ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირებისა და დოკუმენტური კონტროლის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია: ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს აგრეთვე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას; ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება
ინსპექტირება
11 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რომელიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, მემანქანეებისა და მათი დამსაქმებლების შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას
პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციის, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ან პროფესიული განსჯის საფუძველზე მისი ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ბიოპროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებული საწარმოო პროცესისა და წარმოების შემდგომი - გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირების/ნიშანდების და რეალიზაციის შემოწმება ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული წარმოადგენს ბიოწარმოების სერტიფიკაციის საფუძველს
სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოიცავს სურსათის/ცხო-ველის საკვების, სასურსათო ნედლეულის, ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ასპექტის გამოკვლევასა და შემოწმებას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით
პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დასადგენად
ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფრასტრუქტურის მენეჯერის და სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება
ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება
ობიექტზე სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება
არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება დაკვირვებისა და გაანალიზების მეშვეობით, რომელსაც საჭიროებისამებრ თან ერთვის გაზომვა და/ან ტესტირება
ტექნიკური რეგლამენტის - ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ
რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება