განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002679364
საქმე №1ბ/1140-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა------------------ი (დაბადებული 1----–-–------------–ს, რეგისტრირებული: რუ----------------–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ა---––---------------------–--–---–-----–-);
დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (,,ს----------–-------------ის“ ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ს------------------ის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი-----------–--ის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; 4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის;
მსჯავრდებული - ს--------------–---ი (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ 0----------; რეგისტირებული და მცხოვრები ქ------–----------–---–--------)
დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (,,ს----------–-------------ის“ ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ს------------------ის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის;
ადვოკატები - ნ------------------–---–---–--–----------–--ე;
თარჯიმანი - ი----------------ე;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 9 სექტემბერს ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ს---------------–---ი და ასევე ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ა------------------ი წინასწარ შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ქ.ა---––---–--------ის ქუჩაზე მდებარე საბარგო სადგურის ტერიტორიიდან „ს----------–-------------ის“ კუთვნილ 100 ლარის ღირებულების ლითონის ნივთებს (სკამის ფეხებს), რომელიც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში და აღებული თანხა გამოიყენეს პირადი დანიშნულებისამებრ. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სააქციო საზოგადოება ,,ს----------–-------------ას“ მიადგა 100 ლარის ზიანი.
2018 წლის 9 სექტემბერს ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ს--------------–---ია და ასევე ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ა------------------ი წინასწარ შეთანხმებით მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ქ-----––---–-------------------ის ეზოდან ს-------------------ის კუთვნილ 450 ლარის ღირებულების ორ ცალ ლითონის კონსტრუქციის კარებებს, რომელიც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში და აღებული თანხა გამოიყენეს პირადი დანიშნულებისამებრ. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს------------------ს მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 31 აგვისტოდან 7 სექტემბრის პერიოდში ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევმა ა-------------------მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია ქ------––---–-----------–---–---------------ში მცხოვრებ ი-----------–--ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ორ ცალ სამსუნგისა და ვერტექსის ფირმის მობილურ ტელეფონებს, საწოლის თეთრეულს, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, ბეჭდებს, საყურეებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, სპირტიან სასმელებს, თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, შაქრის საზომ აპარატს, ბავშვის სათამაშოებს, ხელჩანთებს და სხვადასხვა ნივთებს, რითაც დაზარალებულ ი-----------–--ეს მიადგა 3600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----------–--ეს მიადგა 3600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 2 სექტემბერს ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევმა ა------------------მა ღამის საათებში დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პ-----ში მცხოვრებ რ------------------ის საცხოვრებელ სახლში, ხელის დარტყმით სახისა და თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება და აშაკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა 60 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, საპენსიო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ოქროსფერი ჯაჭვი, ჯვარი და სხვადასხვა აქსესუარები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით:
ა------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით (სკამის ფეხებს ქურდობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ა------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის (რკინის კარები ქურდობის ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ა------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ბინის ქურდობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ა------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რ-------------------ის ძარცვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 2 თვის ვადით. წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 2 თვის ვადით.
გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ა------------------ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 2 თვის ვადით.
ს--------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სკამის რკინის ფეხების ქურდობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ს--------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რკინის კარები ქურდობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 თვის ვადით.
გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, ს--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ს--------------–---ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ა------------------მა და მსჯავრდებულ ს--------------–---ის ადვოკატმა ნ------------------–---–მა, ასევე ბრალდების მხარემ - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა ა------------------მა და მსჯავრდებულ ს--------------–---ის ადვოკატმა ნ------------------–---–ის მტკიცებით, საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ არც ტაქსის მძღოლმა მ----------–-----–---–მა და არც ს--------------–---მა არ იცოდნენ, ა------------------ის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ. სავსებით სამართლიანად ბრალდების მხარეს არ უმსჯელია მძღოლ მ----------–-----–---–ის თანამონაწილეობაზე, თუმცა, დანაშაულის თანამონაწილედ იქნა ცნობილი ს--------------–---ი, მიუხედავად იმისა რომ მან ზუსტად იგივე ხარისხის დახმარება გაუწია ა------------------ს, რაც მ----------–-----–---–მა, თანაც რაიმე ანაზღაურების გარეშე. რეალური მიზეზი ს--------------–---ის ბრალდების კი მდგომარეობს იმაში, რომ წარსული ნასამართლეობის და სხვადასსხვა მიზეზთა გამო, სამართალდამცავებს ს--------------–---ის და მისი ძმის ა--------------–---ის მიმართ, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, რაც სასამართლოშიც არ დაუმალავთ, რისი გათვალისწინებით ს--------------–---ი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა------------------ის მტკიცებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც განაპირობა მისი უსამართლო მსჯავრდება.
ბრალდების მხარის პოზიციით: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასჯელები იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულებს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მათთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. ბრალდების მხარის აზრით, გაუგებარია და არც განაჩენში იკითხება თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს მეტისმეტი შემწყნარებლური შინაგანი რწმენა ლმობიერი და მართლაც რომ წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე და სიმსუბუქეზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულ----ნ გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.
2018 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდები
მოწმე ა---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის რკინიგზის სადგურის უფროსი, ჰქონდათ პარკში დასადგმელი ხის სკამები ლითონის ფეხებით, ეს ,,რეიკები“ რომ დალპა, ფეხები რომ არ დაკარგულიყო დაასაწყობა დასასვენებელი სახლის კარის წინ. 8 სექტემბერს შეამოწმა და იყო ადგილზე, მერე 2 დღე ყურადღება აღარ მიუქცევია და 10-ში რომ ნახა აღარ იყო კართან, მიმართა პოლიციას, აღნიშნული სკამის ფეხები აწერია 20-20 ლარად თითო, ამიტომ ორგანიზაციამ 40 ლარის ზარალი განიცადა. მოწმემ იფიქრა რომ ჯართში ჩააბარებდნენ რკინის ფეხებს, ახლოს არის 2 მიმღები პუნქტი და იქ ვერ აღმოაჩინა, მერე მიმართა პოლიციას მათ იპოვეს და მერე ამოიცნო, რომ სწორედ მათი სკამის ფეხები იყო.
მოწმე რ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში ს--------------–---ი და ა------------------ი მივიდნენ მასთან, მიუტანეს ჯართი - 127 კილოგრამი, ჯართის ღირებულება გადაუხადა კილოგრამში 47 თეთრი. სპეციალურ ჟურნალში უნდა გაეტარებინა მაგრამ სიჩქარეში გადაავიწყდა. 2018 წლის 8 სექტემბერს ანალოგიურად მიუტანეს იმავე პირებმა ჯართი და მაშინ გაატარა ჟურნალში ს--------------–---ის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ა------------------ის სახელი და გვარი არ გაუტარებია, ზეპირად დაამახსოვრდა. ფული 47 ლარი ს--------------–---ს გადასცა. მ--------იც იქვე იდგა. პირველ დღეს მიუტანეს 4 ცალი სკამის ფეხი და 2 ცალი რკინის კარები. ტაქსით იყვნენ მისულები - ოპელ ასტრა ჯ-ით, ვარდისფერი იყო. ლითონების ჩამოტვირთვაში მძღოლი მონაწილეობას არ იღებდა, არ ეხმარებოდა, ხმაც არ ამოუღია, უბრალოდ გადმოვიდა მანქანიდან და გვერდზე იდგა. ს--------------–---მა და ა------------------მა ჩამოტვირთეს. ფული გადააწოდა ს--------------–---ს, პირადობა ვისზეც გაატარა, ისიც შესასვლელ კარებთან, მან შემდეგ გადააწოდა ა------------------ს.
მოწმე მ----------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს იყო სახლში და დაუკავშირდა ა------------------ი ტელეფონზე, რომ ესაჭიროებოდა ტაქსის მომსახურება, უთხრა ადგილი, სადაც უნდა მისულიყო და მივიდა აფთიაქის წინ ბაზართან. ჩასხდნენ მანქანაში ა------------------ი და ს--------------–---ი და დაიწყო მოძრაობა იაძის ქუჩისკენ და განაგრძო გზა ა--------ის მითითებით ბაზრის უკან იაძის ქუჩისკენ, შესახვევი იყო სადაც შეუხვია, შემდეგ კიდევ შესახვევი იყო და იქ გააჩერა მანქანა, გადავიდნენ და გამოიტანეს ორი ლითონის კარები პატარა მოცულობის და ჩადეს საბარგულში, ჩასხდნენ და განაგრძო სვლა. გადასვლ----ნ დაახლოებით 2 წუთში მიიტანეს მანქანასთან კარებები. მ----------–-----–---–მა ჰკითხა მათ ვისი იყო აღნიშნული კარებები და ს------მა და ა--------მა უთხრეს, რომ მათი იყო. შემდეგ განაგრძო გზა ა--------ის მითითებით ტავარისკენ. ძველი თბილისის გზა სადაც იყო ადრე, მანდ გავიდა პირდაპირ, დიდი მოედანი იყო მოსატრიალებელი, მან მოატრიალა და იქვე ახლოს გააჩერა მანქანა შენობის წინ, რადგან შენობასთან მისვლა მანქანით შეუძლებელი იყო, გადავიდნენ კიდევ და 2 ლითონის ფეხი მოიტანეს, ჩადეს საბარგულში და განაგრძეს გზა. ამის შემდეგ სვლა განაგრძო ახალქალაქის გზატკეცილისკენ ა--------ის მითითებით, იქ შევიდნენ ლითონის მიმღებ პუნქტში, მ----------–-----–---–ი ამ დროს მანქანაში იყო, დაელაპარაკნენ იქ ვინც იბარებს ლითონს, გადაიტანეს ლითონები მანქანის საბარგულ----ნ, შემდეგ მან გაიყვანა მანქანა იმ ადგილ----ნ და გაჩერდა გზაზე, დაელოდა მათ, შემდეგ ა--------ამ გადაუხადა ტაქსის მომსახურების 10 ლარი და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩერა მანქანა, ჩავიდნენ და მას შემდეგ აღარ უნახავს.
2018 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ადგილზე შემოწმებული იქნა მ----------–-----–---–ის ჩვენება, მან მიუთითა ქ.ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ძველი ბაზრის ტერიტორიაზე სადაც გააჩერა ავტომანქანა და ა------------------მა და ს--------------–---მა საბარგულში ჩაალაგეს 2 ცალი ლითონის კარი, აღნიშნულის შემდეგ მ----------–-----–---–მა მიუთითა ადგილი ქ.ახალციხე, ტაბიძის ქუჩაზე რკინიგზის სადგურის ორსართულიან შენობაზე სადაც გააჩერა ავტომანქანა და ს--------------–---მა და ა------------------მა ავტომანქანის საბარგულში ჩადეს ლითონის 4 ცალი სკამი ფეხი. ამის შემდეგ მ----------–-----–---–მა მიუთითა ადგილი შენობის შესასვლელთან საიდანაც აიღეს აღნიშნული ლითონის დეტალები და ჩაალაგეს ავტომანქანაში, ამის შემდეგ მოწმემ მიუთითა ახალქალაქის გზატკეცილისაკენ არსებული შავი ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტზე სადაც მიიტანა აღნიშნული ლითონის დეტალები და სადაც ჩააბარეს ა------------------მა და ს--------------–---მა.
2018 წლის 10 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ახალციხეში საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გ.ტაბიძის ქუჩაზე და წარმოადგენს რკინიგზის სალოკომოტივო ბრიგადების მოსასვენებლ ადგილს, რომელიც არის ორ სართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა. აღნიშნული შენობის გარშემო ტერიტორია არ არის შემოღობილი, შენობას დასავლეთით ესაზღვრება გ.ტაბიძის ქუჩის მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება ქ. ახალციხის რკინიგზის საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრება რკინიგზის სალოკომოტივო ბრიგადის მოსასვენებელი შენობის ეზო, რომელიც ასევე შემოღობილი არ არის, აღნიშნულ შენობას გ.ტაბიძის ქუჩის მხრიდან გააჩნია ცენტრალური შესასვლელი კარები, რომლის მარჯვენა სამხრეთ მხარეს ექსპერტის მიერ დაინომრა N1-ით, ის ადგილი, სადაც სალოკომოტივო ბრიგადის მოსასვენებელი შენობის კედელზე მიყუდებული იყო ქუჩებში და ეზოებში მოსათავსებელი რკინის მასალით დამზადებული სკამის ფეხები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისათვის მქონე ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღბული იქნა ფოტო სურათები.
2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ რ----------------ისაგან შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ ამოღებული იქნა 4 ცალი სკამის ლითონის ფეხი.
2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ რ----------------ისაგან შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს გამომძიებელს ლ-–---------–---–ის მიერ ამოღებული იქნა შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი.
2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით ა---------------–---–მა ამოიცნო თავისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც მოპარეს 2018 წლის 8 სექტემბრიდან 10 სექტემბრის შუალედში, ქ.ახალციხეში რკინიგზის სადგურიდან.
2018 წლის 19 სექტემბრის საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N------ დასკვნით, ერთი ცალი, სკამის სხმული, სადგამი ფეხის, ზომით: სიმაღლე-75 სმ, წინა და უკანა ფეხებს შორის მანძილით-30 სმ, საცალო საორიენტაციო ღირებულება ( მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება 25 ლარს, შესაბამისად 4 ცალი (2 წყვილი) ანალოგიური სკამის სხმული, სადგამი ფეხის ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება -100 ლარს.
მოწმე ს------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზაფხულის პერიოდში აკეთებდა რემონტს. ნივთები, რომლებიც მოგვიანებით მოპარეს, გამოიტანა და დატოვა გარეთ, დივანიც ქონდა გამოტანილი და კარებიც, გაათავისუფლა ადგილი, სათავსო არ აქვს და გარეთ კედლის გვერდზე დადებული ჰქონდა ღია ეზოში ღობე არ აქვს. 10 სექტემბერს დილით დაინახა, რომ შიფრები გადაწყობილი იყო არადა მას დაფარებული ჰქონდა, რომ ნახა ორი კარები არ იყო ამის შემდეგ მიმართა პოლიციას. პოლიციაში რომ გამოიძახეს იქ იყო რამდენიმე კარებები და მათ შორის ამოიცნო თავისი კარები საკეტით, მოფარებულში ჰქონდა ეს კარებები, იქ მისი მანქანაც დგას შიფრები ოთხივე მხრიდან დაწყობილი ჰქონდა, მძიმე კარებები იყო იმიტომ რომ კომუნისტების დროს სქელი ჟეშტით არის გაკეთებული, რემონტს რომ აკეთებდა იძულებული იყო ყველაფერი გარეთ დაეწყო მარტო ეგ კი არა დივანი, საწოლიც და ტელევიზორიც გარეთ ჰქონდა. ახალციხე ისეთი ტერიტორია იყო საერთოდ არასდროს არაფერი არ იკარგებოდა და სულ ღია კარებში ეძინა, კარი დაახლოებით მეტრ ნახევარი იქნებოდა, ,,უგოლნიკებით ჩასაკეტი ქონდა ძირზე რომ იკეტება, საკეტი ძველებური ეყენა ადრინდელი. კრასკა გადამძვრალი ქონდა. კარების ქურდობით მას მიადგა 450 ლარის ზიანი.
გამომძიებელ ლ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 სექტემბერს მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ახალციხეში მდებარე რკინიგზის სადგურიდან მოპარული 4 ცალი სკამის ფეხი და ქალაქ ახ--––---–-----------------ში მცხოვრები ს------------------ის კუთვნილი 2 ცალი რკინის კონსტრუქციის კარებები. 2018 წლის 9 სექტემბერს ა---––---–------------–---–-------------ში მცხოვრებმა მ----------–-----–---–მა მიატანინა ახალციხეში ახალქალაქის გზადკეცილზე მდებარე საჯართე მიმღებ პუნქტში ა------------------ს და ს--------------–---ს, მისივე კუთვნილი ავტომანქანით ოპელ ასტრა F-------თი, აღნიშნული ინფორმაცია მის მიერ დაუყოვნებლივ იქნა გადაცემული ხელმძღვანელობასთან. მის მიერ არ მომხდარა სხვა საგამოძიებო მონაწილეობა, ინფორმაციის მიღების შემდეგ მოწმე მ----------–-----–---–ი გადამოწმებული იქნა მას შემდეგაც ფაქტის მაქსიმალური რეალიზაციისათვის. ოპერატიულად გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა კ--–-----–---–ს არ შეხვედრია. პირადად მ----------–-----–---–თან არანაირი საუბარი არ ჰქონია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია მის მიერ ოპერატიულად იქნა გადამოწმებული ოპერატიულად.
2018 წლის 10 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----––---–------------------ში მდებარე ს------------------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტეროტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მივდივართ იაძის ქუჩის ცენტრალური საავტომობილო გზით, რომელიც დაფარულია ასფალტის საფარით, შემთხვევის ადგილზე გვხვდება ერთ სართულიანი ავტოფარეხი, რომლის გვერდზე დასაწყობებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალები, ავტოფარეხის გვერდით დაინიშნა ის ადგილი სადაც ეწყო 2 ცალი ლითონის კარი.
2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება ჩატარდა რ----------------ესთან და ამოღებული იქნა 2 ცალი ლითონის კარი, რომელიც არის მოყავისფრო ფერის და ზედაპირი დაფარულია კოროზიით.
2018 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა მ----------–-----–---–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ.ახალციხეში იაძისა და მანველიშვილის ქუჩის კვეთაზე, სადაც გააჩერა მანქანა, ხოლო შემდგომ მიუთითა ადგილი საიდანაც ა------------------მა და ს--------------–---მა აიღეს და მანქანის საბარგულში ჩადეს ლითონის 2 ცალი კარი, შემდგომ მიუთითა მანველიშვილის ქუჩა საიდანაც დატოვა ადგილი, ხოლო შემდეგ ორბელიანის ქუჩა საიდანაც გამოვიდა კოსტავას ქუჩაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხოლო შემდგომ მიუთითა შენობა რომლის გვერდზეც გააჩერა ა/მანქანა, შემდგომ მიუთითა ადგილზე საიდანაც ა------------------მა და ს--------------–---მა აიღეს 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი, ამის შემდეგ მიუთითა ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტზე სადაც ა------------------მა და ს--------------–---მა ჩააბარეს 2 ცალი ლითონის კარი და 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი.
2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმიებთ ს------------------მა ამოიცნო ლითონის 2 ცალი კარი, თავისი ფორმით, ფერით, რომელიც კარს მიღებული აქვს კოროზირების შედეგად, უკანა მხარეს 3 ადგილას დამაგრებულია ე.წ რეიკებით კარზე არსებული 6 ცალი ნახვრეტით დასაკიდი ე.წ პედალით.
2018 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ რ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილ 3 პიროვნებაში ამოიცნო ა------------------ი, რომელიც ს--------------–---თან ერთად მივიდა მასთან და ჩააბარა ჯართში 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი და 2 ცალი ლითონის კარი.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე გააანალიზა მხარეთა საკვანძო არგუმენტები და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ა------------------ის და ს--------------–---ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ რკინიგზის სადგურის კუთვნილი დასასვენებელი სკამების ლითონის ფეხები დაასაწყობა დასასვენებელი სახლის კარის წინ. 10 სექტემბერს შენიშნა, რომ სკამის ფეხები იყო მოპარული. მოწმე რ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ჯართის მიმღებ და 2018 წლის 9 სექტემბერს სწორედ ს--------------–---მა და ა------------------მა მიუტანეს და ჩააბარეს 4 ცალი სკამის ფეხი და 2 ცალი რკინის კარი. ფული - 47 ლარი ს--------------–---ს გადასცა. მ--------იც იქვე იდგა. ტაქსით იყვნენ, ვარდისფერი ,,ოპელ ასტრა ჯ“-თი, თუმცა ჯართის ჩამოტვირთვაში მძღოლს მონაწილეობა არ მიუღია. მოწმე მ----------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს დაურეკა ა------------------მა, რომელსაც მოემსახურა კუთვნილი ტაქსით. კერძოდ, ა------------------ი და ს--------------–---ი მიიყვანა მათ მიერ მითითებულ ადგილებში, საიდანაც გამოიტანეს ჯერ ორი ლითონის კარი, შემდეგ 4 ლითონის ფეხი, ჩადეს საბარგულში და მიიტანეს ლითონის მიმღებ პუნქტში. 2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ა---------------–---–მა ამოიცნო თავისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც მოპარეს 2018 წლის 8 სექტემბრიდან 10 სექტემბრის შუალედში, ქ. ახალციხეში რკინიგზის სადგურიდან. 2018 წლის 19 სექტემბრის საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N------ დასკვნით, ერთი ცალი, სკამის სხმული, სადგამი ფეხის, ზომით: სიმაღლე-75 სმ, წინა და უკანა ფეხებს შორის მანძილით-30 სმ, საცალო საორიენტაციო ღირებულება (მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება 25 ლარს, შესაბამისად 4 ცალი (2 წყვილი) ანალოგიური სკამის სხმული, სადგამი ფეხის ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება -100 ლარს.
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს ს---------------–---ი და ა------------------ი წინასწარ შეთანხმებით ფარულად დაეუფლნენ ქ.ა---––---–--------ის ქუჩაზე მდებარე საბარგო სადგურის ტერიტორიიდან „ს----------–-------------ის“ კუთვნილ 100 ლარის ღირებულების ლითონის ნივთებს (სკამის ფეხებს), რომელიც საკუთარი სურვილისამებრ განკარგეს და ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე გააანალიზა მხარეთა საკვანძო არგუმენტები და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ა------------------ის და ს--------------–---ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ს------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სახლში ჰქონდა რემონტი, რის გამოც სხვადასხვა ნივთები ეწყო ეზოში, რომელიც შემოღობილი არ ყოფილა. 2018 წლის 10 სექტემბერს დილით აღმოაჩინა, რომ მისი ეზოდან მოპარული იყო ორი კარი. 2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება ჩატარდა რ----------------ესთან და ამოღებული იქნა 2 ცალი ლითონის კარი, რომელიც არის მოყავისფრო ფერის და ზედაპირი დაფარულია კოროზიით. 2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებთ ს------------------მა ამოიცნო ლითონის 2 ცალი კარი, თავისი ფორმით, ფერით, რომელიც კარს მიღებული აქვს კოროზირების შედეგად, უკანა მხარეს 3 ადგილას დამაგრებულია ე.წ რეიკებით კარზე არსებული 6 ცალი ნახვრეტით დასაკიდი ე.წ პედალით. 2018 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ რ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილ 3 პიროვნებაში ამოიცნო ა------------------ი, რომელიც ს--------------–---თან ერთად მივიდა მასთან და ჩააბარა ჯართში 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი და 2 ცალი ლითონის კარი.
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს ს--------------–---ია და ა------------------ი წინასწარ შეთანხმებით ფარულად დაეუფლნენ ქ-----––---–-------------------ის ეზოდან ს-------------------ის კუთვნილ 450 ლარის ღირებულების ორ ცალ ლითონის კონსტრუქციის კარებებს, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგეს და ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
დაზარალებულ ი-----------–--ის ეპიზოდი
მოწმე ი-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არ იცნობს ბრალდებულებს ს--------------–---ს და ა------------------ს. არის დაზარალებული მისი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთების ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ი-----------–--ე სახლში თ------–---–ის ქუჩაზე ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და დედამთილთან ერთად. წავიდნენ თბილისში ი-----------–--ე, მისი მეუღლე, ორი შვილი და დედამისი 31 აგვისტოს და ჩამოვიდნენ 7-ში ა---––---–-----------–---–------ში არსებულ ბინაში, მოარგო კარებს გასაღები და გაიღო კარები, როდესაც მივიდნენ სახლში არეულობა იყო, ყველაფერი იყო ძირს დაყრილი, მატრასები აყრილი იყო, ყველაფერი ამოტრიალებული, ყველა ოთახი იყო არეული სამზარეულოს გარდა. გასაღები შეარჭო კარებში და გაიღო კარები მაშინვე გასაღების გადაუტრიალებლად, კარები იყო ღია. კარი რომ გაიღო თავისით იყვირა ი-----------–--ემ, რადგან მისი ოჯახის წევრები იმ დროს კიბეებზე მოდიოდნენ, შევიდა შემდეგ მისი მეუღლე და დედამისი, გადახედეს რომ იყო არეულობა, ხელი არაფრისთვის არ მოუკიდიათ და დარეკეს პოლიციაში. რომლებიც მივიდნენ შემდეგ ადგილზე და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ადგილზე პოლიცია, მეორე დღეს როდესაც შევიდნენ უნდა ენახათ რა იყო წაღებული, კარადა რომ შეამოწმა იქ არ დახვდა ქურქები, აღარ იყო მისი ჩანთები, დედამისის ვერცხლეულობა, სასმელები და ბევრი წვრილმანი ნივთები, რომელიც შემდეგ აღმოაჩინეს რომ წაღებული იყო. წვრილმანებში იგულისხმება თმის საკრეჭი, პოლაროიდის აპარატი, ქურთუკები, ტელეფონები, ბავშვის გასართობი ნივთები, მისი ბიჟუტერია. ი-----------–--ის თქმით პოლიციამ დათვალა ზიანი და ეს თანხა შეადგენდა 3600 ლარს. როდესაც წავიდნენ 31-ში სახლ----ნ, დარწმუნებულია ი-----------–--ე რომ კარები კარგად იყო დაკეტილი, რადგან დედამისმა დაკეტა და თვითონაც იქვე იყო. ამის შემდეგ ისინი არ მიბრუნებულან უკან სახლში რაიმეს შემოწმების მიზნით. პოლიციელები როდესაც მივიდნენ ადგილზე ისინი სახლში შევიდნენ სახლის მეპატრონის თანხმობის საფუძველზე, დათვალიერებაში არ მიუღია მონაწილეობა ი-----------–--ეს, მათ დაათვალიერეს მთელი სახლი, აიღეს ანაბეჭდები, შიგნით რა ხდებოდა არ იცის, რადგან ოჯახის წევრები არ იყვნენ დათვალიერების პროცესში შიგნით, გარეთ იყვნენ სადარბაზოში. ი-----------–--ის თქმით, მთელი სახლი მოთეთრებული იყო, რაც ნიშნავს რომ ანაბეჭდები აიღეს ექსპერტებმა. აღნიშნული ბინის გასაღები აქვთ მხოლოდ ოჯახის წევრებს, სხვა გარეშე პირს არავის არ ჰქონდა მათი სახლის გასაღები. საკეტი დაზიანებული არ ყოფილა, ჩვეულებრივად იკეტებოდა და იღებოდა. მეორე- მესამე დღეს უკვე პოლიციელებმა დაიწყეს რეკვა აღნიშნულ პირებთან და აჩვენებდნენ ნივთებს, თუმცა ეს ნივთები მათი არ იყო, შემდეგ ამოიცნეს 2 ტელეფონი და ბროში. დარწმუნებულია რომ ეს ტელეფონი მათი იყო, რადგან ერთი ,,სამსუნგი“-ს ფირმის წითელი ფერის ტელეფონი არის მამამისის, რომელშიც რუსული ნომრები იდო, მეორე იყო მისი შვილის ტელეფონი, რომელშიც იყო მისი შვილის კარტა. მხოლოდ ეს ნივთები ამოიცნო. პოლიციას ჰკითხეს თუ სად მოძებნეს ეს ნივთები, მაგრამ მათ არ უთხრეს ამის შესახებ ინფორმაცია. ა------------------ის სახელი და გვარი ი-----------–--ეს საერთოდ არც გაუგია. აზუსტებს, რომ დაუზიანებელი იყო საკეტი, გასაღები მოარგო საკეტს, მაგრამ ღია იყო დატოვებული. გასაღები არ დაუკარგავთ არასდროს, რა რაოდენობის გასაღებიც ჰქონდათ იმავე რაოდენობის აქვთ ახლაც. ი-----------–--ემ ამოიცნო პატარა ბიჟუტერიები, რომელიც ღირებული არ იყო, მაგიდაზე იყო წასაღებად გამზადებული ვიდეოკამერა და ციფრული აპარატი საკმაოდ ძვირადღირებული, ასევე სასანთლე და მსგავსი ნივთები, რომელიც ჩანთაში იყო ჩადებული.
მოწმე გ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან, შვილებთან და სიდედრთან ერთად იყო თბილისში, ჩამოვიდნენ და დახვდათ კარი ღია, სახლი იყო არეული, შემდეგ აღმოაჩინეს რაც იყო უკვე დაკარგული, სახლი დახვდათ არეულ მდგომარეობაში. გ---------------ე არ ასულა პირველი სახლში, სახლში თავიდან ავიდნენ მისი მეუღლე და სიდედრი, რომლებმაც დაუძახეს, რომ კარები იყო ღია. პოლიციაში დარეკა სიდედრმა, შემდეგ მივიდა ადგილზე პოლიცია, პოლიციელებმა აიღეს ანაბეჭდები და ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებას. გ---------------ე დათვალიერების პროცესში ბინაში იმყოფებოდა, გვიანი იყო, მეუღლე და ბავშვები წაიყვანეს მეზობლებმა და სახლში იყო დარჩენილი მხოლოდ გ---------------ე. სახლში თბილისიდან დაბრუნდნენ 7 სექტემბერს და საცხოვრებელი სახლის კარები დახვდათ ღია. შემდეგ დარეკეს პოლიციელებმა რომ ამოეცნოთ ნივთები, გ---------------ეს ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო გ---------------ის მეუღლემ ი-----------–--ემ. მისმა მეუღლემ მონაწილეობა მიიღო ტელეფონების და ბროშის ამოცნობაში. გ---------------ე არ იცნობს არც ა------------------ს და არც ს--------------–---ს. ბინაში არის ისეთი ნივთები, რომლებიც არის ძვირადღირებული და არ წაუღიათ, მაგალითად ციფრული კამერა, ვიდეოკამერა, ნოუთბუქი. კომპიუტერი თავის ადგილზე იდო, ციფრული კამერა მაგიდაზე ეგდო.
მოწმე მ------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ წასული იყვნენ თბილისში მთელი ოჯახი, 31 აგვისტოს წავიდნენ და 7 სექტემბერს დაბრუნდნენ სახლში, როდესაც სახლში მივიდნენ კარები თვითონ გაიღო, დარეკა მაშინვე პოლიციაში, მოვიდნენ, დაათვალიერეს, შემდეგ მათ დაუძახეს, რომ შევიდნენ ყველაფერი იყო ძირს დაყრილი, შკაფში აღარაფერი არ იყო, ყველაფერი იყო წაღებული, ნივთები ძირს ეყარა. მის შვილს საძინებელში ჰქონდა შუბა, რომელიც წაღებული იყო, ხელჩანთები დაახლოებით 10 ცალი, ქონდათ ცეფები, საყურეები, ბეჭდები, ეს ყველაფერი წაღებული იყო. წაღებული იყო 12 დოლარი-ორი ცალი ორ დოლარიანი და ერთ დოლარიანები. სასმელებიც წაღებული იყო და კიდევ იყო და კიდევ სხვა ნივთებიც წაღებული იყო. მოვიდა პოლიცია და დაახლოებით 1 საათი ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს.
2018 წლის 08 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ახალციხეში თ------–---–ის ქ----–- მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში და წარმოადგენს N1 სადარბაზოს მეორე სართულზე მდებარე მ------------–--ის საცხოვრებელ ბინას, აღნიშნულ ბინის შესასვლელი კარი არის ერთ ფრთიანი რკინის კონსტრუქციის, შესასვლელი კარიდან ვხვდებით პატარა ზომის კორიდორში, აღნიშნული კორიდორიდან პირდაპირ შევდივართ მისაღებ ოთახში სადაც განლაგებულია მაგიდა თავისივე სკამებით, ე.წ,,სერვანდი“ ასევე სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები, აღნიშნულ ოთახში სერვანდიდან და ტანსაცმლის კარადიდან გადმოყრილი და მიმობნეულია საოჯახო ნივთები, აღნიშნული ოთახიდან მარჯვენა მხარეს გავდივართ საძინებელ ოთახში, სადაც შეიმჩნევა არეულობის კვალი და დათვალიერებით ჩანს, რომ აღნიშნულ ოთახში არსებულ საწოლზე მიმოფანტულია კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმელი და სხვადასხვა საოჯახო ნივთები, აღნიშნულ ოთახში არსებული ტუმბოზე დევს ხის ე.წ. ზარდახშა და წნევის საზომი აპარატის მოსათავსებელი ტყავის ჩიხოლი, მეორე საძინებელ ოთახში შესასვლელი კარიდან იატაკზე შეიმჩნევა მიწიანი ნაფეხური, ტანსაცმლის კარადიდან გადმოყრილია ტანსაცმელი და ასევე სხვა საოჯახო ნივთები რომლებიც მიმობნეულია იატაკზე. აღნიშნული ოთახიდან გავდივართ ლოჯში, სადაც კედელში ჩამაგრებული კარადა არის გამოღებული და შეიმჩნევა არეულობის კვალი.
2018 წლის 11 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ სს 0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები, რომელებიც ამოღებული იქნა ი-----------–--ის სახლ----ნ ( კვალი N1; კვალი N2; კვალი N3; კვალი N4; კვალი N5; კვალი N6 და კვალი N7) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან :
კვალი N1 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის; კვალი N2 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის ფრაგმენტის.
2018 წლის 12 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი- ფორმით, ფერით, ფირმით-VERTEX, ვერცხლისფერი 2 სიმ ბარათით, სავი ეკრანით და ვერცხლისფერი კორპუსით შავი ფერის კნოპკებით ზედ თეთრი ფერის წარწერებით, როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით, რომელშიც მოთავსებულია ბილაინის ქსელის სიმბარათი.
ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი - ფორმით, ფერით, ფირმით-სამსუნგი შავი ფერის კორპუსით,წითელი ფერის ე.წ კანტით, სახურავის შიდა მხარეს მწვანე ფერის წარწერით BAMBUK, რომელიც არის სიმბარათის გარეშე, კნოპკებით და ზედ თეთრად შესრულებული წარწერებით როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით.
ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით, ჩამოსაკიდი რგოლით, რომელსაც არ უკეთია სამაგრი, რომელსაც შუაში აქვს მოზრდილი ზომის შავი ფერის თვალი, ხოლო გარშემო რამდენიმე თეთრი ფერის თვლებით.
ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით რომელიც ნივთს მწვანე და ოქროსფერში, უკანა მხარეს ყურში გასაკეთებელი ნემსით თავისივე სამაგრით, ასევე კორპუსით, რომელიც აქვს მცირედით გადაცვეთილი.
2018 წლის 10 სექტემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკეტი მექანიზმის გულას თავისავე გასაღებთან ერთად ზედაპირებზე ექსპლუატაციური ცვეთის გარდა, სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ექსპეტრიზაზე წარმოდგენილი საკეტი მექანიზმის გულა მუშაობს გამართულად და ირებოდა თავისივე ან ანალოგიური წესით დამზადებული გასაღებით, წარმოდგენილი გასაღები არის გულას გასაღების ქარხნული ანალოგი.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე გააანალიზა მხარეთა საკვანძო არგუმენტები და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ა------------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 11 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ი-----------–--ის სახლ----ნ ამოღებული თითის კვალი N1 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის. კვალი N2 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის ფრაგმენტის. 2018 წლის 12 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი - ფორმით, ფერით, ფირმით-VERTEX, ვერცხლისფერი 2 სიმ ბარათით, სავი ეკრანით და ვერცხლისფერი კორპუსით შავი ფერის კნოპკებით ზედ თეთრი ფერის წარწერებით, როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით, რომელშიც მოთავსებულია ბილაინის ქსელის სიმბარათი. ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი- ფორმით, ფერით, ფირმით-სამსუნგი შავი ფერის კორპუსით,წითელი ფერის ე.წ კანტით, სახურავის შიდა მხარეს მწვანე ფერის წარწერით BAMBUK, რომელიც არის სიმბარათის გარეშე, კნოპკებით და ზედ თეთრად შესრულებული წარწერებით როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით. ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით, ჩამოსაკიდი რგოლით, რომელსაც არ უკეთია სამაგრი, რომელსაც შუაში აქვს მოზრდილი ზომის შავი ფერის თვალი, ხოლო გარშემო რამდენიმე თეთრი ფერის თვლებით. ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით რომელიც ნივთს მწვანე და ოქროსფერში, უკანა მხარეს ყურში გასაკეთებელი ნემსით თავისივე სამაგრით, ასევე კორპუსით, რომელიც აქვს მცირედით გადაცვეთილი.
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოდან 7 სექტემბრის პერიოდში ა-------------------მა შეაღწია ქ------––---–-----------–---–---------------ში მცხოვრებ ი-----------–--ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ორ ცალ სამსუნგისა და ვერტექსის ფირმის მობილურ ტელეფონებს, საწოლის თეთრეულს, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, ბეჭდებს, საყურეებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, სპირტიან სასმელებს, თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, შაქრის საზომ აპარატს, ბავშვის სათამაშოებს, ხელჩანთებს და სხვადასხვა ნივთებს, რითაც დაზარალებულ ი-----------–--ეს მიადგა 3600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რომლის კვაიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
დაზარალებულ რ------------------ის ეპიზოდი
მოწმე რ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარტო, 2018 წლის 02 სექტემბერს იწვა და ეძინა და რომ გაეღვიძა სახლში ვიღაცეები დადიოდნენ, ზუსტად ვერ ასახელებს მაგრამ ფიქრობს რომ 2 პირი იყო. ერთმა პიროვნებამ რამდენჯერმე დაარტყა მერე დაანებეს თავი და წავიდნენ. ფული მეორე ოთახში ჰქონდა, შევიდნენ ლოგინში ედო ეს ფული 60 ლარი და იქიდან ამოიღეს, ისინი მეორე ოთახში, რომ შევიდნენ თვითონ სახლ----ნ გამოიქცა და მეზობელთან მივიდა. სახეზე არ დაუნახავს ეს პიროვნებები რადგან ბნელოდა ღამე იყო 3-4 საათი. მოწმე განმარტავს რომ თავს ცნობს დაზარალებულად მიაყენეს ფიზიკური ტკივილი და წაიღეს თანხა. სახლ----ნ რომ გაიქცა ფეხშიშველა იყო რადგან ჩაცმის დრო არ იყო მხოლოდ გაქცეულიყო იმას ფიქრობდა. ფანჯრის შუშა ქონდათ ამოღებული და ეგრეთ წოდებული ლომი გამოიყენეს ერთი კარებზე იყო მიდგმული და მეორეთი გატეხილი ქონდათ. სახლში რომ დაბრუნდა სხვა არაფერი არ დაუნახავს, მეორე დღეს ეზოში ვედროში ნახა თავისი ოქროსფერი ყელსაბამი და ჯვარი ცეპით ვედროში ჩადგებული.
ა-------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ღამის 4 საათზე გაიღვიძა რომ ბავშვებისთვის დაეფარებინა საბანი, ტელეფონს რომ შეხედა დაინახა, რომ დარეკილი ჰქონდა ლ----ს, გადაურეკა ლ----ს, რომელმაც უთხრა ა-----ს რომ მასთან გადასულიყო სასწრაფოდ მის სახლში და რომ გაქურდეს რ------- და იყო მასთან სახლში გამოქცეული ღამის პერანგით. როდესაც გადავიდა ა------ რ-------ს გალურჯებული ჰქონდა ხელები და სკოჩი ჰქონდა შემოხვეული ყელზე. პირდაპირ დაურეკა პოლიციას. შემდეგ პოლიცია მივიდა ლ----ს სახლში. რ-------ს სახე ჰქონდა სისხლიანი, ხელები დალურჯებული, ყელზე ჰქონდა სკოჩი შემოხვეული, შემდეგ რ-------მ მოიხსნა თავად სკოჩი და ძირს დააგდო. სანამ პოლიციაში დარეკავდა ა------ ის შეეკითხა რ-------ს თუ რა მოხდა, რ-------მ უპასუხა, რომ ღამე როდესაც ეძინა ორი ადამიანი შევიდა მის სახლში, დაუწყეს ცემა, შემდეგ როდესაც გაითიშა შევიდნენ გვერდზე ოთახში, ხოლო როდესაც გონზე მოვიდა შემოსასვლელი კარიდან გამოიქცა გარეთ, ლ---- ბ-------ის სახლის გვერდზე არის ეკლესია, იქ წავიდა, იქვე არის ლ----ს სახლი და როდესაც დაინახა რ-------მ რომ იქ შუქი ენთო დაუკაკუნა კარებზე და მასთან შევიდა. რ-------მ უთხრა ა-----ს რომ მის სახლში შევიდა ორი ბიჭი, ერთი იყო მაღალი, მეორე იყო ცოტა დაბალი, ერთმანეთში არ ლაპარაკობდნენ, მინიშნებებით აგებინებდნენ სად უნდა შესულიყვნენ და რა უნდა გაეკეთებინათ, უთხრა რომ მოპარეს პირადობა, საპენსიო ბარათი და ფულადი თანხა რ-------ს ცხვირზე ჰქონდა სისხლი, ხელები ჰქონდა გალურჯებული და ყელი ჰქონდა გალურჯებული, ასევე პერანგზე ცოტა სისხლი ჰქონდა. რ------- როდესაც ნახა ა-----მა ის იყო ფეხშიშველი და ღამის პერანგით.
2018 წლის 2 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ახალციხის რაიონის სოფ. პ---–ში და წარმოადგენს რ-------------------ის საცხოვრებელი სახლს და ეზოს,სადაც მივდივართ სოფელი პატარა პ-----ის ცენტრალური მოასფალტებული გზიდან ხელმარცხნივ მდებარე მოლურჯოფერის ორფრთიანი ჭიშკარის მეშვეობით, სადაც ბეტონის საფარიანი გზით შევდივართ ეზოში სადაც დგას ერთსართულიანი ბელეტაჟის ტიპის სახლი, რომელსაც აქვს ორი შესასვლელი ერთი ცენტრალური,სახლის შუა ნაწილ----ნ,ხოლო მეორე სახლის დასავლეთ ნაწილ----ნ.ცენტრალური კარი არის ორფრთიანი, ხის ნაკეთობის,რომლის მეშვეობითაც შევდივართ დერეფანში, დერეფნიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს პატარა საძინებელი ოთახი, სადაც აღმოჩენილი იქნა იატაკზე სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქა და გამჭვირვალე წებოვანი ლენტი ე.წ. სკოჩი,მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა დაინომრა №1-ით,დაფიქსირდა და ამოღებული იქნა ბამბისჩხირების მეშვეობით,რომელიც შეიფუთა ერთ პაკეტად,ხოლო წებოვანი ლენტი დაინომრა №2-ით დაფიქსირდა და ამოღებული იქნა,რომელიც(დაინომრა) დაილუქა ერთ სპეც პაკეტში.ამის შემდეგ დერეფნის ბოლოში მდებარე სასტუმრო ოთახში მდებარე რკინის საწოლის ლეიბიდან და ლეიბის გადასაკრავიდან, რომელიც იყო არეული, აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ქილაში,ხოლო ქილა ასევე დაილუქა ერთ სპეც პაკეტში.აღნიშნული ადგილი დაინომრა №3-ით,ამის შემდეგ დერეფნიდან ხელმარცხნივ მდებარე საძინებელ ოთახში მდებარე საწოლზე მდებარე ლეიბიდან და ლეიბის გადასაკრავიდან, რომელიც არის არეული, აღებული იქნა სუნის ნიმუში, აღნიშნული ადგილი დაინომრა №4-ით,რომელიც დაილუქა ერთ ქილაში, რომელიც ასევე დაილუქა ერთ სპეც პაკეტში.ამის შემდეგ სასტუმრო ოთახში ტანსაცმლის კარადიდან,რომელიც დაინომრა №5-ით,ასევე იგივე ოთახში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ მდებარე კარადის სახელურიდან რომელიც დაინომრა №6-ით და დერეფნის მარცხნივ მდებარე საძინებელ ოთახში მდებარე კარადის სახელურიდან ასევე აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც დაინომრა, აღნიშნული სამი ანაწმენდი დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაქტილოსკოპიური ფხვნილებით დამუშავებული იქნა საძინებელში მდგარი კარადა და სასტუმრო ოთახში მდგარი კარადები, რა დროსაც სასტუმრო ოთახში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე კარადის უკიდურესი მარცხენა კარის ზედაპირიდან დაფიქსირებული და ამოღებული იქნა სამი თითის კვალი, რომელიც გადატანილი იქნა სამ დაქტილოფირზე,ასევე აღნიშნული ოთახში კარიდან ხელმარჯვნივ მდგარი კარადიდან უჯრის ზედაპირიდან დაფიქსირებული და ამოღებული იქნა ერთი თითის კვალი, რომელიც გადატანილი იქნა ერთ დაქტილოფირზე. აღნიშნული თითის კვლები დალუქული იქნა ერთ სპეც პაკეტში.ამის შემდეგ დათვალიერბული იქნა აღნიშნული სახლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია,რა დროსაც სახლ----ნ, სამხრეთის მხარეს ბოსტანს გასდევს ბილიკი, სადაც ღობე საკმაოდ დაბალია, რომელიც არის ქვით ნაშენი და ზემოდან პარალელურად გასდევს მავთული ხლართი, აღნიშნული ღობის გარეთ დაფიქსირებული იქნა დანა ქარქაშით, რომელიც არის შავი ფერის. აღნიშნულ დანას პირზე ტარის მხარეს აქვს ამოტვიფრული წარწერა ციფრებით „50086“,აღნიშნული დანა ამოღებული იქნა და დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სახლს ორი შესასვლელი აქვს, მეორე შესასვლელი,რომელიც მდებარეობს სახლ----ნ დასავლეთის მხარეს არის ერთფრთიანი ხის კარი, რომლის მეშვეობითაც შევდივართ სამზარეულოში, სამზარეულოს ფანჯრის მინა არის გატეხილი, რომლის ნაწილიც ფანჯარასთანავე დევს, რომელიც დამუშავდა დაქტილოფირით, მაგრამ თითის კვლები ამოღებული ვერ იქნა. აღნიშნულ ფანჯარასთან დაფიქსირებული იქნა კოროზირებული მასიურო მოგრძო რკინის ძელაკი ე.წ. „არმატურა“, საიდანაც აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც დაილუქა ერთ სპეც პაკეტში, აღნიშნული ადგილი დაინომრა №9-ით,აღნიშნული რკინის ძელაკი ამოღებული იქნა და დაილუქა. ასევე მეორე შესასვლელთან კიბის ძირში ვედროსთან დაფიქსირებული იქნა სიგარეტის ნამწვი, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სხვა შესაძლო მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული იქნა ფოტო სურათები, რომლებიც ფოტო ცხრილის სახით თან ერთვის ოქმს.
2018 წლის 2 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ სოფ.პ-----ში ლ---- ბ-------თან ჩატარდა ამოღება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა წებოვანი ლენტის ფრაგმენტი, ნახმარ მდგომარეობაში, რომელიც არის გამჭვირვალე და ზედ აღენიშნება თმის ღერები.
2018 წლის 3 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რ-------------------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია, რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 13 სექტემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ რ-------------------მა ამოიცნო: მისი კუთვნილი სალოცავი ყელსაბამი ამოიცნო ჯვარის ფერით, უკანა მხარეს დაზიანებებით და ცისფერი მძივებით, ასევე ჯვარზე გამოსახულია ჯვარცმა; ყელსაბამი მწვანე ფერის მძივებით, ხატით, რომელსაც ამძვრალი აქვს გამოსახულება, ასევე ვერცხლისფერი ჯვრით და ძაფით, რომლითაც დამაგრებული იყო ხატები ყელსაბამზე; ყელსაბამი-ოქროსფერი ჯვრით, გადაბმული ძაფით, ოქროსფერი ხატით და შავი ფერის მძივებით.
2018 წლის 12 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ახალციხის რაიონის სოფ. პატარა პ-----ში მცხოვრები რ-------------------ის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებთ, შემთხვევის ადგილ----ნ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა------------------ისაგან და ს--------------–---ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
2018 წლის 3 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
-პაკეტში,წარწერით: „...N1 ნიშნულ----ნ ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა...“ მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს,რომელიც ეკუთვნის რ------------------ს (ობ. N18; პაკეტი,წარწერით: „...რიპსიმე მ---------ის ნერწყვის ნიმუში...“);
- პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები N5.N6.N7 ნიშნულ----ნ...“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე სასტუმრო ოთახში არსებული კომოდის სახელურებიდან, N5 ნიშნულ----ნ (ობ. N3) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის მდედრობითი სქესის სულ მცირე ორ პირს. ობ. N2-ის პროფილის ერთი წილი და ობ. N3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------------------ს (ობ. N18).
ანაწმენდებზე საძინებელში არსებული შკაფის სახელურებიდან, N7 ნიშნულ----ნ (ობ.N4), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: „...N9 ნიშნულ----ნ რკინის ძელაკიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------------------ს (ობ.N18);
-პაკეტში, წარწერით: „...N10 ნიშნულ----ნ ამოღებული სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------------ს (ობ.N16; პაკეტი, წარწერით: „...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...“);
-პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები დანიდან, დანის შალითიდან, წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან და თმისმაგვარი ღერები...“ მოთავსებულ:
ანაწმენდზე დანის პირიდან (ობ.N7) და დანის სახელურიდან (ობ.N8), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
ანაწმენდებზე დანის შალითადან არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება ს--------------–---ის (ობ.N15; პაკეტი, წარწერით: „...ს--------------–---ის ნერწყვის ნიმუში...“), ა------------------ისა (ობ.N16) და ა--------------–---ის (ობ.N17; პაკეტი, წარწერით: „...ა--------------–---ის ნერწყვის ნიმუში...“)
გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. ობ.N9-ის პროფილის მინორულ წილში, ს--------------–---ის (ობ.N15), ა------------------ის (ობ.N16), ა--------------–---ისა (ობ.N17) და რ------------------ის (ობ.N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
ანაწმენდებზე წებოვანი ლენტი I-დან (ობ.N10) და წებოვანი ლენტი II-დან (ობ.N11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ------------------ს (ობ.N18);
ადამიანის თმის ღერების (ობ.N12,13) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------------------ს (ობ.N18);
-პაკეტში, დალუქული „პაკეტებისათვის N46/32 “ ლუქით, მოთავსებულ მეტალის ძელზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის რ------------------ს (ობ.N18), მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
სეებ-ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, ობ.N9-ის გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ვერ მოხდა.
2018 წლის 5 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 სექტემბერს შემთხვევის ადგილ----ნ N4 ნიშნულ----ნ აღებული სუნის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტში, აღნიშნული ნივთმტკიცება გადაადგილებისას დაზიანდა და მასში მოთავსებული ქილა გატყდა, ხოლო პაკეტი გაიხსნა, რომელიც წებოვანი ლენტით დაილუქა, რათა სუნის კვალი არ გამქრალიყო, პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა გატეხილი ქილა ლუქის ნომრით N32 და პაკეტში მობნეული სუნის ნახშირი, რომელიც კვლავ დაილუქა ერთ ქილად ლუქის ნომრით N32 და მოთავსდა ერთ პაკეტში.
2018 წლის 5 სექტემბერს დღის საათებში ბუნებრივი განათების პირობებში, ყოველგვარი იძულების გარეშე, ა------------------ისაგან მარჯვენა ფეხიდან, სპორტული ფეხსაცმლ----ნ აღებული იქნა სუნის ნიმუში.
გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ძარცვის საქმეზე გამომძიებელი, პროკურორთან ერთად დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი. ასევე მოწმის სახით გამოკითხული იქნენ ა------------------ი და ს--------------–---ი, რომელთაგან მათი ნებიდან გამომდინარე აღებული იქნა სუნის ნიმუშები, ასევე ნერწყვის ნიმუში, ასევე დანიშნული იყო ბიოლოგიური და ოდოროლოგიური ქსპერტიზა, შემთხვევის ადგილ----ნ ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები და შედარებული იქნა სუნის ნიმუშებს, ასევე მოწმის სახით გამოკითხა რ-------------------ი, რომელთანაც ჩაატარეს ნივთების ამოცნობა, იქნა დაზარალებულად ცნობილი გ-----------------ის მიერ, ასევე ა------------------ს წარუდგინა ბრალი. პროკურორთან ერთად დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, თავიდანვე ჩაერთო გამოძიებაში, გამოკითხა ინიციატორი, შემდეგ მოხდა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ახალციხის რაიონ სოფელ პატარა პ-----ში, რ-------------------ის საცხოვრებელი სახლი და მისი ეზო, სადაც დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტების მონაწილეობით, ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილ----ნ სხვადასხვა ნივთმტკიცებები, რკინის ძელაკი, დანა თავისი ჩასადებით, სუნის ნიმუშები კი კონკრეტულად ამოღებული იქნა საძინებელი ოთახიდან აწეული ლეიბის პირებიდან, რომელიც აღებული იქნა ექსპერტ კინოლოგის მიერ, მოთავსდა სპეციალურ ქილაში და დაილუქა, დალუქული კიდევ დაილუქა ექსპერტების მიერ კიდევ ერთ პაკეტში, ერთ-ერთი სუნის ნიმუში დაზიანდა და გადაილუქა ხელახდა, პაკეტის მთლიანობა არ იყო დარღვეული, მხოლოდ ქილა დაზიანდა. სპეციალური ქილ----ნ რომელშიც მოხდა სუნის ნიმუშის აღება პაკეტიდან არ იყო გამოსული ნიმუში, რომელიც ექსპერტების მონაწილეობით გადალუქეს ხელახლა და მოათავსეს სპეციალურ ქილაში. სუნი რომ დაკარგულიყო ამის შანსი არ არსებობდა. ექსპერტ კინოლოგმა დაასკვნა რომ მისი ფერმენტულობა არ იყო დარღვეული და ვარაუდობდნენ რომ ექსპერტიზისათვის იქნებოდა ვარგისი, გადაილუქა ხელახლა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დათვალიერების ოქმშიც აღნიშნულია, რომ იყო ჩამსხვრეული ერთი შესასვლელი კარის ანუ ოთახის მინა, ოთახებში შევიდნენ, სადაც გადმოყრილი იყო კარადებიდან ტანსაცმელი, ასევე არეული იყო საძინებლებში ლოგინები, ლეიბები, საბნები, რომლებიც ამოტრიალებული იყო. როდესაც მივიდა ადგილზე გ-----------------ე, დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული, მან თანხმობა განაცხადა, რომ დათვალიერება მომხდარიყო მისი ხელმძღვანელობით. სიგარეტის ნამწვის ამოღებასთან დაკავშირებით გ-----------------ე აღნიშნავს, რომ შესასვლელ კარებთან იყო ნაგვის ურნა და აღნიშნული ურნის კედელთან აღმოაჩინეს სიგარეტის ნამწვი და ვინაიდან აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა რ-------------------ი და სხვა არავინ არ ცხოვრობდა აღნიშნული სიგარეტის ნამწვი ექსპერტების მიერ იქნა ამოღებული და დალუქული. დათვალიერებისას ადგილზე იმყოფებოდა თავად გ-----------------ე, ასევე ექსპერტ კრიმინალისტები, კინოლოგ ექსპერტი და ერთი გამომძიებელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე სახლის მეპატრონემ განაცხადა წერილობითი თანხმობა და დაათვალიერეს მისი ეზო, რ-------------------ი თავად ესწრებოდა დათვალიერების პროცესს და აძლევდა მითითებებს, სავარაუდოდ იმ მომენტში როდესაც სიგარეტის ნამწვი აღმოაჩინეს რ-------------------იც იქ იქნებოდა.
გ-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურში უფროს ექსპერტად. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამოძახებით ახალციხის რაიონ სოფელ პ-----ში, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დააფიქსირეს, ამოიღეს ნივთმტკიცებები ანუ სისხლის მაგვარი ლაქები, ანაწმენდები, ხელის კვლები, ერთი ცალი დანა აღმოჩენილი იქნა და დალუქული, სიგარეტის ნამწვი და რკინის ძელაკი. ეს ყველაფერი დააფიქსირეს და დალუქეს შესაბამის პაკეტებში. მეორე შემთხვევაზე თ------–---–ის ქუჩაზე როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ბინაში დაათვალიერეს, დაასურათეს და იქაც ამოიღეს ანაწმენდები და თითის კვლები, რომელიც დაასურათეს და იგივენაირად დალუქეს პაკეტებში. მესამე ადგილზე გ-----------------–---–ი იყო სოფელ პ-----ში მეზობელთან იქაც ამოიღეს წებოვანი ლენტი და ისიც დალუქეს. სოფელ პ-----ში შემთხვევის ადგილი იყო ეზო შემოღობილი კაპიტალურად და პატარა ერთსართულიანი სახლი, ბინის მეპატრონე ქალბატონი იმ დროს ბინაში იყო როდესაც მივიდნენ ადგილზე, ყველა მოქმედებას დათვალიერება იყო ეს თუ ნიმუშის აღება მასში მონაწილეობას იღებდა ბინის მეპატრონე, ყველა მოქმედებას ესწრებოდა ის, თითის ანაბეჭდები ამოღებული იქნა მისაღები ოთახში არსებული ,,შკაფიდან“, ანაბეჭდი აიღეს ასევე საწოლის თავებიდან და სახელურებიდან, სიგარეტის ნამწვი იყო გარეთ კარებთან, დანა იყო ეზოს გარეთ აღმოჩენილი, ძელაკი იყო კარებთან მიყუდებული. მას რაიმე დასკვნა არ აქვს გაცემული. მის მიერ არ ყოფილა შესრულებული ექსპერტ კინოლოგის მოვალეობები, ექსპერტს მხოლოდ შეუძლია კინოლოგი როდესაც აიღებს სუნის ნიმუშს, სუნის ნიმუში პაკეტებში დალუქოს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას პირველი შედის ექსპერტ კინოლოგი თავისი ძაღლით, პირველი შედის კინოლოგი და შემდეგ შედიან ექსპერტ გამომძიებლები. სოფელ პ-----ში, ასევე ახალციხეში თ------–---–ის ქუჩაზე ადგილის დათვალიერებისას პირველი შევიდა კინოლოგი, ხოლო შემდეგ შევიდნენ გამომძიებლები და დაიწყეს მუშაობა. სუნის ნიმუშის პაკეტი მას არ დაულუქავს, დალუქა სხვა გამომძიებელმა. გამომძიებელი მხოლოდ სპეციალურ პაკეტში ათავსებს კინოლოგის მიერ დალუქულ და პაკეტში მოთავსებულ ქილას, ათავსებენ პოლიეთილენის პარკში, რომელიც კარგად იხურება. სიგარეტის ნამწვი აღმოაჩინა პოლიციელმა, შესასვლელ კარებთან მარცხენა მხარეს იყო ნაგვის ურნა და იმასთან იყო, ურნა იყო ლითონის და მის გვერდზე იყო სიგარეტის ნამწვი.
ნ----------–-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ახალციხის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურში, კინილოგ-ექსპერტად. გამოძახებული იყო შემთხვევაზე სოფელ პ-----ში, მისვლისთანავე პირველ რიგში შემოწმდა ადგილი დაცული იყო თუ არა, შემდეგ შეუდგა თავის საქმიანობას. იყო ორი ოთახი, დიდი ,,ზალა“, გასაგები იყო რომ სუნი აღარ ამოვიდოდა და სუნი აიღეს მათ თვითონ დაზარალებულის მითითებული ადგილ----ნ. საწოლის ქვეშ ქალბატონი ინახავდა პირადობის მოწმობას, პირადობა ამოღებული იყო და გადაგდებული იყო მაგიდაზე, სუნი დარჩენილი იყო პირადობაზე, სუნის კვალი აიღეს, დალუქეს და ჩააბარეს გამომძიებელს. ადგილზე მისვლისას სახლი დახვდათ არეულ მდგომარეობაში, ქალი იყო შეშინებული, უცნაურად იქცეოდა. ნ----------–-------მა საექსპერტო საქმანობა დაიწყო პირველმა და მას შემდეგ განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე პირველი შედის კინოლოგ-ექსპერტი. არის სპეციალური ქილები, რომელშიც მოთავსებულია სპეციალური ნახშირი, რომელიც ისრუტავს სუნს, დაახლოებით 15-20 წუთში სუნი იქნება აღებული, შემდეგ ხდება მისი ქილაში დალუქვა, შემდეგ ილუქება ცელოფანში, იწერება ოქმი და ბარდება გამომძიებელს. ეს არის სპეციალური ნახშირი, რომელიც მზადდება სპეციალურად. დალუქული მიდის ექსპერტთან. როდესაც მან თავისი საქმე დაასრულა და ექსპერტები შევიდნენ დაბეჭდილი ქილა, დალუქული და შევსებული, გამომძიებელმა და ნ----------–-------მა მოაწერეს ხელი, ცელოფანი გაუცურდა ხელ----ნ და დავარდა ძირს, მის უკან მოდიოდა გამომძიებელი, რომ მიიხედა უკან ხელში ჰქონდა აწეული, ქილა რომ გატყდა, მან დააზიანა ცელოფანი, იბნეოდა ნახშირი და სუნი რომ არ დაკარგულიყო მაშინვე გადაახვიეს და იძულებულები იყვნენ, რომ შენობაში ჩაეტანათ, შედგა აქტი, მოათავსეს ახალ ქილაში, დაიბეჭდა, დაილუქა და ამით დასრულდა ნ----------–-------ის მოქმედება. რომ დაბრუნებულიყვნენ ადგილზე და ხელახლა აეღოთ სუნის ნიმუში აზრი არ ჰქონდა, რადგან ალიხანოვის შემდეგ ადგილზე შევიდნენ ექსპერტები და სუნის აღება შეუძლებელი იქნებოდა. გატეხილი ქილა მაშინვე დალუქა, ქილამ დააზიანა ცელოფანი, ნახშირს აქვს უნარი დიდხანს შეინარჩუნოს სუნი, რადგანაც დაილუქა და მერე ხელახლა ახალ ქილაში მოთავსდა არ დაკარგავდა სუნს, ჩვეულებრივად შესაძლებელი იქნებოდა სუნის ნიმუშის გამოყენება. ნახშირი თუ დიდხანს იქნებოდა აღნიშნულ მდგომარეობაში ის აღარ გამოდგებოდა ექსპერტიზისათვის. ბრალდებული მ--------ისგან სუნის ნიმუში აიღო 3-ჯერ. ორმა ადამიანმაც რომ მოკიდოს ხელი რაიმე ნივთს, სუნის ნაწილაკები მაინც რჩება ნივთზე და ნახშირი აიღებს ორივე ადამიანის სუნს.
ნ--------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს შეადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ გ-----------------ის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა ბიოლოგიური, წარმოდგენილი იყო კვლევაზე პაკეტები, დადგენილებაში დასმული იყო შეკითხვები, რომლითაც იხელმძღვანელა ნ--------–----ემ, პაკეტები იყო დალუქულ მდგომარეობაში, მის მიერ მომზადდა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, პაკეტში მოთავსებული იყო სისხლის მაგვარი ლაქა, რომლითაც იხელმძღვანელა და ბიოლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანლიზით დადგინდა: N1 ნიშნულ----ნ ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობიექტი N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ-------------------ს, პაკეტში წარმოდგენილი ანაწმენდები N5, N6, N7 ნიშნულებიდან ანაწმენდებზე სასტუმრო ოთახში არსებული კომოდის სახელურებიდან N5 ნიშნულ----ნ (ობ.N2) და სასტუმრო ოთახში არსებული სერვანდის სახელურებიდან, N6 ნიშნულ----ნ (ობ.N3) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, ობიექტი N2-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის მდედრობითი სქესის სულ მცირე ორ პირს. ობ. N2-ის პროფილის ერთი წილი და ობ.N3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ-------------------ს (ობ.N18); ანაწმენდებზე საძინებელში არსებული შკაფის სახელურებიდან, N7 ნიშნულ----ნ (ობ.N4), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით N9 ნიშნულ----ნ რკინის ზელაკიდან აღებული ანაწმენდი მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ-------------------ს; პაკეტში წარწერით N10 ნიშნულ----ნ ამოღებული სიგარეტის ნამწვი მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------------ს (ობ.N16. პაკეტი წარწერით: ა------------------ის ნერწყვის ნიმუში); პაკეტში წარწერით: ანაწმენდები დანიდან, დანის შალითიდან, წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან და თმისმაგვარი ღერები მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N7) და დანის სახელურიდან (ობ.N8), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა: ანაწმენდებზე დანის შალითადან არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება ს--------------–---ის (ობ.N15), პაკეტი წარწერით: ს--------------–---ის ნერწყვის ნიმუში, ა------------------ისა (ობ.N16) და ა--------------–---ის (ობ.N7); პაკეტი წარწერით: ა--------------–---ის ნერწყვის ნიმუში, გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. ობ. N9-ის პროფილის მინორულ წილში, ს------ ს--------------–---ის (ობ.N15) , ა------------------ის (ობ.16), ა--------------–---ისა (ობ.N217) და რ------- მ---------ის (ობ.N18) გენეტიკური ტანამონაწილეობა არ ვლინდება. ანაწმენდებზე წებოვანი ლენტი 1-დან და წებოვანი ლენტი 2-დან არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ-------------------ს. ადამიანის თმის ღერების გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ-------------------ს. პაკეტში, დალუქული პაკეტებისთვის N46/32 ლუქით მოთავსებულ მეტალის ძელზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის რ-------------------ს, მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და გენეტიკური ინენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. სეებ-ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ს მონაცემთა ბაზის გამოყენებით ობ.N9-ის გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. გენეტიკური პროფილის დადგენისას არაა ცდომილება, ეს ეყრდნობა სტატისტიკურ გამოთვლებს, არის კატეგორიული. საკვლევ ობიექტებზე მთლიანობა არ იყო დარღვეული. თითოეული ადამიანის გენეტიკური მასალა არის უნიკალური, შესაბამისად ის ვერ იქნება სხვა ადამიანის გენეტიკური მასალის იდენტური. კვლევისათვის არ აქვს მნიშვნელობა თუ როდისაა სიგარეტი მოწეული, გენეტიკური კვლევისათვის თუ ვარგისია მასალა, მაშინ ტარდება კვლევა. საკვლევ ობიექტზე თუ არის ბიომასალა, ნებისმიერ ადგილას იქნება კვლევადი, შესაბამისად გადატანის დროს ის არ კარგავს უნიკალურ თვისებებს, რაც კვლევისთვისაა საჭირო.
მ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქმეზე იქნა დანიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ოდოროლოგუირი ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რ------- მ---------ის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტი. ამასთან დაკავშირებით ამოღებული სუნის კვალი მოთავსებული იქნა 2 ცალი ცალ-ცალკე იქნა მინის ქილებში, დასმული იყო შეკითხვა: შემთხვევის ადგილ----ნ ამოღებული სუნის ნიმუში იყო თუ არა მოწმეების ა------------------ის და ს--------------–---ის სუნის იდენტური, ასევე ს--------------–---ის სუნის ნიმუში. მ----------------ესთან წარმოდგენილი იყო საკვლევი ობიექტის სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც მოთავსებული იყო სპეციალურ ქილებში, მათი მთლიანობა არ იყო დარღვეული, არც ქილის არც თავსახურის მთლიანობა არ იყო დარღვეული.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ლ---- ბ-------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რ-------------------ი ცხოვრობს მის მეზობლად მარტო შვილები რუსეთში ჰყავს, 2018 წლის 02 სექტემბერს იქნებოდა დაახლოებით 02:30 საათი რა დროსაც მისი სახლის ფანჯარაზე ვიღაც აკაკუნებდა, მიხვდა რომ მისი მეზობელი იქნებოდა, ადგა კარი გაუღო და დაინახა რ-------------------ი, საღამურით ფეხშიშველი იდგა, რომელმაც უთხრა რომ ახრჩობდნენ და გამოიქცა, შეიყვანა სახლში, ყბა დასიებული ჰქონდა სახეზე და ხელებზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მან უთხრა მოწმეს რომ სახლში 2 უცნობი შეუვარდა ურტყამდნენ და ახრჩობდნენ, შემდეგ წებოვანი ლენტი შემოუხვევიათ ყელზე სახეზე, მძარცველები სხვა ოთახში გასულან და მასაც დრო უხელთია და გაქცეულა. მან წებოვანი ლენტი მოიხსნა და პირველ სართულზე დატოვა, ამის შემდეგ მოწმემ დაურეკა ა-------------–---ს მოუყვა მომხდარის შესახებ და დახმარება სთხოვა, ა-------------–---ი მივიდა მათთან და დარეკა პოლიციაში. რ-------მ უთხრა მოწმეს რომ მძარცველების სახე არ დაუნახავს რადგან სიბნელე იყო.
გამომძიებელ დ---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა--------------–---ისთვის სუნის ნიმუში აქვს აღებული და გამოკითხული ყავს მოწმის სახით. ანუ ინფორმაცია არსებობდა რომ მაგასაც შეიძლებოდა ჩაედინა დანაშაული ასევე ინფორმაციული პატაკი აქვს დაწერილი ერთ-ერთ საქმესთან ბინის გაქურდვის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა იქნა ჩატარებული ს--------------–---ის და მ--------ის ბინებში და ამოღებული ნივთებთან დაკავშირებით დაწერა პატაკი რომ ამათ სახლებიდან იქნა ესადა ეს ნივთები ამოღებული და რომელიმე გამომძიებლის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ხომ არ ფიგურურებდა ეს ნივთები. გამომძიებელმა ჩაატარა ს--------------–---ის და ა------------------ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკები, იმათ ამოიღეს ის ნივთები, შემდგომ ამ ნივთებთან დაკავშირებით დაწერა პატაკი რომ იყო ასეთი საქმე ნ-------ი ჩ-----–--ის ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით არსებობდა ინფორმაცია რომ სავარაუდოდ ს--------------–---მა და ა------------------მა გაქურდეს აღნიშნული ბინა რის საფუძველზეც გაჩხრეკილი იქნა მათი საცხოვრებელი სახლები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რაც საქმეში ფიგურირებდა, სასმელები, საათები იყო სამკაულები, სხვადასხვა ნივთები. აღნიშნულ ნივთებზე დაწერა პატაკი ხელმძღვანელს მიმართა, რომ მის საქმეებში იქნა ესა და ეს ნივთები ამოღებული და რადგან ჩადენილი იყო კიდევ სხვადახვა ნივთის ქურდობები ,ძარცვა, რომელიმე საქმეში ხომ არ ფიგურირებდა ეს კონკრეტული ნივთები, ამის შემდეგ აღმოჩნდა თ------–---–ის ბინის გაქურდვის საქმეზე იყო რამდენიმე ნივთი სოფელ პ-----ში მომხარი ძარცვის საქმესთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე ნივთი და ეს ნივთები გადასცა გამომძიებლებს. კონკრეტულად იმ საქმესთან დაკავშირებით მე რომელი ბინის ქურდობაც ჰქონდა მას დაზარალებულის ნ------- ჩ-----–--ის მხრიდან ამოცნობილი არ ყოფილა ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და ეს ნივთები სხვა გამომძიებლებს გადასცა. სასმელები იყო ალკოჰოლური, სამკაულები იყო სხვადასხვა ნაკეთობები, კრიალოსნები საათები და მეტი არ მახსოვს, მამუკაშვილს გადასცა სამკაულები და გიორგაძეს კრიალოსნები ჯვრებთან ერთად, წერილობით მოხდა ნივთების გადაცემა.
2018 წლის 12 სექტემბრის გამომძიებელ დ---------–----ის პატაკით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში მიღებული ინფორმაციის თანახმად ჩ-----–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს ქ-------–--–--------–---–-------------ში მცხოვრებმა ს--------------–---მა და ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილაში მცხოვრებმა ა------------------მა, რის საფუძველზეც ხსენებული პირების საცხოვრებელ სახლებში 2018 წლის 10 სექტემბერს ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა და ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები.
ა------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა:
1. ოთხი ცალი მაჯის საათი მათგან 1) ყავისფერი ტყავის სამაჯურით ოქროსფერი შესაკრავით FRANCH MULLER-ის ფირმის. 2) ვერცხლისფერი ლითონის სამაჯურით SEIKO 3) ვერცხლისფერი ოქროსფერ ციფერბლატიანი, მინა გაბზარული "GITIZEN'"-ის ფირმის 4) ვერცხლისფერი ვერცხლისფერი სამაჯურით და ციფერბლატით FANAMIN ფირმის, საათები არის არამუშა მდგომარეობაში რომლებიც დაილუქა.
2. 1) გულსაბნევი გაწყობილი მწვანე და ოქროს ფერებში, შვლის ნუკრის გამოსახულებით, 2) ღუზის ფორმის ვერცხლისფერი საყურე, პ)ვერცხლის ფერი ცეპის შესაკრავი,4) ოქროს ფერი საყურის ჩამოსაკიდი. 5) მწვანე და წითელ ფერში გაწყობილი მარწყვის ფორმის საყურე, 6) 30 ცალი მცირე ზომის სამკაულის თვლები და სამაგრები აღნიშნული ნივთები Nანახი იქნა მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებულ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ რომელიც დაილუქა
3. მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებულ საძინებელ ოთახში მდგარ ბავშვის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა 3 ცალი გულზე ჩამოსაკიდი მძივი, რომელთაგან 1) ერთი მძივი არის ცისფერი თვლებით აბრეშუმის ძაფზე აწყობილი, ბოლოში მოთეთრო მოყვითალო ფერის ჯვარით რომელიც არის პლასტმასის იესო ქრისტეს გამოსახულებით, 2) მძივი არის მოვარდისფერო ფერის თვლებით აწყობილი, რომელთა შორის ოთხი ცალი თვალი არის შავი ფერის,მძივებს შორის დაყოლებულია ოქროსფერი იესო ქრისტეს გამოსახულებიანი ჯვარით და ოვალური ფორმის ხვთიშობლის მედალიონით ძაფზე ასხმული, 3)მომწვანო ფერის მძივი აწყობილი მომწვანო ფერის თვლებით ძაფზე აწყობილი ვერცხლისფერი იესო ერისტეს გამოსახულების ჯვარით, რგოლებათ შეკრული მედალიონით და მხვთიშობლის ვერცხლისფერი მედალიონით სამივე მძივი დაილუქა ერთ ფუთად.
4.მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებული საძინებელი ოთახის ფანჯრის რაფაზე ნანახი იქნა 3 ცალი ქაღალდის ნაჭერში გახვეული მცენარეული მასა თვისი მარცვლებით რომლებიც დაილუქა ერთ ფუთად ლურჯი ფერის დახვრეტილ მათთან ერთად არსებულ ბოთლის თავსახურთან ერთად დაილუქა.
5. ორი ცალი მობილური ტელეფონი რომელთაგან ერთი არის სამსუნგის ფირმის შავი ფერის წითელი ფერის ე.წ კანტით, სახურავის შიდა მხარეს მწვანე ფერის წარწერით BAMBUKI იმეი კოდით 3-------------- სიმბარათის გარეშე. მეორე არის ვერცხლისფერი VERTEX-ის ფირმის იმეი კოდით 3--------------, 3-------------- რომლეშიდაც მოთავსებულია ბილაინის ქსელის სიმბარათი. აღნიშნული ტელეფონები ნანახი იქნა მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებულ საძინებელ ოთახში საწოლის ლეიბის ქვეშ ტელეფონები დაილუქა 1 ფუთად.
ს--------------–---ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა:
1. ,„GRUMI“-ის ფირმის ოთხ ვარსკვლავიანი ერთი (1) ცალი კონიაკი შეფუთვის გარეშე, NOY-ის ფირმის სამ (3) ვარსკვლავიანი კონიანი წარწერით 1877 ,,ARSPEL” თავისივე ჩასადები პარკით და მუყაოს ყუთით წარწერით ,NOY და ,ARSPEL, აღნიშნულ ყუთში წანახი იქნა ოქროსფერი და შავი ფერის ერთმანეთზე გადაბმული ცეპი მრგვალი ფორმის ოქროსფერი რგოლებითა და ყვავილების ფორმის შავი ფერის პლასმასებით. რომელსაც მიბმული აქვს ოთხკუთხედი ვერცხლის ფერი მუყაოს ქაღალდი (საკიდი), აღნიშნულ ოთახში ბავშვის საწოლის ლეიბის დასაფენზე ნანახი იქნა ე.წ ნათლობის ცეპი და ჯვარი, ორი ცალი ჯვარი ერთი ცალი ბეჭედი ცისფერი თვლით, ორი ცალი ვერცხლის ფერი არასრული საყურე და ერთი ცალი ცალი ვერცხლის ფერი საყურე. აღნიშნულ ოთახში, ასევე ბავშვის საწოლის პირველ უჯრაში ნანახი იქნა მუყაოს კოლოფი წარწერით ,PARIS რომელშიც დევს ქალის ოქროსფერი ყელსაბამი ზედ მიმაგრებული მუყაოს ქაღალდით, აღნიშნულ უჯრაში ასევე დევს ყავისფერი კოლოფი წარწერით ,, IRISgold “რომელშიც დევს ოქროსფერი ხრახნიანი ბეჭედი. ამოღებული წივთები დაილუქა სამ (3) ფუთად
ზემოაღნიშნულ----ნ გამომდინარე გთხოვთ პირად შემადგენლობას გააცნოთ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების აღწერილობა იმ მიზნით, რომ ხომ არ ფიგურირებს ხსენებული ნივთები რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე გააანალიზა მხარეთა საკვანძო არგუმენტები და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ა------------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
რ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარტო, 2018 წლის 2 სექტემბერს გაეღვიძა და ნახა, რომ მის სახლში უცხო ადამიანები დადიოდნენ, სავარაუდოდ ორი პირი უნდა ყოფილიყო. ერთმა პირმა რამდენჯერმე დაარტყა და თავი დაანება. თავდამსხმელები იმ ოთახში შევიდნენ, სადაც ფული ჰქონდა შენახული და საწოლ----ნ ამოიღეს 60 ლარი. მან დრო იხელთა, სახლ----ნ გაიქცა და მეზობელს შველა სთხოვა. სახეზე არ დაუნახავს თავდამსხმელები. ფანჯრის შუშა ჰქონდათ ამოღებული და ეგრეთ წოდებული ლომი გამოიყენეს მის სახლში შესაღწევად. 2018 წლის 2 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ სოფ.პ-----ში ლ---- ბ-------თან ჩატარდა ამოღება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა ნახმარი წებოვანი ლენტის ფრაგმენტი, რომელიც არის გამჭვირვალე და ზედ აღენიშნება თმის ღერები. 2018 წლის 3 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რ-------------------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. 2018 წლის 13 სექტემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ რ-------------------მა ამოიცნო: მისი კუთვნილი სალოცავი ყელსაბამი ამოიცნო ჯვარის ფერით, უკანა მხარეს დაზიანებებით და ცისფერი მძივებით, ასევე ჯვარზე გამოსახულია ჯვარცმა. ყელსაბამი მწვანე ფერის მძივებით, ხატით, რომელსაც ამძვრალი აქვს გამოსახულება, ასევე ვერცხლისფერი ჯვრით და ძაფით რომლითაც დამაგრებული იყო ხატები ყელსაბამზე. ყელსაბამი-ოქროსფერი ჯვრით, გადაბმული ძაფით, ოქროსფერი ხატით და შავი ფერის მძივებით. 2018 წლის 12 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ახალციხის რაიონის სოფ.პატარა პ-----ში მცხოვრები რ-------------------ის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებთ, შემთხვევის ადგილ----ნ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა------------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. 2018 წლის 3 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „...N10 ნიშნულ----ნ ამოღებული სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------------ს (ობ.N16; პაკეტი, წარწერით: „...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...“); ანაწმენდებზე დანის შალითადან არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება ს--------------–---ის (ობ.N15; პაკეტი, წარწერით: „...ს--------------–---ის ნერწყვის ნიმუში...“), ა------------------ისა (ობ.N16) და ა--------------–---ის (ობ.N17; პაკეტი, წარწერით: „...ა--------------–---ის ნერწყვის ნიმუში...“).
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 2 სექტემბერს ა------------------მა ღამის საათებში დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პ-----ში მცხოვრებ რ------------------ის საცხოვრებელ სახლში, ხელის დარტყმით სახისა და თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება და აშაკარად გასტაცა 60 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, საპენსიო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ოქროსფერი ჯაჭვი, ჯვარი და სხვადასხვა აქსესუარები, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
ა------------------მა და ს--------------–---მა გამოიყენეს დუმილი უფლება.
სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომლითაც ძირითადად დადასტურდა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არარელევანტურია, რისი გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
ა------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით და მისი ნასამართლობა, დანაშაულის ჩადენის დროს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.
ს--------------–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განაჩენით და მისი ნასამართლობა, დანაშაულის ჩადენის დროს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მინიშნებას ა--------------–---ის მიმართ პოლიციელების შესაძლო არაჯანსაღი ინტერესის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასეთი ეჭვის გონივრული საფუძველი არ დადგენილა. ამასთან, როდესაც მხარე სასამართლოს წინაშე აჟღერებს ამდაგვარ არგუმენტს, სააპელაციო პალატას უჩნდება გონივრული მოლოდინი, რომ ეს მტკიცება რაიმე ტიპის არგუმენტით იქნება გამყარებული და ეს არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაშითბილისის ახალციხის რაიონული სასამართლოს 30 მაისის განაჩენი მათ შორის გასაჩივრებულია ა------------------ის და ს--------------–---ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის/მფლობელისათვის/მოსარგებლისათვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ამასთან, აუცილებელია, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრიობა.
რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში (სადაც გაერთიანებულია როგორც 177-ე ასევე 178-ე მუხლი) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №618აპ-15; § 13).
არაერთგზის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ა------------------მა ჩაიდინა 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (,,ს----------–-------------ის“ ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ს------------------ის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი-----------–--ის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; 4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
ს--------------–---მა ჩაიდინა 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (,,ს----------–-------------ის“ ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ს------------------ის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა------------------ის და ს--------------–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულ----ნ გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარება/სხვისი ქონების დაუფლება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის არაერთი დანაშაულები), მათ პიროვნებას (ორივე მსჯავრდებულს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თუმცა არიან ახალგაზრდები და გასათვალისწინებელია ასევე მათი კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს), ასევე იმ გარემოებას, რომ ზიანის ნაწილი ფაქტობრივად ანაზღაურებულია, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები ამოღებულია გამოძიების მიერ და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდება მათ კანონიერ მფლობელებს, რისი გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა, მინიმუმთან მიახლოვებული ზომით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, ორივე მსჯავრდებულმა განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, გამოსცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ორივე მსჯავრდებულის მიმართ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობა, მსჯავრდებულებს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი: წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სუნის ნიმუშები, თითის კვლები, სიგარეტის ნამწვი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს; 4 ცალი სკამის ფეხი, 2 ცალი ლითონის კარი, დანა, 2 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი გულსაბნევი, 1 ცალი საყურე, სხვადასხვა დასახელების საიუველირო ნაკეთობები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; ერთი ცალი დივიდი დისკი შენახული უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა------------------ის, მსჯავრდებულ ს--------------–---ის ადვოკატ ნ------------------–---–ის და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი;
ა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (,,ს----------–-------------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ს------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი-----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (რ-------------------ის ძარცვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 2 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 2 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად ა------------------ს დგანესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 2 თვის ვადით.
ა------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 12 სექტემბრიდან.
ა------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ს--------------–---ი ცნობილ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (,,ს----------–-------------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ს--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ს------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელებიდან ერთი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, ს--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ს------ ა------–---ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.
ს--------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 12 სექტემბრიდან.
ს--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სუნის ნიმუშები, თითის კვლები, სიგარეტის ნამწვი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;
4 ცალი სკამის ფეხი, 2 ცალი ლითონის კარი, დანა, 2 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი გულსაბნევი, 1 ცალი საყურე, სხვადასხვა დასახელების საიუველირო ნაკეთობები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, რომლის შესრულება დაევალოს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს;
ერთი ცალი დივიდი დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი