„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური
ნომერი
#07-3/606/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 142-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახლო ნათესავებს - შვილებს, შვილიშვილებს, ძმებს, დებს, მშობლებს, მშვილებლებს, მინდობით აღსაზრდელს, მზრუნველებს, მეურვეებს, ბებიებს, პაპებს;“ 3 2. 187 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, შვილად აყვანის გაუქმებისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა;“. 3. 350-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.“. 4. 350-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. შვილად აყვანის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ პროცესის ჩატარება ღია სხდომაზე. თუ მშვილებლები, 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან სასამართლო სხდომა იყოს დახურული თუ ღია, საკითხს წყვეტს სასამართლო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით: „შვილად აყვანის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ პროცესის ჩატარება ღია სხდომაზე. თუ მშვილებლები, 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან სასამართლო სხდომა იყოს დახურული თუ ღია, საკითხს წყვეტს სასამართლო“. აქედან გამომდინარე, შვილად აყვანის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 350-ე მუხლში. ცვლილება შედის კოდექსის 1873 მუხლში და საოჯახო დავების ჩამონათვალს რომელზედაც არ ვრცელდება სასამართლო მედიაცია ემატება შვილად აყვანის გაუქმება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 3 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება 1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ: ა) მხარეთა მეუღლეებს; ბ) ახლო ნათესავებს - შვილებს, შვილიშვილებს, ძმებს, დებს, მშობლებს, მშვილებლებს, შვილობილებს, მზრუნველებს, მეურვეებს, ბებიებს, პაპებს; გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან. 2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს. (20.04.2005. N1349) მუხლი 1873 . სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავები 1. სასამართლო მედიაცია შეიძლება გავრცელდეს: ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა; ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე; გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე; დ) ნებისმიერ დავაზე − მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მედიატორს შეიძლება გადაეცეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. მუხლი 350. განცხადების შინაარსი 1. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის. 2. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლების თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. სასამართლოს, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, აგრეთვე განიხილოს საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე. 5