის დროის მაჩვენებელი რეალურ დროსთან შედარებით არის 14 წუთით უკან. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას ჩანაწერში ჩანს, რომ 2017 წლის 14 ივნისს, 15:15:35 საათზე, ანუ რეალური დროით 15:29:35 საათზე, ბ-------------–----–---ის გამზირის N1---ში მდებარე შპს „ს------------–--------------ას“ (გალფის) ბენზინგასამართ სადგურზე შედის ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა, რომლის საჭესთან ზის თავად ა------------------, იგი მანქანას აჩერებს ბენზინგასამართ სადგურზე არსებულ მაღაზიასთან, რის შემდეგაც წინა მარჯვენა კარი იხსნება და მანქანიდან გადმოდის ბ-----------–--ე, შედის მაღაზიაში, საიდანაც გამოდის მალე და ჯდება ა------------------ს მანქანაში წინა მარჯვენა სავარძელზე, რის შემდეგაც კამერის დროით 15:16:31 საათზე, ანუ რეალური დროით 15:30:31 საათზე, მანქანა იძვრება და მიემართება ბ-------------–----–---ის მოედნის მიმართულებით. რამდენიმე წუთში, კამერის დროით 15:29:37 საათზე, ანუ რეალური დროით 15:43:37 საათზე, კადრში ჩნდება ზ--------------–-ას კუთვნილი, თეთრი ფერის „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც ასევე მიემართება ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმართულებით. კამერების დროით 15:39:19 საათზე, ანუ რეალური დროით 15:53:19 საათზე, კადრში ჩანს, რომ ა------------------ს კუთვნილი ავტომანქანა მიდის ბ-------------–----–---ის ქუჩის N-81-ში მდებარე „G&G MOTORSI”-ს მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ-------------–----–---ის გ--------------ში მდებარე მაღაზიის სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, რომელიც რეალური დროისგან წინ არის 23 საათით და 50 წუთით. კამერის ჩანაწერის დროის მაჩვენებლის მიხედვით, 2017 წლის 15 ივნისის 15:36:02 საათზე, ანუ რეალური დროით 2017 წლის 14 ივნისის 15:46 საათზე, კადრში ფიქსირდება გ-------–----–---ის გამზირზე, გ-------–----–---ის მოედნის მიმართულებით მოძრავი, ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა, რომელიც მოძრაობს სავალი გზის მარჯვენა ზოლში და მას მარცხენა მხრიდან ოდნავ ჩამორჩენით მიჰყვება ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW“-ს მე-3 სერიის ავტომანქანა. ავტომანქანები მიემართებიან ბ-------------–----–---ის მოედნის მიმართულებით. ამის შემდეგ, ჩანაწერის მიხედვით, 2017 წლის 15 ივნისს, 15:38 საათზე, ანუ რეალური დროით 14 ივნისის 15:48 საათზე, ჩანაწერში ფიქსირდება ბ-------------–----–---ის მოედნის მხრიდან მომავალი ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელიც უხვევს მარცხნივ და ადის საექიმოს ქუჩაზე, ხოლო 15:51 საათზე ავტომანქანა საექიმოს ქუჩიდან ჩამოდის ბ-------------–----–---ის გამზირზე და მიემართება სალოსის მოედნის მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში მდებარე შპს „ვ-----– პეტ-----–--------------ას“ მენეჯერისგან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 2017 წლის 14 ივნისს, 15:17:50 საათზე, თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირის №--ში მდებარე კორპუსთან ჩერდება დ-----------------–--ლის კუთვნილი ,,ტ--------ს’’ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის დ-----------------–--ლი, რომელსაც აცვია ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ დ-----------------–--ლი მოძრაობს ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:45:30 საათზე, ბ-------------–----–---ის გამზირის №--ში მდებარე კორპუსის და ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში მდებარე შპს ,,ვ-----– პეტ-----–--------------ას“ შორის არსებულ, ყოფილ რ-----–---------აზე, ამჟამინდელ იუნკერთა ქუჩაზე, უხვევს ა------------------ს კუთვნილი „B----5’’-ის მოდელის ავტომობილი. აგრძელებს მოძრაობას იუნკერთა ქუჩაზე და გადის კადრიდან. 15:47:59 საათზე, კადრში ჩნდება ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW’’-ს მარკის ავტომობილი. 15:48:28 საათზე, იუნკერების ქუჩიდან ბ-------------–----–---ის გამზირის მიმართულებით მოძრაობს ა------------------ს კუთვნილი „B----5’’-ის მოდელის ავტომობილი და ჩერდება „ვ-----–--“ გაზგასამართ სადგურთან. 15:47:59 საათზე „B----5’’-ის მოდელის ავტომობილი უკუსვლით იწყებს მოძრაობას, გადის რამდენიმე მეტრს და ჩერდება. 15:49:28 საათზე, ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის წინ არსებული ავტოსადგომიდან გამოდის შავი ფერის ,,ტ--------ს“ ფირმის ავტომანქანა და მიემართება ბ-------------–----–---ის გზისაკენ, რა დროსაც 15:50:16 საათზე, ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომობილი მიდის და უკუსვლით ჩერდება ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის წინ, ავტოსადგომზე. 15:50:23 საათზე, ა----------ვის ავტომანქანის წინა მარჯვენა კარი იხსნება და მანქანიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის მაისური და მოლურჯო, ოდნავ მოკლე ჯინსის შარვალი, ხელში უჭირავს ხელკეტი და სირბილით მიემართება ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის მიმდებარედ ქვეითთა სავალ ბილიკზე მდგომი დ-----------------–--ლისკენ, ურტყამს ხელკეტს, რის გამოც დ-----------------–--ლი ეცემა ძირს, ხოლო აღნიშნული მამაკაცი აგრძელებს დ-----------------–--ლის ხელკეტით ცემას, რა დროსაც ა------------------ს „B----5’’-ის მოდელის ავტომობილის მხრიდან დ-----------------–--ლის მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით მირბის მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მიდის მასთან და ეჯაჯგურება, რის შემდეგაც სწრაფად ბრუნდება და გამორბის ა------------------ს მანქანის მიმართულებით, ხოლო ხელკეტიანი მამაკაცი აგრძელებს დ-----------------–--ლის ცემას, რა დროსაც კადრში ჩნდება ქალბატონი თეთრი წინსაფრით, რომელიც ცდილობს დ-----------------–--ლის დახმარებას და მასზე თავდამსხმელ მამაკაცს უწევს წინააღმდეგობას. 15:50:58 საათზე, მამაკაცი, რომელიც ხელკეტით სცემდა დ-----------------–--ლს, გადარბის ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებულ საავტომობილო გზაზე და მას უკან მისდევს თეთრწინსაფრიანი ქალბატონი. 15:50:51 საათზე, №--ე კორპუსის წინ გაჩერებული ა------------------ს კუთვნილი „B----5’’-ის მოდელის ავტომობილი იძვრება და მიდის გ-------–----–---ის მოედანზე არსებულ საავტომობილო გზაზე არსებულ წრიულ მოძრაობასთან, აბრუნებს მანქანას და მიემართება რი-----------–--------ის ქუჩის მიმართულებით. 15:51:38 საათზე, კადრში ჩნდება ზ--------------–-ას კუთვნილი, თეთრი „BMW’’-ს მოდელის ავტომობილი, რომელიც ბ-------------–----–---ის გამზირიდან მოძრაობას აგრძელებს გულიას ქუჩის მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ-------------–----–---ის მოედნის N5-ში მდებარე შპს „ვ-----– პეტ-----–--------------ას“ მენეჯერისგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ 2017 წლის 14 ივნისს, 15:17:50 საათზე, გ-------–----–---ის გამზირის N--ში მდებარე კორპუსთან ჩერდება დ-----------------–--ლის კუთვნილი „ტ--------ს“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის დ-----------------–--ლი, რომელსაც აცვია ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, დ-----------------–--ლი მოძრაობს გ-------–----–---ის ქუჩის N--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:45:46 საათზე, კადრში ჩნდება ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა, რომელსაც უკან მისდევს ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW“-ს მოდელის ავტომანქანა. ა------------------ უხვევს გ-------–----–---ის გამზირის N--ში მდებარე კორპუსის და ბ-------------–----–---ის მოედნის N5-ში მდებარე შპს „ვ-----– პეტ-----–--------------ას“ შორის არსებულ იუნკერთა ქუჩაზე, აგრძელებს მოძრაობას და გადის კადრიდან, ხოლო ზ--------------–-ას ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას ბ-------------–----–---ის მოედნის მიმართულებით, ბრუნდება მოედანზე არსებულ წრიულ მოძრაობაზე და მიემართება უკან გ-------–----–---ის გამზირის მიმართულებით. 15:48:28 საათზე, იუნკერების ქუჩიდან ბ-------------–----–---ის გამზირის მიმართულებით მიემართება ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა და ჩერდება „ვ-----–--“ გაზგასამართ სადგურთან. 15:47:59 საათზე, ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა, უკუსვლით იწყებს მოძრაობას, გადის რამდენიმე მეტრს და ჩერდება. 15:49:28 საათზე, ბ-------------–----–--------------------ე კორპუსის წინ არსებული ავტოსადგომიდან გამოდის შავი ფერის „ტ--------ს“ ფირმის ავტომანქანა და მიემართება ბ-------------–----–---ის გზისკენ, რა დროსაც 15:50:16 საათზე, ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა მიდის და უკუსვლით ჩერდება ბ-------------–----–--------------------ე კორპუსის წინ ავტოსადგომზე. 15:50:23 საათზე, ა------------------ს ავტომანქანის წინა მარჯვენა კარი იხსნება და მანქანიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის მაისური და მოლურჯო ფერის ოდნავ მოკლე ჯინსის შარვალი, ხელში უჭირავს ხელკეტი და სირბილით მიემართება ბ-------------–----–--------------------ე კორპუსის მიმდებარედ ქვეითთა სავალ ბილიკზე მდგომი დ-----------------–--ლისკენ, რომელსაც ურტყამს ხელკეტს. დ-----------------–--ლი ეცემა ძირს, ხოლო აღნიშნული მამაკაცი აგრძელებს მის ცემას ხელკეტით, რა დროსაც ა------------------ს „B----5“-ის მოდელის ავტომანქანის მხრიდან დ-----------------–--ლის მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით გარბის მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მიდის დ-----------------–--ლთან და ეჯაჯგურება, რის შემდეგაც სწრაფადვე ბრუნდება და გამორბის ა------------------ს მანქანის მიმართულებით, ხოლო ხელკეტიანი მამაკაცი აგრძელებს დ-----------------–--ლის ცემას, რა დროსაც კადრში ჩნდება ქალბატონი თეთრი წინსაფრით, რომელიც ცდილობს დ-----------------–--ლის დახმარებას და მასზე თავდამსხმელ მამაკაცს უწევს წინააღმდეგობას, რის შემდეგაც 15:50:58 საათზე, მამაკაცი რომელიც ხელკეტით სცემს დ-----------------–--ლს, გარბის ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებულ საავტომობილო გზაზე და მას უკან მისდევს თეთრწინსაფრიანი ქალბატონი. 15:50:51 საათზე, N--ე კორპუსის წინ გაჩერებული ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა იძვრება, მიდის ბ-------------–----–---ის საავტომობილო გზაზე, წრიულ მოძრაობასთან აბრუნებს მანქანას და მიემართება რ------------–------ის ქუჩის მიმართულებით. 15:51:38 საათზე, კადრში ჩნდება ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW“-ს მოდელის ავტომანქანა, რომელიც ბ-------------–----–---ის გამზირიდან მოძრაობას აგრძელებს გულიას ქუჩის მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ-------------–----–---ის გამზირის №--ში მდებარე ინდ.მეწარმე ი-----–---------–---–ისაგან გამოთხოვილი აფთიაქისა და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის კამერების ვიდეოჩანაწერი, რომლის დათვალიერებისას ჩანს, რომ 2017 წლის 14 ივნისს, 15:42:24 საათზე, კადრში ჩნდება ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: X--------, რომელიც უხვევს ყოფილი რთველაძის, ახლანდელი იუნკერების ქუჩაზე. 14:45:31 საათზე კადრში ჩნდება ასევე ზ--------------–-ას კუთვნილი „BMW’’-ს მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: Z--------. 14:34:25 საათზე ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქვეითთა სავალ ბილიკზე ფეხით მოძრაობს დ-----------------–--ლი და ჩერდება 15:50:08 საათზე, მასთან მირბის მამაკაცი, ურტყამს ხელკეტს და დ-----------------–--ლი ვარდება ასფალტზე, რის შემდეგაც მამაკაცი აგრძელებს მის ცემას ხელკეტით. წაქცეულ დ-----------------–--ლთან მირბის მეორე მამაკაცი, რომელიც იხრება, დ-----------------–--ლს კისერთან ჰკიდებს ხელს და ეჯაჯგურება. ამ დროს კადრში ჩნდება დ-----------------–--ლის შვილი - ქ-------------------–--ლი, რომელიც ცდილობს დ-----------------–--ლის დახმარებას, რის შემდეგაც მამაკაცი, რომელიც დ-----------------–--ლთან იყო დახრილი, დგება და გარბის „ვ-----–--“ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, ხოლო მეორე მამაკაცი აგრძელებს დ-----------------–--ლის ცემას, რა დროსაც ქ-------------------–--ლი კიდებს ხელს ხელკეტიან პიროვნებას. აღნიშნულის შემდეგ მამაკაცი, რომელიც დ-----------------–--ლს თავს დაესხა და ხელკეტით სცემდა, გადარბის ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებულ საავტომობილო გზაზე, სადაც კარგად ჩანს, რომ აღნიშნულ პიროვნებას აცვია მოლურჯო ფერის ოდნავ მოკლე შარვალი, მოთეთრო ფერის ზოლიანი მაისური და თავზე ახურავს შავი ფერის ქუდი. მას უკან მიჰყვება ქ-------------------–--ლი, რომელიც მალევე ბრუნდება უკან. 15:51:17 საათზე, კადრზე ჩნდება ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW’’-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: Z--------, რომელიც მიემართება ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში მდებარე შპს „ვ-----– პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ-------------–----–---ის გამზირის №--ში მდებარე ინდ.მეწარმე ი-----–---------–---–ისგან გამოთხოვილი აფთიაქისა და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის კამერების ვიდეოჩანაწერი, რომლის დათვალიერებისას ჩანს, რომ 2017 წლის 14 ივნისს, 15:45:18 საათზე, კადრში ჩნდება ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ს მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: X--------, რომელსაც უკან მიჰყვება ზ--------------–-ას კუთვნილი, თეთრი „BMW“-ს მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: Z--------. ა------------------ს კუთვნილი „B----5’’-ის მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: X--------, უხვევს ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსთან იუნკერთა ქუჩაზე, ხოლო ზ--------------–-ას კუთვნილი ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობს ბ-------------–----–---ის მოედნის მიმართულებით და შედის რესტორან „ა--------ას“ გვერდით არსებულ კორპუსების ეზოში. 15:34:25 საათზე, ბ-------------–----–--------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქვეითთა სავალ ბილიკზე ფეხით მოძრაობს დ-----------------–--ლი და ჩერდება 15:50:08 საათზე. მასთან მირბის მამაკაცი, ურტყამს ხელკეტს და დ-----------------–--ლი ვარდება ასფალტზე, რის შემდეგაც მამაკაცი აგრძელებს მის ცემას ხელკეტით. წაქცეულ დ-----------------–--ლთან მირბის მეორე მამაკაცი, რომელიც იხრება, დ-----------------–--ლს კისერთან, კიდებს ხელს და ეჯაჯგურება. ამ დროს კადრში ჩნდება დ-----------------–--ლის შვილი - ქ-------------------–--ლი, რომელიც ცდილობს დ-----------------–--ლის დახმარებას, რის შემდეგაც მამაკაცი, რომელიც დ-----------------–--ლთან იყო დახრილი, დგება და გარბის „ვ-----–--“ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, ხოლო მეორე მამაკაცი აგრძელებს დ-----------------–--ლის ცემას, რა დროსაც ქ-------------------–--ლი კიდებს ხელს ხელკეტიან პიროვნებას. აღნიშნულის შემდეგ მამაკაცი, რომელიც დ-----------------–--ლს თავს დაესხა და ხელკეტით სცემდა, გადარბის ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებულ საავტომობილო გზაზე, სადაც კარგად ჩანს, რომ აღნიშნულ პიროვნებას აცვია მოლურჯო, ოდნავ მოკლე შარვალი, მოთეთრო, ზოლიანი მაისური და თავზე ახურავს შავი ქუდი. მას უკან მიჰყვება ქ-------------------–--ლი, რომელიც მალევე ბრუნდება უკან. 15:51:17 საათზე კადრში ჩნდება ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW’’-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: Z--------, რომელიც მიემართება ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში მდებარე შპს ,,ვ-----– პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ორთაჭალის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული „ს------ ჯო----------------–----ის“ სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს ვიდეოჩანაწერის საათი, რომელიც 12 საათიანი შკალით აჩვენებს დროს. კამერების დროის მაჩვენებელი რეალური დროისაგან განსხვავდება ორი წუთით. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას ჩანაწერში ჩანს, რომ 2017 წლის 14 ივნისს, 03:26:26 საათზე, ანუ რეალური დროით 15:27:26 საათზე, ა------------------ს კუთვნილი „B----5’’-ის მოდელის ავტომანქანა ბო----------–--–--ს ქუჩაზე არსებული „ს------ პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მხრიდან მიემართება ბ-------------–----–---ის მოედნის მიმართულებით. 03:35:31 საათზე, ანუ რეალური დროით 15:37:31 საათზე, ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა, ბ-------------–----–---ის მოედნის მხრიდან მიემართება ბო----------–--–--ს ქუჩაზე არსებულ „ს------ პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერში 03:40:27 საათზე, რეალური დროით 15:42:27 საათზე, ჩნდება ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW’’-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც მეიმართება ბ-------------–----–---ის მოედნის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერის დროით 03:56:22 საათზე, ანუ რეალური დროით 15:58:22 საათზე, კადრში ჩნდება ა------------------ს კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც მიემართება „ს------ პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მიმართულებით.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს იუნკერთა და ჩკ--–----ს ქუჩის კუთხეში განთავსებული სასტუმრო „ჯორჯიან პალასის“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც რეალური დროისაგან განსხვავდება სამი წუთით. კერძოდ, კამერის ჩანაწერის დრო რეალურ დროს წინ უსწრებს სამი წუთით. ჩანაწერის დროით 2017 წლის 14 ივნისის 15:51 საათზე ანუ 15:48 საათზე, ფიქსირდება ზ--------------–-ას კუთვნილი თეთრი ფერის „BMW“-ს მე-3 სერიის ავტომანქანა, რომელიც შემოდის ჩკ--–----ს და იუნკერთა ქუჩის კვეთის მხრიდან და ჩერდება კამერის თვალთახედვის არეში, რის შემდეგაც იღება ავტომანქანის მარცხენა კარი და გადმოდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ესალმება ქუჩაზე ბავშვთან ერთად მოძრავ, შორტებში ჩაცმულ მამაკაცს, რის შემდეგაც კვლავ ჯდება ავტომანქანაში. ამის შემდეგ, კამერის დროის მაჩვენებლის მიხედვით 15:51:50 საათზე, ანუ რეალური დროით 15:48 საათზე, ავტომანქანა იძვრება და მიემართება ზემოთ, ჩკ--–----ს და იუნკერთა ქუჩების გადაკვეთის მიმართულებით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის------------ის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან მოწმის - ა------------------ს, მითითებით გასვლა მოხდა თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირის №7-ე კორპუსის მიმართულებით. ა------------------ს მიერ მითითებულ მისამართზე მისვლა ხდება ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებული საავტომობილო გზით. თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირის №7-ე კორპუსთან (ყოფილი ბო----------–--–--ს №7) მისვლის შემდეგ, ა-----------------მა აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ კორპუსის №--------------------------------–-------------–- ცხოვრობენ მისი მშობლები, რომლებთანაც იყო მისული 2017 წლის 14 ივნისს, თავისი კუთვნილი „B----5”-ის მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: X--------. აღნიშნულის შემდეგ ა-----------------მა მიუთითა თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირის №7-ში მდებარე კორპუსის ეზოდან გამოსასვლელ საავტომობილო გზაზე და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას შეხვდა მას 2017 წლის 14 ივნისს ბ-----------–--ე თავის თანმხლებ პირთან ერთად და სთხოვა ორთაჭალაში საქმეზე წაყვანა, რაზედაც ჯერ უარი განუცხადა, რის შემდეგაც ბ-----------–--ემ კიდევ სთხოვა ორთაჭალაში წაყვანა, რომელსაც დასთანხმდა და ბ-----------–--ე, მის თანმხლებ პირთან ერთად, ჩაჯდა მის კუთვნილ „B----5“-ის მოდელის ავტომობილში. ბ-----------–--ე დაჯდა მძღოლის გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო მისი თანმხლები პირი ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე. აღნიშნულის შემდეგ ა-----------------მა მიუთითა ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებულ საავტომობილო გზისკენ და აღნიშნა, რომ ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებული საავტომობილო გზის გავლით წავიდა იმავე გამზირზე არსებულ რესტორან ,,ა--------ის“ მიმართულებით. თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირზე, ყოფილი ბო----------–--–--ს №-8-ში მდებარე ,,რო----------–-ს’’ ბენზინგასამართ სადგურზე ა-----------------მა განმარტა, რომ აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე ბ-----------–--ემ ჩაუსხა 10 ლარის ბენზინი, რის შემდეგაც ისევ უკან, ბ-------------–----–---ის გამზირის №7-ე კორპუსის მიმართულებით წავიდნენ, სადაც მოაბრუნეს ავტომანქანა და იმავე გამზირზე არსებულ რესტორან ,,ა--------ის“ მიმართულებით გაემართნენ. ამის შემდეგ, ა------------------ს მითითებით, გასვლა მოხდა რესტორან ,,ა--------ის’’ მიმართულებით, ბ-------------–----–---ის გამზირის გავლით, სადაც ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში მდებარე შპს ,,ვ-----– პეტ-----–--------------ას’’ კუთვნილ გაზგასამართ სადგურთან, ა-----------------მა მიუთითა ბ-------------–----–---ის გამზირიდან ხელმარჯვნივ, რი-----------–--------ის ქუჩაზე და აღნიშნა, რომ როდესაც მივიდნენ ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში არსებულ ,,ვ-----–--“ გაზგასამართ სადგურთან, ბ-----------–--ის მითითებით, აუხვია რი-----------–--------ის ქუჩაზე და წავიდა „ისნის მეტროსადგურის“ მიმართულებით. რი-----------–--------ის ქუჩის №8-სთან ა-----------------მა მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინ გამავალ საავტომობილო გზაზე და აღნიშნა, რომ ბ-----------–--ის მითითებით, შეუხვია აღნიშნულ ქუჩაზე და გავიდა რ-----–---------აზე. რ-----–---------აზე მისვლისას, ა-----------------მა მიუთითა მარჯვენა მხარეს, ბ-------------–----–---ის გამზირის მიმართულებით და აღნიშნა, რომ რ-----–---------აზე გასვლის შემდეგ, ბ-----------–--ის მითითებით, წავიდა ბ-------------–----–---ის გამზირის მიმართულებით. რ-----–---------იდან ა------------------ს მითითებით, წასვლა ხდება ბ-------------–----–---ის გამზირის მიმართულებით, ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში მდებარე შპს ,,ვ-----– პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართ სადგურთან, სადაც ა-----------------მა მიუთითა შპს ,,ვ-----– პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის ოფისის კედელზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ადგილას გააჩერა მანქანა ბ-----------–--ის მითითებით. დაახლოებით ორი-სამი წუთის განმავლობაში იდგა აღნიშნულ ადგილას, რის შემდეგაც ბ-----------–--ის მითითებით, მანქანა დაძრა და უკუსვლით მიაყენა შპს ,,ვ-----– პეტ-----–--------------ას“ გაზგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს, ბ-------------–----–---ის გამზირის №--ში მდებარე კორპუსის ავტოსადგომზე, რა დროსაც ა------------------ს განმარტებით, მისი მანქანიდან ბეისბოლის ე.წ. „ბიტით“ ხელში გადმოვიდა ბ-----------–--ე და მას გადაჰყვა მისი თანმხლები პიროვნება. ბ-----------–--ემ გაიარა რამდენიმე მეტრი და ზემოაღნიშნული კორპუსის წინ მდგომ მამაკაცს ბეისბოლის ე.წ. „ბიტა“ ჩაარტყა თავში. ვინაიდან შეგროვდა ხალხი, ის ვეღარ ხედავდა მისი მანქანის უკანა ხედვის სარკეში, თუ რა ხდებოდა. ა------------------ს განმარტებით, რომ მიხვდა რაღაც ცუდი ხდებოდა, დაქოქა მანქანა და დააპირა წასვლა, რა დროსაც ავტომანქანის უკანა კარი გახსნა ბ-----------–--ის თანმხლებმა მამაკაცმა და ჩაუჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ა-----------------მა დაძრა ავტომობილი, გაიარა რამდენიმე მეტრი, დატრიალდა ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებულ წრიული მოძრაობის წრეზე და წავიდა ისევ რი-----------–--------ის ქუჩაზე. ა-----------------მა მიუთითა რი-----------–--------ის ქუჩის №8-ში მდებარე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საიდანაც ისევ ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს და წავიდნენ კვლავ ბ-------------–----–---ის მოედნის №--ში მდებარე ,,ვ-----–--’’ გაზგასამართი სადგურის მიმართულებით. ,,ვ-----–--’’ გაზგასამართ სადგურზე მისვლამდე, ა----------ვმა მიუთითა რ-----–---------ის მარცხენა მხარეს, დ-----–---–ის ქუჩის შესახვევამდე, ჩკ--–----ს ქუჩის შესახვევზე და აღნიშნა, რომ სწორად არ ახსოვს, დ-----–---–ის ქუჩაზე შეუხვია თუ ჩკ--–----ს ქუჩაზე, რის შემდეგაც გავიდა ჩკ--–----ს ქუჩაზე და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გზაჯვარედინზე, ა------------------ს მითითებით, გაემართნენ ბ-------------–----–---ის გამზირზე, საიდანაც ბრალდებულის მითითებით, გავიდნენ საავტომობილო გზაზე და გაემართნენ ბ-------------–----–---ის გამზირზე, მარცხენა მხარეს მდებარე №3-----------ს მიმართულებით. ბ-------------–----–---ის გამზირზე მდებარე „G&D’’ ავტოსერვისის შენობასთან მისვლის შემდეგ, ა-----------------მა მიუთითა ბო----------–--–--ს ქუჩის №6-ში მდებარე კორპუსის გვერდით არსებულ გზაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ გზით მივიდა ბ-------------–----–---ის გამზირის №7-ე კორპუსთან (ყოფილი ბო----------–--–--ს ქუჩის №7-ში) მდებარე სტადიონთან, სადაც ა----------ვმა მიუთითა ბო----------–--–--ს ქუჩის №--ე კორპუსსა და სტადიონს შორის არსებულ გზაზე და აღნიშნა, რომ მან ამ ადგილას ჩამოსვა ბ-----------–--ის თანმხლები მამაკაცი. ამის შემდეგ, ა------------------ს მითითებით, გადაადგილება მოხდა ბ-------------–----–---ის გამზირის N--ე კორპუსთან მდებარე ავტოსადგომზე, სადაც ა-----------------მა აღნიშნა, რომ ამ ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, რის შემდეგაც თავისი მეგობრის - მ---------------ის ავტომანქანით წავიდა სომხეთის მიმართულებით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, კ-------–-----–---------------ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე, კერძოდ, აღნიშნული შენობის პირველ სართულზე განთავსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის ცენტრალური შესასვლელი კარის წინამდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიას გარშემო შემოვლებული აქვს ლითონის მესერი.
2017 წლის 16 ივნისის წიგნების დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გ----------------–---–ის მიერ წარდგენილი ორი ცალი სარეგისტრაციო წიგნი, რომელთაგან ერთი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი N-, რომლის 74-ე ფურცლის მე-2 გვერდზე და 75-ე ფურცლის პირველ გვერდზე 74-ე ნომრად დარეგისტრირებულია სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, 2017 წლის 14 ივნისს, 15:52 საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდებულის სახით დაკავებული, 1----–-–------------ს დაბადებული ბ-----------–--ის ის------------ის პოლიციის მე-3 განყოფილებაში მიყვანისა და შენობიდან გაყვანის ფაქტი. ჩანაწერის მიხედვით, ბ-----------–--ე ის------------ის პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში შეყვანილია 2017 წლის 14 ივნისს, 16:30 საათზე, ხოლო თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადასაყვანად, განყოფილებიდან გაყვანილია 2017 წლის 14 ივნისს, 20:55 საათზე. მეორე წიგნის თანახმად, რომელიც წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალს, მისი მე-13 ფურცლის მეორე გვერდზე და 14-ე ფურცლის პირველ გვერდზე, 30-ე ნომრად რეგისტრირებულია, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადასაყვანად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებული, 1----–-–------------ს დაბადებულ ბ---------------------–----, ის------------ის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან, 2017 წლის 14 ივნისის 20:55 საათზე გაყვანის ფაქტი, რომლის გასწვრივაც შესაბამის გრაფაში გაკეთებული არ არის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის შესახლების დამადასტურებელი ჩანაწერი, დროებითი მოთავსების იზოლატორის წარმომადგენლის ხელმოწერა და დასმული არ არის იზოლატორის ბეჭედი.
წიგნის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნ-----–------------–---–ის მიერ წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე, მოქალაქეთა შესვლა-გასვლის სარეგისტრაციო ჟურნალი N-03, რომლის 126-ე ფურცლის პირველ გვერდზე მე-17 გრაფაში, 2017 წლის 14 ივნისს, რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე, 21:13 საათზე, ბ-----------–--ის შეყვანის ფაქტი. ბ-----------–--ის წარმომდგენად დაფიქსირებულია ის------------ის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომელი ზ--------------–--- და შესრულებულია მისი ხელმოწერა. ხელმოწერის შემდგომ გრაფაში იკითხება აბრევიატურა „დმი“, რაც ნ-----–------------–---–ის განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ბ-----------–--ე ტერიტორიაზე შეყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში შესასახლებლად.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე განთავსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მე-2 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების დაცვის ოთახში მდებარე კომპიუტერებში არსებული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გადაღებულია 2017 წლის 14 ივნისს, 21:00 საათიდან - 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში. დათვალიერებით დადგინდა, რომ N- სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დრო, რომელიც იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე შემოსასვლელ N- საკონტროლო გამშვებ პუნქტს, რეალურ დროს ჩამორჩება ხუთი წუთით. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს, რომ კამერის დროით 21:13 საათზე, N- საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე შედის შუქებანთებული მუქი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც მიემართება დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმართულებით და გადის კადრიდან. N-6-ე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დრო, რომელიც იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიას, რეალურ დროს ჩამორჩება ხუთი წუთით. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს, რომ კამერის დროით 21:24 საათზე, დროებითი მოთავსების იზოლატორის მხრიდან, ეზოს გამყოფი ლითონის მესერის პარალელურად, სწრაფად გარბის სამოქალაქო ტანსაცმლიანი ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აღნიშნული ლითონის მესერის ბოლოს მდებარე თავისუფალი ტერიტორიით გადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ვალერი სამველაშვილის განმარტებით, არის N- საგუშაგო პუნქტის საკონტროლო პერიმეტრი. აღნიშნულ პიროვნებას, რამდენიმე მეტრის დაშორებით უკან მისდევენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები, რომლებიც გარბიან იმავე მიმართულებით და მათ წინ მყოფი ზემოაღნიშნული მამაკაცის მსგავსად გადიან კადრიდან. N-1-ე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დრო, რომელიც იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დამცავი ლითონის მესერის გარეთ მდებარე ტერიტორიას, კერძოდ, აღნიშნული მესერის პარალელურად მდებარე მ---–--–----–-----ის გამზირზე ამავალ ქვეითად მოსიარულეთა გზას, რეალურ დროს უსწრებს, დაახლოებით 50 წუთით. აღნიშნული კამერით გადაღებულ ჩანაწერში, კამერის დროით 22:21 საათზე ჩანს, რომ მ---–--–----–-----ის გამზირის მიმართულებით მირბის სამოქალაქო ტანსაცმლიანი მამაკაცი, რომელიც ავიდა მ---–--–----–-----ის გამზირზე, წავიდა მარცხნივ, ვეფ-------------ს მონუმენტის მიმართულებით და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, გადის კადრიდან. აღნიშნული მამაკაცის გამოჩენისას, ამავე ჩანაწერში ჩანს, რომ რამდენიმე წამში ხსენებული მამაკაციდან, რამდენიმე მეტრის მოშორებით, იმავე მიმართულებით მირბის ორი მამაკაცი, რომლებიც ადიან მ---–--–----–-----ის გამზირზე და ქრებიან კადრიდან.
2017 წლის 22 აგვისტოს, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N470-ის ასლის მონაცემების მიხედვით, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე დ-----------------–--ლს სამედიცინო დახმარება გაეწია 14.06.2017 წელს და დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა; ინტრაკრანოიალური ტრავმა. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი, როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული - დიაგნოზი დაუზუსტებელია. ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. ამავე დოკუმენტში არსებული სქემის თანახმად, დ-----------------–--ლს თავის არეში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა და ამავე მიდამოში - ჰემატომა. წარმოდგენილი შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-4----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ასლების მონაცემების თანახმად: მოქალაქე დ-----------------–--ლი მოთავსებულ იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 2017 წლის 14 ივნისს, 16:07 საათზე და გაეწერა 2017 წლის 15 ივნისს, 17:00 საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარჯვენა ყბის მიდამოში დაჟეჟილობა. ორივე მუხლის და წვივის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ნახეთქი ჭრილობა კეფის არეში. ამავე დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად: დ-----------------–--ლს სახის და ორივე ქვედა კიდურის მიდამოში აღენიშნებოდა ესკორიაციები და თავის არეში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა და ჰემატომა. ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, 2017 წლის 14 აგვისტოს N5--------- წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა „ნევროლოგის“ დირექტორმა ნ----------------მ და დაადგინა: მოქალაქე დ-----------------–--ლს აღენიშნება მწვავე ტრავმული ნევროლოგიური პათოლოგია - თავის ტვინის შერყევა. დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ობიექტური მონაცემები და ტრავმის მიღების თარიღი - 2017 წლის 14 ივნისი, არ არის ერთმანეთთან შეუსაბამო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე დ-----------------–--ლის სხეულზე არსებული დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით. დაზიანებანი - ნახეთქი ჭრილობის, ჰემატომისა და თავის ტვინის შერყევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ესკორიაციები (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად და მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული დაზიანებების (ესკორიაციების) მორფოლოგიური სურათი. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა. მისი განმარტებით, ჯაჭვის ჩამოგლეჯვის შედეგად ყელზე რაიმე სახის დაზიანების განვითარება თეორიული მსჯელობის საგანია. შესაძლებელია დარჩეს რაიმე სახის კვალი, შესაძლებელია არ დარჩეს.
2018 წლის 19 თებერვლის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-------------
2017 წლის 05 ივლისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 14 ივნისს, თბილისში, ბ-------------–----–------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-----------------–--ლის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, თბილისში, ბ-------------–----–--------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო მასალების მაღაზიის წინ, დაახლოებით ხუთ მეტრში ასფალტის ზედაპირიდან, საცხობის წინ, დაახლოებით ხუთ მეტრში ასფალტის ზედაპირიდან და ბორდიურზე, გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით ორ მეტრში, ხის ჯოხის წინ ასფალტის ზედაპირიდან, ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ზ--------------–-ასგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის. თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირის N--ე კორპუსის მიმდებარედ ავტოსადგომზე გაჩერებული ა------------------ს კუთვნილი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: X--------, წინა მარცხენა, წინა მარჯვენა, უკანა მარცხენა და უკანა მარჯვენა სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ ზ--------------–-ასგან აღებული სუნის კვლის ნიმუშისა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ტაბატაძემ.
2017 წლის 21 ივლისის, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „ავტომანქანის წინა და უკანა მარჯვენა და მარცხენა კარების შიდა სახელურებიდან და შიდა გამღები სახელურებიდან ანაწმენდები, ასევე ავტომანქანის სიჩქარის ბერკეტიდან ანაწმენდები „ავტომანქანის ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან ანაწმენდები, ავტომანქანის საჭის ზედა და ქვედა რკალებიდან და სასიგნალოს ზედაპირიდან ანაწმენდი“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე - ობ. N-8, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N-8-ის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი და დ-----------------–--ლის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N-8-ის პროფილში, ზ--------------–-ას გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა. პაკეტში წარწერით „ავტომანქანის უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს საზურგის ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის შიდა ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარზე არსებული ე.წ. ფარდის ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი“ მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე და პაკეტში წარწერით: „N-, N- - ბორდიურის ასფალტის ზედაპირიდან ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ ასფალტისმაგვარ ფრაგმენტებზე და ქაღალდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ-----------------–--ლს. პაკეტში წარწერით: „ობ. N- - ბორდიურზე მდებარე ხის ხელკეტისმაგვარი საგანი მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ ხელკეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ-----------------–--ლს. პაკეტში წარწერით: „დ-----------------–--ლის ტანსაცმელი“ მოთავსებულ პერანგზე, შარვალზე და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ-----------------–--ლს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-------–---------.
2017 წლის 25 ივლისის, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N4---- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამიდან სახელწოდებით, „ch06_20 1----------------, ამოღებულ ფოტოსურათებზე გამოსახულ ავტომობილის სალონში პიროვნების გამოსახულება არ ფიქსირდება. დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ზ-----------–-–---–-----------------------------. ამ უკანასკნელის განმარტებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის კვლევის ფარგლებს სცილდება იმის დადგენა, ვიდეოჩანაწერში არსებულმა პიროვნებამ რამდენად კარგად დაინახა ვიდეოჩანაწერში არსებული მეორე პიროვნება.
2017 წლის 28 ივლისის, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N4---- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული, გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის პირობითად ვარგისია და შესაძლებელია კონკრეტული პიროვნების ფოტოსურათთან შედარებით პიროვნების სავარაუდო დადგენა, ამოცნობა. გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნებების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, რის გამოც, აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნებების იერსახის გამოსახულების, მათ ხელთ არსებულ ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში, ბ---------------------–----, ზ------------------------–-ას და ა-------------------------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათებში მოთავსებულ ფოტოსურათებთან შედარება, მათი იდენტიფიცირების მიზნით ვერ მოხერხდა. გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 23.03.1992 წელს დაბადებული ბ---------------------–---- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათებზე გამოსახულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ---------------–---–--. მისი განმარტებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის კვლევის ფარგლებს სცილდება იმის დადგენა, ვიდეოჩანაწერში არსებულმა პიროვნებამ თუ რამდენად კარგად დაინახა ვიდეოჩანაწერში არსებული მეორე პიროვნება.
2017 წლის 20 დეკემბრის, კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად,N- ვიდეოჩამწერი მოწყობილობის (ამოღებული მოსკოვის გამზ.29, სატრენაჟორო დარბაზი შპს „საკე მატა“) მეხსიერებაში ფიქსირდება 2017 წლის 13 ივნისის 20:00:00 საათიდან - 2017 წლის 23 ივნისის 19:10:28 საათამდე პერიოდით დათარიღებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შესაბამისად, მისი მეხსიერებიდან ამოღებულ იქნა 2017 წლის 14 ივნისის 15:00:00 საათიდან - 16:00:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ვიდეოჩანაწერები, რაც გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით: „DVR N-” და დაარქივებულ იქნა პროგრამა „WINRAR“-ის გამოყენებით ფაილებად. ამოღებულ ვიდოჩანაწერებზე აღინიშნება თუ არა დროის წყვეტა, ამის დადგენა სცდება კომპიუტერული ექსპერტიზის კომპეტენციის ფარგლებს, ხოლო ინფორმაცია თარიღისა და დროის შეცვლის შესახებ, ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებაში არსებულ ე.წ. „LOG“ ფაილებში არ ფიქსირდება. ასევე, დასკვნის კვლევით ნაწილში დაფიქსირებულია, რომ აღნიშნული მოწყობილობის ოპერატიულ სისტემაში ფიქსირებული თარიღი და დრო 3 წუთით და 43 წამით წინ უსწრებს რეალურ თარიღსა და დროს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ--------–---------.
2017 წლის 30 ოქტომბრის, სამედიცინო ექსპერტიზის N0------- დასკვნის თანახმად, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნის გამოკვლევითი ნაწილით, მოქალაქე დ-----------------–--ლს სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ და შპს „მაღალი საუნივერსიტეტო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამედიცინო ბარათებში რაიმე მონაცემები კისრის არეში ფიზიკური დაზიანების თაობაზე არ აღენიშნებოდა. მეტალის (ოქრო) მასიური ჯაჭვის ჩამოგლეჯვის შემთხვევაში ისე, როგორც მიუთითებს დაკითხვის ოქმში დ-----------------–--ლი (ყელიდან მომგლიჯა ოქროს ჯაჭვი), მას კისრის მიდამოში უნდა განვითარებოდა დაზიანება სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთის ან ზერელე ნაჭდევის სახით. ანამნეზური მონაცემების ფორმატში დ-----------------–--ლმა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ ბრიგადას განუცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს დაზიანება მიაყენა ერთმა უცნობმა პიროვნებამ, კერძოდ, თავში ჩაარტყა ე.წ. „ბიტა“, რა დროსაც გონება არ დაუკარგავს. სტაციონარში სამედიცინო პერსონალს კი მიაწოდა საწინააღმდეგო ანამნეზური მონაცემები - სცემეს უცნობმა პირებმა ბეისბოლის ჩოგნით და ჰქონდა გონების დაკარგვის ხანმოკლე ეპიზოდი. მიმართვის საფუძველზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა თსსუ ნეირომედიცინის დეპარტამენტის პედაგოგმა, მედიცინის დოქტორმა, ნევროლოგმა ც.მანჯგალაძემ. სპეციალისტის დასკვნით, დ------------–---–ს კლინიკო-ნევროლოგიური გამოკვლევით, სავსებით დასაბუთებულად, გამოტანილი აქვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმის - თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს პიროვნების გონებრივ მდგომარეობაზე და თან ახლავს მთელი რიგი გამოვლინებები, მათ შორის ანტერორეტროგრადული ამნეზია, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტრავმის მწვავე პერიოდში, დ-----------------–--ლი, თავისი გონებრივი მდგომარეობით, ვერ ასახავდა ადეკვატურად ტრავმის მიღების და მომხდარის ირგვლივ სხვა ვითარების დეტალებს ისე, როგორც 2017 წლის 14 ივნისის ჩვენებაში აქვს მითითებული. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ა-–-------------------.
2017 წლის 30 ოქტომბრის კომპლექსური ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოფონოსკოპიური ექსპერტიზის N-0---------------- დასკვნის თანახმად, ვიდეოფაილი სახელწოდებით: c------------------ გაშიფრულია და წარმოდგენილია დანართი 1-ის სახით, ხოლო ვიდეოფაილი სახელწოდებით: c------------------ გაშიფრულია და წარმოდგენილია დანართი 2-ის სახით. ასფალტზე დაგდებული ღია ფერის პერანგში ჩაცმული პიროვნება ვერ შეძლებდა დაენახა მის თავთან წამიერად დახრილი, შავმაისურიანი ადამიანის სახე, რადგან ამ დროს ის აქტიურად იგერიებდა ჯოხით შეიარაღებულ თავდამსხმელს ფეხების მხრიდან და თავიც ოდნავ წინ ჰქონდა წამოწეული. გარდა ამისა, შავ მაისურიან მამაკაცს სახე დაფარული ჰქონდა მონაცრისფრო ქსოვილით. ასფალტზე დაგდებულ ღია ფერის პერანგში ჩაცმულ პიროვნებას არ დაუნახავს, თუ საით წავიდა და რა მარკის ავტომანქანაში ჩაჯდა შავ მაისურში ჩაცმული პიროვნება. ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე, ვიდეოფაილებში ასფალტზე დაგდებულ ღია ფერის პერანგში ჩაცმულ პიროვნებასთან წამიერად დახრილ მუქი ფერის მაისურში და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალში ჩაცმული პიროვნება, არის თუ არა ზ--------------–-ა და c------------------ ვიდეოფაილში, 15:51:15 საათზე, კადრში წინა პლანზე გამოჩენილ თეთრი ფერის ავტომანქანაში, რომელიც მიემართება მოედნისკენ, მძღოლის გვერდზე მჯდარი პიროვნება არის თუ არა ზ--------------–-ა, პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ვიდეოფაილი მათი ხარისხიდან გამომდინარე, პირის იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------–---–---–-ა. მისი განმარტებით, დ-----------------–--ლზე ბ-----------–--ის მხრიდან განხორციელებული თავდასხმიდან, მეორე პიროვნება ადგილზე მიდის დაახლოებით ცხრა წამში, რომელიც იხრება დ-----------------–--ლის თავთან, დაახლოებით ორი წამის განმავლობაში და ხელებით ეხება რაღაცას, თუმცა რას ეხება, ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, რადგან ეფარება ძირს დაგდებული დ-----------------–--ლის მუცელი და აწეული თავი. ვინაიდან მას სახეზე აფარებული ჰქონდა ქსოვილი, მის დანახვას ვერ შეძლებდა დ-----------------–--ლი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ქ.თბ--–--–---------------------------ში მდებარე სატრენეჟორო დარბაზ „ს-------ადად“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც დასტურდება, რომ 2017 წლის 14 ივნისს ზ--------------–-ა სპორტ დარბაზს ტოვებს ჩანაწერის დროით 15:40 საათზე. მას აცვია შორტი (მომწვანი/მოლურჯო) და ბოტასები.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 31 მაისის შპს „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალ------------ს“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლელვად წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერში, სახელწოდებით ,,c------------------’’ და ,,რ------------ზე გასული სატელევიზიო სიუჟეტიდან პიროვნებას, რომელიც მიწაზე დაცემული დ-----------------–--ლის თავთან წამიერად იხრება, მარცხენა ხელის მტევნიდან იდაყვამდე მონაკვეთში აღენიშნება სხვადასხვა სახის ტატუირება. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მ-------------–---–---–მა. მან გამორიცხა, რომ ხელზე არსებული ლაქა შესაძლებელია ყოფილიყო ჩრდილი ან სხვა რამე, ვინაიდან ეს არის დინამიური კადრი, ხელზე არსებული სიშავე თან მიჰყვება მას მოძრაობისას, ხოლო ჩრდილი ხელს ვერ გაჰყვებოდა. ექსპერტმა კატეგორიულად განმარტა, რომ ეს არის მასიური ტატუ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე, გამოსახულების მონტაჟის ნიშნები არ გამოვლინდა. ვიდეოფაილზე სახელწოდებით „Rustavi oris siujeti.მპ4“ მონტაჟის ნიშნები არ გამოვლინდა, მაგრამ მასში დაფიქსირებულ გამოსახულებაზე არის სატელევიზიო გადაცემის მსვლელობისას დადებული ტიტრები, ლოგო და მიმანიშნებელი რგოლები. ფიზიკური დაპირისპირებაში ჩართულ მესამე პირს მარცხენა ხელის მაჯის პირველ ნახევარში, მაჯის ზედა მხრიდან აღენიშნება მუქი ფერის ლაქა, აღნიშნული ლაქა წარმოადგენს თუ არა სვირინგს (ტატუს), დადგენა შეუძლებელია ვიდეოგამოსახულების მიხედვით. ასევე, წარმოდგენილი ვიდეოგამოსახულების ანალიზით შეუძლებელია დადგინდეს, აღნიშნული ლაქა ხელოვნური, თუ ბუნებრივი წარმოშობისაა. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ლ-–----------–--ემ და დამატებით განმარტა, რომ ხსენებული ლაქა შესაძლებელია იყოს ტატუ/სვირინგი ან ნებისმიერი სხვა საგანი, რომლის გარჩევაც შეუძლებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილი „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთას, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 08 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბ-----------–--ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი. საბოლოოდ, ბ-----------–--ეს 02 (ორი) წლით, 04 (ოთხი) თვითა და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, 01 (ერთი) თვე და 06 (ექვსი) დღე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი, 10 (ათი) თვე და 06 (ექვსი) დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 სექტემბრის განაჩენით, ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 08 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირებული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 სექტემბრის განაჩენით, ბ-----------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 08 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 სექტემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ბ-----------–--ის, ზ--------------–-ას და ა------------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, არნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №3------- საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადექვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება (ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა). მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ თუ ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია დასაბუთებული განაჩენის დადგენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულების ბ-----------–--ისა და ა------------------ს მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებების ჩადენას. რაც შეეხება ზ--------------–-ას, პალატა მიიჩნევს, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს დებულებათა გაზიარებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი აღნიშნული დასკვნების დასაბუთებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
პალატა პირველ რიგში განმარტავს, თუ რა გარემოებების გამო მივიდა დასკვნემდე, რომ არსებობს ბ-----------–--ისა და ა------------------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გაზიარებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
პალატა ვერ დაეთანხმება დამცველის პოზიციას წარდგენილი ბრალდების ნაწილში მსჯავრდებულ ბ-----------–--ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ საკმარისი და კანონიერი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ:
მსჯავრდებულმა ბ-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შურისძიების მიზნით, წარსულში არსებული წყენიდან გამომდინარე, გადაწყვიტა დ-----------------–--ლზე თავდასხმა, კერძოდ კი სურდა მისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება. შემთხვევის ადგილზე მივიდა მეგობრის - ა------------------ს მანქანით, რომელსაც გაუმხილა მხოლოდ ის ფაქტი, რომ აპირებდა ერთი ადამიანის ცემას. ამასთან, მანქანაში იმყოფებოდნენ მხოლოდ თვითონ და ა------------------, მესამე პირი მათთან არ ყოფილა. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ იგი უკნიდან დაესხა თავს დ-----------------–--ლს და რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ბეისბოლის „ბიტა“. დაზარალებულის ცემა გააგრძელა მისი ძირს დაცემის შემდეგაც, დ-----------------–--ლის ქალიშვილის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ კი ცემა შეწყვიტა და გაიქცა. ბ-----------–--ემ განმარტა, რომ ჯგუფური ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ქონია; ძირს დაგდებულ დ-----------------–--ლთან ახლოს არავინ მისულა და მისთვის რაიმე ნივთი არავის წაურთმევია; ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ აღნიშნულ ინფორმაციას, ვინაიდან იგი აშკარად უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, რომლებიც მოპოვებულია კანონის სრული დაცვით და რომელთა უტყუარობაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ნათლად დასტურდება დ-----------------–--ლზე განხორციელებულ თავდასხმაში ბ-----------–--ის გარდა, კიდევ ერთი პირის მონაწილეობა. კერძოდ, შპს „ვ-----– პეტ-----–--------------ადან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების თანახმად, 15:50:16 საათზე, ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომობილი ჩერდება ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის წინ ავტოსადგომზე. 15:50:23 საათზე, ა----------ვის ავტომანქანის წინა მარჯვენა კარიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის მაისური და მოლურჯო, ოდნავ მოკლე ჯინსის შარვალი, ხელში უჭირავს ხელკეტი და მირბის ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის მიმდებარედ ქვეითთა სავალ ბილიკზე მდგომი დ-----------------–--ლისკენ, ურტყამს ხელკეტს, რის გამოც დ-----------------–--ლი ეცემა ძირს, ხოლო აღნიშნული მამაკაცი აგრძელებს დ-----------------–--ლის ხელკეტით ცემას. ამ დროს ა------------------ს „B----5’’-ის მოდელის ავტომობილის მხრიდან დ-----------------–--ლის მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით მირბის მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მიდის დ-----------------–--ლთან, ეხება კისერზე, ასრულებს გარკვეულ მოქმედებას ხელებით, რის შემდეგაც სწრაფად ბრუნდება ა------------------ს მანქანის მიმართულებით.
ანალოგიური გარემოება დასტურდება ინდ.მეწარმე ი-----–---------–---–ისგან გამოთხოვილი აფთიაქისა და სავალუტო ჯიხურის კამერების ვიდეოჩანაწერებით, ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქვეითთა სავალ ბილიკზე გაჩერებულ დ-----------------–--ლთან, 15:50:08 საათზე, მირბის მამაკაცი და ურტყამს ხელკეტს. დ-----------------–--ლი ვარდება ასფალტზე, რის შემდეგაც მამაკაცი აგრძელებს მის ცემას. წაქცეულ დ-----------------–--ლთან მირბის მეორე მამაკაცი, რომელიც იხრება და კისერთან ჰკიდებს ხელს. კადრში ჩნდება დ-----------------–--ლის შვილი - ქ-------------------–--ლი, რის შემდეგაც მამაკაცი, რომელიც დ-----------------–--ლთან იყო დახრილი, დგება და გარბის „ვ-----–--“ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, ხოლო მეორე მამაკაცი აგრძელებს დ-----------------–--ლის ცემას. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ იმ მომენტში, რომდესაც ბ-----------–--ე აგრძელებს ძირს წაქცეული დაზარალებულ დ-----------------–--ლის ცემას, მათ ნამდვილად უახლოვდებათ ჯინსის შარვალსა და შავი ფერის მაისურში ჩაცმული პირი. იგი იხრება დ-----------------–--ლთან და ეხება კისრის არეში. კერძოდ, ორივე ხელის გამოყენებით სწრაფად ასრულებს სწორედ იმგვარ მოქმედებას, რაც უკავშირდება ადმიანის ყელიდან ცეპის მოხსნას.
წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით დადგენილი ინფორმაცია თანხვედრაშია დაზარალებულ დ-----------------–--ლის და მოწმე ქ-------------------–--ლის ჩვენებებთან, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ასევე დააფიქსირეს ორი თავდამსხმელი. კერძოდ, მათი განმარტებით, როდესაც ერთ-ერთი თავდამსხმელი „ბიტის“ გამოყენებით ფიზიკურად უსწორდებოდა დ-----------------–--ლს, მეორე მათგანი მიუახლოვდა მას და კისრიდან ჯაჭვი ჩამოგლიჯა. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქ-------------------–--ლი სწორედ მაშინ გამოდის საცხობიდან, როდესაც მეორე თავდამსხმელი დ-----------------–--ლის თავთან არის დახრილი. თავად დაზარალებული კი ხელების და ფეხების საშუალებით ცდილობს მოიგერიოს ბ-----------–--ე, რა დროსაც მთელს სხეულს და მათ შორის თავსაც, ამოძრავებს სხვადასხვა მიმართულებით. ამდენად, ვიდეოჩანაწერებისა და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, დადასტურებული ფაქტია, რომ დ-----------------–--ლზე თავდასხმა ბ-----------–--ესთან ერთად განახორციელა სხვა პიროვნებამაც, რომელმაც დაზარალებულს გასტაცა სამკაულები.
გარდა ამისა, დ-----------------–--ლზე განხორციელებულ თავდასხმაში ორი პირის მონაწილეობა დადასტურებულია ასევე მოწმე ბ-----------------–---–ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის დროს ბ-------------–----–---ის ქუჩა N--ში მდებარე საცხობ „ბ---------სთან“ დაინახა ქვეითთა სავალ ნაწილზე წაქცემული პიროვნება. ერთი მამაკაცი ურტყამდა, ძირს დაგდებულ დაზარალებულს, ხოლო მეორე მამაკაცი იმყოფებოდა უშუალოდ მასთან. ამის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი გაიქცა გზის მხარეს, რომელსაც უკან მისდევდა ქალბატონი და იძახდა - „გვიშველეთ, დაგვაყაჩაღესო“, ხოლო მეორე გაიქცა „ვ-----–--“ გაზგასამართი სადგურის მხარეს. ბ-----------------–---–ის ჩვენებიდან ირკვევა, ის გარემოებაც, რომ ქ-------------------–--ლის მიერ დ-----------------–--ლისათვის ოქროს ცეპის წართმევის ფაქტი აღქმული იქნა შემთხვევის მომენტშივე, ვინაიდან ის ყვიროდა, რომ დააყაჩაღეს. ამასთან, საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი შეტყობინება 112-ში შესულია სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაზე მითითებით და საქმეზე გამოძიებაც თავდაპირველადვე დაიწყო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე - ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად.
რაც შეეხება აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას, რომ მოწმე მ--------------ს შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს მეორე თავდამსხმელი, პალატა განმარტავს, რომ მოწმეების ქ-------------------–--ლის და მა-------------ს ჩვენებების, ასევე ვიდეოჩანაწერების თანახმად, დ-----------------–--ლის თავდასხმის ადგილზე საცხობიდან პირველი გამოდის ქ-------------------–--ლი, რა დროსაც მეორე თავდამსხმელი უკვე მისულია დაზარალებულთან და სწრაფად ტოვებს შემთხვევის ადგილს. ამასთან, მა-------------ს განმარტებით, იგი ორიენტირებული იყო დ-----------------–--ლზე და პირველი თავდამსხმელსაც კი არ დაკვირვებია კარგად, მისი სახე არ ახსოვს. ამ პირობებში კი სავსებით რეალურია, რომ პიროვნება, რომელიც დაეუფლა დ-----------------–--ლის ოქროს ცეპს, ან უკვე გაქცეული იყო, ან მ--------------ს გამორჩა მხედველობის არიდან.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ცდილობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლიანობა საეჭვოდ მიიჩნიოს და ამ კონტექსტში ცრუ ჩვენებად წარმოაჩინოს დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება. დამცველი განმარტავს, რომ დ-----------------–--ლს თავდაპირველად სამედიცინო პერსონალთან არ განუცხადებია ოქროს ყელსაბამის წართმევის შესახებ; ამასთან, იმ პირობებში, როდესაც იგი აცხადებს, რომ თავდამსხმელს სამჯერ დაქაჩვა დასჭირდა მისი ცეპის დასაუფლებლად, მას კისერზე არანაირი კვალი არ ეტყობა, რაც მასიური ცეპის მოგლეჯვის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დარჩენოდა. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში განვითარებულ აღნიშნულ მსჯელობას და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ-----------------–--ლს კლინიკაში მოთავსებისას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარჯვენა ყბის მიდამოში დაჟეჟილობა; ორივე მუხლის და წვივის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ნახეთქი ჭრილობა კეფის არეში; სახის და ორივე ქვედა კიდურის მიდამოში აღენიშნებოდა ესკორიაციები და თავის არეში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა და ჰემატომა. როგორც მოწმეებმა ე-----–----------–---–მა და თ-------------–---–მა განაცხადეს, დ-----------------–--ლი კლინიკაში შეყვანისას იყო ადეკვატური და მეხსიერების პრობლემები არ ჰქონია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისთვის მიყენებული მრავლობითი ფიზიკური დაზიანებების პირობებში, არ არის დამაჯერებლობას მოკლებული, რომ დაზარალებული თავდაპირველად არ ყოფილიყო ორიენტირებული მატერიალურ ზიანზე და ეს ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ სამკაულების გატაცების თაობაზე მედპერსონალისათვის არ განუცხადებია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც თავდამსხმელ ბ-----------–-ეს იგი წაქცეულ მდგომარეობაში უწევდა წინააღმდეგობას და როგორც უკვე აღინიშნა, ამოძრავებდა მთელს სხეულს, მათ შორის თავსაც, შესაძლებელია, რომ თავდაცვის მდგომარეობაში მყოს, მეორე თავდამსხმელის მიერ ცეპის დაუფლება აღექვა როგორც ჩამოქაჩვა და არა შეხსნა. მხოლოდ დაზარალებულის მიერ ცეპის სამჯერ ჩამოქაჩვაზე მითითება, ვერ გახდება ეჭვის შეტანის საფუძველი იმ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაში, რომ ბ------------–-----ან ერთად მყოფი მეორე თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დ-----------------–--ლის კუთვნილ ოქროს ცეპს. ეს ფაქტი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით და ასახულია ვიდეოჩანაწერშიც.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივარში მოწმეების მ----------------ის და თ-------------–---–ის ჩვენებების შეფასებაზეც, რა დროსაც აპელანტი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს აღნიშნულ მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას. კერძოდ, მოწმე მ----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მან დაზარალებული დასვა სკამზე, მიაწოდა წყალი და შეუხსნა პერანგის საყელოს ზედა ღილები, რა დროსაც ოქროს ცეპი ვერ შეამჩნია. მოწმის აღნიშნული განმარტება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს დ-----------------–--ლს პერანგის ყველა ღილი შეკრული ჰქონდა, თან იმგვარად, რომ შეუძლებელი იყო მისთვის ყელიდან ცეპის მოხსნა. რაც შეეხება მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებას, დგინდება, რომ გამომძიებელმა მისგან ამოიღო დაზარალებულ დ-----------------–--ლის ტანსაცმელი: შარვალი, ღია ფერის პერანგი, მოლურჯო ფეხსაცმელი და წინდები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დ-----------------–--ლს კლინიკაში მიყვანისას თან ჰქონდა საათი, საფულე, პირადობა და სხვა ნივთებიც. რაც შეეხება ოქროს სამკაულებს, მათ შორის ჯაჭვს, შესაძლებელია ყოფილიყო და შესაძლებელია არა, ზუსტად ვერ იხსენებს, ვინაიდან წარმოუდგენელია დღის განმავლობაში მიღებული ყველა პაციენტის პირადი ნივთები სრულყოფილად დაამახსოვრდეს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებას და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს კლინიკაში მიყვანისას დ-----------------–--ლს თან ქონდა სწორედ ის ოქროს ცეპი, რომლის გატაცებაშიც შემდეგ ამხილა მსჯავრდებულები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. მოცემულ შემთხვევაში კი გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ბ-----------–-ემ დ-----------------–--ლზე თავდასხმა განხორციელა ჯგუფურად, მისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ბ-----------–-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილი „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და 2017 წლის 14 ივლისის მდგომარეობით (განსახილველი დანაშაულის ცადენის მომენტისათვის) მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
პალატა ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ-----------–--ემ ჩაიდინა მოთავსების სხვა ადგილიდან გაქცევა. მოწმეებმა ი-----–-----–----ემ, ა-------------–-ა, ზ--------------–---მ, გ---------------მ, ნ-----–------------–---–მა და ლ-----------–-–---–მა დამაჯერებლად და ზედმიწევნით მოახსენეს სასამართლოს თუ როგორ მოახდინა დაკავებულმა ბ-----------–--ემ ქ.თბილისში კ-----–---ს ქუჩა N--ში მდებარე თბილისის მთავარი სამმართველოს ეზოდან, კერძოდ, წინასწარი მოთავსების იზოლატორის შესასვლელის წინ არსებული ტერიტორიიდან სამართალდამცავებისათვის თავის დაღწევა, ეზოს დატოვება და მესერზე გადახტომის გზით მიმალვა. მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოჩანაწერებით, სადაც ნათლად არის ასახული ბ-----------–--ის გაქცევის და მიმალვის დეტალები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე თავად მსჯავრდბეულმაც დაადასტურა, რომ ვინაიდან ყაჩაღობის მუხლით აპირებდნენ მისთვის ბრალის წაყენებას, განიზრახა გაქცეულიყო, რის შემდეგაც მოახერხა განზრახვის სისრულეში მოყვანა. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია და მოთხოვნა აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ბ-----------–--ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
რაც შეეხება ბ-----------–--ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე გამოკველული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ბ-----------------–---–ის, გ-----------------–---–ის, და------------–---–-ს და მსჯავრდებულ ბ-----------–--ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან, მოცემული კვალიფიკაცია დაცვის მხარის მიერაც არ გამხდარა სადავო.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ-----------–--ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა------------------ს ადვოკატის სააპელაციო საჩივრის არგუნემტაციას, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ა------------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად შეუსაბამოა წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, კერძოდ:
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულში თანამონაწილეობის და ზოგადად, დანაშაულის ჩადენაში დახმარების საკითხის სამართლებრივ შეფასებაზე, რა კვალიფიკაციითაც იქნა მსჯავრდებული ა------------------ და განმარტავს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. არსებობს დანაშაულში თანამონაწილეობის ე.წ. რთული ფორმა, ე.ი. თანამონაწილეობა როლების განაწილებით. ამ შემთხვევაში დანაშაულში თანამონაწილეებად ითვლებიან ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე. დანაშულში თანამონაწილეობა, როგორც წესი, ხორციელდება თანამონაწილეთა აქტიური მოქმედებით. დანაშულში თანამონაწილენი, თავიანთი როლების მიხედვით, ახორციელებენ ორგანიზატორის, წამქეზებლის, ან დამხმარის ფუნქციებს სწორედ აქტიური მოქმედების გზით. აქტიურია მოქმედება ჯგუფურ დანაშაულშიც.
თავისებურია დანაშაულში თანამონაწილეობისას ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის საკითხიც. ამ მხრივ განსაკუთრებულია თანამონაწილეობა როლების განაწილებით. კერძოდ, ორგანიზატორისა და დამხმარის მოქმედება დანაშაულებრივ შედეგთან დაკავშირებულია მხოლოდ ამსრულებლის მოქმედების მეშვეობით, რადგან დანაშაულებრივი შედეგი უშუალოდ ამსრულებლის ნახელავია. ბუნებრივია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ამ შემთხვევაში განსხვავებულია თანამონაწილეებისა და ამსრულებლის განსხვავებული როლების შესაბამისად. დანაშაულში თანამონაწილეობის ობიექტურ მხარეს შეადგენს ერთიანი უმართლობა, რომელიც ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის ერთიანობას წარმოადგენს. ამდენად, დანაშაულში თანამონაწილეობისას ხორციელდება ერთიანი სისხლისსამართლებრივი უმართლობა, რომელიც თანამონაწილეთა პასუხისმგებლობის ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს.
სუბიექტური მხრივ, დანაშაულში თანამონაწილეებს ამოძრავებთ მიზნის ერთიანობა. ამ პირობებში გამორიცხული არ არის თანამონაწილეთა (მათ შორის ამსრულებლის) ქცევაში მოტივთა სხვაობა, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პერსონალურად (ბრალის პრინციპის შესაბამისად) უნდა შეფასდეს.
საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის შესაბამისად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. მას თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი უმართლობის განხორციელებაში. შესაბამისად, დახმარება მიზეზობრივ კავშირშია ერთიან დანაშაულებრივ შედეგთან, ცხადია, ამსრულებლის მოქმედების მეშვეობით და იგი არ შეიძლება გაუფრთხილებლობით განხორციელდეს.
წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პალატამ უნდა შეაფასოს საკითხი - ა) გაიზიაროს თუ არა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მოეპოვებინა დ-----------------–--ლზე ყაჩაღურ თავდასხმაში ა------------------ს, როგორც დამხმარის, მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები; რომ ა-----------------მა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ და შემთხვევით გარემოებათა მსხვერპლი აღმოჩნდა; ბ) თუ გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ა------------------ს მსჯავრდების ნაწილში და დადგენილად მიიჩნიოს მისი ბრალეულობა. მტკიცებულებათა დეტალური შეფასებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილი ფაქტია, რომ დანაშაულის ჩადენამდეც და ჩადენის შემდეგაც დამნაშავე პირთა გადაადგილება მოდა ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომობილით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით შპს „რ------------–------------–--ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ფიქსირდება ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომანქანა, რომელიც 2017 წლის 14 ივნისს, 15:19 საათზე შედის ბენზინგასამართ სადგურზე. ავტომობილის გაჩერების შემდგომ იხსნება წინა მარჯვენა კარი და მანქანიდან გადმოდის ბ-----------–--ე, რომელსაც აცვია ლურჯი ზოლებიანი მაისური და ოდნავ მოკლე შარვალი. აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის დატოვების შემდგომ, ა------------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ბ-----------–--ის გადაადგილების ფაქტი დაფიქსირებულია შპს „პ---------ადან“, ბ-------------–----–---ის გ--------------ში მდებარე მაღაზიიდან, შპს „ს------------–--------------ადან“, „ს------ ჯო----------------–----იდან“, ასევე, შპს „ვ-----– პ--------–---------------დან“ და ინდ. მეწარმე ი-----–---------–---–ისგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში.
შპს „ვ-----– პ--------–---------------ს“ გაზგასამართ სადგურზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერებით, შემთხვევის დღეს 15:48:28 საათზე, იუნკერების ქუჩიდან ბ-------------–----–---ის გამზირის მიმართულებით მოძრაობს ა------------------ს კუთვნილი „B----5’’-ის მოდელის ავტომობილი და „ვ-----–--“ გაზგასამართ სადგურთან ჩერდება. 15:50:16 საათზე, ა------------------ს კუთვნილი „B----5’’-ის მოდელის ავტომობილი მიდის და უკუსვლით ჩერდება ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის წინ ავტოსადგომზე. 15:50:23 საათზე, ავტომანქანის წინა მარჯვენა კარი იხსნება და მანქანიდან გადმოდის ბ-----------–-ე, ხელში უჭირავს ხელკეტი და სირბილით მიემართება ბ-------------–----–---ის გამზირის №--ე კორპუსის მიმდებარედ ქვეითთა სავალ ბილიკზე მდგომი დ-----------------–--ლისკენ და ურტყამს ხელკეტს. ა------------------ს „B----5“-ის მოდელის ავტომობილის მხრიდან დ-----------------–--ლის მიმართულებით ასევე სწრაფი ნაბიჯით მირბის მეორე მამაკაცი, ეხება დაზარალებულს კისრის არეში, რის შემდეგაც სწრაფად ბრუნდება და გამორბის ა------------------ს მანქანისკენ. 15:50:51 საათზე, №--ე კორპუსის წინ გაჩერებული ა------------------ს კუთვნილი „B----5“-ის მოდელის ავტომობილი იძვრება და მიდის. ანალოგიური ვითარებაა დაფიქსირებული ინდ. მეწარმე ი-----–---------–---–ისგან გამოთხოვილი აფთიაქისა და ვალუტის გამცვლელი ჯიხურის ვიდეოჩანაწერებში.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შემდეგ პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ა-----------------მა მართლაც მიიყვანა შემთხვევის ადგილზე ბ-----------–--ე, თანმხლებ პირთან ერთად, თუმცა მისი განზრახვის თაობაზე არაფერი იცოდა; შესაბამისად, ა------------------ს განზრახვა ბ-----------–--ისა და მისი თანმხლები პირის მიერ განხორციელებულ ქმედებაში დახმარებას არ მოიცავდა. ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ა------------------ს ავტომანქანიდან ჯერ გადმოდის ბ-----------–--ე, რომელიც ავტომანქანის კარს ტოვებს ღიას, ცოტა მოგვიანებით ასევე ავტომანქანიდან გადმოდის მეორე პირი, ხოლო ა------------------ ამის შემდეგაც არ ტოვებს შემთხვევის ადგილს, კარი კვლავ აქვს ღია და ელოდება დ-----------------–--ლზე თავდამსხმელ პირებს. ა------------------ ავტომანქანის კარს ხურავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მისკენ მიემართება და მისი ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ ტოვებს შემთხვევის ადგილს. რაც შეეხება ბ-----------–-ის მიერ ა------------------ს ავტომობილის კარის ღიად დატოვებას, პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოება მიანიშნებს სწორედ მასზედ, რომ ბ-----------–--ე თავდასხმის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო ა------------------ს ავტომობილში.
ზემოაღნიშნული გარემოებები აშკარად მიანიშნებს, რომ ა-----------------მა დამნაშავე პირები მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, დაელოდა მათ და დანაშაულის ჩადენის შემდეგ განახორციელა ერთ-ერთი მათგანის შემთხვევის ადგილიდან გაყვანა და მიმალვა. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-----------------მა დ-----------------–--ლის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობის თანაამსრულებლებს გაუწია ფიზიკური დახმარება, რაც გამოიხატა საკუთარი ავტომობილით მათ გადაადგილებაში. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში პირის დამხარედ მიჩნევისათვის არ არის აუცილებელი დადგინდეს თანამონაწილეების მიერ ერთმანეთთან წინასწარ, გარკევული პერიოდით ადრე შეკავშირება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ბ-----------–--ე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ფიქსირდება ა------------------ს ავტომობილში, რის შემდეგაც აღნიშნული პირები უწყვეტად გადაადგილდებიან ერთად და ბოლოს ჩერდებიან შმეთხვევის ადგილზე.
დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ა-----------------ს ბრალად წარედგინა ბ-----------–--ესა და ზ--------------–-ას მიერ განხორციელებულ ქმედებაში დახმარება, იმ პირობებში, როდესაც არც ბ-----------–--ის და არც ზ--------------–-ას ბრალდების შესახებ დადგენილებები არ მოიცავდა ჩანაწერს, რომ მათ დ-----------------–--ლზე ყაჩაღურ თავდასხმაში დახმარება სთხოვეს ა-----------------ს. ასევე, დ-----------------–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებშიც არ არის ნახსენები, რომ იგი დაზარალდა ა------------------ს მიერ განხორციელებული ქმედებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბ-----------–--ისა და ზ--------------–-ას მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებით ბრალდების მხარემ თავადვე გამორიცხა მათ ბრალში ა------------------ს ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც მას ედავებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ბ-----------–--ეს და ზ--------------–-ას ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილი იქნა და ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ბრალი წარედგინათ 2017 წლის 16 ივლისს. ამავე დღეს იქნა დაზარალებულად ცნობილი დ-----------------–--ლი. თუმცა ის ფაქტი, რომ კონკრეტული პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ აისახა მასთან ერთად დანაშაულის ჩამდენი სხვა პირის შესახებაც, თავისთავად არ გულისხმობს, რომ აღნიშნულმა პირმა დანაშაული ჩაიდინა თანამონაწილეების (მათ შორის დამხმარის) გარეშე. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს დანაშაულის ჩადენაში იმ პირთა ბრალეულობა, რომელთა შესახებაც საგამოძიებო ორგანოებისათვის თავდაპირველად არ იყო ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში ბ-----------–--ის და ზ--------------–-ას ბრალდებულად, ხოლო დ-----------------–--ლის დაზარალებულად ცნობის შემდგომ გაგრძელდა გამოძიება, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და სხვა სახის საპროცესო მოქმედებები და ა-----------------ს ბრალი წარედგინა მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივ ქმედებაში მისი თანამონაწილეობა გამოვლინდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ბ-----------–--ისა და ზ--------------–-ას ბრალდებულად ცნობის დადგენილებებში არ არის მითითება ა-----------------ზე, როგორც დამხმარეზე, არ ნიშნავს იმას, რომ ბ-----------–--ის და ზ--------------–-ას მიმართ სასამართლო გასცდა ბრალდებას და მათ მიმართ საქმე განიხილა იმ ბრალდების ფარგლებში, რაც გამოძიების ეტაპზე მათ წარდგენილი არ ქონიათ.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ა------------------ს დაკავების პროცედურებთან დაკავშრებითაც და განმარტავს, რომ იგი დაკავებული იქნა 2017 წლის 15 ივლისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე. რაც შეეხება 2017 წლის 14 ივნისს მისთვის უწყების ჩაბარებას, მოწმეებმა ზ--------------მ და გ----------------–---–მა მოახსენეს სასამართლოს, რომ მარნეულის რაიონში „სადახლოს“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თანამშრომლების მიერ შეჩერებული იყო ა------------------, რომელიც აპირებდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას. მას შემდეგ, რაც შედგა მიღება-ჩაბარების ოქმი, მათ ა-----------------ს გადასცეს უწყება პირის მოწმის სახით დაკითხვის მიზნით გამოძახების შესახებ, ამ უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა და იგი ნებაყოფლობით წამოიყვანეს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებში პალატას არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი. დაცვის მხარე გვთავაზობს მხოლოდ ვერსიას, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ა-----------------ს დაადეს ხელბორკილები და ისე მიიყვანეს ქ. თბილისში, პოლიციის განყოფილებაში, თუმცა ვერსია არგუმენტად რომ იქცეს, საჭიროა იგი გამყარებული იყოს კონკრეტული, სარწმუნო მტკიცებულებებთ. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული სახის მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-----------–--ე შეუთანხმდა ა-----------------ს, რომ დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობის მიზნით იგი უნდა მიეყვანა კონკრეტულ ადგილზე, რაც შეასრულა კიდეც და ბ-----------–--ე, თანმხლებ პირთან ერთად მიიყვანა შემთხვევის ადგილზე; ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ კი ელოდება მათ. დგინდება ის ფაქტიც, რომ ა-----------------მა საკუთარი ავტომობილიდან დაინახა თავდასხმის ფაქტი და იქ განვითარებული მოვლებები. აღნიშნულს ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ თავდასხმისა და სამკაულის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, ბ-----------–--ის თანმხლები პირის ავტომობილისკენ გაქცევისთანავე, ა-----------------მა სწრაფად დახურა კარი და დაძრა ავტომობილი. მან შემოუარა იქვე არსებულ წრეს და ისევ დაბრუნდა შემთხვევის ადგილისკენ, სადაც ჩერდება რამდენიმე წამი (სავარაუდოდ ეძებდა სხვა მიმართულებით გაქცეულ ბ-----------–--ეს), შემდეგ კი დატოვა შემთხვევის ადგილი. ბ-----------–--ის თანმხლები პირის ავტომანქანაში ჩაჯდომის შედეგად ა------------------ს ავტომობილის სალონი დაისვარა დ-----------------–--ლის სისხლით.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც მართალია ა------------------ უშუალოდ არ მონაწილეობდა დ-----------------–--ლზე განხორციელებულ თავდასხმაში, თუმცა იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ფიზიკურ და ფსიქიკურ დახმარებას უწევდა თავდამსხმელებს. ფიზიკური დახმარება გამოიხატებოდა ამსრულებლების დანაშაულის ადგილამდე მიყვანაში, დალოდებაში და დანაშაულის ჩადენის შემდეგ - ავტომობილის მეშვეობით გაქცევაში; ხოლო ფსიქიკურ დახმარებაში მოიაზრება მხარდაჭერა და დაპირება, რომ გადამალავდა ამსრულებლებს და მათ მიერ დანაშაულებრივად დაუფლებულ ნივთებს.
პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ა-----------------ს წარედგინა ბრალი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ამდენად, პალატამ მიმოიხილა და გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების ბ-----------–--ის და ა------------------ს მიმართ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
პალატა ასევე განმარტავს, რომ ა-----------------ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განესაზღვრა მინიმალური სასჯელი; ხოლო ბ-----------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) და დანაშაულთა ერთობლიობით, რეციდივის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
რაც შეეხება ზ--------------–-ას მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებულ ქმედებაში, ამ ნაწილში პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ მტკიცების პროცესისათვის სავალდებულო უტყუარობის კრიტერიუმს, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები კი არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ--------------–-ას დამნაშავედ ცნობისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-----------–--ე და ზ--------------–-ა თავს დაესხნენ დ-----------------–--ლს. ბ-----------–--ე უკნიდან მიეპარა დაზარალებულს და თავში ჩაარტყა ბეისბოლის სათამაშო ე.წ. „ბიტა“. დარტყმის შედეგად, დ-----------------–--ლი დაეცა, რის შემდეგაც ბ-----------–--ემ განაგრძო დ-----------------–--ლისთვის ე.წ. „ბიტის“ გამოყენებით, დარტყმების მიყენება. ამავდროულად, ზ--------------–-ა მივარდა წაქცეულ დ-----------------–--ლს და ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და მედალიონი, ღირებული 7000 ლარად, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
მსჯავრდებულმა ზ--------------–-ამ კატეგორიულად უარყო ბ-----------–--ესთან და ა-----------------თან ერთად დ-----------------–--ლზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა და განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, შუადღის საათებში იმყოფებოდა სპორტ დარბაზ ,,ს-------აში“, საიდანაც გამოსვლის შემდგომ, საკუთარი მანქანით წავიდა მეგობრის სანახავად. ვინაიდან თავად არ აქვს მართვის მოწმობა, საჭესთან დასვა მეგობარი. ისინი გაემართნენ ხუთი დეკემბრის ქუჩაზე, ბ-------------–----–---ის გამზირზე შენიშნა, რომ იქვე არსებულ საცხობის მოპირდაპირედ ხალხი იყო შეკრებილი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით საღამოს 17:00-18:00 საათისთვის იმყოფებოდა სახლში, ხოლო მომხდარი თავდასხმის შესახებ გაიგო ინტერნეტის საშუალებით.
პალატამ კრიტიკულად უნდა შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ დაუპირისპირა მსჯავრდებულ ზ--------------–-ას განმარტებას და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს ზ--------------–-ას, გახლავთ დაზარალებულ დ-----------------–--ლის და მისი შვილის - ქ-------------------–--ლის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პირი, რომელმაც წაქცეულ დ-----------------–--ლს ჩამოგლიჯა ცეპი, იყო ზ--------------–-ა. მათი ჩვენებებისა და ი/მ ი-----–---------–---–ის აფთიაქზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერზე დაყრდნობით, ბრალდების მხარემ დაასკვნა, რომ ზ--------------–-ა, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე და ამსრულებელი, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე დანაშაულის ჩასადენად მივიდა ბ-----------–--ესთან ერთად ა------------------ს მართვის ქვეშ მყოფი B-----5-ის მოდელის ავტომობილით. პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის აღნიშნულ არუმენტაციას გაზიარების საფუძველი არ აქვს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, აღიძვრება საფუძვლიანი ეჭვები დანაშაულის ჩადენამდე (და ჩადენის შემდეგაც) ა------------------ს ავტომობილში ზ--------------–-ას ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ:
სატრენეჟორო დარბაზ „ს-------ადად“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2017 წლის 14 ივნისს ზ--------------–-ა ნამდვილად იმყოფება აღნიშნულ დარბაზში. ამ ფაქტს არც ბრალდების მხარე არ ხდის სადავოდ. იგი სპორტდარბაზს ტოვებს, ჩანაწერის დროით 15:40 საათზე. მას აცვია შორტი (მომწვანო/მოლურჯო) და ბოტასები. აღნიშნული სატრენეჟორო დარბაზის მენეჯერ მარიამ შინგადორიძის განმარტებით, კამერაზე არსებული დრო 10 წუთით წინ იყო რეალურ დროსთან მიმართებით. თუმცა, კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სატრენაჟორო დარბაზ შპს „საკე მატა“-დან ამოღებული ჩამწერი მოწყობილობის ოპერატიულ სისტემაში ფიქსირებული თარიღი და დრო 3 წუთით და 43 წამით წინ უსწრებს რეალურ თარიღსა და დროს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ--------–---------. ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ზ--------------–-ამ სპორტ დარბაზი „ს-------ა“ დატოვა 15:36:17 საათზე.
შპს „რ------------–------------–--ს“ ბენზინგასამარი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, ბ-----------–-ე და ა------------------ მისივე კუთვნილი ავტომანქანით ერთად გადაადგილდებიან ჯერ კიდევ 15:19 საათზე. აღნიშნულის შემდგომაც, იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ზ--------------–-ა იმყოფება სპორტ დარბაზში, ა------------------ და ბ-----------–-ე ერთად ჩნდებიან შპს „პ---------ადან“ და შპს „ს------------–--------------ადან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც მოძრაობენ ბო----------–--–--ს ქუჩიდან, ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმართულებით.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს შპს „ვ-----– პეტ-----–--------------ასა“ და ინდ. მეწარმე ი-----–---------–---–ისაგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზეც, საიდანაც ნათლად დგინდება, რომ იმ დროს როცა, ბ-----------–-ე აგრძელებს წაქცეული დ-----------------–--ლის ცემას, ა------------------ს „B----5’’-ის მოდელის ავტომობილის მხრიდან დ-----------------–--ლის მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით მირბის მამაკაცი, ეხება კისერზე, ხსნის ცეპს და სწრაფად ბრუნდება კვლავ ა------------------ს მანქანის მიმართულებით. აღნიშნულ მამაკაცს ტანზე აცვია მუქი ფერის მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი.
წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების ანალიზის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული 15:36:17 საათზე მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზიდან გამოსულმა ზ--------------–-ამ, თუ რა ვითარებაში გამოიცვალა შორტები და ჩაიცვა შარვალი, როგორ მოახდინა ამ დროს უკვე ბ-------------–----–---ის ქუჩაზე მყოფ ა-----------------თან და ბ-----------–-ესთან დაკავშირება და 15:48:28 საათისათვის როგორ აღმოჩნდა ა------------------ს კუთვნილ ავტომანქანაში.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ა------------------ს ავტომობილში არ აღმოჩნდა ზ--------------–-ას ხელის, სუნისა და ბიოლოგიური ნიმუშების კვლები. ამ ნაწილში ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ა------------------ს ავტომობილში ზ--------------–-ას ბიოლოგიური და სუნის ნიმუშების აღმოუჩენლობა არ მიუთითებს იმაზე, რომ ზ--------------–-ა ა------------------ს ავტომობილში არ იმყოფებოდა, რადგან ოდოროლოგიური დარგის ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ავტომობილში ყოფნის მიუხედავად, შესაძლებელია ავტომობილში ამავე პიროვნების სუნის კვალი არ დარჩეს. ბრალდების მხარის აღნიშნული არგუმენტაცია შესაძლებელია გაზიარებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი სახეზე იქნებოდა სხვა უტყუარი მტკიცებულება ზ--------------–-ას აგაჯანოვის ავტომობილში ყოფნასთან დაკავშირებით. იმ პირობებში კი, როცა ა------------------ც და ბ-----------–--ეც კატეგორიულად უარყოფენ მათთან ერთად ავტომობილში ზ--------------–-ას ყოფნას, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ვერ მოხერხდა ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული ბ-----------–--ესთან ერთად მყოფი პიროვნების იდენტიფიკაცია, სხვა რაიმე მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ ექსპერტთა განმარტებები ვერ დააკმაყოფილებს მტკიცების პროცესისათვის სავალდებულო უტყუარობის მაღალ სტანდარტს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 05 ივლისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 14 ივნისს, თბილისში, ბ-------------–----–------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-----------------–--ლის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დაემთხვა ზ--------------–-ასგან აღებული სუნის კვლის ნიმუშს, აღნიშნული ვერ გახდება ზ--------------–-ას მსჯავრდების საფუძველი. საყურადღებოა, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქუჩას, სადაც გადაადგილდებიან მოქალაქეები და მათ შორის ზ--------------–-აც. ამასთან, დაცვის მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული გზა არის ქალაქის ცენტრალურ უბნებთან დამაკავშირებელი და ზ--------------–-ას ხშირად უწევდა ამ ტერიტორიის გავლა. ამასთან, სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ზ--------------–-ამ გაიარა შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარე თითებს გ-------–----–---ის ქუჩა N--ში მდებარე აფთიაქზე განთავსებული კამერის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც განხორციელებული დანაშაულებრივი ქმდებიდან ერთი წუთის შემდეგ - 15:51:15 საათზე ზ--------------–-ას ავტომობილი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც, როგორც დაცვის მხარე განმარტავს, ზ--------------–-ა ზის მძღოლის გვერდითა სავარძელში. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაცვის მხარის არგუმენტაციის გაბათილება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ზ--------------–-ას დამნაშავედ მიჩნევა.
საყურადღებოა ასევე სააპელაციო სასამართლოში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი გარემოებაც, კერძოდ:, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული იქნა განსახილველ დანაშაულთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რ------------ზე გასულ სიუჟეტზე ჩატარებული ორი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. შპს „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალ------------ს“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლელვად წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერში, პიროვნებას, რომელიც მიწაზე დაცემული დ-----------------–--ლის თავთან წამიერად იხრება, მარცხენა ხელის მტევნიდან იდაყვამდე მონაკვეთში აღენიშნება სხვადასხვა სახის ტატუირება. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------–---–---–მა და მან კატეგორიულად განახცადა, რომ დ-----------------–--ლზე თავდამსხმელ პიროვნებას მარცხენა ხელზე აღენიშნება მასიური ტატუ. სასამართლოს წინაშე არ ყოფილა წაროდგენილი არანაირი დასაბუთებული არგუმენტი ან მტკიცებულება, რაც პალატას ექსპერტ მ-------------–---–---–ის ობიექტურობასა და კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შეუქმნიდა და მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სხვაგვარად შეფასების საშუალებას მისცემდა. ამასთან, იმ პირის მარცხენა ხელზე, რომელიც დაეუფლა დ-----------------–--ლის ცეპს, გარკვეული ლაქის არსებობა ვერ იქნა უარყოფილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე, ფიზიკური დაპირისპირებაში ჩართულ მესამე პირს მარცხენა ხელის მაჯის პირველ ნახევარში, მაჯის ზედა მხრიდან აღენიშნება მუქი ფერის ლაქა. აღნიშნული ლაქა წარმოადგენს თუ არა სვირინგს (ტატუს), დადგენა შეუძლებელია. დასკვნის ავტორმა - ექსპერტმა ლ-–----------–--ემ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ ხსენებულ პირს ხელზე ნამდვილად აღენიშნება ლაქა, რომელიც შესაძლებელია იყოს ტატუ/სვირინგი ან სხვა რაიმე, რომლის გარჩევაც შეუძლებელია. ამდენად, ხსენებული ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს დ-----------------–--ლზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ბ-----------–--ის თანმხლები მეორე პირისა და ზ--------------–-ას იდენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე ზ--------------–-ას კუთვნილი, თეთრი ფერის „BMW“-ს მარკის ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციებს, პალატა მათ არ აძლევს შეფასებას, ვიანდიან საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებებით არც ერთ შემთხვევაში არ დასტურდება შემთხევის დღეს ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულ, „BMW’’-ს მოდელის თეთრი ფერის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით: Z--------, ზის თუ არა თავად ზ--------------–-ა.
ამდენად, მხარეთა მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას თანასწორობისა და შეჯობრებითობის პრინციპის სრული დაცვით გამოკვლელული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ სპორტ დარბაზ „ს-------ადან“, შპს „ვ-----– პ--------–---------------დან“, ინდ. მეწარმე ,,ი-----–---------–---–ისაგან“, ასევე სხდავდასხვა კერძო დაწესებულებებიდან გამოთხოვილმა ვიდეოჩანაწერებმა და სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილმა ექსპერტიზის დასკვნებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს დაზარალებულ დ-----------------–--ლისა და მისი ქალიშვილის ქ-------------------–--ლის მიერ ზ--------------–-ას ამოცნობის ოქმებით დადგენილი ინფორმაცია, ასევე მათი ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც ისინი განმარტავენ, რომ პიროვნება, რომელიც დაეუფლა ცეპს, იყო ზ--------------–-ა. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურებდა ზ--------------–-ას მონაწილეობას ბ-----------–--ის მიერ დ-----------------–--ლზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ზ--------------–-ა მიერ ბ-----------–--ესთან ერთად, ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენა არ წარმოადგენს უტყუარად დადასტურებულ ფაქტს. ამდენად, იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკამრისია მხოლოდ იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რომ ბ-----------–--ემ, ა------------------ს დახმარებით, დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, არაერთგზის, ასევე ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ და მოთავსების სხვა ადგილიდან, ბრალდებულის გაქცევა; ა-----------------მა ჩაიდინა, ყაჩაღობაში დახმარება, ე.ი. დახმარება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად. რაც შეეხება ზ--------------–-ას, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო არგუმენტირების შედეგად აღმოეფხვრა მისი ბრალდების ნაწილში გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის არსებული შეუსამამობები; წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ბ-----------–--ის და ა------------------ს მიმართ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას პალატა სრულად იზიარებს ამ საკითხისადმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს შემდეგს: სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო სამართალწარმოება მთლიანობაში და რამდენად იყო დაცული დაცის უფლებები, კერძოდ, უნდა შეფასდეს: მიეცა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულებების გამოყენებას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა ხარისხი, ის გარემოებები, რომლებშიც მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და რამდენად ბადებს ეჭვს ეს გარემოებები მტკიცებულების ნამდვილობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი წარმოიქმნას, თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით (იგულისხმება შემთხვევები, როდესაც მტკიცებულება საკმაოდ წონადია და არ არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიძლება არასარწმუნოდ იქნეს მიჩნეული), დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის მითუფრო ნაკლები აუცილებლობა არსებობს (იხ. ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ - bikov v. Russia; დიდი პალატა, განაცხადი N4------; ჯალო გერმანიის წინააღმდეგ - Jalloh v. Germany; განაცხადი N5-------). პალატას მიაჩნია, რომ განხილული მტკიცებულებები მოპოვებული და გამოკვლეულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, რა დროსაც მხარეებს სრული შესაძლებლობა ქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი არგუმენტები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და სათანადოდ დაეცვათ თავიანთი პოზიციები. შესაბამისად, სრულად იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული - საქმის სამართლიანი განხილვის უფლების უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, იმ მტკიცებულებების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პალატა აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას; ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის სტანდარტს.
ამდენად, მსჯავრდებულების ა------------------ს და ბ-----------–--ის ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ზ--------------–-ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--------------–-ას და მისი ადვოკატის გ------------------–-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ბ-----------–--ის და მისი ადვოკატის ლ---------------------ის, ასევე მსჯავრდებულ ა------------------ს და მისი ადვოკატის გ---–-------------–--–--ლის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში;
ზ--------------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ--------------–-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან;
განემარტოს გამართლებულ ზ--------------–-ას, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
ა------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ა------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ივლისიდან.
ბ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
ბ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
ბ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ბ-----------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ბ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 08 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2017 წლის 14 ივნისი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ბ-----------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნიღაბი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული: ამონატეხები მოწითალო ლაქებით, ამონატეხები ქაღალდებით, მუყაოს საგანი, ხელკეტი მოწითალო ლაქებით და სუნის ნიმუში; ა------------------ს ავტომანქანიდან ამოღებული: ანაწმენდები, სუნის ნიმუშები, მოწითალო ლაქის ანაწმენდები და ხელსახოცების შეკვრა; დ-----------------–--ლისგან აღებული სისხლის ნიმუში; ზ--------------–-ას ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ხელკეტები; ილია ბეჟაშვილისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ზ--------------–-ასგან აღებული სუნის და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, ასევე ბ-----------–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ბ-----------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში არსებული ნივთებით და ა------------------სგან ამოღებული ავტომანქანა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის------------ის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, ასევე ზ--------------–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი; მ----------------ისგან ამოღებული კომპიუტერული მოწყობილობა; შპს „ს-------ადან“ ამოღებული კომპიუტერული მოწყობილობა; „G&G მოტორსიდან“ ამოღებული კომპიუტერული მოწყობილობა და დ-----------------–--ლისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
„ვ-----– პეტ-----–--------------ადან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, ერთ დისკზე; ი-----–---------–---–ისგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, ერთ დისკზე; „რ------------ის ვებგვერდის დათვალიერებისას გადმოწერილი მასალა, ერთ დისკზე; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების დროს გადაღებული ვიდეომასალა, ერთ დისკზე; შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ა------------------ს ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, ერთ დისკზე; ბ-------------–----–---ის ქუჩის №10-ში მდებარე მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, ერთ დისკზე; სასტუმრო „ჯორჯიან პალასიდან“ გამოთხოვილი ვიდომასალა, ერთ დისკზე; „პსპ ფარმადან“ გამოთხოვილი ვიდეომასალა, ერთ დისკზე; გულიას ქუჩის №1-ში მდებარე „ს------------–--------------ას“ ბენზინგასამართ სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, ერთ დისკზე; ბო----------–--–--ს ქუჩის №-8-ში მდებარე შპს „რ------------–------------–--ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, ერთ დისკზე; ბო----------–--–--ს ქუჩის №ვ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს „ს------------–--------------ას“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, ერთ დისკზე; შპს „ს------ პეტ-----–--------------ას“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, სამ დისკზე; გულუას ქუჩის №--ში მდებარე „რ------------–------------–--ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, ერთ დისკზე; შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ნ--------------ას ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, ერთ დისკზე; შპს „ჯე-----–----ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია ზ--------------–-ას ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, ერთ დისკზე; ციფრული დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით; ციფრული დისკი ა------------------ს ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით და ციფრული დისკი ა------------------ს მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათებით, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ლ. თევზაძე