„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2421
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020306
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №242 1

2015 წლის 1 0 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის გამოუყოს 524 490 (ხუთას ოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) განკარგულების 1.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.5 ხობის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 121 000 (ას ოცდაერთი ათასი) ლარი დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.8 ქვეპუნქტი:

„1.8 ცაგერის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

დ) განკარგულების დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ე) განკარგულებას დაემატოს დანართი № 8 თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ - მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

📎 დანართები (1)
2421..pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