„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი,
პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით, ტერმინი „შვილობილი“,
იცვლება
საქართველოს სისხლის
ტერმინით
-
„მინდობით
აღსაზრდელი“.
შესაბამისად,
სამართლის საპროცესო კოდექსშიც მოხდება ფრაზის -
„შვილობილი“ ჩანაცვლება ფრაზით - „მინდობით აღსაზრდელი“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი
არ
იწვევს
ფულადი
სახსრების
გამოყოფას
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
2
ბ.ე)
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
3
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის
1. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
2. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია,
შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
3. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად
მცხოვრები პირი.
4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი,
მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ
შემთხვევაში,
როდესაც
პროცესის
მონაწილე
არის
არასრულწლოვანი,
შეზღუდულქმედუნარიანი, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია
დაიცვას თავი, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული. (20.03.2015. N3358 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი,
გამომძიებელი, პროკურორი.
6. ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.
7. დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი
ადვოკატი.
8. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი.
9. ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ბრალდებულის,
მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას.
10. გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით
განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან
დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.
11. დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც
მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა
ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით
პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის
ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.
111. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი
მტკიცებულებები – მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ
ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული
აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ
მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის
უფლებაზე. (24.07.2014. N2517)
12. ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად
განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის
სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ
ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია
5
ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება
გამამტყუნებელი განაჩენი. (14.06.2013. N741)
13. გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის
გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს
დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
14. განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან
ამართლებს მას.
15. განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების
გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
16. დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ
საკითხზე.
17. ღამე – დრო 22 საათიდან 6 საათამდე.
18. საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის
გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის
გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან
დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა
დადასტურებული
უნდა
იყოს
სამედიცინო
დაწესებულების
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ
ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ
მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო
მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი
შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო
მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს
გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
19. ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი,
რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაული.
20. მოწმე – პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის
გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლებამოვალეობებს
იძენს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
თაობაზე
გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.
21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე
ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის
საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია
მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი
მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში,
გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
22. დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც
მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.
23. მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი
ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა
6
ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ
ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ
უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა
ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა
თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს,
რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე,
ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის
სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო
ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია
სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის
სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
24. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის
სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი,
რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე
დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ
გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან
ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს.
26. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის
მდებარეობის ადგილი.
27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან
დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად
ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი
მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). (24.09.2010. N3616
ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.)
28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის
ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა,
რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. (24.09.2010.
N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.)
29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი,
რომელიც
მომხმარებლებს
უზრუნველყოფს
შესაძლებლობით,
ურთიერთობა
განახორციელონ კომპიუტერული სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი,
რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო
მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებელთა სახელით. (24.09.2010. N3616
ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.)
30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და
კომპიუტერული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი,
რომელიც კომუნიკაციათა ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს,
დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას,
ძირითადი მომსახურების ტიპს. (24.09.2010. N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30
სექტემბრიდან.)
7
31. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი
ელექტრონული სისტემა − ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა,
რომელიც გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული
თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით
ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების დამოუკიდებლად განხორციელების
შესაძლებლობას. (30.11.2014. N2870) (ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის
მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 31-ე ნაწილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
გადაწყვეტილება 13.04.2016. №1/1/625, 640) გადავადდეს 2017 წლის 31 მარტამდე საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3
მუხლის 31-ე ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ)
32. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
განხორციელების
უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო ორგანო − ამ კოდექსის 1434 მუხლის
მიზნებისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულტექნიკური დეპარტამენტი. (08.07.2015. N3955 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან)
33. ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან – უფლებამოსილი ორგანოს
მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტრონული ფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან,
სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი,
დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ
საშუალებათა გამოყენებით. (30.11.2014. N2870)
8