განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002024294
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-18-19 10 თებერვალი, 2020 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მოსამართლეები- ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ნ----–--- კ-----ე ქ----------------- გ------- კ-----ე რ-----------
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- დაკმაყოფილდა გ------- კ-----ის სარჩელი მოპასუხეების ნ----–--- კ-----ის, ნ---- კ-----ისა და ა-- კ------–--ის მიმართ.
- ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ნ----–--- კ-----ის მიერ ნ---- კ-----ისათვის ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების ნაწილში.
- ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ნ---- კ-----ის მიერ ა-- კ------–--ისათვის ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების ნაწილში.
- მოსარჩელე გ------- კ-----ე ცნობილი იქნა ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე, რ----- კ-----ის სამკვიდრო უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ½ ნაწილის მესაკუთრედ.
- მოპასუხეებს ნ---- კ-----ეს, ნ----–--- კ-----ესა და ა-- კ------–--ს მოსარჩელე გ------- კ-----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1850 ლარის ა--ზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სა--ცვლოდ.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე გ------- კ-----ე და მოპასუხეები ნ---- კ-----ე, ნ----–--- კ-----ე, ა-- კ------–--ი არიან ახლო ნათესავები - გ------- კ-----ე და ნ---- კ-----ე არიან ნ----–--- კ-----ის შვილები, ხოლო ა-- კ------–--ი არის ნ---- კ-----ის შვილი.
2.2. ქ. ბ------–-, ო----------ის ქ. №------ში მდებარე სადავო უძრავი ქონება 1990 წლამდე წარმოადგენდა მოსარჩელე გ------- კ-----ის მამის და მოპასუხე ნ----–--- კ-----ის მეუღლის რ----- კ-----ის საკუთრებას.
2.3. რ----- კ-----ე გარდაიცვალა 1990 წლის 13 მარტს. რ----- კ-----ის მეუღლე ნ----–--- კ-----ე და შვილი გ------- კ-----ე რ.კ-----ის გარდაცვალების მომენტიდან ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, რითაც მათ მიიღეს მემკვიდრეობა. ნ----–--- კ-----ემ 1990 წლის 13 სექტემბერს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, რ----- კ-----ის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის მიღების მიზნით.1990 წლის 14 სექტემბერს გაიცა სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ----–--- კ-----ემ მემკვიდრეობით მიიღო რ----- კ-----ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა.
2.4. 2008 წლის 5 დეკემბერს ნ----–--- კ-----ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა რ----- კ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის მიერ ნ----–--- კ-----ის სახელზე გაიცა სანოტარო აქტი - კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზე ნ----–--- კ-----ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონებიდან 82.30 კვმ. ფართის მესაკუთრედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ს/კ 0-----------, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 473 კვმ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 264.60 კვმ).
2.5. 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ----–--- კ-----ემ, ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ 0-----------) მისი კუთვნილი წილი - 82.30 კვმ. ფართი მთლია--დ აჩუქა შვილს ნ---- კ-----ეს.
2.6. 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- კ-----ემ ქ.ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონების მისი კუთვნილი წილი 82.30 კვმ. ფართი მთლია--დ აჩუქა შვილს ა-- კ------–--ს. 2014 წლის 28 ივლისს ა-- კ------–--ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე 82.30 კვმ. უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ.
2.7. გ------- კ-----ემ 2013 წელს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ნ----–--- კ-----ის, ნ---- კ-----ისა და ა-- კ------–--ის მიმართ და მოითხოვა: 2008 წლის 5 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ½ ნაწილში, რომლის საფუძველზე ნ----–--- კ-----ე აღირიცხა რ----- კ-----ის მთლიანი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ. ასევე მოითხოვა ნ----–--- კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და 2013 წლის 15 აპრილს ნ---- კ-----ესა და ა-- კ------–--ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში და მის მიერ რ----- კ-----ის მემკვიდრეობის მიღებულად აღიარება, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილებით გ------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1) ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ------ მ-------ის მიერ 2008 წლის 05 დეკემბერს მოპასუხე ნ----–--- კ-----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში. 2) რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმი, ო----------ის ქ.№------ში, მიჩნეული იქნა გ------- კ-----ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეთა მიერ სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდგომ კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 5 ივნისს.
2.8. ქ. ბ------–-, ო----------ის ქ. №------ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილში 2013 წლის 16 იანვრისა და 2013 წლის 15 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, მხარეთა შორის დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებითად არ გადაწყვეტილა.
დადგენილი იქნა, რომ გ------- კ-----ემ 2013 წელს სარჩელი აღძრა ნ---- კ-----ის, ნ----–--- კ-----ის და ა-- კ------–--ის მიმართ და მოითხოვა:
ა) ½ ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს მ------ მ-------ის მიერ 2008 წლის 5 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ----–--- კ-----ემ მემკვიდრეობით მიიღო რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ო----------ის ქ. №------ში.
ბ) ½ ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმი ო----------ის ქ. №------ში მდებარე ქონებაზე ნ----–--- კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
გ) 1/2 ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 15 აპრილს ნ---- კ-----ესა და ა-- კ------–--ს შორის დადბული ჩუქების ხელშეკრულება.
დ) რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, გ------- კ-----ეს ჩაეთვალოს ფაქტობრივი მფლობელობის გზით მემკვიდრეობით მიღებულად.
ასევე დადგენილი იქნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით: გ------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
- ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ------ მ-------ის მიერ 2008 წლის 05 დეკემბერს მოპასუხე ნ----–--- კ-----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში.
- რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმი, ო----------ის ქ. №------ში, მიჩნეული იქნა გ------- კ-----ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად.
დადგენილი იქნა, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე.
2.9. 2016 წლის 23 თებერვალს, სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე, იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო ასახული პასუხი მოთხოვნებზე ჩუქების ხელშეკრულებათა ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, რის გარეშეც მოსარჩელე გ------- კ-----ე მოკლებული იყო შესაძლებლობას დაერეგისტრირებინა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით გ------- კ-----ის განცხადება, უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. იმავდროულად, სასამართლოს ინიციატივით საქმეზე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნ----–--- კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს ქ. ბათუმი ო----------ის ქ. №------ში მდებარე ქონების ჩუქებაზე დადებული ხელშეკრულება 1/2 ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ნ---- კ-----ესა და ა-- კ------–--ს შორის 2013 წლის 15 აპრილს ქ. ბათუმი ო----------ის ქ. №------ში მდებარე ქონების ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში.
2.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება გაუქმდა. 23.01.2017 წლის განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით.
2.11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 25 თებერვალს გაიცა სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვით 1990 წლის 13 მარტს გარდაცვლილი რ----- კ-----ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე 2008 წლის 5 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება და დადასტურდა, რომ ნ----–--- კ-----ემ და გ------- კ-----ემ, როგორც გარდაცვლილი მამკვიდრებლის რ----- კ-----ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს სამკვიდრო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №------ში.
2.12. რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №------ში, ჩუქების სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე დღემდე სრულად ირიცხება მოპასუხე ა-- კ------–--ის საკუთრებად.
2.13. 2017 წლის 25 ივლისს გ------- კ-----ემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად ცნობა და ამჟმად ა-- კ------–--ის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარება (სამოქალაქო საქმე №2/2821-17). მოპასუხე მხარემ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით იშუამდგომლა №2/2821-17 სამოქალაქო საქმიწარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ მოტივით, რომ არსებობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე №2/1668-13, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
2.14. მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სახეზე არ იყო საქმის წარმოების შეწყვეტის სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან №2/2821-17 სამოქალაქო საქმისაგან განსხვავებით, 2/1668-13 სამოქალაქო საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება და ამასთან, უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. მხარეთა დავა შეეხება ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის მამის რ----- კ-----ის საკუთრებას. ასევე დადგენილი იქნა, რომ რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონება მიიღეს მისი პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - მეუღლემ ნ----–--- კ-----ემ და შვილმა გ------- კ-----ემ.
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
2.17. დადგენილი იქნა, რომ მამკვიდრებელი რ----- კ-----ე გარდაიცვალა 1990 წლის 13 მარტს, რითაც გაიხსნა სამკვიდრო. რ----- კ-----ის სამკვიდრო მოიცავდა ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას. რ----- კ-----ეს ანდერძი არ დაუტოვებია.
2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
2.19. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სამკვიდრო ქონების მიღების წესსა და ვადას. კერძოდ: სკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გ------- კ-----ემ დედასთან ნ----–--- კ-----ესთან ერთად მიიღო სამკვიდრო ქონება, მან მოიპოვა საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე.
2.20. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვდა ნ----–--- კ-----ის მიერ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად ცნობას, ნ---- კ-----ისათვის ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე და ნ---- კ-----ის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად ცნობას, ა-- კ------–--ისათვის იგივე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე.
2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ხოლო ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
2.22. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დადგენილი იქნა, რომ ნ----–--- კ-----ემ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით გ------- კ-----ის თანხმობის გარეშე, მთლიანად განკარგა რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის გ------- კ-----ის კუთვნილი წილიც - უძრავი ქონების ½ ნაწილი, რითაც მან ბუნებრივია, დაარღვია მოსარჩელის, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრის კანონით გათვალისწინებული უფლებები, რის გამოც სახეზეა ამ გარიგების ბათილად ცნობის სკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ასევე, დადგენილი იქნა, რომ დასაჩუქრებულმა ნ---- კ-----ემ სადავო უძრავი ქონება თავის მხრივ აჩუქა ქალიშვილს ა-- კ------–--ს, 2013 წლის 15 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
2.23. მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა, ვინაიდან ის რეალურად მიზნად ისახავდა გ------- კ-----ისათვის დაბრკოლების შექმნას რეალურად მიეღო სამკვიდრო ქონება - გარიგება მიზნად ისახავდა თავიდან აერიდებინათ სამკვიდრო ქონების გ------- კ-----ისათვის გადაცემა.
2.24. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებდა ის გარემოება, რომ მოდავე მხარეები არიან უახლოესი ნათესავები. შესაბამისად, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო უძრავი სამკვიდრო ქონების მიმართ ერთმანეთის უფლებების შესახებ. მათ შორის გ------- კ-----ის უფლებების შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ გ------- კ-----ის ნებისაგან დამოუკიდებლად, მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე განკარგეს სადავო უძრავი ქონება.
2.25. არის თუ არა გარიგება მოჩვენებითი ხასიათის შეფასებითი კატეგორიისაა და იგი უნდა დადგინდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. ისეთ ვითარებაში, როცა მოპასუხეებმა, როგორც გ------- კ-----ის უახლოესმა ნათესავებმა (ოჯახის წევრებმა) იმთავითვე იცოდნენ გ------- კ-----ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ინფორმირების/ნების გარეშე მიიღეს და გაასხვისეს ეს ქონება, ისე რომ ფაქტობრივი მოცემულობა არ შეცვლილა და უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელად დღემდე გვევლინება ნ----–--- კ-----ე, დასაბუთებული იყო ვარაუდი, რომ უძრავი ქონების გასხვისება რეალურად განხორციელდა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე.
2.26. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. განსახილველ შემთხვევაში, გარიგება დაიდო იმ მიზნით, რომ გამოერიცხათ გ------- კ-----ის შესაძლებლობა, როგორც მემკვიდრესა და მესაკუთრეს მოეხდინა უძრავი ნივთის მიმართ თავისი უფლებების რეალიზაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა სამკვიდრო ქონების გ------- კ-----ის მიერ მიღების შეზღუდვის საშუალებას, რის გამოც მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების გარიგებები მიჩნეული უნდა ყოფილიყო მოჩვენებით გარიგებად და შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ----–--- კ-----ემ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რ----- კ-----ის მეუღლე ნ----–--- კ-----ე და მისი შვილი გ------- კ-----ე რ. კ-----ის გარდაცვალების მომენტიდან ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, რითაც მიიღეს მემკვიდრეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გ------- კ-----ე აღნიშნულ ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, ვინაიდან, იგი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. გ------- კ-----ე ცხოვრობდა ცუდი ცხოვრების წესით, რის გამოც მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა მამასთან ანუ რ----- კ-----ესთან, ამიტომ თვით რ----- კ-----ემ ის მისსავე სიცოცხლეში გააგდო სახლიდან. გ------- კ-----ე არ ცხოვრობდა რ----- კ-----ის საკუთრებაში. ის ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართებზე, ამიტომ სამკვიდრო ფაქტობრივად დაუფლებულად ვერ ჩაეთვლება.
3.2. სასამართლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 1306-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სამკვიდრო ქონების კანონით ან ანდერძით მიღებას. აღნიშნულ მუხლს სასამართლო ერთგვარ გარანტად იყენებს გ------- კ-----ის მიმართ, თუმცა გ------- კ-----ისათვის არავის შეუშლია ხელი კანონით განსაზღვრულ ვადებში მიემართა სამკვიდროს მიღებისათვის, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, არანაირ წარმოქმნილ დაბრკოლებებს ადგილი არ ჰქონია.
3.3. ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნას უნდა გააჩნდეს დასაბუთებული არგუმენტები, მათ შორის დადებული ხელშეკრულება იყო აბოლუტურად შეგნებული. ნ----–--- კ-----ეს სურდა აღნიშნულ ხელშეკრულებას რეალური იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. მოსარჩელის მიერ დღემდე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც რეალურად დაადასტურებდა აღნიშნული ხელშეკრულებების მოჩვენებით და თვალთმაქცურ ხასიათს. სასამართლო აცხადებს, რომ მან განიხილა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს. გაუგებარია რას ეძახის სასამართლო საქმის განხილვას. არ დაკითხულა არც ერთი მოწმე და არ გამოკვლეულა არავიათარი მტკიცებულება. უფრო მეტიც ამ საკითხზე სასამართლო პროცესებზე ფაქტიურად საუბარი არც ყოფილა.
3.4. სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით: " სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით წყვეტს საქმის წარმოებას თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იგივე დავის საგანზე. დავის საგანი იგივეა, თუ იგივეა მოთხოვნა, სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის. დიახ, მოპასუხის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია თუმცა ისინი არ ითხოვენ სარჩელის მთლიანად განუხილველად დატოვებას. ითხოვენ არა სარჩელის მთლიანად განუხილველად დატოვებას, არამედ მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არაერთხელ იქნა განხილული ყველა ინსტანციის სასამართლოში და არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რაც სასამართლოს კანონის შესაბამისად ავალდებულებს შეწყვიტოს საქმის განხილვა მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულებების ბათილობის ნაწილში. სასამართლო კი ამის შესახებ არაფერს აცხადებს.
3.5. გ------- კ-----ემ 2013 წელს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ნ----–--- კ-----ის, ნ---- კ-----ის და ა-- კ------–--ის მიმართ მოთხოვნით: 2008 წლის 5 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა 1/2 ნაწილში; ასევე მოითხოვა ნ----–--- კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და 2013 წლის 15 აპრილს ნ---- კ-----ესა და ა-- კ------–--ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა და მის მიერ რ----- კ-----ის მემკვიდრეობის მიღებულად აღიარება, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით, რაც დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2014 წლის 28 იანვარს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც. აღნიშნული სარჩელის განხილვისას ამოწურულია ყველა კანონით განსაზღვრული ინსტანცია და შესაბამისად გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გაკვირვებას იწვევს, ის ფაქტი, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო საერთოდ არ ეხება მოპასუხის პოზიციას აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რაც არაფერია თუ არა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება. როგორც უკვე მოგეხსენებათ საქმის მასალებიდანაც დგინდება, როგორც უკვე განხილულ და გადაწყვეტილ, ასევე მიმდინარე დავაში მხარეები გ------- კ-----ე, ნ----–--- კ-----ე და ა-- კ------–--ი. დავის საგანი იყო და არის ერთი და იგივე. მხარეები იდენტური საპროცესო სტატუსით მონაწილეობდნენ ერთი და იმავე დავის საგნითა და საფუძვლით. მართალია მოსარჩელე აღნიშნულ სარჩელში ხელშეკრულებების ბათილად ცნობის გარდა, სხვა სასარჩელო მოთხოვნასაც აყენებს, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა უკვე არაერთხელ იქნა განხილული 2014 წლიდან და სასამართლო დავა დასრულებულია კანონით გათვალისწინებულ ყველა ინსტანციაში. შესაბამისად, სასამართლოს თხოვენ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისიწნებული უფლებამოსილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს:
- ნ---- კ-----ისათვის ქ.ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე ნ----–--- კ-----ის მიერ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილში.
- ა-- კ------–--ისათვის ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე ნ---- კ-----ის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილში.
- ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე, რ----- კ-----ის სამკვიდრო უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ½ ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელე გ------- კ-----ის აღიარება (რაც ამჟამად აღრიცხულია ა-- კ------–--ის საკუთრებად);
4.3. დადგენილია, რომ 2013 წელს გ------- კ-----ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ნ----–--- კ-----ის, ნ---- კ-----ისა და ა-- კ------–--ის მიმართ და მოითხოვა: 2008 წლის 5 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ½ ნაწილში, რომლის საფუძველზე ნ----–--- კ-----ე აღირიცხა რ----- კ-----ის მთლიანი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ. ასევე მოითხოვა ნ----–--- კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და 2013 წლის 15 აპრილს ნ---- კ-----ესა და ა-- კ------–--ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში და მის მიერ რ----- კ-----ის მემკვიდრეობის მიღებულად აღიარება, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით;
4.3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილებით გ------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1) ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ------ მ-------ის მიერ 2008 წლის 05 დეკემბერს მოპასუხე ნ----–--- კ-----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში.
2) რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმი, ო----------ის ქ.№------ში, მიჩნეული იქნა გ------- კ-----ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად.
4.3.2. დადგენილია, რომ ქ. ბ------–-, ო----------ის ქ. №------ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილში 2013 წლის 16 იანვრისა და 2013 წლის 15 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, მხარეთა შორის დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებითად არ გადაწყვეტილა;
4.3.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად;
4.3.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეთა მიერ სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდგომ კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 5 ივნისს;
4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტი მხარის მოსაზრებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვდა მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, თუმცა მას ამ მიმართებით დაყენებული არ ჰქონია რაიმე სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა. მოცემული წარმოების ფარგლებში კი მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ½ ნაწილში ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარება. ამდენად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები ვერ იქნება მიჩნეული ერთი და იგივე დავის საგნად, რაც უსაფუძვლოს ხდის აპელანტის მსჯელობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;
4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ - ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
4.6. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილია სადავო უძრავი ქონების - რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმი, ო----------ის ქ.№------ში, გ------- კ-----ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღება. ამდენად, მოცემული ფაქტი დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული;
4.7. დადგენილია, რომ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ----–--- კ-----ემ, ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ 0-----------) მისი კუთვნილი წილი - 82.30 კვმ. ფართი მთლიანად აჩუქა შვილს ნ---- კ-----ეს;
4.8. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
4.9. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ, ვინაიდან, ნ----–--- კ-----ემ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით გ------- კ-----ის თანხმობის გარეშე, მთლიანად განკარგა რ----- კ-----ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის გ------- კ-----ის კუთვნილი წილიც - უძრავი ქონების ½ ნაწილი, რითაც მან ბუნებრივია, დაარღვია მოსარჩელის, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრის კანონით გათვალისწინებული უფლებები, რის გამოც სახეზეა ამ გარიგების ბათილად ცნობის სკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი;
4.10. დადგენილია, რომ 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- კ-----ემ ქ.ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონების მისი კუთვნილი წილი 82.30 კვმ. ფართი მთლიანად აჩუქა შვილს ა-- კ------–--ს. 2014 წლის 28 ივლისს ა-- კ------–--ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე 82.30 კვმ.უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ;
4.11. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება);
4.12. მოჩვენებითი გარიგების დროს, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს, კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ);
4.13. გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. №ას-571-879-09, 30.04.2010წ);
4.14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მჩუქებელი და დასაჩუქრებული არიან დედა-შვილი, შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ა-- კ------–--მა იცოდა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მჩუქებელს, ნ---- კ-----ეს საკუთრების უფლება სრულად არ წარმოშობია, საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქონებაზე მისი საკუთრების თაობაზე ნაწილობრივ არასწორი იყო, ხოლო ასეთ ვითარებაში გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობას და მხარეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით დაესაკუთრებინათ მთლიანი უძრავი ქონება. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა ადგენს, რომ 2013 წლის 15 აპრილს, ნ---- კ-----ესა და ა-- კ------–--ს შორის დადებული გარიგება მოჩვენებითია, სკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია, რაც ადასტურებს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების სისწორეს;
4.15. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ,,ა“ ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით;
4.16. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა;
4.17. ვინაიდან, საჯარო რეეტრში ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე 82.30 კვ.მ. უძრავი ქონებაზე (ს/კ 0-----------) ა-- კ------–--ის სახელზე გაკეთებული საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი (15.04.2013წ. ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში), ასევე ჩუქებამდე დადებული 16.01.2013წ. ნ----–--- კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილია, შესაბამისად, ნ----–--- კ-----ემ, ხოლო შემდგომში ნ---- კ-----ემ და ა-- კ------–--მა ნაწილობრივ უსაფუძლოდ (1/2 ნაწილში ბათილი გარიგებების საფუძველზე) მიიღეს საკუთრებაში გ------- კ-----ის კუთვნილი უძრავი ქონება (1/2 ნაწილი). ამდენად, მოსარჩელე გ------- კ-----ე ცნობილი უნდა იქნეს ქ. ბ------–-, ო----------ის ქუჩა №----- მდებარე, რ----- კ-----ის სამკვიდრო უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ½ ნაწილის მესაკუთრედ. შესაბამისად, ა-- კ------–--ის სახელზე არსებული ჩანაწერი ნაწილობრივ არასწორია, რაც უნდა გასწორდეს და ამ სადავო ქონების ½-ის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს გ------- კ-----ე;
4.18. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ნ----–--- კ-----ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----–--- კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე