„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება
- „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება შეთანხმება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„დ) სხვა სახელმწიფოთა კომპეტენტურ
საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად;”.
ორგანოებს
–
საქართველოს
2. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)
შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ამ შეთანხმებით
გათვალისწინებული საქართველოს
ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია
საგადასახადო
ორგანოს
მიაწოდოს
ამ
შეთანხმებით
გათვალისწინებული
ინფორმაცია.“.
3. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)
შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მიიღოს ამ
შეთანხმებით გათვალსწინებულ საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებიდან ამ
შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია და გადასცეს ეს ინფორმაცია ამ
შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული
შტატების კომპეტენტურ
ორგანოს.“.
4. 70-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის
საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური
(უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე კომერციული ბანკისგან
გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური
ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსით
დადგენილი
წესით
გარდა
ამ
მუხლის
31 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების
და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული
შეთანხმების
ფარგლებში
მოითხოვოს
ამ
შეთანხმებით
გათვალსწინებულ
საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებიდან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული
ინფორმაცია და გადასცეს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის
კომპეტენტურ ორგანოს.“.
5. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)
შესრულების
მიზნით
გაფორმებული
შეთანხმების
ფარგლებში
გადასცეს
საგადასახადო ორგანოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act
(FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების
აღმოფხვრის მიზნით.
FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს
ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal
Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების
შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური
ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ
ინსტიტუტებს დაუკავებენ 30%-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული
წყაროდან მიღებული შემოსავლიდან.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო
დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30
ივნისი.
2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების
და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან
ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების
სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ამერიკის
იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ
საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში. ინფორმაციის
მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს გავლით.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული
შეთანხმებით განსაზღვრული საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში
იმპლემენტაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის
აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს
მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ 39-ე მუხლის მეორე ნაწილით
დადგენილია იმ პირთა სია რომელთაც უფლება აქვთ საგადასახადო ორგანოსაგან
მიიღონ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ამასთან, ამავე
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საგადასახადო საიდუმლოების
შემცველი ინფორმაციის საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად უცხო ქვეყნის
საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემის შესაძლებლობა. ამდენად, წარმოდგენილი
ქვეპუნქტი საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემას
ითვალისწინებს მხოლოდ უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოებისათვის.
ცვლილების შედეგად, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
მიღების უფლება აქვთ სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოების (რომელიც მოიცავს
საგადასახადო ორგანოსაც) - საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.
ამასთან, ცვლილების შედეგად, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის
21 ნაწილის დამატებით, შეთანხმებით გათვალისწინებულ ფინანსურ ინსტუტიტებს
ეკისრებათ ვალდებულება - შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია
მიაწოდონ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლი ადგენს საქართველოს
საგადასახადო ორგანოების უფლებებს. ზემოაღნიშნული მუხლით არ არის
განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლება შეთანხმების ფარგლებში მიიღოს
შეთანხმებით გათვალსწინებულ საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებიდან
შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია და გადასცეს ეს ინფორმაცია
შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის კომპეტენტურ ორგანოს.
წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, საგადასახადო ორგანოს ეძლევა
უფლება შეთანხმების ფარგლებში მიიღოს შეთანხმებით გათვალსწინებულ
საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებიდან შეთანხმებით გათვალისწინებული
ინფორმაცია და გადასცეს ეს ინფორმაცია შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის
კომპეტენტურ ორგანოს.
კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ 70-ე მუხლით განსაზღვრულია ის
პირები რომლებიც ვალდებულნი არიან ამავე მუხლით დადგენილი წესით მიაწოდონ
საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების
საფუძველზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა
სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე
კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული
კონფიდენციალური ინფორმაცია.
70-ე მუხლის მესამე ნაწილში ცვლილებისა და ამავე მუხლში 31 ნაწილის
დამატების
შედეგად,
საგადასახადო
ორგანოს
უფლება
აქვს
სასამართლოს
გადაწყვეტილების გარეშე, შეთანხმების ფარგლებში მოითხოვოს შეთანხმებით
განსაზღვრულ
საქართველოს ფინანსური ინსტიტუტებისაგან (მათ შორის
კომერციული ბანკებისაგან) ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია (მათ
შორის საბანკო საიდუმლოება).
ასევე, ცვლილების შედეგად 71–ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „თ“
ქვეპუნქტი რაც დაავალდებულებს საბანკო დაწესებულებას შეთანხმების ფარგლებში
გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის
მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის
მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება
გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ
ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა)
კანონპროექტის
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება
1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული
ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა,
მისამართისა,
საიდენტიფიკაციო
ნომრისა,
საგადასახადო
დავალიანების
შესახებ
ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის
მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.
2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და
ექსპერტი
ვალდებულია
საიდუმლოება,
რომელიც
შესრულებისას.
მას
დაიცვას
მისთვის
უფლება
აქვს,
გადასახადის
გადამხდელის
შესახებ
ინფორმაციის
სამსახურებრივი
მოვალეობის
ცნობილი
გახდა
ცალკეული
გადასახადის
გადამხდელის
შესახებ
იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებთან დაკავშირებით;
გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით,
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის
განსაზღვრის მიზნით;
დ) სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებათა შესაბამისად;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების
ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში
ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული
ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე,
„სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი
უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ;
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებისას ;
ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო
დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
კ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581) ;
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს –
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელებისას;
მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებისას;
ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ
კომისიას – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ინფორმაცია;
ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და
მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;
პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციის სააგენტოს – საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ჟ ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს − საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
რ) საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს/საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას.
3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს იგი
პირადი
მიზნებისათვის
ან
არ
გადასცეს
სხვა
პირს,
რაც
ითვლება
საგადასახადო
საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების
დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
31 . ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს , რომლებ მაც მიიღეს ამ მუხლით
განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურონ ამ ინფორმაციის საიდუმლოება.
4. საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ
ინფორმაციას
აქვს
საიდუმლოების
შენახვისა
შემცველ
და
დამუშავების
ინფორმაციასთან
სპეციალური
შეიძლება
რეჟიმი.
დაშვებულ
საგადასახადო
იქნენ
მხოლოდ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა
მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.
5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის
მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში
გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად
აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე
პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.
6.
ეს
მუხლი
არ
გამოიყენება
ამ
კოდექსის
44-ე
მუხლის
მე-6
ნაწილით
გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ყალბი
საგადასახადო
დოკუმენტებით
განმახორციელებელ
პირთა
შესახებ
ინფორმაციის
საქართველოს
საგადასახადო
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ.
მუხლი 43. გადასახადის გადამხდელ ის ვალდებულებები
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა)
შეასრულოს
საგადასახადო
ვალდებულებები
კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში
საგადასახადო
ორგანოს
და
მის
უფლებამოსილ
პირს
წარუდგინოს
გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);
ე ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი
მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების
აღმოფხვრასთან დაკავშირებით , აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს
სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტის შენახვა 6 წლის ვადით:
ვ.ა) რომლის საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა
და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლის/მოგების მიღების, გაწეული
ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება;
ვ.ბ) რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების
სამსახურისათვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის;
ზ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის
მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის
თვალსაჩინო ადგილზე;
ზ1 ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით შერჩეულ პირს ხელი არ შეუშალოს აქციზური მარკებით სავალდებულო
ნიშანდების/სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაში ;
თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა
ვალდებულებები.
2. საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი
ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს
წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა
საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო
დღის ვადაში.
3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
დამტკიცებული ფორმით.
4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს
ეკისრება
ამ
კოდექსით
ან/და
საქართველოს
სხვა
საკანონმდებლო
აქტებით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 49. საგადასახადო ორგანოთა უფლებები 1 +
1. ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება
აქვთ:
ა)
შეამოწმონ
გადასახადის
გადამხდელის
ეკონომიკურ
საქმიანობასთან
დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა,
ფინანსური
სახსრები,
ფასიანი
ქაღალდები
და
სხვა
ფასეულობანი,
გაანგარიშებები,
დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;
ბ)
გადასახადის
გადამხდელისაგან
ან/და
მისი
წარმომადგენლისაგან
მიიღონ
გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე
წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ
საკითხებზე;
გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო,
სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი,
ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან
სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ
საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო
აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის
შემთხვევაში
შესაბამისი
პირების
მიმართ
გაატარონ
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
დ) გადასახადის გადამხდელი გამოიძახონ საგადასახადო ორგანოში (მის ნაცვლად
შეიძლება მივიდეს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს
სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და გადასახადის გადამხდელის დაბეგვრასთან დაკავშირებული
ინფორმაცია);
ე)
დამოუკიდებლად
განსაზღვრონ
გადასახადის
გადამხდელის
საგადასახადო
ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის,
გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი
გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ
გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად
საჭირო
სააღრიცხვო
დოკუმენტაციას
ან
დადგენილი
წესის
დარღვევით
აწარმოებს
ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;
ზ) გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების
უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი
ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა;
თ)
საქართველოს
საგადასახადო
კანონმდებლობის
დარღვევის
ფაქტებზე
სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები
და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ;
ი) დასაბეგრი ობიექტის სრულად განსაზღვრის მიზნით განახორციელონ გადასახადის
გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;
კ)
გადასახადების
ექსპერტები;
ადმინისტრირების
მიზნით
მოიწვიონ
სპეციალისტები
ან
ლ)
სამსახურებრივი
თვითმმართველობის
მიზნებისათვის
ორგანოებისაგან
სახელმწიფო
უსასყიდლოდ
მიიღონ
და
ადგილობრივი
მონაცემები,
ცნობები,
დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს
შორის
ინფორმაციის
გაცვლის
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით;
მ)
მოითხოვონ
და
მიიღონ
სააღრიცხვო
დოკუმენტაციის
ასლი
(საჭიროების
შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ დამოწმებული ასლი);
ნ) დააყენონ მრიცხველები ან/და აიღონ მათი მაჩვენებლები, აგრეთვე ამ კოდექსით
დადგენილი წესით დალუქონ დოკუმენტები ან სხვა მასალები.
2. საგადასახადო ორგანოებს აგრეთვე აქვთ ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო
აქტებით განსაზღვრული უფლებები.
3. საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო
ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების
უზრუნველყოფის
მიზნით,
გადასახადის
გადამხდელის
ქონებაზე
ყადაღის
დადების
განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის
ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას,
მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის
უზრუნველყოფას,
ამ
კოდექსით
განსაზღვრულ
შემთხვევაში
საგადასახადო
სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი
მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების
პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ
სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ ნაწილით განსაზღვრული მიზნით
სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
4. საგადასახადო ორგანოსა და იურიდიულ პირს შორის საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით
დადებული
ხელშეკრულების
საფუძველზე
საქართველოს
საგადასახადო
კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული გადასახადის
გადამხდელთა
მომსახურების
ცალკეული
სახეები
შესაძლებელია
განახორციელოს
ამ
იურიდიულმა პირმა.
5. საქართველოს მთავრობის ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული თანხმობა
არ არის საჭირო, თუ ხელშეკრულება დადებულია საგადასახადო ორგანოსა და საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის.
მუხლი 70. ინფორმაციის მოთხოვნის უფლება +
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს:
ა) მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული
ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა
სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის)
წარდგენა;
ბ) მისი ქონების ნუსხის წარდგენა.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს
უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო
შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის
საფუძველზე კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული
კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსით დადგენილი წესით.
4. საგადასახადო ორგანო არ არის უფლებამოსილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაეცემა სხვა
სახელმწიფოს კომპეტენტურ (უფლებამოსილ) ორგანოს საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე.
5. პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და
სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი,
რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების
შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის
მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
მუხლი 71. საბანკო დაწესებულების ვალდებულებები
1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:
ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი
მონაცემების საფუძველზე, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა;
ბ) უცხოური საწარმოსათვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ
საწარმოსათვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში
(გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების
სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან
არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ
მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას
უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი
მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს
ინფორმაცია ბანკს წარუდგინა);
გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისათვის ანგარიშის პირველად გახსნის ან
მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ
ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული
პირის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ
შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება
ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ
ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად,
მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა;
გ1 ) ფიზიკური პირის მეწარმე ფიზიკურ პირად არსებობის ფაქტის დადგენიდან 3
დღის ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს ასეთი პირის მოქმედი ანგარიშებიდან
პირველის გახსნის ან მისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის თარიღი. თუ შემოსავლების
სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის
(მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში
მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა
უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადისა;
დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების საბანკო ანგარიშიდან არ
განახორციელოს გასავლის ოპერაციები (ბანკის მომსახურების საზღაურის გარდა, თუ ეს
ოპერაციები არ უკავშირდება ბანკის სისტემის გარეთ საანგარიშსწორებო ოპერაციებს)
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;
ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ
შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს
მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების
გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების
საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული
ყადაღა გაავრცელოს მათ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის
ფარგლებში, რაც არ ზღუდავს საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლების ზემოთ
არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებას, ხოლო საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე
საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში ფულადი სახსრების სრული მოცულობით
არარსებობის შემთხვევაში გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა
ავტომატურად გაავრცელოს მათ ყველა საბანკო ანგარიშზე;
ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია
გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის
უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში,
რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია
შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ
შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება
ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული
ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში ამ
ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ;
ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო
დავალების შესასრულებლად აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნულის
თაობაზე ამ პირის ინფორმირება, გარდა მისი ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევისა.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება
ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით, მაშინ მისი
დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე
ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო
საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში
დაუმოწმებლობის შემთხვევაში შეტყობინება ავტომატურად ითვლება დამოწმებულად,
შესაბამისად, ბანკს უფლება აქვს, განახორციელოს ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები.
ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად ითვლება საგადასახადო ორგანოში კორესპონდენციის
მიღება.