„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება
- „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმება შეთანხმება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-14
ბიუროს ნომერი 321
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 43-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროვაიდერის მიერ მისი მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და
ელექტრონული ფულის, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული ოპერაციის (მათ
შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის) შესახებ ინფორმაცია შეიძლება
მიეწოდოს
თავად
მომხმარებელს
და
მის
სათანადოდ
უფლებამოსილ
წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, საგადასახადო
ორგანოს − „ამერიკის
შეერთებული
შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის
(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – აგრეთვე საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან,
აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა
პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
მიეწოდება.“;
2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასამართლო, საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ
სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სხვა პირებისა და
ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ
ინფორმაციის საჯარო გამოსვლებში გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევისა.“;
3. მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„8. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე გადასცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა
და
საქართველოს
მთავრობას
შორის
საერთაშორისო
საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით
განსაზღვრული ამერიკის კომპეტენტურ ორგანოს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act
(FATCA) ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების
აღმოფხვრის მიზნით.
FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს
ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal
Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების
შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფინანსური
ინსტიტუტები აღნიშნულ აქტთან შეუსაბამობაში მყოფ უცხოურ ფინანსურ
ინსტიტუტებს
დაუკავებენ
30%-ს
ამერიკის
შეერთებულ
შტატებში
რეგისტრირებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო
დადგენილი ვალდებულების შესრულების საწყის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის
30 ივნისი.
2015 წლის 10 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით შეთანხმება.
შეთანხმება
ითვალისწინებს
საქართველოში
არსებული
საფინანსო
ინსტიტუტებისგან ინფორმაციის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების
შემოსავლების სამსახურისთვის გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის
მიზნით ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ,
რომლებიც ფლობენ საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ფინანსურ
ინსტიტუტებში. ინფორმაციის მიწოდება ამერიკული მხარისთვის განხორციელდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გავლით.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული
შეთანხმებით განსაზღვრული
იმპლემენტაცია.
საკითხების
საქართველოს
კანონმდებლობაში
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების
და
უცხოური
ანგარიშის
საგადასახადო
შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმებით
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილია იმ პირთა სია რომელთაც უფლება აქვთ პროვაიდერისაგან მიიღონ
მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის, აგრეთვე მის მიერ
განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების
მცდელობის) შესახებ ინფორმაცია. ცვლილების შედეგად, საგადასახადო ორგანოს −
„ამერიკის
შეერთებული
შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას
შორის
საერთაშორისო
საგადასახადო
ვალდებულებების
შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის
(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
ასევე, კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ინფორმაციის მიწოდება სხვა პირებისა და ორგანოებისათვის, მასობრივი
ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო
გამოსვლებში გამოყენება. ცვლილების შედეგად, კერძოდ, 43-ე მუხლში მე-8 პუნქტის
დამატების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლება მიეცემა სასამართლოს
მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე გადასცეს ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და
საქართველოს
მთავრობას
შორის
საერთაშორისო
საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“
შეთანხმებით განსაზღვრული ამერიკის კომპეტენტურ ორგანოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის
მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის
მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება
გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ
ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა)
კანონპროექტის
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის
პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 43. ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა +
1. არავის არ აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან,
გათქვას ან გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს იგი.
ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, მისი
კომპეტენციის ფარგლებში.
2. პროვაიდერის მიერ მისი მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული
ფულის, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის
განხორციელების მცდელობის) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს თავად
მომხმარებელს და მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების
მონაწილე მხარეებს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში –
აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც
უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში.
სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
მიეწოდება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ზღუდავს პროვაიდერს, გადახდის ოპერაციასთან
დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა და
შესაბამის
პროვაიდერს.
საგადახდო
სისტემის
ფუნქციონირების
შედეგად
ოპერატორისათვის გადაცემული ტრანსფერორდერით განსაზღვრული ინფორმაცია
შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ შესაბამის მონაწილეს ან მის სათანადოდ უფლებამოსილ
წარმომადგენელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება მიეწოდოს იმ პირებს, რომლებიც
უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში.
სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
მიეწოდება.
5. სასამართლო, საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ
სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სხვა პირებისა და ორგანოებისათვის,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო
გამოსვლებში გამოყენება.
6. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული
არიან, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით უზრუნველყონ სათანადო
უსაფრთხოების ზომების შემუშავება და გატარება.
7. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული
არიან, შეინახონ სათანადო ჩანაწერები და საბუთები საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებული არიან, მონაწილეების, მომხმარებლებისა და მათ მიერ განხორციელებული
ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახონ არანაკლებ 15 წლის
განმავლობაში.