განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100119003078959
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003078959

საქმე #1/ბ-1774-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თამარ პაპავა;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - იო------------ე

მსჯავრდებული - და----------------------------–---–ი, დაბადებული 19-- წლის 1---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა------------------–-- ქუჩა #1--

ქმედების კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით და--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით, და--------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და და--------------–---–-----ის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლად მხედველობაში უნდა მიღებული ყოფილიყო ის გარემოება, რომ, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, თვეების მანძილზე კვლავ ტყუილი დაპირებებით ცდილობდა დაზარალებულის შეკავებას, რათა მას არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებსიათვის, კვლავ არწმუნებდა, რომ შეძლებდა დანაპირების შესრულებას, თუმცა რეალურად დანაპირები არ შეასრულა. და--------------–---–მა საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი დაზარალებულთან, მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი გამოძიებისთვისაც უცნობი იყო. განსაკუთრებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის. 2014 წელს გასამართლდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად კვლავ პირობითი მსჯავრი შეეფარდა. და--------------–---–ის მიმართ გამოჩენილმა ჰუმანურმა მიდგომამ (ორჯერ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათაიანი პირობებით, რის შემდეგაც დანიშნული სასჯელი შეუმცირდა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებით), მაინც ვერ უზრუნველყო მისი კანონშესაბამისი ქცევა და ახალი დანაშაულის პრევენცია.

მსჯავრდებულ და--------------–---–ის ადვოკატმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი და სამართლიანია. და--------------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ყავს მეუღლე, შვილები და დედა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დაზარალებული, რომელსაც ზიანი აუნაზღაურა, თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

სასამართლომ დაადგინა:

2011 წლის 31 იანვარს და--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და 2008 წლის 27 აპრილის განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2018 წლის სექტემბრის თვეში, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევი და--------------–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ეკა ბერიძის კუთვნილ ფულად თანხას -1190 ლარის ოდენობით და „ინნოვიტას“ ბრენდის, „whb parma 22 ksi“-ის მოდელის ცენტრალური გათბობის ქვაბს, რომელიც ამავე პერიოდში, 1300 ლარის სანაცვლოდ მიყიდა ვა---------------ს, ხოლო აღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით და--------------–---–მა ეკ---------ს მიაყენა 2.490 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ და--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი და--------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ასევე და--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ამასთან, და--------------–---–ს ჰყავს მეუღლე, შვილები და დედა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნები მიღწეული იქნება არასაპატიმრო სანქციის გამოყენებითაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ და--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი, პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე, დამატებით არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და მისი პირადი დასჯა, არამედ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა. მოცემულ სიტუაციაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ და--------------–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენება მიზანშეწონილი იყო.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას და--------------–---–ის ნასამართლობებზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარსული ნასამართლობა ვერ ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად, ვინაიდან და--------------–---–ს მაკვალიფიცირებელ ნიშნად შერაცხული აქვს დანაშაულის ჩადენა არაერთგზის, რაც საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. და--------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით დავით ღაღეთაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მთლიანად დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, და--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, და--------------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უკვე მოხდილი ჰქონდა და გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი და--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი და--------------–---–ი მიმართ დარჩეს უცვლელი.

და--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5500 (ხუთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 17 მაისიდან - 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით, და--------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

და--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე