საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2004 ძალადაკარგული 05.11.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 95, 31/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (28)

შემდგომი ცვლილებები (23)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №70
2004 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე, რომელიც კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 0108, რუსთაველის პროსპექტი №30.
მუხლი 2
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
მუხლი 3
1. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.

თავი IIსამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

მუხლი 22
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქაციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება;
ბ) საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაციის ორგანიზება;
გ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების იურიდიული დასაბუთება (ექსპერტიზა);
დ) სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ე) კერძო სამართლის რეფორმის პროცესში წინადადებათა შემუშავება და სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა.
მუხლი 23
სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდემიასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება;
გ) სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ე) ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური კომისიების მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ზ) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი;
ი) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება;
კ) მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულდიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;
ლ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზება და კონტროლი;
მ) მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო გათავისუფლების საკითხთა წინასწარი მომზადება.
მუხლი 24
სააღსრულებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააღსრულებო პოლიციის მეშვეობით, სასამართლო გადაწყვეტილების სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი მოკვლევა.
მუხლი 25
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებისა და პრობაციის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის კოორდინაცია და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 26
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი, ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული რეფორმის პრიორიტეტების, მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
გ) სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმის მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა, პატიმართა და სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა უფლებების დაცვის კონტროლის განხორციელება, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება.
მუხლი 27
მთავარი კანცელარიის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტებითა და მითითებებით განსაზღვრულ კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
გ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების მომზადება და ოქმების გაფორმება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა;
ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად.
მუხლი 28
მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა;
ბ) უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების, უცხოელი მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეების მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის, აგრეთვე საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და უცხოელთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება;
გ) მოქალაქეობისა და იმიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, სამოქალაქო მდგომარეობის ცალკეული აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ე) სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრირებული აქტების საინფორმაციაო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ვ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების საქმიანობის კონტროლი;
ზ) თავისი კომპეტენციის ნაწილში სახელმწიფო რეესტრის მართვის სამსახურების საქმიანობის კონტროლი.
მუხლი 29
სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია;
ბ) უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი;
დ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიების აღრიცხვა;
ვ) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
ზ) თავისი კომპეტენციის ნაწილში სახელმწიფო რეესტრის მართვის სამსახურების საქმიანობის კონტროლი.
მუხლი 30
საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტის პროექტის მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება;
დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ე) სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) მოხელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
ზ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
თ) სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზება და სტაჟირების გავლის კონტროლი;
ი) სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებზე;
კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
ლ) შიდასაუწყებო წესის შესაბამისად სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა;
მ) მოსამსახურეთა შრომითი ინსტრუქციების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა.
მუხლი 31
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა, სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი;
დ) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემულ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ე) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ვ) სახელმწიფო რეესტრის წარმოების სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება.
მუხლი 32
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადდებათა წარდგენა;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
მუხლი 33
სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ბ) წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულების შესრულებისათვის.
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 34
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.