განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210117002002596
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-435-2019 26 ივნისი 2019 წელი
ქ .ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს „-----------–--- მ--–------–--“ ს-------- პ-------–---–- ნ------- დ---–--- ნ---- დ---–---
დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 16 მაისიდან განსაზღვრული ვადით, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბრიდან უვადოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „-----------–--- მ--–------–---“ დასავლეთის რეგიონის ექსპლუატაციის ცენტრის პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და კეთილსინდისიერად, ადმინისტრაციის მიერ არასოდეს დასჯილა პირიქით, სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულების გამო, უვადოდ იქნა დანიშნული მითითებულ თანამდებობაზე. შპს „-----------–--- მ--–------–---“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გ------ კ---------- 2017 წლის 12 აპრილის №კ-3-- ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. დირექტორის ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მას შრომის კანონმდებლობა და შრომის შინაგანაწესი, რა საფუძვლითაც იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, არ დაურღვევია. გარდა ამისა, გათავისუფლების დროისათვის იგი იყო შრომისუუნარო, რაც ცნობილი იყო ადმინისტრაციისთვის. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ------- დ---–--- სამუშაოდან გათავისუფლდა კომპანიის შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის, მ------ მ-------–---–-- და ი-----–- გ--------–---–-- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო. ნ------- დ---–---- სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია ამ სფეროში მოქმედი ყველა სამართლებრივი ნორმის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე ნ------- დ---–---- სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. 2. ბათილად იქნეს ცნობილი, შპს “ს----------–--- მ--–------–---” გენერალური დირექტორის (მ/შ), გ------ კ---------- 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება ნ------- დ---–---- სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ნ------- დ---–--- აღდგენილ იქნეს, შპს ს----------–--- მ--–------–--- დასავლეთის რეგიონის ექსპლუატაციის ცენტრის პროექტის მენეჯერის ან ტოლფას თანამდებობაზე. 3. დაეკისროს, შპს “ს----------–--- მ--–------–--”-ს (ს/კ 2--------), ნ------- დ---–---- (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2017 წლის 12 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; 4. დაეკისროს, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ (ს/კ 2--------), ნ------- დ---–---- (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა; 5. დაეკისროს, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ (ს/კ 2--------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 540 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ნ------- დ---–--- 2013 წლის ოქტომბრიდან- 2016 წლამდე დასაქმებული იყო შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ დასავლეთის რეგიონალური ოფისის ტექნიკური ექსპლუატაციის ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ნ------- დ---–--- უვადოდ გამწესდა შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ დასავლეთის რეგიონის ექსპლუატაციის ცენტრის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. მითითებული ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგინდა, რომ დასაქმებულის შრომითი და თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა ამ ხელშეკრულებით, კომპანიის შინაგანაწესით, დამსაქმებლის მიერ დამტკიცებული უფლება-მოვალეობებითა და კომპანიის სხვა შიდასამართლებრივი აქტებით. 2.2. შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გ------ კ---------- ზეპირი დავალების საფუძველზე, 2017 წლის 5 აპრილს, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტების, მ------ მ-------–---–--ა და ი-----–- გ--------–---–-- მიერ შემოწმებულ იქნა დასავლეთის რეგიონში, კერძოდ, აბაშის რაიონის სოფელ სამარღანოში მდებარე ანჯელის მასივებში, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ კუთვნილი ტექნიკის გამოყენებით შესრულებული სამუშაოებისა და ამ ობიექტზე მიმაგრებული თანამშრომლების მიერ, შრომითი დისციპლინის დაცვის მდგომარეობა. 2.3. მ------ მ-------–---–--ა და ი-----–- გ--------–---–-- მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2017 წლის 5 აპრილს, ანჯელის მასივში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემოწმება ჩატარდა, დ-----–----------------------–------–----–-------------------------------ს ნ------- დ---–---- მონაწილეობით. შემოწმებით დადგინდა: შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ მანქანა-მექანიზმების განთავსების ადგილიდან, დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით არსებობდა ტბორი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ტექნიკით შესრულებული მიწის ზედაპირული სამუშაოები. ტბორის მეპატრონემ, შ--- მ------–---–-- აღნიშნა, რომ მისი თხოვნის შესაბამისად, მენეჯერის, ნ------- დ---–---- მითითებით სამუშაოები შესრულდა შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ კუთვნილი ტექნიკით. კერძოდ, ექსკავატორით ტბორისგან ამოწმენდილი იქნა ლექი და ზედაპირი გასწორდა ბულდოზერის საშუალებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხულ იქნენ შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ დასავლეთის რეგიონის ექსპლუატაციის ცენტრის უფროსი გ--------- მ-----, პროექტის მენეჯერი ნ------- დ---–---, დასავლეთის რეგიონის ექსპლუატაციის და რეგიონალური ოფისის დირექტორი ზ------ კ------, ასევე, შ--- მ------–---–-, რომელთა განმარტებითაც დადასტურდა ფიზიკური პირის სასარგებლოდ, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ კუთვნილი ტექნიკით სამუშაოს შესრულების ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, მ------ მ-------–---–--ა და ი-----–- გ--------–---–-- მიერ, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალურ დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, ნ------- დ---–---- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2.4. შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გ------ კ---------- მიერ, 2017 წლის 12 აპრილს მიღებული იქნა №კ-3-- ბრძანება ნ------- დ---–---- სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ბრძანების გამოცემის ფაქტობრივ საფუძვლად მიეთითა-მ------ მ-------–---–--ა და ი-----–- გ--------–---–-- მოხსენებითი ბარათი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად: შპს „-----------–--- მ--–------–---“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 25 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული შპს „-----------–--- მ--–------–---“ შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტები, კომპანიის წესდების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი, „------– ბ------ შვებულების შესახებ“ შპს „-----------–--- მ--–------–---“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის Nკ-3-- ბრძანება. 2.5. შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 25 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპანიის თანამშრომელი ვალდებულია, მისთვის მინდობილი ქონება გამოეყენებინა, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის. იგივე შინაგანაწესის მე-12 მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება და დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა („ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები). შინაგანაწესის მე-13 მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს შორისაა სამუშაოდან გათავისუფლება. 2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--- მ------–---–-- განმარტა, რომ კომპანიის კუთვნილი 7 ერთეული მძიმე ტექნიკა, ყოველდღიურად გადაადგილდებოდა მის ნაკვეთზე და აზიანებდა მიწის ზედაპირს, მიუხედავად აღნიშნულისა, სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურება ან სხვა რაიმე სახის კომპენსაცია არ მოუთხოვია. მისი თხოვნით, კომპანიის ტექნიკით ამოვსებულ იქნა ტბორი, რომელიც გარკვეულწილად მათივე ტექნიკით იყო დაზიანებული (სხდომის ოქმი 10.12.2018 წელი). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--- კონსტიტუციაზე, შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 32-ე მუხლებზე, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2-4-ე მუხლებზე, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 319-ე, 361-ე, 54-ე, 411-ე მუხლებზე და განმარტა: შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 25 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ შინაგანაწესი ადმინისტრაციას ანიჭებდა უფლებამოსილებას, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი და არჩევანის გაკეთებისას იგი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
2.8. დასაქმებული პირის მიმართ სახდელის ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, დამსაქმებელი ვალდებულია შეაფასოს გამოვლენილი დარღვევის ხარისხი, დამდგარი შედეგი, კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, დამრღვევის პიროვნება და მათი ერთიანობაში შეფასებით უნდა გამორიცხოს, სხვა უფრო მსუბუქი დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესაძლებლობა, ამტკიცოს, რომ დარღვევის ხარისხის, სიხშირის და შედეგის გათვალისწინებით, სამუშაოდან გათავისუფლება იყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება, რაც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
2.9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო 2013 წლის ოქტომბრიდან, წარსულში მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ გამოვლენილა და შესაბამისად, იგი რაიმე სახის დარღვევისათვის დასჯილი არ ყოფილა. აღნიშნული იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ნ------- დ---–--- მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.
სადავო ბრძანების ტექსტის შინაარსის მიხედვით, ნ------- დ---–---მ არ შეასრულა შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 25 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული, შპს „-----------–--- მ--–------–---“ შინაგანაწესით გათვალისწინებული მოვალეობა-მისთვის მინდობილი ქონება გამოეყენებინა, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და კერძო პირის, შ--- მ------–---–-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული, 400 მ2 ტბორი ლექისაგან ამოწმინდა, ხოლო ზედაპირი გაასწორა შპს „-----------–--- მ--–------–---“ კუთვნილი ექსკავატორისა და ბულდოზერის გამოყენებით, რის გამოც იგი გათავისუფლდა სამუშაოდან
2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტების მიერ გამოვლენილი დარღვევა სიმძიმის, ხარისხის, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით არ ადასტურებდა ნ------- დ---–---- მხრიდან შრომითი დისციპლინის იმგვარად უგულებელყოფის ფაქტს, რაც შეუძლებელს ხდიდა დამრღვევისათვის სხვა უფრო მსუბუქი დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესაძლებლობას.
კომპანიას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დარღვევით მიყენებული ზიანის ოდენობას, ან სამართლებრივად ისეთი მძიმე შედეგის დადგომას, რაც გაამართლებდა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, დისციპლინური სახდელის უკიდურესი ზომის გამოყენების აუცილებლობას.
ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა, შრომით სამართლებრივ დავებში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს, მასვე ევალებოდა.
შესაბამისად, მტკიცების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება ჩადენილ დარღვევასთან მიმართებით და რომ არ არსებობდა სხვა უფრო მსუბუქი დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა.
2.11. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ თავისი კუთვნილი მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა ანჯელის დამშრობი მასივის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტექნიკის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველსაყოფად, უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შ--- მ------–---–---- შეთანხმებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, განთავსებული ჰქონდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ------- დ---–---- მიერ, შ--- მ------–---–-ს სასარგებლოდ სამუშაოს შესრულებით, მართალია დაირღვა შინაგანაწესის მოთხოვნა-მინდობილი ქონების, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების შესახებ, თუმცა დარღვევის ხარისხის, სიხშირის და შედეგის გათვალისწინებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლება არ იყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება და ყველა ზემოთმითითებული გარემოება ადასტურებდა ადმინისტრაციის მხრიდან არა უკიდურესი ზომის- სამუშაოდან გათავისუფლების, არამედ უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების მიზანშეწონილებას.
შესაბამისად, ნ------- დ---–---- მიმართ გამოცემული ბრძანებით დაირღვა, როგორც კანონისმიერი, ისე სახელშეკრულებო ვალდებულებაც, რაც მიუთითებდა გასაჩივრებული ბრძანების მართლსაწინააღმდეგო ხასიათზე.
ამდენად, შპს „-----------–--- მ--–------–---“ გენერალური დირექტორის (მ/შ) 2017 წლის 12 აპრილის №კ-3-- ბრძანება ნ------- დ---–---- სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილს წარმოადგენდა, რაც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს "ს----------–--- მ--–------–--ს" გენერალური დირექტორის 2015 წლის 25 მაისის №--- ბრძანებით დამტკიცებული შპს "ს----------–--- მ--–------–--ს" შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, კომანიის თანამშრომელი ვალდებული იყო, მისთვის მინდობილი ქონება გამოეყენებინა, მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისათვის, თუმცა ნ------- დ---–---- მიერ, ამ ვალდებულების დარღვევის გამო, მკაცრ გადაცდომაზე ყურადღება არ გაამახვილა. არც შრომის კოდექსი, არც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მით უფრო არც კომპანიის შინაგანაწესი არ აძლევდა უფლებას დასაქმებულს, კომპანიის რესურსი - მძიმე ტექნიკა, საწვავი და მუშა ხელი, გამოეყენებინა დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ. 3.2. სასამართლომ ვერ მიუთითა, თუ რომელი დისციპლინური სახდელი შეიძლებოდა ყოფილიყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული კონკრეტულ შემთხვევაში ან რატომ გამორიცხა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევა სწორად იყო შეფასებული თავისი სიმძიმის, ხარისხის და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით და დამსაქმებელმა, ობიექტურად მიიღო გადაწყვეტილება ნ------- დ---–---- სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. 3.3. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმების გამოყენება დასაბუთებული არ არის, საამისოდ ფაქტობრივი საფუძვლის არ არსებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ნ------- დ---–---- მხრიდან, შპს "ს----------–--- მ--–------–--ს" შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა იქნა დადგენილი, არასწორად შეფასდა, რომ დარღვევა დამდგარი შედეგის გათვალისიწინებით, სიმძიმის, ხარისხის მიხედვით იმდაგვარი არ იყო, რომ შპს "ს----------–--- მ--–------–--ს" დისციპლინური სახდელის სახით, მის მიმართ გამოეყენებინა სამსახურიდან განთავისუფლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ------- დ---–---- სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს: შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 25 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ შინაგანაწესის თანახმად: კომპანიის თანამშრომელი ვალდებულია, მისთვის მინდობილი ქონება გამოიყენოს, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის (8.2 ,,ე“ პუნქტი); დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა (12 „ა“ და „ბ“ პუნქტები); კომპანიის თანამშრომლის მიერ, შრომის კანომდებლობისა და შინაგანაწესის დარღვევისათვის დგინდება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (13.1 პუნქტი): 1. შენიშვნა; 2. საყვედური; 3. სასტიკი საყვედური; 4. ხელფასის დაკავება; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით-არაუმეტეს ათი სამუშაო დღისა; 5. უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; 6. სამსახურიდან გათავისუფლება (იხ. შინაგანაწესი, ს/ფ 120-126). 4.4. შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის, 2015 წლის 18 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ რეგიონული ოფისების, ექსპლუატაციის ცენტრების და სერვის-ცენტრების ფუნქცია მოვალეობების თანახმად, კომპანიის რეგიონალური სამსახური წარმოადგენს შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი საქმიანობაა კომპანიის რეგიონებში არსებული სერვისცენტრების საქმიანობის განხორციელების ზედამხედველობა და მათთან კოორდინაციაში, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული სამილიორაციო სისტემებზე საექსპლუატაციო ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება, ასევე ცალკეულ შემთხვევაში სარეაბილიტაციო ღონისძიებების წარმართვა (1.1.1. პუნქტი); კომპანიის რეგიონალური სერვის ცენტრებთან და რეგიონალურ ოფისთან კოორდინაციაში, კომპანიის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ ს----–------–--- ინფრასტრუქტურაზე, ს----------–--- მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N409 დადგენილებით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ღონისძიებების (რემონტები) ორგანიზება და წარმართვა და საჭიროების შემთხვევაში სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება (3.1.1. პუნქტი). (იხ. ფუნქცია-მოვალეობები, ს/ფ 224-228). 4.5. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ------- დ---–---მ აღნიშნა, რომ კომპანიის ტექნიკის გამოყენებით, შ--- მ------–---–-ს საკუთრებაში, განხორციელებული ღონისძიებები, სრულ შესაბამისობაში იყო იმ ხარჯთაღრიცხვასთან, რომლის საფუძველზეც ასრულებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 4.6. საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის გაანგრიშების თანახმად, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამარღანოს, ანჯელის დამშრობი მასივის რეაბილიტაციისათვის გაუთვალისწინებელი სამუშაოსათვის გათვალისწინებული იყო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 3%, რაც შეადგენდა 21898,06 ლარს. (იხ. ხარჯთაღრიცხვა, ს/ფ 71). 4.7. შპს „-----------–--- მ--–------–---“ შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტების, მ------ მ-------–---–--ა და ი-----–- გ--------–---–-- მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ისინი GPS სისტემის საშუალებით შეეცადნენ გადაემოწმებინათ რა მანქანა-მექანიზმების საშუალებით ხდებოდა მოქალაქე შ--- მ------–---–-ს კუთვნილი ტბორის ამოწმენდა და მიმდებარე ტერიტორიის გასწორება, თუმცა იმ მიზეზით, რომ 2017 წლის მარტის თვეში აღნიშნული ტბორის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები წყლის დამშრობ არხებზე, ვერ დადგინდა კონკრეტულად, თუ რა დღეებში ხდებოდა ტბორის ამოწმენდა, ასევე, შეუძლებელი გახდა იმის დადგენა თუ რა მანქანა-მექანიზმები იქნა გამოყენებული და რა რაოდენობის ზარალი მიადგა შპს ,,ს----------–--- მ--–------–--ს“. (იხ. მოხსენებითი ბარათი, ს/ფ 97-98). სამართლებრივი დასაბუთება 4.8. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. 4.9. საქმეში წარმოდგენილი, შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გ------ კ---------- მიერ, 2017 წლის 12 აპრილს მიღებული №კ-3-- ბრძანების თანახმად, ნ------- დ---–--- 2017 წლის 12 აპრილიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. ბრძანების გამოცემის ფაქტობრივ საფუძვლად მიეთითა მ------ მ-------–---–--ა და ი-----–- გ--------–---–-- მოხსენებითი ბარათი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად: შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ გენერალური დირექტორის, 2015 წლის 25 მაისის N--- ბრძანებით დამტკიცებული შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, კომპანიის წესდების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი, „------– ბ------ შვებულების შესახებ“ შპს „-----------–--- მ--–------–---“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის Nკ-3-- ბრძანება. 4.10. სამოქალაქო კოდექსის მე-8.3 და 115-ე მუხლების თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირეული პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. ამ მსჯელობის შესაბამისად, მოპასუხეა (დამსაქმებელი) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს დასაქმებულის მხრიდან, შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-12 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, კომპანიის წესდების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევები. 4.12. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ თავისი კუთვნილი მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა ანჯელის დამშრობი მასივის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტექნიკის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველსაყოფად, უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შ--- მ------–---–---- შეთანხმებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, განთავსებული ჰქონდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის შედეგადაც დაზიანდა მიწის ნაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ ევალებოდა საექსპლუატაციო ღონისძიებების (რემონტები) ორგანიზება, წარმართვა და საჭიროების შემთხვევაში ჩატარება, ამასთან, დამსაქმებლის მხრიდან ვერ დადგინდა ის გარემოება, კონკრეტულად, თუ რა დღეებში ხდებოდა ტბორის ამოწმენდა, რა მანქანა-მექანიზმები იქნა გამოყენებული და რა რაოდენობის ზარალი მიადგა შპს ,,ს----------–--- მ--–------–--ს“, პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დადგენილი იმგვარი გადაცდომა, რაც შინაგანაწესის მე-13.1 პუნქტით განსაზღვრული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების-სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენებას განაპირობებდა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნ------- დ---–---- მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება, იგი აღდგენილი იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, ს----------–--- შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 44-ე მუხლის, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 408-ე მუხლის პირველი ნაწილის და 411-ე მუხლის შესაბამისად, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და შპს ,,ს----------–--- მ--–------–--ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ნ------- დ---–---- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,ს----------–--- მ--–------–--ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს „-----------–--- მ--–------–--ს“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-792 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „-----------–--- მ--–------–--“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე