განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
330100118002367782
ინსტანცია
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002367782

საქმე №1ბ/1647-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე, ზაზა ჭანტურიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ----–----------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ლ----- კ-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი № 4----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.ა---––---–-------------–---–-------------ში;

 

ადვოკატები - ი-–----–----ა, შ--–-------------ძე, ს-------------–---ძე;

 

კვალიფიკაცია:

 

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა;

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

თარჯიმანი - თ------------------ი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ლ----- კ-----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ,,მაკაროვის” კონსტრუქციის „И----“ მოდელის ნომერგადაშლილი პისტოლეტი, რომლის ლულაც კუსტარულადაა შეცვლილი 9X18მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩი, რომელიც გათვალისწინებულია ხსენებული ,,მაკაროვის” კონსტრუქციის „И----“ მოდელის პისტოლეტისათვის და რვა ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა.

 

2018 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე ქ. თ---–--–------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ქ. თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს თანამშრომლების მიერ ჩატარებულ იქნა გ----------------იძის მფლობელობაში არსებული „------ს“ (სახელმწიფო ნომრით W--------) მარკის ავტომანქანის ჩხრეკა და ამოღებულ იქნა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ლ----- კ-----------ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით: ლ----- კ-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ: მსჯავრდებულმა ლ----- კ-----------მა და მსჯავრდებულის ადვოკატებმა შ--–-------------ძემ და ი-–----–----ამ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1) პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიცაა ფორმა №1, პატაკი და პატაკის შემდგენელი პოლიციელის გ------ კ---------–ის სასამართლოზე მიცემული ჩვენება. პატაკი შედგენილია პოლიციელ გ.კ---------–ის მიერ 17.02.18 წელს. პატაკის შინაარსის თანახმად პოლიციელი, რომელიც იმყოფება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (მდებარეობს დიღომში), წერს შემდეგს: „ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად 09.09.1980 წ. დაბადებული ლ----- ე---------ის ძე კ-----------ი მართლსაწინააღგმდეგოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს. ამჟამად ლ----- კ-----------ი იმყოფება ქ.თბილისში, ს--------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------------იძის (დაბ. 23.11.1978 წ.) მფლობელობაში არსებული რუხი ფერის ,,ნ-----------ს“ ფირმის ავტომანქანით სახ. № W--------. .... გთხოვთ თქვენს რეაგირებას“. ამდენად, პატაკით ირკვევა, რომ პოლიციელმა მიიღო ინფორმაცია ლ----- კ-----------ის დაბადების თარიღისა და მამის სახელის შესახებ, იგივე ინფორმაცია გ----------------იძის შესახებ, ასევე ინფორმაცია მისი ა/მანქანის მარკის, სერიის, ნომრის შესახებ და ინფორმაცია, რომ ლ----- კ-----------ი ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და პატაკის შედგენის მომენტისათვის ისინი იმყოფებიან თბილისში, ს--------------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ანუ ქალაქის მეორე ბოლოში. პატაკის შედგენის შემდეგ იგი დაეწერა გამომძიებელ მაია ბერუაშვილს, რომელმაც მასში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმეს კანცელარიამ მიანიჭა ნომერი, შემდეგ კი თბილისის პოლიციის უფროსმა რამდენიმე პოლიციელისაგან შეადგინა ოპერატიული ჯგუფი. ისინი დიღმის პოლიციის შენობიდან ჩავიდნენ ლიფტით, გამოიძახეს თარჯიმანი, ჩასხდნენ მანქანაში და გაემართნენ ს--------------–ის ქუჩის მიმართულებით. ამ დროს ქალაქში მოძრაობა გართულებულია საცობების გამო. საქმის მასალების თანახმად გ----------------იძის ავტომანქანა მოძრაობდა და იგი პატაკში მითითებულ ადგილას - ს--------------–ის ქუჩა #24-თან ვერ დახვდებოდა ოპერატიულ ჯგუფს, ვინაიდან პატაკის შედგენასა და მანქანის შეჩერებას შორის დროის მინიმუმ ორ საათიანი სხვაობაა. შესაბამისად, საქმის აღძვრიდან ჩატარერბული ჩხრეკების ჩათვლით სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან ისინი გაყალბებულია.

2) ავტომანქანა, რომელშიც იარაღი იქნა ნაპოვნი, არის ტაქსი და ეკუთვნის გ----------------იძეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დააკავეს ლ----- კ-----------ი. გ----------------იძე დაკითხეს მოწმის სახით, მისი ჩვენება, რომ ნაპოვნი იარაღი ეკუთვნოდა ლ----- კ-----------ს, გაიზიარეს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და მ--------ძე სახლში გაუშვეს, ლ----- კ-----------ი კი დააკავეს. საყურადღებოა, რომ გამოძიებაში გ----------------იძემ განაცხადა, რომ იარაღიანი პარკი მის მანქანაში ჩადო ლ----- კ-----------მა, ხოლო სასამართლოში დეპონირებული ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მანდარინიანი პარკი სომხეთის საზღვრისკენ მსვლელობისას უკანა სავარძელზე აღმოაჩინა მანქანაში, ეტყობა ვინმე მგზავრს წინა დღეს დარჩაო. ამდენად, გ----------------იძემ სასამართლოში შეცვალა ჩვენება და თქვა, ლ----- კ-----------ს ხსენებული პოლიეთილენის პარკი მანქანაში არ ჩაუდიაო. ანუ სახეზეა ჩვენების შეცვლის კლასიკური მაგალითი, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა და გ----------------იძე პასუხისგებაში არ მიუციათ. საქმეზე არის სამი ძირითადი მტკიცებულება: გ----------------იძის მანქანიდან ამოღებული პოლიეთილენის პარკში გახვეული იარაღი, გ----------------იძის ჩვენება და დნმ-ის დასკვნა იარაღზე ლ----- კ-----------ის ბიოლოგიური მასალის არსებობის შესახებ. გ----------------იძის მიერ ჩვენების შეცვლით ბრალდების ძირითადი მტკიცებულება გაქრა, რამაც მტკიცებულების ძალა დაუკარგა ა/მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას, ვინაიდან აღარ დადასტურდა მისი კავშირი ლ----- კ-----------თან.

3) განაჩენის დიდი ნაწილი მოსამართლემ დაუთმო პოლიციელების ჩვენებების შეფასებას, შეეცადა მათი დამაჯერებლობის დასაბუთებას. თუმცა პოლიციელთა ჩვენებები თავიანთი შინაარსის გათვალისწინებით არ წარმოადგენდნენ წონად მტკიცებულებებს საქმის გადასაწყვეტად. კერძოდ, ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ იარაღი იპოვეს ა/მანქანის უკანა სავარძელზე პოლიეთილენის პარკში. პარკში ეყარა ორ კილოგრამამდე მანდარინი, ხოლო მანდარინის ქვემოთ ასევე პოლიეთილენის პარკში იდო იარაღი და მაყუჩი. ეს პოლიეთილენის პარკი კი გადახვეული ან შეკრული არ ყოფილა. ამ ნაწილში დაფიქსირდა არსებითი წინააღმდეგობა პოლიციელების ჩვენებებს შორის. ზოგიერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ პისტოლეტი და მაყუჩი ცალკე პარკში იყო გადახვეული, ხოლო ზოგმა კი მიუთითა, რომ ეს ორი ნივთი ცალკე გადახვეული არ ყოფილა, ისინი იდო პოლიეთილენის პარკში მანდარინებთან ერთად და მათ მანდარინები ზემოდან ეყარა.

4) რაც შეეხება დნმ-ს, სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა ბიოლოგმა შ-----------–-----ემ განაცხადა, რომ ამოღებული იარაღის ტარზე და მაყუჩზე აღმოჩნდა კ-----------ის დნმ - მაჟორული წილი. მანვე განმარტა, რომ თუ პირი მანდარინს ჭამს და თან მანდარინის ნაფცქვენებს ყრის პარკში, რომელშიც იარაღი დევს, თეორიულად შესაძლებელია, დნმ გადავიდეს ნივთზე ანუ იარაღზე და მაყუჩზე. მეცნიერებამ ჯერ არ იცის, რატომ და როგორ გადადის დნმ ამა თუ იმ ნივთზე - ნივთთან ადამიანის შეხებისას მასზე დნმ შეიძლება გადავიდეს, შეიძლება - არა. ექსპერტმა განაცხადა, რომ ნაჭამი მანდარინების ქერქზე არსებული ნერწყვიდან იარაღზე შესაძლოა, გადასულიყო ლ----- კ-----------ის და არა გ----------------იძის კვალი ან პირიქით.

 

ბრალდების მხარის - პროკურორ ვ----–----------ის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

პატაკის მიხედვით, რომელიც შედგენილია 2018 წლის 17 თებერვალს, შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ.კ---------–მა მიმართა ამავე სამმართველოს უფროსს ი-------ს და აცნობა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით 1----–-–----------------ს დაბადებული ლ----- ე---------ის ძე კ-----------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და იმყოფებოდა ქ.თ---–--–------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1----–-–---------------ს დაბადებული გ---------------ის ძე მ--------ძის მფლობელობაში არსებულ რუხი ფერის ,,ნ-----------ს“ ფირმის ავტომანქანით, სახელმწიფო № W--------.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1-ს მიხედვით, 2018 წლის 17 თებერვალს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე გ------ კ---------–მა (გამომძიებელმა) განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში. 2018 წლის 17 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში (ზუსტი დრო არ ახსოვს) იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ლ----- კ-----------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და იმყოფებოდა ქ.თ---–--–------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------------იძის კუთვნილი რუხი ფერის ,,ნ-----ს“ ფირმის ავტომანქანაში, სახელმწიფო № W--------. მიღებული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ მოხდა მისი გამოკითხვა გამომძიებლის მიერ. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდგომ ოპერატიული ჯგუფის გადაადგილების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი, რადგან იგი სამსახურში დარჩა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე დ-----------–-–---–მა (გამომძიებელმა) განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში. 2018 წლის თებერვალში, საღამოს საათებში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ს--------------–ის ქუჩის მიმდებარედ ო-------------ასთან ერთად მონაწილეობა მიიღო გ----------------იძის პირად ჩხრეკაში. იქვე ჩატარდა ლ----- კ-----------ის პირადი ჩხრეკაც. პიადი ჩხრეკების შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ მისმა თანამშრომელმა ს-----------–-----მა ჩაატარა გ----------------იძის კუთვნილი ვერცხლისფერი ავტომანქანის ჩხრეკა. მან დაინახა, როგორ ამოიღეს ავტომანქანის უკანა სავარძლიდან იარაღი, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში მანდარინებთან ერთად. ლ----- კ-----------ი ადგილზევე დააკავეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ო-------------ამ (გამომძიებელმა) განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში. 2018 წლის 17 თებერვალს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ს--------------–ის ქუჩის მიმდებარედ გ----------------იძესთან ერთად, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი, იმყოფებოდა ლ----- კ-----------ი, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მან დ-----------–-–---–თან ერთად ჩაატარა გ----------------იძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. მისმა თანამშრომლებმა ს-----------–-----მა და ი-----–---------მ კი ჩაატარეს ლ----- კ-----------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ასევე არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა ამოღებული. ამის შემდეგ იმავე პირებმა ჩაატარეს გ----------------იძის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც უკანა სავარძლიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და მაყუჩი, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში მანდარინებთან ერთად. ავტომანქანა იყო მარჯვენასაჭიანი. ლ----- კ-----------ი იჯდა მანქანის მარცხენა მხარეს და პოლიეთილენის პარკი იყო მოთავსებული მის უკან სავარძელზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ს-----------–-----მა (გამომძიებელმა) განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში. 2018 წლის 17 თებერვალს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ----- კ-----------ს, რომელიც იმყოფებოდა გ----------------იძის ავტომანქანაში, თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. თბილისში, ს--------------–ის ქუჩის მიმდებარედ, ი-----–---------სთან და პ---–---------–---–თან ერთად ჩაატარა ლ----- კ-----------ის პირადი ჩხრეკა, რა როსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ასევე ჩაატარა გ----------------იძის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები, ცალკე პარკში მოთავსებული ,,მაკაროვის“ მოდელის იარაღისმაგვარი საგანი და მაყუჩი. გ----------------იძემ შენიშვნის სახით განმარტა, რომ მისი ავტომანქანიდან ამოღებული საგნები ეკუთვნოდა მის მგზავრს ლ----- კ-----------ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ი-----–---------მ (გამომძიებელმა) განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში. 2018 წლის 17 თებერვალს, იმყოფებოდა თბილისში, ს--------------–ის ქუჩის მიმდებარედ, სადაც შენიშნეს ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა გ----------------იძე, მის გვერდით - ლ----- კ-----------ი. ს-----------–-----თან ერთად მონაწილეობა მიიღო ლ----- კ-----------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. შემდეგ კი ჩატარდა გ----------------იძის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები, ცალკე პარკში გადახვეული ,,მაკაროვის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით, 8 ვაზნით და მაყუჩი. გ----------------იძემ განმარტა, რომ მისი ავტომანქანიდან ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ლ----- კ-----------ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე პ---–---------–---–მა (გამომძიებელმა) განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში. 2018 წლის 17 თებერვალს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისში, ს--------------–ის ქუჩის მიმდებარედ ავტომანქანაში მჯდომ ლ----- კ-----------ს თან უნდა ჰქონოდა იარაღი. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა ლ----- კ-----------ი, რომელიც იჯდა გ----------------იძის კუთვნილ ,,ნ-----ს“ მარკის ავტომანქანაში მძღოლის გვერდით, მარცხენა მხარეს. მის თანამშრომლებთან ს-----------–-----თან და ი-----–---------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლ----- კ-----------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ჩატარდა ტაქსის მძღოლის გ----------------იძის პირადი ჩხრეკაც, რა დროსაც ასევე არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. აღნიშნულის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო გ----------------იძის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები. პარკის გახსნისას მასში აღმოჩნდა ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ,,მაკაროვის“ მოდელის მსგავსი იარაღი და მაყუჩი. გ----------------იძემ განმარტა, რომ მანდარინიანი პარკი მას არ ეკუთვნოდა, იგი მანქანაში ლ----- კ-----------მა მოათავსა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე გ----------------იძემ განმარტა, რომ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიცნო ლ----- კ-----------ი. მის მფლობელობაში იყო ,,ნ-----ს“ მარკის მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა. 2018 წლის 17 თებერვალს იმყოფებოდა წ---------ს დასახლებაში მდებარე საკუთარ სახლში, რა დროსაც დაუკავშირდა ლ----- კ-----------ი და სთხოვა ავტომანქანით სომხეთის საზღვარზე წაეყვანა. დიდი დიღმის გადასახვევთან შეხვდა ლ----- კ-----------ს და წაიყვანა სომხეთის საზღვრისკენ. მანქანაში იგი იჯდა საჭესთან მარჯვენა მხარეს, ლ----- კ-----------ი იჯდა მის გვერდით. არც მას და არც ლ-----ს ბარგი არ ჰქონიათ. მათ ერთად გაატარეს სულ 3-4 საათი. მათთან ერთად არავის უმგზავრია. საზღვართან ლ----- კ-----------ი ვიღაცასთან შეხვედრას ელოდა, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდნენ. გზად რესტორანში შეიარეს და ისადილეს. მგზავრობისას ასევე რამდენიმეჯერ შეჩერდნენ. გადასვლისას ავტომანქანას ღიად ტოვებდნენ, რადგან საკეტი იყო დაზიანებული. თბილისში, ს--------------–ის ქუჩის მიმდებარედ, შუქნიშანზე გააჩერა ავტომანქანა. ამ დროს პოლიციელებმა გადაიყვანეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, თუმცა არაფერი ამოუღიათ. შემდეგ კი გაჩხრიკეს მისი ავტომანქანა და უკანა სავარძლიდან ამოიღეს მანდარინიანი პარკი მასში მოთავსებული ,,მაკაროვის“ სისტემის იარაღით, ვაზნებით და მაყუჩით, რომელიც კიდევ რაიმეში იყო თუ არა გახვეული, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, როდესაც ის და ლ----- კ-----------ი რესტორნიდან გამოვიდნენ, ლ-----ს წყალი მოსწყურდა და მანქანაში წყალს დაუწყო ძებნა. ამ დროს შენიშნა მანდარინიანი პარკი, თუმცა ვინ მოათავსა იგი მანქანაში, არ დაუნახავს. მანდარიანიანი პარკი მისი არ იყო. მანდარინი მიირთვეს, ქერქები კი პარკშივე ჩაყარეს. გზად იგი კოკა-კოლას შესაძენად გადავიდა მანქანიდან და მანდარინის ქერქები გადაყარა, თუმცა მანდარინიან პარკში იარაღი არ შეუნიშნავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა ლ----- კ-----------მა განმარტა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს დილით ახალციხიდან ჩამოვიდა თბილისში. ქალაქის შესასვლელში შეხვდა გ----------------იძეს და გაემგზავრნენ სომხეთის საზღვარზე, სადაც უნდა შეხვედროდა მეგობარს და დახმარებოდა საყოფაცხოვრებო ქიმიის შეძენაში. სანამ მეგობარს ელოდებოდა, მან და გ-------მ რესტორანში მიირთვეს ყავა, ასევე სხვა რესტორანში მიირთვეს საჭმელი. ამასობაში მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ვეღარ შეხვდებოდა. დაბრუნდნენ თბილისში. მგზავრობისას ის და გ------- შეჩერდნენ ჯიხურთან, შეიძინეს კოკა-კოლა და გზა განაგრძეს. შემდეგ წყალი მოსწყურდა და გ-------ს შეეკითხა, წყალი ხომ არ ჰქონდა, მანქანაში მიიხედ-მოიხედა და დაინახა მანდარინიანი პარკი. გ-------ს გაუკვირდა და ივარაუდა, რომ მანდარინი კლიენტს დარჩა. მან მანდარინი მიირთვა და ქერქები უკანვე ჩაყარა პარკში. ჯიხურთან რომ შეჩერდნენ, ქერქები გადაყარა, თუმცა მანდარინი პარკში კიდევ დარჩა. მგზავრობისას ის და გ------- სამჯერ გადავიდნენ ავტომანქანიდან. ავტომანქანა არ იკეტებოდა. თბილისის შემოსასვლელთან, შუქნიშანზე შეაჩერეს უცნობებმა, ტელეფონი წაართვეს და სხვა მანქანაში გადასვეს. 30-40 წუთში უთხრეს, რომ ტაქსიში მისი პისტოლეტი აღმოაჩინეს. მან განმარტა, რომ ავტომანქანაში მას არაფერი ჰქონია. იგი არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, რის გამოც სდევნიან. წარსულში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის ნასამართლევი.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 17 თებერვალს, 20:30-21:20 საათებს შორის შუალედში თბილისში, ს--------------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გ----------------იძის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ნ-----ს“ (სახელმწიფო ნომრით W--------) ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის უკანა სავარძელზე ნანახი იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ეყარა მანდარინი და მანდარინის ქვეშ იდო ასევე პოლიეთილენის პარკში შეხვეული ,,მაკაროვის“ მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი (წაშლილი ნომრით და გვერდით წარწერით „И----“ და 19X17K ) ერთი მჭიდით და რვა ვაზნით. ასევე მასთან ერთად იდო იარაღის ლითონის მაყუჩი. ნივთები ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკებთან ერთად. ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული იქნა ასანთის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო წებოვენი ლენტით შეხვეული 75 ცალი სიმბარათი.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრმინალისტიკური დეპარტამენტის №2---- ექსპერტის დასკვნით (19.02.2018) გ----------------იძის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი მჭიდით არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის „И----“ მოდელის ნომერგადაშლილი პისტოლეტი. იგი ქარხნულად გათვალისწინებული იყო 19X17მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად, თუმცა ლულა კუსტარულადაა შეცვლილი 19X18მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; გ----------------იძის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მაყუჩი დამზადებულია ქარხნული წესით და გათვალისწინებულია ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მაკაროვის კონსტრუქციის „И----“ მოდელის პისტოლეტისათვის. მაყუჩი მორგებული იქნა პისტოლეტის ლულაზე და მოხდენილი იქნა ექსპერიმენტული გასროლები; გ----------------იძის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული რვა ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის, განკუთვნილი ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, ,,სტეჩკინის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის და სხვა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------–---–მა.

 

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წერილის (19.02.2018) მიხედვით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით ლ----- კ-----------ის (პ/ნ 4----------) სახელზე ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის №0-------- დასკვნით (16.03.2018) გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ გ----------------იძის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ პისტოლეტის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ამავე იარაღის მეტალის ნაწილებსა და ლულაში ჩამაგრებულ დეტალებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ----- კ-----------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია; გ----------------იძის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ მაყუჩზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ----- კ-----------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის №0-------- დასკვნით (10.05.2018) გენეტიკური კვლევის შედეგად ექსპერტის №0-------- დასკვნაში შერეულ გენეტიკურ პროფილებში გ------- მ--------ძის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას საქმეში არსებულ მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობასთან მიმართებით, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია იმის ცალსახად დადგენა, რომ გ----------------იძის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის „И----“ მოდელის ნომერგადაშლილი პისტოლეტი, რომლის ლულაც კუსტარულადაა შეცვლილი 9X18მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩი, რომელიც გათვალისწინებულია ხსენებული ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის „И----“ მოდელის პისტოლეტისათვის და რვა ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც შეიძინა, შეინახა და ატარებდა ლ----- კ-----------ი. (ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა მისი სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ ძირითად, საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

1) როგორც აღინიშნა, აპელატს მიაჩნია, რომ საქმის აღძვრიდან ჩხრეკების ჩათვლით სააპელაციო პალატამ არ უნდა გაიზიაროს არც ერთი მტკიცებულება, ვინაიდან ისინი გაყალბებულია. პალატა იმსჯელებს, რამდენად შეიძლება ფორმა №1-ში, პატაკში და პატაკის შემდგენელი პოლიციელის გ------ კ---------–ის სასამართლოზე მიცემული ჩვენებაში დაფიქსირებულმა შესაძლო უზუსტობებმა გავლენა მოახდინოს საქმის ერთ-ერთ გადამწყვეტ მტკიცებულებაზე - ავტომნაქანის ჩხრეკის ოქმზე და ამოღებულ ნივთმტკიცებაზე. 2018 წლის 17 თებერვალს შედგენილი პატაკით ირკვევა, რომ ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ.კ---------–მა მიმართა ამავე სამმართველოს უფროსს ი-------ს და აცნობა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით 1----–-–----------------ს დაბადებული ლ----- ე---------ის ძე კ-----------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ლ----- კ-----------ი იმყოფებოდა ქ.თ---–--–------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1----–-–---------------ს დაბადებული გ---------------ის ძე მ--------ძის მფლობელობაში არსებული რუხი ფერის ,,ნ-----------ს“ ფირმის ავტომანქანით, სახელმწიფო № W--------. ზემოაღნიშნული პატაკი საფუძვლად დაედო 2018 წლის 17 თებერვალს საქართველოს შსს ქ.თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–ოს მე-3 განყოფილებაში სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. დაწყებული გამოძიების ფარგლებში მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ მოწმის სახით გამოიკითხა გამომძიებელი გ------ კ---------–ი. სააპელაციო პალატას სურს, აღნიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებას არ შეიძლება მიენიჭოს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე ამას თავად მტკიცებულების ბუნება და არსი ითვალისწინებს. ასე მაგალითად, არ შეიძლება ინფორმაციულ პატაკს, პატაკის შემდგენი პირის ჩვენებას და გამოძიების აღრიცხვის ბარათს კონკრეტული დანაშაულის მტკიცების საგანთან მიმართებით მივანიჭოთ იმაზე მეტი წონა და მნიშვნელობა, რასაც ამ მტკიცებულებების შინაარსი თავისთავად ითვალისწინებს. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ინფორმაციული პატაკი გადამოწმების შედეგად დადასტურდა და მასში მითითებული ინფორმაცია აღმოჩნდა სწორი - ლ----- კ-----------ი მართლაც მოძრაობდა გ----------------იძის ავტომანქანით და თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამ ვითარების გათვალისწინებით ის ბუნდოვანება, რაც შეინიშნება პატაკის შედგენასა და მოგვიანებით ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებას შორის დროის არსებულ შუალედთან მიმართებით, კითხვები, რაც დაისვა იმასთან დაკავშირებით, გ----------------იძის ავტომნაქანა სტატიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა თუ გადაადგილდებოდა, ასევე აპელანტის უტრირებული ხედვა ოპერატიული ღონისძიების დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე მისვლასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის გადმოსახედიდან არის მტკიცების საგანთან მიმართებით უმნიშვნელო და მთლიანობაში ვერ აქცევს სამართალწარმოების პროცესს უსამართლოდ. აღნიშნული გარემოება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებისას ადგილი ჰქონდა ხარვეზს, თუმცა ამით შეუძლებელია, ეჭქვეშ დადგეს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგები.

 

2) აპელანტი სვამს კითხვას, რატომ არ იქნა დაკავებული გ----------------იძე მაშინ, როდესაც ტაქსი, საიდანაც ამოიღეს იარაღი, ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს. ამასთან, გ----------------იძემ ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას, როდესაც გამოძიებასა და სასამართლოს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. მოწმის ჩვენება კი პირველი ინსტანციის სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამიტომ სააპელაციო პალატა ვერც იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე - თუ რატომ არ იქნა დაკავებული გ----------------იძე შემთხვევის ადგილზე ან რატომ არ აღიძრა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცრუ ჩვენების მიცემის მუხლით, რადგან ეს სასამართლოს კომპეტენცის სცდება - სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს კონკრეტული ბრალდებულ(ებ)ის მიმართ, კონკრეტული ბრალდების ფარგლებში და სხვა პირთა მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა სასამართლოს განხილვის მიღმა დგას. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მოწმე გ----------------იძის ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნას სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას). ამდენად, საპელაციო პალატას მიაჩნია, იმ ვითარებაში, როდესაც პირველი ისნტანციის სასამართლოში საჯაროდ არ ყოფილა წაკითხული მოწმე გ----------------იძის გამოკითხვის ოქმი, პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა მოწმის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე და შეაფასა მხოლოდ მასში მითითებული ინფორმაცია. ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ მოწმე გ----------------იძის ჩვენება არის მეტად არასანდო, ვინაიდან მის ჩვენებასა და გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას შორის არის წინააღმდეგობები, არის უადგილო და ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული.

 

3) აპელანტმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის განაჩენის დიდი ნაწილი ეძღვნება პოლიციელების ჩვენებების სანდოობის შეფასებას, თუმცა პოლიციელების ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მაგრამ ამ უდავო დებულების პრობლემური მხარე, მისი სწორი გაგებიდან გამომდინარე, მდგომარეობს იმაში, თუ რას შეიძლება მოიაზრებდეს განაჩენის დამდგენი სასამართლო მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობაში, აგრეთვე, „ძირითადი“ და „არსებითი“ გარემოებების ცნებაში. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს. აქ საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს სწორედ ის გარემოებანი, რომლებსაც სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში „ძირითად“, „არსებით“ გარემოებებად მოიხსენიებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება №626აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი §32). სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ს-----------–-----მა დაადასტურა, რომ ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები და ცალკე პარკში მოთავსებული ,,მაკაროვის“ მოდელის იარაღისმაგვარი საგანი და მაყუჩი. მოწმე ი-----–---------მ დაადასტურა, რომ მანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები, რომელშიც ცალკე პარკში გადახვეული ,,მაკაროვის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და 8 ვაზნით, ასევე მაყუჩი. მოწმე პ---–---------–---–მა დაადასტურა, რომ ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები, რომლის გახსნისას აღმოჩნდა ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ,,მაკაროვის“ მოდელის მსგავსი იარაღი და მაყუჩი. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმესთან დაკავშირებული დეტალები იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაკითხული მოწმეები საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით (საიდან იქნა ამოღებული მანდარინიანი პარკი და რა იყო მასში მოთავსებული) იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, ყველა მოწმის მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას. ამდენად, უმნიშვნელო განსხვავებები, რაც არსებით წინააღმდეგობაში არ არის ერთმანეთთან და ავსებს ერთი-მეორეს, ვერ დაუკარგავს მოწმეთა ჩვენებებს სანდოობას.

 

4) აპელანტის მტკიცებით, ავტომანქანიდან ამოღებულ იარაღზე და მაყუჩზე ლ----- კირაკოასიანის ბიოლოგიური მასალა შესაძლოა, გადასულიყო იმ დროს, როდესაც ლ----- კ-----------მა და გ----------------იძემ მიირთვეს მანდარინი, ქერქი კი პოლიეთილენის პარკში უკანვე ჩაყარეს. შედეგად მანდარინის ქერქთან ერთ სივრცეში - ერთ პარკში აღმოჩნდა იარაღი და მაყუჩი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ფაქტების თანმიმდევრული და რაციონალური შეფასებით შეუძლებელია აპელანტის ამ ვერსიის გაზიარება, ვინაიდან, მას გამორიცხავს პოლიციელების ჩვენებები, რომელთა სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გასჩენია და რომლებმაც დაადასტურეს, რომ პოლიეთილენის პარკიდან ამოღებული იარაღი და მაყუჩი ასევე ცალკე პოლიეთილენის პარკში იყო გადახვეული. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის ადვოკატმა გააჟღერა სხვა მოსაზრებაც: ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მაყუჩი კი იყო გადახვეული სხვა პარკში, თუმცა მწებავი ლენტით (,,სკოჩით“) არ იყო შეკრული, რის გამოც ა/მანქანის მოძრაობის შედეგად პარკი გაიხსნა და ცეცხლსასროლი იარაღი და მაყუჩი მანდარინების ქერქთან ერთ სივრცეში აღმოჩნდა, რითიც აიხსნება ლ----- კ-----------ის ბიოლოგიური მასალის არსებობა ამოღებულ ნივთებზეო. აპელანტის საწინააღმდეგოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ პოლიეთილენის პარკში, საიდანაც იარაღი, მაყუჩი და საბრძოლო მასალაც ამოიღეს, იყო მოთავსებული მანდარინი, თუმცა არა მანდარინის ქერქი, რაც გამორიცხავს ამ ვერსიას. მეტიც, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ----- კ-----------მა და გ----------------იძემ თავიანთ ჩვენებებში არსებულ მოცემულობასთან თანხვედრის მიზნით (პოლიეთილენის პარკში მანდარინის ქერქები რომ არ აღმოჩნდა) არასწორად მიუთითეს, თითქოს ავტომანქანის მორიგი შეჩერების დროს მანდარინის ქერქები გადაყარეს. ამ ვერსიის ნამდვილობის შემთხვევაში კითხვას ბადებს ის გარემოება, როგორ მოახერხეს ლ----- კ-----------მა და გ----------------იძემ პოლიეთილენის პარკიდან მანდარინის ქერქების ისე გამოცალკევება, რომ ვერ შენიშნეს იარაღი, რომელიც აპელანტის მტკიცებით ცალკე შეფუთული არ ყოფილა (ან ცალკე შეფუთვა ა/მანქანის მოძრაობის გამო გაიხსნა) და ერთ სივრცეში იყო მანდარინის ქერქებთან ერთად. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის ურთიერთგამომრიცხავი ვარაუდებით შეუძლებელია კონკრეტული მტკიცებულების (დნმ-ის კვალის) ეჭვქვეშ დაყენება, რომლის შეფასებისას, სააპელაციო პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება საკმაოდ წონიანია და არ არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიძლება, არასარწმუნოდ იქნას მიჩნეული, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მითუფრო ნაკლები აუცილებლობა არსებობს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia; დიდი პალატა; განაცხადი N4378/02; §90; ECHR; 10.03.2009; ასევე, Jalloh v. Germany, განაცხადი N54810/00; §96; ECHR; დიდი პალატა; 11.07.2006). სწორედ ასეთ წონად მტკიცებულებად მიაჩნია სააპელაციო პალატას დნმ-ის კვალი, რომელიც აღმოჩენილია დანაშაულის საგანზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გარდა ამ უტყუარი მტკიცებულებისა, მოცემულ შემთხვევაში საქმეში მოიპოვება არაერთი ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობაზეც სააპელაციო პალატა აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას.

 

ამდენად, აპელანტის მიერ წარმოდგენილი საკვანძო არგუმენტების ერთობლივი ანალიზით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პირველი ინსტანციის მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ლ----- კ-----------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მსჯელობს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ----- კ-----------ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის (უდანაშაულობის) და მისი გამართლების თაობაზე ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით(2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.

 

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. რაც შეეხება იარაღის უკანონო ტარებას, აღნიშნულში იგულისხმება იარაღთან ერთად გადაადგილება, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ტარება შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, ავტომანქანით, რომლითაც დამნაშავე მოძრაობდა და სხვა. ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” 2003 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას და სხვა. მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი - იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, სარდაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში და სხვა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ლ----- კ-----------ის პისტოლეტი მჭიდით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე რვა ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. აღნიშნულს ლ----- კ-----------ი შენიღბულად ინახავდა. ასევე უტყუარადაა დადასტურებული, რომ ლ----- კ-----------ს მათი შეძენა/შენახვის უფლება კანონიერად მინიჭებული არ ჰქონია. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი, რომ ლ----- კ-----------ი ქუჩაში, ტაქსით გადაადგილებისას თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომლის ტარების უფლება მას კანონიერად მინიჭებული არ ჰქონია. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ----- კ-----------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ----- კ-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით), რითიც მსჯავრი დაედო ლ----- კ-----------ს, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - ასევე უალტერნატივოდ ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ლ----- კ-----------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ლ----- კ-----------ის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობას, დანაშაულის ჩადენის ხერხს, კერძოდ მის შენიღბულ ხასიათს, ასევე ბრუნვიდან ამოღებული საგნების თავისუფალ სივრცეში მოხვედრას, რაც საზოგადოებრივად მომეტებული საფრთხის მატარებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ლ----- კ-----------ი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რომლის გათვალისწინებით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლ----- კ-----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ლ----- კ-----------ისთვის რეციდივის წესის გამოყენებით განსაზღვრული სასჯელები არის სამართლიანი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლ----- კ-----------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ამასთან, პალატა ასევე სამართლიანად მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ----- კ-----------ს, საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე - დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები და მაყუჩი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამმართველოს; მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ელექტრონული მოწყობილობები სამუხტი საშუალებებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ----- კ-----------ის და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატების შ--–-------------ძის და ი-–----–----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ----- კ-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ლ----- კ-----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ----- კ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ლ----- კ-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან;

 

ნივთმტკიცება:

 

- ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები და მაყუჩი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამმართველოს;

 

- მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ელექტრონული მოწყობილობები სამუხტი საშუალებებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

- ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე