განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/2096-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - ნ-----–ი ჯ--–----ე;
წარმომადგენელი - ი--------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-–ა კ-------–--ე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, ქონების ნატურით გაყოფა, ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელი), საზიარო ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება (შეგებებული სარჩელი);
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნ-----–ი ჯ--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ნ-----–ი ჯ--–----ის და ლ-–ა კ-------–--ის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე ქ-----------–------------------------–--–------------------------------------------. უძრავი ქონება მდებარე ქ. რ-------–------------------------–--–-----, საკადასტრო კოდი#------------, გაიყოს ნატურით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის N------- დანართი N2-ის და დანართი N3-ის შესაბამისად, კერძოდ გამიჯვნა განხორციელდა ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების შესაბამისად. უძრავი ქონების ½ წილი, შესასვლელი ჭიშკრის მხარეს მდებარე აივნის მხრიდან, შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს დანართი N2-ის თანახმად, არსებული ფართი მიეკუთვნა ნ-----–ი ჯ--–----ეს, ხოლო სახლის ½ წილი მარცხენა მხარე მიეკუთვნა ლ-–ა კ-------–--ეს. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. რ-------–------------------------–--–-----, საკადასტრო კოდით N------------, ექსპერტიზის დასკვნით N-------, დანართი N3-ის თანახმად ½ წილი, შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს არსებული ფართი მიეკუთვნა ნ-----–ი ჯ--–----ეს, ხოლო მიწის ნაკვეთის ½ წილი მარცხენა მხარე მიეკუთვნა ლ-–ა კ-------–--ეს.
ლ-–ა კ-------–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ-–ა კ-------–--ის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების ხარჯი 9950.20 ლარი უძრავ ქონებაზე მდებარე ქ------------------------------------–--–-----, დაეკისრა ნ-----–ი ჯ--–----ეს ლ-–ა კ-------–--ის სასარგებლოდ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე ქ. რ--------------------------------–--–----- თანასაკუთრების უფლებით, თანაბარწილად ეკუთვნით მოსარჩელე ნ-----–ი ჯ--–----ეს და მოპასუხე ლ-–ა კ-------–--ეს.
2.2. საკუთრების უფლება ნ-----–ი ჯ--–----ეს მოპოვებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც ს-----ა ტ----–---–ის მემკვიდრეს, ხოლო ლ-–ა კ-------–--ეს მიღებული აქვს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ს-----ა ტ-----–---–ის მეორე მემკვიდრის ლ---ა ტ----–---–ისგან.
2.3. უძრავი ქონება წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს ეზოთი. სახლი არის ერთსართულ---ი მიწისპირა ნახევარსარდაფის ტიპის სართულით.
2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 აპრილის დასკვნის მიხედვით ქალაქი რ--------------------------------–--–------ში N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის) გამიჯვნა ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების ½ და ½ შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ N2 და N3 ზეა ნაჩვენები. აღნიშნული დანართების მიხედვით თანაბარწილად გაყოფილია როგორც მიწის ნაკვეთი, ასევე შენობა-ნაგებობა როგორც ძირითადი საცხოვრებელი ფართი, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობები, როგორც პირველი სართული, ასევე მიწისპირას არსებული ნახევარსარდაფის სართული. გაყოფა შესაძლებელია ოთახიდან ოთახში გამსვლელი კარებების და ფანჯრების ღიობების ამოშენების ხარჯზე. მითითებულ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით მხარეებს პრეტენზიები არ გააჩნიათ.
