„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2015
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/381/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 481 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.“. 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ 2. ქვეპუნქტი: „კ1) შეამოწმოს დაწესებულების მიერ კომერციული „ამერიკის ბანკისა შეერთებული და არასაბანკო შტატების სადეპოზიტო მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.“. 3. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.“ 4. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს დაუკავებენ 30%-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან. აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისი. 2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში. ინფორმაციის მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გავლით. კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ეროვნული ბანკის ფუნქციას ასევე ემატება შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული საკითხების შესრულების შემოწმება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 481 . კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება + 1. იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დადგენილი მოთხოვნები. 2. იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეულია საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლიდანაც ხდება სახსრების მოზიდვა. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს: მის რეგისტრაციას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. 4. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის პირობები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისადმი მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნები, შესაფერისობის კრიტერიუმები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. საბანკო ლიცენზიის მოპოვებისთანავე იურიდიული პირი ავტომატურად კარგავს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსს. მუხლი 49. კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობა + 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. იგი მოიცავს: ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს; დ) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოითხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ე) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია; ვ) ნორმატიული აქტით დაადგინოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; ზ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან; თ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; კ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით, კომერციული ბანკებისათვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დააწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დააწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და შეზღუდვებისაგან მათი გათავისუფლება და სხვა ქმედება, რომელიც აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის. 2. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი და ისინი ანგარიშვალდებული არიან ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორსა და დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი. 4. არავის არა აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. 5. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 6. ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების შესრულების შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის. მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობა + 1. ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და მათთვის სანქციების დაკისრების გზით. 2. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნით და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენისა და მათთვის სანქციების დაკისრების გზით. 3. ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესი, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 52. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა + ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები; გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები; რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი; ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმებები, გამოკვლევები; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; ზ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ფორმით. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.