„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №202
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) მიეცეთ სესხი: შპს „ქუულზონ პლიუსს“1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი და შპს „ქართული არომატების კომპანიას“– 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) მიეცეთ სესხი: შპს „ბრეტს“– 800 000 (რვაასი ათასი) ლარი, შპს „მამული 2006-ს“– 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სესხის გაცემის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.“;
ბ) განკარგულების მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ერთი წლის გასვლის შემდეგ მსესხებლებს მოეთხოვოთ დარიცხული პროცენტის გადახდა 13-24 თვეზე განაწილებით.
5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის თავზე.
6. სესხებით სარგებლობის ვადა განისაზღვროს 7 წლით.
7. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით), ან პირველადი გირავნობით. სესხები გაიცეს სესხის უზრუნველყოფის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ.
8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოახდინოს ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული კრედიტების სახსრების ხარჯვის დოკუმენტური მონიტორინგი.“.
მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №202. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №202, 08.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182500/