2.5. მოსარჩელე ნ-----–ი ჯ--–----ეს საზიარო ქონებით არ უსარგებლია. მამკვიდრებლის ს-----ა ტ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ ქონებას სრულად ფლობს ლ---ა ტ----–---–ი და მისი ოჯახი, მათ შორის მოპასუხე ლ-–ა კ-------–--ე. დღეის მდგომარეობით, სახლი ისეა მოწყობილი და ისეა გათვლილი ოთახების განლაგება, რომ განკუთვნილია ერთი ოჯახისთვის. სამზარეულო და საპირფარეშო ერთია, მხოლოდ პირველ სართულზე, ნახევარსარდაფის სართულზე სველი წერტილები არ არის. პირველი სართულის ოთახები ისეა განლაგებული, რომ ჰყოფს გრძელი დერეფანი. სახლს აქვს რამდენიმე შესასვლელი (სამი), ცენტრალური შესასვლელი განთავსებულია აივნის, სახლის წინამხარეს. სახლის გაყოფის შემთხვევაში შესაძლებელია სახლში შესასვლელების დამოუკიდებლად მოწყობა. დერეფანი ჰყვება ერთ-ერთის საკუთრებაში. მხარეები თანახმა არიან გაიღონ საერთო ხარჯები თანაბარწილად გაყოფის უზრუნველსაყოფად. ძირითადი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია იმ მხარეს, სადაც საპირფარეშო და სამზარეულო მდებარეობს, ანუ ცენტრალური შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. მხარეთა შორის სადავო არ არის თავად საზიარო ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა, სადავოა რომელ მხარეს ქონების რომელი ნაწილი მიეკუთვნოს, დადგა თუ არა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი, რომელიც მეორე თანამესაკუთრემ უნდა აანაზღაუროს და ქონების ნატურით გაყოფისას, მიკუთვნებული წილის გადაცემით მოხდება თუ არა რომელიმე მხარის უსაფუძვლოდ გამდიდრება.
2016 წლის 13 ივნისს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, სახლს გააჩნია მიწის ნაკვეთი როგორც წინა ცენტრალური გზიდან, ასევე სახლის უკანა მხარეს, სადაც განთავსებულია დამხმარე სათავსოები, სახლი არის ერთსართულ---ი, ნახევარსარდაფის სართულით მიწის პირას, სახლს მთლ---ად ფლობს და სარგებლობს ლ-–ა კ-------–--ე და მისი ოჯახი, ნახევარსარდაფი მოუწყობელია, თუმცა შეიმჩნევა, რომ წარსულში ნაწილობრივ იგი საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ნაწილი კი დათმობილი აქვს სარდაფს. ნაწილობრივ გარემონტებულია, დასხმულია იატაკებზე ბეტონი, შეცვლილია კარფანჯარა. დღეის მდგომარეობით მოსარგებლე იყენებს სათავსოდ. საცხოვრებელი ფართი ძირითადად განლაგებულია პირველ სართულზე, სახლს გააჩნია საერთო აივანი, რომელიც სახლ გაჰყვება ცენტრალური შესასვლელიდან და მიჰყვება გვერდითაც, სახლის გაყოფის შემთხვევაში აივანი ყველა შემთხვევაში თუ არ იქნება გამიჯნული დარჩება საერთო სარგებლობაში, აივანი მთლ---ად გადახურულია ახალი სახურავით. ფაქტობრივად შეინიშნება, რომ საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია ნაწილობრივ, ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარე შედარებით კეთილმოწყობილია თუმცა დიდად არ განსხვავდება მარჯვენა მხარეს არსებული მდგომარეობისგან. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 6 ნოემბრის დასკვნის მიხედვით სადავო ქონებაზე მთლ---ად დამხმარე სათავსოების ჩათვლით ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღიცხვო ღირებულება 2015 წლის მე-3 კვარტლის დონეზე არსებული სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით შეადგენს 21 982,40 ლარს. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა ასევე კს ,,კ--–-–-–---–----------------“ მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოხსენებულ დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც გამიჯვნით არის დაანგარიშებული სადავო ქონების მარჯვენა და მარცხენა მხარეს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და ამ განმარტების მიხედვით, საზიარო ქონების მარჯვენა მხარეს ჩატარებული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 9950,20 ლარი, შესაბამისად მარცხენა მხარეს - 12 032.2 ლარს. აღნიშნული ღირებულება მოიცავს ასევე ისეთი სამუშაოებს, როგორიც არის სახურავის შეკეთება, რომელიც საერთოა ორივე ნაწილისთვის, აივნის მოპირკეთება, რომელიც ასევე საერთო იქნება ნატურით გაყოფის შემთხვევაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია მხოლოდ ლ-–ა კ-------–--ის და მისი წინამორბედი მესაკუთრის მიერ და მასში მონაწილეობა მოსარჩელე ნ-----–ი ჯ--–----ეს არ მიუღია. მისი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
ჩატარებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით გაზრდილია ქონების ღირებულება და აღემატება იმას, რაც შეიძლება ყოფილიყო მამკვიდრებლის გარდაცვალების პერიოდისთვის. არც აღნიშნული მტკიცებულების უარსაყოფად ყოფილა მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.
სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად ნ-----–ი ჯ--–----ის მიერ მითითებულ გარემოებები ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული არ არის გამყარებული არცერთი მტკიცებულებით, არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები იმის შესახებ, რომ რეალურად ჰქონდა ხელშეშლას ადგილი ლ-–ა კ-------–--ის ან მისი წინამორბედი მესაკუთრის მხრიდან, რომ ესარგებლა მისი კუთვნილი ქონებით ნ-----–ი ჯ--–----ეს. ამასთან, საცხოვრებელი სახლის განლაგება და მისი მოწყობა არ იძლევა ამ ეტაპზე და არც საკუთრების უფლების წარმოშობისას იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ იგი დამოუკიდებლად განკარგულიყო, გაქირავებულიყო ან იპოთეკით დატვირთულიყო, რადგან ქონება არ ყოფილა არასდროს გამიჯნული, იზოლირებული. თავად მოსარჩელის მხრიდანაც არ ყოფილა სარჩელის აღძვრამდე მცდელობა ნახაზის შედგენის დონეზეც კი შეეთავაზებინა მოპასუხისთვის ქონების გამიჯვნა. აღნიშნული მოხდა მხოლოდ წინამდებარე სარჩელის წარმოდგენით. კონკრეტულად რაში ან როდის გამოიხატა ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან ეს დადასტურებული არ არის, შესაბამისად არ არის დასაბუთებული არც ზიანის წარმოშობის საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ზიანის მიყენების ნაწილში და შესაბამისად ვერ იქნა უარყოფილი მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები შგებებულ სარჩელთან დაკავშირებით. საზიარო უფლების გაუქმებაზე მხარეები არ დავობენ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს. სახლი წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.
სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი. საზიარო უფლების სუბიექტებს აქვთ თავიანთი წილობრივი დამოკიდებულება ობიექტისადმი, რაც სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის მიხედვით, სპეციალურად დგინდება. თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლების თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
განსახილველი ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ ფაქტორზე, რომლის არსებობა იწვევს ამ ნორმით გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგს. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში: 1) თუ საზიარო საგანი შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2) მათი დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი მივიღოთ განსახილველ დავასთან მიმართებით, უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც გაყოფამდე ასრულებდა, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა რასაც იგი ასრულებდა მესაკუთრისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-----–ი ჯ--–----ის მიერ წარმოდგენილია საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით საზიარო საგნის გაყოფა ორ თანაბარმნიშვნელოვან ნაწილად გაყოფა დასაშვებია, ისე, რომ არ შემცირდება არცერთის ღირებულება, გამიჯვნის გეგმა მოცემულია დასკვნის დანართებში. აღნიშნულ მტკიცებულებას ეთანხმება ორივე მხარე და შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი სახლის ფუნქცია, რომელიც ამ ქონებას გააჩნია არც გაყოფის შემთხვევაში დაეკარგება ქონებას და იარსებებს ორ იზოლირებულ და დამოუკიდებელ ობიექტად, რომელიც შესაძლებელია, რომ დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში სხვადასხვა საკადასტრო კოდით.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სამართლ---ი სასამართლოს პრინციპიდან, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს კენჭისყრის წესით ქონების გაყოფის პრინციპისგან განსხვავებული წესი გამოიყენოს და გაითვალისწინოს თავად მხარეთა მოთხოვნები, რომლის მიხედვით ნ-----–ი ჯ--–----ე მოითხოვს მას მიეკუთვნოს საზიარო ქონების მარცხენა მხარე და მოთხოვნა შეაფასოს სწორედ ამ ფარგლებში. მართალია თავდაპირველად მოსარჩელე სწორედ კენჭისყრის წესით ითხოვდა ქონების გაყოფას, მაგრამ სასამართლო სხდომებზე მან დააზუსტა მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ მოთხოვნის მართებულობა და გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ნ-----–ი ჯ--–----ეს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია არასდროს, საცხოვრებელ სახლს საკუთრებად მიიჩნევდა მისი და ლ---ა ტ----–---–ი და მისი ოჯახი, შესაბამისად მასზე ზრუნავდა როგორც საკუთარზე, ის მხარე რომელსაც ნ-----–ი ჯ--–----ე ითხოვს, რომ მიეკუთვნოს, უფრო კეთილმოწყობილია, აქვს სველი წერტილები უკვე გაკეთებული, თუმცა საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ოთახია, გაკეთებულია სამზარეულო. სველი წერტილების გაკეთება დასაშვებია ასევე სახლის მარჯვენა ნაწილში, თუმცა ამას სჭირდება დამატებითი ხარჯები, რომელიც შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს იმ პირს, რომელსაც მრავალი წელი აქვს ამ სახლში ნაცხოვრები. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მამკვიდრებელი ს-----ა ტ-----–---–ი გარდაიცვალა 1994 წლის 20 ივლისს. 2009 წლის 12 ოქტომბრამდე კი, ანუ სარჩელის წარმოდგენამდე ნ-----–ი ჯ--–----ეს არ განუცხადებია თავისი სურვილის შესახებ მიეღო სამკვიდრო ქონება, რამაც უფრო გაამყარა ლ---ა ტ----–---–ის შეგრძნება, რომ სახლი სადაც იგი ცხოვრობდა მის საკუთრებას წარმოადგენდა და მას მეორე მემკვიდრე არ განუცხადებდა პრეტენზიას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ უფრო კეთილმოწყობილი მხარის მიკუთვნების შემთხვევაში ნ-----–ი ჯ--–----ეს წარმოეშობა უფრო დიდი ოდენობით ვალდებულება დააბრუნოს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული სარგებელი. ამდენად, სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ საზიარო საგნიდან სახლის მარცხენა ნაწილი მიაკუთვნოს ლ-–ა კ-------–--ეს.
ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამ ნორმის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის.
მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზარალი არის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი ვალდებულების დარღვევისა. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონიერი ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულების კონკრეტული დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი უნდა აანაზღაუროს ყოველთვის, მაგრამ მხოლოდ ვალდებულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-----–ი ჯ--–----ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ლ-–ა კ-------–--ის მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან ლასა კ-------–--ისთვის ვერ იქნებოდა წინასწარ სავარაუდო და მას ვერ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რადგან საზიარო ქონება სარჩელის წარმოდგენამდე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ იგი იზოლირებულად გამოყენებულიყო და მოსარჩელეს იგი განეკარგა თავისი შეხედულებისამებრ.
ლ-–ა კ-------–--ის შეგებებული სარჩელი დამყარებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ გადაცემულის უკან დაბრუნების სამართლებრივ წესებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, არ წარმოიშობა უკან დაბრუნების ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებულ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განჩინებით განმარტებულ იქნა, რომ ,,სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 987-ე მუხლების მიხედვით, არასახელშეკრულებო ვალდებულებები წარმოიშობა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირის სურვილისაგან დამოუკიდებლად. უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა...სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის, 985-ე მუხლის პირველი ნაწილის, 979-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლ---ობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი, როგორც წესი, დელიქტია (სამართალდარღვევა). გამდიდრების უსაფუძვლობა კი, შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის, – მართლზომიერ ქმედებებსაც. ამასთან დაკავშირებით კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა არსებობს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი, მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი, ასეთი ტოლობა შეიძლება, არ გვქონდეს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. ამ ვალდებულებებში განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც. ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი, ასეთი შემცირება-გაზრდა არ ხდება. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. სამოქალაქო კოდექსის 985-ე მუხლის იურიდიული შედეგი არის სწორედ ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. გათანაბრების მოთხოვნის მოცულობის დადგენისას უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი, ანუ მიღებული სარგებელი უნდა დაბრუნდეს. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის მიხედვით, ხელმყოფმა უნდა აანაზღაუროს საერთო ღირებულება’’.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ლ-–ა კ-------–--ის მიერ გაუმჯობესდა ქონება, რომელიც მას საკუთრად მიაჩნდა და რომელიც შემდეგ საზიარო ობიექტი გახდა, ამ გაუმჯობესების ღირებულებამ იმ ნაწილისთვის, რომელიც ნ-----–ი ჯ--–----ეს მიეკუთვნება წარმოადგენს 9950,20 ლარს, შესაბამისად ამ გაუმჯობესებული ქონების მიღებით ნ-----–ი ჯ--–----ე აღმოჩნდება იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იგი ამ ქონებას მიიღებდა მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს. არც თავად ნ. ჯ--–----ე უარყოფს, რომ ეს სარემონტო სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულია და მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია მანამდე, სანამ ის სარჩელს წარადგენდა. შესაბამისად ამ ქონების ამ მდგომარეობით მიღებით იგი მეტს სარგებელს მიიღებს მოსარჩელე ლ-–ა კ-------–--ის ხარჯზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სადავო ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ნ-----–ი ჯ--–----ის დედას, აწ გარდაცვლილ ს-----ა ტ----–---–ს. ს-----ა ტ----–---–ის გარდაცვალების შემდგომ მოპასუხის დედამ, ლ---ა ტ----–---–მა, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა რუსთავის ნოტარიუსს, რაზედაც ნოტარიუსმა მ------------–---–-- გასცა სამკვიდრო მოწმობა ლ---ა ტ----–---–ის სახელზე. ეს უკანასკნელი გახდა ს-----ა ტ----–---–ის მთელი დანაშთი ქონების მესაკუთრე.
ს-----ა ტ----–---–ის სიცოცხლეში დები ცხოვრობდნენ მარცხენა და მარჯვენა მხარეს. მარცხნივ ნ-----–ი ჯ--–----ე, მარჯვნივ ლ---ა ტ----–---–ი. არაერთხელ გადაწყვიტა ნ-----–ი ჯ--–----ემ მისი კუთვნილი ფართის და მისი ფართის ქვეშ არსებული სარდაფის გაქირავება, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხე მას ეზოშიც კი არ უშვებდა, აპელირებდა იმაზე, რომ სახლი მისია, და იგი სიცოცხლეში მის სახლში არავის შეუშვებდა. ნ-----–ი ჯ--–----ემ არ იცოდა რა ხდებოდა მის კუთვნილ ფართში, არავის მისთვის არ შეუთავაზებია რემონტის ჩატარება. მესაკუთრეს წაართვეს არა მხოლოდ მისი კუთვნილი ქონების მართვა და განკარგვა, არამედ დააკისრეს ის თანხა, რაც მისი გადასახადი არ არის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლ---ობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. უპირეველეს ყოვლისა, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია საზიარო საგნის რა ნაწილი (მდებარეობის მიხედვით) უნდა მიეკუთვნოს თითოეულ მოწილეს, გასწია თუ არა ლ-–ა კ-------–--ემ საზიარო საგნის მოვლა-შენახვისათვის ხარჯი და წარმოადგენს თუ არა ნ-----–ი ჯ--–----ე ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ „საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება, ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება)“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).
დადგენილია და აღნიშნულს მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ საზიარო საგნის გაყოფა შესაძლებელია ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. პალატა, ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნასა და შესაბამის მსჯელობას მასზე, თუ საცხოვრებელი სახლის რომელი ნაწილი უნდა მიეკუთვნოს თითოეულ მესაკუთრეს, სახელდობრ: ნიშანდობლივია, რომ ნ-----–ი ჯ--–----ეს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. სახლის ის ნაწილი, რომლის მიკუთვნებასაც ითხოვდა აპელანტი უფრო კეთილმოწყობილია, რაც გულისხმობს, რომ ნ-----–ი ჯ--–----ე ვალდებული იქნება ლ-–ა კ-------–--ეს გადაუხადოს 9950,20 ლარზე მეტი. ამდენად, მხარეთა ორმხრივი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საზიარო საცხოვრებელი სახლის მარცხენა ნაწილის ლ-–ა კ-------–--ისათვის მიკუთვნება.
4.2. რაც შეეხება 9950,20 ლარის დაკისრებას ნ-----–ი ჯ--–----ისათვის, პალატა განმარტავს შემდეგს: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ლ-–ა კ-------–--ემ საზიარო სახლის მოვლა-პატრონობა და შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელა დამოუკიდებლად. შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი იმისა, რომ ლ-–ა კ-------–--ეს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს გაწეული დანახარჯების ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არუნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ-–ა კ-------–--ემ დამოუკიდებლად გაიღო ხარჯი სახლის შეკეთებისა და გაუმჯობესების მიზნით, ამდენად, ეჭვგარეშეა ისიც, რომ თანამესაკუთრე - ნ-----–ი ჯ--–----ემ ნახა მნიშვნელოვანი სარგებელი, ანუ, ზემოდასახელებული მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ არსებობს, თუმცა, არსებული წინაპირობების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ მარეგულირებელი ნორმებით. უსაფუძვლო გამდიდრება არის სუბსიდიარული ხასიათის მატარებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, უკეთუ, მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა საზიარო საგნიდან გამომდინარე, მოცემული დავის რეგულაციაც საზიარო უფლებების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა განხორციელდეს.
სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 956-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს, საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც, ხოლო 960-ე მუხლის თანახმად თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია, თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლ---ი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხარჯების ოდენობასთან დაკავშრებით კი, პალატა განმარტავს შემდეგს: სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).
დადგენილია, რომ სახლის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა 21 982,40 ლარია. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, საზიარო ქონების მარჯვენა მხარეს ჩატარებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 9950,20 ლარია, ხოლო მარცხენა მხარეს - 12 032.2 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6 პუნქტი). ნ-----–ი ჯ--–----ისათვის გაუმჯობესებული უძრავი ქონების იმ ნაწილის მიკუთვნებით, რომლის გაუმჯობესების ხარჯმაც 9950,20 ლარი შეადგინა, ლ-–ა კ-------–--ეს წარმოუშვა უფლება მოითხოვოს გაწეული ხარჯის მითითებული ოდენობით დაკისრება, ხოლო ნ-----–ი ჯ--–----ე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელი) დასახელებული თანხა.
4.3. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამდენად, მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვალდებულების შეუსრულებლობით, რაც სარჩელის გათვალისწინებით ნასყიდობის საფასურის გადახდაა, რა დამატებითი ზიანი მიადგა მას.
იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. ნ-----–ი ჯ--–----ემ ვერ დაადასტურა, რომ მის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ნივთის გაქირავება და ამ გზით შემოსავლის მიღება. ასევე, არ დგინდება კონკრეტულად რაში ან როდიდან გამოიხატა მოპასუხის მხრიდან ხელშეშლა. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–ი ჯ--–----ეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალ-–ი უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ-----–ი ჯ--–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლე: ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე