„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 201 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მამხილებლის ახლო ნათესავი – მამხილებლის მეუღლე (მათ შორის,
განქორწინებული), შვილი, მინდობით აღსაზრდელი, გერი, მშობელი, შვილად ამყვანი,
პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მამხილებელთან მუდმივად მცხოვრები პირი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით, ტერმინი „შვილობილი“,
იცვლება
ტერმინით
-
„მინდობით
აღსაზრდელი“.
შესაბამისად,
წინამდებარე კანონის შესაბამის მუხლში მოხდება სიტყვის - „შვილობილი“ ჩანაცვლება
ფრაზით - „მინდობით აღსაზრდელი“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი
არ
იწვევს
ფულადი
სახსრების
გამოყოფას
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
2
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე)
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
3
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 201 (02.04.2014. N2172)
ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს,
გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება
საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა
და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან
შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად ჩაითვლება აგრეთვე
მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება განცხადების განმხილველი
ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; (27.10.2015. N4358)
ბ) ანონიმური მხილება – მხილება, როდესაც მამხილებელი იდენტიფიცირებული არ
არის;
გ) განცხადების განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა
კონტროლის
ან/და
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული ქვედანაყოფი; (27.10.2015. N4358)
დ) იძულებითი ზომები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ან მამხილებლის
თანხმობის გარეშე მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, ხელშეკრულების პირობების
გაუარესება, სამსახურში მიღებაზე, აღდგენაზე ან დაწინაურებაზე უარის თქმა ან/და სხვა
ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მამხილებლის სამსახურებრივი
უფლებამოსილების შეზღუდვა ან მისი სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამუშაო
პირობების გაუარესება; (27.10.2015. N4358)
ე) მამხილებლის ახლო ნათესავი – მამხილებლის მეუღლე (მათ შორის,
განქორწინებული), შვილი, შვილობილი, გერი, მშობელი, შვილად ამყვანი, პაპა, ბებია,
შვილიშვილი, და, ძმა, მამხილებელთან მუდმივად მცხოვრები პირი.
5