1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც დამსაქმებელი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საპენსიო შენატანს/შენატანებს.
2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება შესაბამისი ვალდებულების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით შეუსრულებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3304
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3609 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4325 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №834 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
[თავი XII
1
. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საჯარო შესყიდვების სფეროში
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024