„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური
ნომერი
#07-3/606/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები (ქვედა ასაკობრივი ზღვარი), ხოლო მაქსიმალური სხვაობა 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების შემთხვევაში არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება ქორწინებაში მყოფმ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი აკმაყოფილებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი.“. 2. 1257-ე და 1258-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 3. 1260-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 1263-ე - 1265-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 5. 1272-ე - 1274-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით ხდება მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენა, რაც ასევე აისახება კოდექსშიც. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან კოდექსის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კოდექსიდან ამოღებულ იქნება 1257 და 1258 მუხლები, 1260-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 1263-ე-1265-ე და 1272-ე - 1274-ე მუხლები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: 2 სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 3 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 1250. მშვილებლის ასაკი მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც. პატივსადები მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია შეამციროს ასაკობრივი სხვაობა. მუხლი 1257. ნაშვილებისათვის სახელისა და გვარის შეცვლა 1. მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს მიეკუთვნება მშვილებლის გვარი. 2. მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს შეიძლება შეეცვალოს სახელი. სახელის შეცვლა ბავშვისათვის, რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით. 3. ნაშვილებისათვის სახელისა და გვარის შეცვლა შესაძლებელია შვილად აყვანის რეგისტრაციისას, მშვილებლის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 1258. ჩანაწერი ნაშვილების მშობლების შესახებ 1. მშვილებლები, შვილად აყვანის რეგისტრაციისას, მათი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბადების აქტის ჩანაწერში შეიძლება ჩაიწერონ ნაშვილების მშობლებად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჩაწერისათვის აუცილებელია ნაშვილების თანხმობა, თუ მას ათი წელი შეუსრულდა. მუხლი 1260. ნაშვილების ურთიერთობანი ღვიძლ მშობლებთან (ნაშვილების ურთიერთობანი ბიოლოგიურ მშობლებთან 1. ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ. 2. ერთი პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ნაშვილები ინარჩუნებს აღნიშნულ უფლება-მოვალეობებს - დედის სურვილით, თუ მშვილებელი მამაკაცია, ან მამის სურვილით - თუ მშვილებელი ქალია. მუხლი 1263. შვილად აყვანის შესახებ ცნობების გამოქვეყნების დაუშვებლობა 5 1. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება მშვილებლის თანხმობის გარეშე აკრძალულია, სანამ შვილად აყვანილს არ შეუსრულდება 18 წელი. 2. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება აკრძალულია შვილად აყვანილის თანხმობის გარეშე, თუ მას უკვე შეუსრულდა 18 წელი. 3. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება ბიოლოგიური მშობლის (გამშვილებლის) შესახებ აკრძალულია ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე. 4. პირი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე გაამჟღავნებს შვილად აყვანის ფაქტს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 1264. შვილად აყვანის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა 1. მშვილებლის თხოვნით, შვილად აყვანის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი და თარიღი. 2. ნაშვილები ბავშვის დაბადების ნამდვილი ადგილი და თარიღი უნდა ინახებოდეს და არ უნდა გამჟღავნდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას ითხოვს მშვილებელი, სანამ ნაშვილებ ბავშვს 18 წელი შეუსრულდება, ან ნაშვილები, თუ მან უკვე მიაღწია სრულწლოვანებას კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 3. ნაშვილები ბავშვის დაბადების ნამდვილი ადგილი და თარიღი შეიძლება აღდგენილ იქნეს მისი მოთხოვნით, როცა ის სრულწლოვანებას მიაღწევს, ან მშვილებლების მოთხოვნით, სანამ ნაშვილებ ბავშვს 18 წელი შეუსრულდება. 4. დაბადების ნამდვილი ადგილისა და თარიღის აღდგენისათვის საჭიროა ნაშვილები ბავშვის თანხმობა, თუ მას უკვე შეუსრულდა 10 წელი. მუხლი 1265. შვილად აყვანის ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ შვილად აყვანის ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით. მუხლი 1272. შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძვლები 1. შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ შემთხვევაში, თუ: ა) გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ემყარება ყალბ დოკუმენტებს; ბ) შვილად აყვანა ფიქციურია; გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3339); დ) მშვილებელს ჩამორთმეული ან შეზღუდული ჰქონდა მშობლის უფლება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების ან მათი ბოროტად გამოყენების საფუძველზე; ე) გაშვილება მოხდა მშობლების ან მეურვის თანხმობის გარეშე, სადაც ამგვარი თანხმობა საჭირო იყო, თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიური მშობლებისათვის ან მეურვისათვის შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. 6 2. შვილად აყვანის ბათილად ცნობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს. 3. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა თანახმა ნაშვილები, რომელმაც ათი წლის ასაკს მიაღწია. 4. შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ პირის მოთხოვნით, რომლის უფლებაც დარღვეულია შვილად აყვანით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით. მუხლი 1273. შვილად აყვანის ბათილად ცნობის მომენტი 1. შვილად აყვანა ბათილად ითვლება შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან. 2. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას აღდგება ბავშვის პირადი და ქონებრივი უფლებები და მოვალეობები თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ. 3. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი გადაეცემა მშობლებს, ხოლო, თუ ეს არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს, _ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მუხლი 1274. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმის განხილვაში შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმის განხილვაში ყველა შემთხვევაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ. 7