„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება
- „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება შეთანხმება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998
წელი, მუხ. 42) 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპენსიო სქემის წესი და საანგარიშო საბუთები არ ატარებს
კონფიდენციალურ ხასიათს, გარდა მონაწილეთა ანგარიშების შესახებ ინფორმაციისა.
ინფორმაცია მონაწილეთა ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ
საგადასახადო ორგანოს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და
საქართველოს
მთავრობას
შორის
საერთაშორისო
საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების
საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act
(FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების
აღმოფხვრის მიზნით.
FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს
ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal
Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების
შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური
ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ
ინსტიტუტებს
დაუკავებენ
30%-ს
ამერიკის
შეერთებულ
შტატებში
რეგისტრირებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო
დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის
30 ივნისი.
2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან
ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების
სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ამერიკის
იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ფლობენ
საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებში.
ინფორმაციის მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს გავლით.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული
შეთანხმებით განსაზღვრული საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში
იმპლემენტაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების
მიზნით შეთანხმებიდან გამომდინარე არასაპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ
ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, იმგვარად, რომ არ დაირღვეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის გაცემის ამკრძალავი
ნორმები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილების პროექტის შესაბამისად, საერთაშორისო
საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით
შეთანხმების
საფუძველზე,
კონფიდენციალური
ინფორმაცია
მონაწილეთა
ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის
მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის
მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება
გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ გავრცელდება პროექტით
წარმოდგენილი ნორმები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ
ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა)
კანონპროექტის
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის
მიღებით
არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის
პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 28. მონაწილეთა ინფორმაციით უზრუნველყოფა
1. დამფუძნებელი ვალდებულია საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს წელიწადში
ერთხელ მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მისი ინდივიდუალური ანგარიშის,
საგადასახადო
სისტემაში,
აქტივების
მმართველ
კომპანიებსა
და
სპეციალურ
დეპოზიტარებში მომხდარი ცვლილებებისა და დამფუძნებლის საქმიანობის აუდიტორული
შემოწმების შედეგების შესახებ.
2. საპენსიო სქემის წესი და საანგარიშო საბუთები არ ატარებს კონფიდენციალურ
ხასიათს, გარდა მონაწილეთა ანგარიშების შესახებ ინფორმაციისა.
3. დამფუძნებელი მონაწილისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან
დაგვიანებით მიწოდებისათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმაციის მიწოდების
ვადის ყოველ დაგვიანებულ დღეზე მონაწილის საპენსიო დანაგროვის თანხის 0.01
პროცენტის ოდენობით, თავისი ქონების ხარჯზე, ხოლო საქართველოს ეროვნული
ბანკისთვის ანგარიშის წა - რუდგენლობისათვის ან დაგვიანებით წარდგენისათვის პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .