ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ · რედაქცია 15.07.2020

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 1 163 მითითება 39 მუხლზე . ქვემოთ — 26 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება — 158 გადაწყვეტილება

    …დღესაც აგრძელებენ; 2.4. მოსარჩელეებმა აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესად მიუთითეს, რომ უძრავი ქონება (სხვენი), რომელიც ამჟამად მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაშია რეგისტრირებული, დაბრუნდება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში ( „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), რის შედეგადაც მოსარჩელეებს, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს,…
    საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
  2. მუხლი 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება — 148 გადაწყვეტილება

    …მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), რის შედეგადაც მოსარჩელეებს, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს, მიეცემათ უფლება, მოითხოვონ შესაბამისი პროცედურების დაცვით სადავო უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია ( „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი). მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს…
    საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
  3. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — 140 გადაწყვეტილება

    …კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. 2.5. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბინა მრავალბინიან სახლში არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური…
    საქმე №ბს-1084(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
  4. მუხლი 10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობები — 105 გადაწყვეტილება

    …დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა…
    საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
  5. მუხლი 27. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევა — 74 გადაწყვეტილება

    …მისი საოჯახო ნივთების განთავსებით მე-2 სადარბაზოში, მესამე მოპასუხისათვის გადაცემული სხვენის ფართის მფლობელობას/სარგებლობას. 14. სააპელაციო პალატამ მოიხმო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4, 5.1, 5.4, 27.4, 28.8 მუხლები და განმარტა, რომ დასახელებული ნორმების თანახმად, ამხანაგობის კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება…
    საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
  6. მუხლი 19. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა — 69 გადაწყვეტილება

    …სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. 3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 4.1, 4.2, 5.1- 5.4, 6.5, 10.1, 19.1, 26.1, 27.1, 27.4, 28.2, 28.3 მუხლებით და განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე დავის მოწესრიგების მიზნით, არსებით მნიშვნელობას იძენს იმ…
    საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
  7. მუხლი 28. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება — 65 გადაწყვეტილება

    …მისი საოჯახო ნივთების განთავსებით მე-2 სადარბაზოში, მესამე მოპასუხისათვის გადაცემული სხვენის ფართის მფლობელობას/სარგებლობას. 14. სააპელაციო პალატამ მოიხმო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4, 5.1, 5.4, 27.4, 28.8 მუხლები და განმარტა, რომ დასახელებული ნორმების თანახმად, ამხანაგობის კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება…
    საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
  8. მუხლი 101. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ — 53 გადაწყვეტილება

    …და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მითითებული კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის…
    საქმე №ბს-1231(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2025
  9. მუხლი 7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური და საერთო ქონებით სარგებლობა — 40 გადაწყვეტილება

    …კვ.მ ფართის (სადავო ქონების) ამხანაგობის საკუთრებად აღრიცხვა. 12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-3, მე-4, მე-7, მე-10 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 99-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან ამხანაგობამ გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის ინფორმირების გარეშე, არსებობდა…
    საქმე №ას-476-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
  10. მუხლი 6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განკარგვა — 38 გადაწყვეტილება

    …კრების ოქმი, რითაც შეუზღუდა სს „ბ...ს“ (ამჟამად სს „ს...“) სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 მუხლები. კასატორების განმარტებით, მათ ლეგალიზების შესახებ განცხადებით მიმართეს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 25 მაისს. 2019 წლის 28 მაისის…
    საქმე №ბს-935(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
  11. მუხლი 21. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მოვალეობები — 34 გადაწყვეტილება

    …საგულისხმოა, რომ მოსარჩელე წესდების უკანონობას ძირითადად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას უკავშირებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესაკუთრისთვის თანხის დაკისრება მართლსაწინააღმდეგო ქმედებას არ წარმოადგენს, რადგან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია…
    საქმე №ას-1426-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
  12. მუხლი 26. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვა — 32 გადაწყვეტილება

    …ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. 13. ზემო ხსენებული კანონის 26.1-ე მუხლის მიხედვით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც ამავე კანონის 27-ე მუხლის…
    საქმე №ას-525-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
  13. მუხლი 1. რეგულირების სფერო — 29 გადაწყვეტილება

    …მოსარჩელე და მისი ოჯახი, რაც გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას; 1.1.2. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რადგანაც ამავე კანონის პირველი მუხლის, ასევე, გამოყენებული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონის მოქმედება ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა შორის და არა მესამე პირის მიმართ…
    საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
  14. მუხლი 11. კანონით შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მრავალბინიან სახლში — 29 გადაწყვეტილება

    …მიერ და მან საკუთარი სახსრებით აამუშავა ლიფტი. 5.8. ზემოაღნიშნული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-11 მუხლზე და დაადგინა, რომ ვინაიდან სადავო მისამართზე მდებარე უძრავ ნივთს ჰყავდა რამდენიმე ინდივიდუალური მესაკუთრე, შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა…
    საქმე №ას-1295-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
  15. მუხლი 8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვა — 22 გადაწყვეტილება

