„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2015
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/381/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აგრეთვე „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე - საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიწოდება განხორციელებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“ . მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს დაუკავებენ 30%-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან. აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისი. 2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში. ინფორმაციის მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გავლით. კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული იმპლემენტაცია. საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია იმ პირთა სია რომელთაც უფლება აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ მიეცეთ. ესენია თავად მსესხებელი, მისი წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნულ ბანკი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ცვლილების შედეგად, კი ზემოთ მითითებული ინფორმაციის მიღების უფლება მიეცემა აგრეთვე საგადასახადო ორგანოს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ასევე, კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სხვა პირებისა და ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოსვლებში გამოყენება. ცვლილების შედეგად, კი საგადასახადო სამსახურებს უფლება მიეცემა სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე მიწოდება განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალობა + 1. მიკროსაფინანსო კონფიდენციალობა. ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხ- მების საფუძველზე. 3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება.