„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების
განხორციელებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას
შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის განხორციელებისას.
2. ეს კანონი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს, აგრეთვე
აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და
მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს
შორის ურთიერთობებს.
3. ეს კანონი გამოიყენება:
ა) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში
ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა;
ბ) უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან
ბავშვის შვილად აყვანა;
გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში
ბავშვის მინდობით აღზრა.
მუხლი 2. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლები
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს
კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის, გაეროს კონვენცია
,,ბავშვის უფლებათა შესახებ“
და ჰააგის კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო
გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (შემდგომში - ჰააგის კონვენცია), ,,საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი და სხვა
სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი;
ბ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და შვილად აყვანილ ბავშვს
(ნაშვილები) შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის;
გ) გასაშვილებელი ბავშვი – პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს
გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რეგისტრირებულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა
ერთიან რეესტრში;
1
2
დ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან
ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიური
ზრუნვა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ე) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა;
ვ) მშვილებლები/მშვილებელი –პირები/პირი, რომლებიც აკმაყოფილებენ გასაშვილებელი
ბავშვის შვილად აყვანისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რეგისტრირებულნი
არიან რეესტრში;
ზ)
გასაშვილებელი
ბავშვის
ნათესავი
–
პირი
ან
მისი
მეუღლე,
რომლისთვისაც
გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, გერი და, გერი ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი
ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ან
რომელიმე მათგანის შვილი;
თ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი - პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს
საქართველოს ტერიტორიაზე, არ წარმოადგენს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს და არის
საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო
ქვეყნის მოქალაქე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია
საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა;
ი) უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი - პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უცხო
ქვეყანაში და არ წარმოადგენს საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს.
კ) მიმღები სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც შვილად აჰყავთ უცხო ქვეყანაში
(წარმოშობის სახელმწიფოში) მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი;
ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლიდანაც მიმღებ სახელმწიფოში შვილად
აჰყავთ მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი;
მ)
კომპეტენტური
ორგანო
-
საერთაშორისო
შვილად
აყვანის
ურთიერთობებში
უფლებამოსილი უცხო ქვეყნის ცენტრალური, აკრედიტებული ან/და სხვა უფლებამოსილი ორგანო.
ნ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ
ზრუნვას, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება
სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ო) მინდობით აღმზრდელი – დედობილი/მამობილი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად
გადაეცა ამ კანონის 70-ე მუხლით განსაზღვრული პირი.
პ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული
ხელშეკრულების
საფუძველზე
მინდობით
აღმზრდელისთვის
მინდობით
აღსაზრდელად
გადაცემული პირი;
ჟ) მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელ პირთა მონაცემთა ბაზა (შემდგომში მონაცემთა ბაზა) - მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღსაზრდელისა და
მინდობით აღმზრდელის შესახებ მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა;
რ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მშობელი/მშობლები;
ს) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი, მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის
დადგენამდე;
2
3
ტ) მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის
მოწმობა, პასპორტი), დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მოპოვება;
უ) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად
სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად:
ფ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში
შენარჩუნება;
ქ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ
ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ;
ღ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო;
ყ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
შ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც
არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული
ერთეული - მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე;
ჩ)
სოციალური
მუშაკი
–
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოს
სპეციალური
უფლებამოსილების მქონე პირი;
ც) შვილად აყვანის კომისია – ცენტრალური ორგანოს სათათბირო ორგანო, რომელიც
განსაზღვრულ
(ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით), ასევე საერთაშორისო
შვილად აყვანის შემთხვევებში, განიხილავს შვილად აყვანის პროცესში გამოვლენილ საკითხებს,
რომლის მუშაობის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 4. ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მზრუნველობის ფორმები
1. ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას.
2. ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი
გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას,
რომელიც აღემატება იმ გარემო-პირობებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც მას
შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა.
3. ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმებია: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა,
მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა.
4. დაუშვებელია დედმამისშვილების დაშორება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს
შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.
მუხლი 5. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი
უფლებამოსილი ორგანოები
1. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი ორგანო
არის სააგენტო.
2. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არის სასამართლო.
3
4
3. უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება
ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის
ბიოლოგიურ მშობელს, სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს
შორის, ან ასეთი საქმიანობისთვის (გარიგებისთვის) ხელის შეწყობა, რომლის მიზანია შვილად
აყვანა, მინდობით აღზრდა. ამასთანავე, დაშვებულია შვილად აყვანის დროს საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ადვოკატის
ან
სხვა
უფლებამოსილი
პირის
მიერ
იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო შვილად აყვანის დროს - კომპეტენტური
ორგანოს მიერ მომსახურების გაწევა.
მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში
1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება
და ბავშვთა უფლებების დაცვა;
ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინირება;
გ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, მისი სისტემატიზება და
დამუშავება;
დ) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, მისი სისტემატიზება და
დამუშავება;
ე) საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ვ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა-გაცემა კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ზ) მინდობით აღზრდის ანაზღაურების ადმინისტრირება;
თ) სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ჩატარება ბავშვის შვილად აყვანის მსურველი
პირებისთვისა (პირისთვის) და მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის;
ი) მინდობითი აღზრდის მსურველი პირის/ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების
(პირის) სერტიფიცირება, სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის საფუძველზე;
კ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და სხვა ნორმატიული
აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის
ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან
გათავისუფლების წესი განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში
1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი
ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის
სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვთა უფლებების დაცვას;
4
5
ბ) შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე
გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენლობას;
გ) კონსულტაციების გაწევას ბავშვის გაშვილების ან მიტოვების მსურველი პირებისთვის;
დ) კონსულტაციების გაწევას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირებისთვის შვილად
აყვანის შესახებ, რაც დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელიც მტკიცდება სააგენტოს
დირექტორის ბრძანებით;
ე) ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციების გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და სიმწიფის
ხარისხის გათვალისწინებით;
ვ) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირი) განაცხადისა და შესაბამისი
დოკუმენტების მიღებას;
ზ) ამ კანონით დადგენილი წესით პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას;
თ) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) ოჯახის შეფასებას;
ი) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) რეგისტრაციას;
კ) ბავშვის შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას;
ლ) ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლო წარმოების პროცესში მონაწილეობას;
მ) ბავშვის შვილად აყვანის შემდგომ, მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) დახმარების
გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქო-სოციალური ადაპტაციისთვის;
ნ) საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების
მომზადებას;
ო) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას;
პ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას;
ჟ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი
პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილის/მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა
შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;
რ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის
თავსებადობის შეფასებას;
ს) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური განვითარების გეგმის
შემუშავებას და გეგმის განხორციელებაზე მონიტორინგს;
ტ) მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდა-განვითარების,
განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, დედობილ/მამობილის მიერ საკუთარი
მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას და ინდივიდუალური განვითარების გეგმის
შემუშავებას და გეგმის განხორციელებაზე მონიტორინგს;
უ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე
კონსულტაციების ჩატარებას;
ფ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების
განხორციელებას.
3.
მხოლოდ
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოა
უფლებამოსილი
მიიღოს
ბიოლოგიური მშობლების (მშობლის) თანხმობა ბავშვის გაშვილებასა და მიტოვებაზე.
4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
5
6
შვილად აყვანის ძირითადი პირობები
მუხლი 8. შვილად აყვანა პირის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია შვილად აიყვანოს ბავშვი როგორც
საქართველოში, ისე უცხო ქვეყანაში.
2. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია შვილად აიყვანოს საქართველოში
მუდმივად მცხოვრები ბავშვი, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.
თუ
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
პირი,
რომელიც
რეგისტრირებულია
მშვილებლად ბავშვის უცხო ქვეყნიდან შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების
მომენტისთვის გახდა მესამე სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, საერთაშორისო შვილად
აყვანის საკითხი წყდება საქართველოს, იმ სახელმწიფოს, რომელშიც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს
და მესამე სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმებით.
4.
თუ
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
პირი,
რომელიც
რეგისტრირებულია
მშვილებლად ბავშვის საქართველოში შვილად ასაყვანად, შეთავაზების მომენტისთვის გახდა მესამე
სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საერთაშორისო
შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით (,,ჰააგის კონვენციის“ გამოყენებით) და საქართველოსა და
იმ სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმებით, რომელშიც იგი გახდა მუდმივად მცხოვრები.
5. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია
მშვილებლად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების
მომენტისთვის გახდა მესამე სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, საკითხი წყდება
საერთაშორისო შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით და საქართველოს, იმ სახელმწიფოს,
რომელშიც
მშვილებელი
მუდმივად
ცხოვრობდა
და
მესამე
სახელმწიფოს
შორის
ურთიერთშეთანხმებით.
6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებელ
ოჯახად/პირად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად,
შეთავაზების მომენტისთვის გახდა
საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საქართველოში
შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით და საქართველოსა და იმ სახელმწიფოს შორის
ურთიერთშეთანხმებით, რომელშიც მშვილებელი მუდმივად ცხოვრობდა.
მუხლი 9. გასაშვილებელი ბავშვი
1. შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით
მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და აღრიცხულია რეესტრში.
2. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს:
ა) რომლის მშობლები (მშობელი) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
ბ) რომელიც არის ობოლი;
გ) რომელიც აღიარებულია მიტოვებულად;
დ) რომლის მშობლებს (მშობელს) ჩამოერთვათ (ჩამოერთვა) მშობლის უფლება;
ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი თანახმა არის მის გაშვილებაზე მინისტრის
მიერ დადგენილი წესით.
6
7
3. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ბავშვს ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის
ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც გასაშვილებელი ბავშვი
აღირიცხება რეესტრში.
მუხლი 10. გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა
1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია,
მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა, ასევე, ნებისმიერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი
ვალდებულია ნაპოვნი ბავშვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს.
2. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია,
მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა და/ან მისი დაქვემდებარებისა, ვალდებულია
სააგენტოსთვის ბავშვის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, და/ან
სააგენტოს მოთხოვნით, წარუდგინოს მას აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვის შესახებ
არსებული ინფორმაცია.
3. ბავშვი რეესტრში აღრიცხვიდან მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების,
გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის ან სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში.
4. გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი
11.
სამედიცინო
დაწესებულებაში
ჩვილის
იდენტიფიცირების
ხელშეწყობის
ღონისძიებები
1. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მელოგინის აღნიშნულ
დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს პირადობის
დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შესული მელოგინის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის
ადგილობრივ ორგანოს.
2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია აგრეთვე ვალდებულია დაუყოვნებლივ
მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსა და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების და
მელოგინის გაპარვის შესახებ.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს ბავშვის
მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი დედის ვინაობას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო
საცხოვრებელი ადგილის მისამართს.
4.
ამ
მუხლის
ვალდებულებების
პირველი
და
შეუსრულებლობა
პირველი
და
გამოიწვევს
მე-2
პუნქტებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ
პასუხისმგელობას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. მშობლების თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე
1. დაუშვებელია ბავშვის გაშვილება მშობლების (მშობლის) ან კანონიერი წარმომადგენლის
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის გარეშე.
7
8
2. მშობლებმა (მშობელმა) ან კანონიერმა წარმომადგენელმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტურონ სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს
სააგენტოს დირექტორი.
3. ბავშვის გაშვილება მშობლების (მშობლის) თანხმობის გარეშე დასაშვებია იმ შემთხვევებში,
როდესაც:
ა) სასამართლოს მიერ მშობლებს (მშობელს) ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებამოვალეობები;
ბ)
სასამართლოს
მიერ
მშობლები
(მშობელი)
არიან
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად
აღიარებულნი;
გ) მშობლები (მშობელი) არიან გარდაცვლილნი;
დ) სასამართლოს მიერ ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად.
4. იმ შემთხვევაში, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ
გასაშვილებელი ბავშვის მიმართ დაწყებულია მამობის დადგენის პროცედურები, ბავშვის შვილად
აყვანის პროცესი ჩერდება.
5. თუ მშობლებმა (მშობელმა) ან კანონიერმა წარმომადგენელმა (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), რომლებმაც ნებაყოფლობით გასცეს თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე, სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უარი განაცხადეს ბავშვის გაშვილებაზე, შვილად
აყვანის პროცესი ჩერდება.
6. თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე არ უნდა იყოს განპირობებული გასამრჯელოთი,
ნებისმიერი მატერიალური ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთით (მათ შორის მომსახურების
მიღებით), ასევე იძულებით.
მუხლი 13. ბავშვის თანხმობა შვილად აყვანაზე და მისი აზრის გათვალისწინება
1. 10 წლის ასაკიდან ბავშვის შვილად აყვანისთვის, აუცილებელია მისი ინფორმირებული
წერილობითი თანხმობა, ხოლო 10 წლამდე ბავშვის შემთხვევაში, მისი სიმწიფის ხარისხის
გათვალისწინებით მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვის გაშვილებისას, საკუთარი ნების გამოვლენისას, საჭიროების შესაბამისად გაეწიოს სათანადო
დახმარება.
2. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე, ბავშვი მშვილებლების
(მშვილებლის)
ოჯახში
ცხოვრობდა
და
მშვილებელს
თავის
მშობლად
თვლის,
შვილება,
გამონაკლისის სახით, შეიძლება შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშეც.
მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ან/და მშობლის უფლების ჩამორთმევა/შეჩერება
1. ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ:
ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და
მზრუნველობის
ადგილობრივ
ორგანოს,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების
8
9
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ
დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;
ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის
ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის
უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას, შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში არ
ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან
(მათთან) დაკავშირება შეუძლებელია;
გ) ბავშვის მშობლებმა (მშობელმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატეს
(გამოხატა) მისი მიტოვება და/ან ისინი (ის), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და
რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებენ (არიდებს) მშობლის უფლებების
განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში
ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის
არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის
შემთხვევისა) და ბავშვის მშობლებს (მშობელს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვთ (აქვს) მშობლის
უფლება-მოვალეობები.
2. თუ დადგინდა, რომ მშობელი, არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას
ბავშვის
მიმართ
და
ცნობილია
მშობლის
საცხოვრებელი
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანო
ვალდებულია
უყურადღებობის
გამო
შეიძლება
აღიარონ
ბავშვი
მისამართი,
მეურვეობისა
და
გააფრთხილოს
მშობელი,
რომ
გააშვილონ.
თუ
მიტოვებულად
და
გაფრთხილებიდან 2 თვის განმავლობაში მშობელი კვლავ არ ინტერესდება ბავშვით, მეურვეობისა
და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად
აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი.
განხილვის შედეგები უნდა ეცნობოს სააგენტოს.
3. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მისთვის
მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიმართვის შემდეგ.
4.
ბავშვის
მზრუნველობის
მიტოვებულად
აღიარების
ადგილობრივი
ორგანოს
შესახებ
სასამართლოსთვის
მიმართვამდე
აუცილებელია
მეურვეობისა
მისი
და
დაბადება
რეგისტრირებული იყოს.
5 თუ, ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ამ ბავშვის მიმართ, მშობლის
უფლება‐მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება.
ამ შემთხვევაში, მიტოვებულად აღიარებულს,
დადგენილი წესით ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და მის მიმართ შესაძლებელია
განხორციელდეს შვილად აყვანის პროცედურები.
6. სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
7. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად.
9
10
8. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან ან მშობლების (მშობლის) მიერ საკუთარი ქმედებით ან
უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებიდან მშობლების (მშობლის) უფლება-მოვალეობები ამ
ბავშვის მიმართ შეჩერებულად ჩაითვლება და ამ უფლება-მოვალეობებს განახორციელებს
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
9. ბავშვის მიტოვებულად აღიარებამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი
ორგანო:
ა) იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის დროებით განთავსების თაობაზე;
ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის მისი
კანონიერი წარმომადგენელი;
გ)
უფლებამოსილია
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
მიმართოს
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით.
10.
პრევენციისა
და
რეინტეგრაციის
ღონისძიებები
განისაზღვრება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. შვილად აყვანის უპირატესი უფლება
1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვთ:
ა) მშვილებლებს რომელთაც სურთ შვილად აიყვანონ თავისი მეუღლის შვილი;
ბ) მშვილებლებს რომლებიც არიან ბავშვის ნათესავები, ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან;
გ) მშვილებლებს რომელთაც უკვე აყვანილი ჰყავთ გასაშვილებელი ბავშვის დედმამისშვილი;
დ) დედობილ/მამობილს, რომელთაც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მინდობით
აღზრდაში ჰყავდათ მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვი.
2. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა ნათესავმა,
რომელიც საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირია, უნდა დააკმაყოფილოს
შვილად აყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად
მცხოვრებ პირს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონის მე-3 მუხლის ,,ზ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებიდან.
4. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს შვილად
აყვანის რიგითობის პრინციპი.
5.
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანო
შვილად
აყვანის
პროცედურების
განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენებისას შეიმუშავებს დასკვნას ამ
კანონით დადგენილი წესით.
6.
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრებ
მშვილებლებს/მშვილებელს,
რომლებიც
იმავდროულად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ შეეთავაზებათ რეესტრში აღრიცხული
გასაშვილებელი ბავშვი, გარდა საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვისა ან თუ
ისინი გასაშვილებელი ბავშვისათვის არიან ამ კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
პირები.
10
11
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის პირობა არ ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ იმ
მშვილებელ მეუღლეებზე, რომელთაგან ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.
8. ბავშვის მშობლების (მშობლის) გარდაცვალების შემდეგ, ბავშვის შვილად აყვანის
უპირატესი უფლება აქვს
იმ პირს, რომელზედაც მშობლებმა (მშობელმა) გარდაცვალებამდე
მიუთითეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში.
მუხლი 16. პირდაპირი შვილად აყვანა და მასთან დაკავშირებული საკითხები
1. იკრძალება შვილად აყვანის მსურველ პირებს/მშვილებლებსა და საქართველოში მუდმივად
მცხოვრები ბავშვის მშობლებს ან სხვა კანონიერ წამომადგენლებს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან
გარიგება ბავშვის შვილად აყვანის მიზნით, ისევე როგორც ინფორმაციის მოძიება/გავრცელება
ბავშვის,
ბავშვის
გაშვილების
მსურველი
პირების
ან
შვილად
აყვანის
მსურველი
პირების/მშვილებლების შესახებ.
2. იკრძალება შვილად აყვანის მიზნით, ფეხმძიმე ქალის წინასწარი შერჩევა და მისი
სამშობიაროდ საქართველოს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის
შეწყობა.
3. იკრძალება საერთაშორისო შვილად აყვანა, ბავშვის მოძიება, ბავშვის შვილად აყვანის
მსურველი პირების/მშვილებლების მიერ, კომპეტენტური ორგანოს მონაწილეობის გარეშე.
თავი III
საქართველოში ბავშვის შვილად აყვანა
მუხლი 17. მშვილებელი
1. მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი,
რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ პირისა:
ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო
არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა
ბავშვი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს
მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;
გ) რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებული
დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია მშობლის მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
დ) რომელსაც სასამართლოს მიერ უარი ეთქვა ბავშვის შვილად აყვანაზე, ბავშვის
ინტერესების მნიშვნელოვანი დარღვევის რისკის არსებობის საფუძველზე;
ე) რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი
სარეიტინგო ქულა მინიმუმ ორჯერ აღემატება მთავრობის მიერ მინდობით აღმზრდელისთვის დადგენილ ზღვრულ ქულას, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის
უპირატესი უფლების მქონე პირებისა;
11
12
ვ)
რომელსაც
დანაშაულისთვის,
სასამართლომ
აგრეთვე,
მსჯავრი
საქართველოს
დასდო
სისხლის
მძიმე
ან
სამართლის
განსაკუთრებით
კოდექსის
XXIV
მძიმე
თავით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულისთვის, რა დროსაც, პირი არ შეიძლება იყოს მშვილებელი, მიუხედავად იმისა მოხსნილი
ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა;
ზ) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108, 109, 112, 126,
1261, 137, 138, 139, 140, 141, 1422, 1431, 1432, 144, 1441, 1442, 1443, 171, 172, 1721, 253, 2551, 2552 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ
არა ნასამართლობა.
2. ბავშვი შვილად შეიძლება აიყვანოს (აიყვანონ):
ა) დაქორწინებულმა მეუღლეებმა, ან ერთ-ერთმა მეუღლემ;
ბ) დაუქორწინებელმა პირმა.
3. დაქორწინებულმა მეუღლეებმა შეიძლება ბავშვი შვილად აიყვანონ ერთობლივად. არ
შეიძლება ერთი ბავშვი ორმა პირმა იშვილოს, გარდა მეუღლეებისა.
4. თუ პირს შვილად აჰყავს თავისი მეუღლის შვილი, პირი ვალდებულია მშვილებლად
დარეგისტრირების შესახებ განაცხადს დაურთოს შვილად ასაყვანი ბავშვის დაბადების მოწმობა,
ბავშვის (10 წლისა და მეტი ასაკის) წერილობითი თანხმობა, ბიოლოგიური მშობლის (მშობლების)
თანხმობა ამ პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შესახებ ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს
ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობას:
ა) მეორე მშობლის გარდაცვალებას;
ბ) მეორე მშობლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებას;
გ) მეორე მშობლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას;
5. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შვილად აყვანის მსურველ,
საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, რეესტრის წარმოების და მუდმივად
ცხოვრების
ფაქტის
დადასტურების
წესი
და
პირობები
განისაზღვრება
შვილად
აყვანის
პროცედურებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 18. ასაკობრივი მოთხოვნები მშვილებლებისთვის
1. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე
ნაკლები (ქვედა ასაკობრივი ზღვარი), ხოლო მაქსიმალური სხვაობა 10 წლამდე ასაკის ბავშვის
გაშვილების შემთხვევაში არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის
შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს,
შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ
ვრცელდება ქორწინებაში მყოფმ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი აკმაყოფილებს ამავე
პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს
არ მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი.
12
13
მუხლი 19. საქართველოში მშვილებლად დასარეგისტრირებლად მიმართვა და წარსადგენი
დოკუმენტები
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა (პირმა), რომელთაც სურთ საქართველოში
მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული
ფორმის განაცხადი უნდა წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა პირებმა (პირმა) განაცხადთან ერთად, მეურვეობისა და
მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ქორწინების შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ასლი; განქორწინების შემთხვევაში,
განქორწინების მოწმობის ასლი; მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების მოწმობის
ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
დ)
სამედიცინო-ნარკოლოგიური
შემოწმების
შესახებ
ცნობა
(თუ
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ ცნობა არ მოიცავს ან ინფორმაციას);
ე)
ამონაწერი
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ბაზიდან,
რომლითაც
დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირ(ებ)ის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის
,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, მშვილებლად რეგისტრაციის შემდგომ,
ყოველ
ერთ
წელიწადში
უნდა
გაიარონ
ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური
განმეორებითი შეფასება, აღნიშნული პირობის დადასტურების მიზნით,
მდგომარეობის
წინააღმდეგ შემთხვევაში
მოიხსნებიან რეგისტრაციიდან
ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;
ზ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა;
თ) შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
3. განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შვილად ასაყვანი სასურველი ბავშვის
ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, სქესის, წარმომავლობისა და სხვა მონაცემებს, რაც
დასტურდება
სპეციალური
ფორმით,
რომელიც
მტკიცდება
სააგენტოს
დირექტორის
სამართლებრივი აქტით.
4. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო პირის განცხადებისა და ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 7
სამუშაო
დღისა
იღებს
გადაწყვეტილებას
პირის
მშვილებლად
(მშვილებლებად)
აღრიცხვის/აღრიცხვაზე უარის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება
შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირებზე.
მუხლი 20.
საქართველოში შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ სავალდებულო
მოსამზადებელი კურსის გავლა
13
14
1. პირებს, რომლებსაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა საქართველოში და/ან უცხო ქვეყნიდან
უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, რომელიც მიზნად ისახავს შვილად აყვანის
მსურველ პირთა მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შეძენას.
2. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის პროგრამა, ხანგრძლივობა, კურსის გავლის წესი,
კურსის საფასური და კურსთან დაკავშირებული სხვა საკითხები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
3. პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ შვილად აიყვანონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე
გასაშვილებელი ბავშვი თავისუფლდებიან მშვილებელთა სავალდებულო მოსამზადებელი კურსის
საფასურისგან.
4. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი,
რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით.
5. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე
პირებზე.
მუხლი 21. გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი
1. სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრის წარმოებას. რეესტრში თავმოყრილია გასაშვილებელ
ბავშვთა და მშვილებელთა მონაცემები.
2. ბავშვის აღრიცხვა რეესტრში არ ნიშნავს, რომ მისთვის აუცილებლად მოიძიება
მშვილებელი.
მშვილებლების
(მშვილებლის)
აღრიცხვა
რეესტრში
არ
ნიშნავს,
რომ
მათ
აუცილებლად შეეთავაზებათ გასაშვილებელი ბავშვი.
3. რეესტრში თავმოყრილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეესტრზე უფლებამოსილი
პირებისთვის, რომლებსაც განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ადმინისტრაციული აქტით.
4. იმ ბავშვების მონაცემები, რომლებიც ექვემდებარებიან უცხო ქვეყანაში შვილად აყვანას,
ხელმისაწვდომია მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის.
5. რეესტრის წარმოების წესი და პროცედურა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 22. შვილად აყვანის რიგითობა
1. შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა,
მშვილებლებისა (მშვილებლისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით.
2. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლების (მშვილებლის) მიერ უარის თქმის შემთხვევაში,
მშვილებელი ინარჩუნებს არსებულ რიგითობას და მას უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი, მის მიერ
განაცხადში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან უარი
განაცხადა, დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებლებს (მშვილებელს).
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთი და იმავე მშვილებელი პირებისთვის
(პირისთვის) ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად აყვანის
მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მშვილებლებმა (მშვილებელმა) უარი განაცხადეს განხორციელებულ
შეთავაზებაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას
მშვილებლების (მშვილებლის) აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება
სააგენტოს.
14
15
მუხლი 23. მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება
1. მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება
რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული
მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. შვილად აყვანის
უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.
2.
მშვილებლებს
(მშვილებელს)
უფლება
აქვთ,
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხლებით შეთავაზებულ ბავშვს ჩაუტარონ
სამედიცინო შემოწმება, თუ ეს არ დააზიანებს ბავშვის
ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ
მდგომარეობას.
3. მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებულნი არიან, შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღეში
წერილობით დაადასტურონ პოზიცია (თანხმობა/უარი) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის
შვილად აყვანაზე. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე
უარის თქმად. ინფორმაცია თანხმობის/უარის შესახებ ეგზავნება სააგენტოს.
4. თუ მშვილებლებმა (მშვილებელმა) უარი განაცხადეს შეთავაზებულ ბავშვზე მათ უნდა
მიუთითონ უარის დასაბუთებული მიზეზები (მიზეზი).
5. იკრძალება სხვა მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) ბავშვის შეთავაზება, ვიდრე
მშვილებლებმა, რომლებსაც შეეთავაზა ბავშვი დადგენილ ვადაში არ დაადასტურეს საკუთარი
პოზიცია შეთავაზებაზე.
6. მშვილებლებს (მშვილებელს), რომლებსაც შეეთავაზათ ბავშვი, მაგრამ უარი თქვეს მასზე,
ეკისრებათ ვალდებულება არ გაამჟღავნონ მონაცემები შეთავაზებული ბავშვის შესახებ.
7. გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მშვილებელი
(მშვილებლები)
ვალდებულია
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივ
ორგანოს
წარუდგინოს ამ კანონის მე-19 მუხლი მე-2 პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
დოკუმენტაცია, რის შემდეგაც, მშვილებლისა (მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის
თავსებადობის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს მითითებით, მეურვეობისა და მზრუნველობის
ადგილობრივი ორგანო იწყებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.
8. მშვილებლებთან (მშვილებელთან) გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დადგენის
მიზნით
წარმოებული
შეფასებისას,
ბავშვის
სოციალური
(მშვილებლის)
ოჯახში
აღზრდისა
მშვილებლების
(მშვილებლის) მხრიდან ამ
და
მუშაკი
ითვალისწინებს
სრულფასოვანი
მშვილებლების
განვითარებისთვის,
საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის
ასევე
უპირატეს
ასპექტებს (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ოჯახური ურთიერთობები,
ძლიერი/სუსტი მხარეები, მოტივაცია, სოციალური კონტაქტები, პიროვნული მახასიათებლები,
დამხმარე ქსელი, ბავშვის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თავისებურებები და სხვა), რაც
დეტალურად აისახება თავსებადობის დასკვნაში.
მუხლი 24. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა
1. თუ მშვილებლები (მშვილებელი) თანახმანი არიან შეთავაზებული ბავშვის შვილად
აყვანაზე, თანხმობის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მეურვეობისა და მზრუნველობის
ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას.
15
16
2. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება:
ა) მშვილებლების მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და
თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის
მდგომარეობა
და
ინფორმაცია
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ბაზიდან),
პიროვნული მახასიათებლები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების
ადგილი და თარიღი, მშობლებისა და მეურვის/მზრუნველის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი,
ჯანმრთელობის მდგომარეობა), პიროვნული მახასიათებლები;
გ) გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძველი;
დ)
მშვილებლების
(მშვილებლის)
და
ბავშვის
რეესტრში
აღიცხვაზე
აყვანის
გადაწყვეტილებები;
ე) გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების საფუძველი;
ვ) მშვილებლებისა (მშვილებლის) და ბავშვის თავსებადობის დასკვნა.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა
შვილად აყვანის შესახებ, მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოს.
თავი IV
საერთაშორისო შვილად აყვანა
მუხლი 25. ჰააგის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან სამართლებრივი ურთიერთობის
ხელშეწყობა
1. საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით
საქართველომ
შეიძლება
დადოს
საერთაშორისო
ხელშეკრულება,
რომელიც
არ
უნდა
ეწინააღმდეგებოდეს საქართველოსთვის უკვე მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებას.
2. სამინისტროს, ისევე როგორც სააგენტოს უფლება აქვთ გააფორმონ ურთიერთგაგების
მემორანდუმი ჰააგის კონვენციის მონაწილე უცხო სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან
საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 26. ურთიერთობა ჰააგის კონვენციის არამონაწილე სახელმწიფოებთან
1. საქართველოს ურთიერთობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ არიან ჰააგის კონვენციის
მონაწილენი, განისაზღვრება ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან
ურთიერთშეთანხმების სხვა ფორმით.
2. იმ სახელმწიფოებთან სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრისას, რომლებიც არ არიან
ჰააგის კონვენციის მონაწილენი, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰააგის
კონვენციით დადგენილი მოთხოვნები.
3. ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების“ შესახებ საქართველოს კანონის
თანახმად, სამინისტრო დებს უწყებათაშორის საერთაშორისო ხელშეკრულებებს საერთაშორისო
შვილად აყვანის სფეროში.
16
17
4. სამინისტროს, ისევე როგორც სააგენტოს უფლება აქვთ გააფორმონ ურთიერთგაგების
მემორანდუმი ჰააგის კონვენციის არამონაწილე უცხო სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან
საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 27. საერთაშორისო შვილად აყვანაზე პასუხისმგებელი ცენტრალური ორგანო
საქართველოში საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში უფლებამოსილი ორგანოა
სააგენტო (ცენტრალური აპარატი), რომელიც წარმოადგენს ამავე ურთიერთობებში ცენტრალურ
ორგანოს (შემდგომში – ცენტრალური ორგანო).
მუხლი 28. ცენტრალური ორგანოს მაკოორდინირებელი როლი
1. ცენტრალური ორგანო კოორდინირებას უწევს საქართველოს ყველა სახელმწიფო ორგანოსა
და დაწესებულების საქმიანობას საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ყველა ორგანო და დაწესებულება, მიუხედავად მათი სამართლებრივი
ფორმისა, რომელიც რაიმე ფორმით ჩართულია საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში,
ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ცენტრალურ ორგანოს, საერთაშორისო შვილად
აყვანასთან დაკავშირებული დებულებების შეუსრულებლობის ან
შეუსრულებლობის რისკის
შესახებ.
3. ცენტრალური ორგანო პასუხისმგებელია, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების
გატარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 29. ცენტრალური ორგანოს თანამშრომლობა კომპეტენტურ ორგანოებთან
ცენტრალური ორგანო თანამშრომლობს კომპეტენტურ
ორგანოებთან და ხელს უწყობს ამ
ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დასაცავად და ამ კანონითა და
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
მუხლი
30.
საერთაშორისო
შვილად
აყვანის
სფეროში
ცენტრალური
ორგანოს
უფლებამოსილებანი
ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია:
ა) საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის
განხორციელება და ბავშვის უფლებების დაცვა;
ბ) განახორციელოს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები;
გ) კოორდინირება გაუწიოს ყველა ორგანოსა თუ დაწესებულებას, მიუხედავად მათი
სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ჩართულია საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში;
დ)
ითანამშრომლოს
სხვა
სახელმწიფოების
შესაბამის
სამსახურებთან
და
გაცვალოს
ინფორმაცია;
ე) განახორციელოს ამ
კანონით
და საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
მუხლი 31. უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოების საქმიანობის ფარგლები საქართველოში
17
18
1. საქართველო
იყენებს
უცხო
ქვეყნის
აკრედიტებული
ორგანოს
მომსახურებას
საქართველოში მუდმივად მცხოვრებ ბავშვთა უცხო ქვეყანაში შვილად აყვანასთან დაკავშირებით.
2. საქართველო
იყენებს
უცხო
ქვეყნის
აკრედიტებული
ორგანოს
მომსახურებას
საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების მიერ უცხო ქვეყანიდან ბავშვის შვილად აყვანასთან
დაკავშირებით.
3. გადაწყვეტილებას საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის
აკრედიტებულ ორგანოსთან თანამშრომლობის შესახებ იღებს ცენტრალური ორგანო.
4. ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს არ
მიანიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ ის არ აკმაყოფილებს
დადგენილ მოთხოვნებს ან სააგენტო არ საჭიროებს ასეთი ორგანოს მომსახურებას.
5.
ცენტრალური
ორგანო
უფლებამოსილია
უცხო
ქვეყნის
აკრედიტებულ
ორგანოს
შეუწყვიტოს ან არ განუახლოს შეწყვეტილი უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ის
არასათანადოდ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, აღარ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს
ან ცენტრალური ორგანო აღარ საჭიროებს ასეთი ორგანოს მომსახურებას. ცენტრალურ ორგანოს
შეუძლია უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუჩეროს უფლებამოსილება საქართველოს
ტერიტორიაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აკრედიტირებული სააგენტოს
მეშვეობით
რეგისტრირებულ
მშვილებლებს/მშვილებელს
ცენტრალური
ორგანოს
მიერ
გასაშვილებელი ბავშვი არ შეეთავაზება, ხოლო შეთავაზებული ბავშვის მიმართ პროცედურები არ
გაგრძელდება, გარდა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპისა.
მუხლი 32. მოთხოვნები აკრედიტებული ორგანოებისადმი
1. ცენტრალური ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის აკრედიტებულმა ორგანომ
უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე უფლებამოსილი
ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. უცხო ქვეყნის აკრედიტებულმა ორგანომ ცენტრალურ ორგანოს უნდა წარუდგინოს
საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშები ბავშვის შესახებ.
მუხლი 33. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად ასაყვანად მიმართვა
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა (პირმა), რომელთაც სურთ უცხო ქვეყანაში
მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა, განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალურ ორგანოს,
კანონით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ფორმას განსაზღვრავს
ცენტრალური ორგანო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უცხო ქვეყნიდან ბავშვის
შვილად აყვანის მიზნით მშვილებლებად/მშვილებლად რეგისტრაციისთვის უნდა დააკმაყოფილონ
ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოში შვილად აყვანისთვის.
18
19
4. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირები (პირი) ვალდებულნი არიან
დამატებით წარმოადგინონ სათანადო დოკუმენტაცია, რომელსაც ითვალისწინებს წარმოშობის
სახელმწიფოს კანონმდებლობა და მოითხოვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.
მუხლი 34. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) შესახებ
ანგარიშის მომზადება და წარმოშობის სახელმწიფოსთვის წარდგენა
1. რეესტრში რეგისტრირებული მშვილებლების/მშვილებლის შესახებ, რომელთაც სურთ
ბავშვის შვილად აყვანა უცხო ქვეყნიდან, ცენტრალური ორგანო ამზადებს ანგარიშს, რომელიც
მოიცავს ინფორმაციას მშვილებლების/მშვილებლის ვინაობის, წარმომავლობის, ოჯახური და
სამედიცინო ისტორიის შესახებ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ამ კანონით
გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სოციალური გარემოს, შვილად აყვანის მოტივების,
სასურველი ბავშვის შვილად აყვანის მოთხოვნის, ასეთი ბავშვის აღზრდის უნარისა და სხვა
საკითხების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში მზადდება ცენტრალური
ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმით.
3. საქართველოს ცენტრალური ორგანო წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ ანგარიშს ბავშვის წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
4. მშვილებლების/მშვილებლის შესახებ ანგარიშის მომზადებისთვის, ისევე როგორც სხვა
ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულებისთვის დგინდება საფასური მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 35. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის ცენტრალური
ორგანოსთვის შეთავაზება
1. თუ წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს აქვს სურვილი ცენტრალურ
ორგანოს შესთავაზოს ბავშვი საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირის მიერ შვილად აყვანის
მიზნით, მან უნდა წარადგინოს ანგარიში ბავშვის შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბავშვის
ვინაობის, იმ გარემოებების შესახებ, რომლითაც ბავშვი ექვემდებარება გაშვილებას, წარმომავლობის,
სოციალური გარემოს, ოჯახის ისტორიის, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის ოჯახის სამედიცინო
ისტორიის ჩათვლით და ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
2. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ანგარიში ასევე უნდა მოიცავდეს:
ა) დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებებს, რომლითაც ბავშვი ექვემდებარება
გაშვილებას;
ბ) შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ შეთავაზებული ბავშვის საუკეთესო ინტერესებშია ამ
მშვილებლების/მშვილებლის ოჯახში აღზრდა.
მუხლი 36. სააგენტოს მიერ მშვილებლისთვის ბავშვის შეთავაზება და თანხმობა
1. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის შეთავაზებიდან
(ინფორმაციის მიღებიდან) 7 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო სთავაზობს ბავშვს იმ
19
20
მშვილებლებს/მშვილებელს, რომლებიც მითითებულია წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოს ანგარიშში, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა ვადაზე.
2. მშვილებლები/მშვილებელი ვალდებულნი არიან 7 სამუშაო დღის ვადაში ან წარმოშობის
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობით დაადასტურონ
პოზიცია შეთავაზებულ ბავშვზე.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მშვილებლებისგან/მშვილებლისგან არ
იქნა მიღებული პასუხი, ჩაითვლება, რომ ისინი უარს აცხადებენ შეთავაზებულ ბავშვზე, რაც 3
სამუშაო დღეში ეცნობება წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს.
მუხლი 37. მშვილებელთა თანხმობა უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანაზე
1. დადგენილ ვადაში მშვილებლების/მშვილებლის შეთავაზებულ ბავშვზე თანხმობის
მიღების შემთხვევაში, ცენტრალური ორგანო, მშვილებლების/მშვილებლის პოზიციის მიღებიდან
არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ატყობინებს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს
მშვილებელთა თანხმობას ან უარს შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე და თავის პოზიციას
შვილად აყვანის შესაძლებლობის თაობაზე.
2.
ცენტრალურ
ორგანოს
შეუძლია
უარი
განუცხადოს
წარმოშობის
სახელმწიფოს
კომპეტენტურ ორგანოს, თუ აშკარაა, რომ შეთავაზებული ბავშვის მონაცემები არ პასუხობს
მშვილებლების (მშვილებლის) მიერ მითითებულ მოთხოვნებს ან/და არ შეესაბამება ბავშვის
საუკეთესო ინტერესებს.
მუხლი 38. შეთანხმება წარმოშობის სახელმწიფოდან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ
1. თუ ცენტრალურ ორგანოსა და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის
მიღწეულია შეთანხმება, რომ შვილად აყვანა შეიძლება განხორციელდეს, ცენტრალური ორგანო
წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოს
ტერიტორიაზე ბავშვის შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით.
2. თუ ცენტრალურ ორგანოსა და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის
მიღწეულია შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის შემოსვლის საკითხზე, ცენტრალური
ორგანო ასეთი შეთანხმების მიღწევიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს თხოვნით:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მიიღოს ინფორმაცია ბავშვისთვის საქართველოს
ტერიტორიაზე შემოსვლისა და მუდმივად ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია 20 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს შეატყობინოს
არსებობს თუ არა ბავშვისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და მუდმივად ცხოვრების
დამაბრკოლებელი გარემოებები;
ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა 20 სამუშაო დღეში მიიღოს
ინფორმაცია ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების ან მუდმივად ცხოვრების
ნებართვის მისაღებად დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ.
3. შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 3 სამუშაო დღის ვადაში
ცენტრალური ორგანო წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის ინფორმაციას
ბავშვისთვის
საქართველოს
ტერიტორიაზე
შემოსვლისა
და
მუდმივად
ცხოვრების
ან/და
20
21
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის, ან არ
არსებობის შესახებ.
მუხლი 39. მშვილებლების (მშვილებლის) ინფორმირება უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად
აყვანის შეთანხმების შესახებ
უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ საქართველოს ცენტრალურ ორგანოსა და
წარმოშობის
სახელმწიფოს
კომპეტენტურ
ორგანოს
შორის
შეთანხმების
მიღწევის
შესახებ
ინფორმაციას ცენტრალური ორგანო აწვდის მშვილებლებს/მშვილებელს.
მუხლი 40. საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობა (სერთიფიკატი)
1. საქართველო აღიარებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ შვილად
აყვანის სერთიფიკატს, რომელმაც განახორციელა საერთაშორისო შვილად აყვანა, თუ შვილად აყვანა
მოხდა ჰააგის კონვენციის მოთხოვნების დაცვით.
2. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მშვილებლებზე/მშვილებელზე
გაცემული შვილად აყვანის სერთიფიკატის ასლი ეგზავნება ცენტრალურ ორგანოს.
მუხლი 41. ბავშვის გადაცემა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლებისთვის
(მშვილებლისთვის)
1. მშვილებლებისთვის/მშვილებლისთვის ბავშვის გადაცემას უზრუნველყოფს წარმოშობის
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო.
2. ბავშვის გამგზავრება საქართველოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
დაკმაყოფილებულია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 42. შვილად აყვანის მსურველ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებთან ბავშვის
დარჩენის შეუძლებლობის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები
1. როდესაც ბავშვის შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება უცხო
ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში გამგზავრების შემდეგ და საქართველოს
ცენტრალურო ორგანო მიიჩნევს, რომ ბავშვის ყოფნა მშვილებლებთან/მშვილებელთან არ არის
ბავშვის საუკეთესო ინტერესებში, საქართველოს ცენტრალური ორგანო ატარებს ბავშვის დასაცავად
აუცილებელ ღონისძიებებს, კერძოდ:
ა) უზრუნველოფს ბავშვის განცალკევებას მშვილებლებისგან/მშვილებლისგან და შემდგომი
ზრუნვის ფორმის განსაზღვრას და ატყობინებს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს;
ბ) უკიდურეს შემთხვევაში, უზრუნველოფს ბავშვის დაბრუნებას, თუ ამას მისი ინტერესები
მოითხოვს.
2. ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, ბავშვს უნდა
ჩაუტარდეს
კონსულტაცია
და
საჭიროებისამებრ,
მისი
თანხმობა
უნდა
იქნეს
მიღებული
გასატარებელი ღონისძიებების მიმართ.
21
22
მუხლი 43. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საქართველოში
გამგზავრების შემდეგ
1. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა ხდება საქართველოში
გამგზავრების შემდეგ, ამის შესახებ უნდა არსებობდეს შეთანხმება ცენტრალური ორგანოსა და
წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის.
2. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ორგანოსა და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ
ორგანოს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის
შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქართველოში, აღნიშნულ საქმეს
განიხილავს საქართველოს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად.
3. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრალური ორგანო გასცემს შვილად
აყვანის მოწმობას (სერტიფიკატს), რომლის დედანს გადასცემს მშვილებლებს/(მშვილებელს, ხოლო
ასლს უგზავნის წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
მუხლი 44. საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული საქართველოში მუდმივად
მცხოვრები ბავშვი
1. თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისთვის ვერ მოინახა
მშვილებლები/მშვილებელი საქართველოში, ცენტრალური ორგანო იწყებს ბავშვის უცხო ქვეყანაში
შვილად აყვანის პროცედურას.
2. ბავშვი, რომელიც გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებიდან 8 თვის მანძილზე ვერ
გაშვილდა ქვეყნის შიგნით, ამავდროულად დადგინდა, რომ საუკეთესო ინტერესია მისი უცხო
ქვეყანაში
გაშვილება,
ცენტრალური ორგანო საკუთარი ინიციატივით ამზადებს ანგარიშს,
რომელსაც წარუდგენს კომპეტენტურ ორგანოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება ბავშვის შვილად
აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირებზე.
4.
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
ვადა
შესაძლებელია
შეამციროს
სასამართლომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
მუხლი 45. ანგარიში საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საერთაშორისო შვილად აყვანას
დაქვემდებარებული ბავშვის შესახებ
1. ცენტრალური ორგანოს მიერ მომზადებული ანგარიში გასაშვილებელი ბავშვის შესახებ
მოიცავს ინფორმაციას ბავშვის ვინაობის, მისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის განსაზღვრის,
წარმომავლობის, სოციალური გარემოს, ოჯახის ისტორიის, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის ოჯახის
სამედიცინო ისტორიის ჩათვლით და ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ.
2. ბავშვის შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის
მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
3. სამედიცინო დასკვნის ფორმას ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ამტკიცებს ცენტრალური
ორგანო.
22
23
მუხლი 46. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების/პირის მიერ საქართველოში
მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის თაობაზე მიმართვა
1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა/პირმა, რომელთაც სურთ საქართველოში
მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა, დადგენილი წესით უნდა მიმართონ შესაბამის მიმღებ
სახელმწიფოში ბავშვის საერთაშორისო შვილად აყვანაზე კომპეტენტურ ორგანოს.
2. იკრძალება უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ საქართველოს ცენტრალური
ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვა ან რაიმე სხვა მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს
საქართველოში ბავშვის შვილად აყვანას.
3. უცხო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი დგინდება მინისტრის მიერ დადგენილი
წესით.
მუხლი 47. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები
პირების/პირის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა
1. თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაადგინა, რომ მის სახელმწიფოში
მუდმივად მცხოვრები პირები/პირი, რომელთაც სურთ შვილად აიყვანონ საქართველოში მუდმივად
მცხოვრები ბავშვი, აკმაყოფილებენ ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მზად არიან ბავშვის
შვილად აყვანისთვის, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, ცენტრალურ ორგანოს
უგზავნის ანგარიშს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შვილად აყვანის მსურველი პირების
ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, კანონთან კონფლიქტის არსებობის/არარსებობის
შესახებ, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის შვილად აყვანისთვის შესაბამისი უნარების და სასურველი
ბავშვის მახასიათებლების (სქესი, ასაკი, რელიგიური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება,
ჯანმრთელობის მდგომარეობა) შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში, რომელიც ეგზავნება
ცენტრალურ ორგანოს, უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირების/პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
ასლები;
ბ) შესაბამის უცხო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
გ) რეგისტრირებული ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი მშვილებელი პირების
მიერ
ბავშვის
შვილად
დამადასტურებელი
აყვანის
დოკუმენტი;
შემთხვევაში;
მეუღლის
განქორწინების
გარდაცვალების
შემთხვევაში,
განქორწინების
შემთხვევაში,
გარდაცვალების
დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მატერიალური/ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) დოკუმენტი სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების/ნარკოლოგიურ ნივთიერებებზე
დამოკიდებულების შესახებ;
ზ) დოკუმენტი ნასამართლობის შესახებ; თუ ოჯახში ცხოვრობენ სხვა სრუწლოვანი პირები,
დოკუმენტი მათი ნასამართლობის შესახებ. მითითებული ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი
23
24
იქნეს
კრიმინალური
ჩანაწერების
სახით
წარმოშობის
სახელმწიფოში
არსებული
წესების
შესაბამისად;
თ) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.
ი)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირების
მიერ
მოსამზადებელი
კურსის
გავლის
დამადასტურებელ დოკუმენტი (თუ აღნიშნული არ არის ასახული ანგარიშში).
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული დოკუმენტები უნდა იყოს
აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით
დამოწმებული,
გარდა
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
4. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს/პირს სურთ შვილად აიყვანონ
საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი, რომელიც მათი ნათესავია, ცენტრალურ ორგანოში
წარდგენილ ანგარიშს თან უნდა დაერთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი
48.
გადაწყვეტილება
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
პირების
მშვილებლებად/მშვილებლად რეგისტრირების შესახებ
1. ამ კანონის 47-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ანგარიშის მიღებიდან 7 სამუშაო
დღის
ვადაში
ცენტრალური
ორგანო
იღებს
გადაწყვეტილებას
პირების/პირის
მშვილებლებლებად/მშვილებლად აღრიცხვის/აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ.
2. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ცენტრალური
ორგანო ახდენს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების აღრიცხვას, რომლებსაც სურთ
შვილად აიყვანონ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი.
3. ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია უარი თქვას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები
პირების აღრიცხვაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4. მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნება მიმღები
სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
მუხლი
49.
მოსამზადებელი
ღონისძიებები
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
მშვილებლებისთვის/მშვილებლისთვის ბავშვის შესათავაზებლად
1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის რეესტრში აღრიცხვის
შემდეგ ცენტრალური ორგანო ატარებს შემდეგ ღონისძებებს:
ა) თავსებადობის მიზნით, ახორციელებს მშვილებლების/მშვილებლის და ბავშვის შერჩევას;
ბ) მშვილებლებისთვის/მშვილებლისთვის სასურველი ბავშვის გამოვლენის შემთხვევაში,
ცენტრალური ორგანო ამზადებს ანგარიშს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბავშვის ვინაობის,
მისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის განსაზღვრის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს,
ოჯახის ისტორიის, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის ოჯახის სამედიცინო ისტორიის ჩათვლით და
ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბავშვის შესახებ
ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრალური ორგანოს მიერ.
24
25
მუხლი 50. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად
მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის დადგენა
1. ცენტრალური ორგანო ადგენს იმ მშვილებლების/მშვილებლის ბავშვთან თავსებადობას,
რომელთა თვისებები და უნარ-ჩვევები ყველაზე უკეთ პასუხობენ გასაშვილებელი ბავშვის
საჭიროებებს.
2. ბავშვის და მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობას ადგენს ცენტრალური ორგანოს
შვილად აყვანის კომისია.
3. თავსებადობის დადგენისას, შესაძლებლობის ფარგლებში მხედველობაში მიიღება ბავშვის
ეთნიკური, რელიგიური და კულტურული წარმომავლობა.
4.
შვილად
აყვანის
კომისია
იღებს
გადაწყვეტილებას
ბავშვისა
და
ბავშვთა
და
მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის შესახებ.
5.
იკრძალება
მშვილებელთა
რაიმე
ფორმით
მონაწილეობა
მშვილებელთა/მშვილებლის თავსებადობის დადგენაში ან გასაშვილებელი ბავშვის შერჩევაში.
მუხლი 51. გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება რეესტრში აღრიცხული უცხო ქვეყანაში
მუდმივად მცხოვრები მშვილებლებისთვის/მშვილებლისთვის
1. ბავშვისა და მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის დადგენიდან 5 სამუშაო დღის
ვადაში, ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის:
ა) ანგარიშს ბავშვის შესახებ;
ბ) მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას
(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ინფორმაციას მშვილებლებისთვის/მშვილებელისთვის ბავშვის შეთავაზების საფუძვლების
შესახებ.
3. იკრძალება უცხო ქვეყნის სხვა მშვილებლებისთვის/მშვილებლისთვის გასაშვილებელი
ბავშვის შეთავაზება, ვიდრე ცენტრალური ორგანო, ამ კანონით დადგენილ ვადაში, მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანოსგან
არ
მიიღებს
პასუხს
შეთავაზებულ
ბავშვზე
მშვილებლების/მშვილებლის პოზიციის შესახებ.
მუხლი 52. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თანხმობა
შეთავაზებულ ბავშვზე
1. ამ კანონის თანახმად, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის ბავშვის შესახებ
ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს პასუხი,
შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლების/მშვილებლის პოზიციის შესახებ.
2.
ამ
მუხლის
კომპეტენტური
პირველი
ორგანოსგან
პუნქტით
პასუხის
განსაზღვრულ
ვადაში,
არ
შემთხვევაში
მიღების
მიმღები
სახელმწიფოს
მიიჩნევა,
რომ
მშვილებლებმა/მშვილებელმა უარი განაცხადეს შეთავაზებულ ბავშვზე.
25
26
3. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის მიერ ბავშვის
მონახულების სურვილის შემთხვევაში, მონახულება უნდა მოხდეს ცენტრალური ორგანოს მიერ
განსაზღვრულ ვადაში და პირობებით.
4. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს/მშვილებელს უფლება აქვთ ბავშვს
ჩაუტარონ სამედიცინო შემოწმება ცენტრალური ორგანოს თანხმობით. ბავშვის სამედიცინო
შემოწმებასთან დაკავშირებულ პირობებს ადგენს ცენტრალური ორგანო.
5. ბავშვის მონახულების ან/და სამედიცინო შემოწმებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
განსაზღვრული ვადის დასრულებიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში, მიმღები სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანო
წერილობით
აცნობებს
ცენტრალური
ორგანოს
მშვილებლების/მშვილებელის პოზიციას შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე. ამ ვადის
გადაცილება ჩაითვლება ბავშვის შეთავაზებაზე უარის თქმად.
6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლები/მშვილებელი თანახმანი არიან
შეთავაზებულ ბავშვზე, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური და ცენტრალური ორგანოები იწყებენ
შეთანხმების პროცედურებს შვილად აყვანის განხორციელებაზე.
მუხლი 53. მხარეთა შეთანხმება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო
ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურის განხორციელებაზე
1. თუ ცენტრალური ორგანო და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო თანახმანი
არიან, რომ შვილად აყვანა შეიძლება განხორციელდეს, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოს მიერ ცენტრალურ ორგანოს წარედგინება ინფორმაცია ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში
შესვლისა და მუდმივად ცხოვრების გარანტიების შესახებ.
2. თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან მიღებულია გარანტიები ბავშვის
მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივად ცხოვრების უფლების შესახებ, ცენტრალური ორგანო
ასეთი გარანტიების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს
თხოვნით,
რათა
მიიღოს
ინფორმაცია
ბავშვის
საქართველოს
ტერიტორიიდან
გასვლის
დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია 20 სამუშაო
დღის ვადაში ცენტრალურ ორგანოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.
3. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე,
ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის ინფორმაციას
ბავშვის მიერ საქართველოს ტერიტორიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის/არ
არსებობის შესახებ, ინფორმაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 54. საქართველოდან ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნის
მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა
1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის (დამაბრკოლებელი
გარემოებების არარსებობის შესახებ) მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო
ამზადებს დასკვნას ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ.
2. ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მოიცავს:
26
27
ა) მშვილებლების/მშვილებლის მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), პასპორტის
ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი), სოციალურ და
ჯანმრთელობის მდგომარეობას, შვილად აყვანის მოტივებს;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი,
თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა);
გ) ინფორმაციას მშვილებლების/მშვილებლის და ბავშვის თავსებადობის შესახებ;
დ) ინფორმაციას ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძვლების
შესახებ;
ე) ინფორმაციას ცენტრალურ ორგანოსა და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს
შორის, შვილად აყვანის შესაძლებლობის შესახებ;
ვ)
ინფორმაციას
ბავშვისთვის
საქართველოს
ტერიტორიიდან
გასვლისა
და
მიმღებ
სახელმწიფოში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ;
ზ)
გარემოებები,
რის
გამოც
საქართველოში
ვერ
მოინახა
ბავშვისთვის
მშვილებლები/მშვილებელი.
3. დასკვნა, მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს.
მუხლი 55. სასამართლო გადაწყვეტილება
საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის
უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ
გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ მიიღება ამ კანონის მუხლის შესაბამისად.
მუხლი 56. საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობა (სერთიფიკატი)
1. სასამართლოდან შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის
ვადაში, ცენტრალური ორგანო მშვილებლებზე/მშვილებელზე გასცემს შვილად აყვანის მოწმობის
(სერთიფიკატს) დედანს, ხოლო მის ასლს უგზავნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
2. შვილად აყვანის სერთიფიკატის ფორმა მტკიცდება ცენტრალური ორგანოს მიერ.
მუხლი 57. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის გადაცემა უცხო ქვეყანაში
მუდმივად მცხოვრები მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის)
ცენტრალური
ორგანო
ატარებს
შესაბამის
ღონისძიებებს
მშვილებლებისთვის/მშვილებლისთვის ბავშვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 58. საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების წარდგენა
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის მიერ უცხო ქვეყანაში
მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, ცენტრალური ორგანო ვალდებულია
კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს შვილად აყვანის შემდგომი ანგარიში, თუ მხარეები შეთანხმდნენ
აღნიშნულის თობაზე. მშვილებლები/მშვილებელი ვალდებულნი არიან ცენტრალურ ორგანოს ხელი
შეუწყონ ასეთი ანგარიშის მომზადებაში.
27
28
2. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის მიერ საქართველოში
მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ყოველ 6
თვეში ერთხელ, ხოლო მესამე წელს ერთხელ წარმოუდგინოს ცენტრალურ ორგანოს ანგარიში
შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ ასეთი ანგარიშის უფრო ხშირად
წარმოდგენის შესახებ.
3. ბავშვის შვილად აყვანიდან სამი წლის შემდეგ, ცენტრალურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ,
შეიძლება მოითხოვოს შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ ანგარიშის მისთვის წარდგენა ბავშვის
სრულწლოვანების მიღწევამდე ნებისმიერ დროს.
4. საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების წარდგენის წესი და პირობები
მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
5. ანგარიშები უნდა იქნეს წარდგენილი წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე,
მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე დამოწმებული თარგმანით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ
სხვა პირობებზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადების (თარგმნა,
ნოტარიულად დამოწმება) ვალდებულება ეკისრება მშვილებლებს/მშვილებელს.
7. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის მიერ ამ მუხლით
გათვალისწინებული
მოვალეობების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
პასუხისმგებლობა
განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 59. ანგარიშების კონფიდენციალურობა
შვილად აყვანის პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, შვილად
აყვანის მონიტორინგის მიზნით მომზადებული ანგარიშები კონფიდენციალურია.
მუხლი 60. ანგარიშების დაბრუნების განმაპირობებელი გარემოება
1. მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დაუბრუნდება
საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების/მშვილებლების/მშვილებლის შესახებ
ანგარიში
(თანდართული
დოკუმენტებით)
სასამართლოს
მიერ
შვილად
აყვანის
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. მშვილებლების/მშვილებლის სურვილის შემთხვევაში, ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს
წარმოშობის
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანოსგან
მოითხოვოს
ამ
პირების
შესახებ
გადაგზავნილი ანგარიში (თანდართული დოკუმენტებით) სასამართლოს მიერ შვილად აყვანის
შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან, ბავშვის შესახებ მომზადებული
ანგარიშის დაბრუნების მოთხოვნის უფლება აქვს ცენტრალურ ორგანოს, თუ შვილად აყვანის
შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, არ ხდება ბავშვის
გამგზავრება მიმღებ სახელმწიფოში.
28
29
4. მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დაუბრუნდება
ანგარიში ბავშვის შესახებ, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე.
5.
ამ
მუხლში
დადგენილი
პირობების
გათვალისწინებით,
ცენტრალური
ორგანო
კომპეტენტური ორგანოს შესაბამის ანგარიშებს დაუბრუნებს მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო
დღის განმავლობაში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების შემთხვევებში, წყდება შვილად აყვანის
პროცედურები.
თავი V
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, შვილად აყვანის
სამართლებრივი შედეგები და საიდუმლოობა
მუხლი 61. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს.
2. მშვილებლებს (მშვილებელს) ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ
სასამართლოში მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით.
3. შვილად აყვანის საქმე განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილებას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში
მუდმივად მცხოვრები პირის მიერ შვილად აყვანის შესახებ, საქართველოსა და წარმოშობის
სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, იღებს რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ასეთი
გადაწყვეტილება არ არის მიღებული წარმოშობის სახელმწიფოში
5. თუ გადაწყვეტილება უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის
შესახებ უნდა იქნეს მიღებული საქართველოში, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს
განცხადება შეაქვს სასამართლოში მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.
6. გადაწყვეტილებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში
მუდმივად მცხოვრები მშვილებლის მიერ შვილად აყვანის შესახებ იღებს რაიონული (საქალაქო)
სასამართლო. უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს, რომელსაც სურს ბავშვი
იშვილოს საქართველოში, ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვს სასამართლოში
ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით.
7. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ, თუ მოსალოდნელია, რომ
მშვილებელსა და შვილად აყვანილ ბავშვს შორის წარმოიშობა ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა
მშობელსა და შვილს შორის.
8. თუ ბავშვმა მიაღწია 10 წლის ასაკს, მას უფლება აქვს მისი თანხმობის საფუძველზე
დაესწროს სასამართლო სხდომას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 10
წლამდე ასაკის ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების საკითხს წყვეტს მოსამართლე, ბავშვის
ასაკის, ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.
29
30
9. სასამართლოს შეუძლია საქმის მონაწილეებს დაატოვებინოს სასამართლო დარბაზი
შვილად აყვანაზე ბავშვის თანხმობის გაცხადებისას ან მისი მოსაზრებებისა და სურვილების
მოსმენისას.
10. შვილად აყვანის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე. მხარეებს
შეუძლიათ მოითხოვონ პროცესის ჩატარება ღია სხდომაზე. თუ მშვილებლები, 10 წელს მიღწეული
ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან სასამართლო სხდომა იყოს დახურული თუ ღია,
საკითხს წყვეტს სასამართლო.
11. აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლების სასამართლო სხდომაზე დასწრების
გარეშე. საპატიო მიზეზების არსებობისას, სასამართლო სხდომა შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთი
მშვილებლის მონაწილეობით.
12.
შვილად
აყვანისას
გასაშვილებელი
ბავშვის
ინტერესებს
სასამართლოში
იცავს
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
13. ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე იკრძალება
ბავშვის განთავსება მიმღებ სახელმწიფოში ან ამ სახელმწიფოში გამგზავრება.
14. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის
მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის იურიდიული
მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე
უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული
იურიდიული პირის მომსახურებით.
15. სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით და სოციალური მომსახურების
სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და
ცენტრალურ ორგანოს.
16. შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ
არა
უგვიანეს
სასამართლოს
მიერ
შვილად
აყვანის
(გაშვილების)
საკითხზე
საბოლოო
გადაწყვეტილების გამოტანისა, მშობელს (მშობლებს) ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის არსებობისას, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს,
თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, ასევე, 10 წლამდე ასაკის ბავშვს, სიმწიფის ხარისხის
გათვალისწინებით, შეუძლიათ უარი განაცხადონ შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე).
17. თუ ბიოლოგიურმა მშობლებმა სააგენტოში შეიტანეს განაცხადი გაშვილებაზე უარის
თქმის შესახებ, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესლამდე, სააგენტო ატყობინებს სასამართლოს ბავშვის გაშვილებაზე ბიოლოგიური მშობლების
უარის შესახებ და უგზავნის განაცხადს.
18. თუ ბიოლოგიურმა მშობლებმა სააგენტოში შეიტანეს განაცხადი გაშვილებაზე უარის
თქმის შესახებ, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ შესულია კანონიერ
30
31
ძალაში, სააგენტო ატყობინებს ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებს აღნიშნულის შესახებ, მათთვის
მშვილებლების ვინაობის გამხელის გარეშე.
19. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე,
ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს შეუძლია შეცვალოს საკუთარი დასკვნა და
მოითხოვოს სასამართლო პროცესის შეჩერება.
20. თუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა განცხადება შვილად აყვანის შესახებ, ბავშვი
შეეთავაზება
სხვა
მშვილებელს.
სასამართლოს
უარის
მიზეზის
შვილის
აყვანის
გათვალისწინებით,
შესახებ
განცხადების
სააგენტო
დაკმაყოფილებაზე
უფლებამოსილია
განიხილოს
მშვილებლების რეგისტრაციის გაუქმების საკითხი.
მუხლი 62. სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა
1. მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს
შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და დაბადების რიცხვი
(დაბადების თვის ფარგლებში).
2. მშვილებლის მოთხოვნით ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში იგი მიეთითება შვილად
აყვანილის მშობლად.
3. 10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების ადგილისა
და დაბადების თარიღის შეცვლის, აგრეთვე დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის
მშობლად მშვილებლის მითითების შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. 10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
მონაცემების შეცვლის, აგრეთვე დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად
მშვილებლის მითითების შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, მისი ასაკის,
ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათალისწინებით.
5.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
მონაცემების
დამატება/შეცვლა
ხორციელდება
მშვილებლის მოთხოვნით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 63. შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები
1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ
შვილად აყვანილი ბავშვი კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებსა და თავისუფლდება
მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა (მშობლის) და ნათესავების წინაშე.
2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ
მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანის ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის
შვილად აყვანისას შვილად აყვანილი ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის
სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისთვის
დადგენილი უფლება-მოვალეობების შესაბამისად.
3. შვილად აყვანილი და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ
პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ბიოლოგიურ
31
32
ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები - შვილად აყვანილსა და მის შთამომავლობას.
4.
საერთაშორისო
შვილად
აყვანის
შემთხვევაში,
როდესაც
წარმოშობის
ქვეყანაში
განხორციელებული შვილად აყვანის შედეგი არ არის ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის
გაშვილებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, შვილად აყვანა შეიძლება
გარდაიქმნას ზემოაღნიშნული შედეგის მქონედ, თუ:
ა) საქართველოს სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ბ) ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა გასცა თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე და ამ მუხლის
მე-3 პუქნტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთოებების წარმოშობაზე.
5. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის
შემთხვევაში, ბავშვი წყვეტს სამართლებრივ ურთიერთობას მის ბიოლოგიურ მშობლებთან, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
6. შვილად აყვანილი ბავშვის
მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი
შედეგები დადგება მიუხედავად იმისა, მიეთითება თუ არა მშვილებელი ბავშვის დაბადების აქტის
ჩანაწერში მის მშობლად.
მუხლი 64. ინფორმაციის შენახვა შვილად აყვანის შესახებ
1.
საქართველოს
უფლებამოსილი
ორგანოები
უზრუნველყოფენ
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის შენახვას.
2. ყველა პირი, რომლისთვისაც სამსახურებრივად ან არასამსახურებრივად ცნობილი გახდა ამ
მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული ინფორმაცია, ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ის, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 65. შვილად აყვანის საიდუმლოობა
1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება ისჯება მოქმედი კანონმდებლობით.
2.
მოსამართლე,
რომელმაც
გამოიტანა
შვილად
აყვანის
შესახებ
გადაწყვეტილება,
ბიოლოგიური მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო
აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი და შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილე
ნებისმიერი პირი ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ შვილად აყვანის პროცედურის
განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია.
3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ მშვილებელს, ბავშვის შვილად აყვანამდე, სათანადო წესის
დაცვით ხელი მიუწვდებოდეს ბავშვის წარმოშობის შესახებ ინფორმაციაზე, კერძოდ, ბავშვის
სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ადგილი, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), ასევე ინფორმაცია ბიოლოგიური მშობლების ვინაობის შესახებ.
4. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ შვილად აყვანილმა სრულწლოვანმა პირმა სურვილის
შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია როგორც გაშვილებამდე არსებული მისი პირადი მონაცემების
(მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ადგილი, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია –
ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე მისი ბიოლოგიური მშობლების (მშობლის) ვინაობის შესახებ
მშვილებლისა და ბიოლოგიური მშობლების (მშობლის) თანხმობით.
32
33
5. მოთხოვნის შემთხვევაში, შვილად აყვანილ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია
გაშვილებამდე არსებული მისი პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ადგილი,
ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია – ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
6.
შვილად აყვანილი პირის განცხადების საფუძველზე სააგენტო მიმართავს შესაბამის
ორგანოებს
პირის
გაშვილების,
ბიოლოგიური
მშობლების
(მშობლის)
ვინაობისა
და
ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნა დადგენილი ბიოლოგიური
მშობლების (მშობლის) ვინაობა და ადგილსამყოფელი, რის გამოც შეუძლებელია მათი (მისი)
პოზიციის დადგენა, სააგენტო დაინტერესებულ პირს აწვდის მას პირად ინფორმაციას (სახელი,
გვარი, დაბადების თარიღი, ადგილი, ჯანმრთელობის შესახებ – ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7.
სააგენტო
უფლებამოსილია
ბიოლოგიური
მშობლების
(მშობლის)
განცხადების
საფუძველზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს განმცხადებლის ბიოლოგიური შვილის მოძიების
თაობაზე, თუ დადგინდა რომ ბიოლოგიური შვილი გაშვილებულია, სააგენტო წყვეტს საქმის
წარმოებას.
8. სააგენტო არ აწვდის
შვილად აყვანილ პირს ბიოლოგიური მშობლების
(მშობლის)
მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, თუ:
ა) ბიოლოგიური მშობლები (მშობელი) წინააღმდეგნი არიან, რომ შვილად აყვანილმა პირმა
მიიღოს ბიოლოგიური მშობლების (მშობლის) მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია;
ბ) ბავშვის ნებაყოფლობით გაშვილების მომენტში ბიოლოგიურმა მშობლებმა (მშობელმა)
უარი განაცხადეს, რომ
შვილად აყვანილმა პირმა ან მშვილებლებმა (მშვილებელმა) მომავალში
მიიღონ ბიოლოგიური მშობლების (მშობლის) შესახებ მაინდენტიფიცირებელი ინფორმაცია; ამ
შემთვევაში, სააგენტო არ უკავშირდება ბიოლოგიურ მშობლებს.
9. ბიოლოგიურ მშობლებს (მშობელს) უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოითხოვონ თავისი
უარი, რათა სურვილის შემთხვევაში, შვილად აყვანილმა პირმა ან მშვილებლებმა (მშვილებელმა)
მიიღონ ბიოლოგიური მშობლების (მშობლის) შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
10. ამ მუხლით განსაზღვრული თანხმობები არ არის სავალდებულო თუ გარდაცვლილია
ბიოლოგიური მშობლები (მშობელი) ან მშვილებლები (მშვილებელი).
11. შვილად აყვანილი პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ბიოლოგიურმა მშობლებმა
(მშობელმა) შეიძლება მიიღონ, თუ შვილად აყვანილ პირს, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ,
სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება, რომ ბიოლოგიური მშობლისთვის ხელმისაწვდომი იყოს
მისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
თავი IV
შვილად აყვანის გაუქმება და ბათილად ცნობა
მუხლი 66. შვილად აყვანის გაუქმება
1. ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე მისი შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:
ა) მშვილებელი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მშობლის მოვალეობებს;
33
34
ბ) მშვილებლის მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მშვილებლისა და შვილად აყვანილი
ბავშვის თანაცხოვრება შეუძლებელია;
გ) ამას ითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანილი ბავშვის
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
2. შვილად აყვანის გაუქმების შესახებ საქმე განიხილება მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს სავალდებულო მონაწილეობით.
3. სასამართლოს შვილად აყვანის გაუქმება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს,
რომ ეს შეესაბამება შვილად აყვანილი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო მხედველობაში
იღებს ბავშვის მშვილებელ ოჯახში ყოფნის ხანგრძლივობას.
4. თუ შვილად აყვანილი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შვილად აყვანის გაუქმება
დასაშვებია მხოლოდ ბავშვის თანხმობით. 10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში, ბავშვის ასაკის,
ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლო შვილად აყვანის
გაუქმების პროცესში ითვალისწინებს ბავშვის აზრს.
5. აკრძალულია შვილად აყვანის გაუქმება შვილად აყვანილის მიერ სრულწლოვანების
მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის გაუქმებაზე თანახმა არიან
მშვილებელი, შვილად აყვანილის ბიოლოგიური მშობელი და შვილად აყვანილი პირი.
6. თუ გადაწყვეტილება უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის, საქართველოში
მუდმივად მცხოვრები პირის მიერ შვილად აყვანის შესახებ მიღებულია საქართველოს სასამართლოს
მიერ, ეს შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტების შესაბამისად.
მუხლი 67. შვილად აყვანის ბათილად ცნობა
1. შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი:
ა) სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ბ) თუ შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;
გ) თუ სასამართლო გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ეფუძნება ყალბ დოკუმენტებს;
დ) თუ შვილად აყვანა ფიქციურია.
2. შვილად აყვანის ბათილად ცნობა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
დაადგენს, რომ ეს შეესაბამება შვილად აყვანილი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო
მხედველობაში
იღებს
დროის
ხანგრძლივობას,
რომლის
განმავლობაშიც
ბავშვი
იმყოფება
მშვილებელ ოჯახში.
3. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ საქმე განიხილება მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს სავალდებულო მონაწილეობით.
4. თუ შვილად აყვანილი პირი 10 წლისა და მეტი ასაკის, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო
გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ ბავშვის თანხმობით. თუ ბავშვს არ
მიუღწევია
10
წლისთვის,
ბავშვის
ასაკის,
ჯანმრთელობისა
და
სიმწიფის
ხარისხის
გათვალისწინებით, ბავშვის შვილად აყვანის ბათილად ცნობის პროცესში ითვალისწინებს ბავშვის
აზრს.
34
35
5. თუ გადაწყვეტილება უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის, საქართველოში
მუდმივად მცხოვრები პირის მიერ შვილად აყვანის შესახებ მიღებულია საქართველოს სასამართლოს
მიერ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების
შესაბამისად.
მუხლი 68. ბავშვის შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის მოთხოვნის დაყენებაზე
უფლებამოსილი პირი
1. ბავშვის შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა
შეუძლიათ:
ა) შვილად აყვანილი პირის ბიოლოგიურ მშობლებს (მშობელს);
ბ) მშვილებელს;
გ) ნაშვილებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია შვილად აყვანილი
ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
2. შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნა შეუძილა იმ პირს, რომლის უფლებაც
დარღვეულია შვილად აყვანით.
3. შვილად აყვანილის ბიოლოგიურ მშობლებს შეუძლიათ მოითხოვონ შვილად აყვანის
გაუქმება/ბათილად ცნობა 2 თვის ვადაში მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა შვილად აყვანის
გაუქმების/ბათილად ცნობის საფუძველი.
4. პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანით ილახება ბავშვის საუკეთესო ინტერესები,
ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც წყვეტს
შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს.
5.
განცხადება
შვილად
აყვანის
გაუქმების
მოთხოვნით
წარედგინება
სასამართლოს
მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. თუ მოსარჩელე არის შვილად აყვანილი პირის ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და
მისთვის (მათთვის) უცნობია მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის გაუქმების
მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის
მიხედვით.
7. შვილად აყვანის გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე
განიხილება საერთო სასარჩელო წარმოების წესით და საქმის განხილვაში მოპასუხედ უნდა ჩაებას
მშვილებელი.
მუხლი 69. შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები
1.
შვილად
აყვანა
გაუქმდება
შვილად
აყვანის
გაუქმების
შესახებ
სასამართლო
გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან.
2. შვილად აყვანა ბათილია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში
შესვლის მომენტიდან.
3.
სასამართლო,
რომელმაც
მიიღო
გადაწყვეტილება
შვილად
აყვანის
ბათილად
ცნობის/გაუქმების შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო
35
36
დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, შვილად აყვანის
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
4. შვილად აყვანის გაუქმებისას/ბათილად ცნობისას შვილად აყვანილსა და მშვილებელს,
აგრეთვე მათ ნათესავებს შორის წყდება არსებული უფლება-მოვალეობანი. შვილად აყვანის
გაუქმების/ბათილად ცნობის შედეგად შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს) შორის
უფლება მოვალეობანის აღდგენის საკითხი წყდება სასამართლოს მიერ.
5. თუ შვილად აყვანა გაუქმებულია მშვილებლის მიერ ბავშვის აღზრდის მოვალეობის
არაჯეროვნად შესრულების გამო, ბავშვს უნარჩუნდება მშვილებლებისგან (მშვილებლისგან)
ალიმენტის მიღების უფლება.
6. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას/გაუქმებისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს
შვილად აყვანისას შვილად აყვანილისათვის ამ კანონის 62-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემების
შენარჩუნების საკითხი და გაშვილებამდე არსებული მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრის,
დაბადების ადგილის და დაბადების რიცხვის აღდგენის საკითხი.
7. თუ ბავშვი 10 წლისა და მეტი ასაკისაა, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული საკითხის
გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის აზრს. 10 წლამდე ასაკის ბავშვის
შემთხვევაში, მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლო
მხედველობაში იღებს ბავშვის აზრს.
8. შვილად აყვანის ბათილად ცნობის/გაუქმების შემდეგ ბავშვის შემდგომი განთავსების
საკითხს განსაზღვრავს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო.
თავი VI
მინდობით აღზრდა
მუხლი 70. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი
1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომელიც არის ობოლი;
ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად და/ან
მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებების ნაწილში მხარდამჭერად
დანიშნულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
გ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა (შეეზღუდათ), ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან
შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლება-მოვალეობები.
2. მინდობით აღსაზრდელი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში 18 წლის ასაკის
მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის
მოსწავლე ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, შეუძლია
დარჩეს მინდობით აღზრდაში სწავლის დასრულებამდე.
3. მინდობით აღზრდაში ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 18 წლამდე ასაკის პირი და
მისი შვილი.
4. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის
მიერ დადგენილი წესით.
36
37
მუხლი 71. დედობილი/მამობილი
1. დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები
სრულწლოვანი პირი, გარდა:
ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ აღიარა შეზღუდულქმედუნარიანად ან არის
მხარდაჭერის მიმღები პირი.
ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან
მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა
არაჯეროვნად შესრულების გამო;
გ) იმ პირისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ
დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია ბავშვის აღზრდა;
დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, აგრეთვე მეურვე/მზრუნველისა, რომელთაც
აკისრიათ ამ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მინდობით
აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების არაჯეროვნად
შესრულების გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი.
ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და
მისი სარეიტინგო ქულა დარეგისტრირების მომენტისთვის ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
თ) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV
თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან
გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამავე თავის 171, 172,
1721 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;
ი) იმ პირისა რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108,
109, 112, 126, 1261, 137, 138, 139, 140, 141, 1422, 1431,1432, 144, 1441, 1442, 1443, 171, 172, 1721, 253, 2551, 2552,
მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულისთვის,
მიუხედავად
იმისა
მოხსნილი
ან
გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.
მუხლი 72. დედობილის/მამობილის აღრიცხვა
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა (პირმა), რომელთაც სურთ ბავშვის
მინდობით აღზრდა (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართონ მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. დედობილ/მამობილის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და
მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი
პირის შეფასების საფუძვველზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული შეფასებასთან ერთად, დედობილ/მამობილის
რეგისტრაციის მომენტში სავალდებულოა მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი
დოკუმენტის – სერტიფიკატის წარმოდგენა.
მუხლი 73. მინდობით აღზრდის შესახებ დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება
1. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის,
37
38
მისი ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებებისა და მინდობით აღმზრდელი ოჯახის შესაძლებლობების
თაობაზე ჩატარებული შეფასებისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე. ხოლო, გადაუდებელი
მინდობით აღზრდის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება გადაუდებელი რეაგირების ოქმის
საფუძველზე.
2. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი
პრინციპები:
ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი
ბავშვის ასაკთან, სქესთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ,
რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა;
გ) მინდობით აღმზრდელის ოჯახში მინდობით აღსაზრდელი და საკუთარი შვილების
საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს. გამონაკლისი დაიშვება დედმამიშვილების ერთად
განთავსებისას;
დ) 10 წელს მიღწეული ან 10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში (ასაკის, ჯანმრთელობისა და
სიმწიფის ხარისხის გათალისწინებით) მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი
თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს, გარდა ბავშვის გადაუდებელ
მინდობით აღზრდაში განთავსებისა;
ე) დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს
შეესაბამება მათ ინტერესებს;
ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა
იყოს 16 წელზე ნაკლები.
3. მინდობით აღზრდის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 74. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება
1.
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანო
დედობილთან/მამობილთან
აფორმებს
ხელშეკრულებას ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ.
2. ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებისას, ხელშეკრულება
ვადით
(გარდა
გადაუდებელი
მინდობით
აღზრდისა),
მინდობით
ფორმდება
ნებისმიერი
აღსაზრდელის
მიერ
სრულწლოვანების მიღწევამდე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მინდობით აღზრდაში მყოფი
პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში ან პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სწავლის
დასრულებამდე.
გადაუდებელი
მინდობით
აღზრდის
შესახებ
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს არა უმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით.
3. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება მოიცავს:
ა) ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს;
ბ) დედობილის/მამობილის უფლებებსა და მოვალეობებს;
გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს;
დ) მინდობით აღსაზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს;
ე) მხარეთა პასუხისმგებლობებს;
ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.
4. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანა შეიძლება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
38
39
მუხლი 75. მინდობით აღზრდის ანაზღაურება
1. მინდობით აღზრდის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ბავშვის
საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ ხარჯსა და დედობილ/მამობილის სოციალურ
დახმარებას.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. დედობილს/მამობილს მინდობით აღსაზრდელის მინდობით აღზრდა ეთვლება შრომით
სტაჟში.
მუხლი 76. მინდობით აღმზრდელი ოჯახის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა
მინდობით აღმზრდელ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი
მოვალეობანი:
ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის
შესაბამისად;
ბ) შეუქმნას მინდობით აღსაზრდელს კეთილსაიმედო ოჯახური გარემო;
გ) დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მინდობით
აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის
ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება
ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებები და
შეასრულოს მოვალეობები.
მუხლი 77. მინდობით აღსაზრდელის უფლებები მინდობით აღმზრდელ ოჯახში
1. მინდობით აღსაზრდელი სარგებლობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა
და სხვა ნორმატიული აქტებით ბავშვის მიმართ დადგენილი ყველა უფლებით.
2. მინდობით აღმზრდელი ოჯახი უზრუნველყოფს მინდობითი აღსაზრდელის მონაწილეობას
მინდობით აღსაზრდელთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, მისი ასაკის,
ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.
3. მინდობით აღზრდა არ ზღუდავს მინდობით აღსაზრდელის უფლებებს ბიოლოგიური
მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 78. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1.
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
რეესტრში
მშვილებლად
რეგისტრირებული
პირები
ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, მიმართონ მეურვეობისა და
მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს,მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და
39
40
წერილობით
დაადასტურონ
შვილად
აყვანის
შესახებ
სურვილი,
განაცხადონ
თანხმობა
სავალდებულო მოსამზადებული კურსის გავლის თაობაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი
ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის
დაკმაყოფილებისათვის.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის
პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესახებ, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, შეატყობინოს
ბავშვის შვილად აყვანის მსურველ ოჯახად/პირად რეგისტრირებულ პირებს.
3.
ამ
კანონის
რეგისტრირებული
ამოქმედებამდე
პირები
ბავშვის
ვალდებულნი
შვილად
არიან
გაიარონ
აყვანის
და
მსურველ
ოჯახად/პირად
დაასრულონ
მშვილებლების
სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით
დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის)
რეესტრიდან მოხსნას.
4. ამ კანონის ამოქმედებამდე აღრიცხვაზე მყოფი ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი
პირები ვალდებულნი არიან გაიარონ მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი
მინისტრის
ბრძანებით
დადგენილ
ვადაში.
ამ
პუნქტით
დადგენილი
ვალდებულების
შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის აღრიცხვიდან მოხსნას.
მუხლი 79. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი სამართლებრივი აქტები
1. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით უზრუნველყოს
შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მათი
გამოცემა, მათ შორის:
ა) „შვილად აყვანის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანების დამტკიცება;
ბ) „მინდობით აღზრდის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების დამტკიცება;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ბრძანებების გამოცემამდე
იურიდიულ ძალას ინარჩუნებს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ
ბრძანება;
ბ) „მშვილებელ/მიმღებ ოჯახად რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ” განაცხადის ფორმის
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2012 წლის 10 აგვისტოს №01-52/ნ ბრძანება;
გ) „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ
ბრძანება;
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სააგენტომ უზრუნველყოს:
40
41
ა) შვილად აყვანის მსურველი პირებისთვის შვილად აყვანის შესახებ, ასევე, ბავშვის
გაშვილების ან მიტოვების მსურველი პირებისთვის კონსულტაციის ფორმის დამტკიცება;
ბ) ბავშვის გაშვილებაზე მშობლების (მშობლის) ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის
სპეციალური ფორმის დამტკიცება;
გ) მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების
(პირის)მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის –
სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება;
დ) ბავშვის გაშვილებაზე უარის თქმის შესახებ განაცხადის ფორმის დამტკიცება;
ე) მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება;
ვ) საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის (სერთიფიკატის) ფორმის დამტკიცება.
ზ) ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სხვა,
შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი
გამოცემა.
მუხლი 80 . კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად
ცნობა
ამ კანონის ამოქმედებიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კანონი „შვილად
აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009,
მუხ. 398).
მუხლი 81. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, მე17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, მე-20
მუხლისა და 72-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის პირველი
პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი, მე-20 მუხლი და 72-ე მუხლის
მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
41
განმარტებითი ბარათი
42
განმარტებითი ბარათი
,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის
სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია არსებული პრაქტიკით გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით,
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროს სამართლებრივ რეგულაციებში ცვლილებების
განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გასაშვილებელი ბავშვისთვის
სტაბილურ ოჯახურ გარემოში განთავსებისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის
შეთავაზების მიმართულებით სათანადოდ მომზადებულ და შერჩეულ მშვილებელ ოჯახში გადაყვანას. ასევე,
მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული
მომსახურების მიწოდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებების განხორციელება შვილად აყვანისა
და მინდობით აღზრდის სფეროში:
პრინციპების დონეზე ხდება გასაშვილებელი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის
უპირატესი გარემოს განსაზღვრა და აღიარება, როგორიცაა: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა,
მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა.
,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია კანონის სუბიექტების
განსაზღვრას მათ მოქალაქეობას უკავშირებს. მოქმედი კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება
ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. წარმოდგენილი პროექტით კი კანონის სუბიექტთა წრე დაჯგუფებულია
მუდმივად ცხოვრების ნიშნით. კერძოდ, კანონი გამოიყენება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის
მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; უცხო ქვეყანაში
მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა და
საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით
აღზრდა.
ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს,
რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიური ზრუნვა და აღზრდა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით
გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.
მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოში იქმნება სათათბირო ორგანო - თავსებადობის
კომისია,
რომელიც
იკრიბება
გამონაკლის
შემთხვევებში
(ბავშვის
საუკეთესო
ინტერესების
42
43
გათვალისწინებით), რათა მონაწილე მხარეების ჩართვის გზით მიღებული იქნას გადაწყვეტილება
თავსებადობის პროცესში გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით.
სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის
მსურველი პირებისთვის მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი
კურსის გავლა - სერტიფიცირება, რაც წარმოადგენს შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ
ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს. ამასთან, მოსამზადებელი
კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს/პირს შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და
ზრუნვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ
სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსის
წარმატებით
გავლის
შემდეგ
გაიცემა
კურსის
გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი – სერთიფიკატი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირებმა/პირმა სხვა
დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა ასევე აუცილებელი წინაპირობაა მინდობით
აღზრდის მსურველი პირებისთვის მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის.
მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან
სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების)
ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან
შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება‐მოვალეობები. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6
თვიანი ვადა შემცირდა 3 თვემდე.
ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა, თუ დადგინდა, რომ მშობელი,
არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და
მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება
შვილის ბედით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის
მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის
საკითხი. განხილვის შედეგები უდნა ეცნობოს სააგენტოს.
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი
სხვაობა, რომელიცარ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები). კანონპროექტით
მოხდა მშვილებელსა და
გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც, კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის
გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს
45 წელზე მეტი. გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის
გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს. ზედა ასაკობრივი
ზღვარი არ ვრცელდება ქორწინებაში მყოფმ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი აკმაყოფილებს
ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ
ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი.
სავალდებულო
ხდება
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრების
მშვილებლების
(მშვილებლის)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ ასახავს
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს და ადასტურებს მითითებული პირების
საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება
ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი
ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით,
მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. აღნიშნულ ცვლილებით
43
44
წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის
მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს.
მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებულნი არიან შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღეში, წერილობით
დაადასტურონ პოზიცია (თანხმობა/უარი) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე.
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანო
ერთი
და
იმავე
მშვილებელი
პირებისთვის/პირისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად
აყვანის
მიზნით.
შეთავაზებაზე,
იმ
შემთხვევაში,
მეურვეობისა
და
თუ
მშვილებლებმა/მშვილებელმა
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორივეჯერ
ორგანო
იღებს
უარი
განაცხადეს
გადაწყვეტილებას
მშვილებლების (მშვილებლის) აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე.
იკრძალება
შვილად
აყვანის
თაობაზე
ბავშვის
ბიოლოგიური
მშობლების/მშობლისა
და
მშვილებლების/მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევები, ვინაიდან, მოქმედი
რეგულაცია უფლებას ანიჭებს დაინტერესებულ მხარეებს (ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი) თავად
განსაზღვრონ
ბავშვის
მზრუნველობის
მიტოვების
ორგანოს
შემდეგ
მშვილებელი
გარემო,
სრულფასოვან
ჩართულობას
ამ
რაც
ზღუდავს
კატეგორიის
მეურვეობისა
ბავშვების
და
გამოვლენის,
სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი საჭიროებების შესაბამისად, უპირატესი მშვილებელი
პირების/პირის შეთავაზების თვალსაზრისით.
გაშვილებული ბავშვის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემების შეცვლა განხორციელდება
მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
მინდობით აღმზრდელ ოჯახში შესაძლებელია განთავსდეს არასრუწლოვანი, შვილთან ერთად.
მინდობით აღსაზრდელი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში 18 წლის ასაკის მიღწევისას,
შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე ან პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, შეუძლია დარჩეს მინდობით აღზრდაში
სწავლის დასრულებამდე.
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მოქმედ კანონში მოცემულია 2 ტერმინის განმარტება:
„მიმღები ოჯახი“ და „დედობილ/მამობილი“. კანონპროექტის მიხედვით, ამ ტერმინების ნაცვლად იარსებებს
ერთი ტერმინი - „მინდობით აღმზრდელი“, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო მოსახერხებელია,
რადგან მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება ერთ პირთან (დედობილი, ან მამობილი) და
არა ოჯახთან.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განხორციელებისას, მოხდება 10 წლამდე ასაკის
ბავშვის აზრის გათვალისწინება მისი ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.
დაზუსტდა შვილად აყვანის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაუქმების რეგულაციები, რაც
აისახება ამ ორი ინსტიტუტის სამართლებრივ შედეგებში;
საერთაშორისო
შვილად
აყვანის
პროცესის
განხორციელებისას,
საერთაშორისო
შვილად
აყვანის
კომპეტენტურ ორგანოებს უწესდებათ ვალდებულება დააკმაყოფილონ რიგი მოთხოვნები (კრიტერიუმები);
საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისათვის უცხო ქვეყანაში მუდმივად
მცხოვრები მშვილებელი პირის შერჩევა განხორციელდება კომისიური წესით;
საერთაშორისო
შვილად
აყვანის
პროცესში
დგინდება
მიმღები
და
წარმოშობის
სახელმწიფოს
კომპეტენტური ორგანოების ურთიერთობის წესი;
ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის შესახებ ანგარიშების დოკუმენტბრუნვის სპეციალური წესების
შემოღება;
მცირდება საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მიმღები სახელმწიფოდან მოწოდების
სიხშირე, რაც განაპირობებს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პოტენციური მშვილებელი პირების
44
45
მოზიდვას. შესაბამისად, რეგულაციები მეტი მოქნილობას იძენს უცხო ქვეყნის კანონმდებლობასთან
მიმართებაში;
განისაზღვრება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები
ბავშვის შვილად აყვანის წესი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კაკანონპროექტის მიღებისთვის არ არის აუცილებელი რაიმე ხარჯების გაწევა არც მიმდინარე, 2016
წელს და არც მომდევნო, 2017 წელს. 2018 წლიდან ხარჯები დაფინანსდება, როგორც ბიუჯეტის ასიგნებების
ფარგლებში, ასევე შესაძლებელია სხვა შესაძლო ფინანსური წყაროებიდან, კერძოდ სსიპ „სოციალური
მომსახურების სააგენტოს“ საკუთარი შემოსავლებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია გამოქვეყნების ვადა, ხოლო ზოგიერთი მუხლის
(მათ შორის ფინანსური ტვირთის შემცველი) ამოქმედების ვადად 2018 წელი. შესაბამისად, კანონპროექტის
მიღება არ მოახდენს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასევე, არ მოახდენს გავლენას
2017 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2018 წლის და
შემდგომი საბიუჯეტო წლების ბიუჯეტების შემოსავლებზე, ვინაიდან დგინდება მშვილებელი პირების/პირის
მხრიდან სავალდებულო მოსამზადებელი კურსის პროგრამის გავლის საფასური.
ვინაიდან კანონპროექტის
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს
მშვილებელი პირების/პირის მხრიდან სავალდებულო მოსამზადებელი კურსის პროგრამის გავლას, გავლის
საფასურს კი დაფარავს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირები/პირი, შესაბამისად ამ შემთხვევაში სსიპის „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება წელიწადში საშუალოდ 15
ათასი ლარით საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ს სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 2700 ლარს.
(2016 წლის ივნისის მდგომარეობით, ბავშვთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულია 3172 მშვილებელი
კანდიდატი, რომლის მომზადებაც იგეგმება 7 დღიანი სწავლების კურსით). ვინაიდან აღრიცხვაზე
დაფიქსირებული
მშვილებელი
კანდიდატების
წლიური
საშუალო
რეალური
(სპეციალისტის
მიერ
შეფასებული) მაჩვენებელი შეადგენს 300 პირს. ხოლო მათ მიერ განხორციელებული შენატანების ოდენობა 1
მშვილებელ პირის/ოჯახის მიერ იქნება 50 ლარი, რაც განისაზღვრება მინისტრის მიერ დადგენილი
ნორმატიული აქტის თანახმად და ხსენებული თანხა წარმოდგენილი იქნება სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საფასურის დაწესებამ გარკვეული
გავლენა იქონიოს მშვილებელი კანდიდატების საშუალო წლიურ ოდენობაზე, რაც კანონის იმპლემენტაციის
პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთება და ამ მიმართულებით შემოსულობათა მოცულობა მომავალში
დამოკიდებული იქნება შემთხვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია გამოქვეყნების ვადა, ხოლო ზოგიერთი მუხლის
(მათ შორის ფინანსური ტვირთის შემცველი) ამოქმედების ვადად 2018 წელი. შესაბამისად, კანონპროექტის
45
46
მიღება არ მოახდენს გავლენას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასევე, არ მოახდენს
გავლენას 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს
2018 წლის და შემდგომი საბიუჯეტო წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან 2018 წლის 1
იანვარიდან სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი იქნება რიგი ღონისძიებებისა:
კანონპროექტის მიღებით საჭირო გახდება დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების გამოყოფა, სამინისტროს
ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამული ხარჯიდან, რათა უზრუნველყოფილ იქნას
მინდობით აღზრდის
მსურველი პირების მომზადება/გადამზადება. შესაბამისად კანონპროექტის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“
და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივობების
გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დაფიქსირდება 2018 წლიდან ანუ ამ რეგულაციის ამოქმედებიდან. სააგენტოში დარეგისტრირებული მიმღები
მშობლების
სავალდებულო
ტრენინგი
გათვლილია
7
დღეზე
ხოლო
შშმ
ბავშვთა
მინდობით
აღმზრდელებისთვის 9 დღეზე. მიმდინარე ეტაპზე სააგენტოში რეგისტრირებულია 300 მინდობით
აღმზრდელი და 2018 წლისთვის დაახლოებით ივარაუდება 100 ახალი მინდობით აღმზრდელის
დარეგისტრირება. შესაბამისად, სავარაუდოდ 6 ტრენერის მიერ 400 მინდობით აღმზრდელი პირის ტრენინგი
გამოიწვევს 126 000 ლარის ოდენობის
ფინასური რესურსის გამოყოფის საჭიროებას (ხელფასი 60 000,
სასტუმრო 55 000, მგზავრობა 6000, სხვა ხარჯი 5000), ხოლო მომდევნო წლებში საჭირო იქნება
ყოველწლიურად დაახლოებით 50 ძველი და ახალი ახალი მინდობით აღმზრდელის დატრენინგება,
რომელთათვისაც ტრენინგის ჩატარება გამოიწვევს ყოველწლიურად საშუალოდ 16 000 ლარის გამოყოფის
საჭიროებას (315x50).
რაც
შეეხება
კანონპროექტის
მე-6
მუხლის
1-ლი
პუნქტის
„თ“
და
„ი“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ მშვილებელი პირების/პირის და მინდობით აღმზრდელი ოჯახის სავალდებულო
მოსამზადებელი კურსი გავლისათვის მოსამზადებელ პერიოდს (2017 წ), ტრენერები იქნებიან სააგენტოს
თანამშრომლები, რომლებიც უკვე არიან დატრენინგებულები და მომზადებულები 2018 წლიდან ახალი
ფუნქციის შესასრულებლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ მინდობით აღმზრდელი მშობლების ტრენინგზე
დასახარჯია 126 000 ლარი, ხოლო მშვილებელი კანდიდატების მიერ გაკეთებული შენატანი იქნება 15 000
ლარი (რომელიც მოიცავს დღგ-ს თანხას),
სულ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
საჭირო იქნება
დაახლოებით 126000-12300=113700 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
რაც შეეხება საშუალოვადიანი პერიოდის შემდგომ საბიუჯეტო წლებს, მინდობით აღმზრდელთა
ტრენინგისათვის საჭირო თანხა ძირითადად დაიფარება მშვილებელი კანდიდატების მიერ გადახდილი
თანხით, ხოლო საჭიროებისამებრ დამატებითი ფინანსური რესურსის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სხვა საკუთარი
შემოსავლები.
შემოთავაზებული კანონპროექტით მინდობით აღზრდის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც მოიცავს
ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ ხარჯსა და დედობილ/მამობილის სოციალურ
დახმარებასაღნიშნული სახის რეგულაცია დღესაც მოქმედებს და დღეის მდგომარეობით მინდობის აღზრდის
ხარჯები საშუალოდ წლიურად შეადგენს 6 768 000 ლარს, 1250 მინდობით აღმზრდელზე, ყოველწლიურად
საჭირო ზრდა შეადგენს საშუალოდ 500 000 ლარს, შესაბამისად, 2017-2019 წლების საშუალოვადიან
პერიოდზე გათვალისწინებულია საშუალოდ წლიურად 7 500 000 ლარი, წლიურად 1400 მინდობით
აღმზრდელზე.ასევე უნდა აღინიშნოს, ყველა დატრენინგებულ მინდობით აღმზრდელთან არ მოხდება
ბავშვების მაშინვე განთავსება და შესაბამისად-ანაზღაურების გაცემა. ეს მოხდება ეტაპობრივად, შესაბამისი
46
47
ბავშვების გამოვლენის კვალობაზე. (ასევე ძველი მინდობით აღმზრდელები ზოგჯერ აღარ აგრძელებენ და
ხდება მათი ჩანაცვლება) შემდგომში კი 50 მინდობით აღმზრდელიდან უმრავლესობა ძველი აღმზრდელები
იქნებიან, რომლებსაც უკვე ყავთ ბავშვები. ამიტომ , ამათთვის, რაელურად დამატებითი თანხები არ იქნება
საჭირო.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
წარმოდგენილი
კანონპროექტის
გავლენა
ძირითადად
უკავშირდება შესაბამისი ტრენინგის ხარჯებს, რომელზეც ზემოთ იქნა აღნიშნული.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე)
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება,
იქონიებს 2018 წლის 1 იანვრიდან. კერძოდ:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
მშვილებელი
პირების/პირის
მხრიდან
სავალდებულო
მოსამზადებელი კურსის პროგრამით გავლას, რომლის საფასურს ფარავს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი
პირები/პირი. ამ საფასურის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი 2018 წლიდან ითვალისწინებს მშვილებელი პირების/პირის მხრიდან სავალდებულო
მოსამზადებელი კურსის პროგრამით გავლას, რომლის საფასურს ფარავს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი
პირები/პირი. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა, კურსის გავლის წესი, კურსის
საფასური და კურსთან დაკავშირებული სხვა საკითხები მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს.
47
48
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბავშვთა უფლებებზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
48