სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2583
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2583

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისგან განსხვავებული თანხა შემდეგი ოდენობით:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – საერთაშორისო საწარმოთა მართვა (სწავლების ენა – ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით) – 3000 ევრო (ეკვივალენტი ლარი) წლიურად;

ბ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე – ეკონომიკა (სწავლების ენა – ინგლისური) სწავლის საფასური განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად – 2250 ლარიდან 4000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარი) წლიურად;

გ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – საჯარო მმართველობა (სწავლების ენა – ინგლისური) – 3000 ლარი წლიურად;

დ) კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (სწავლების ენა – გერმანული) – 5000 ლარი წლიურად;

ე) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – სამედიცინო მოლეკულური ბიოლოგია (სწავლების ენა – ინგლისური) – 2275 გირვანქა სტერლინგი (ეკვივალენტი ლარი) წლიურად;

ვ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამა – ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი (სწავლების ენა – ინგლისური) – 4200 ლარი წლიურად;

ზ) ინტერფაკულტეტური სამაგისტრო პროგრამა – ევროპისმცოდნეობა (სწავლების ენა – ინგლისური) – 4000 ლარი წლიურად.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2011.
როდის იქნა მიღებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2583. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, №2583, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2343669/