„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მინდობით აღმზრდელი - დედობილი/მამობილი, რომელიც სახელმწიფოსთან
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ამ ოჯახის არაწევრი,
სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის თავისთან ცხოვრებასა და მასზე
ზრუნვას;“.
2. მე-4 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის
დადებული
ხელშეკრულების
საფუძველზე
მინდობით
აღმზრდელისთვის
მინდობით
აღსაზრდელად გადაცემული პირი;“.
3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც
მიეცემა დედობილს/მამობილს მინდობით აღსაზრდელის მოსავლელად და აღსაზრდელად.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით, ტერმინი „მიმღები ოჯახი“, იცვლება ტერმინით - „მინდობით აღმზრდელი“. შესაბამისად, „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც მოხდება ფრაზის - „მიმღები ოჯახი“ ჩანაცვლება
ფრაზით - „მინდობით აღმზრდელი“ და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მე-4 მუხლის „დ“ და
„უ“ ქვეპუნქტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
2
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
3
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი – სოციალური დახმარების მიმღები;
ბ)
თავშესაფარი
–
სოციალური
მომსახურების
მიმწოდებელი,
რომელიც
უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით;
გ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის
ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება;
დ) მიმღები ოჯახი – ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე უზრუნველყოფს ამ ოჯახის არაწევრი, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების
მქონე პირის თავისთან ცხოვრებასა და მასზე ზრუნვას;
ე) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი;
ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი
წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს
სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს;
ზ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური;
თ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო;
ი) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის
სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე
პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის;
კ) სოციალური დახმარების სისტემა – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული,
ორგანიზებული ან/და მისი მეთვალყურეობით განხორციელებულ ღონისძიებათა
ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე
პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებისაკენ;
ლ) სოციალური მომსახურება – საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური
დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი
ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
მ) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი – ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური
ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს
სოციალური მომსახურების მიწოდებას;
ნ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური
უფლებამოსილების მქონე პირი; (18.12.2009. N2386 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)
ო) სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები:
ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები;
ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
5
ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის
მქონე სრულწლოვანი;
ო.დ) მარჩენალდაკარგული; (24.04.2012. N6061 ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)
პ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ
გარემოში
აღზრდის
უპირატესი
უფლების
დაცვას
და
მისი
მშობელთა
მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას;
ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე
პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც
უსახლკარო;
რ) ღატაკი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები
პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილ დონეზე ნაკლებია;
ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე;
ტ) მინდობით აღზრდა – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
მოვლისა და აღზრდის მიზნით, სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის
განხორციელებითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის
ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება; (16.07.2010. N3441)
უ) შვილობილი – სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე დედობილ-მამობილისათვის მოსავლელად და აღსაზრდელად
გადაცემული ბავშვი;
ფ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც
ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას,
ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ერთობლივ განკარგვაგანაწილებას.
ქ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი
სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად; (24.04.2012. N6061 ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან)
ღ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი
(შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე. (24.04.2012. N6061 ამოქმედდეს 2012 წლის 1
სექტემბრიდან)
მუხლი 10. მინდობით აღზრდის ანაზღაურება (16.07.2010. N3441)
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც
მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა.
3. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და
შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები
რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
6