ქ. თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№508
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 17/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №508

2005 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ

ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფი­ნანსებით ენგურჰესზე 3T ტრანსფორმატორი უნდა შეიც­ვალოს ახლით. მის გადასაზიდად საჭირო მისაბმელი 12- ღერძიანი ავტომატარებლის წონა (ტვირთიანად) 325 ტონაა. ტვირთის სპეცი­ფიკურობისა და რეაბილიტაციის სამუშაოთა მნიშვნელობიდან გამომდინარე:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტა­მენტის დასკვნით, აღნიშნული ტრანსფორმატორის ენგურჰესზე გადაზიდვის ოპტიმალურ მარშრუტად მიჩნეულია ოჩამჩირე-გალი-დაბა საბერიოს საავტომობილო გზა.

2. საქართველოს ენერგოსისტემისათვის ენგურჰესის უდიდესი  მნიშვნელობისა  და  „საქართველოს საზღვაო სივრცის აფხაზეთის საზღვაო რაიონში საქართველოს უფლებების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უშიშროების დაცვის შესახებ12“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს № 313 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების ქ. ოჩამჩირის პორტში შეუფერხებლად შესვლი­სათვის.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილა­ური).

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი