განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
330100117001914736
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001914736

საქმე №1ბ/1101-19

(გამოძიების №008230317006)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა------–------ე;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ი-----–-------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–----–--------------------------------------------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ადვოკატები - ა-----–-–---–---–ი, მ--–--------–-----;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის 22 მარტს, საღამოს საათებში, გ-------–--------–--ე თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით A--------), ზ-----------------ს თხოვნით, მივიდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში - ქ------–--–---–-----------–---–-------------ში. ზ----------------- და მისი მეგობარი ი-----–-------–--ე, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ სხვის ნივთს, ჩასხდნენ გ-------–--------–--ის ავტომანქანაში.

 

ზ-----------------მ, რომელმაც იცოდა, რომ გ-------–--------–--ეს თანხა თან არ ჰქონდა, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით და მისი გამოყენების მუქარით, არაერთხელ მოსთხოვა 1000 (ათასი) აშშ დოლარის გადაცემა გ-------–--------–--ეს. ი-----–-------–--ე ასევე სთხოვდა გ-------–--------–--ეს, რომ მას მოთხოვნილი თანხა მიეცა ზ-----------------სთვის, რომელიც ამ დროს იარაღს უმიზნებდა და აბჯენდა გ-------–--------–--ეს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ძირითადად თავის არეში. აღნიშნულის გამო გ-------–--------–--ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ხსენებული მართლსაწინააღმდეგო და უსაფუძვლო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ზ-----------------ს და ი-----–-------–--ის მიერ გამოხატული მუქარა მის მიმართ რეალურად იქნებოდა განხორციელებული და სურდა მათგან თავის დაღწევა. მან გაქცევის გაადვილების მიზნით არ გაიკეთა მანქანის უსაფრთხოების ღვედი, რაც შეამჩნია ზ-----------------მ და მოსთხოვა ღვედის შეკვრა. აღნიშნულმა დაარწმუნა გ-------–--------–--ე იმაში, რომ მას შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება და მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა სიცოცხლისთვის საშიში ძალადობა. გ-------–--------–--ემ ზ-----------------სა და ი-----–-------–--ისგან თავის დაღწევისა და საპატრულო პოლიციის ყურადღების მიპყრობის მიზნით, საპატრულო პოლიციის მანქანის დანახვისთანავე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეაჯახა №15 ელექტრო განათების ბოძთან არსებულ ხეს, რის შემდეგაც მათთან დასახმარებლად მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენით: ი-----–-------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაადგინა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი-----–-------–--ის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს, რადგან არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს, მათ შორის დაზარალებულ გ-------–--------–--ის ჩვენებას, რომელიც იყო თანმიმდევრული, რადგან ზ-----------------ს ტელეფონის გამოკვლევისას ნათელი გახდა, რომ მასში იდო გადაჭრილი სიმ-ბარათი. გ-------–--------–--ემ დაკითხვისას განმარტა, რომ მისი გადაჭრილი სიმ-ბარათი მოათავსა მ---------ის ტელეფონში დ------თან დასაკავშირებლად. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ გ-------–--------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების აღნიშნული დეტალიც, ისევე როგორც მისი მთელი ჩვენება, შეესაბამება სიმართლეს და სულაც არ არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი გადაჭრილი სიმ-ბარათის ერთი ტელეფონიდან ამოღება და მოძველებულ ტელეფონში მოთავსება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერები. ი-----–-------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე - 5--------, 2017 წლის 22 მარტს მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდება კომუნიკაცია ზ-----------------ს სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან - 5--------. ასევე, რ------------–--ის ტელეფონის ნომერზე - 5--------, 2017 წლის 23 მარტს, 00:01 საათზე გ-------–--------–--ის ტელეფონის ნომრიდან - 5--------, ფიქსირდება შემავალი ზარი. 2017 წლის 23 მარტს, ზ-----------------ს სარგებლობაში არსებული ნომრიდან - 5-------- ფიქსირებდა ორი შემავალი ზარი რ------------–--ის ზემოაღნიშნულ ნომერზე. როგორც დაზარალებული აფიქსირებს, შემთხვევამდე ორი დღით ადრე, 2017 წლის 21 მარტს, დაუკავშირდა ზ----------------- და სთხოვა შეხვედრა. აღნიშნული დასტურდება დეტალური ამონაწერით, კერძოდ, 2017 წლის 21 მარტს, 13:30 საათზე, 5-------- ტელეფონის ნომრიდან გ-------–--------–--ის სარგებლობაში არსებულ ზემოაღნიშნულ ნომერზე ფიქსირდება შემავალი ზარი. ასევე, 2017 წლის 22 მარტს, ფიქსირდება შემავალი ზარი ზ-----------------ს ნომრიდან. მოპოვებული დეტალური ამონაწერების თანახმად, 2017 წლის 21 მარტიდან 2017 წლის 23 მარტამდე ყველა შემავალი და გამავალი ზარი დაფიქსირებულია ერთი და იგივე იმეი კოდით, კერძოდ 3-------------, ხოლო 2017 წლის 23 მარტს, 00:11 საათზე, ა-–---------- დ------ის ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულია შემავალი ზარი გ-------–--------–--ის ტელეფონის ნომერზე და ფიქსირდება სხვა იმეი კოდი, კერძოდ, 3-------------. გ-------–--------–--ე თანმიმდევრულად და დეტალურად აღწერდა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შესახებ ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგაც და ორი წლის შემდეგაც. დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან შესაბამისობაშია, ასევე თანხვედრაშია გამოთხოვილ დეტალურ ამონაწერებთან და ანძების მონაცემებთან. მოწმეები დ------ი და ხ--–-–---–- ადასტურებენ 2017 წლის 22 მარტის ღამეს გ-------–--------–--ის მიერ თანხის სესხების თხოვნის ფაქტს, რაც სწორედ მ---------ისა და დ---–----თვის გადასაცემად უნდოდა.

- საქმეში წარმოდგენილია პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები, რომლებიც, აპელანტის პოზიციით, პირდაპირ მოწმეებს წარმოადგენენ, ვინაიდან საქმე გვაქვს წასწრებულ დანაშაულთან და ვინაიდან მათ თავად იხილეს, თუ როგორ მოახდინა გ-------–--------–--ემ შეჯახება მათი ყურადღების მიქცევის მიზნით. ამასთანავე, აღნიშნული კარგად ჩანს საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებშიც. ასევე, მათ ფაქტობრივად შეაკავეს გ-------–--------–--ე, რომ არ დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, ვინაიდან იყო აღელვებული, შეშინებული და კვალავაც ცდილობდა ბრალდებულთაგან თავის დაღწევას. ფაქტია, რომ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენების სისწორეს ადასტურებს თავად ი-----–-------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მანქანიდან ამოყვანის შემდეგ პატრულ-ინსპექტორი ეკითხებოდა და ამოწმებდა მას ჰქონდა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მოწმობს იმას, რომ მანქანიდან ამოსვლისთანავე გ-------–--------–--ემ სრული სიმართლე მოუყვა პატრულ-ინსპექტორებს და ასევე იმას, რომ ავარიის მომენტისთვის გ-------–--------–--ე კვლავ დარწმუნებული იყო, რომ ზ-----------------ს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

- გ-------–--------–--ემ სწორედ იმ სახეობის იარაღი შენიშნა ზ-----------------ს ხელში, რომლის ტარიც ამოღებულ იქნა ზ-----------------ს ბინის ჩხრეკისას და რა სისტემის იარაღიც იქნა ამოღებული ზ-----------------ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებულ საქმეში შემთხვევის ადგილიდან (რაც ინფორმაციის სახით წარმოდგენილია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში).

- აპელანტის შეფასებით, ი-----–-------–--ის ჩვენება აბსურდულია, თითქოს გ-------–--------–--ემ ავარიის მოხდენის მომენტში მოიფიქრა ჩვენებაში მითითებული ინფორმაცია თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან თითქოს ტ-----–--ეს მ---------ე და დ---–--ე ავარიის შედეგად გარდაცვლილი ეგონა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მოიფიქრა გამოძალვის შესახებ. დ---–---- ჩვენება არც იმ ნაწილში შეესაბამება სიმართლეს, სადაც ის მიუთითებს, რომ თითქოს მანქანში ჩასხდომიდან 5 წუთში ჩაეძინა და მხოლოდ ავარიის შემდეგ გაეღვიძა, ვინაიდან დეტალური ამონაწერით დგინდება, რომ ამ პერიოდში არაერთი ზარი აქვს განხორციელებული. თავად ბრალდებული ი-----–-------–--ე ადასტურებს, რომ მას და ზ-----------------ს გ-------–--------–--ის მიმართ, ასევე პირიქით, გ-------–--------–--ეს ზ-----------------სა და ი-----–-------–--ის მიმართ არანაირი ინტერესი ან მოტივი არ გააჩნდა საიმისოდ, რომ მათთვის გამოძალვის ფაქტი დაებრალებინა. იგივე დაადასტურა გ-------–--------–--ემაც.

 

დაცვის მხარე - ადვოკატები ა-----–-–---–---–ი, მ--–--------–----- და გამართლებული ი-----–-------–--ე არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება. იმ მოტივით, რომ განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმდგენილი არ ყოფილა ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა ი-----–-------–--ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ-------–--------–--ემ განმარტა, რომ ი-----–-------–--ესთან და ზ-----------------სთან მეგობრობდა. 2017 წლის 23 მარტამდე ორი დღით ადრე დაუკავშირდა ზ-----------------, რომელმაც სთხოვა მისულიყო მასთან. სამსახურის შემდეგ საღამო ხანს მივიდა სადარბაზოსთან, სადაც დახვდნენ ზ----------------- და ი-----–-------–--ე. ზ-----------------მ უთხრა, რომ ჰქონდა ვალი, სახლი იპოთეკით ჰქონდა დატვირთული და სთხოვა 1000 აშშ დოლარის გადაცემა. ვინაიდან არ ჰქონდა თანხა, უთხრა, რომ მეორე დღეს შეეცდებოდა ეს თანხა მოეძიებინა და გააგებინებდა პასუხს. მეორე დღეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვერ მოიძია თანხა. ზ-----------------მ სთხოვა გასულიყო მასთან, ერთ-ორ ადგილას გაეყვანა ავტომანქანით და იქნებ თავად მოეძიებინა თანხა. საღამოს დახლოებით 21:00 საათზე მივიდა ზ-----ი მ---------ესთან სახლში, რომელმაც სთხოვა მამის საავადმყოფოდან გამოყვანა. ზ-----------------ს მამის სახლში მიყვანის შემდეგ თავად, ზ----------------- და ი-----–-------–--ე წავიდნენ თანხის მოსაძიებლად. ზ-----------------მ სთხოვა სახლში გაყვანა და სთხოვა ეზოში შესულიყო, სადაც ზ-----მა, რომელსაც რეზინის ხელთათმანები ეკეთა, ამოიღო იარაღი, გადატენა და უმიზნებდა ხან შუბლის, ხან მუცლის არეში, ხოლო შემდეგ იარაღი ჩაარტყა თავში, თან უმეორებდა, რომ მას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და „სროკზეც“ წავიდოდა. ზ-----მა ჰკითხა ვალი რამდენი ჰქონდა, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდა 18 000 აშშ დოლარი, აღნიშნულზე კი, უპასუხა, რომ არ აინტერესებდა, რადგან მისი თხოვნა „ფეხებზე დაიკიდა“, სადაც და როგორც უნდოდა ისე ეშოვნა თანხა, ვინმესთვის დაერეკა, გამოერთმია და გადაეცა მისთვის. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ თანხა არ ჰქონდა და ვერც იშოვნიდა. ზ-----ი სთხოვდა დაერეკა მის მეგობარ ა-–---------- დ------თან და ეთხოვა თანხა, თუმცა ტელეფონი დაუჯდა და ვერ დარეკა. ზ-----მა იარაღი ჩაიდო ფეხებს შორის, რა დროსაც დაინახა, რომ იარაღი იყო „მაკაროვის“ სისტემის. ზ-----მა თავის ტელეფონში ჩადო მისი ტელეფონის სიმ ბარათი და დაუკავშირდა ა-–---------- დ------ს, რომელმაც უთხრა, რომ იყო დიღომში მდებარე რესტორან „ი-------–------–-“, სტუმრები ჰყავდა, ჰქონდა თანხა და რაც დარჩებოდა, გადასცემდა. მან ა-–---------- დ------ს უთხრა, რომ თანხა ძალიან სჭირდებოდა და მიაკითხავდა. წავიდნენ დიღმის მიმართულებით, თუმცა გზად ზ-----------------მ გააჩერებინა მანქანა და 5-10 წუთით გადავიდა. ამ დროს არც იარაღი ეჭირა ხელში და არც ხელთათმანები ეკეთა. ამ დროს დაუკავშირდა ა-–---------- დ------ი და უთხრა, რომ უკვე წავიდა და სახლში დაელოდებოდა. ზ-----------------მ იეჭვა მასზე, ჩუმად ხომ არაფერი მისწერა ა-–---------- დ------ს, რაზეც მან უთხრა, მისი ტელეფონი დაეთვალიერებინა და დარწმუნდებოდა, რომ არაფერი მიუწერია. ზ-----------------ს და ი-----–-------–--ეს ეჭვი შეეპარათ, რომ ა-–---------- დ------მა რაღაც იცოდა და აღარ წავიდნენ მასთან, მანქანა მოატრიელეს და გადავიდნენ მარცხენა სანაპიროზე. მას უსაფრთხოების ღვედი არ ჰქონდა შეკრული, რადგან იმედოპვნებდა, იქნებ პატრულს გაეჩერებინა, დროს იხელთებდა და გაიქცეოდა. მან დაინახა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რა დროსაც ავარდა ბორდიულზე და მანქანა ამოაყირავა, რა დროსაც მათთან მივიდა პატრული და იგი გადაიყვანეს ავტომანქანიდან. პატრულის თანამშრომელს სთხოვა, დროზე გაეყვანა იქიდან, რადგან ზ-----------------ს იარაღი ჰქონდა თან. პატრულის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მანქანა, თუმცა იარაღი ვერ იპოვეს, სავარაუდოდ ზ-----მა დამალა მაშინ, როდესაც გადავიდა მანქანიდან. ი-----–-------–--ე მხარს უჭერდა ზ-----------------ს, მაგრამ არც ხელი დაურტყამს მისთვის, არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არც იარაღი ჰქონია, მხოლოდ ის უთხრა „ასი ლარი მაინც როგორ ვერ იშოვნეო“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ა-–---------- დ------მა განმარტა, რომ 2017 წლის 22 მარტს 23:00 საათიდან - 23:30 საათამდე დაუკავშირდა გ-------–--------–--ე, რომელმაც სთხოვა 1000 ლარი ესესხებინა მისთვის. იგი შეეკითხა, ხომ მშვიდობა იყო, რაზეც თანხმობა მიიღო. იმ დროს ჰყავდა სტუმრები და იმყოფებოდა რესტორან „ი-------–-------–-“, არ იცოდა თანხის გადახდის შემდეგ რამდენი დარჩებოდა და უპასუხა, რომ რაც დარჩებოდა, გადასცემდა. სთხოვა მისულიყო რესტორანში, მაგრამ გ-------–--------–--ემ დააგვიანა, რის გამოც რესტორნიდან გასვლისას დაუკავშირდა და უთხრა, რომ სტუმრებს დააბინავებდა და სახლში დაელოდებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამოჩენილა. იგი ცდილობდა გ-------–--------–--ესთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. მეორე დღეს ამ უკანასკნელისგან გაიგო, რომ ზ----------------- და ი-----–-------–--ე სთხოვდნენ თანხას, მათთვის უნდა გადაეცა ნასესხები ფული და შეემთხვა ავარია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე გ-----------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 22 მარტს მის მეგობარ ა-–---------- დ------თან და სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში. წამოსვლის შემდეგ სტუმრები დატოვეს სასტუმროში. ა-–---------- დ------ი იყო ნასვამი, რის გამოც მანქანას მართავდა იგი. ა-–---------- დ------ი მიიყვანა სახლთან, რა დროსაც ა-–----------მ უთხრა, რომ გ-------–--------–--ემ სთხოვა თანხა, თუმცა აღარ გამოჩენილა. მერე დაუკავშირდა გ-------–--------–--ეს და ჰკითხა სად იყო, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ იყო ეზოში და ელოდებოდა. ა-–---------- დ------მა სთხოვა, მანქანით თუ იყო დაელოდებოდა და სახლში გაეყვანა, რაზეც თანხმობა მიიღო. დაახლოებით 15 წუთი ელოდებოდნენ, მაგრამ გ-------–--------–--ე არ მივიდა და არც ზარებს პასუხობდა, მოგვიანებით კი საერთოდ გათიშა ტელეფონი. მეორე დღეს დაუკავშირდა და ესაუბრა ზ-----------------ს მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ გ-------–--------–--ე, ზ----- მ---------ე და ი-----–-------–--ე ავარიაში მოყვნენ. მან უთხრა, რომ მივიდოდა მათ სანახავად, რაზეც მეუღლემ განუმარტა, რომ რაღაც მოხდა, გამომძებელი დაუკავშირდა და ვერ მოახერხებდა მისი მეუღლის ნახვას. მოგვიანებით გ-------–--------–--ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ----------------- იარაღის მუქარით სთხოვდა თანხას და იქვე იყო ი-----–-------–--ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ა-–---------------–---–მა (პატრულ-ინსპექტორი) განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში. 2017 წლის 23 აპრილს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილე - გ---------------–---–თან ერთად. მათი სამოქმედო ტერიტორია იყო მტკვრის მარცხენა სანაპირო. შენიშნეს დიდუბის მხრიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა ჩვეულებრივად. მათთან მიახლოებისას ავტომანქანამ უეცრად შეიცვალა მიმართულება, საჭე მკვეთრად მარჯვნივ აიღო, ტროტუარზე შეეჯახა ხეს და ამობრუნდა. გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟები. მან გააჩერა მანქანა, მისი მეწყვილე გადავიდა, მძღოლი გამოიყვანა მანქანიდან და ცდილობდა ორი მგზავრის გადმოყვანას. მძღოლი ცდილობდა დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, რომელიც მან გააჩერა და არ გაუშვა. ავტომანქანის მძღოლი აღმოჩნდა გ-------–--------–--ე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული, ემოციურად საუბრობდა და სთხოვდა წაეყვანათ შემთხვევის ადგილიდან. მან ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ მათი დანახვისას სპეციალურად შეეჯახა ხეს, რათა მათი ყურადღება მიექცია, რადგან მანქანაში მყოფი პირები იარაღით ემუქრებოდნენ, აშანტაჟებდნენ და სთხოვდნენ ფულს. გაჩხრიკეს მანქანა და მანქანაში მყოფი პირები, მაგრამ იარაღი ვერ იპოვნეს. მან გ-------–--------–--ე ჩასვა მათი ავტომანქანის უკანა სავარძელზე. ამ დროს მივიდნენ დამხმარე ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–---–მა (პატრულ-ინსპექტორი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე გ----------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 23 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანა მერსედესი, რომელსაც მართავდა გ-------–--------–--ე, გადავიდა გზიდან და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდნენ ზ----------------- და ი-----–-------–--ე. მან დაარეგისტრირა შეტყობინება და პატრულ-ინსპექტორებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარებოდა თამარ მეფის სახელობის ხიდიდან გალაკტიონის სახელობის ხიდის მიმართულებით მარჯვენა მხარეს. დაზიანებული იყო ხე, რომელსაც ეტყობოდა შეჯახების კვალი. დაახლოებით 12 მეტრში გზის სავალ ნაწილზე იყო მუქი ფერის ავტომანქანა „მერსედესი“, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა წინა მარჯვენა მხარე, გვერდი, წინა საქარე მინა. მძღოლ - გ-------–--------–--ეს ვიზუალურად რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. თანამშრომელ გ-----------------თან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შეადგინა ოქმი და სქემატური ნახაზი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ვ-----------------–--ემ (გამომძიებელი) განმარტა რომ იგი მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამმართველოში. 2017 წლის 23 მარტის ღამის საათებში შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ბ-------------–---–თან ერთად გავიდა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ლუდის ბარის ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე დახვდათ შავი ფერის „მერსედესის“ ფირმის მანქანა, რომლის მძღოლი გ-------–--------–--ე იჯდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში. შემთხვევის ადგილზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოხდა ხესთან შეჯახება, რის შედეგად დაზიანებები მიიღეს ი-----–-------–--ემ და ზ-----------------მ, რომლებიც გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. გაესაუბრნენ გ-------–--------–--ეს, რომელმაც განაცხადა, რომ ი-----–-------–--ე და ზ----------------- იყვნენ მისი დიდი ხნის ნაცნობები, რომლებმაც მასზე განახორციელეს მუქარა იარაღის გამოყენებით ფულის მოთხოვნით და მათგან თავის დაღწევის მიზნით მოახდინა შეჯახება.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ------------მა (გამომძიებელი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ---------------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულ გ-------–--------–--ის მონაწილეობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში დაზარალებულმა მიუთითა ზ-----------------სთან და ი-----–-------–--ესთან ერთად მანქანით გადაადგილების მარშუტზე და იმ ადგილზე, სადაც გააჩერა ავტომანქანა და გადავიდა ზ-----------------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---------------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 23 მარტს დაახლოებით 12:00 საათზე მის მეწყვილე - შ--–---–---–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ------–--–---–-----------–---–-------------ში მდებარე ზ-----------------ს ბინის ჩხრეკაში. მათ მიერ ჩხრეკა ჩატარდა ზ-----------------ს მეუღლის ბინაში, მდებარე ქ------–------------------–---–-------------ში. ჩხრეკის შედეგად ტანსაცმელების კარადიდან ამოღებული იქნა პლასტმასის მეტალი ამოტვიფრული ვარსკვლავით - მაკაროვის სისტემის იარაღის ტარი და 4 ვაზნა. ამოღებული ნივთები დაილუქა, შედგა შესაბამისი ოქმი, რომელზეც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–---–---–---–მა (გამომძიებელი) და კ---------ემ (გამომძიებელი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უ-----------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა ზ-----------------ს ძმა მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–-----–-----------–---–-- ქუჩაზე, რის შემდეგ მან წარადგინა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. მის მიერ დათვალიერებულ იქნა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. შეადგინა შესაბამისი ოქმები, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-–---------------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ მან მესაკუთრის - გ-------–--------–--ის მონაწილეობით დაათვალიერა ავტომანქანა „მერსედესი“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ------------–--ემ განმარტა, რომ მამამისი - გ-------–--------–--ე მუშაობს კერძო სექტორში და, როგორც წესი, სახლში ბრუნდება დაახლოებით 21:00 საათზე. დაგვიანების შემთხვევაში უკავშირდებოდა და ატყობინებდა, დაგვიანების თაობაზე. 2017 წლის 22 მარტს საღამოს მამა შინ არ დახვდა. დაახლოებით 22:00 საათზე დაურეკა მას, მაგრამ ტელეფონი ჰქონდა გამორთული. რამდენჯერმე სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. დაახლოებით 00:00 საათზე ესაუბრა მამას, რომელმაც უთხრა, რომ დააგვიანდებოდა. მამასთან საუბრის შემდეგ მის მობილურის ნომერზე შევიდა უცხო ნომრიდან მოკლე ზარები. იმ დღეს მამასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია. მამა ნახა მეორე დღეს, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მეგობრები: ზ----------------- და ი-----–-------–--ე სძალავდნენ თანხას. მანქანაში ემუქრებოდნენ იარაღის გამოყენებით, რის გამოც მოახდინა ავარია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--------------ემ განმარტა, რომ 2017 წელს მუშაობდა ა-–---------- ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში ექთნის დამხმარის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ნივთების აღწერა, ჩაბარება და გადაცემა. კლინიკაში შეიყვანეს პაციენტი ზ-----------------, რომლის ნივთები: ტელეფონი თეთრი ფერის, დასამუხტი საშუალება და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩაიბარა, რომელიც შემდგომ გადასცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.

 

დათვალიერების ოქმის (23.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო №15 ელექტრო განათების ბოძთან. საავტომობილო გზა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის და მიმართულია თამარ მეფის ხიდის მხრიდან გალაკტიონის სახელობის ხიდის მიმართულებით და პირიქით. სავალი გზა მოფენილია ასფალტის, მშრალი უდეფექტო ქვაფენილით. სავალი გზა არის მცირედ დახრილი, სავალი გზები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზით, რომელთა შორის მანძილია 0,40 მეტრი. სავალი გზა მიმართული თამარ მეფის სახელობის ხიდის მხრიდან გალაკტიონის სახელობის ხიდის მიმართულებით, შედგება ორი სავალი სამოძრაო ზოლისგან. სავალი გზები ერთმანეთისგან გამიჯნულია თეთრი ფერის წყვეტილი მონიშვნის ხაზებით. პირველი სავალი გზის სიგანეა 5,5 მეტრი, ხოლო მეორესი 3,5 მეტრი. სავალ გზაზე მარჯვენა მხარეს განთავსებულია გარე განათების ლამპიონები მუშა მდგომარეობაში, მარჯვენა მხარეს სავალ გზას გასდევს პარალელურად ტროტუარი 4,0 მეტრის სიგრძის. ტროტუარზე დგას ხე, რომელზეც აღინიშნება დაზიანების კვალი, ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება მინის და პლასტმასის ჩამონაყარი. ტროტუარზე განთავსებულია №15 ელექტრო განათების ბოძი, ბოძიდან 0,3 მეტრის დაშორებით უკანა მხრით მიმართული მდინარე მტკვრის მხარეს დგას ავტომობილი მერსედესი სახ. №---------“, რომელსაც წინა და მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი, ავტომობილის უკანა მარცხენა მხარე 0,2 მეტრით არის დაშორებული ტროტუარიდან, ხოლო მისი უკანა მარჯვენა მხარე 0,6 მეტრით. ავტომობილის წინა მარცხენა კუთხეზე 0,3 მეტრით სახით დაშორებულია №15-ე ელ. განათების ბოძიდან, ხოლო ბოძიდან დაზიანებულ ხემდე მანძილია 12,8 მეტრი. გალაკტიონის სახელობის ხიდის მხრიდან თამარ მეფის ხიდის მხარეს სამოძრაო გზას აქვს ორი სამოძრაო ზოლი, პირველი ზოლის სიგანეა 5,5 მეტრი, ხოლო მეორესი 3,5 მეტრი, სავალ გზას მარჯვენა მხარეს გასდევს ტროტუარი სიგანით 2,5 მეტრი. შემთხვევის ადგილიდან ავტომობილი მერსედესი სახ. №--------- გადაყვანილი იქნა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (23.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტს ჩატარებული იქნა ბრალდებულის ი-----–-------–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული ერთი ცალი დაზიანებული რკინის გასაღებით, სამი ცალი 10 თეთრიანი მონეტით და ქაღალდის ნახევები ჩანაწერებით. მარჯვენა ხელის მტევნიდან ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის სამაჯური, ლითონის ჯვრის გამოსახულებით. ყელიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ლითონის ცეპი, ჯვრის განოსახულებიანი კულონით. ი-----–-------–--ის „დუტის“ ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, რომელშიც ი-----–-------–--ის განმარტებით, მოთავსებულია შპს „მ-----------“ ქსელში ჩართული სიმ ბარათი 5-----------.

 

ნივთების დათვალიერების ოქმის მიხედვით (23.03.2017), 2017 წლის 23 მარტს თ---–--–---------------------------ში, ა-–---------- ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში, მოწმის სახით დაკითხვის შემდგომ მოწმე ლ--------------ის მიერ წარდგენილი იქნა პაციენტ ზ-----------------ს პირადი ნივთები, კერძოდ: ზ-----------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ნომრით 1----------. ერთი ცალი შავი ფერის ტელეფონის კვების დამატებითი ბლოკი, რომელსაც აქვს წარწერა „IαD31“, ერთი ცალი ტელეფონის სამუხტი, ერთი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- და 3-------------8. აღნიშნული ტელეფონის ნომრიდან მის მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- დღეის რიცხვს 2017 წლის 23 მარტს განხორციელებული იქნა გამავალი ზარი, სადაც დაფიქსირდა ტელეფონის ნომრები 5----------------------------.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის (23.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტს ზ-----------------ს მეუღლის ი------–-–--ის თანხმობით და მონაწილეობით ჩატარდა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელი ოთახის ტანსაცმლის საკიდიდან ე.წ. „გარდერობის“ თაროდან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ტყავის ჩასადები, რომელშიც მოთავებულია ოთხი ცალი ვაზნა, რომლიდანაც ორ ცალს აწერია „38 და 74“ ,ასევე ერთ ცალს აწერია „270 და 02“, ხოლო მეოთხეს „532 და 91“. ასევე ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის პლასტმასის დეტალი, რომლის გარეთა ორივე მხარეს ამოტვიფრულია ვარსკვლავი და ასევე დამაგრებული აქვს რკინის დეტალი.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მოწმობის №-----ის დათვალიერების ოქმის (23.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტს მოწმის სახით დაკითხვის შემდგომ დ----- მ---------ემ ნებაყოფლობით წარადგინა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის მოწმობა №----, გაცემული გ------- მ---------ის სახელზე, დაბადებული 1----–-–------------ს, გაცემული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ „MAKAPOB“-ის სისტემის N------- ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით მისამართზე წი----------–---–------------. გაცემის თარიღია - 1--------- და მოქმედების ვადად განსაზღვრულია - 1---------- მოწმობაზე დატანილია ფოტოსურათი და მოწმობა არის ლამინირებული.

 

დათვალიერების ოქმის (23.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ბ------------ის მიერ დათვალიერებულ იქნა მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ ა-–---------- დ------ის მიერ წარდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი „Microsoft"-ის ფირმის, რომლის იმეი კოდია 3--------------. აღნიშნული ტელეფონი არის შავი ფერის, რომელსაც წინა ზედა მხარეს, შუა ნაწილში აქვს წარწერა „Microsoft", ასევე ტელეფონს უკან მხარეს, ელემენტის ხუფის შუა ნაწილში ასევე აქვს წარერა „Microsoft". მის მიერ გახსნილი იქნა აღნიშნული ტელეფონის სატელეფონო ზარების სია (ისტორია), სადაც შემოსული და გასული ზარების ისტორიაში, ზემოდან 24-ე ადგილზე არის დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი +9----------- (11) და ნომრის ქვემოთ არის წარწერა „Outgoing", ხუთშ. 1:14. აღნიშნული ტელეფონის ნომრის ქვედა მხარეს, ზემოდან 25-ე ადგილზე არის მითითებული ტელეფონი +9-----------(4) "Outgoing", ოთხშ.23:40. დათვალიერების დასრულების შემდეგ ა-–---------- დ------მა განმარტა, რომ მისი ტელეფონის აფიქსირებს კონკრეტულ ნომერზე დარეკილ (შემავალი-გამავალი) ზარების ოდენობას და ბოლო ზარის მიმართულებას, დღეს და თარიღს.

 

დათვალიერების ოქმის (23.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელის ვ-----------------–--ის მიერ დათვალიერებული იქნა რ------------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის შემდგომ ნებაყოფლობით წარდგენილი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით 8----------------------------------, რომელშიც მოთავსებულია შპს „მ-----------“ ქსელში გააქტიურებული სიმ ბარათი ნომრით 5-----------. ტელეფონში დამახსოვრებული შემავალი, გამავალი და გამოტოვებული ზარების დასათვალიერებლად ნანახი იქნა აღნიშნულის განმახორციელებული ღილაკი, სადაც 2017 წლის 22 მარტს, რ------------–--ის კუთვნილი 5----------- ნომრიდან გ-------–--------–--ის ნომერზე 5----------- დაფიქსირებულია შემავალი ოთხი ზარი, კერძოდ: პირველი ზარი დაფიქსირებულია 15:48 საათზე, საუბრის ხანგძლივობა 28 წამი; მეორე ზარი დაფიქსირებულია 18:27 საათზე და საუბრის ხანგძლივობაა 56 წამი; მესამე გამავალი ზარი რ------------–--ის ნომრიდან გ-------–--------–--ის ნომერზე განხორციელდა 23:22 საათზე, რა დროსაც საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან გ-------–--------–--ის ნომერი გამორთული იყო, ხოლო მეოთხედ 23:59 საათზე, რა დროსაც, რ------------–--ის განმარტებით, გ-------–--------–--ის აღნიშნული ნომერი ისევ გამორთული იყო. 00:01 საათზე გ-------–--------–--ის მითითებულ ნომერზე შევიდა ზარი ნომრიდან 5-----------, რომელიც რამდენიმე წამში, მალევე გაითიშა. რ------------–--ის განმარტებით, მას ტელეფონის მეხსიერებაში შენახული აქვს მამის გ-------–--------–--ის ტელეფონის ნომერი სახელით „Mama“. ტელეფონის კონტაქტებში ნანახი იქნა მსგავსი ჩანაწერი „Mama“, სადაც ტელეფონის ნომრად დაფიქსირებულია 5-----------. აღნიშნული სახელით ტელეფონის კონტაქტებში სხვა ნომერი არ ფიქსირდება. რ------------–--ის კუთვნილ „ლენოვოს“ ფირმის ტელეფონში 2017 წლის 23 მარტით ფიქსირდება +9----------- ნომრის მქონე ტელეფონიდან შემომავალი გამოტოვებული ზარი, რომელსაც 5----------- ნომრის მქონე აბონენტმა არ უპასუხა. აღნიშნული ზარი განხორციელებულია 2017 წლის 23 მარტს 00:01 საათზე. რ------------–--ის კუთვნილი ტელეფონის დათვალიერებისას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში (SMS) 5----------- და 5----------- ნომრის მქონე ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) გაგზავნილად ან მიღებულად არ ფიქსირდება.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (23.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტის ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც დაიწყო ქ------–--–-------–--------------ში მდებარე შპს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მოწმე გ-------–--------–--ის თანხმობით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები ჩასხდნენ სამსახურებრივ ავტომანქანაში „შკოდა ოქტავია“ სახ. №-------- და მოწმე გ-------–--------–--ის მითითებით გაემართნენ წ-----------–---–-- ქუჩის მიმართულებით. წ-----------–---–-- ქ---------ის მიმდებარედ გააჩერეს ზემოთაღნიშნული ავტომანქანა და გ-------–--------–--ის მითითებით ჩაუხვიეს წ-----------–---–-- ქ---------თან ხელმარჯვნივ და ფეხით ჩავიდნენ ტყვიავის ქუჩაზე. მოწმე გ-------–--------–--ე შეჩერდა ტყვიავის ქუჩა №6-თან და მიუთითა ავტომანქანა „მიცუბიშზე“, სახ. №--------- და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ავტომანქანის ადგილზე გააჩერა მან თავისი კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესი“ სახ. № A-------- 2017 წლის 22 მარტს ღამის საათებში. ამ დროს ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძელზე იჯდა თვითონ გ-------–--------–--ე, მის გვერდით ანუ წინა მარჯვენა სავარძელზე იჯდა ზ----------------- და ავტომანქანის უკანა სავარძელზე იჯდა ი-----–-------–--ე. მოწმე გ-------–--------–--ის განმარტებით, მან ზემოთაღნიშნულ მისამართზე ავტომანქანა გააჩერა ზ-----------------ს მითითებით. ზ-----------------მ მას უთხრა, რომ მათთან ერთად კიდევ უნდა წასულიყო ვიღაც პიროვნება. რამდენიმე ხანში ზ----------------- გადავიდა მანქანიდან და დაახლოებით ხუთ წუთში დაბრუნდა უკან. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ გ-------–--------–--ემ ზ-----------------ს უთხრა, რომ ვინც უნდა წასულიყო მათთან ერთად, ის ვეღარ მიდიოდა და უთხრა დაეძრა მანქანა. მოწმე გ-------–--------–--ის განმარტებით, ავტომანქანიდან გადასვლამდე ზ-----------------ს მარჯვენა ხელზე ეკეთა ხელთათმანი და ამავე ხელში ეწირა იარაღი. მისივე განმარტებით, ზ-----------------ს მანქანაში დაბრუნების დროს აღარ ეჭირა იარაღი და აღარ ეკეთა ხელთათმანი. მისი ვარაუდით, ზ-----------------მ ტყვიავის ქუჩაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო ან შეინახა ხელთათმანი და იარაღი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იარაღი და ხელთათმანი ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.

 

დათვალიერების ოქმის (24.03.2017) მიხედვით, 2017 წლის 23 მარტს მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გ-----------–-–---–ის მიერ დათვალიერების მიზნით წარდგენილ იქნა მისი კუთვნილი, შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი, რომლის იმეილ კოდია 3-------------------------------- და რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი, ნომრით 5-----------. მის მიერ გახსნილი იქნა წარდგენილი მობილურო ტელეფონი სატელეფონო ზარების (გამავალი და შემავალი) ზარების სია (ისტორია), სადაც ზემოდან პირველ ადგილზე მითითებულია ტელეფონის ნომრის სახელწოდება „GIGI“, მის ქვემოთ მითითებულია თარიღი: 24:03 და საათი 09:25. გ-----------–-–---–ის განმარტებით, მას თავის ტელეფონის ნომერში გ-------–--------–--ე მითითებული ჰყავს როგორც „GIGI“. ამის შემდეგ გახსნილი იქნა ნომრის სახელწოდება „GIGI“-ს ისტორია, სადაც მითითებულია ტელეფონის ნომერი 5-----------, თარიღი: 23.03 დრო: 00:48, ამავე ნომერზე მითითებული შემდეგი თარიღი: 23.03, დრო 09:31, შემდეგი თარიღი არის: 23.03, დრო 14:49, შემდეგი თარიღი არის: 23.03, დრო 14:50 და შემდეგი თარიღი არის: 24.03 და დრო 09.25. ამის შემდეგ სრულად იქნა დათავლიერებული აღნიშნული ტელეფონის გამავალი და შემავალი ზარების ისტორია, მასში დამახსოვრებულია მხოლოდ 20 (ოცი) სატელეფონო ზარი. ამის შემდეგ მის მიერ დათვალიერებული იქნა გ-----------–-–---–ის მიერ წარდგენილი ტელეფონის კონტაქტები, სადაც მითითებულია მხოლოდ ერთი ტელეფონის ნომერი სახელწოდებით „GIGI“ და მის ქვემოთ მითითებულია ტელეფონის ნომერი 5-----------.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის (01.05.2017) მიხედვით, რომ 2017 წლის 01 მაისს ქ-------–------------------------–------------ში მდებარე შპს „მ--------–--“ სათავო ოფისიდან უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის მ-------–-------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა ერთი ცალი დისკი.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის (02.05.2017) მიხედვით, 2017 წლის 2 მაისს ქ-------–---------–-----------------------ში შპს „მ-----------“ სათავო ოფისში იურისტ მი----–------------ის მიერ წარდგენილი იქნა შპს „მ---------ში“ არსებული ინფორმაცია 6 ფურცლად.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის (02.05.2017) მიხედვით, 2017 წლის 2 მაისს გახსნილი და დათვალიერებული იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს მანქანის წინა მხარეს არსებული სიტუაცია, კამერის ზედა მარცხენა კუთხეში არის თარიღი 03.23.2017, Thu 00:25:13, ხოლო კამერის ქვედა მარჯვენა კუთხეში არის წარწერა „Cameraol“. ჩანაწერი გრძელდება 00:25:33 საათამდე, სადაც აღბეჭდილია 2017 წლის 23 მარტს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც დაფიქსირებული და გადაღებული იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ შიდა საბორტო კამერით და ეკიპაჟის N------.

 

დათვალიერების ოქმის (03.05.2017) მიხედვით, 2017 წლის 3 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ვ-----------------–--ის მიერ დათვალიერებულ იქნა მის მიერ წარდგენილი „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------, რომელშიც მოთავსებულია შპს „მ-----------“ ქსელში გააქტიურებული სიმ ბარათი ნომრით 5-----------. ტელეფონის კონტაქტებში გ-------–--------–--ის მითითებით ნანახი იქნა ზ-----------------ს მობილურის ნომრები, რომელიც გ-------–--------–--ეს თავისი ტელეფონის მეხსიერებაში შენახული აქვს „ზიკოს“ სახელით. კერძოდ „Ziko - 5-----------“, „Ziko1 — 5-----------“, „Ziko Saxli –0------------“, „Ziko2 - 5-----------“. გ-------–--------–--ის განმარტებით, ზ-----------------ს ეძახიან ზიკოს და შესაბამისად ამ სახელით აქვს შენახული ზემოთ აღნიშნული ნომრები თავისი ტელეფონის მეხსიერებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი-----–-------–--ემ განმარტა, რომ ზ-----------------სთან მეგობრობს 20 წელია, 14 წელია მეგობრობს გ-------–--------–--ესთან. 2017 წლის 22 მარტს დღის მეორე ნახევარში დაუკავშირდა ზ-----------------. მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ-----------------ს მამა ჰყავდა ავად და უნდოდა დახმარებოდა მამის სახლში აყვანაში. იგი მივიდა ზ-----------------სთან სახლში. ამასობაში დაუკავშირდა ზ-----------------ს ძმა - დ----- მ---------ემ და სთხოვა მასთან მისულიყო სასადილოდ. 2-3 საათში მიიყვანეს ზ-----ი მ---------ის მამა - გ---- მ---------ე საკაცით, რომელიც სახლში აიყვანეს. მათ შეუერთდა გ-------–--------–--ეც. სამზარეულოში გაშლილი იყო სუფრა და სვამდნენ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ზ-----------------სთან და გ-------–--------–--ესთან ერთად ეზოში ჩავიდა. გ-------–--------–--ე დიდი ხნის უნახავი ჰყავდა და გაუხარდა მისი ნახვა. ცოტა ხანს ეზოში გაჩერდნენ, რადგან ციოდა შავი ფერის ,,ა“ კლასის ,,მერსედესის“ მარკის მანქანაში ჩასხდნენ. ავტომანქანაში გამათბობელი ჩართეს. სითბოში ჩაეძინა. გაეღვიძა ავტოაგზაო შემთხვევის დროს. ზ----------------- იჯდა წინ, თავად იჯდა მის უკან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ ავტომანქანიდან გამოსვლაში, თავად ცდილობდა გამოსვლას, მაგრამ ვერ გადმოვიდა. ზ----------------- თავად გადმოიყვანეს. შემდეგ პოლიციის თანამშრომელი მივიდა მასთან და ჰკითხა, იარაღი ხომ არ ჰქონდა? რაზეც მან უარით უპასუხა. მას თვალიდან სისხლი მოსდიოდა, აიწია მაიუსრი და საქამრე აჩვენა. შემდეგ მივიდა სასწრაფო, რომელშიც ზ----- მ---------ე დააწვინეს და წაიყვანეს. იგი გაყვა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. საავადმყოფოში თვალი დაუმუშავეს, ზ----------------- ცალკე გადაიყვანეს, რომელსაც ხერხემლის მალა ჰქონდა დაზიანებული. წყალზე გასვლა მოუნდა, თუმცა პოლიციელი გაყვა და ვერ მიხვდა რა ხდებოდა, არ მოეწონა სიტუაცია. დილას გაიგო, როდესაც ბრალი გააცნო გამომძიებელმა, მიხვდა, რაც ხდებოდა. ზ-----------------ს ხელში მას იარაღი არ უნახავს და არ ფლობს ინფორმაციას ზ----------------- ფლობდა თუ არა საერთოდ იარაღს. გ-------–--------–--ესა და ზ-----------------ს შორის საუბარი მას არ მოუსმენია. მისი ვარაუდით გ-------–--------–--ეს ისინი გარდაცვლილები ეგონა და ამიტომ მოიფიქრა ის ვერსია, რაც მან განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს. გ-------–--------–--ესა და ზ-----------------ს შორის კონფლიქტის თაობაზე იგი ინფორმაციას არ ფლობს და არ სმენია ასეთის შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

სააპელაციო პალატამ, მტკიცებულებები შეაფასა მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე მათი ერთობლიობის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამატყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება დაადგინოს და მითუფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

 

ამდენად, ბრალდების მხარემ ი-----–-------–--ის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა დაზარალებულ გ-------–--------–--ის, მოწმეების: ა-–---------- დ------ის, გ-----------–-–---–ის, ა-–---------------–---–ის, გ---------------–---–ის, გ----------–---–ის, ვ-----------------–--ის, ბ------------ის, დ---------------ის, ბ---------------–---–ის, შ--–---–---–---–ის, კ---------ის, უ-----------–---–ის, რ------------–--ის, ლ--------------ის, ი-–---------------ის ჩვენებები, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ზ-----------------ს ბინის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, სატელეფონო კომპანიებიდან მიღებული შემავალი-გამავალი ზარების დეტალური ნუსხები, ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - დ---------------ემ, ბ---------------–---–მა, შ--–---–---–---–მა, კ---------ემ, უ-----------–---–მა, ი-–---------------ემ, მედდამ - ლ--------------ემ, დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული - ი-----–-------–--ის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა, მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.

 

რაც შეეხება დაზარალებულ გ-------–--------–--ის ჩვენებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით (რა დროსაც გამოძიების დროს მოხდა დაზარალებულის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციის შემოწმება), სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში განხილვისას, პალატა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მტკიცებულებებად ვერ განიხილავს დაზარალებულ გ-------–--------–--ის ჩვენებას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც თავისი არსით არის დაზარალებულისვე ჩვენების ადგილზე შემოწმება, ვინაიდან ორივე ამ მტკიცებულების პირველწყარო არის დაზარალებული გ-------–--------–--ე, რომლის ჩვენება სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია, და, შესაბამისად, შეუძლებელია ამ მტკიცებულების გაგრძელება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ცალკე აღებული, გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი. სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელმაც მიიჩნია რომ დაზარალებულის ჩვენება, ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან სამივე მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N647აპ-17) ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მის გადაწყვეტილებაში, ყურადღება გაამახვილა დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომელიც დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებაა და მისი ცალკე მტკიცებულებად მიჩნევა გ. ხ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად დაუშვებლად მიიჩნია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე N263აპ-17).

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, იმ ვითარებაში, როდესაც ბრალად წარდგენილი ქმედების - ჯგუფური გამოძალვის თვითმხილველები უნდა ყოფილიყვნენ - გ-------–--------–--ე, ი-----–-------–--ე და ზ----- მ---------ე, აქედან, ი-----–-------–--ემ არ დაადასტურა დაზარალებულის მიერ გაცხადებული ვერსია მისთვის ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით, ხოლო ზ-----------------ს დაკითხვა სასამართლოში ვერ მოხდა, ვინაიდან იგი გარდაიცვალა და მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაზარალებულის ჩვენება, რაც არ უნდა თანმიმდევრული ყოფილიყო იგი, ვერ ქმნის საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დაზარალებულთან ბრალად წარდგენილი ქმედების წინა დღეებში ზ-----------------ს ნამდვილად ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია, ბრალად წარდგენილი ქმედების დღეს მისი სიმ-ბარათი ნამდვილად იყო მოთავსებული ზ-----------------ს ტელეფონში, შემთხვევის დღეს მის მიერ ნამდვილად განხორციელდა ზარები ა-–---------- დ------თან და რ------------–--ესთან, მათ შორის ა-–---------- დ------თან თანხის სესხებასთან დაკავშირებით და მან ნამდვილად ჩაიდინა ავტოსანტრასპორტო შემთხვევა, ზ-----------------ს და ი-----–-------–--ის მიერ დაზარალებულისთვის თანხის გამოძალვასთან მიმართებით არარელევანტურია, ვინაიდან ასეთი ფაქტების უტყუარად არსებობის შემთხვევაშიც კი, ცალსახად არ დასტურდება გ-------–--------–--ისთვის თანხის გამოძალვის ფაქტის არსებობა.

 

რაც შეეხება მოწმეებს - ა-–---------- დ------ის, გ-----------–-–---–ის, ა-–---------------–---–ის, გ---------------–---–ის, გ----------–---–ის, ვ-----------------–--ის, ბ------------ისა და რ------------–--ის ჩვენებებს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები - ა-–---------- დ------ი, გ-----------–-–---–ი, რ------------–--ე, ა-–---------------–---–ი და გ---------------–---–ი არ არიან ბრალად წარდგენილი ქმედების უშუალო შემსწრენი. ა-–---------- დ------ის, გ-----------–-–---–ის და რ------------–--ის ჩვენებებში, კონკრეტულად ბრალად წარდგენილ ქმედებასთან - ი-----–-------–--ის მიერ ჯგუფურ გამოძალვასთან, მიმართებით მითითებული ინფორმაცია ეფუძნება დაზარალებულის (ანუ სხვა პირის) მონათხრობს, ხოლო ა-–---------------–---–ის და გ---------------–---–ის ჩვენებებში მითითებულია მხოლოდ ბრალად წარდგენილი ქმედების შემდგომი პერიოდის აღწერა, ვინაიდან არც აპელანტი უარყოფს იმ გარემოებას, რომ გამოძალვა ფორმალური დანაშაულია და იგი დასრულებულია მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან. შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორები ა-–---------------–---–ი და გ---------------–---–ი, შესაძლოა იყვნენ პირდაპირი, თვითმხილველი მოწმეები იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული ბრალად წარდგენილი შესაძლო ქმედების შემდგომ, აღწერდნენ მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობას პოსტ ფაქტუმ, თუმცა სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მოწმეების ა-–---------------–---–ის და გ---------------–---–ის ჩვენებები (ისევე როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი) ი-----–-------–--ის მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებებია ფულის გამოძალვის ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ზემოაღნიშნული ჩვენებებით უტყუარად დაადგინოს ფაქტები უშუალოდ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მითუფრო დაუდოს ისინი საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

აპელანტის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ გ-------–--------–--ემ სწორედ იმ სახეობის იარაღი შენიშნა ზ-----------------ს ხელში, რომლის ტარიც ამოღებულ იქნა მოგვიანებით ზ-----------------ს ბინის ჩხრეკისას და რა სისტემის იარაღიც იქნა ამოღებული ზ-----------------ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებულ საქმეში შემთხვევის ადგილიდან (რაც ინფორმაციის სახით წარმოდგენილია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში), სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მოწმობის N-----ის დათვალიერების ოქმით (23.03.2017) უტყუარად დადგენილია, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდგომ დ----- მ---------ემ (ზ-----------------ს ძმამ) გამოძიებას წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის მოწმობა N----, გაცემული 2007 წლის 13 ივნისს, გ------- მ---------ის (ზ-----------------ს მამა) სახელზე, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ „MAKAPOB“-ის სისტემის N------- ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით მისამართზე - თ---–-----–-----------–---–------------, რომლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2010 წლის 13 ივნისამდე პერიოდი. ამასთან, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტემანტის წერილით (28.03.2017) უტყუარად დადგენილია, რომ „MAKAPOB“-ის სისტემის N------- პისტოლეტი 1995 წლიდან 2012 წლამდე რეგისტრირებული იყო გ------- მ---------ის სახელზე, რომელიც 2012 წლის 14 იანვარს გ------- მ---------ემ საკომისიო წესით ჩააბარა სამონადირეო მაღაზიას ი/მ ზაზა კაპანაძეს. დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია ა-------------------ის სახელზე. ეს გარემოება ადასტურებს იმას, რომ ზ-----------------ს მამას „MAKAPOB“-ის სისტემის N------- ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა შენახვის უფლებით განპიროვნებული, რაც მის მიერ მოგვიანებით გასხვისებული იქნა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ვაზნები და ტარი, უტყუარად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ----------------- მაკაროვის სისტემის იარაღით იყო შეიარაღებული. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ზ-----------------ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა იმავე სისტემის იარაღი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. სასამართლოს მიერ მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, რომლის რელევანტურობის, უტყუარობის და დასაშვებობის შეფასების შესაძლებლობა მხარეებს, ისევე როგორც სასამართლოს არ ჰქონია, ცალსახად ვერ გახდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში რამის მტკიცების ან უარყოფის უპირობო საფუძველი. მითუფრო, როდესაც ზ-----------------ს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალად წარდგენილი ქმედებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. დაუდასტურებელი ეჭვი კი, ცალსახად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ გ-------–--------–--ის ავტომანქანა, ისევე, როგორ ზ----------------- და ი-----–-------–--ე სამართალდამცავების მიერ გაიჩხრიკნენ ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე, უმალ, ამდენად, იარაღისა და ხელთათმანების მოშორების ვერსია, არ განიხლება. ასევე ლოგიკას მოკლებულია აპელანტის მტკიცება, იმის თაობაზე, რომ ზ-----------------მ, მაშინ როდესაც იგი ვერაფრით განჭვრეტდა მოვლენების შემდგომ განვითარებას, დანაშაულის ჩადენის პროცესშივე მოიშორა თავიდან დანაშაულის იარაღი - პისტოლეტი და ხელთათმანები. საყურადღებოა, რომ გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის მითითებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულის მიერ მითითებულ ადგილას იარაღი და ხელთათმანები ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ი-----–-------–--ე და ზ----------------- იარაღის გამოყენებით სძალავდნენ თანხას დაზარალებულს.

 

რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას, ი-----–- დ---–---- ჩვენების აბსურდულობასთან დაკავშირებით, რომელმაც ივარაუდა, რომ გ-------–--------–--ემ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მოიფიქრა გამოძალვის ვერსია, რადგან ის და ზ----------------- გარდაცვლილები ეგონა, ასევე, თითქოს მანქანში ჩასხდომიდან 5 წუთში მას ჩაეძინა და მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაეღვიძა, ვინაიდან დეტალური ამონაწერით დგინდება, რომ ამ პერიოდში არაერთი ზარი აქვს განხორციელებული, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირის კუთვნილი ტელეფონიდან ზარის განხორციელება, აპრიორი არ ნიშნავს, რომ სწორედ მან განახორციელა ზარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფო ბრალდებას. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, პირს შესაძლოა თან ჰქონდეს დანაშაულის იარაღი, ან მასთან ან მის სხეულზე აღმოჩენილი იყოს დანაშაულის აშკარა კვალი, სასამართლოს შესაძლებელია ჰქონდეს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ დაცვის მხარე წარმოადგენს საპირწონე არგუმენტებს და ეს არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ი-----–-------–--ის ჩვენების გასაბათილებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი არგუმენტები და ცალსახად არსებობს მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის შეცვლა, არის დაუშვებელი და ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ცალსახად დაადასტურებდა ი-----–-------–--ის მიერ ჯგუფურად თანხის გამოძალვის ფაქტს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა. მოცემული დანაშაულის ჩადენისას ხელყოფის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრების უფლება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. ამ დანაშაულისთვის დამახასიათებელია სუბიექტის მიზანი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის ქონებას ან მოიპოვოს საკუთრების უფლება გარკვეული სახის ქონებაზე. შესაბამისად, დამნაშავე ორიენტირებულია მიიღოს მხოლოდ ქონებრივი სარგებელი, ამასთან,მიზნის მიღწევა შესაძლებელია ხელშეკრულების ან რაიმე სხვა დოკუმენტის შედგენით მასზე უფლების მოპოვების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძალვა ყოველთვის პირდაპირი განზრახვით არის ჩადენილი და შეუძლებელია მისი არაპირდაპირი განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენა, რადგან დამნაშავე ანგარებით მოქმედებს. გამოძალვის სუბიექტური მხარე სწორედ იმაში მდგომაროებს, რომ დამნაშავისათვის ცნობილია ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნის უკანონო ბუნება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე კი, ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მოთხოვნის წაყენებაში გამოიხატება, რასაც თან ახლავს მუქარა დაზარალებულის იძულებისათვის. არ არის აუცილებელი მოთხოვნა გულისხმობდეს მატერიალური სიკეთისუშუალოდ დამნაშავისთვის გადაცემას, არამედ შესაძლოა დამნაშავემ დაზარალებულს წაუყენოს მოთხოვნა მისთვის სასურველი პირისთვის ქონების გადაცემის თაობაზე. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულია მოთხოვნის წაყენების მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, დანაშაული ჩადენილი ჯგუფურად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რაშიც იგულისხმება, რომ პირთა შორის შეთანხმება დანაშაულის ერთობლივად ჩადენის თაობაზე დროში წინ უნდა უსწრებდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ ი-----–-------–--ემ ჩაიდინა ჯგუფურად თანხის გამოძალვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისი გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, შპს „მ--------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ,,შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანის საბორტე კამერის ვიდეო ჩანაწერი ერთ, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ბრალდებულების პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი, ცეცხლსასროლი იარაღის მოწმობა, ტყავის ჩასადები, მოყავისფრო ფერის დეტალი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს და ზ-----------------ს ოჯახის წევრებს; ზ-----------------ს ნერწყვის ნიმუში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს; 4 ვაზნა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის გამამართლებელი განაჩენი ი-----–-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ი-----–-------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ ი-----–-------–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- შპს „მ--------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ,,შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანის საბორტე კამერის ვიდეო ჩანაწერი ერთ დისკზე, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

-

- ბრალდებულების პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი, ცეცხლსასროლი იარაღის მოწმობა, ტყავის ჩასადები, მოყავისფრო ფერის დეტალი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს და ზ-----------------ს ოჯახის წევრებს;

- ზ-----------------ს ნერწყვის ნიმუში და 4 ვაზნა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი