„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2015
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/381/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1 1. 23 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საბროკერო კომპანიები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების შესაბამისად. საბროკერო კომპანიებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლების ვინაობა, საქმიანობა და ამ საქმიანობის რისკის დონე. ასევე, საბროკერო კომპანია ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ. მათ უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია. საბროკერო კომპანიებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე. ამასთანავე, საბროკერო კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ პირი უარს აცხადებს საბროკერო კომპანიისათვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.“. 2. 32-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს, ხოლო საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის კომპეტენტურ ორგანოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს დაუკავებენ 30%-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან. აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისი. 2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში. ინფორმაციის მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გავლით. კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის ფასიანი ქაღალდების ბაზრის 1 შესახებ“ საქართველოს კანონის 23 მუხლის მე-7 პუნქტში, რომლის შესაბამისად, საბროკერო კომპანიები ანგარიშის გახსნის პროცედურას განახორციელებენ აგრეთვე „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების შესაბამისად. ასევე, ცვლილების შესაბამისად, საბროკერო კომპანია ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ. ამასთანავე, საბროკერო კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ პირი უარს აცხადებს საბროკერო კომპანიისათვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.“. კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ მე-32 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის პირები რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ (შემდგომში ინფორმაცია). კერძოდ, ამ ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ შემდეგ პირებს: შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამდენად, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლება არ აქვს მიიღოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილებისა და ამავე მუხლში 21 პუნქტის დამატების შედეგად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია როგორც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე შეთანხმების ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და გადასცეს იგი შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის კომპეტენტურ ორგანოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 231. ზოგადი მოთხოვნები + 1. ერთი პირი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ან თანამშრომელი. მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს. 2. ბირჟის , რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი , რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე , არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბროკერო კომპანიის თანამშრომელი . 3. ამ კანონით ნებადართულია კომერციული ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უშუალოდ ან მათი შვილობილი საწარმოების ( საბროკერო კომპანიების ) მეშვეობით , „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად . 4. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციელონ საქმიანობა , რომელიც ამ კანონის 23- ე მუხლით არ არის გათვალისწინებული , გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობისა და დამხმარე საქმიანობისა , რომელიც საჭიროა ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად . 5. საწარმო , რომელიც არ არის კომერციული ბანკი და რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23- ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში , ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად . 6. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. 7. საბროკერო კომპანიები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად . საბროკერო კომპანიებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლების ვინაობა , საქმიანობა და ამ საქმიანობის რისკის დონე . მათ უფლება აქვთ , თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია . საბროკერო კომპანიებს უფლება აქვთ , ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე . 8. პირებს , რომლებსაც არ აქვთ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია , უფლება არა აქვთ , საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „ ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანია “ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია , რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს . მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ანგარიშები და მათი შემოწმება + 1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მის ლიცენზირებას დაქვემდებარებული პირების მიმართ შეიძლება განსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის შესახებ. 2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მის ლიცენზირებას დაქვემდებარებული პირების მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების შემოწმება, რისთვისაც შეუძლია მათგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.