„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
28.12.2011,
სარეგისტრაციო
კოდი:
040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი
შვილად აყვანა არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილების
საფუძველზე.“.
2. 42-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ნაშვილების
სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრისა და მისი
მშობლის (მშობლების) მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) მონაცემებით შეცვლა
შესაძლებელია
სასამართლოს
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
შვილად
აყვანის
რეგისტრაციისას.“
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლო
გადაწყვეტილებით ან მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით შეიძლება განხორციელდეს
ნაშვილების დაბადების ახალი რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემებით.
4. 18 წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება სასამართლო გადაწყვეტილების
საფუძველზე.
ამ
შემთხვევაში
განხორციელდება
ნაშვილების
დაბადების
ხელახალი
რეგისტრაცია.“.
3. 44-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის
მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/გაუქმების შესახებ −
1
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება
ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
შვილად
აყვანის
რეგისტრაციის
შემთხვევაში,
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
განსაზღვრულ ვადაში, მშვილებელი უფლებამოსილია მოითხოვს ნაშვილების დაბადების
ხელახალ რეგისტრაცია ამ კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“.
4. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა
1.
შვილად
აყვანის
ბათილად
ცნობის/გაუქმების
შესახებ
სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი
შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერიც.
2.
შვილად
აყვანის
ბათილად
ცნობა/გაუქმება იწვევს
ნაშვილების
დაბადების
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შეტანილი ცვლილების (ცვლილებების) ბათილობას და
პირვანდელი მონაცემების აღდგენას.
3. თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ნაშვილების
მიმართ შედგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი, შვილად აყვანის
ბათილად ცნობის/გაუქმების შემთხვევაში ბათილად ჩაითვლება ნაშვილების დაბადების
სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერიც. ამ შემთხვევაში ნამდვილად ითვლება ნაშვილების
დაბადების სამოქალაქო აქტის თავდაპირველი ჩანაწერი.
4. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში
ნაშვილებს
სასამართლოს
გადაწყვეტილების
საფუძველზე
შეუნარჩუნდება
შვილად
აყვანასთან დაკავშირებით შეცვლილი მონაცემები, გარდა მშობლების მონაცემებისა.“.
5. 78-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში მითითებული მონაცემები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის
სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
„სამოქალაქო
აქტების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით
დაგეგმილ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით, გაშვილებული ბავშვის
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემების შეცვლა ხორციელდება მხოლოდ
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონი
შესაბამისობაში მოდის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
კანონპროექტით დაგეგმილ აღნიშნულ ცვლილებასთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
3
ბ.ე)
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
4
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 40. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი
შვილად აყვანა არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას
სამოქალაქო
აქტების
რეგისტრაციის
ორგანო
ახორციელებს
უფლებამოსილი
პირის
განცხადებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის 44-ე
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების
საფუძველზე.
მუხლი 42. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) მონაცემების შეცვლა
1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ნაშვილების
სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღისა და მისი მშობლის (მშობლების)
მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) მონაცემებით შეცვლა შესაძლებელია მშვილებლის
(მშვილებლების) მოთხოვნით ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად
აყვანის რეგისტრაციისას.
2. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) მონაცემების შეცვლის შემთხვევაში
შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
3. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად, მშვილებლის
(მშვილებლების) მოთხოვნით შეიძლება განხორციელდეს ნაშვილების დაბადების ახალი
რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემებით.
4. შეცვლილი მონაცემებით დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში 10
წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით.
5. თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია
მშობლებთან (მშობელთან) ნაშვილების სამართლებრივი ურთიერთობების შენარჩუნება,
ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლების (მშობლის) მონაცემები არ
შეიცვლება.
მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად
აყვანის ბათილად ცნობის შესახებ
1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის
მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ − სამოქალაქო
აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი
კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას
და შესაბამისი ცვლილება (ცვლილებები) შეაქვს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში.
6
3. ამ მუხლით დადგენილი წესით შვილად აყვანის რეგისტრაციის შემთხვევაში
მშვილებელი
უფლებამოსილია
სასამართლოს
გადაწყვეტილების
კანონიერ
ძალაში
შესვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა მოითხოვოს ნაშვილების ან მისი მშობლის (მშობლების)
მონაცემების შეცვლა ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 46. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა
1. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი შვილად აყვანის
სამოქალაქო აქტის ჩანაწერიც.
2. შვილად აყვანის ბათილად ცნობა იწვევს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში შეტანილი ცვლილების (ცვლილებების) ბათილობას და პირვანდელი მონაცემების
აღდგენას.
3. თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ნაშვილების
მიმართ შედგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი, შვილად აყვანის
ბათილად ცნობის შემთხვევაში ბათილად ჩაითვლება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო
აქტის ახალი ჩანაწერიც. ამ შემთხვევაში ნამდვილად ითვლება ნაშვილების დაბადების
სამოქალაქო აქტის თავდაპირველი ჩანაწერი.
4. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში
ნაშვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე მისი ან მისი კანონიერი
წარმომადგენლის მოთხოვნით შეუნარჩუნდება შვილად აყვანასთან დაკავშირებით
შეცვლილი მონაცემები, გარდა მშობლების მონაცემებისა. 10 წელს მიღწეულ ნაშვილებს
შეცვლილი მონაცემები შეუნარჩუნდება მისი თანხმობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნაშვილები ან მისი
კანონიერი წარმომადგენელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში.
მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი
გარემოების არსებობა:
ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე ან მშვილებლის მოთხოვნით უნდა შეიცვალოს ნაშვილების
დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები;
ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია;
გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ
გვარის შეცვლის შემთხვევაში;
დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის
მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია;
ვ) გვარის დადგენა;
ვ1) გვარის კანონიერად აღიარება;
7
ზ) სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და
გვარის შეცვლა;
თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის
შესახებ;
ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის
გარდაცვალების რეგისტრაცია;
კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა
საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
8