„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება
- „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება შეთანხმება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39(46) 1999 წელი, მუხ. 190) 2149 მუხლის
პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით
კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა (უფლებამოსილმა)
ორგანომ მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა „ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო
საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“
შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act
(FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების
აღმოფხვრის მიზნით.
FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს
ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal
Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების
შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური
ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ
ინსტიტუტებს
დაუკავებენ
30%-ს
ამერიკის
შეერთებულ
შტატებში
რეგისტრირებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო
დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის
30 ივნისი.
2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან
ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების
სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ამერიკის
იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ
საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში.
ინფორმაციის მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს გავლით.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული
შეთანხმებით განსაზღვრული საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში
იმპლემენტაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების
და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო
შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საგადასახადო
ორგანოს,
კომერციული
ბანკისგან
პირის
შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სასამართლოსადმი
მიმართვის პროცედურების გავლა არ ევალება, იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვება
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების
მიზნით“ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის
მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის
მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება
გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ
ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა)
კანონპროექტის
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის
პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2149. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა +
1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული
ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე,
თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა (უფლებამოსილმა) ორგანომ მოითხოვა
აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
საფუძველზე.
2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ
ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;
ბ) კომერციული ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;
დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა;
ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო
ხელშეკრულების მოთხოვნებს.