სს „თბილსრესის” №4 ენერგობლოკის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამართულად ფუნქციონირებისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№671
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №671

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „თბილსრესის” № 4 ენერგობლოკის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამართულად ფუნქციონირებისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ

1.    2009-2010 წლებში შემოდგომა-ზამთარსა და შემდგომ პერიოდში სს „თბილსრესის” საიმედოდ მუშაობისათვის №4 ენერგობლოკის ტურბინის მაღალი და დაბალი წნევის ცილინდრების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკრედიტო რესურსად გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს სს „თბილსრესთან” სასესხო ხელშეკრულების გაფორმება შემდეგი პირობებით: საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ერთი წელი, ხოლო სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი – 7 პროცენტი.

   3.      განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

     პრემიერ-მინისტრი                                       ნიკა გილაური