საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №767
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დამსახურებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, დამტკიცდეს საიუბილეო მედალი „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ და მისი აღწერილობა დანართის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დანართი
საიუბილეო მედალი ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“
და მისი აღწერილობა
1. საიუბილეო მედლით ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ ჯილდოვდებიან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. დაჯილდოებული საიუბილეო მედალს ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს.
3. მერდლის აღწერილობა:
ავერსი:
ა) საიუბილეო მედალი ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის, ოქროსფერ ლითონის მედალიონს; კომპოზიციაზე გამოსახულია მუხის გვირგვინი, ცენტრში ამოტვიფრულია საიუბილეო თარიღი: ,,1945 – 2015“; მუხის გვირგვინის ზემოთ გამოსახულია შვიდქიმიანი ვარსკვლავი;
ბ) მედალიონი უკავშირდება ბაფთას ქართული ,,ვაზის წნულის“ ორნამენტით, რომელზედაც გამოსახულია ქართული მუზარადი; ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, ცენტრში ფართო წითელი არშიით და ოთხი წითელი ჯვრით საქართველოს დროშის გამოსახულებით.
რევერსი:
ა) ამოტვიფრულია წარწერა: ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი;
ბ) მედალიონი უკავშირდება ბაფთას ქართული ,,ვაზის წნულის“ ორნამენტით, ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, ცენტრში ფართო წითელი არშიით და ორი წითელი ჯვრით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ“?
- „საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №767. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019027.
- სად არის „საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ“, №767, 08.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019027 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2824870/