„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური
ნომერი
#07-3/606/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 112-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე, 1261, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422, 143-ე, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე, 172-ე და 1721 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–2381, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით 2 (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე1 2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით (108, 109, 112, 126, 1261, 137, 138, 140, 141, 1422, 1431, 144, 1441, 1442, 1443, 171, 172, 1721) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. აღნიშნული ინფორმაციის გასაგებად საჭიროა ცვლილება შევიდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში და ამ ქვეპუნქტში მოცემულ მუხლების ჩამონათვალს დაემატოს ის მუხლები, რომლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი ვერ იქნება მშვილებელი მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 3 კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს. 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური. 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ბ) საფასური – ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის; 1 გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-9−11 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან) დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონით განსაზღვრულ შემჭიდროებულ დროში; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 1 დ ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში არსებული ან სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობანაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები; (30.07.2014. N2590 ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.) ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული: (2.07.2010 N 3286) ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); ე.დ) მოკლელულიანი (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); ე.ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი; ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღები, რომლებიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს; 1 ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი 6 იარაღი;(24.12.2013. N1831 ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან) ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან) ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან) ე1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი: (17.12.2010. N4138) ე1.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით; ე1.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით; ე1.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე1.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენის მიზნით; ე1.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში; 2 ე ) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება; (2.07.2010 N 3286) 3 ე ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან) 4 ე ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღისაგან განცალკევებულად რეგისტრირდება და რეგისტრირებული იარაღის დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან) ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები; ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას; თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის 7 ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) კ) შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მონაწილე, დაურეგისტრირებელი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) კ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით; (14.12.2007 N 5610) ლ) სატრანსპორტო საშუალება: (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ლ.ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას 3 ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ -ზე მეტია; ლ.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია; ლ.გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის; ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“−„ლ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები; 1 ლ ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ლ1.ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა; 1 ლ .ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ჩამოწერა; 1 ლ .გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა; მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი 8 სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; (19.06.2012 N 6503) 1 მ ) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; (19.06.2012 N 6503) ნ) ამოღებულია (2.07.2010 N 3286) ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა: (19.12.2008 N 810) ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება; პ) ამოღებულია (8.11.2011. N5201) ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: (2.07.2010 N 3286) ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ; ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; 1 ჟ ) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ; (19.06.2012 N 6503) რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და 9 განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი), საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ტ) უფლების გადაცემის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს: (24.12.2013. N1831 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ტ.ა) მესაკუთრის მიერ სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; ტ.ბ) მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის მიერ საკუთრების უფლების სატრანსპორტო საშუალების შემძენისთვის გადაცემას; ტ.გ) შემძენის უფლებას, სააგენტოში სარეგისტრაციო პროცედურებში გამსხვისებლის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია; ტ.დ) შემძენის მიერ სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; ტ.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოებებს; უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება.(17.12.2010. N4138) „ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე და 118-ე 1 1 მუხლებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 126 , 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებით, 142 მუხლის მე-2 2 1 2 და მე-3 ნაწილებით, 142 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე, 143 და 143 3 მუხლებით, 143 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–144 , 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 1 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 2 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 3 1 მუხლით, 227 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–238 , 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 1 2 5 1 255 , 256-ე, 257-ე, 259 და 259 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 მუხლის მე-2 2 ნაწილით, 322 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა 2 და 331 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 1 ქვეპუნქტით, 344 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე 10 1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1 1 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 , 379-ე, 381 , 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. (12.06.2015. N3703 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 11