განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002772661
საქმე №1ბ/1095-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ს--–----------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - დ---------–----ე (დაბადებული 1----–-–---------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–-----------------–---–---------------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–---–----------------ში);
ადვოკატი - ი---------------;
დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა;
სასჯელი: საბოლოო სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ---------–----ემ, 2018 წლის 5 ნოემბერს, გამთენიისას, თ---–--–--------------–---–-------------ში მდებარე ი-----–------------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაჩერებულ მ---------–--ს კუთვნილ ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანას, სახელმიწფო ნომრით M------, ღირებულს 55 000 ლარად და რ-------------------ს კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით C--------, ღირებულს 28 000 ლარად. მან ავტომობილების მისაკუთრების მცდელობისას დააზიანა მ---------–--ს ავტომობილის წინა მარცხენა კარის საკეტი და ორივე მარცხენა კარი, რ-------------------ს ავტომობილის მისაკუთრების მცდელობისას კი დააზიანა ავტომობილის მარცხენა კარები და ჩაამტვრია უკანა კარის პატარა მინა, რათა შეეღწია აღნიშნულ ავტომობილებში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მათ. თუმცა მცდელობის მიუხედავად დ---------–----ემ თავის განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში და ვერ მოახერხა ავტომობილების დაუფლება. დ---------–----ის ქმედებით რ-------------------ს და მ---------–--ს შესაძლოა მისდგომოდათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2018 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ---------–----ემ, 2018 წლის 5 ნოემბერს, გამთენიისას, ქ-------–--–--------------–---–-------------ში მდებარე ბ----------------–--ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გაჩერებული ბ----------------–--ს კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით V-------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა, ბ----------------–--ს კუთვნილ ნივთებს, ინტერნეტ გაყვანილობის პროდუქციას და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო დეტალებს ღირებულს 104,40 ლარად, ფულს 15 ლარის ოდენობით, ფანარს ღირებულს 10 ლარად და ტანსაცმელს ღირებულს 15 ლარად. საერთო ჯამში ზემოაღნიშნული ქმედებით ბ----------------–--ს მიადგა 144,4 ლარის ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 5 ნოემბერს, 16:00 საათზე ქ-------–--–------------–---–----------------ში მდებარე დ---------–----ის საცხოვრებელ სახლში დ---------–----ე უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, გამომშრალ მარიხუანას წონით 41.20 გრამს, რაც ამოღებული იქნა დ---------–----ის სახლის ჩხრეკისას.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ---------–----ემ, 2018 წლის 5 ნოემბერს, გამთენიისას, თ---–--–--------------–---–-------------ში მდებარე ი-----–------------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაჩერებულ მ---------–--ს კუთვნილ ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანას, სახელმიწფო ნომრით M------, ღირებულს 55 000 ლარად და რ-------------------ს კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით C--------, ღირებულს 28 000 ლარად. მან ავტომობილების მისაკუთრების მცდელობისას დააზიანა მ---------–--ს ავტომობილის წინა მარცხენა კარის საკეტი და ორივე მარცხენა კარი, რ-------------------ს ავტომობილის მისაკუთრების მცდელობისას კი დააზიანა ავტომობილის მარცხენა კარები და ჩაამტვრია უკანა კარის პატარა მინა, რათა შეეღწია აღნიშნულ ავტომობილებში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მათ. თუმცა მცდელობის მიუხედავად დ---------–----ემ თავის განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში და ვერ მოახერხა ავტომობილების დაუფლება. დ---------–----ის ქმედებით რ-------------------ს და მ---------–--ს შესაძლოა მისდგომოდათ მატერიალური ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ დ---------–----ის ქმედებით დაზარალებულებს შესაძლოა მისდგომოდათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2018 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ---------–----ემ, 2018 წლის 5 ნოემბერს, გამთენიისას, ქ-------–--–--------------–---–-------------ში მდებარე ბ----------------–--ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გაჩერებული ბ----------------–--ს კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით V-------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა, ბ----------------–--ს კუთვნილ ნივთებს, ინტერნეტ გაყვანილობის პროდუქციას და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო დეტალებს ღირებულს 104,40 ლარად, ფულს 15 ლარის ოდენობით, ფანარს ღირებულს 10 ლარად და ტანსაცმელს ღირებულს 15 ლარად. საერთო ჯამში ზემოაღნიშნული ქმედებით ბ----------------–--ს მიადგა 144,4 ლარის ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 5 ნოემბერს, 16:00 საათზე ქ-------–--–------------–---–----------------ში მდებარე დ---------–----ის საცხოვრებელ სახლში დ---------–----ე უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, გამომშრალ მარიხუანას წონით 41.20 გრამს, რაც ამოღებული იქნა დ---------–----ის სახლის ჩხრეკისას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
დ---------–----ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ---------–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და საბოლოოდ, დ---------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ---------–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი---------------მ და ითხოვეს მისი შეცვლა, ხოლო დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
მეორე მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს--–----------–---–მა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი ნაწილობრივ უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან დ----- მელიქაძე უნდა გამართლდეს დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქურდობაში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ქურდობის ერთ ეპიზოდად, როგორც განგრძობადი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რადგან სახეზეა არა ორი დანაშაული ანუ ქურდობის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქმედება, არამედ საქმე გვაქვს ერთ განგრძობად დანაშაულთან ორი ეპიზოდის სახით და ამასთან სახეზე არ გვაქვს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის მცდელობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დ---------–----ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ჩადენილია არაძალადობრივი დანაშაული, მისი წარსული ნასამართლობა არის დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, დ---------–----ეს სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს.
მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).
თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი.
დაზარალებულების მ---------–--ს და რ-------------------ს ეპიზოდი.
დაზარალებულმა მ---------–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს საღამოს საათებში ქ. თ---–--–--------------–---–-------------ში მდებარედ გააჩერა კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M------. მან მანქანა პულტის მეშვეობით დაკეტა და სახლში შევიდა. მეორე დღეს დილის 09:00 საათზე მას დაუკავშირდა იქვე მეზობელად მცხოვრები დედამისი - ი-----–------------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისი კუთვნილი ა/მანქანა იყო გატეხილი. მ---------–--მ ნახა, რომ ა/მანქანის ოთხივე კარის საკეტი იყო დაზიანებული, ასევე, საკეტის გული იყო ამოღებული, მაგრამ დამნაშავემ ა/მანქანის კარების გაღება ვერ მოახერხა. მ---------–--მ ასევე დაადასტურა, რომ მისი ა/მანქანის გვერდით მდგომი რ-------------------ს კუთვნილი ა/მანქანა იყო დაზიანებული, მას მინები ჰქონდა ჩამტვრეული.
დაზარალებულმა რ-------------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს დილის საათებში, როდესაც აპირებდა სამსახურში წასვლას ნახა, რომ მისი კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით C-------- მინები ჰქონდა დასვრილი, ასევე ა/მანქანის წინა კანტი იყო დაზიანებული, საკეტთან ჟეშტი იყო დაზიანებული და ა/მანქანის უკანა კარის მინა იყო დამტვრეული. როდესაც ა/მანქანის კარი გააღო ნახა, რომ ა/მანქანის სალონიდან არაფერი არ იყო მოპარული. რ-------------------მ განაცხადა, რომ ა/მანქანა გაჩერებული ჰყავდა თ---–--–--------------–---–-------------ში მდებარედ ი-----–------------–---–ის სახლის წინ, სადაც დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები.
მოწმე ი-----–------------–---–ის ჩვენებით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ იგი არის მ---------–--ს დედა და ცხოვრებს გ----------–---–----------ში. მის საცხოვრებელ სახლის ეზოს კედელზე დამონტაჟებულია სამი ცალი სათვალთვალო კამერა, რომლის სათვალთვალო არეალში აჩერებს მანქანას როგორც მ---------–--, ასევე რ-------------------. 02:30 საათზე კარზე გაიგონა ზარი, გაიხედა და ვიდეოთვალში დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ იყო მისი მეზობელი დ-----, რომელთანაც ი-----–------------–---–ს მოუვიდა შელაპარაკება, რომ ასე გვიან ურეკავდა, მას არ მოეწონა ამ ახალგაზრდის საქციელი და პრევენცის მიზნით დარეკა პოლიციაში, მაგრამ პოლიცია როცა მოვიდა საეჭვო ვერაფერი ნახა. 5 ნოემბერს, დილით 08:55 საათზე დაურეკა რ-------------------მ და უთხრა, რომ მისი ავტომანქანა იყო გატეხილი და გამოძახებული ყავდა პოლიცია, რომელთა მოსვლის შემდეგ გაიგო და თავისი თვალით ნახა, რომ დაზანებული იყო მისი შვილის მ---------–--ს ავტომანქანაც. მან ვიდეოჩანაწერებში ნახა თუ როგორ აზიანებს ავტომანქანებს ახალგაზრდა პიროვნება, რომლის ამოცნობაც შეუძლია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ-------–--–---------------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასათვალიერებელ ობიექტებს წარმოადგენს რ-------------------ს კუთვნილი თეთრი ფერის ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით C-------- და მ---------–--ს კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M------. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები, ავტომანქანის ზედაპირიდან ხელის კვლები და შუშის ნამსხვრევები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა დაადასტურეს მ---------–--მ, რ-------------------მ და გამომძიებელმა ვ-------------–---–მა.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ი-----–------------–---–მა ამოიცნო დ---------–----ე და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის, რომელიც ნახა ,,დამოფონის’’ ვიდეოში, რომელიც ცხოვრობს მის უბანში და სახელი ჰქვია დ-----.
პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ვ-------------–---–მა.
სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობას შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს. ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარს. ა/მანქანის ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. ა/მანქანა ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 28 000 (ოცდარვაათასი) ლარს.
ზდემოაღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ---------------ემ.
სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია ფიზიკური ძალით რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ი-----–------------–---–ის მონაწილეობით მოხდა მისი საცხოვრებელი სახლიდან 05.11.2018 წლის 02:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდის გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერება. მესამე ელექტრონული დისკის დათვალიერებისას ჩანაწერი იწყება 2018 11 05. 03:00:00 საათზე. მოწმე ი-----–------------–---–ის განამრტებით, აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს ქ-------–--–------------–---–-------------ში თავისივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია. კადრში ჩანს მ---------–--ს და რ-------------------ს კუთვნილი თეთრი ფერის ავტომობილები. 03:39:39 საათზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, მას აქვს შუბლზე შეთხელებული თმა, სახეზე თხელი წვერი, ტანთ აცვია მუქი ფერის ღია და შედარებით მუქი ზოლებიანი, ქვევით აცვია მუქი ფერის შარვალი, იგი მიდის მაღალი განმავლობის ავტომანქანის უკანა მხარეს და ცდილობს მის კარების გაღებას, რომელიც არ იღება ამის შემდეგ ბრუნდება უკან მსუბუქ ავტომანქანასთან და ცდილობს მსუბუქი ავტომობილის კარების გაღებას, მაგრამ ვერ ახერხებს. კადრში ასევე ჩანს როგორ ცდილობს ხელით ჩაამსხვრიოს ავტომობილის მინა. ახალგაზრდა მამაკაცი 03:43:27 საათზე ქრება კადრიდან. მოწმე ი-----–------------–---–ის განამრტებით, აღნიშნული მამაკაცი არის ის პიროვნება, რომელსაც 2018 წლის 05 ნოემბერს ღამით ესაუბრა დამაფონიდან და უთხრა, რომ იყო დ-----, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედების, ამოცნობის ჩატარებისას ამოიცნო და იგი აღმოჩნდა მისი მეზობელი დ---------–----ე. მეოთხე ელექტრონული დისკის დათვალიერებისას, ჩანაწერი იწყება დროით 2018 11. 05. 04:00:00 საათზე, კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე წამოხვეული აქვს მუქი ფერის ტანთცმული უსახელო ჟილეტი, ჟილეტის შიგნიდან აცვია პულოვერი, სხვადასხვა მუქი ფერის ზოლებით, აცვია მუქი ფერის შარვალი. ის უახლოვდება მაღალი გამავლობის ავტომანქანას თან თავზე იფარებს ჟილეტს და ცდილობს ხელის დარტყმით გატეხოს მაღალი გამავლობის ავტომანქანის საქარე მინა, როდესაც ვერ ახერხებს მანქანის გაღებას, ის მიდის მსუბუქი ავტომანქანასთან და იქ ცდილობს მის გახსნას, ექაჩება წინა მარჯვენა კარის სახელურს. შემდეგ უკანა მარჯვენა კარის სახელურს ექაჩება და ცდილობს ავტომობილის გაღებას. აგრეთვე ცდილობს საბარგულის და მარცხენა კარების გაღებას. თუმცა როდესაც ვერ ახერხებს მის გაღებას მიდის მაღალი გამავლობის ავტომობილთან და ცდილობს მისი საბარგულის გაღებას. 04:04:00 საათიდან ის ისევ ბრუნდება კადრში და ლითონის გამოყენებით ცდილობს ხან ერთი ხან მეორე ავტომანქანის გაღებას ის აწვალებს საკეტებს და აზიანებს ავტომანქანის კარებებს, შემდეგ ის ქრება კადრიდან. 04:13:00 საათზე ახალგაზრდა პიროვნება ისევ ჩნდება კადრში და მიდის მაღალი გამავლობის ავტომობილთან და აწვალებს საბარგულს. შემდეგ მიდის სედანის ტიპის ავტომობილთან და ისევ აწვალებს საბარგულს. 04:17:26 საათზე ტეხს მსუბუქი ავტომანქანის უკანა მარცხენა საქარე მინას რკინის გამოყენებით ყოფს ხელს შიგნით, ცდილობს კარების გაღებას რა დროსაც ინთება სიგნალიზაცია და მანქანის ფარები, რის გამოც აღნიშნული პირი გარბის შემთხვევის ადგილიდან. მოწმე ი-----–------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის ის პიროვნება, რომელსაც 2018 წლის 5 ნოემბრის ღამით ესაუბრა დამაფონიდან და უთხრა, რომ იყო დ-----, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედების, ამოცნობის ჩატარებისას ამოიცნო და იგი აღმოჩნდა მისი მეზობელი დ---------–----ე.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ--–----------ემ (გამომძიებელი).
გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 07 ნოემბრის მომართვის თანახმად, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით დ---------–----ეს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 01 წლის გამოსაცდელი ვადით. პ/მსჯავრდებული დ---------–----ე თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2018 წლის 16 მარტიდან. მას გამოსაცდელი ვადა დაეწყო 01.03.2018 წლიდან და გამოსაცდელი ვადა უმთავრდება 28.02.2019 წელს.
დ---------–----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს იყო ნასვამი და იმყოფებოდა მის უბანში, სადაც ჩაუარა ავტომანქანებს ,,მერსედესს’’ და ,,ლექსუსს’’ და დაინახა მანქანის სალონებში იყო ფულადი თანხა, ვინაიდან არ ჰქონდა ფული, განიზრახა ავტომანქანების გატეხვა ფულის მოპარვის მიზნით, მას არ ჰქონია განზრახვა მოეპარა მ---------–--ს და რ-------------------ს ავტომობილები. მას სურდა ავტომობილის სალონიდან მოეპარა ფულადი თანხა, ასევე, რაიმე ღირებული, მაგრამ ვერ შეძლო ვერც ,,მერსედესის’’ და ვერც ,,ლექსუსის’’ ფირმის ავტომანქანების კარის გაღება და სალონში შეღწევა, მან შეძლო გაეხსნა ,,ტოიოტა პრიუსის’’ ა/მანქანა, საიდანაც მოიპარა ელექტრომოწყობილობები და სხვადასხვა ნივთები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც, გარდა თავად დ---------–----ის ჩვენებისა (აღიარებს ჩადენილი დანაშაულის ფაქტს), ი-----–------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმით ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ---------–----ე ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ გაეღო მ---------–--ს და რ-------------------ს ავტომანქანების კარები და შეეღწია სალონებში თანხისა და სხვადასხვა ნივთების დაუფლების მიზნით. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს 2018/11/05 გამთენიისას ქ-------–--–------------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი თუ როგორ ცდილობს აღნიშნული ავტომანქანების კარების გაღებას, მაგრამ ვერ ახერხებს. კადრში ასევე ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხელით ჩაამსხვრიოს ავტომობილის მინა; მოწმე ი-----–------------–---–ის ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 05 ნოემბრის ღამით ესაუბრა დამაფონიდან ი-----–------------–---–ს და უთხრა, რომ იყო დ-----. ამოცნობის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ეს პიროვნება აღმოჩნდა მისი მეზობელი დ---------–----ე.
მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა დ---------–----ეს მ---------–--ს და რ-------------------ს ავტომანქანების დაუფლების განზრახვა და მიადგებოდათ თუ არა მისი ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ---------–----ემ აღნიშნა, რომ მ---------–--ს და რ-------------------ს ავტომანქანების დაუფლების განზრახვა მას არ ჰქონია, არამედ სურდა მხოლოდ ამ ავტომანქანების სალონში შეღწევა და მასში არსებული ფულისა და სხვა ნივთების მოპარვა. ამ მტკიცების საპირწონე მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წამოუდგენია. ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი იმის თაობაზე, რომ დ---------–----ეს ამოძრავებდა ავტომანქანების დაუფლების განზრახვა დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით.
დ---------–----ის ბრალდებას დიდი ოდენობით ქურდობის ჩადენაში საფუძვლად დაედო სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნა, რომლიც თანახმად, ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარს. ა/მანქანა ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 28 000 (ოცდარვაათასი) ლარს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რა ღირებულების არის კონკრეტული ნივთი და ეს ღირებულება ცდება თუ არა კანონმდებილს მიერ ზიანის კონკრეტული ოდენობისთვის დადგენილ ნიშნულს, თუმცა შეუძლებელია იმის უტყუარად დადგენა, ამოძრავებდა თუ არა პირს ამ ნივთის დაუფლების განზრახვა. ამდენად, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა დამოუკიდებლად ვერ გამოდგება იმის უტყუარად მტკიცების საფუძვლად, რომ დ---------–----ის ქმედებით დაზარალებულებს შესაძლოა მისდგომოდათ დიდი ოდენობის ზიანი, თუკი მანამდე გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიბით არ დადასტურდება, რომ დ---------–----ეს ამოძრავებდა სწორედ ამ ნივთების დაუფლების განზრახვა.
ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიბით უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, გამთენიისას, ქ. თ---–--–--------------–---–-------------ში მდებარე ი-----–------------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ქურდობისთვის ნასამართლევი დ---------–----ე ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაჩერებულ მ---------–--ს კუთვნილ ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანის და რ-------------------ს კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომანქანის სალონში განთავსებულ ნივთებს, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ დ---------–----ეს სურდა ფარულად დაუფლებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მ---------–--ს კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML” სახელმიწფო ნომრით M------ და რ-------------------ს კუთვნილი ა/მანქანა ,,Lexus HS250h“ სახელმწიფო ნომრით C--------, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
დაზარალებულ ბ----------------–--ს ეპიზოდი.
დაზარალებულმა ბ----------------–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს საღამოს საათებში სახლის წინ გ----------–---–ის ქუჩა N27-ში გააჩერა კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით V--------. მეორე დღეს დილის საათებში ნახა, რომ ა/მანქანის საბარგული გაღებულ იყო, ასევე ა/მანქანის უკანა კარის სამკუთხედი მინა გატეხილი იყო. მას ა/მანქანის სალონი არეული დახვდა. ა/მანქანის სალონიდან წაღებული იყო სამსახურეობრივი მასალები, უჯრის გასაღები, პლასტმასის სამაგრები, ჭანჭიკები, ოპტიკური კაბელები, ხურდა ფული და სამსახურეობრივი ტანსაცმელი. ბ----------------–--მ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც კინოლოგიის სამსახურმა 10 მეტრში აღმოჩინა ა/მანქანიდან წაღებული ნივთები, ტანსაცმელი, შემდეგ კი კინოლოოგის სასამხურის ძაღლი მივიდა დ---------–----ის საცხოვრებელ სახლში. ბ----------------–--ს მიადგა დაახლოებით 900 ლარის მატერიალური ზიანი.
მოწმე ვ-–----------–---–----ემ დაადასტურა, რომ პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია 2018 წლის 5 ნოემბერს გ--------–---–-------ის და N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ა/მანქანების გაქურდვა ჩადენილი უნდა ჰქონოდა გ--------–---–-------ში მცხოვრებ დ---------–----ეს, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულად თანხას და ნივთებს ინახავდა საცხოვრებელ სახლში.
მოწმეებმა ნ-----–-----–-----–---–მა და ბ----------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ-------–--–---------------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსი’’, სახელმწიფო ნომრით V--------. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში, 2 ცალი პლასტმასის დეტალი, 1 ცალი რკინის გასაღები, 4 ცალი ლურსმანი, ერთი ცალი შარვალი და ერთი ცალი ნაჭრის მაისური, სხვადასხვა დასახელების ნივთები მუყაოს და პლასტმასის ყუთები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა დაადასტურეს ბ----------------–--მ, ექსპერტ-კრიმინალისტმა ლ-–---------–---–მა და გამომძიებელმა გუ--------------ემ.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. თ---–--------------–---–----------------ში დ---------–----ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ბინის აივნიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ელექტრომოწყობილობა, ერთი ცალი სახრახნისი, ელექტრო მოწყობილობები და ელექტრო სადენები.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა დაადასტურეს გამომძიებელმა თ---------------ემ, ბრალდებულის მეზობელმა თ----------------–მა და უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ--------------მა.
სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ა/მანქანის ,,TOYOTA PRIUS” სახ. #V-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობას შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. ა/მანქანის ,,TOYOTA PRIUS” სახ. #V-------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 12 000 (თორმეტიათასი) ლარს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ---------------ემ.
სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია ფიზიკური ძალით რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ქ-------–--–------------–---–-------------ის მიმდებარედ ა/მანქანის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ა/მანქანა ,,TOYOTA PRIUS” სახ. ნომერი V---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ დ---------–------გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------------ემ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ბ----------------–--ს მონაწილეობით დათვალიერდა დ---------–----ის საცხოვრებელი სახლიდან და გ-----------–---–-----------7-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ნივთები. პოლიეთილენის პაკეტის გახსნის შედეგად მასში აღმოჩნდა მუქი ლურჯი ფერის შარვალი და მაისური. მოწმე ბ----------------–--ს განმარტებით, აღნიშნული ტანისამოსი არის იმ ნივთების იდენტური, რომელიც მას მოპარეს ავტომანქანიდან 2018 წლის 5 ნოემბერს. შემდეგი პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი რუხი ფერის ინტერნეტის სადენი, მოწმე ბ----------------–--ს განამრტებით, აღნიშნული სადენი არის იმ ნივთების იდენტური, რომელიც მას მოპარეს ავტომანქანიდან 2018 წლის 5 ნოემბერს. პოლიეთილენის პაკეტის გახსნისას მასში აღოჩნდა ერთი ცალი ინტერნეტ აპარატურის გამანაწილებელი სპრინტერი შავი ფერის, ყვითელი სადენებით, მოწმე ბ----------------–--ს განამრტებით, აღნიშნული ინტერნეტ აპარატურა არის იმ ნივთების იდენტური, რომელიც მას მოპარეს ავტომანქანიდან 2018 წლის 5 ნოემბერს. შემდეგ ბ----------------–--ს მიერ წარდგენილი იქნა იდენტური ნივთები შესადარებლად, ბ----------------–--ს მიერ წარდგენილი ნივთები არის იდენტური ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ამოღებული დ---------–----ის სახლიდან და გ--------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ნივთებისა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ--–----------ემ (გამომძიებელი).
სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ოთხი ცალი თვითმჭრელი ჭანჭიკ პლასტმასის ბუდეებით, პლასტმასის სამაგრების ნაკრების, პლასტმასის ოთხკუთხა ფორმის დეტალების, პოლიმერული მასალის ოვალური ფორმის ფირფიტების, პოლიმერული მასალის მართკუთხა ფორმის ექვსი ცალი ფირფიტების, მოკლე სახელოებიანი მაისურის, ლურჯი ფერის შარვლის, ოპტიკური ქსელის გამანაწილებლის და ქსელის კაბელის საბაზრო ღირებულება შეადგენს 119,40 (ასცხრამეტი და ორმოცი თეთრი) ლარს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ---------------ემ.
გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 07 ნოემბრის მომართვის თანახმად, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით დ---------–----ეს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 01 წლის გამოსაცდელი ვადით. პ/მსჯავრდებული დ---------–----ე თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2018 წლის 16 მარტიდან. მას გამოსაცდელი ვადა დაეწყო 01.03.2018 წლიდან და გამოსაცდელი ვადა უმთავრდება 28.02.2019 წელს.
გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით დ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 07 ნოემბრის მომართვის თანახმად, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით დ---------–----ეს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 01 წლის გამოსაცდელი ვადით. პ/მსჯავრდებული დ---------–----ე თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2018 წლის 16 მარტიდან. მას გამოსაცდელი ვადა დაეწყო 01.03.2018 წლიდან და გამოსაცდელი ვადა უმთავრდება 28.02.2019 წელს.
დ---------–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს იყო ნასვამი და იმყოფებოდა მის უბანში, სადაც გააღო ბ----------------–--ს ,,ტოიოტა პრიუსის’’ ა/მანქანის სალონი, საბარგული და მოიპარა ელექტრომოწყობილობები და სხვადასხვა ნივთები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ დ---------–----ემ შეაღწია ბ----------------–--ს ავტომანქანაში და იქიდან დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს. კერძოდ, გარდა თავად დ---------–----ის ჩვენებისა (აღიარებს ჩადენილი დანაშაულის ფაქტს), დაზარალებულ ბ----------------–--ს ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლითაც დასტურდება, რომ ა/მანქანა ,,TOYOTA PRIUS” სახ. ნომერი V---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ დ---------–------გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, დ---------–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთებით, რომელიც ამოცნობილ იქნა დაზარალებულ ბეასარიონ გადელიას მიერ, თავად ბრალდებულ დ---------–----ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც კანონიერად არის მოპოვებული, სასამართლო დადეგნილად მიიჩნევს დ---------–----ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, გამთენიისას, ქ-------–--–--------------–---–-------------ში მდებარე ბ----------------–--ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გაჩერებული ბ----------------–--ს კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით V-------- ფარულად, ქურდობისთვის ნასამართლევი დ---------–----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ----------------–--ს კუთვნილ ნივთებს, ზემოაღნიშნული ქმედებით ბ----------------–--ს მიადგა 144,4 ლარის ქონებრივი ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
გამომშრალი მარიხუანას შეძენა, შენახვის ეპიზოდი
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. თ---–--------------–---–----------------ში დ---------–----ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სამზარეულოდან ამოღებული იქნა ოთხი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სამზარეულოს სკამიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ღეროები, ლითონის საგანი.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა დაადასტურეს გამომძიებელმა თ---------------ემ, ბრალდებულის მეზობელმა თ----------------–მა და უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ--------------მა.
ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, მომწვანო, გამომშრალი მცენარეული მასა წონით 41,20 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე (ობ. N2) აღინიშნება ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წონით 0,0038 გრამი. პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე (ობ. N3) აღინიშნება ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წონით 0,0032 გრამი. ლითონის საგანზე (ობ. N4) აღინიშნება ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წონით 0.0012 გრამი.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-----------–--ამ.
ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, პოლიმერული მასალის ბოთლის ფსკერზე და შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, წონით 0,000325 გრამი (ობ. N1) გადაჭრილი პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, წონით 0,002 გრამი (ობ. N2). საკვლევ ობიექტებზე N1,2 ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის საერთო წონა შეადგენს 0,002325 გრამს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნათია ორჯონიკიძემ.
დ---------–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ქ-------–--–------------–---–----------------ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა იყო მისი კუთვნილება, რომელიც მან შეიძინა და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც თავად დ---------–----ის ჩვენებისა (აღიარებს ჩადენილი დანაშაულის ფაქტს), მისი ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერებით და ქიმიური ექსპერტიზის N---------------- და N---------------- დასკვნებით, ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ---------–----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა არა ორი დანაშაული ანუ ქურდობის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქმედება, არამედ საქმე გვაქვს ერთ განგრძობად დანაშაულთან ორი ეპიზოდის სახით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა, არამედ სახეზეა სხვადასხვა დამოუკიდებელი ქმედების მიმართ აღმოცენებული სხვადასხვა განზრახვა, რასაც არც თავად დ---------–----ე უარყოფს, ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მას თავიდანვე არ ჰქონია ერთიანი განზრახვა გაექურდა სამივე ავტომანქანა. არამედ, თავდაპირველად მას განზრახული ჰქონდა ბ----------------–--ს ავტომანქანიდან ნივთების ქურდობა, რაც მოიყვანა სისრულეში და ამის შემდეგ განიზრახა ცოტა მოშორებით მდგომი მ---------–--ს და რ-------------------ს ა/მანქანების გაქურდვა, რაც ვერ შეძლო. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დ---------–----ეს არ ჩაუდენია ქურდობის მცდელობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში არ შეიძლება მოიაზრებოდეს მხოლოდ მთლიანი ავტომანქანის დაუფლება, ავტომანქანის შემადგენელი ნაწილების დაუფლებისაკენ მიმართული ქმედებაც მიიჩნევა სატრანსპორტო საშულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში. კერძოდ, ის ფაქტი, რომ დ---------–----ემ დააზიანა ორივე ა/მანქანის კარები, მინები და ეს მიზნად ისახავდა მანქანების სალონიდან ღირებული ნივთების ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას (როგორც თავად აღნიშნა), ხოლო ამ მანქანების სალონებში არ იდო რაიმე ღირებული ნივთი, გარდა ა/მანქანის ნაწილებისა, ბუნებრივია, დ---------–----ის ქმედება მიმართული იყო ავტომანქანების ნაწილების დაუფლებისკენ. ამდენად, სააპელაციო პალატასაც დადგენილად მიაჩნია, რომ დ---------–----ემ ჩაიდინა ქურდობის მცდლობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ დ---------–----ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. სსკ-ის 177-ე მუხილს მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია - ქმედება ჩადენილი არაერთგზის, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის მოხდეს მთლიანი სატრანსპორტო საშუალების დაუფლება, არამედ საკმარისია მოპარული იყოს მისი რომელიმე დეტალი ან უსაფრთხო/კომფორტული მგზავრობისათვის აუცილებელი დეტალი. ასე მაგალითად: სარკე, მაგნიტოფონი, მანქანის ზეთი და სხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ელ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ამდენად, ვინაიდან უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ დ---------–----ეს სურდა ფარულად დაუფლებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მ---------–--ს კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML” სახელმიწფო ნომრით M------ და რ-------------------ს კუთვნილი ა/მანქანა ,,Lexus HS250h“ სახელმწიფო ნომრით C--------, დ---------–----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ამასთან, ვინაიდან უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ქურდობისთვის ნასამართლევი დ---------–----ე ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მ---------–--ს კუთვნილ ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანის და რ-------------------ს კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომანქანის სალონში განთავსებულ ნივთებს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რისთვისაც დ---------–----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
ასევე უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ქურდობისთვის ნასამართლევი დ---------–----ე ბ----------------–--ს კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ----------------–--ს კუთვნილ ნივთებს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 144,4 ლარის ქონებრივი ზიანი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რისთვისაც დ---------–----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია მცენარე კანაფის ან მარიხუანის, მათ შორის, უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.
ამდენად, ვინაიდან უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, თ---–--–------------–---–----------------ში მდებარე დ---------–----ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალი მარიხუანა წონით 41,20 გრამს, რომელიც დ---------–----ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რისთვისაც დ---------–----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ---------–----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ დ----- მელიქიძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს დ---------–----ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს დ---------–----ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ერთ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია ანგარებითი მოტივითა და სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, ხოლო მეორე შემთხვევაში - ნარკოტიული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ ნებას ჩაედინა არაერთი დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ჩაამტვრია მანქანის საქარე მინდა და ამ გზით დაეუფლა ფულად თანხას), მის პიროვნებას (წარმოდგენილი მტკიცებულებები დ---------–----ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), ოჯახურ ვითარებას (ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად, ქურდობის თითოეული დანაშაულებრივი ეპიზოდისათვის უნდა განესაზღვროს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს, ხოლო ყველა სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ---------–----ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 3 წლით უნდა ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დ---------–----ეს ჩადენილი აქვს დანაშაულთა ერთობლიოიბა და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამავდროულად, დ---------–----ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, უნდა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ და დ---------–----ეს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: დ---------–----ის სახლის ჩხრეკისას სამზარეულოდან ამოღებული ოთხი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სამზარეულოს სკამიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ღეროები, ლითონის მცირე ზომის საგანი, გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დნმ-ის ნიმუში ორ ცალ ჩხირზე, ხელის კვლები ხუთ ცალ დაქტილოფირზე, შუშის ნამსხვრევები; გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული სუნის კვალის ნიმუში, ორი ცალი პლასტმასის დეტალი, ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულის სუნის კვალი ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; დ---------–----ის სახლის ჩხრეკისას ბინის აივნიდან ამოღებული ორი ცალი ელექტრომოწყობილობა, ერთი ცალი სახრახნისი, ელექტრო მოწყობილობები და ელექტრო სადენები; ასევე, დ---------–----ის კუთვნილი მაისური; გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი რკინის გასაღები, ოთხი თვითმჭრელი ლურსმანი, ერთი ცალი ნაჭრის შარვალი, ერთი ცალი ნაჭრის მაისური, მუყაოს და პლასტმასის ყუთები; ბ----------------–--ს კუთვნილი ავტომანქანა TOYOTA PRIUS, V--------; მ---------–--ს კუთვნილი ავტომანქანა MERSEDES BENZ ML 350, M------; რ-------------------ს კუთვნილი ავტომანქანა LEXUS HS 250H C--------; - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს; ი-----–------------–---–ის საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების 2018 წლის 5 ნოემბრის ჩანაწერები ექვს ცალ დისკზე; 2018 წლის 05 ნოემბრის დ---------–----ის ბინის ჩხრეკის ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; 112-ის ზარის ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ---------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი;
დ---------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
დ---------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
დ---------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
დ---------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ---------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და დ---------–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ---------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 5 ნოემბრიდან;
დ---------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
დ---------–----ის სახლის ჩხრეკისას სამზარეულოდან ამოღებული ოთხი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სამზარეულოს სკამიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ღეროები, ლითონის მცირე ზომის საგანი, გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დნმ-ის ნიმუში ორ ცალ ჩხირზე, ხელის კვლები ხუთ ცალ დაქტილოფირზე, შუშის ნამსხვრევები, გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული სუნის კვალის ნიმუში, ორი ცალი პლასტმასის დეტალი, ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულის სუნის კვალი ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
დ---------–----ის სახლის ჩხრეკისას ბინის აივნიდან ამოღებული ორი ცალი ელექტრომოწყობილობა, ერთი ცალი სახრახნისი, ელექტრო მოწყობილობები და ელექტრო სადენები; ასევე, დ---------–----ის კუთვნილი მაისური; გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი რკინის გასაღები, ოთხი თვითმჭრელი ლურსმანი, ერთი ცალი ნაჭრის შარვალი, ერთი ცალი ნაჭრის მაისური, მუყაოს და პლასტმასის ყუთები; ბ----------------–--ს კუთვნილი ავტომანქანა TOYOTA PRIUS, V--------; მ---------–--ს კუთვნილი ავტომანქანა MERSEDES BENZ ML 350, M------; რ-------------------ს კუთვნილი ავტომანქანა LEXUS HS 250H C-------- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს;
ი-----–------------–---–ის საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების 2018 წლის 5 ნოემბრის ჩანაწერები ექვს ცალ დისკზე; 2018 წლის 05 ნოემბრის დ---------–----ის ბინის ჩხრეკის ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; 112-ის ზარის ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი