„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
30.10.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
060000000.05.001.017917) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის,
არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21
წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე
მუხლებით დადგენილი ნორმები, გარდა 42-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა
ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული.“.
2. მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით
აღსაზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).“.
3. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება ნიშნავს განსაზღვრული
დროით არასრულწლოვნის მინდობით აღმზრდელისთვის გადაცემას სახლიდან მოშორებით
და მშობლებისაგან განცალკევებით, თუ არასრულწლოვნის სახლში და მშობლების
გარემოცვაში დატოვება მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს შეიცავს.“.
4. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. განრიდების ღონისძიების სახით გამოსაყენებელი მინდობით აღსაზრდელად
განთავსების წესი და პროცედურები განისაზღვრება „განრიდებისა და მედიაციის შესახებ
პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი
ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა „შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
განრიდების ღონისძიების სახით მინდობით აღსაზრდელად განთავსება აღარ იქნება
გამოყენებული 18-დან 21 წლამდე პირზე. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის
შესახებ“ კანონპროექტით, ტერმინი - „მიმღები ოჯახი“, იცვლება ტერმინით - „მინდობით
აღმზრდელი“. შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსშიც მოხდება
ფრაზის - „მიმღები ოჯახი“ ჩანაცვლება ფრაზით - „მინდობით აღმზრდელი“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
2
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
3
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო და
გამოყენების წესი, კანონის ანალოგია
1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის,
არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21
წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე
მუხლებით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე, თუ
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული.
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით
დადგენილი ნორმები.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა
ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და
არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო
ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს.
5. ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ
ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით
უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
6. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით
საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე ჩადენილი
დანაშაულის მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს
კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში საპროცესო მოქმედების ჩატარების
შესახებ სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის
საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას დასაშვებია შუამდგომლობის წარმომდგენი
სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და შეესაბამება არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესებს.
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის
1. არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული,
არასრულწლოვანი
მოწმე,
კანონთან
კონფლიქტში
მყოფი
არასრულწლოვანი.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი,
რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა
5
16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის მიზნებისათვის – პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის
მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი,
რომლის მიმართაც:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად,
მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 1002
მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4
ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის მე-2 ნაწილით, 1536 მუხლის მე-2
ნაწილით, 1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1752, 1771 და 178-ე
მუხლებით და 1811 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა;
გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული
სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.
3. პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი – მინიმალური ასაკი, რომელიც
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი.
4. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები − არასრულწლოვნის უსაფრთხოების,
კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაციარეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და
არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის
გათვალისწინებით განისაზღვრება.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი – არასრულწლოვნის
მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის სამართლის
საქმის წარმოება, მათ შორის, დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა,
საქმის სასამართლოში განხილვა, დანიშნული სასჯელის ან სხვა ზომის აღსრულება და
რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის
მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი,
სოციალური
მუშაკი,
მედიატორი,
პრობაციის
ოფიცერი,
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების
პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და
რომელსაც
გავლილი
აქვს
სპეციალური
მომზადება
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში – აგრეთვე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
7. განრიდება – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია
6
არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა,
ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
8. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც კანონთან
კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს ჩადენილი
ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები,
აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.
9. მედიაცია – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს
შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია
არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა.
მედიაციის
პროცესში
მონაწილეობს
აგრეთვე
არასრულწლოვნის
კანონიერი
წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ან/და სხვა პირი. სურვილის
შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობის მიღება პროკურორსაც შეუძლია.
10. მედიატორი – მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, სათანადო
კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის
შუამავლის როლს ასრულებს, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს.
11. კანონიერი წარმომადგენელი − არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი,
მეურვე,
მზრუნველი,
რომელიც
არასრულწლოვნის
ინტერესების
დასაცავად
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და სარგებლობს
არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების
ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა ისარგებლოს.
12. საპროცესო წარმომადგენელი – მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ
დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი,
რომელიც ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს
წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო
ინტერესების დასაცავად. საპროცესო წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით,
რომლებითაც კანონიერი წარმომადგენელი.
13. არასრულწლოვანი დაზარალებული – არასრულწლოვანი, რომელსაც მორალური,
ფიზიკური
ან
ქონებრივი
ზიანი
მიადგა
უშუალოდ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
14. არასრულწლოვანი მოწმე – არასრულწლოვანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან ან სისხლის სამართლის საქმესთან
დაკავშირებული ინფორმაცია.
15. მეორეული ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის
/არასრულწლოვანი მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.
16. ხელახალი ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ზიანის
მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
17. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება – არასრულწლოვანთა
განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით
უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელშიც ათავსებენ
თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებულ
არასრულწლოვნებს
და
სადაც
უზრუნველყოფილია მათი მუდმივი მეთვალყურეობა.
7
18. რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია – არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის
გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და
განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და
სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის
დასამკვიდრებლად.
19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი,
პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
მუხლი 46. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება
1. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება ნიშნავს განსაზღვრული
დროით არასრულწლოვნის მიმღები ოჯახისთვის გადაცემას სახლიდან მოშორებით და
მშობლებისაგან განცალკევებით, თუ არასრულწლოვნის სახლში და მშობლების გარემოცვაში
დატოვება მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს შეიცავს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განრიდების ღონისძიების
განხორციელების პროცესში შესაძლებელია არასრულწლოვნის მშობლების ჩართვაც, თუ ეს
არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
8