2008 წლის საახალწლო დღეებთან დაკავშირებით საახალწლო ნაძვის ხეების დამზადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№702
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №702

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

2008 წლის საახალწლო დღეებთან დაკავშირებით საახალწლო ნაძვის ხეების დამზადების შესახებ

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (ზ. ჭეიშვილი) (შემდგომში – სატყეო დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიო­ნალური სატყეო სამ­მარ­თველოს ადიგენის სატყეო უბნის ტერი­ტორიაზე არსებული დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახ­ლების ფიჭვნარ-სოჭნარ და მათ მიმდებარე სოჭნარ კორომებში 1,0 მეტრიდან 2,0 მეტ­რამდე სიგრძის 5 000 (ხუთი ათასი) ცა­ლამდე სოჭის მოზარდის (მიწის გუნდასთან ერთად) ამოსაღებად შეარჩიოს ფართობები იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელი არ შეე­შალოს სოჭის სახეობის ბუნებრივი განახლების პროცესს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ ამ განკარ­გულების პირველი პუნქტის შესაბამისად,შერჩეული ტერიტო­რიებიდან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს 1,0 მეტრიდან 2,0 მეტრამდე სიგრძის 5 000 (ხუთი ათასი) ცალამდე სოჭის მოზარ­დის (მიწის გუნდასთან ერთად) ამოღება, შეფუთვა, ტყის მასი­ვიდან გამოტანა, ტრანსპორტირება, თავის სამოქმედო ტერიტო­რიაზე მათი აგროწესების დაცვით შენახვა და საახალწლოდ მათი რეა­ლიზაცია.

3. სატყეო დეპარტამენტმა სოჭის მოზარდის (მიწის გუნდას­თან ერთად) შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით,უზრუნ­ველყოს ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ და ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული სოჭის მოზარდის (მიწის გუნდასთან ერთად) „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის“საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გაცემა.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ 1,0 მეტრიდან 2,0 მეტ­რამდე სიგრძის სოჭის მოზარდის (მიწის გუნდასთან ერთად) ამოსაღებად შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“საქართველოს კანონით შესაბამისი მერ­ქნული რესურსის სახეობისათვის დადგენილი მოსაკრებლის (სა­მასალე მერქნისათვის დადგენილი მოსაკრებლის) გადახდა თი­თოეულ კუბურ მეტრზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                      გ. ბარამიძე