ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№335
სარეგისტრაციო კოდი
010110020.10.003.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 10/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№335

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო:

    მუხლი 1

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2010 წლის 15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) აბონენტებისათვის, თითო აბონენტზე ოქტომბრის თვეში 350 მ3, ხოლო ნოემბრის თვეში 700 მ3 ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება შპს„ქართლიგაზისათვის“.

    მუხლი 2

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება განახორციელოს შპს„ქართლიგაზის“მიერ წარდგენილი და შესაბამისად ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) აბონენტების ნუსხისა და ოდენობის შესაბამისად.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური