„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება
- „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება შეთანხმება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს
კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების
მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული
ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს
შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და
მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს,
რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი
აღსრულების პროცესში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს − საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო
გადაწყვეტილების
საფუძველზე
და
„ამერიკის
შეერთებული
შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების
საფუძველზე.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო
სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის
გადაცემა სხვა ორგანოებისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით,
აგრეთვე ამ ინფორმაციების გამოყენება საჯარო გამოსვლებში, გარდა ამ მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევისა.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს განაჩენის გარეშე
გადასცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების
მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული ამერიკის კომპეტენტურ ორგანოს.“.
2. 211 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომერციული ბანკები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ
„უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონის და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის
აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების შესაბამისად.
2. კომერციულმა ბანკებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან
საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების
შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებელთა ვინაობა,
საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის
დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. ასევე, კომერციული
ბანკი ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის
(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან
გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს
ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ანგარიშის
გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ პირი უარს აცხადებს ბანკისათვის
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების
მიზნით“ შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების
მიზეზი:
2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act
(FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების
აღმოფხვრის მიზნით.
FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს
ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal
Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების
შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური
ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ
ინსტიტუტებს დაუკავებენ 30%-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული
წყაროდან მიღებული შემოსავლიდან.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო
დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის
30 ივნისი.
2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების
და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან
ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების
სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ამერიკის
იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ
საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში. ინფორმაციის
მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს გავლით.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების
და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული
შეთანხმებით განსაზღვრული საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში
იმპლემენტაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის
აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს
მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრულია ის პირები რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია
ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში),
ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე
არსებული ნაშთების შესახებ (შემდგომში ინფორმაცია). ამასთან, ამავე პუნქტის
თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მხოლოდ
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, დღეის მდგომარეობით
საგადასახადო ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლება არ აქვს
საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია მიიღოს კომერციული ბანკიდან.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილებისა და ამავე მუხლში მე-4 პუნქტის
დამატების შედეგად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია
როგორც
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსით
გათვალისწინებული
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე შეთანხმების ფარგლებში
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
ასევე, კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის
გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის მასობრივი
ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციების გამოყენება
საჯარო გამოსვლებში. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო ორგანოს
უფლება არ აქვს სასამართლოს განაჩენის გარეშე მესამე პირს გადასცეს საბანკო
საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
ცვლილების შედეგად, კერძოდ, მე-17 მუხლში მე-4 პუნქტის დამატების
საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს განაჩენის გარეშე
გადასცეს ინფორმაცია შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის კომპეტენტურ
ორგანოს.
კანონპროექტის შესაბამისად, 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებში
განხორციელებული ცვლილების შედეგად, კომერციული ბანკები ანგარიშის გახსნის
პროცედურას აგრეთვე განახორციელებენ „ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების
შესაბამისად. ასევე, კომერციული ბანკი ვალდებულია „ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო
საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“
შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის
საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის
შესახებ.
211 მუხლის დამატებით, კერძოდ, მე-5 პუნქტის რედაქციით: კომერციული ბანკი
უფლებამოსილია უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული
ანგარიში, თუ პირი უარს აცხადებს ბანკისათვის „ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების
მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის
მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის
მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება
გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ
ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა)
კანონპროექტის
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება +
1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან,
გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის.
ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის
ფარგლებში.
2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის
შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და
ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე
მხარეებს, შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონით
აღსრულებას
დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს −
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს
ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა
ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ
ინფორმაციის გამოყენება საჯარო გამოსვლებში.
მუხლი 211. ანგარიშის გახსნა +
1. კომერციული ბანკები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
2. კომერციულმა ბანკებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი
ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა
იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებელთა ვინაობა, საქმიანობა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ
საქმიანობის რისკის დონე.
3. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და
მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.
4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს
დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.
უფლება
აქვთ,
ყოველგვარი