ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის OPERATION PROVIDE HOPE (OPH) საქართველოში განხორციელების მხარდაჭერის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№481
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 07/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №481

2007  წლის  7 სექტემბერი

ქ. თბილისი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის OPERATION PROVIDE HOPE (OPH) საქართველოში განხორციელების მხარდაჭერის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული  Operation Provide Hope (OPH) პროექტის საქარ­თველოში განხორციელების  მხარდაჭერის მიზნით საქარ­თველოს პარლამენტის 1996 წლის 11 დეკემბრის №525 დადგენილებით რატიფიცირებული ,,საქართველოს რესპუბლი­კის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონო­მიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე“შეთანხმების შესაბამისად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დატვირთული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩ-17-ის საქართველოში აფრენა-დაფრენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის, აგრეთვე კონტეინერების რკინიგზის სადგურზე გადმოტვირთვის, კონტეინერების 60 (სამოცი) დღემდე დასაწყობების, სატვირთო სადგურზე სასაწყობო ფართობის დაქირავებისა და შესაბამისი საქონლის (სამედიცინო აღჭურვილობა და ნივთები) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში გადასა­ტანი ხარჯის ანაზღაურება.

2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნე­ლობის გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალოს ამერი­კის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის Operation Provide Hope (OPH) ფარგლებში მიღებუ­ლი სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და აპარატურის გადანაწილება შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

ა) ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;

ბ) აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკა;

გ) იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინი­კური საავადმყოფო;

დ) წმ. იოაკიმესა და ანას სამშობიარო სახლი;

ე) ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომი­კური განვითარების სამინისტრომ კომპეტენციების ფარ­გლებში ხელი შეუწყონ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის  Operation Provide Hope (OPH) განხორციელებას.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ზ. ნოღაიდელი