    …ოქმი, რითაც შეუზღუდა სს „ბ...ს“ (ამჟამად სს „ს...“) სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 მუხლები. კასატორების განმარტებით, მათ ლეგალიზების შესახებ განცხადებით მიმართეს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 25 მაისს. 2019 წლის 28 მაისის №02/1817…
    საქმე №ბს-935(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
  16. მუხლი 23. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება — 15 გადაწყვეტილება

    …რომ მას ამხანაგობის წინაშე დავალიანება არ გააჩნია. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის, პირველ, მეორე მუხლებზე, მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-13 მუხლზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის წევრებს შორის არსებობს კანონისმიერი ვალდებულებითსამართლებრივი…
    საქმე №ას-1030-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
  17. მუხლი 14. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამართლებრივი სტატუსი — 13 გადაწყვეტილება

    …სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 82. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება…
    საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
  18. მუხლი 20. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა უფლებები — 12 გადაწყვეტილება

    …ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა შორის და არა მესამე პირის მიმართ წარმოშობილ ურთიერთობაზე. ხსენებული კანონი რ– შემთხვევაში, აწესებს მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხსაც (მე-6 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები, მე-7, მე-18 და მე-20 მუხლები), თუმცა, ეს შემთხვევები სახეზე არაა; 1.1.3. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლით და რა განაპირობებდა,…
    საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
  19. მუხლი 18. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უფლებები — 11 გადაწყვეტილება

    …4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის,,გ.ბ.“ პუნქტის საფუძველზე პირველ მოპასუხეს სადავო სარდაფი, როგორც მესამე პირს, ისე გადაეცა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის…
    საქმე №ას-324-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
  20. მუხლი 9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრები — 6 გადაწყვეტილება

    …შემავალი რიგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემას, ნორმის დისპოზიცია არ შეიცავს მითითებას თანხმობის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, გაურკვეველია დასახელებული მუხლის სასამართლოსეული განმარტება. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის…
  21. მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი — 5 გადაწყვეტილება

    …სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ 2002 წლის 8 აპრილის ბრძანება ვ.ბ-ის უფლებებს არ წარმოშობდა. 6.1.3. კასატორებმა მიუთითეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნეს, რომ 2008 წლის 27 ივლისისა და 2011 წლის 20 თებერვლის ამხანაგობის კრების ოქმები შედგენილია უშუალოდ მოსარჩელის მიერ, რომელიც ამ…
  22. მუხლი 16. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა — 4 გადაწყვეტილება

    …დაკმაყოფილება. 4.10. რაც შეეხება სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ასევე, მიუთითა გამოსაკვლევ საკითხთან მიმართებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს…
    საქმე №ას-979-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
  23. მუხლი 15. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემოსავალი — 1 გადაწყვეტილება

    …ხსენებული ოდენობით ხარჯის გაწევა. რაც შეეხება საერთო საკუთრების ავტოსადგომების განკარგვისა და შენობის ფასადზე სარეკლამო აბრის განთავსების შედეგად მიღებული შემოსავლის - 20 000 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნას, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის…
    საქმე №ას-1426-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
  24. მუხლი 17. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელწოდება — 1 გადაწყვეტილება

    …აღნიშნული პოზიცია იმ მოტივით, რომ ამხანაგობის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ ამხანაგობის სახელწოდება და მესამე პირებთან ურთერთობაში გამოვიდნენ სწორედ მათი ნების შესაბამისად არჩეული სახელწოდებით. აღნიშნულ პოზიციას ამყარებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის რეგულაცია, რომელიც ადგენს, რომ თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას არ აქვს სახელწოდება,…
  25. მუხლი 22. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ დაწესებული ნებაყოფლობითი შეზღუდვის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში — 1 გადაწყვეტილება

    …ფართის სახურავზე სამერცხლულების მოწყობის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ დადასტურება კანონსაწინააღმდეგოა და უხეშად არღვევს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. სამართლებრივ საფუძვლებად აპელანტი მიუთითებს ასკ-ის 22-ე, 32-ე მუხლებზე, ზაკ-ის მე-5, მე-13, 53-ე, 96-ე, მე-601 მუხლებზე. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის N2/22314–15 გადაწყ
  26. მუხლი 29. ურთიერთობები მუნიციპალიტეტის ორგანოებთან — 1 გადაწყვეტილება

    …აღრიცხული და მის დაფუძნებაზე თვითმმართველობიდან თანხმობა არ გაცემულა, რაც უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.9. პუნქტით. ეს მაშინ, როცა ასეთი აღრიცხვა და თანხმობის მიღება სავალდებულოა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით.…