განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003149667
№1ბ/1604-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - კ---- ს--------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, რეგისტრირებული: ქ. რ-------------–---------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ---------------------–-------------ში
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სასჯელი:
სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელები - 1 (ერთი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ კ---- ს--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-–--- გ-----ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ---- ს--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, აპელანტის პოზიციით, განაჩენი დადგენილია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, უსამართლოა და სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებელი. არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ კ---- ს--------მა მთლიანად ცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, არის ოჯახის მარჩენალი და დაზარალებულები თანახმანი არიან კ---- ს--------ის მიმართ გამოყენებული იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, აპელანტი ითხოვს ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ კ---- ს--------ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
კ---- ს--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ---- ს--------ი და მ--- ს--------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 5 ივლისს, ღამით, დაახლოებით 00:00 საათზე, თბილისში, ვ---------–------------------------------------- კორპუსის ეზოში ყოფნის დროს კ---- ს--------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - მ--- ს--------ზე. კერძოდ, ხელი ძლიერად გაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 5 ივლისს, ღამით, დაახლოებით 00:00 საათზე, თბილისში, ვ---------–------------------------------------- კორპუსის სადარბაზოში კ---- ს--------ი იარაღის მაგვარი საგნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----- ა------ს, რაც დაზარალებულის მხრიდან აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ---- ს--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ---- ს--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - მ--- ს--------ის და რ----- ა------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ე-–----- გ-------ის, პ----- დ-------ის, ქ------- დ---–--ის, დ----- ბ--------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკისას ამოღებული პნევმატური პისტოლეტით და კ---- ს--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ კ---- ს--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ---- ს--------მა ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით
2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ---- ს--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შეურიგდა დაზარალებულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებაა დანაშაულთა და დაზარალებულ პირთა სიმრავლე.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა კ---- ს--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კ---- ს--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი გარემოებები - ბრალის აღიარება და დაზარალებულებთან შერიგება. ასევე გაითვალისწინა გარემოებები, რომელიც სასჯელის განსაზღვრისას არსებითად მნიშვნელოვანია. კერძოდ: 1. დანაშაულის განხორციელების ხერხი და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი, რომ მუქარა განხორციელებული იქნა, საშიში ხერხით - პნევმატური პისტოლეტის გამოყენებით; 2. დანაშაულებრივი ქმედებების და დაზარალებულ პირთა სიმრავლე, რომ კ---- ს--------ის მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულები ჩადენილი იქნა დროის მცირე პერიოდში, ორი სხვადასხვა პირის მიმართ; 3. მსჯავრდებულის პიროვნება - წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კ---- ს--------ი გამოირჩევა აგრესიული ხასიათით და ძალადობრივი ქმედებებისადმი მიდრეკილებით. რაც შეეხება აპელანტის პოზიცია, რომ კ---- ს--------ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და არის ოჯახის მარჩენალი, მსჯელობის საგანი გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას. სასამართლომ არ მიიჩნია აღნიშნული გარემოებები კ---- ს--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, რასაც ეთანხმება სააპელაციო პალატაც, ვინაიდან საქმეზე არსებული უდავო მტკიცებულებებით რ----- ა------ის, მ--- ს--------ის და ე-–----- გ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით დადგენილია, რომ კ---- ს--------ი არ ცხოვრობდა ცოლშვილთან ერთად, ყურადღებას არ იჩენდა და არ ზრუნავდა მათზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად გადაწონა შემამსუბუქებელი გარემოებები, რის გამოც კ---- ს--------ის მიმართ უფრო მსუბუქი სახის და ზომის სასჯელის გამოყენების პირობებში ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
მსჯავრდებულ კ---- ს--------ის მიმართ გამოყენებულია, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, შესაბამისად განაჩენი სასჯელის ნაწილშიც დასაბუთებული, სამართლიანია და მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ---- ს--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-–--- გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ---- ს--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-–--- გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი კ---- ს--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
კ---- ს--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და კ---- ს--------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლების შეზღუდვა - 1 (ერთი) წლის ვადით და პნევმატური პისტოლეტის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
მსჯავრდებულ კ---- ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ კ---- ს--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 ივლისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე