განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2019
საქმის ნომერი
080310016001303926
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310016001303926

საქმე N3/ბ-497-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტები (მე-3 პირები):

1. შპს ,------------------–-----

დირექტორი – დ----------------ე

2. მ----–------------–---–ი

3. გ-----------ე

წარმომადგენელი – მ-------------

 

4. ფ------------------ე

წარმომადგენელი – ნ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები):

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი – გ-------------–--ე

 

2. კერძო აღმასრულებელი დ-------------–---–ი

 

მოსარჩელე – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

 

მესამე პირი – გ----------------ი

წარმომადგენელი – გ--------------–-–---–ი

 

მესამე პირები – ვ-–----------------–---–ი, ო--------------ე, შპს ,----------------, შპს ,--------’, ქ---------------–---–ი, დ--------------ა - წარმომადგენელი მ-------------, შპს ,---------------- (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირები)

 

მესამე პირები – მ--------–----–--ე, ჯ----–-------ე, ს-----------–---ე, თ---------------ე, ნ-----------–---–ი, ა-–---------------–----ე, ი------------–---–ი, დ--–-------–-–---–ი - წარმომადგენელი ს--–--------------–---–ი, ქ--------–------–--ე, ნ---------------–--ე, ი------------ი, ნ-----–-----------ე, ჯ--------------–--–---–ი, დ---------------–---–ი, თ----------–----–-–---–ი, ე-----------------ე, გ-----–----------ე, ე-------–----–---–---ი, ლ-----------------ე, გ----------–-------ი, ნ---------–--ე, გ------–-------–ი, შპს ,----------------, ც-–---------------ე, მ----------------–--ე, ა-------------ე, ლ--------------ე, რ-------------ე, ბ----------------–--ე, ნ--------------------ე, რ---------------–---–ი, დ---------–----ე, ზ-------–--–---–---–ი, ო-–----------–---–ი, გ------------–--–-–---–ი, ხ------------–--------------ი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირები)

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტების: შპს ,------------------–------, მ----–------------–---–ის, გ-----------ისა და ფ------------------ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2016 წლის 01 აპრილს და 2016 წლის 19 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის N---------------, 2015 წლის 04 თებერვლის N---------------, 2016 წლის 22 თებერვლის N------ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის N---- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა;

 

2017 წლის 02 თებერვალს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზუსტებული სარჩელებით მოპასუხეებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, კერძო აღმასრულებელი დ-------------–---–ი.

 

2018 წლის 03 ივლისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ი-----–-----------ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:

- კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №----------------- მიმართვა;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილება;

- კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №----------------- მიმართვა;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილება;

 

სარჩელის თანახმად, კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მიერ აღნაგობის უფლების დაყადაღება და საჯარო რეესტრის მიერ ასეთი ყადაღის რეგისტრაცია წარმოადგენს მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში უხეშ და არაკანონიერ ჩარევას, მერიისათვის საკუთრების უფლებით განხორციელებაში ხელშეშლას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კერძო აღმასრულებელს შეეძლო ყადაღა დაედო აღნაგობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე აღმართულ უძრავ ნივთზე, რომელიც წარმოადგენდა შპს ,------------------–------ საკუთრებას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ამ შესაძლებლობის უგულებელყოფით და აღნაგობის უფლების დაყადაღებით, უსამართლოდ და უკანონოდ იზღუდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ვინაიდან მერიას ეკრძალება უძრავ ნივთზე რაიმე ქმედების განხორციელება. საკუთარი ქონების განკარგვისას მერია სარგებლობს აბსოლუტური დისკრეციით, რაც გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს გაასხვისოს ნივთი ან შეცვალოს მეაღნაგე. თავისთავად აღნაგობის უფლების დაყადაღება და შემდგომში მისი რეალიზაცია გულისხმობს არარსებული უფლების რეალიზაციას, ვინაიდან რომც განხორციელდეს ყადაღა და დასრულდეს სააღსრულებო წარმოება ამ უფლების მესამე პირზე რეალიზაციით, შეუძლებელი იქნება მოცემული პირის მიერ აღნაგობის უფლების მიღება, რადგან არსებობს აღნაგობის უფლების შეწყვეტის საფუძველი მერიის მხრიდან ჯერ კიდევ 2013 წლის მდგომარეობით, რაც გულისხმობს, რომ ყადაღის მოხსნის მომენტშივე უფლება ავტომატურად შეწყდება, ანუ აღმასრულებელი ცდილობს რეალიზაცია გაუკეთოს არარსებულ აქტივს. საჯარო რეესტრი ასეთი ყადაღის დადებით და მესაკუთრის უფლების უკანონო შეზღუდვით არღვევს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერების პრინციპს, არამედ უხეშად ერევა მეორე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში და უკანონოდ უზღუდავს მას საკუთრების უფლებას.

 

საქალაქო სასამართლო სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ი-----–-----------ემ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როდესაც აღსრულება შეეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებას აღმასრულებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს მას აღნიშნულის შესახებ. აღმასრულებელმა კი ისე მიიღო აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ამის თაობაზე არ უცნობებია. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ მისცემია საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადებიდან 2017 წლის ბოლომდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას საიჯარო ქირა არ მიუღია, ვიდრე მხარეთა შორის არ გაფორმდა მორიგების აქტი (რომელიც თავდაპირველად მხარეთა შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენს). ამდენად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის არსებობით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის და ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: შპს ,-----------------–-----, მ--------–----–--ე, ჯ----–-------ე, ს-----------–---ე, თ---------------ე, ნ-----------–---–ი, ა-–---------------–----ე, ი------------–---–ი, დ--–-------–-–---–ი, ქ--------–------–--ე, ნ---------------–--ე, ი------------ი, ნ-----–-----------ე, ჯ--------------–--–---–ი, დ---------------–---–ი, თ----------–----–-–---–ი, ე-----------------ე, გ-----–----------ე, ე-------–----–---–---ი, ლ-----------------ე, გ----------–-------ი, ნ---------–--ე, გ------–-------–ი, შპს ,----------------, ც-–---------------ე, მ----------------–--ე, ა-------------ე, ლ--------------ე, რ-------------ე, ბ----------------–--ე, ნ--------------------ე, რ---------------–---–ი, დ---------–----ე, ზ-------–--–---–---–ი, ო-–----------–---–ი, გ------------–--–-–---–ი, ხ------------–--------------ი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: ვ-–----------------–---–ი, ო--------------ე, შპს ,----------------, შპს ,--------’, ქ---------------–---–ი, დ--------------ა, შპს ,----------------.

 

მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა და კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

მესამე პირის – გ----------------ის წარმომადგენელმა გ----------------–---–მა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით.

 

მესამე პირები – შპს ,-----------------–------ წარმომადგენელი მ-------------, შპს ,-----------------–------ დირექტორი დ----------------ე დაეთანხმნენ წარმოდგენილ სარჩელს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმულმა მესამე პირებიდან ო--------------ემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას მისი ფართის ნაწილში და განმარტა, რომ იგი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ფართს და შესაბამისად ყადაღის არსებობა მისი ფართის ნაწილში ზღუდავს მის უფლებებს; ვ-–----------------–---–მა განმარტა, რომ არ ეთანხმება აღნაგობის უფლებაზე ყადაღის არსებობას, რადგან აღნიშნულის გამო არ აქვს მისი გასხვისების და სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

 

მესამე პირების - შპს ,-----------------, შპს ,----------, ქ---------------–---–ის, დ--------------ას, შპს პ-------------, მ--------–----–--ეს, გ-----------ეს, ჯ----–-------ეს, ს-----------–---ეს, თ---------------ეს, ნ-----------–---–ის, ა-–---------------–----ეს, ი------------–---–ის, დ--–-------–-–---–ის, ქ--------–------–--ეს, ნ---------------–--ეს, ი------------ის, ნ-----–-----------ეს, ჯ--------------–--–---–ის, დ----------------–---–ის, თ----------–----–-–---–ის, ე-----------------ეს, გ-----–----------ეს, ე-------–----–---–---ის, ლ-----------------ეს, გ----------–-------ის, ნ---------–--ეს, გ------–-------–ის, შპს ,-----------------, ც-–---------------ეს, მ----–------------–---–ს, მ----------------–--ეს, ფ-------------------ეს, ა-------------ეს, ლ--------------ეს, რ-------------ეს, ბ----------------–--ეს, ნ--------------------ეს, რ---------------–---–ს, დ----------–----ეს, ზ-------–--–---–---–ს, ო-–----------–---–ს, გ------------–--–-–---–ს, ხ------------–--------------ის პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, ვინაიდან მათ საქალაქო სასამართლოში არ წარმოუდგენიათ წერილობითი მოსაზრება და ასევე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,------------------–---- შორის 2007 წლის 07 ნოემბერსა და ამავე წლის 04 დეკემბერს დადებული იქნა ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებულ ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ N- და N6 ხელშეკრულებები.

 

2013 წლის 23 ივლისს ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,------------------–---- შორის გაფორმდა ,,აღნაგობის უფლებით საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,------------------–---- შორის 2007 წლის 7 ნოემბრის N- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ N-- ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა აღნაგობის ქირაში. ასევე, შეიცვალა 2007 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,------------------–---- შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,აღნაგობის უფლების გამცემი პირი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადასცემს აღნაგობის უფლების მიმღებ პირს თვითმმართველი ერთეულის ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ი-------------------------- დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი (ს/კ 0-----------) და ქ. ქუთაისი, ი------------------------ის დასავლეთით მდებარე ქონება (ს/კ 0-----------).

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისი, ი------------------------ის დასავლეთით (ს/კ 0-----------) უძრავ ნივთი საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია აღნაგობის უფლება. მეაღნაგე: ქუთაისის თვითმმართველი ერთეული; მოაღნაგე: შპს ,-----------------–-----;

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ი. ჭ----------------------–- (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავი ნივთი ირიცხება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია აღნაგობის უფლება. მეაღნაგე: ქუთაისის თვითმმართველი ერთეული; მოაღნაგე: შპს ,-----------------–-----;

 

2.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, N2/1764-13 საქმეზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე შპს ,------------------–----- მიმართ, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ----------------ის სარჩელი. მოპასუხე შპს ,------------------–----- მოსარჩელე გ----------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე, 2014 წლის 11 ნოემბერს კრედიტორმა გ----------------მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს დ-------------–---–ს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარუდგინა 2018 წლის 23 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს N2/1764-13 სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მისი აღსრულება;

 

2.1.3. კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა 2014 წლის 22 დეკემბრის №----------------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146, 147 მუხლებისა და მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ითხოვა შპს ,-----------------–------ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის რეგისტრაციაში გატარება შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით (ს/კ 0-----------).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი----------------------ის დასავლეთით აღნაგობის უფლებაზე) დაკმაყოფილდა;

 

2.1.4. კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა 2014 წლის 22 დეკემბრის №----------------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146, 147 მუხლებისა და მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ითხოვა შპს ,-------------------–------ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის რეგისტრაციაში გატარება შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისი, ი------------------- N67 (ს/კ 0-----------).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი------------------- N67ბ (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი----------------ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) აღნაგობის უფლებაზე დაკმაყოფილდა;

 

2.1.5. აღნაგობის ქირის გადაუხდელობის გამო, 2015 წლის 03 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №--- ბრძანება ,,ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,------------------–----- შორის 2007 წლის 07 ნოემბერს დადებული ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ №- ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ’’.

 

2015 წლის 04 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №--- ბრძანება ,,ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,------------------–----- შორის 2007 წლის 07 ნოემბერს დადებული ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ №- ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 03 თებერვლის №--- ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ’’. ამ უკანასკნელის საფუძველზე, 2015 წლის 03 თებერვლიდან ცალმხრივად გაუქმდა ქუთაისის მერიასა და შპს ,------------------–----- შორის 2007 წლის 07 ნოემბერს და 2007 წლის 04 დეკემბერს დადებული ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ №- და №6 ხელშეკრულებები. ამავე ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფა, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერებში /№0----------- და №0-----------/ შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება;

 

2.1.6. 2015 წლის 03 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახლით მიმართა თ----------------ემ და უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ი------------------- N67ბ (ყოფილი ი.----------------------ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა.

 

2015 წლის 04 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. ქუთაისი, ი------------------- N67ბ (ყოფილი ი------------------- N67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა მიღებული N--------------- გადაწყვეტილების კანონიერება და საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის სამსახურის მონაცემები. დადგენილი იქნა, რომ არასწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრში საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში, მოცემული დროისთვის რეგისტრირებული იყო ,,ყადაღა’’ საგანი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე’’ აღნაგობის უფლება უძრავ ქონებაზე ქ. ქუთაისი, ი------------------- N67ბ (ყოფილი ი------------------- N67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) ს/კ 0-----------.

 

2016 წლის 05 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ჭ--------------------- რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

2016 წლის 5 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N---- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილება.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N---- გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის N----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას N---------------------- ადმინისტრაციული საჩივრების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 5 იანვრის N---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებაზე;

 

2.1.7. 2015 წლის 03 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახლით მიმართა თ----------------ემ და უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა მიღებული 2015 წლის 04 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილების კანონიერება და საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის სამსახურის მონაცემები. დადგენილი იქნა, რომ არასწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრში საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში, მოცემული დროისთვის რეგისტრირებული იყო ,,ყადაღა’’ საგანი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე’’ აღნაგობის უფლება უძრავ ქონებაზე ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით, ს/კ 0-----------.

 

2016 წლის 22 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N-0100 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილება.

 

2016 წლის 22 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადების საფუძველზე 2016 წლის 24 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N---------------- გადაწყვეტილება ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

2015 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახლით მიმართა თ----------------ემ და უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 25 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციაზე.

 

2016 წლის 01 მარტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N-0100 გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აპრილის N----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 01 მარტის N-2------ ადმინისტრაციული საჩივრის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის N-0100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. საქალაქო სასამართლომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე პირველ რიგში იმსჯელა კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემული სადავო მიმართვების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის საკითხზე. ანუ, იყო თუ არა კერძო აღმასრულებელი აღჭურვილი უფლებამოსილებით დაეწყო სააღსრულებო წარმოება (პროცედურები) მასთან წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და შესაბამისად, ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელე ეფექტიანად განახორციელებდა მისი უფლებების დაცვა/რეალიზაციას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ზოგად კონცეფციაზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას, რაც მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს და მისი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების განხორციელების შედეგია - სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ ძალმოსილებას ქვეყნის უპირველესი კანონი - კონსტიტუცია ადგენს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა ასევე, ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლში, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფას. სახელმწიფოს ვალდებულებას - დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სხვა პირთა მხრიდან ჩარევისაგან, ან დარღვეული უფლებების აღსადგენად გაატაროს ღონისძიებები უფლებათა/თავისუფლებათა დაცულობის გარანტიის თავლსაზრისით, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული სამართლებრივი (კანონისმიერი) პროცედურებითა და ვალდებულებით შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ეფექტიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა (სადავო აქტების დროს მოქმედი რედაქციით) ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება ... კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხოლო 147 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან / და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე... ...ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე; ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ----------------ის სარჩელი და მოპასუხე შპს ,------------------–----- მოსარჩელე გ----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო კრედიტორი და მოვალე. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2014 წლის 11 ნოემბერს, კრედიტორმა გ----------------მა იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართა კერძო აღმასრულებელს დ-------------–---–ს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული ნორმატული დანაწესების გათვალისწინებით, კრედიტორს სრული უფლება ჰქონდა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარედგინა აღმასრულებელთან. ხოლო, კერძო აღმასრულებელს დ-------------–---–ს ასევე, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაეწყო აღსრულება წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის, შპს ,------------------–----- წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო აღმასრულებელმა დაარღვია აღსრულების ტერიტორიული ქვემდებარეობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლის პირველი პუნქტი კერძო აღმასრულებელს ანიჭებს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლით მოვალისათვის დაკისრებული თანხის 160 000 (ას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, იმ დროისათვის არ აღემატებოდა 500 000 ლარს (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 147.3 მუხლი). ამდენად, როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, კრედიტორის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიწყო შესაბამისი სააღსრულებო საქმის წარმოება, რამეთუ სახეზე იყო აღსრულების დაწყების ყველა წინაპირობა: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი, კრედიტორი, მოვალე, აღსასრულებელი თანხის ოდენობა და კერძო აღმასრულებლის მხრიდან აღსრულების განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

2.2.2. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ უფლებამოსილი იყო თუ არა კერძო აღმასრულებელი ყადაღა დაედო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალის, შპს ,------------------–----- (არამატერიალურ) ქონებას - აღნაგობის უფლებას, სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ქ. ქუთაისი, ი------------------- N67ბ-ში (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი----------------ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) და ქ. ქუთაისში, ი------------------- N50-ის დასავლეთით (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავ ქონებაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და შპს ,------------------–----- შორის გაფორმებულია აღნაგობის ხელშეკრულება და იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ასევე სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა და მესამე პირის შპს-ს დირექტორმა დაადასტურა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,------------------–---- შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომელიც დაეფუძნა თავდაპირველ - 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას და წარმოადგენს ამავე ხელშეკრულების გაგრძელებას (სასამართლოს დავალების მიუხედავად აღნიშნული მორიგების აქტი მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში, თუმცა დადასტურებული იქნა მისი ზეპირი განმარტებით).

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

 

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. არამატერიალურ ქონებრივ სიკეთედ მიიჩნევა ისეთი მოთხოვნები და უფლებები, რომელთა განკარგვა შესაძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 198.1 მუხლის თანახმად, ნივთების მსგავსად მოთხოვნები და უფლებებიც შეიძლება იყოს გასხვისების ობიექტი და მასზე საკუთრება გადაეცეს სხვა პირს. აღნაგობის უფლება გულისხმობს, პირის შესაძლებლობას ისარგებლოს სხვისი ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების და გაქირავების უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში მოიძია რა მოვალის შპს ,------------------–----- ქონება და დაადგინა, რომ შპს ,------------------–----- სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო მოვალის მხოლოდ არამატერიალური ქონება - აღნაგობის უფლება, 2014 წლის 22 დეკემბერს №----------------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ყადაღის რეგისტრაციაში გატარება შპს ,------------------–------ აღნაგობის უფლებაზე შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისში, ი------------------- N67ბ, (ს/კ 0-----------). ასევე დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა 2014 წლის 22 დეკემბერს №----------------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და გააგზავნა მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე შპს ,------------------–------ აღნაგობის უფლებაზე შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისში, ი------------------- N50-ის დასავლეთით (ს/კ 0-----------). ამდენად, ამ ნაწილშიც სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რამეთუ სახეზე იყო მოვალის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლისა და მესამე პირის შპს ,------------------–----- წარმომადგენლების მოსაზრებას, რომ სადავო აქტების გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ისეთი ვითარება, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება სხვა პირის იურიდიულ ინტერესს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, აღსანიშნავია სააღსრულებო წარმოების სპეციფიურობა და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონის მოთხოვნების გათვალისწინება. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა შპს ,------------------–------ (ქონებაზე) აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადებას, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირი მოვალე - შპს ,,იბერიის ვარსკვლავი“.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის ობიექტურად გადაწყვეტისას მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა შპს ,------------------–----- ქონების აღმასრულებლის მიერ იძულებით განკარგვასთან დაკავშირებით წარმოებულ სააღსრულებო პროცესში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლების ფარგლების განსაზღვრა, მისი დაინტერესებულ პირად მიჩნევის თვალსაზრისით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დაინტერესებული მხარის ცნება ცალსახად უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. შესაბამისად, პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევის თვალსაზრისით სახეზე უნდა იყოს მისი უფლების/ინტერესის დარღვევის ფაქტი და სახეზე უნდა იყოს კანონის უგულვებელყოფა, რომელიც პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მომტანი უნდა იყოს და პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ფაქტობრივ ინტერესზე ახდენდეს რეალურ, ობიექტურ გავლენას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 151.1 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელში მითითებულ სააღსრულებო წარმოების არც მხარეს (კანონის მე-151 მუხლი) და არც პირს (კანონის მე-15 მუხლი) არ წარმოადგენდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. იგი არ წარმოადგენდა არც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომლის სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის იყო მიღებული სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის და მე-3 პირის შპს ,------------------–------ პოზიცია, რომ ვინაიდან საკითხი შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებას, კერძო აღმასრულებელი ვალდებული იყო მიმდინარე წარმოების თაობაზე ეცნობებინა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის ა.ა. ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ყადაღა დაედო არა ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებას - მიწის ნაკვეთს, არამედ შპს ,------------------–------ არამატერიალურ ქონებას - აღნაგობის უფლებას. შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნდა ვალდებულება რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიმდინარე პროცედურის თაობაზე. ხოლო, თუ გაზიარებულია იქნებოდა მოსაზრება მიმდინარე აღსრულების პროცედურის შესახებ მუნიციპალიტეტის ერთეულის ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ამ მუხლის დანაწესი კერძო აღმასრულებლის მხოლოდ უფლებამოსილებაზე საუბრობდა, რაც ბუნებრივია გამორიცხავდა აღნიშნული ქმედების განხორციელების ვალდებულებას.

 

საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ კანონი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა კერძო აღმასრულებელი მიეკუთვნება საჯარო სამართალს, ვინაიდან მისი მოქმედების სფეროში ექცევა ქვეყნის ხელისუფლების - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განხორციელება, იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მხარეს არ სურს (ან მიაჩნია, რომ არ აქვს შესაძლებლობა) ნებაყოფლობით შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება. შესაბამისად კერძო აღმასრულებლის ქმედება ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ სახელმწიფოს მიერ, კანონის მეშვეობით მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო, საჯარო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის, სასამართლოს მიერ დადასტურებული გადაწყვეტილებით მინიჭებული მოთხოვნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის ქმედება მოვალის - შპს ,------------------–----- საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (აღნაგობის უფლებაზე) აღსრულების დაწყებისა და განხორციელების თაობაზე იყო კანონიერი.

 

2.2.3. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სადავო აქტებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილებასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე ასევე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას უფლებამოსილება განახორციელოს კანონის საფუძველზე, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის ასევე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგი გარემოების დადგენას: აღმასრულებელის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბერს №----------------- წერილი და მისივე 2014 წლის 22 დეკემბერს №----------------- წერილი წარმოადგენდა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისათვის საფუძველს იმისათვის, რომ ქ. ქუთაისი, ი------------------- N67ბ-ში (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი----------------ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) და ქ. ქუთაისი, ი------------------- N50-ის დასავლეთით რეგისტრირებულ აღნაგობის უფლებაზე განეხორციელებინა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია.

 

სასამართლომ მიუთითა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება განმარტებულია, როგორც სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის, ისე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ხოლო, მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.;

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

სასამართლომ, საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს წინაშე ადგილი არ ჰქონდა კანონით გათვალისწინებულ იმ შემთხვევას, რომელიც შპს ,------------------–----- აღნაგობის უფლებაზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა; ასევე, სახეზე არ იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები; შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №-------------- გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა აღნაგობის უფლებაზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი------------------- N67ბ (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი----------------ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი------------------- 50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლებაზე (ს/კ 0-----------).

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მისი ქმედება სადავო აქტებთან მიმართებაში იყო კანონშესაბამისი.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს სააღსრულებო ორგანოებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულების ხარისხს (აღსრულება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; Hornsby v. Greece, §40; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად საქალაქო სასამართლომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც შპს ,------------------–------ დირექტორმა დ----------------ემ, ისე მ----–------------–---–მა, გ-----------ემ და ფ------------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1. მ----–------------–---–ის, გ-----------ისა და ფ------------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტების განმარტებით, სხვადასხვა წლებში შპს „------------------–------- გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შეიძინეს არასაცხოვრებელი ფართები, ქუთაისში ი--------------------------–- (ყოფ. ქალაქი ქუთაისი, ი------------------- 67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) მდებარე მშენებარე სავაჭრო ცენტრში (ს/კ.0-----------). მიწის ნაკვეთი, რომელზეც სავაჭრო ცენტრია განთავსებული, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა და აღნაგობის უფლებით გადაცემული აქვს შპს „-----------------–----. ხელშეკრულებების საფუძველზე, აპელანტების მიერ შეძენილი ფართის კომერციული დანიშნულებით გამოყენებას (მათ შორის იპოთეკით დატვირთვას, იჯარის რეგისტრაციას და ა.შ) დღემდე ვერ ახერხებენ, რადგან კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა დააყადაღა აღნაგობის უფლება ერთ-ერთი კრედიტორის - გ----------------ის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული შეზღუდვის შედეგად, უძრავ ნივთზე რაიმე სახის უფლების რეგისტრაცია გახდა დაუშვებელი, რითაც არსებითად იზღუდება აპელანტების, როგორც მესაკუთრეების კანონიერი ინტერესები;

 

3.1.2. აპელანტების მსჯელობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოცემულ საქმეზე, რომელიც უშუალოდ ეხებოდა მათ ინტერესებს, რადგან მოსარჩელის მხარის მოთხოვნა იყო გაუქმებულიყო აღნაგობის უფლებაზე უკანონოდ რეგისტრირებული ყადაღა, არსებითად შელახა მათი ინტერესები, ვინაიდან აღნაგობის უფლება მიბმულია იმ უძრავ ქონებაზე, რომლის ნაწილიც მათ (აპელანტებმა) შეიძინეს კომერციული დანიშნულებით და ამ უფლებაზე რეგისტრირებული ყადაღა მნიშვნელოვნად აზიანებს მათ, რადგან ისინი უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენები არიან. მათ არ იციან თავის დროზე თუ რა სახის გარიგება დაიდო შპს ,-------------------–------ და გ------------------ შორის. ისინი (აპელანტები) არ არიან ამ გარიგების მონაწილე მხარეები და მათ შორის არსებული დავა არ უნდა აყენებდეს მათ ზიანს;

 

3.1.3. აპელანტების განმარტებით, ყადაღის დადება კერძო აღმასრულებელს უნდა განეხორციელებინა კანონის ფარგლებში და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლეც, ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დებულება, რომ ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს დავის ფასს. თავის დროზე აღმასრულებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა (ნატურით გამოყოფა), რადგან აღნაგობის მთლიანი უფლების დაყადაღებით ათობით ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესი ილახებოდა. სწორედ ამის გამო თვლიან აპელანტები, რომ საქმეზე ობიექტურად არ გამოკვლეულა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელიც კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა გამოსცა და რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, ბათილად უნდა იქნას ცნობილი;

 

3.1.4. აპელანტების მოსაზრებით, სრულიად შესაძლებელი იყო ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა და გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება ასევე სრულიად საკმარისი იქნებოდა საღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხის უზრუნველსაყოფად. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა ზედაპირულად. მან სრული იგნორირება გაუკეთა კანონით დაცულ მე-3 პირების - აპელანტების ინტერესებს. საქმეში ჩართული მესამე პირებისათვის სასამართლო სხდომის თარიღებიც კი არ იყო ცნობილი და მათ არ მიეცათ არც აზრის დაფიქსირების საშუალება. სასამართლოს რეალურად არც კი უმსჯელია კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის საკითხზე და არ გამოურკვევია ჰქონდა თუ არა კერძო აღმასრულებლის მხრიდან ადგილი კანონის დარღვევას.

 

3.2. შპს ,------------------–------ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის განმარტებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პირველ რიგში უნდა ესჯელა კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემული სადავო მიმართვების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის საკითხზე ანუ, ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მხარეები ეფექტიანად განახორციელებდნენ თავიანთი უფლებების დაცვა/რეალიზაციას;

 

3.2.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ზოგად კონცეფციაზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას, რაც მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლზე, რომლიც ხაზს უსვამს სასამართლოს აქტების სავალდებულობას ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა უფრო უპრიანი იქნებოდა, სასამართლოს ყურადღება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისათვისაც დაეთმო, რომლითაც მესაკუთრეთა უფლებები საყოვეთაოდაა აღიარებული და დაცული, როგორც ქვეყნის შიდა საკანონმდებლო, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,,აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის" ანუ აღმასრულებლის მოქმედება არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს და მისი მოქმედება არ უნდა იყოს მიმართული სხვა პირთა უფლებებისა და მათი კანონით დაცული ინტერესების წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელი დავით მაჭარაშვილი უფლებამოსილი არ იყო ყადაღა დაედო აღნაგობის უფლებაზე ისე, რომ ამით არ შეელახა სხვა პირთა საკუთრების უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და გარანტირებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, "აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად". მაშასადამე, აღნაგობის უფლება თავისი სამართლებრივი ბუნებით მოიცავს ნაგებობასაც, რაც კერძო აღმასრულებელმა მოცემულ სიტუაციაში ვერ გაითავისა. ამას გარდა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, "აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, გარდა აუქციონის ჩატარებისა, უნდა შეადგინოს ოქმი", რაც მას არ შეუდგენია. ვინაიდან აღნაგობის უფლება და მის საფუძველზე აშენებული ნაგებობა არსებითი შემადგენელი ნაწილებია და სამართლებრივი ბუნებით თავისთავში განუყოფლად მოიცავენ ერთმანეთს, კანონის 48-ე მუხლით აღმასრულებელს უნდა შეედგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რაც ასევე არ გაუკეთებია. ამავე კანონის 631 მუხლით, მასვე უნდა მოეხდინა მოვალის უძრავი ქონების აღწერა, რაც ასევე არ შეუსრულებია. კანონის მოთხოვნათა იგნორირებით, მივიღეთ ის, რომ კერძო აღმასრულებელმა დავით მაჭარაშვილმა საკუთრების საყოველთაოდ აღიარებული უფლება შეუზღუდა ათეულობით ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. საკუთრების უფლების დაყადაღებით მათ, როგორც წინარე მესაკუთრეებს შეელახათ კონსტიტუციური გარანტიები. ისინი არ იყვნენ კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული გარიგების მონაწილე მხარეები და არც სხვა რაიმე ფორმით ყოფილან დაკავშირებულნი ამ გარიგებასთან, თუმცა ცხადია რომ დღეს ისინი არიან უფლებააყრილები და მესაკუთრის სტატუსშელახულები;

 

3.2.2. აპელანტის მსჯელობით, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ კერძო აღმასრულებლის მოქმედებაში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება აპელანტი მხარე, რადგან მიაჩნია, რომ ყადაღა უნდა დადებულიყო მხოლოდ აღნაგობის უფლების ნაწილზე და არა აღნაგობის მთლიან უფლებაზე, რომ არ დარღვეულიყო სხვა პირთა კონსტიტუციით აღიარებული მესაკუთრის უფლებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტები საქმეში ჩაბმულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად, რომლებიც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სარგებლობენ მოსარჩელის/მოპასუხის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მოსარჩელის ყველა მოვალეობა, ანუ ცალსახაა, რომ აპელანტები სამართლებრივად წარმოადგენენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მქონე სუბიექტებს. პალატა მიიჩნევს, რომ მართალია აპელანტების საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერება არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სასამართლო გადაწყვეტილებას სარჩელის წარმდგენი პირი სააპელაციო წესით არ ასაჩივრებს, პალატა საპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეფასება მისცეს იმ საკითხს, თუ რამდენად შეილახა აპელანტების კანონით დაცული სამართლებრივი ინტერესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით.

 

პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სასამართლომ შეიძლება აცნობოს ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ეს შესაძლებელია სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე. ასეთ მესამე პირებს „ჩვეულებრივი“ მიწვევის მესამე პირები ეწოდებათ. სასამართლოში მესამე პირების „ჩვეულებრივი“ მიწვევის მიზანია დაიცვას პირველ რიგში უშუალოდ ამ პირთა ინტერესები, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, ამასთან მესამე პირის მიწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე; მეორე მხრივ, მესამე პირთა მიწვევას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს მოსარჩელის ან მოპასუხის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის, ასევე შესაძლებელია, ამ მხრივ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი სასამართლო დავები. აღნიშნული უფლებამოსილება სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, ანუ სასამართლოა უფლებამოსილი ჩააბას მხარე მესამე პირად მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ან არა, გამონაკლისს წარმოადგენს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილის მესამე პირად ჩაბმა („სავალდებულო“ მიწვევის მესამე პირი).

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე იმ პირების მიმართ, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ მათ უფლებებსა და ინტერესზე. ამასთან ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს.

 

ამდენად პალატა ასკვნის, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანია იმ პირთა ინტერესების დაცვა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მოცემულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ შეცვლილა აპელანტების სამართლებრივი მდგომარეობა და მათ ისეთივე უფლებრივი სტატუსი გააჩნიათ დავის საგანთან მიმართებაში, როგორიც ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარჩელის აღძვრამდე გააჩნდათ. პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უარყოფისა და მოსარჩელის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გაუსაჩივრებლობის პირობებში საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსარჩელის უფლებების გადატანას მესამე პირებზე, რადგანაც ამ შემთხვევაში ფაქტობრივად მესამე პირი ტრანსფორმირდება მოსარჩელედ და მხარს უჭერს იმ სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონია.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად მის ნაცვლად მესამე პირების მიერ სარჩელის ფარგლებში დავის გაგრძელება უსაფუძვლოა. ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ აპელანტებს უკვე აღძრული აქვთ სარჩელი სასამართლოში, მათ შორის მოცემულ საქმეზე არსებული მოთხოვნითაც, რომლის განხილვა ამ დავის დასრულებამდე შეჩერებულია (იხ.მხარეთა ახსნა-განმარტება - სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), შესაბამისად ასეთ პირობებში იქმნება ისეთი სამართლებრივი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლო ორჯერ განიხილავს მხარეთა შორის არსებულ დავას, რაც დაუშვებელია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას აპელანტების სამართლებრივი ინტერესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,------------------–------, მ----–------------–---–ის, გ-----------ის და ფ------------------ის სააპელაციო საჩივრები უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150-150 (ასორმოცდაათ-ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტებს ეკისრებათ, რაც მათ მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,------------------–------, მ----–------------–---–ის, გ-----------ის და ფ------------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე